პროზა (თარგმანი)

ჯონ აპდაიკი – დამზადებულია ზეცა­ში

john-updike 64565

ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

ბრედ შე­ფე­რი ჯე­ნეტ ჰენ­დერ­სო­ნის რწმე­ნით მო­ი­ხიბ­ლა; 30-იანი წლე­ბის ბოს­ტონ­ში, ოფ­ი­სის სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბა­ზე, მხი­ა­რუ­ლე­ბის ნა­კად­ში ჩახ­ვე­უ­ლი სი­ჩუ­მის დროს ბრედს ბრო­ლი­ვით წკრი­ა­ლა ხმა მო­ეს­მა: “რა და – ჩე­მი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა!”

მი­ი­ხე­და. გო­გო­ნა ფან­ჯა­რას­თან იდ­გა, რა­დი­ა­ტორ­სა და ოფ­ი­სის რო­მე­ოს, არ­თურ გლებს შო­რის მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი. გა­რეთ, მუქ მი­ნებს მიღ­მა თო­ვა და­ეწყო და მილქ-სთრი­თის გას­წ­ვ­რივ, ოფ­ი­სის გა­ნა­თე­ბუ­ლი საკ­რ­მ­ლე­ბი ერ­თი­ა­ნად ინ­ის­ლე­ბოდ­ნენ და ფარ­ფა­ტებ­დ­ნენ. ჯე­ნე­ტი მაკ­ლე­რე­ბის ფირ­მა­ში იმ შე­მოდ­გო­მით მი­ვი­და. მდივ­ნად მუ­შა­ობ­და. მომ­ც­რო ტა­ნის იყო, ხას­ხა­სა პი­ჯაკ­სა და მომ­დ­გარ პე­რან­გ­ში გა­მოწყო­ბი­ლი. ამ სა­ღა­მო­სათ­ვის თი­თე­ბა­მოჭ­რი­ლი ფეხ­საც­მე­ლი და იის­ფე­რი გა­ბარ­დი­ნის დაპ­ლი­სუ­ლი, ლენ­ტე­ბით გაწყო­ბი­ლი კა­ბა შე­ერ­ჩია. ოთ­ა­ხის მხურ­ვა­ლე­ბას მი­სი ლო­ყე­ბი და მა­ღა­ლი ყე­ლი ალ­ის­ფ­რად წა­მო­ენ­თო და ბრედს დღეს პირ­ვე­ლად გა­უჩ­ნ­და გრძნო­ბა, რომ ეს პა­ტა­რა სხე­უ­ლი, თმის ღე­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, პა­წია ფეხ­საც­მელ­ში მბრწყი­ნა­ვი ფე­ხის თი­თე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი – მთლი­ა­ნად უზ­ა­დო ქმნი­ლე­ბა იყო. ჯე­ნე­ტის სწო­რი პრო­ფი­ლი არ­თუ­რის შემ­ც­ბარ სა­ხეს და­პი­რის­პი­რე­ბო­და. ბრე­დი მათ­კენ, რა­დი­ა­ტორს ზე­მოთ მო­ლივ­ლი­ვე სიცხი­სა­კენ გა­ე­შუ­რა. თო­ვა ძლი­ერ­დე­ბო­და; ქუ­ჩის გას­წ­ვ­რივ ოქ­როს­ფე­რი სარ­კ­მ­ლე­ბი კა­რა­ქის ადღ­ვე­ბი­ლი ნაჭ­რე­ბი­ვით დნე­ბოდ­ნენ.

ჯე­ნეტ­მა სა­ხე მხსნე­ლი­სა­კენ მი­აბ­რუ­ნა. ოდ­ნავ გა­ოფ­ლი­ლი­ყო. ღელ­ვის­გან ლო­ყებ­ზე ალ­მუ­რი მოს­დე­ბო­და და ამ ფონ­ზე ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი ყი­ნუ­ლებს მი­უ­გავ­და. “არ­თუ­რი ამ­ბობ­და”, – და­იწყო მან, – “რომ მის­თ­ვის ფუ­ლი – ყვე­ლა­ფე­რია”.

“მე­რე ამ პა­ტა­რა ტუ­ტუც გო­გოს ვკითხე – აბა, შენ­თ­ვის რა არ­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი-მეთ­ქი”, – გა­აგ­რ­ძე­ლა არ­თურ­მა და სიცხის­გან შა­ვი სარ­ჟის პე­რან­გი შე­იხ­ს­ნა. სა­ყე­ლოს­თან ფით­რის გაც­რე­ცი­ლი, გამ­ხ­მა­რი ყლორ­ტი მი­ებ­ნია.

“და მე და­ვუ­სა­ხე­ლე პირ­ვე­ლი­ვე, რაც აზ­რად მო­მი­ვი­და”, – თქვა ჯე­ნეტ­მა. მი­სი მოკ­ლე, ხვე­უ­ლი, ღია წაბ­ლის­ფე­რი თმა ამ სა­ღა­მო­სათ­ვის სა­გან­გე­ბოდ აფ­უ­ე­ბუ­ლი­ყო. “რა თქმა უნ­და, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მეა ფულ­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი”, – სწრა­ფად გა­ნაგ­რ­ძო მან.

“კა­თო­ლი­კე ხართ?” – ჰკითხა ბრედ­მა.

ეს კითხ­ვა არ­თუ­რის ხუმ­რო­ბას არ ჰგავ­და. ჯე­ნეტს სა­ხე და­უმ­შ­ვიდ­და და მდივ­ნის ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რი, მტკი­ცე ხმაც და­უბ­რუნ­და. “რა თქმა უნ­და, არა. მე­თო­დის­ტი ვარ”.

ბრედს გულ­ზე მო­ეშ­ვა. შე­ეძ­ლო ეს გო­გო ყვა­რე­ბო­და. ბოს­ტონ­ში კა­თო­ლი­კე­ე­ბი არ უყ­ვარ­დათ.

რო­ცა არ­თუ­რი ახ­ა­ლი ყლუ­პი­სა და პა­ტა­რა გო­გოს სა­ძებ­ნე­ლად წა­ვი­და, ჯე­ნეტ­მა ბრედს ჰკითხა: “სუ­ლე­ლუ­რად ვლა­პა­რა­კობ­დი?”

“უც­ნა­უ­რად, მაგ­რამ სუ­ლე­ლუ­რად – არა”. გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ბრედს არ სჯე­რო­და, რომ კა­პი­ტა­ლიზ­მი მო­მა­ვალ ათწ­ლე­ულ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და და ფიქ­რობ­და, მას­თან ერ­თად დარ­ჩე­ნი­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბიც გაქ­რე­ბაო. რე­ლი­გია მის­თ­ვის ის­ე­თი­ვე მკვდა­რი იყო, რო­გორც ამ­ას მარ­ქ­სი და მენ­ხე­ნი აც­ხა­დებ­დ­ნენ. დე­კემ­ბ­რის ქუ­ჩებ­ში წყვდი­ა­დი იდ­გა და იმ სტა­ტის­ტი­კას­თან, ყო­ველ­დ­ღი­უ­რად ოფ­ის­ში რომ მო­დი­ო­და, ეს სა­შო­ბაო შე­ძა­ხი­ლე­ბი და მხი­ა­რუ­ლე­ბა ნამ­დ­ვილ შე­უ­სა­ბა­მო­ბას ქმნი­და. ბოს­ტო­ნის ჩუ­ქურ­თ­მე­ბი­თა და ჭე­დუ­რო­ბით მორ­თუ­ლი, გო­თუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბის მსგავ­სი ბიზ­ნეს­ცენ­ტ­რე­ბის სარ­კ­მ­ლე­ბი­დან მში­ე­რი ხალ­ხი მო­ჩან­და, ისე გა­თო­ში­ლი და და­მუნ­ჯე­ბუ­ლი, რომ მათხოვ­რო­ბაც აღ­არ შე­ეძ­ლოთ. ყო­ველ დი­ლით გვა­მე­ბის­თ­ვის სა­ერ­თო საფ­ლა­ვებს თხრიდ­ნენ.

“მე მწამს…” – ჯე­ნეტ­მა ისე თქვა, თით­ქოს ბო­დიშს იხ­დი­და. მის ლურჯ თვა­ლებ­სა და ვარ­დის­ფერ, კრი­ა­ლა კანს შო­რის კონ­ტ­რას­ტი უკ­ვე თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი გამ­ხ­და­რი­ყო. “რაც თა­ვი მახ­სოვს, სულ მწამ­და. მა­ნამ­დეც კი, ვიდ­რე რა­მეს ამ­იხ­ს­ნიდ­ნენ. ჩემ­თ­ვის ეს ისე ბუ­ნებ­რი­ვი და აუც­ი­ლე­ბე­ლია. შენ თვლი, რომ ეს უც­ნა­უ­რია?”

“მე ვთვლი, რომ ეს მშვე­ნი­ე­რია”, – უპ­ა­სუ­ხა ბრედ­მა.

დიდ­მარ­ხ­ვის დღე­ებ­ში ის­ი­ნი ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­ში. ბრედ­მა თვი­თონ მო­ი­სურ­ვა ჯე­ნეტს წაჰ­ყო­ლო­და; უყ­ვარ­და – ახ­ალ-ახ­ალ სა­მო­სელ­ში, ახ­ლე­ბუ­რად გაბ­რ­წყი­ნე­ბულს რომ შეჰ­ყუ­რებ­და. სამ­სა­ხურ­ში ჯე­ნე­ტი ერ­თი გამ­რ­ჯე და უღ­იმ­ღა­მო თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყო. სხვა გო­გო­ე­ბის­გან რო­გორ­ღაც გა­რი­ყუ­ლი­ვით ჩან­და. ტუ­ჩე­ბი მუ­დამ მშრა­ლად მო­კუმ­ვო­და და თა­ვის ას­აკ­ზე უფ­როსს ჰგავ­და. ფრა­მინ­გემ­ში, თა­ვის მა­მა-პა­პურ სახ­ლ­ში, მშობ­ლებ­თან და ძმებ­თან კი, ის­ევ პა­ტა­რა გო­გოს ემს­გავ­სე­ბო­და; ოჯ­ა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო ათ­რობ­და. ბრე­დიც ხარ­ბად ის­უნ­თ­ქავ­და ამ სახ­ლის სიძ­ვე­ლის, ტყა­ვი­სა და ძუ­ით გაწყო­ბი­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი ავ­ე­ჯის სურ­ნელს, რად­გან ეს ჯე­ნე­ტის ბავ­შ­ვო­ბის სურ­ნე­ლი იყო. ქუ­ჩა­ში და რეს­ტო­რან­ში ჯე­ნე­ტი სრულ­ქ­მ­ნილ ლე­დის ჰგავ­და. თით­ქოს ქა­ლა­ქი – სცე­ნა იყო და ის კი პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლი, რო­მე­ლიც ბრედს, სცე­ნის მე­ო­რე ან­ო­ნი­მურ გმირს ჯენ­ტ­ლ­მე­ნად, მცვე­ლად, კა­ვა­ლე­რად აქ­ცევ­და. მი­სი მო­ღი­მა­რი სა­ხე, მატყ­ლის ქურ­თუ­კის ატ­ლა­სით გაწყო­ბი­ლი სა­ხე­ლო­ე­ბი, პრი­ა­ლა შა­ვი ფეხ­საც­მ­ლის წვე­ტე­ბი – ყვე­ლა­ფე­რი ბრწყი­ნავ­და. ბრედ­მა, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად, ქუ­ჩის კუთხე­ში ჯე­ნეტს მხარ­ზე ხე­ლი მოხ­ვია და მა­ში­ნაც ვე­ღარ შეძ­ლო ხე­ლის მო­ცი­ლე­ბა, რო­ცა ქუ­ჩა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაკ­ვე­თეს. ჯე­ნე­ტის ყო­ვე­ლი მოძ­რა­ო­ბა, მა­გა­ლი­თად – თათ­მა­ნის ნელ-ნე­ლა გახ­და – იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი იყო,რომ ბრე­დი ზოგ­ჯერ ხუმ­რო­ბას იწ­ყებ­და; ან გან­გებ, რა­ი­მე ტლან­ქი ჟეს­ტით ცდი­ლობ­და და­ერ­ღ­ვია მი­სი სიმ­შ­ვი­დე, რომ ჯე­ნეტს სა­ხე წა­მონ­თე­ბო­და, ან ოდ­ნავ მა­ინც შეც­ვ­ლო­და მი­მი­კა. თით­ქოს ბრედს ეშ­ი­ნო­და, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი არ­სე­ბო­ბა სულ გა­და­ა­ვიწყ­დე­ბაო. სიმ­ფო­ნი­ურ დარ­ბაზ­ში, პი­ა­ნი­სი­მო­თი აღ­ტა­ცე­ბის მო­მენ­ტ­ში გო­გო­ნა­სა­კენ რომ და­ი­ხა­რა და ხუმ­რო­ბით რა­ღაც ჩას­ჩურ­ჩუ­ლა, აზ­რა­დაც არ მოს­ვ­ლია, რომ რა­ღაც ძვირ­ფა­სი, სა­თუ­თი ქა­ლუ­რი სივ­რ­ცე შე­არ­ღ­ვია. ბრედს, ასე მა­ღალს, მოს­წონ­და ეკ­ლე­სი­ა­ში ჯე­ნე­ტის გვერ­დით დგო­მა და ყუ­რის გდე­ბა – სუს­ტი, წკრი­ა­ლა ხმა სა­გა­ლობ­ლის სიტყ­ვებ­თან ერ­თად რო­გორ მი­ი­წევ­და სულ უფ­რო ზე­მოთ. ტკბე­ბო­და ქა­ლის მო­ზე­ი­მე, მაგ­რამ მა­ინც მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი, თით­ქ­მის და­ეჭ­ვე­ბუ­ლი მზე­რით. თით­ქოს ჯე­ნეტს ეშ­ი­ნო­და, რომ გრძნო­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა მის არ­სე­ბას ძვე­ლი, ობ­ი­ა­ნი ფორ­მე­ბი­სა­კენ ჩა­ით­რევ­და. ბრედ­მა იც­ო­და ას­ეთ ფორ­მებ­ში რაც იგ­უ­ლის­ხ­მე­ბო­და: ის პრეს­ვი­ტე­რი­ა­ნუ­ლად აღ­ზარ­დეს, თუმ­ცა სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლებს მხო­ლოდ დე­და­მი­სი ესწ­რე­ბო­და და ის­იც, მხო­ლოდ კვი­რა­ო­ბით, რო­დე­საც მინ­დორ­ში და ბე­ღელ­ში საქ­მე არ ჰქონ­და. თა­ვი­დან ჯე­ნეტ­მა ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ყო­ლა­ზე უარი უთხ­რა. წა­ი­ჩურ­ჩუ­ლა, – ეს ყუ­რად­ღე­ბას გაგ­ვი­ფან­ტავ­სო. მარ­თ­ლაც ასე იყო. ქა­ლის მორ­ცხ­ვო­ბა, მო­წი­წე­ბა ბრედს სურ­ვილს აღ­უძ­რავ­და – მო­ეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, გულ­ში ჩა­ეკ­რა და ვე­ლუ­რი სი­ხა­რუ­ლით, ამ­ა­ყი შე­ძა­ხი­ლით ხელ­ში აეტ­ა­ცა.

ბრე­დი ოც­დარ­ვა წლის იყო, ჯე­ნე­ტი კი ოც­და­ხუ­თის – საკ­მა­ოდ ზრდას­რუ­ლი იმ­ის­თ­ვის, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ეფ­იქ­რა. წყნა­რი ბუ­ნე­ბა, სხე­უ­ლის დახ­ვე­წი­ლო­ბა უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი ქა­ლის იერს აძ­ლევ­და. ჯე­ნე­ტი მე­ო­რე გო­გოს­თან ერ­თად მარ­ლ­ბო­როს ქუ­ჩა­ზე ქი­რა­ობ­და ბი­ნას; ბრე­დი ბე­კონ ჰილ­ზე, კემ­ბ­რი­ჯის ქუ­ჩის ბნელ მხა­რეს ცხოვ­რობ­და. ჯე­ნე­ტი ნი­უ­ბა­რის ქუ­ჩა­ზე, აგ­უ­რით ნა­შენ მე­თო­დის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. ტა­ძარს გუმ­ბა­თო­ვა­ნი სამ­რეკ­ლო და ბი­ზან­ტი­უ­რი, ოქ­როს­ფ­რად მო­ხა­ტუ­ლი ჭე­რი ჰქონ­და. ბრედ­მა თა­ვი­სი სახ­ლის მახ­ლობ­ლად, ვესტ-ენ­დის აგ­უ­რის შე­ნო­ბებს შო­რის შე­ყუ­ჟუ­ლი ნამ­დ­ვი­ლი სა­ოც­რე­ბა, ბერ­ძ­ნუ­ლი სტი­ლის ხის ეკ­ლე­სია აღ­მო­ა­ჩი­ნა. 1830-იან წლებ­ში უნ­ი­ტა­რი­ა­ნელ­თა მი­ერ აშ­ე­ნე­ბულ და სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ის შემ­დეგ გა­მო­ცოცხ­ლე­ბუ­ლი მე­თო­დის­ტე­ბის მი­ერ და­კა­ვე­ბულ ამ პა­ტა­რა შე­ნო­ბას ოთხ­კუთხა მერ­ხე­ბი, და­ბუ­რულ­მი­ნი­ა­ნი პა­ტა­რა სარ­კ­მ­ლე­ბი და ბას-ვი­ო­ლას ფორ­მის მუ­ხის კა­თედ­რა ჰქონ­და. ბრე­დი ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებ­და იმ დღე­ებს, რო­ცა იქ ჯე­ნეტ­თან ერ­თად ოთხ­შა­ბა­თის მარ­ხ­ვებ­ზე და­დი­ო­და. გა­ზაფხუ­ლის ნო­ტიო ღა­მე­ებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თის ქარს ნავ­სად­გუ­რი­დან ზღვის სუ­ნი მოჰ­ქონ­და. წყვი­ლი ოდ­ნავ გა­ნა­თე­ბულ, ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და იტ­ა­ლი­ე­ლე­ბის ხმა­უ­რი­თა და საჭ­მ­ლის არ­ო­მა­ტით სავ­სე ქუ­ჩებ­ში მი­სე­ირ­ნობ­და; ვიდ­რე არ გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის ეს გან­ჯი­ნა, ეს მდუ­მა­რე და ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე. მერ­ხებს ზე­მოთ ოც­ამ­დე თა­ვი მო­ჩან­და, ეკ­ლე­სი­ა­ში ისე ყი­ნავ­და, რომ ქურ­თუ­კებს არ იხ­დიდ­ნენ. აქ გუნ­დი არ ჰყავ­დათ და მერ­ხი­დან წა­მოდ­გო­მი­სას ჭრი­ა­ლა, ხვე­ლე­ბა­სა­ვით ხმა გა­ის­მო­და. ამ დრო­ი­სათ­ვის ბრე­დი, ალ­ბათ ჯერ კი­დევ არ იყო მორ­წ­მუ­ნე, რად­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის სწო­რედ ეს სი­ცა­რი­ე­ლე, ყინ­ვა, მხცო­ვა­ნი მღვდლის ქა­და­გე­ბის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი პა­თო­სი ან­ი­ჭებ­და; ეს ნე­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რომ­ლი­თაც მო­ხუ­ცი მა­მაო, ამ მო­მაკ­ვ­დავ მრევ­ლ­თან ერ­თად გა­საქ­რო­ბად გან­წი­რუ­ლი, კი­დევ ერთხელ მი­უძღო­და თა­ვის მსმე­ნელს – ჯვარ­ც­მის ათ­ას­გ­ზის გავ­ლილ ბი­ლი­კებ­ზე, მი­წი­ე­რი მწუ­ხა­რე­ბის მიღ­მა. ბრე­დის გო­ნე­ბა კი ამ დროს სულ სხვა მხა­რეს მიქ­რო­და, შე­ვარ­დე­ნი­ვით ზვე­რავ­და მის მო­მა­ვალს, ხო­ლო ჯე­ნე­ტი – მის გვერ­დით იჯ­და წყნა­რი, მო­ბუ­ზუ­ლი და მა­ინც თვა­ლებ­ში სხივ­ჩამ­დ­გა­რი. ბრე­დი გრძნობ­და, რომ სწო­რედ ჯე­ნე­ტი იყო მთე­ლი მი­სი ფან­ტა­ზი­ის წყა­რო. ამ ძვე­ლი ტაძ­რის სი­ცა­რი­ე­ლე­ში ეს ქა­ლი მის­თ­ვის სულ უფ­რო მე­ტად ახ­ლო­ბე­ლი ხდე­ბო­და.

რუზ­ველ­ტი პრე­ზი­დენ­ტად ახ­ა­ლი არ­ჩე­უ­ლი იყო, ქა­ლა­ქის მე­რად კი კვლავ ქარ­ლი რჩე­ბო­და. მა­თი ქა­დი­ლი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­მოდ­გა; ქვე­ყა­ნა გა­დარ­ჩა. ეს პა­ტა­რა, ძვირ­ფა­სი, ცა­რი­ე­ლი ეკ­ლე­სია ხის იონ­უ­რი სვე­ტე­ბი­თა და ვი­ო­ლას ფორ­მის კა­თედ­რით, 50-იან წლებ­ში ვესტ-ენ­დის სხვა ნა­გე­ბო­ბებ­თან ერ­თად აიღ­ეს. ამ დრო­ი­სათ­ვის ბრე­დი და ჯე­ნე­ტი თა­ვი­ანთ პა­ტა­რა შვი­ლებ­თან ერ­თად უკ­ვე ნი­უ­ტონ­ში გა­და­სახ­ლ­დ­ნენ და ეპ­ის­კო­პა­ლი­ა­ნე­ლე­ბი გახ­დ­ნენ.

ქორ­წი­ნე­ბის ღა­მეს, ჯე­ნე­ტის­თ­ვის რომ ეამ­ე­ბი­ნა, ბრე­დი ქალს მო­ეხ­ვია და ლოც­ვა წარ­მოთ­ქ­ვა, ღმერთს მად­ლო­ბას სწი­რავ­და, რომ ის­ი­ნი ერთ­მა­ნეთს შე­ახ­ვედ­რა და სთხოვ­და – ერ­თად ნა­ყო­ფი­ე­რად და ღირ­სე­უ­ლად გვაცხოვ­რეო. თა­ვის დრო­ზე თხოვ­ნა შე­უს­რულ­და, მაგ­რამ ამ ღა­მით ლოც­ვამ ჯე­ნე­ტი უფ­რო და­ძა­ბა. ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც ბრე­დი მის­და­მი თა­ვის სიყ­ვა­რულს მკა­ფი­ოდ გა­მოთ­ქ­ვამ­და, ჯე­ნე­ტი იძ­ა­ბე­ბო­და, თა­ვის თავ­ში იკ­ე­ტე­ბო­და, თით­ქოს რა­ღაც შე­ნიღ­ბულ საფ­რ­თხეს, და­გე­ბულ მა­ხეს გრძნობ­და.

მა­თი ოთ­ხი­ვე ბავ­შ­ვი ჯან­მ­რ­თე­ლი და­ი­ბა­და. ბრე­დის საზ­ღ­ვაო ოფ­იც­რო­ბის ოთხ­მა წე­ლი­წად­მაც უვ­ნებ­ლად ჩა­ი­ა­რა; თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით იმ გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, მას­ზე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით და­წინ­წ­კ­ლუ­ლი ცის შა­ვი თა­ღი რომ ახ­დენ­და, რო­დე­საც თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის გა­დამ­ზი­დი ხო­მალ­დის გემ­ბან­ზე იდ­გა, წყნა­რი ოკ­ე­ა­ნის შუ­ა­გულ­ში. რო­გო­რი პა­ტა­რა, არ­ა­რა­ო­ბამ­დე პა­ტა­რა იყო ამ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ქვეშ! თვი­თონ ეს უზ­არ­მა­ზა­რი გე­მი “Enterprase“-იც კი, წყლის მო­ნო­ტო­ნუ­რი ლივ­ლი­ვი­დან ცა­თამ­ბ­ჯე­ნი­ვით ამ­ო­ზი­დუ­ლი, ამ ზე­ცის ქვეშ ქინ­ძის­თა­ვის ზო­მამ­დე მცირ­დე­ბო­და. და მა­ინც, ბრე­დი თვი­თონ იყო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის სი­დი­ა­დის მოწ­მე. მათ არ­ა­ფე­რი იც­ოდ­ნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ; ასე რომ, ამ გან­ზო­მი­ლე­ბით, ბრე­დი მათ აღ­ე­მა­ტე­ბო­და. მის აზ­როვ­ნე­ბა­ში რე­ლი­გია ამ გა­უცხო­ე­ბით, ამ უმ­ოქ­მე­დო­ბით და­იწყო. რწმე­ნა სას­წორს ქინ­ძის­თა­ვის მხა­რეს გა­დახ­რის. და აი ასე, თუმ­ცა ბრედს არ­ა­სო­დეს ჰქო­ნია ჯე­ნე­ტის მსგავ­სად ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად, გრძნო­ბე­ბით აღქ­მის უნ­ა­რი, თა­ვი­სი აზ­როვ­ნე­ბით ის მორ­წ­მუ­ნე გახ­და.

ათი წლის შემ­დეგ ბრედ­მა წი­ნა­და­დე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა, ეპ­ის­კო­პა­ლი­ა­ნე­ლე­ბი გავ­ხ­დე­თო. ნი­უ­ტო­ნის სახ­ლ­თან ეს ეკ­ლე­სია უფ­რო ახ­ლოს იყო. თვი­თონ სახ­ლი – ყავ­რით გა­და­ხუ­რუ­ლი, მრა­ვალ­სა­მერ­ცხ­ლუ­რი­ა­ნი შე­ნო­ბა, გუმ­ბა­თით გვირ­გ­ვინ­დე­ბო­და. ვიწ­რო, დახ­ვე­უ­ლი კი­ბე მრგვალ ოთ­ახ­ში ად­ი­ო­და. ეს ოთ­ა­ხი ჯე­ნე­ტის “სა­ხიზ­ნა­ვად” იქ­ცა. იჯ­და და ქარ­გავ­და, ან აკ­ვა­რე­ლე­ბით ხა­ტავ­და. ოთ­ა­ხის სარ­კ­მ­ლი­დან, აღ­მო­სავ­ლე­თით ჯონ ჰენ­კო­კის შე­ნო­ბის წვეტ­ზე წი­თე­ლი შუქ­ნი­შა­ნი მო­ჩან­და. ბრედს არ დას­ჭირ­ვე­ბია იმ­ის ახს­ნა, რომ მი­სი კო­ლე­გე­ბი­სა და კლი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეპ­ის­კო­პა­ლი­ა­ნე­ლე­ბი იყვ­ნენ და რომ ამ ეკ­ლე­სი­ას ეკ­უთ­ვ­ნო­და იმ ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბაც, რო­მელ­თა გაც­ნო­ბაც მათ­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და. ბრე­დი თით­ქოს ბო­ლომ­დე ვე­რა­სო­დეს ვერ შე­ეჩ­ვია აქ­ა­უ­რი ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნო­ტო­ნურ მრა­ვალ­სიტყ­ვა­ო­ბას და მო­უ­ხერ­ხე­ბელ, გან­მე­ო­რე­ბად ჩა­მუხ­ლ­ვას, მაგ­რამ მას აქ­ა­უ­რი მრევ­ლი მოს­წონ­და – ლურჯ ქურ­თუ­კებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, მუ­დამ სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ვარ­ცხ­ნი­ლი, ღაჟ­ღა­ჟა, ჯან­სა­ღი სა­ხე­ე­ბი; ნე­ბი­ე­რი ეპ­ის­კო­პა­ლი­ა­ნე­ლი ქა­ლე­ბი – ზამ­თარ­ში ქურ­ქე­ბით, ზაფხუ­ლო­ბით – გაშ­ლი­ლი, პას­ტე­ლის ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი ქუ­დე­ბით, სა­ი­და­ნაც თა­ვის დახ­რი­სას მა­ღა­ლი კის­რე­ბი მო­უ­ჩან­დათ. უყ­ვარ­და მათ შო­რის მდგა­რი ჯე­ნე­ტი, აბ­რე­შუ­მის შავ კა­ბა­ში, ყელ­ზე ნამ­დ­ვი­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბის ასხ­მუ­ლით, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი მა­ცივ­რის ფა­სი ღირ­და და რომ­ლე­ბი­თაც ბრედ­მა ხარ­კი გა­და­უ­ხა­და მა­თი ქორ­წი­ნე­ბი­დან მეთხუთ­მე­ტე წლის­თავს. ფუ­ლი ნა­ზად ბრწყი­ნავ­და ჯე­ნე­ტის თი­თებ­სა და ყუ­რებ­ზე. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ერ­თა­დერ­თი, რაც კა­პი­ტა­ლიზმს სჭირ­დე­ბო­და, ომ­ის გა­მოვ­ლა იყო. ომ­ის­შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის ბირ­ჟა გაძ­ლი­ერ­და, სან­ტექ­ნი­კო­სებ­სა და ბაყ­ლებ­საც კი მაკ­ლე­რე­ბი დას­ჭირ­დათ. იმ აქ­ცი­ე­ბის ფა­სი, რომ­ლე­ბიც ბრედ­მა მი­წის თხი­ლით ვაჭ­რო­ბის საქ­მე­ში მი­ი­ღო, დეპ­რე­სი­ის წლებ­ში გა­ორ­მაგ­და, შემ­დეგ კი­დევ გა­ორ­მაგ­და და სულ უფ­რო გაძ­ვირ­და.

ჯე­ნეტს ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში არ­ა­სო­დეს მი­უ­ღია ის­ე­თი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბრე­დი რომ მო­ე­ლო­და. თვი­თონ ბრე­დი საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და, სა­ეკ­ლე­სიო საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი იყო. ეს მი­სი საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის სა­ხა­ლი­სო გაგ­რ­ძე­ლე­ბას ჰგავ­და. კვი­რა დი­ლით ეკ­ლე­სი­ა­ში ყოფ­ნის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის პო­უ­ლობ­და რა­ი­მე პრაქ­ტი­კულ მი­ზეზს. ჯე­ნე­ტი კი სულ უფ­რო ხში­რად რჩე­ბო­და შინ და მცე­ნა­რე­ებს უვ­ლი­და. ქა­ლის სხე­ულს, იმ დახ­ვე­წი­ლო­ბა­სა და პეწ­თან ერ­თად, რომ­ლი­თაც ბრე­დი პირ­ვე­ლად მო­ი­ხიბ­ლა, ახ­ლა უკ­ვე სის­რუ­ლეც და­ემ­ჩ­ნა. ჯე­ნე­ტის რწმე­ნა, ბრე­დის წარ­მო­სახ­ვა­ში, მი­წის­ქ­ვე­შა ქვევ­რ­ში შე­ნა­ხუ­ლი წყა­ლი­ვით იყო – უცვ­ლე­ლად წმინ­და. ეკ­ლე­სი­ა­ში, ცო­ლის გვერ­დით რომ იდ­გა და მის ნაზ, წკრი­ა­ლა გა­ლო­ბას უს­მენ­და, ბრე­დი გრძნობ­და, რომ ქა­ლის სრულ­ქ­მ­ნი­ლე­ბა კვლავ ძა­ლას მა­ტებ­და. წირ­ვის ბო­ლოს, მოზ­ღ­ვა­ვე­ბულ ხალ­ხ­ში, მი­სი ხე­ლე­ბი ჯე­ნე­ტის მხრებს ეხ­ვე­ო­და და მხო­ლოდ მა­შინ სცილ­დე­ბო­და, რო­დე­საც და­ქან­ცუ­ლი ხე­ლი მღვდლის­თ­ვის უნ­და ჩა­მო­ერ­თ­მია.

ერთხელ, მან­ქა­ნით შინ რომ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ჯე­ნეტ­მა უთხ­რა: “კარ­გი იქ­ნე­ბა, ეკ­ლე­სი­ა­ში ხე­ლე­ბის თა­თუნს თუ არ და­მიწყებ. უკ­ვე შუ­ახ­ნის ხალ­ხი ვართ”.

“კი არ გე­ფე­რე­ბო­დი, ხალ­ხ­ში გზას გიკ­ვა­ლავ­დი”, – ბრედს სი­წით­ლემ გა­დაჰ­კ­რა.

“გზის გაკ­ვალ­ვა არ მჭირ­დე­ბა”, – თქვა ჯე­ნეტ­მა და სცა­და ფე­ხი და­ე­ბა­კუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ მან­ქა­ნის ნო­ხი­ან ძირ­ზე მცდე­ლო­ბა არ­ა­ე­ფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა.

“აი, ჩვენ, – ფიქ­რობ­და ბრე­დი, – ჩვე­ნი კრე­მის­ფე­რი მერ­სე­დე­სით ეკ­ლე­სი­ი­დან ში­ნის­კენ ნაჩხუბ­რე­ბი მი­ვე­შუ­რე­ბით”; ბრედს ვერ გა­ე­გო, რის­თ­ვის იჩ­ხუ­ბეს. ცდი­ლობ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის და ჯე­ნე­ტის­თ­ვის შო­რი­დან შე­ე­ხე­და; და შო­რი­დან მა­თი – რო­გორც ფე­რად რეკ­ლა­მა­ში – ლა­მა­ზი, ას­ა­კო­ვა­ნი წყვი­ლის სუ­რა­თი, სრუ­ლი­ად უნ­აკ­ლო ჩან­და. “თუ თავს ვერ ვი­კა­ვებ და გეხ­ვე­ვი, – თქვა მან, ეს იმ­ი­ტომ, რომ ის­ევ მიყ­ვარ­ხარ. გა­ნა ეს მშვე­ნი­ე­რი არ არ­ის?”

“მშვე­ნი­ე­რია”, – უპ­ა­სუ­ხა გა­ჯავ­რე­ბულ­მა ჯე­ნეტ­მა. მე­რე და­ა­მა­ტა: “დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ მე გიყ­ვარ­ვარ და არა ის წარ­მოდ­გე­ნა, ჩემ­ზე რომ შე­ითხ­ზე?”

ბრე­დის­თ­ვის ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ­ა­ბუ­ნებ­რი­ვი იყო. ჯე­ნე­ტი ცდი­ლობ­და და­ე­ხა­ტა “ნამ­დ­ვი­ლი” ჯე­ნე­ტი, იმ­ის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ბრედ­მა იქ­ორ­წი­ნა. მაგ­რამ ვინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იგი, თუ არა ქა­ლი, რო­მე­ლიც იდ­უ­მა­ლე­ბის ჟამს, ფინ­ჯა­ნი ჩა­ის და­ლე­ვის შემ­დეგ ხვე­უ­ლი კი­ბით ად­ი­ო­და თა­ვის გუმ­ბათ­ში? ეს ქა­ლი მხო­ლოდ მა­შინ უჩ­ი­ნარ­დე­ბო­და, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი ჩხუბს იწ­ყებ­დ­ნენ, ან ქიმ­წ­მენ­დის მან­ქა­ნა მო­ვი­დო­და და გუმ­ბა­თი­დან დი­ა­სახ­ლი­სი უნ­და ჩა­მო­სუ­ლი­ყო.

“ოდ­ეს­მე აზ­რად თუ მოგ­ს­ვ­ლია – ეკ­ითხე­ბო­და ახ­ლა ქა­ლი, – რომ სულ სხვა რა­მის გა­მო გიყ­ვარ­ვარ? რომ ეს შე­ნი მა­მა­კა­ცუ­რი ძა­ლის გა­მოვ­ლე­ნა­ში გეხ­მა­რე­ბა?”

“ღმერ­თო ჩე­მო, – წა­მო­ი­ძა­ხა აღშ­ფო­თე­ბულ­მა ბრედ­მა, – ვის რო­მა­ნებს კითხუ­ლობ? შენ­თ­ვის უკ­ე­თე­სი იქ­ნე­ბო­და – მიყ­ვარ­დე და ეს მე არ მაწყობ­დეს?”

“ასე უფ­რო რო­მან­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და”, – აღ­ნიშ­ნა ქალ­მა თა­ვი­სი ნა­ზი, და­ბა­ლი ხმით და ბრედ­მა იც­ო­და, რომ ეს შე­სა­რი­გე­ბე­ლი ხუმ­რო­ბა იყო და რომ მა­თი ჰარ­მო­ნი­ი­დან ყვე­ლა უხ­ი­ლა­ვი ხარ­ვე­ზი ამ­ოქ­რა.

ბრე­დი სა­ეკ­ლე­სიო საკ­რე­ბუ­ლოს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ა­თო­ბით რჩე­ბო­და, სა­ჭი­რო საქ­მე­ებს აგ­ვა­რებ­და. მას შემ­დეგ, რაც მა­თი ორ­ი­ვე უმც­რო­სი შვი­ლის მი­რონ­ცხე­ბა აღს­რულ­და, ჯე­ნე­ტი ეკ­ლე­სი­ა­ში ყო­ველ­დ­ღი­უ­რი დას­წ­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლ­და. წირ­ვებ­ზე დი­ლით, რვა სა­ათ­ვის­თ­ვის მი­დი­ო­და, რო­ცა ბრედს ჯერ კი­დევ ეძ­ი­ნა. ქა­ლი გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხით იმ დროს ბრუნ­დე­ბო­და, ჯერ კი­დევ ბუ­რან­ში გახ­ვე­უ­ლი ბრე­დი, საკ­ვი­რაო გა­ზე­თის “Globe“-ის დას­ტით ხელ­ში ფინ­ჯან ყა­ვას რომ სვამ­და. ჯე­ნე­ტი ამ­ბობ­და, ის მომ­წონს, რომ დი­ლის წირ­ვა ნაკ­ლე­ბად ცე­რე­მო­ნი­უ­ლია და ამ დროს არც გუნ­დის მო­ნო­ტო­ნუ­რი სიმ­ღე­რა მა­წუ­ხებ­სო. იმ­ას არ ამ­ბობ­და, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში მარ­ტო ყოფ­ნა უყ­ვარ­და, რო­გორც ბოს­ტონ­ში, ოც­და­ხუ­თი წლის წი­ნათ. ათი სა­ა­თის წირ­ვებ­ზე გა­ლო­ბი­სას ბრედს ენ­ატ­რე­ბო­და ჯე­ნე­ტის სა­ლა­მუ­რი­ვით წკრი­ა­ლა, ტკბი­ლი ხმა. რა­ღაც სი­ცა­რი­ე­ლეს გრძნობ­და, თით­ქოს კვლა­ვაც მარ­ტოდ­მარ­ტო იდ­გა ოკ­ე­ა­ნეს­თან შე­ჭი­დე­ბუ­ლი “Enterprise“-ის გემ­ბან­ზე. ბრედ­მა ცოლს უთხ­რა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვი­ჭირ­ვებ და რვა სა­ათ­ზე ავდ­გე­ბი, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში შენ­თან ერ­თად ვი­ა­რო, მაგ­რამ კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც გა­მუდ­მე­ბით საქ­მე მაქვს, ათ სა­ათ­ზე მე­ლი­ა­ნო. ჯე­ნეტს გუ­ლი მო­ულ­ბა და ბრე­დის გვერ­დით თა­ვის ად­გილს და­უბ­რუნ­და. მაგ­რამ სულ ჩი­ო­და, ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მე­ტის­მე­ტად გრძე­ლიაო და რო­ცა გუნ­დის ხმა ძლი­ერ­დე­ბო­და, ყო­ველ­თ­ვის თრთო­ლა იტ­ან­და. ბრედს სურ­და გა­ე­გო, ეს სე­ნი თა­ვი­ან­თი ამ­ბო­ხე­ბით ჯე­ნეტს ჩვენ­მა ვა­ჟებ­მა ხომ არ გა­დას­დე­სო. ის­ი­ნი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის წი­ნა­აღ­მ­დეგ გან­წყო­ბილ­ნი და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი იყვ­ნენ.

პრე­ზი­დენ­ტე­ბი იცვ­ლე­ბოდ­ნენ და ახ­ლა ჯონ ფიც­ჯე­რალდ კე­ნე­დი აირ­ჩი­ეს. ბრე­დის ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ბოს­ტო­ნის ფი­ნან­სურ წრე­ებ­ში ჯო­ზეფ კე­ნე­დის შე­სა­ხებ ჭო­რა­ობ­დ­ნენ, რო­გორც მდი­დარ, თვით­კ­მა­ყო­ფილ ტიპ­ზე, რო­მელ­მაც ბლო­მად ფუ­ლი და­აგ­რო­ვა და მე­რე ბოს­ტო­ნი რუზ­ველ­ტი­სა და მი­სი ყა­ყა­ნა ლი­ბე­რა­ლე­ბის მთავ­რო­ბა­ში კა­რი­ე­რის შექ­მ­ნი­სათ­ვის და­ტო­ვა. ბრე­დი არ იზ­ი­ა­რებ­და ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი­სა და იან­კე­ბის ად­გი­ლობ­რივ მტრო­ბას. ეს არ­თობ­და კი­დეც, რად­გან მი­სი თვალ­თა­ხედ­ვით, ეს ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ბა­ნა­კი ერთ­მა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავ­და. “მწვა­ნე კუნ­ძუ­ლე­ლებს” ბრე­დი უყ­უ­რებ­და, რო­გორც ფხუ­კი­ან, მწა­რე არ­ა­ყი­სა და ღვარ­ძ­ლი­ა­ნი ამ­ბე­ბი­სათ­ვის კლუ­ბებ­ში თავ­შეყ­რილ ხალხს. მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბოს­ტო­ნის მი­და­მო­ებ­ში ცხოვ­რობ­და, ბრედს ირ­ლან­დი­უ­ლი აქ­ცენ­ტი დღემ­დე არ ეს­მო­და და ვე­რაფ­რით გა­მოთ­ქ­ვამ­და სიტყ­ვებს ტე­ლე­ვი­ზორ­ში მჟღე­რი ხმით მო­სა­უბ­რე ახ­ალ­გაზ­რ­და პრე­ზი­დენ­ტის მსგავ­სად.

შვი­ლე­ბით შე­ფე­რე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი იყვ­ნენ. ბი­ჭე­ბი საკ­მა­ოდ ზრდას­რუ­ლე­ბი ჰყავ­დათ და ნარ­კო­ტი­კე­ბის სი­გი­ჟე­ში ჩათ­რე­ვის საფ­რ­თხე არ ემ­უქ­რე­ბო­დათ. გო­გო­ე­ბი კი უპ­რობ­ლე­მოდ დათხოვ­დ­ნენ, ვიდ­რე ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ერ­თად ცხოვ­რე­ბა მო­და­ში შე­მო­ვი­დო­და. ერთ­მა ვაჟ­მა კო­ლე­ჯი მი­ა­ტო­ვა და ვერ­მონ­ტ­ში ხუ­როდ და­იწყო მუ­შა­ო­ბა. მე­ო­რემ კო­ლე­ჯი ამ­ჰერ­ს­ტ­ში და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ შემ­დეგ საცხოვ­რებ­ლად ვესტ-ქო­უს­თ­ში გა­და­ვი­და. ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მახ­ლობ­ლად რჩე­ბოდ­ნენ და რე­გუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით ახ­ალ შვი­ლიშ­ვი­ლებს ჩუქ­ნიდ­ნენ. ასე რომ, ბრე­დის ქორ­წი­ნე­ბის­ღა­მინ­დე­ლი ლოც­ვა, რო­გორც ჩან­და, ღმერ­თ­მა შე­ის­მი­ნა.

სა­მო­ცი­ა­ნი წლე­ბი სა­მოც­და­ა­თი­ა­ნით შე­იც­ვა­ლა და შე­ფე­რებს, ქვეყ­ნის მსგავ­სად, საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვი­დათ. ორ­ი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი სკან­და­ლუ­რად, სა­სა­მარ­თ­ლო­ში ქმრე­ბის ჩი­ვი­ლი­თა და ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ ბინ­ძუ­რი ჩვე­ნე­ბე­ბით გან­ქორ­წინ­და. ვესტ-ქო­უს­თ­ში მცხოვ­რე­ბი ვა­ჟი ვე­რაფ­რით შო­უ­ლობ­და სა­მუ­შა­ოს; ყო­ველ­თ­ვის “რა­ღაც საქ­მე­ში” ტრი­ა­ლებ­და – ხან უძ­რავ ქო­ნე­ბას მოჰ­კი­და ხე­ლი, ხან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა თუ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, მაგ­რამ აქ­ე­დან გა­სამ­რ­ჯე­ლო, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბრე­დის გა­მოთ­ვ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მო­გე­ბა არ­ა­სო­დეს მი­უ­ღია. ბრე­დის მსგავ­სად, ფრე­დიც ად­რე გა­ჭა­ღა­რავ­და; და აი, ეს იყო ოც­და­ათს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, ჭა­ღა­რა ბი­ჭი, თბი­ლი ბუ­ნე­ბი­თა და დახ­ვე­წი­ლი, მდიდ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით, ბიზ­ნეს­ში მუ­დამ ხელ­მო­ცა­რუ­ლი. ჯე­ნეტს აშ­ფო­თებ­და ის ამ­ბა­ვი, რომ ფრედს სხვა შვი­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე ინ­ა­ხავ­დ­ნენ; გან­სა­კუთ­რე­ბით, ხუ­როდ მო­მუ­შა­ვე ვა­ჟის ხარ­ჯ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლა სათხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტის თა­ნამ­ფ­ლო­ბე­ლი გამ­ხ­და­რი­ყო. ყვე­ლა­ნი მწუ­ხა­რე­ბა­ში ჩაც­ვივ­დ­ნენ, მაგ­რამ თით­ქოს არ გაკ­ვირ­ვე­ბი­ათ, რო­დე­საც საბ­რა­ლო ფრე­დი გლენ­დალ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზედ­მე­ტი დო­ზი­სა­გან მკვდა­რი იპ­ო­ვეს. ის ფი­ნან­სურ ჩიხ­ში კო­კა­ინ­მა მო­იმ­წყ­ვ­დია. იპ­ო­ვეს სუფ­თად ჩაც­მუ­ლი, ლურჯ სპორ­ტულ ქურ­თუკ­სა და ფარ­თო შარ­ვალ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, ბო­ლომ­დე ჯენ­ტ­ლ­მე­ნი, რაც ბრე­დი თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში ვე­რა­სო­დეს გახ­და.

ნი­უ­ტო­ნის სახ­ლი მათ გარ­შე­მო უზ­არ­მა­ზა­რი და ცა­რი­ე­ლი ჩან­და და წყვილ­მა სხვა ბი­ნა­ში გა­დას­ვ­ლა და­ა­პი­რა, მაგ­რამ ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ უფ­რო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე ოთ­ა­ხი გა­მო­ე­კე­ტათ და აქ­ვე დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ. ოთ­ა­ხებ­ში, ნაც­ნობ ავ­ეჯ­სა და კედ­ლებ­ზე ყველ­გან ბავ­შ­ვე­ბის ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­დათ გა­მო­ფე­ნი­ლი; ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბი – გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მო­ე­ბი, ქორ­წი­ნე­ბე­ბი, საზ­ღ­ვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, – ფო­ტო­ე­ბის ეს კბი­ლებ­დაკ­რე­ჭი­ლი, მზე­ზე გა­რუ­ჯუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ახ­ლა უკ­ვე მე­სა­მე თა­ო­ბას გა­დას­წ­ვ­და და გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ნამ­დ­ვილს ჰგავ­და, ვიდ­რე თვი­თონ ბავ­შ­ვე­ბის წყვე­ტი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი. ბრედ­მა აბს­ტ­რაქ­ტუ­ლად იც­ო­და, რომ იცვ­ლე­ბო­და ბავ­შ­ვის სახ­ვე­ვე­ბი, ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰო­კე­ი­ზე დაჰ­ყავ­და, გო­გო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბა­ლეტ­ზე და­ა­ტა­რებ­და; ვის­თან ერ­თა­დაც ძი­ლის წინ ლო­ცუ­ლობ­და, ვის გვერ­დი­თაც ერთ­გუ­ლად იდ­გა, რო­ცა ცრემლს ღვრიდ­ნენ, თა­მა­შობ­დ­ნენ თუ მო­წი­ფუ­ლო­ბის ტრავ­მებს ებრ­ძოდ­ნენ. და მა­ინც, მშობ­ლო­ბას უფ­რო მკა­ფი­ოდ ვე­რაფ­რით შე­იგ­რ­ძ­ნობ­და. მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე თით­ქოს ტე­ლე­ვი­ზორ­თან იჯ­და და თა­ვის თავს მშობ­ლის როლ­ში უყ­უ­რებ­და. ათ­ას­ჯერ უფ­რო ცხა­დი, ის­ეთ წვრილ­მა­ნე­ბამ­დეც კი, რო­მელ­თა წარ­მო­სახ­ვაც თვა­ლებს უწ­ვავ­და, მთე­ლი და­ნა­კარ­გის შეგ­რ­ძ­ნე­ბით სულს რომ უხ­უ­თავ­და, იყო ის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ის და ჯე­ნე­ტი ბოს­ტონ­ში, სენტ ბო­ტოლ­ფის ქუ­ჩა­ზე და მე­რე კო­მონ­ველ­სის ავ­ე­ნი­უს მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ, სახ­ლ­ში, რო­მელ­საც მი­ნის­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი და ჩი­ტის­გა­ლი­ი­ა­ნი ლიფ­ტი ჰქონ­და; და კი­დევ – ფირ­მის ძვე­ლი, ხით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ოფ­ი­სი, ვიდ­რე მას მილქ-სტრიტ­ზე, აწ­ო­წილ­სა და მყვი­რა­ლა ფე­რის ცა­თამ­ბ­ჯენ­ში გა­და­ი­ტან­დ­ნენ. საქ­მე­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის, სა­მუ­შაო დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა, რო­ცა მი­სი მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი გათ­ვ­ლე­ბი დი­დი მო­გე­ბით გვირ­გ­ვინ­დე­ბო­და, ან ტაქ­ტი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ჭი­რო უფ­ლე­ბებს ან­ი­ჭებ­და – კვლა­ვაც უბ­რუ­ნებ­და ტრი­უმ­ფით ტკბო­ბის სი­ხა­რულს. ბიზ­ნეს­ში ას­ე­თი წარ­მა­ტე­ბე­ბით ტკბო­ბა მა­შინ მი­ნელ­და, რო­ცა სა­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის სპე­კუ­ლა­ცი­ებს ბო­ლო მო­ე­ღო. მი­სი ბო­სე­ბი, ანჩხ­ლი იან­კე­ბი, ვის ხელ­შიც თა­ვის დრო­ზე მთე­ლი ფუ­ლი ტრი­ა­ლებ­და – ყვე­ლა­ნი გა­დად­გ­ნენ. თვი­თონ ბრე­დიც, სა­მოც­დარ­ვა წლის ას­აკ­ში პენ­სი­ა­ში გა­ვი­და; სწო­რედ იმ ზაფხულს, ნიქ­სონ­მა რომ და­ტო­ვა პოს­ტი. სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვ­ლის პირ­ველ თვე­ებ­ში, რო­ცა მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და პი­ჯა­კი რომ აღ­არ ემ­ო­სა, – ბრე­დი ჯე­ნეტ­თან ხში­რად ად­ი­ო­და გუმ­ბათ­ში.

ქალს არ­ა­სო­დეს უთქ­ვამს, რომ ეს არ მოს­წონ­და, მაგ­რამ რო­ცა კი ბრე­დი – ტორ­ტის ფორ­მის ბო­ლო სა­ფე­ხურს აივ­ლი­და, ყვე­ლა­ფე­რი იტვ­რი­ნე­ბო­და. ოთ­ა­ხი გა­ყუ­ჩე­ბუ­ლი ბრწყი­ნავ­და, რო­გორც სა­ა­თი, რო­მელ­მაც ზა­რის რეკ­ვა ეს-ესაა შეწყ­ვი­ტა. ჯე­ნე­ტი იჯ­და ყო­ვე­ლი მხრი­დან გა­ნა­თე­ბუ­ლი, სარ­კ­მ­ლე­ბით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი. ფა­ფუკ წაბ­ლის­ფერ თმა­ში ჭა­ღა­რა გა­მო­რე­ო­და. საქ­სო­ვი სა­ვარ­ძელ­ზე იდო და გა­ზე­თი კი მის კალ­თა­ში; მაგ­რამ თით­ქოს არ­ა­ფერს აკ­ე­თებ­და – სარ­კ­მ­ლი­დან წიფ­ლის ტო­ტებს მიღ­მა ცქე­რით ისე იყო გარ­თუ­ლი, რომ ახ­ლაც, ბრე­დის შე­მოს­ვ­ლი­სას თა­ვიც არ შე­ურ­ხე­ვია. მის­მა უმ­ოძ­რა­ო­ბამ ბრე­დი ოდ­ნავ შე­აკ­რ­თო. წა­მით შედ­გა, სუ­ლი მო­ით­ქ­ვა. ხე­ე­ბის კენ­წე­რო­ებს ზე­მოთ, სა­დაც ოდ­ეს­ღაც ჰენ­კო­კის შე­ნო­ბის წვე­ტი მო­ჩან­და, ახ­ლა მი­ნის მა­ღა­ლი ყუ­თე­ბის ვერ­ცხ­ლის­ფე­რი გრო­ვა ირ­ეკ­ლავ­და მზის სხი­ვებს. სი­მაღ­ლე ყო­ველ­თ­ვის თავ­ბ­რუს ახ­ვევ­და. თვა­ლე­ბი და­ხა­რა და ჯე­ნე­ტის მზე­რას გა­უს­წო­რა, რო­მე­ლიც ზამ­თ­რის შიშ­ველ ტო­ტებს მიღ­მა, სა­მი სარ­თუ­ლის ქვე­მოთ გაშ­ლილ, მკვდარ მინ­დორს გაჰ­ყუ­რებ­და. ბრედს წვი­ვი და­ე­ჭი­მა და და­საჯ­დო­მად ოთ­ა­ხის ცენ­ტ­რის­კენ წაფ­რა­ტუნ­და.

ჯე­ნეტს ხმა არ და­უძ­რავს და ბრედ­მა თვი­თონ ჰკითხა, თავს ხომ კარ­გად გრძნო­ბო.

“რა თქმა უნ­და, – მი­უ­გო ქალ­მა, – ცუ­დად რა­ტომ უნ­და ვი­ყო?”

“არ ვი­ცი, ძვირ­ფა­სო, ისე წყნა­რად ზი­ხარ”.

“წყნა­რად ყოფ­ნა მიყ­ვარს. სულ ასე ვარ, შენ ეს იცი”.

“რა თქმა უნ­და! – ბრედს ცო­ტა­თი ეწ­ყი­ნა და გა­ოც­და კი­დეც, – მე ეს ვი­ცი”.

“ჰო­და, მო­დი შენ­თ­ვის საქ­მე გა­მოვ­ნა­ხოთ”, – თქვა ქალ­მა და თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი მოძ­რა­ო­ბით, რო­გორც იქ­ნა, თა­ვი მო­აბ­რუ­ნა, რომ ქმრის­თ­ვის ყუ­რად­ღე­ბა და­ეთ­მო; და ის­ევ ქვე­მოთ ჩაგ­ზავ­ნა, სარ­დაფ­ში, იმ მი­ნის გა­მო­საც­ვ­ლე­ლად, მე­ზობ­ლის ბავ­შ­ვ­მა გოლ­ფის ბურ­თით რომ ჩა­ამ­ს­ხ­ვ­რია. ბრედ­მა შე­ნიშ­ნა და ეუც­ნა­უ­რა, რომ ჯე­ნე­ტის ოთ­ახ­ში არც ბავ­შ­ვე­ბის და არც მი­სი ფო­ტო­ე­ბი არ ეკ­ი­და, მაგ­რამ სარ­კ­მ­ლებს შო­რის ფო­ტო­ე­ბი­სათ­ვის სივ­რ­ცე თით­ქ­მის არც იყო. ოთ­ა­ხის ორ მე­სა­მედ­ზე ძვე­ლი ნა­ხა­ტე­ბი, და­ქარ­გუ­ლი ბა­ლი­შე­ბი და ნაჭ­რის­ყ­დი­ა­ნი წიგ­ნე­ბი მი­მო­ფან­ტუ­ლი­ყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი ოთ­ა­ხის გარ­შე­მო მცუ­რავ მზეს ერ­თი­ა­ნად გა­ე­ხუ­ნე­ბი­ნა. ბრედს ის­ე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა გა­უჩ­ნ­და, რომ ეს ჯე­ნე­ტის მე­დი­ტა­ცი­ე­ბის ოთ­ა­ხი იყო. თუმ­ცა ამ გა­რინ­დე­ბის, ამ მე­დი­ტა­ცი­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მის­თ­ვის მუ­დამ გა­უ­გე­ბა­რი იყო. თვი­თონ ბრე­დის გო­ნე­ბის­თ­ვის გა­რინ­დე­ბა არ არ­სე­ბობ­და, ეკ­ლე­სი­ა­ში ხმა­მაღ­ლა ლოც­ვი­სას გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი უმ­ცი­რე­სი პა­უ­ზის დრო­საც კი მას ბრწყინ­ვა­ლე, ღვთა­ებ­რი­ვი სი­უ­ჟე­ტე­ბი ავ­სებ­დ­ნენ.

ჯე­ნე­ტის ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა შე­უმ­ჩ­ნევ­ლად და­იწყო და მე­რე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი სის­წ­რა­ფით გან­ვი­თარ­და. ერთ ღა­მეს ის­ი­ნი ტე­ლე­ვი­ზორს უყ­უ­რებ­დ­ნენ – ირ­ან­ში მძევ­ლე­ბი აეყ­ვა­ნათ და ყო­ველ­დ­ღე რა­ი­მე ამ­ბავს ელ­ოდ­ნენ. უც­ებ ჯე­ნეტ­მა ბრედს მა­ჯა­ზე ხე­ლი და­ა­დო. ის­ი­ნი გვერ­დიგ­ვერდ ისხ­დ­ნენ, წი­თელ სა­ვარ­ძელ­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ნი­უ­ტონ­ში გად­მოს­ვ­ლამ­დე, ორ­მო­ცი­ან წლებ­ში, ქარ­ბუ­ქის დროს იმ­პულ­სუ­რად იყ­ი­დეს. გრი­გა­ლის გა­მო უზ­არ­მა­ზა­რი მა­ღა­ზია სულ­მ­თ­ლად და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო და გა­დაწყ­ვი­ტეს თა­ვი­ან­თი აქ ყოფ­ნა და ამ­ინ­დი რა­მით აღ­ე­ნიშ­ნათ. თო­ვის დროს ბრე­დის ჯე­ნე­ტი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თ­ვის მთელ ძა­ლას იბ­რუ­ნებ­და. “რა?” – იკ­ითხა ბრედ­მა, რომ­ლის­თ­ვი­საც ცო­ლის მხრი­დან ას­ე­თი ყუ­რად­ღე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

“არ­ა­ფე­რი, – ჯე­ნეტ­მა გა­უ­ღი­მა, – ტკი­ვი­ლი ვიგ­რ­ძე­ნი, ოდ­ნავ”.

“სად?” – მოკ­ლედ, ერ­თი მარ­ც­ვ­ლით ჰკითხა. ახ­ალ ამ­ბებ­ში ამ დროს რე­პორ­ტი­ო­რი კითხ­ვას უს­ვამ­და ინგ­ლი­სუ­რად მშვე­ნი­ე­რი და­სავ­ლუ­რი აქ­ცენ­ტით მო­სა­უბ­რე ირ­ა­ნელ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერს და ბრედს ჯე­ნე­ტის პა­სუ­ხი არ გა­უ­გო­ნია. თუ­კი მა­თი ქორ­წი­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლა რა­ი­მე, რის გა­მოც ბრე­დი თავს იდ­ა­ნა­შა­უ­ლებ­და და რის­თ­ვი­საც თვლი­და, რომ სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებ­და, იყო მი­სი უყ­უ­რად­ღე­ბო­ბის სწო­რედ ეს მო­მენ­ტი, რო­დე­საც ჯე­ნე­ტი, რო­მე­ლიც ტკი­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე კვი­რა ჯი­უ­ტად დუმ­და, თა­ვი­სი ფა­ქი­ზი ხმით ქმარს პირ­ვე­ლად გა­ენ­დო.

მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ექ­ი­მებ­მა და გა­მოკ­ვ­ლე­ვებ­მა და­ა­ვა­დე­ბის მსვლე­ლო­ბას ფარ­და ახ­ა­დეს. ეს სიმ­სივ­ნე იყო და თუმ­ცა ჯე­ნე­ტი მსმე­ლი არ­ა­სო­დეს ყო­ფი­ლა, მე­ტას­ტა­ზე­ბი ღვიძ­ლი­დან მო­დი­ო­და. თუ პენ­სი­ა­ზე გას­ვ­ლი­დან ხუ­თი წლის მან­ძილ­ზე ბრედ­მა არ იც­ო­და, დრო რო­გორ გა­ეყ­ვა­ნა, ახ­ლა ის ერთ­დ­რო­უ­ლად იქ­ცა დი­ა­სახ­ლი­სად, მზა­რე­უ­ლად, მძღო­ლად, ელ­ექ­ტ­რი­კო­სად, მომ­ვ­ლე­ლად. ვე­ე­ბა სახ­ლ­ში შე­ყუ­ჟულ წყვილს, ვიდ­რე სა­მი შვი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ნა­ხუ­ლობ­დ­ნენ და შემ­დეგ ის­ევ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა­კენ მი­იჩ­ქა­როდ­ნენ და ვიდ­რე მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი სი­კე­თის გა­მოვ­ლე­ნას ცდი­ლობ­დ­ნენ, იმ ზამ­თარს თით­ქოს თაფ­ლო­ბის თვე ჰქონ­დათ. ბოს­ტო­ნის ის­ეთ ად­გი­ლებ­ში, უწ­ინ რომ არც ყო­ფი­ლან, კლი­ნი­კებ­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან სი­ა­რუ­ლი, ამ­ას თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და ეგ­ზო­ტი­კის ელ­ფერს აძ­ლევ­და. მთელ დროს ერ­თად ატ­ა­რებ­დ­ნენ და ახ­ლა უფ­რო მე­ტად და­ახ­ლოვ­დ­ნენ, ვიდ­რე ოდ­ეს­მე. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ქვეშ, ჯე­ნეტს ფა­ფუ­კი თმა რომ სცვი­ო­და, თა­ვის ქა­ლა თით­ქოს ბრედ­საც სტკი­ო­და; მუ­ცე­ლი ეწ­ვო­და, რო­ცა ჯე­ნე­ტი არ ჭამ­და. ქა­ლი ყო­ველ­თ­ვის გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი ღი­მი­ლით ხვდე­ბო­და კერ­ძის სით­ბო­სა და არ­ო­მატს, რო­მე­ლიც ბრედს მის­თ­ვის მა­გი­დას­თან თუ ლო­გინ­თან მიჰ­ქონ­და. ჩან­გ­ლით ყო­ველ­თ­ვის იღ­ებ­და ერთ ნა­ჭერს, რომ შეძ­ლე­ბო­და ქმრის­თ­ვის ეთქ­ვა, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლიაო. მე­რე, სა­ოც­რად ნე­ლა, ისე რომ, მი­სი მოძ­რა­ო­ბა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ჯე­ნე­ტი ჩან­გალს თეფ­შ­ზე დებ­და, თან თი­თე­ბით ის­ევ ეჭ­ი­რა ვერ­ცხ­ლის­ფე­რი ტა­რი, თით­ქოს ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­იძ­ლე­ბო­და გა­და­ეწყ­ვი­ტა მი­სი აღ­ე­ბა. ზოგ­ჯერ, წამ­ლე­ბით გაბ­რუ­ე­ბულს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩათ­ვ­ლემ­და კი­დეც. ბრედ­მა ის­წავ­ლა – საჭ­მელ­ზე ჯე­ნე­ტის უარ­ის­თ­ვის ისე შე­ე­ხე­და, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს მო­უ­ხერ­ხებ. რამ­დენ­ჯე­რაც სა­დი­ლი მკაც­რად ან ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით და­ა­ძა­ლა, ჯე­ნე­ტის წამ­ლე­ბით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, მტკი­ცე სიმ­შ­ვი­დე სა­ში­ნე­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე, რაც უც­ნა­უ­რი იყო, რომ ჯე­ნეტს აღ­ი­ზი­ა­ნებ­და, იყო ახ­ალ­გაზ­რ­და ეპ­ის­კო­პა­ლი­ა­ნე­ლი მღვდლის ვი­ზი­ტე­ბი. ის მათ ეკ­ლე­სი­ა­ში ახ­ა­ლი მი­სუ­ლი იყო. უწ­ინ, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ეს ად­გი­ლი ერთ გულ­თ­ბილ, ხუ­მა­რა მოძღ­ვარს ეკ­ა­ვა, რო­მელ­საც მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვე­რა­ვინ აღ­იქ­ვამ­და. ახ­ალ მღვდელს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, და­თაფ­ლუ­ლი ხმა და სა­ფეთ­ქ­ლებ­თან შეთხე­ლე­ბუ­ლი, ხვე­უ­ლი ქე­რა თმა ჰქონ­და. ბრედ­მა მშვე­ნივ­რად უწ­ყო­და იმ უთ­ან­ხ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რექ­ტო­რის არ­ჩე­ვამ­დე კან­დი­და­ტის მა­ძი­ე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რებს შო­რის რომ გა­ჩაღ­და და ახ­ლა სრუ­ლი­ად კმა­ყო­ფი­ლი იყო ახ­ალ­გაზ­რ­და რექ­ტო­რის მე­ლო­დი­უ­რი ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბი­თა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ქცე­ვე­ბით. ათი წლის წი­ნათ, მი­სი ას­ა­კის მღვდე­ლი, ალ­ბათ მრევ­ლის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის გან­წყო­ბას შე­ეც­დე­ბო­და. მაგ­რამ ჯე­ნე­ტი ჩი­ო­და, რომ მღვდლის ვი­ზი­ტე­ბი ღლი­და, თუმ­ცა ის­ი­ნი თხუთ­მეტ წუთ­ზე მეტ­ხანს არ­ა­სო­დეს გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა. რო­ცა ჯე­ნე­ტი მე­ტის­მე­ტად მი­სუს­ტ­და, გა­მუდ­მე­ბით ეძ­ი­ნე­ბო­და და ოთ­ა­ხი­დან ვე­ღარ გა­მო­დი­ო­და, ახ­ალ­გაზ­რ­და მღვდელ­მა შინ ზი­ა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ ჯე­ნეტ­მა ბრედს სთხო­ვა მის­თ­ვის გა­და­ე­ცა, ზი­ა­რე­ბა სხვა დრო­ის­თ­ვის გა­დავ­დო­თო.

მე­სის მთა­ვა­რი ჰოს­პი­ტა­ლის ოთ­ა­ხი, სა­დაც ჯე­ნე­ტი სა­ბო­ლო­ოდ მო­ა­თავ­სეს, აგ­უ­რის კე­დელ­ში ჩას­მუ­ლი სარ­კ­მ­ლე­ბი­დან, მი­სი ოთ­ა­ხის მსგავ­სად, გაშ­ლილ სივ­რ­ცეს გა­დაჰ­ყუ­რებ­და. შე­ნო­ბა ახ­ა­ლი იყო, ვესტ-ენ­დის ძველ ყო­რე­ზე ნა­შე­ნი. გვი­ა­ნი მარ­ტი იდ­გა, ახ­ა­ლი ათწ­ლე­უ­ლის პირ­ვე­ლი გა­ზაფხუ­ლი. მზი­ან დღე­ებ­ში კის­კი­სა მომ­ვ­ლელ ქა­ლებ­სა და კრი­ჭა­შეკ­რულ პა­ცი­ენ­ტებს მუ­ყა­ოს ლან­გ­რე­ბით სა­დი­ლი ში­და ეზ­ო­ში გაჰ­ქონ­დათ, მაგ­რამ დღე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯერ ის­ევ ნაც­რის­ფე­რი იყო და ჰოს­პი­ტალ­ში გათ­ბო­ბის გა­მორ­თ­ვას არ ჩქა­რობ­დ­ნენ. ვი­ზი­ტე­ბის დროს ბრე­დი ხში­რად იხ­დი­და პი­ჯაკს; ჯე­ნე­ტის ოთ­ახ­ში ძა­ლი­ან ცხე­ლო­და.

ჰოს­პი­ტა­ლის თეთრ საც­ვ­ლებ­სა და ვარ­დის­ფერ და­ლი­ან­და­გე­ბულ, ლენ­ტე­ბით გაწყო­ბილ მო­საც­მელ­ში, ბა­ლიშ­ზე მის­ვე­ნე­ბუ­ლი ჯე­ნე­ტი ის­ევ ლა­მა­ზი იყო. ლო­ყე­ბი ჯერ კი­დევ სავ­სე ჰქონ­და და მი­სი მშვე­ნი­ე­რი სწო­რი ცხვი­რი, ნა­თე­ლი თვა­ლე­ბი, წვრი­ლი, გა­და­კალ­მუ­ლი წარ­ბე­ბი – ძველ­მო­დუ­რად ამ­ოქ­ნილს რომ ჰგავ­და, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვად იყო ას­ე­თი – კვლავ ტო­ვებ­და იმ სრულ­ქ­მ­ნი­ლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, ბრედს რომ მუ­დამ სი­ა­მა­ყის გრძნო­ბით ავ­სებ­და. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ კე­ფა­ზე თმა კვლავ ფა­ფუკ, წაბ­ლის­ფერ ბღუ­ჯად ეზრ­დე­ბო­და. მხო­ლოდ ხორ­ც­გამ­ქ­რა­ლი, ზე­წარ­ზე ინ­ერ­ტუ­ლად დაწყო­ბი­ლი ხე­ლე­ბი ამჟ­ღავ­ნებ­და, რომ ქა­ლის თავს რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და.

ერთ დღეს ჯე­ნეტ­მა საყ­ვე­დურ­ნა­რე­ვი ხმით ქმარს უთხ­რა: “ჩვენ­მა ნი­უ­ტო­ნელ­მა ახ­ალ­გაზ­რ­და მე­გო­ბარ­მა დი­ლას ის­ევ შე­მო­ი­ა­რა და ვთხო­ვე, აღ­არ შე­ვე­წუ­ხე­ბი­ნე”.

“მოძღ­ვა­რი და­ითხო­ვე?” – ბრე­დის მო­ხუ­ცი ხმა, მი­სი­ვე სმე­ნა­ში, ჯე­ნე­ტის წკრი­ა­ლა და ქა­რის ზუ­ზუ­ნი­ვით შო­რე­უ­ლი ხმის შემ­დეგ ჭე­ქად გა­ის­მა.

“მოძღ­ვა­რი. ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, რა­ტომ უბ­რა­ლოდ ეპ­ის­კო­პა­ლი­ა­ნელ მი­ნისტრს არ უწ­ო­დებ”, – ერთხელ, რო­ცა შემ­თხ­ვე­ვით ბრი­მე­რის ქუ­ჩა­ზე ედ­ვენ­ტის ეკ­ლე­სია მო­ი­ნა­ხუ­ლეს, ჯე­ნეტ­მა მან­ტი­ე­ბით მო­სი­ლი, გუნ­დ­რუ­კის მკმე­ვე­ლი მნა­თე­ე­ბის ჯგუ­ფის მი­მარ­თაც უპ­ა­ტივ­ცემ­ლო­ბა გა­მოთ­ქ­ვა.

“კი მაგ­რამ, ზი­ა­რე­ბას არ აპ­ი­რებ?” – ზი­ა­რე­ბა ბრე­დის უს­აყ­ვარ­ლე­სი სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა იყო. მის წარ­მო­სახ­ვა­ში, რე­ლი­გი­უ­რი ფან­ტა­ზი­ის მსგავ­სად, პუ­რი და ღვი­ნო ნაწ­ლა­ვებ­ში ტრი­ა­ლი­სას ელ­ვას იწ­ყებ­და, წმინ­და შუ­ქად იქ­ცე­ო­და.

“რო­გორც დაზ­ღ­ვე­ვას, არა?” – ჯე­ნეტ­მა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი, გა­თან­გუ­ლი ხმით ამ­ო­ი­ოხ­რა.

“მაგ­რამ შენ უნ­და ეზ­ი­ა­რო”, – უპ­ა­სუ­ხა შეშ­ფო­თე­ბულ­მა ბრედ­მა.

“უნ­და ვე­ზი­ა­რო? რა­ტომ უნ­და ვე­ზი­ა­რო? ვინ თქვა, რომ ასე უნ­და მო­ვიქ­ცე?” – ბრე­დის­კენ მიპყ­რო­ბი­ლი თვა­ლე­ბის სი­ლურ­ჯე, სიცხის­გან წა­მონ­თე­ბუ­ლი ლო­ყე­ბის ფონ­ზე კვლავ თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი გახ­და.

“იმ­ი­ტომ, რომ… შენ იცი, რა­ტო­მაც. შე­ნი სუ­ლის ხსნი­სათ­ვის. სწო­რედ ამ­ა­ზე ლა­პა­რა­კობ­დი, რო­ცა პირ­ვე­ლად შეგ­ხ­ვ­დი”.

ჯე­ნე­ტი მკრთა­ლი ღი­მი­ლით სარ­კ­მელს გაჰ­ყუ­რებ­და.

“ჰო. რო­ცა მარ­ტო დავ­დი­ო­დი მე­თო­დის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში. მიყ­ვარ­და ის ტა­ძა­რი. ის­ე­თი სა­ო­ცა­რი იყო თა­ვი­სი მი­ნა­რე­თით. ძვირ­ფა­სი მო­ხუ­ცი სტი­ჯე­რი უს­ას­რუ­ლოდ იდ­გა და იდ­გა. ახ­ლა იქ მხო­ლოდ მან­ქა­ნე­ბის სად­გო­მია. სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა…” – ჯე­ნე­ტის გამ­ხ­და­რი მკერ­დი შე­ტოკ­და, სი­ცილ­მა ტუ­ჩე­ბამ­დე ვერ ამ­ო­აღ­წია.

ბრედ­მა თვა­ლე­ბი და­ხა­რა; ეს მას დას­ცი­ნეს. მი­სი ხე­ლე­ბი, მო­ხუ­ცი კა­ცის ტლან­ქი, და­ძარ­ღ­ვუ­ლი თა­თე­ბი მუხ­ლებ­ზე ერ­თად მო­კუმ­შა. “შენ გუ­ლის­ხ­მობ, რომ არ გწამს?” – ბრედ­მა იატ­აკ­ქ­ვეშ მი­მა­ლუ­ლი სივ­რ­ცის მთე­ლი სი­მაღ­ლე იგრ­ძ­ნო.

“ძვირ­ფა­სო, – უთხ­რა ქალ­მა, – ნუ­თუ ეს ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია”.

“მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია”, – და­ი­ჟი­ნა ბრედ­მა.

ჯე­ნეტ­მა ამ­ო­ი­ოხ­რა და არ­ა­ფე­რი აღ­არ უპ­ა­სუ­ხა.

“რამ­დე­ნი ხა­ნია?”

“არ ვი­ცი. თუმ­ცა, – წარ­მოთ­ქ­ვა ქალ­მა, – ეს სი­მარ­თ­ლე არ არ­ის. დროა, ერთ­მა­ნეთ­თან მარ­თ­ლე­ბი ვი­ყოთ. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც რწმე­ნა ჩემ­გან შენ წა­ი­ღე. შენ ჩემს რწმე­ნა­ში შე­მო­ი­ჭე­რი. სა­ჭი­რო აღ­არ იყო, ორ­ი­ვეს ასე გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა”.

“მაგ­რამ…” – ბრედს არ შე­ეძ­ლო ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ გა­ემ­ხი­ლა, რომ სწო­რედ ეს სურ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად, – მის რწმე­ნა­ში შეღ­წე­ვა და მის გვერ­დით ყოფ­ნა.

ჯე­ნეტ­მა შე­რი­გე­ბა სცა­და: “ამ­ას ხომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს”; ბრედ­მა არ უპ­ა­სუ­ხა. მხო­ლოდ სიბ­ნე­ლეს გრძნობ­და, სი­შა­ვეს ხე­დავ­და ჰო­რი­ზონ­ტის ყვე­ლა წერ­ტილ­ში, რო­გორც ოდ­ეს­ღაც, წყნა­რი ოკ­ე­ა­ნის ღა­მე­ებ­ში. ჯე­ნეტ­მა ხმას გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად აუწია: “ძვირ­ფა­სო, ამ­ას რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს?”

ჯე­ნეტ­მა იც­ო­და, – ამ­ას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, იმ­ი­ტომ, რომ ბრე­დის აღ­სას­რუ­ლიც ახ­ლოს იყო. კაც­მა თვა­ლე­ბი ას­წია და და­ი­ნა­ხა, რომ ას­ე­თი შუ­რის­ძი­ე­ბის შემ­დეგ ქა­ლი შე­სა­შუ­რად მშვი­დად იწ­ვა. კარ­თან მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლის ფე­ხის ხმა გა­ის­მა; ალ­უ­მი­ნის ლან­გარ­ზე შპრი­ცი წკა­რუ­ნობ­და და სარ­კ­მელს მიღ­მა, გა­ზაფხუ­ლის ლურჯ ბინ­დ­ში სი­ნათ­ლე­ე­ბი, ოქ­როს­ფე­რი მარ­თ­კუთხე­დე­ბი ან­თე­ბუ­ლი­ყო. თოვ­ლი, რამ­დე­ნი­მე მშრა­ლი ფიფ­ქი ცი­დან წა­მოც­ვივ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ ჯე­ნეტ­მა სთხო­ვა, რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლი ნუ იქ­ნე­ბაო, ბრედ­მა და ახ­ალ­გაზ­რ­და მღვდელ­მა ის მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რი ყა­ი­დის სამ­გ­ლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სი­ით გა­ა­ცი­ლეს. ჯე­ნე­ტი მა­ის­ში სა­მოც­და­თერ­თ­მე­ტი წლის უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო.

ბრე­დი გა­ნაგ­რ­ძობ­და დი­ლის წირ­ვა­ზე დას­წ­რე­ბას; მი­სი გო­ნე­ბა უკ­ვე აღ­არ­სა­ით მიჰ­ქ­რო­და; მის გვერ­დით სუს­ტი, წკრი­ა­ლა ხმა აღ­არ გა­ის­მო­და. აღ­ა­რა­ფე­რი იყო, სულ არ­ა­ფე­რი. ბრე­დი ცდი­ლობ­და, სხვა­ნა­ი­რად ეფ­იქ­რა, მაგ­რამ მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე მას ჯე­ნე­ტის ისე ღრმად სწამ­და, რომ ამ რწმე­ნას ვე­ღა­რა­ფერს მო­უ­ხერ­ხებ­და… ამ­ას ახ­ლაც ვე­რა­ფერს უხ­ერ­ხებ­და.

© “არილი”

Facebook Comments Box