სიტყვა ბუკინისტის ეტიმოლოგია ვიცოდი, მაგრამ 1995 წლამდე მათი დახმარება არ დამჭირვებია. სტუდენტობის პირველივე დღესვე, როცა ლექტორები შესასწავლ-წასაკითხ წიგნთა ჩამონათვალს გვაცნობდენენ, იქვე გვთავაზობდნენ ორ ალტერნატივას: წიგნები მოიძიეთ ბიბლიოთეკებში ან ბუკინისტებში. ბიბლიოთეკების გამოყენება იმ პერიოდში ჭირდა, იმდროინდელი სოციალური პირობების გამო, ამიტომ მივადექი ბუკინისტებს და რატი ამაღლობელის არ იყოს, მეც ძალიან ბევრი გამოცემა შევიძინე, ერთხელ შემთხვევით წავაწყდი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს და იმავე დღეს (მშობლების მატერიალური დახმარებით) ტაქსით მოვაბრძანე სახლში რვავე ტომი, მერე დიდხანს იგონებდნენ ჩემი მეზობლები (ვინც ამ ფაქტს შეესწრო), ისეთი გამარჯვებული სახე გქონდა, გაგვიკვირდა კიდეც წიგნების გამო ასეთი სიხარული თუ შეიძლებოდაო. ბაკურ სულაკაურის თქმის არ იყოს, მართლა დავწანწალებდი (და იმიტომაც შემშურდა ჩემი შემდგომი თაობისა, წანწალი აღარ იყო საჭირო და იქვე, მოხერხებულად, უნივერსიტეტთან, შეიძლებოდა სასურველი სახელმძღვანელოებისა თუ მხატვრული ლიტერატურის შეძენა) და ასე გავიცანი მარჯანიშვილის მეტროსთან მდგარი ბომბორა და დიდ სათვალიანი ბატონი ოთარი, რომელმაც, რატომღაც ზუსტად იცოდა ხოლმე, რომელი წიგნისთვის ვიყავი მისული, ისეც ხდებოდა, სახლში მატანდა გამოცემებს, წაიკითხე და მომიტანეო – ძალიან ხელსაყრელი პირობები ჰქონდა…
დღეს ასე დგას საკითხი: უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნები ქუჩებში… არიან მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც, რასაკვირველია, ყველა მსჯელობა საფუძვლიანია, მაგრამ ყველას ვერ დაეთანხმები, ცალსახაა მხოლოდ ერთი – წიგნები უნდა იყიდებოდეს ქუჩებში, ანდა უნდა არსებობდეს წიგნის ქუჩები. მისასალმებელია ისიც, ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ან სხვა გამომცემლობების სტენდებსაც თუ გამოიტანენ ქუჩებში (თუნდაც კვირაში ერთხელ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით). ესთეტიკურ მხარეს რაც შეეხება, წიგნის ცქერა (ნებისმიერ სახით), ვფიქრობ, სასიამოვნოა (შეიძლება, სუბიექტური მოსაზრებაა). ნამცხვრიანი და უნამცხვრო წიგნებიც მიყვარს, ანუ ლიტერატურული კაფეები და თანამედროვე წიგნის მაღაზიები. ბუკინისტებთან შეძენილ წიგნთა რაოდენობა თუ ულევია, კაფეებში ნაყიდი გამოცემა, მხოლოდ ორი მახსოვს, რაც შეეხება მაღაზიებს, ხშირად ვსტუმრობ, ვერაფრით ვიტყვი, რომ ხელცარიელი გამოვსულვარ, მაგრამ ერთზე მეტი ვერ წამომიღია. ძალიან მიმზიდველია, მაღაზიებში განთავსებული ”2 ლარიანი კალათები”, მაგრამ ”შიგთავსი” დიდი ვერაფერი! ხშირად მივლია ბუკინისტურ მაღაზიებში ჭავჭავაძეზე და ზემელზე, არც ერთი აღარ არსებობს, სამაგიეროდ გაიხსნა აღმაშენებელზე, რომელიც, მგონი ერთადერთია დედაქალაქში.
გამართული დისკუსიის შეჯამებისას ორი ტენდენცია იკვეთება: რომანტიული და პრაგმატული.
თავისთავად რომანტიკული და სასიამოვნოა ქუჩაში წიგნები თუ ”გეფეთებიან” და არა ფულის მთხოვნელთა არმია. ტროტუარზე დაყენებული ავტომობილი უფრო დიდ დისკომფორტს ქმნის, ვიდრე წიგნის დახლი თუ სტენდი; გაჩერებაზე, ტრანსპორტის ლოდინისას წიგნების თვალიერება, დამეთანხმებით, სჯობია საშაურმედან გამოსული მრავალგზის აშიშხინებული ცხიმის სუნის ყნოსვას; წიგნს ცალკერძ, საკუთარი რომანტიკაც აქვს, როგორადაც არ უნდა იყოს შეფუთული იგი, და როგორი ”პირატულიც” არ უნდა იყოს, მაინც წიგნია! წიგნები ქუჩებში და ქუჩის წიგნები ქმნიან სამყაროში სამყაროებს… წიგნები ქუჩებში და ქუჩის წიგნები სხვა ხიბლის მატარებელი, მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, რომლის არსებობაც გამართლებული, აუცილებელი და საჭიროა!
პრაგმატული ტენდენცია ორმხრივია: ვისაც ღონიერი ჯიბე არ გააჩნია, სულზე მისწრებაა, 1 ან 2 ლარად, 50 თეთრადაც, თუნდაც 5 ლარად, ქუჩაში მდგარ ბუკინისტებთან, ტერენტი გრანელის ლექსებს, ნიკოლო ბუალოს ”პოეტურ ხელოვნებას”, ლესინიგის ”ლაოკოონს”, ოსკარ უაილდის კრებულს, გრიგოლ კიკნაძის ლიტერატურულ წერილებს, მიხეილ ჩიქოვანის ”ქართულ ფოლკლორს”, აკაკი ბაქრაძის ”მითოლოგიურ ენგადს”, ”მწერლობის მოთვინიერებას” და სხვა მნიშვნელოვან გამოცემებს რომ წააწყდება. ჯიბეღონიერ გამომცემლთათვის ამ საკითხის პრაგმატული მხარე მიკრო თუ მაკროეკონომიკური მნიშვნელობისაა, რომელსაც სამართლებრივ საბურველში ხვევენ და სამართლებრივ ჭრილში იხილავენ. დამაჯერებელი და საფუძვლიანია მათი მსჯელობა სასკოლო სახელმძღვანელობთან დაკავშირებით. სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ქართულ თანამედროვე გამოცემების შესაძენად მაღაზიებს მივმართავ და არა გარემოვაჭრეს. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, გარემოვაჭრეა ბუკინისტიც, რომელიც ყიდის 40-50-60-70-80-იანი წლების გამოცემებს, მერე რა თუ თანამედროვე უცხოურ წიგნებსაც ყიდის, მკითხველს აინტერესებს ტექსტი და არა პირატულად დასტამბულის ხარისხი (ხარისხსთან დაკავშირებით ჩვენი მშობლიური გამომცემლობებიც ვერ დაიკვეხნიან, ჩემს ”თანამედროვე ბიბლიოთეკაში” აკა მორჩილაძის წიგნებია (თითქმის ყველა), ერთიანად დაფურცლული (ბოლო დროინდელების გარდა), როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არასოდეს ამის გამო პრეტენზია არ გამომითქვამს, მინდოდა წაკითხვა და მერე რა თუ გადაშლის დროს, რომელიმე ფურცელი იატაკზე გადაფრიალდებოდა).
მელიქიშვილის გამზირზე ანდა თავისუფლების მეტროსთან გამოფენილი წიგნებიანი დახლები და სტენდები თბილისის გაპარიზებას თუ უშლის ხელს, ვინძლო, მთავარ ქუჩებში ძაღლების მოსაქმებულებმაც უნდა შეაფერხოს აღნიშნული პროცესი. და საერთოდ, ხომ არ აჯობებდა ილუზიები თბილისის გაპარიზების და საქართველოს გაშვეიცარების შესახებ უკუგვეგდო. დაგევეტოვებინა თბილისი თავისი თბილისურობითა და ტიპოსით, ვფიქრობ, სწორედ ეს იზიდავთ უცხოელებს, იხილონ თბილისი თავისი ტრადიციებითა და რეალობით და არა ვთქვათ, აღმოაჩინონ სადმე კიდევ მეორე პარიზი, პრაღა ანდა ბაზელი.
წიგნი და წიგნისტი არცერთ სივრცეში არ დაიკარგება, იყოს დედაენის ბაღიც, იყოს სხვა ადგილებიც… თანამედროვე სოციო-კულტურული პროცესი სხვა რელსებზე გადავიდა და უცნაური ტემპით ”მოიქოქა”, ან უნდა მივყვეთ ან….
ორი კვირის წინ უმცროსმა მეგობარმა დამირეკა, წიგნს ვეძებ, რომელიც მაღაზიებში არ არისო, ბუკინისტებთან იკითხე-მეთქი, დედაენის ბაღში-თქო. აუ, ასე შორს რა წავაო?! მავანი კი იმტკიცება, წიგნის გამო დედაენის ბაღში კი არა, ცხრა მთას იქით წავლენო…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box