პროზა

გელა ჩქვანავა – ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ვა­ლი

ზღვამ ქა­ფი მო­ი­კი­და, რო­გორც კათხა­ში ახ­ალ­ჩა­მოს­ხ­მულ­მა ლუდ­მა. მი­მო­ზა აყ­ვა­ვილ­და და მი­სი სურ­ნე­ლი­სა­გან თა­ვატ­კი­ე­ბულ­მა, გა­სათხო­ვარ­მა ქა­ლიშ­ვი­ლებ­მა ოხვ­რას უმ­ა­ტეს, რად­გან მათ სარ­კე­ე­ბი და ბეჭ­დე­ბი ეს­იზ­მ­რე­ბო­დათ – გათხო­ვე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი.
ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს კი ვა­ლი დარ­ჩა გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლი. მის ჭა­ო­ბის­ფერ, სევ­დი­ან და ძაღ­ლის ცხვი­რი­ვით მუ­დამ სველ თვა­ლებ­ში ყვე­ლა შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილს კითხუ­ლობ­და და ის­იც იც­ო­და ყვე­ლამ, რომ ის შურს იძ­ი­ებ­და – თუნ­დაც იმ­ი­ტომ, რომ მის­გან ყვე­ლა შუ­რის­ძი­ე­ბას მო­ე­ლო­და.
იყო დრო, რო­ცა ის ქორ­წი­ლებ­ში და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად და­დი­ო­და, იქ გა­თე­ნე­ბამ­დის ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და ბან­ქოს ქა­ღალდს და შიკ­რი­კის პი­რით მე­მუ­სი­კე­ებს სიმ­ღე­რებს უკ­ვე­თავ­და, ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო ხელ­ზე, ფრჩხი­ლებ­ქ­ვეშ კანს იტ­ყა­ვებ­და, რომ და­ნიშ­ნუ­ლი კარ­ტი უკ­ეთ ეც­ნო. კა­ნაჭ­რი­ლი თი­თე­ბი აუტ­ან­ლად ტკი­ო­და, მაგ­რამ ტკი­ვილს ით­მენ­და და გუ­ლის მო­სა­ო­ხებ­ლად ყო­ველ ათ წუთ­ში სიმ­ღე­რებს უკ­ვე­თავ­და, რო­მე­ლიც იმ ოთ­ა­ხამ­დე, სა­დაც შუ­ლე­რე­ბი ისხ­დ­ნენ, არც აღ­წევ­და. ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო ტკი­ვილს იმ­ით უძ­ლებ­და რომ მო­გე­ბუ­ლი ფუ­ლის ნა­ხე­ვარს მე­მუ­სი­კე­ებს უგ­ზავ­ნი­და და, მა­ნაც და სხვებ­მაც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით იც­ოდ­ნენ, მე­მუ­სი­კე­ე­ბი მის მი­ერ შეკ­ვე­თილ სიმ­ღე­რას ბო­ლო ნო­ტამ­დე ის­ე­თი გრძნო­ბით იმ­ღე­რებ­დ­ნენ, რო­გორც გე­დე­ბი მღე­რი­ან თა­ვი­ანთ უკ­ა­ნას­კ­ნელ სიმ­ღე­რას.
ერთხელ, რო­ცა თა­ვი­სი ოც­ნე­ბის ქალს გა­და­ე­ყა­რა, უც­ებ მოს­წყინ­და სხვის ქორ­წი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი და თქვა, რომ მის რვა­ას­კა­ცი­ან ქორ­წილ­ში შუ­ლე­რე­ბი პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბოდ­ნენ, რად­გან იქ ბან­ქოს ქა­ღალდს ფულ­ზე არ ით­ა­მა­შებ­დ­ნენ და არც ორ­კეს­ტ­რი შე­ას­რუ­ლებ­და ძველ­ბი­ჭურ სიმ­ღე­რებს. მას, რო­გორც არ­ა­სო­დეს, ისე მო­უნ­და ოჯ­ა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვით დამ­ტ­კ­ბა­რი­ყო, მო­უნ­და ტე­ლე­ვი­ზო­რის დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თ­ვის ცოცხა­ლი პულ­ტი ჰქო­ნო­და ცო­ლის სა­ხით, სა­ნამ მა­თი შვი­ლე­ბი არ წა­მო­იზ­რ­დე­ბოდ­ნენ და ფე­ხის წვე­რებ­ზე შემ­დ­გარ­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რის არ­ხე­ბის გა­და­სარ­თავს შეს­წ­ვ­დე­ბოდ­ნენ.
ის, ვინც ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ამ­ჯო­ბი­ნეს, მან­და­რი­ნე­ბის პრინ­ცი და მი­ხა­კე­ბი­სა და მი­მო­ზე­ბის რე­გენ­ტი იყო. ის მან­და­რინს ეზ­ი­დე­ბო­და რუ­სეთ­ში და თი­თო კი­ლოს თი­თო მა­ნეთს უგ­ებ­და. მან კარ­გად იც­ო­და ის საქ­მე, რო­მელ­საც მის­დევ­და და არც ერთხელ არ გა­ყინ­ვია მან­და­რი­ნი რუ­სეთ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხა­კებ­სა და მი­მო­ზის ყვა­ვი­ლებს, ის­ი­ნი ყო­ველ­თ­ვის ახ­ალ­დაკ­რე­ფი­ლებს გავ­დ­ნენ. წყალს, რო­მელ­შიც ყვა­ვი­ლებს დებ­და, ას­პი­რინ­სა და კი­დევ რა­ღა­ცა აბ­ებს ურ­ევ­და. მი­სი ამ ელ­ექ­სი­რის დამ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტის გა­გე­ბა ყვე­ლას სურ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ იგ­ებ­და – ეს მი­სი სა­ი­დუმ­ლო იყო. ამ­ას გარ­და კი­დევ ფლობ­და ორ სა­ი­დუმ­ლოს. პირ­ვე­ლი – მი­სი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ახ­ალ­შერ­თუ­ლი ცო­ლის­თ­ვის – ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ყო­ფი­ლი სა­ცო­ლის­თ­ვი­საც კი სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბო­და. მის­მა ახ­ალ­შერ­თულ­მა ცოლ­მა ის­იც კი ვერ გა­ი­გო, უყ­ვარ­და თუ არა თა­ვის ქმარს და სწო­რედ ეს გახ­ლ­დათ მან­და­რი­ნე­ბის პრინ­ცი­სა და მი­ხა­კე­ბი­სა და მი­მო­ზე­ბის რე­გენ­ტის მე­სა­მე, დი­დი სა­ი­დუმ­ლო. ერ­თი სიტყ­ვით, ის კონ­ტ­რა­ბან­დის­ტი იყო და სა­მი დი­დი სა­ი­დუმ­ლოს მფლო­ბე­ლი სპე­კუ­ლი­ან­ტი.
იმ დღეს ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლომ ზე­დი­ზედ მე­ექ­ვ­სედ წა­ა­გო ნარ­დ­ში (ლუდ­ზე თა­მა­შობ­დ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის და ხინ­კალ­ზეც, თუ არ ვცდე­ბი) და რა­ჟი­კო კე­ზუ­ამ ჰკითხა, რა მოგ­დი­სო (მას ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვირ­და). ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლომ პა­სუ­ხად ისე მწა­რედ ჩა­ი­ღი­მა, ყვე­ლა მიხ­ვ­და, რომ რა­ღა­ცა და­ა­შა­ვეს, რომ ეს მათ აიძ­უ­ლეს ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო შუ­რი ეძია. ის­ი­ნი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყვ­ნენ, რომ ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო მარ­თ­ლაც იძ­ი­ებ­და შურს. რა­ჟი­კო კე­ზუ­აც არ იყო ჭო­რი­კა­ნა, ის, უბ­რა­ლოდ მი­ა­მი­ტი გახ­ლ­დათ და ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვირ­და.
მახ­სოვს, მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე, სიყ­ვა­რუ­ლის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბის რე­ცეპტს მი­ვა­გე­ნი-მეთ­ქი. ჩე­მი აზ­რით, ამ­ი­სათ­ვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო, შეყ­ვა­რე­ბულს სა­ცო­ლე გას­თხო­ვე­ბო­და. მა­შინ მე ბევ­რი რა­მის რე­ცეპტს ვე­ძებ­დი, სი­ცოცხ­ლის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბის, მა­გა­ლი­თად. ის­იც კი მინ­დო­და, ზაფხუ­ლი არ­ა­სო­დეს დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. ელ­ექ­ტ­რომ­რიცხ­ვე­ლის სა­ი­დუმ­ლოს უკ­ვე ჩაწ­ვ­დე­ნი­ლი ვი­ყა­ვი, ვი­ცო­დი რო­გორ მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა ისე, რომ მას და­ხარ­ჯუ­ლი ელ­ექ­ტ­რო­ე­ნერ­გია არ აღ­ე­რიცხა. მაგ­რამ ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის მრიცხ­ვე­ლი, ელ­ექ­ტ­რომ­რიცხ­ვე­ლი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით პირ­და­პირ ნერ­ვებ­სა და გრძნო­ბებ­ზე იყო ჩარ­თუ­ლი და მი­სი გა­ჩე­რე­ბა არ­ა­ფერს შე­ეძ­ლო, რად­გან მის ძარ­ღ­ვებ­ში ოც­და­ო­რი წლის მა­მა­კა­ცის სის­ხ­ლი სჩქეფ­და. მა­მა­კა­ცი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის სი­ცოცხ­ლე­ში, ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მხო­ლოდ ორ­ჯერ იყო გულ­წ­რ­ფე­ლი. პირ­ვე­ლად მა­შინ, რო­ცა სა­კუ­თა­რი დე­და და­ი­ტი­რა. მა­მა­მის­მა კი მი­სი ცრემ­ლე­ბი მო­წე­უ­ლი ან­ა­შის ზე­მოქ­მე­დე­ბას და­აბ­რა­ლა, რო­ცა მე­ზობ­ლებ­მა არ და­ი­ზა­რეს ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ცხა­რე ცრემ­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბო­დათ.
– მის­მი­ნე! – უთხ­რა მა­შინ ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლომ მა­მას, – მე­ლენ­ტი არ­და­შე­ლი­ას, – ის­ეთ ნა­გავს, რო­გო­რიც შე­ნა ხარ, სხვე­ბიც ნა­გა­ვი ჰგო­ნია, შენ არ გიყ­ვარ­და შე­ნი ცო­ლი, ეს შე­ნი პი­რა­დი საქ­მეა, ცო­ლის შეყ­ვა­რე­ბას ვე­რა­ვინ და­გა­ძა­ლებს. მაგ­რამ დე­და-შვი­ლის ამ­ბავ­ში ნუ ჩა­ე­რე­ვი, მა­ინც ვე­რა­ფერს გა­ი­გებ, იმ­ი­ტომ, რომ ნა­გა­ვი ხარ!.. მე მოვ­რ­ჩი…
მე­ო­რე­ჯერ კი, ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ღუ­ღუ­ნი ძა­ძა­მი­ას დის­შ­ვი­ლი შე­უყ­ვარ­და და იმ გო­გომ მწა­რედ მო­ატყუა – მან­და­რი­ნე­ბის პრინ­ც­სა და მი­ხა­კე­ბი­სა და მი­მო­ზე­ბის რე­გენტს გაყ­ვა ცო­ლად. იმ ქა­ლის ხმა ელ­ექ­ტ­რო­დე­ნი­ვით უვ­ლი­და ძარ­ღ­ვებ­ში ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს, მი­სი, ოდ­ნავ მო­ჭუ­ტუ­ლი თვა­ლე­ბი სულ თვალ­წინ ედ­გა (ბე­ცი იყო ის გო­გო, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლიც ხომ ბრმაა) და, რო­ცა მო­ნატ­რე­ბა და­რევ­და ხელს, ნათხო­ვარ სი­გა­რეტს სი­გა­რეტ­ზე ეწ­ე­ო­და და ნარ­დ­სა და კარ­ტ­ში აგ­ებ­და.
ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მე­ტო­ქე ზაფხუ­ლო­ბით ის­ვე­ნებ­და. რო­გორც მყიდ­ვე­ლი და­უვ­ლის ბა­ზარ­ში დახ­ლებს, ისე ჩა­მო­უვ­ლი­და სოჭ­ში პლა­ჟებს ქათ­ქა­თა, თეთრ პე­რან­გ­ში გა­მოწყო­ბი­ლი. ისე რო­გორც ყვე­ლა ორ­მოცს მიღ­წე­უ­ლი მა­მა­კა­ცი, ქორ­ფა მწვა­ნილს ან­ი­ჭებ­და უპ­ი­რა­ტე­სო­ბას. სიყ­მაწ­ვი­ლე­ში ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ყუ­რად­ღე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი იყო და მათ­ზე, მა­თი უყ­უ­რად­ღე­ბო­ბის გა­მო შუ­რი რომ ეძია, შამ­პა­ნურს ას­მევ­და, ბა­ნა­ნე­ბით უმ­ას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­და და მე­რე ეუფ­ლე­ბო­და. დი­ლით კი, რო­ცა გა­ნუცხა­დებ­და, რომ დღეს სხვა, გა­ცი­ლე­ბით უკ­ე­თეს ქალს უნ­და შეხ­ვედ­რო­და, მათ სა­ხე­ზე არ­დამ­ჩ­ნე­უ­ლი, ბო­ლომ­დე შე­ლა­ხუ­ლი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბით ტკბე­ბო­და. სექ­ტემ­ბ­რი­დან კი მუ­შა­ო­ბას იწ­ყებ­და და კონ­ტ­რა­ბან­დუ­ლი მი­ხა­კე­ბით აახ­ლებ­და ქა­ლებ­ზე შუ­რის­სა­ძი­ებ­ლად სა­ჭი­რო ფულს მან­და­რი­ნე­ბის შე­მოს­ვ­ლამ­დე.
ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ძაღ­ლის ცხვი­რი­ვით მუ­დამ სველ, ჭა­ო­ბის­ფერ თვა­ლებ­ში კი შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილს კითხუ­ლობ­დ­ნენ. ის სახ­ლი­დან პუ­რის სა­ყიდ­ლად გა­მო­სულ, მი­სი სიყ­ვა­რუ­ლის უარმ­ყო­ფელ ქალს დახ­ვ­და გზა­ზე. ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო მა­შინ მხო­ლოდ ოც­და­ო­რი წლის იყო და მან ქალს გა­უ­ღი­მა.
– რო­გო­რა ხარ? – ჰკითხა ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლომ ქალს და მიხ­ვ­და, რომ ეს ქა­ლი უყ­ვარ­და, ნამ­დ­ვი­ლად უყ­ვარ­და, – არ გა­მოც­ვ­ლილ­ხარ, თუმ­ცა გათხო­ვე­ბის მე­რე ყვე­ლა ქა­ლი იცვ­ლე­ბა!
– შენ კი, გა­მოც­ვ­ლილ­ხარ! – უპ­ა­სუ­ხა ქალ­მა და ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს მო­უნ­და, ეს ქა­ლი მი­სი ყო­ფი­ლი­ყო. მი­სი და მხო­ლოდ მი­სი, მის მკლა­ვებს მინ­დო­ბი­ლი, მთვა­რის ფა­ქიზ შუქ­ზე ნა­ზად და აუჩ­ქა­რებ­ლად და­სა­კოც­ნი არ­სე­ბა.
– ამ­ინ­დე­ბი რო­გორ მოგ­წონს? – ჰკითხა მა­შინ ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლომ ქალს, – არ გე­გო­ნოს ჩა­გი­საფ­რ­დი, შემ­თხ­ვე­ვით გა­და­გე­ყა­რე და უკ­ვე დროა მივ­დი­ო­დე, თო­რემ ისე მომ­ჩე­რე­ბი­ან, თით­ქოს მთვა­რი­დან ვი­ყო ჩა­მოფ­რე­ნი­ლი… ეგ­ებ სხვა­ნა­ი­რად იფ­იქ­რონ, მე­ზობ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რო­ბენ… ჰო, მარ­თ­ლა, მე­ზო­ბელ­ზე გა­მახ­სენ­და, ჩემს მე­ზო­ბელ ღუ­ღუ­ნი ძა­ძა­მი­ას ხომ არ გა­დას­ცემ­დი მო­კითხ­ვას?
– არა! – თქვა ქალ­მა და გა­ჩუმ­და. მას მა­ღა­ლი კი­სე­რი და თოვ­ლი­ვით თეთ­რი კა­ნი ჰქონ­და. ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ის ზუს­ტად ას­ე­თი ეს­იზ­მ­რე­ბო­და, რო­გორ­საც ეხ­ლა ხე­დავ­და და მას მა­შინ მარ­თ­ლა ასტ­კივ­და გუ­ლი და მზად გახ­ლ­დათ ყმუ­ი­ლი მო­ერ­თო.
– კარ­გი, ას­ეც ვეტყ­ვი, მო­კითხ­ვა არ გად­მო­უ­ცია-მეთ­ქი. ეხ­ლა კი წა­ვე­დი!
ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო გა­მობ­რუნ­და და ტა­ა­ტით გა­მო­უყ­ვა ქუ­ჩას. გზის ავ­ტო­სა­ვალ ნა­წილს მი­უყ­ვე­ბო­და ტრო­ტუ­ა­რის სი­ახ­ლო­ვეს და ცდი­ლობ­და უკ­ან არ მო­ე­ხე­და. ის მა­მა­კა­ცი იყო და უკ­ან არ მო­უ­ხე­დავს.
ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლომ იმ სა­ღა­მოს ჯინ­სის ახ­ა­ლი შარ­ვა­ლი ჩა­იც­ვა, ჯინ­სი­სა­ვე პე­რან­გიც ახ­ა­ლი ეც­ვა (ის პე­რანგს შარ­ვალ­ში არ­ა­სო­დეს იყ­ო­ლი­ებ­და) და სა­ნამ საქ­მე­ზე წა­ვი­დო­და სა­ნა­პი­რო­ზე იყ­ი­ა­ლა ეშ­მა­კის ბორ­ბალ­თან, “ელბ­რუს­ში” ყა­ვის გამ­ყიდ­ველ ქალ­საც ეკ­ურ­კუ­რა ნერ­ვე­ბის და­საწყ­ნა­რებ­ლად. მას ასი მა­ნე­თი უნ­და მი­ერ­თ­მია ძღვე­ნის სა­ხით იმ­ი­სათ­ვის, რო­მელ­მაც დამ­გე­ზა­ვი უშ­ო­ვა იმ რა­ი­ონ­ში, რო­მე­ლიც თვი­თონ ის­ურ­ვა და კი­დევ სა­მა­სი მა­ნე­თი თვი­თონ დამ­გე­ზა­ვის­თ­ვის მი­ე­ცა.
ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა დამ­გე­ზა­ვი ერთ­მა­ნეთს გავს. მათ პრო­ფე­სია აიძ­უ­ლებთ სხვე­ბი­სა­გან არ­აფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და ამ­ი­ტომ სხვე­ბი­სა­გან არ­აფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. უამ­რა­ვი ან­ეკ­დო­ტი იც­ი­ან და ამ­ი­ტომ ყველ­გან კე­თილ­გან­წყო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. სა­ნამ მომ­პა­რა­ვი მათ მი­ერ მი­ნიშ­ნე­ბულ ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ის­ი­ნი ეკ­ლებ­ზე სხე­დან და სინ­დი­სიც აწ­უ­ხებთ.
ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს დამ­გე­ზა­ვი შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი იყო, ის და­სა­გე­ზი ობ­ი­ექ­ტი­სად­მი თა­ვი­დან­ვე უნ­დობ­ლად გა­ნეწყო და იმ სა­ღა­მოს, ქალს, რო­მელ­თა­ნაც ერ­თად ცხოვ­რობ­და, სას­წ­რა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­მო­ა­ძა­ხე­ბი­ნა კარ­დი­ო­ლო­გით, რომ ჩა­ვარ­დ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში წყალ­გა­უ­ვა­ლი ალ­ი­ბი ჰქო­ნო­და. მას ყვე­ლა თა­ვი­სი მსხვერ­პ­ლი ეც­ო­დე­ბო­და და მათ უბ­ე­დუ­რე­ბას ისე გა­ნიც­დი­და, რო­გორც სა­კუ­თარს. ოც­ნე­ბობ­და ამ­ე­რი­კა­ში კბი­ლე­ბის ის­ე­თი პრო­თე­ზი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ნამ­დ­ვი­ლი­სა­გან რომ ვერ გა­მო­არ­ჩევ­დი. მას მე­ო­რე ოც­ნე­ბაც ჰქონ­და – ოც­ნე­ბობ­და, ის ქა­ლი, ვის­თა­ნაც ერ­თად ცხოვ­რობ­და, თა­ვი­სი ნე­ბით წა­სუ­ლი­ყო მის­გან, რად­გან მას­ზე უარ­ის სათ­ქ­მე­ლად გამ­ბე­და­ო­ბა არ ჰყოფ­ნი­და სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე.
მან­და­რი­ნე­ბის პრინ­ცი­სა და მი­ხა­კე­ბი­სა და მი­მო­ზე­ბის რე­გენ­ტის ბი­ნა­ში შე­სუ­ლი ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო მი­სა­ღე­ბი ოთ­ა­ხი­სა­კენ გა­ე­მარ­თა და პირ­და­პირ სა­ვარ­ძელს მი­ად­გა. სა­ვარ­ძე­ლი ის­ე­თი ახ­ა­ლი, დი­დი და რბი­ლი იყო, რომ მას­ში ფუ­ლი რომც არ გქო­ნო­და, მა­ინც მო­აწყობ­დი სა­მა­ლავს. ის კედ­ლებ­ში მოწყო­ბი­ლი სა­მა­ლა­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის დი­დოს­ტა­ტი იყო. შპა­ლე­რის ორ­ნა­მენ­ტებ­ში მომ­ხ­დარ ოდ­ნავ ცვლი­ლე­ბა­საც ამჩ­ნევ­და მი­სი გა­მოც­დი­ლი თვა­ლი და ოთ­ახ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სუ­ნით იქმ­ნი­და წარ­მოდ­გე­ნას იქ მაცხოვ­რებ­ლებ­ზე. სა­ვარ­ძ­ლის სა­ზურ­გი­დან მო­დე­ნილ სურ­ნელ­ში ნაც­ნო­ბი სუ­ნა­მოს სუ­ნი იყ­ნო­სა თით­ქოს. სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ეშ­ვა. თვი­თო­ნაც არ იც­ო­და რის­თ­ვის მო­ვი­და აქ, მან­და­რი­ნე­ბის პრინ­ცი­სა და მი­ხა­კე­ბი­სა და მი­მო­ზე­ბის რე­გენ­ტის ბი­ნა­ში, სა­დაც სა­ხი­ლე­ში არც ერ­თი მან­და­რი­ნი არ იდო და არც საყ­ვა­ვი­ლე ლარ­ნაკ­ში ეწ­ყო მი­ხა­კე­ბი სხვა ყვა­ვილ­თა შო­რის. მან უბ­რა­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ ეს ბი­ნა მი­სი სა­კუთ­რე­ბა იყო, ბი­ნის დი­ა­სახ­ლი­სი კი მი­სი ცო­ლი. მის­გან ხელ­მარ­ჯ­ვ­ნივ, ოთ­ახ­ში, იმ ქალს ეძ­ი­ნა, ვის­თ­ვი­საც აქ მო­ვი­და, ხელ­მარ­ცხ­ნივ კი იმ ქა­ლის დე­დამ­თილს, რო­მე­ლიც ფულს ალ­ბათ ქვე­შა­გებ­ში ინ­ა­ხავ­და.
ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლომ ბრო­ლის სა­ხი­ლე და­იდ­გა წინ და გა­თე­ნე­ბამ­დის მშვი­დად შე­ექ­ცე­ო­და ყურ­ძენ­სა და ვაშ­ლებს და კედ­ლის სა­ა­თის ტიკ­ტიკს უს­მენ­და. ის­იც შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ფუ­ლი კედ­ლის სა­ათ­ში ყო­ფი­ლი­ყო და­მა­ლუ­ლი (კონ­ტ­რა­ბან­დის­ტებს ხომ სა­მა­ლა­ვე­ბის მოწყო­ბის ორ­ი­გი­ნა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი), მაგ­რამ იქ ფუ­ლი არ უძ­ებ­ნია. მას არ­სად არ უძ­ებ­ნია ფუ­ლი. რო­ცა კედ­ლის სა­ა­თი გა­ა­ჩე­რა (სა­ა­თის ის­რე­ბი სა­მი სა­ა­თით უკ­ან გა­დას­წია, რომ ქალს გო­ნე­ბო­და, თით­ქოს მას იმ­ა­ზე მე­ტი დრო და­ე­ყო ამ ოახ­ში, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იყო), მა­შინ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მო­უნ­და მძი­ნა­რე ქა­ლი­სათ­ვის და­ე­ხე­და, მაგ­რამ თა­ვი შე­ი­კა­ვა. ცი­ფერ­ბ­ლა­ტის მი­ნა­ზე კი მოკ­ლე, ორ­სიტყ­ვი­ა­ნი ბა­რა­თი და­ტო­ვა – “მე ვი­ყა­ვი” ეწ­ე­რა იმ ბა­რათ­ში. ქა­ლი, დი­ლით, რო­ცა სა­ათს შე­ხე­დავ­და, ამ ბა­რათს ნა­ხავ­და და ვინ იც­ის, იქ­ნებ ატ­ი­რე­ბუ­ლი­ყო კი­დეც.
ის სა­ვარ­ძელ­ში იჯ­და და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი და უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ნახ­ვის სურ­ვილს ებრ­ძო­და. მან იც­ო­და, რომ ქა­ლი რძის­ფე­რი გან­თი­ა­დის შუქ­ზე უნ­და ეხ­ი­ლა და ის­იც იც­ო­და, რომ გან­თი­ა­დამ­დის გა­უძ­ლებ­და მი­სი ნახ­ვის და­უძ­ლე­ველ სურ­ვილს, რო­გორც ბან­ქოს თა­მა­ში­სას უძ­ლებ­და ფრჩხი­ლებ­ქ­ვეშ კა­ნაჭ­რი­ლი თი­თე­ბის ტკი­ვილს.
თენ­დე­ბო­და, რო­ცა სა­ძი­ნე­ბელ ოთ­ახ­ში შე­ი­ხე­და და ის და­ი­ნა­ხა. მას მშვი­დად ეძ­ი­ნა და ბინ­დ­ბუნ­დი­სა­გან ამ­ო­ღა­მე­ბუ­ლი თვა­ლის უპ­ე­ე­ბით მთლად ის­ე­თი ლა­მა­ზი ვერ იყო, რო­გორც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. მო­უნ­და ეკ­ოც­ნა, მაგ­რამ არ უკ­ოც­ნია. არ უკ­ოც­ნია, არც მა­ნამ­დის, არც მა­შინ და არც მე­რე. ქალს ძილ­ში თმე­ბი გაშ­ლო­და და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის სრულ­ყო­ფი­ლე­ბით გა­ოგ­ნე­ბულ­სა და გა­თან­გულ ქალ­წულს გავ­და, სა­ხე­ზე კი ის­ე­თი სიმ­შ­ვი­დე ეფ­ი­ნა, ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო მიხ­ვ­და, რომ ქა­ლი ორ­სუ­ლად იყო. მო­ეჩ­ვე­ნა, რომ, ოდ­ეს­ღაც, იქ­ნებ წი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში, ან იქ­ნებ სიზ­მარ­შიც, ამ ქა­ლი­სათ­ვის ეკ­ოც­ნა, რად­გან მი­სი ტუ­ჩე­ბი­სა და ლო­ყე­ბის გე­მო იგრ­ძ­ნო და აოფ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლის­გუ­ლე­ბით მი­სი სხე­უ­ლის ოვ­ალ­სა და კა­ნის სი­ნა­ზეს გრძნობ­და.
წას­ვ­ლის წინ სი­გა­რე­ტი მოს­წია, ნამ­წ­ვი პირ­და­პირ მა­გი­და­ზე ჩა­აქ­რო და იქ­ვე და­ტო­ვა. გა­თე­ნე­ბუ­ლი იყო, სახ­ლის კა­რე­ბი რომ მი­ი­ხუ­რა. იც­ო­და, ქა­ლის ქმა­რი ად­რე თუ გვი­ან მა­ინც გა­ი­გებ­და, რომ მის არ­ყოფ­ნა­ში, რო­ცა შინ სა­მი თვის წინ შერ­თუ­ლი ცო­ლი ეგ­უ­ლე­ბო­და, ჭიშ­კ­რი­დან, დი­ლა­ად­რი­ან, უც­ხო მა­მა­კა­ცი გა­მო­ვი­და, რო­მელ­საც პე­რან­გი შარ­ვალ­ში არ ჰქონ­და ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი, შარ­ვ­ლის ცა­ლი ტო­ტი წინ­და­ში ჩა­ყო­ლო­და, ხო­ლო ფეხ­საც­მ­ლის თას­მე­ბი პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში შე­იკ­რა ნაჩ­ქა­რე­ვად, მას შემ­დეგ, რაც ფეხ­ქ­ვეშ წა­მო­ე­დო და ამ­ის გა­მო კი­ნა­ღამ და­ე­ცა. ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს მხო­ლოდ პე­რან­გის შარ­ვალ­ში არ­ჩა­ტა­ნე­ბის ინს­ცე­ნი­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბია – ის ის­ე­დაც არ­ა­სო­დეს იყ­ო­ლი­ებ­და შარ­ვალ­ში პე­რანგს. ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს ოთ­ხა­სი მა­ნე­თი უნ­და ეშ­ო­ვა სას­წ­რა­ფოდ – ასი იმ­ი­სათ­ვის, ვინც დამ­გე­ზა­ვი უშ­ო­ვა, სა­მა­სი კი თვი­თონ დამ­გე­ზა­ვის­თ­ვის – ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის­თ­ვის, რო­მელ­მაც სახ­ლის პრო­ექ­ტი და ავ­ე­ჯის გან­ლა­გე­ბაც კი და­უ­ხა­ზა ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით გა­ზე­თის ნაგ­ლეჯ­ზე. ასე გა­უჩ­ნ­და ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლოს მო­რი­გი ვა­ლი, რო­მე­ლიც არც პირ­ვე­ლი და არც უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ყო­ფი­ლა. ის იმ­ის­თ­ვის მო­ევ­ლი­ნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბას, რომ ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო ყო­ფი­ლი­ყო. კი­დევ იმ­ის­თ­ვის, რომ ვინ­მეს ვა­ლი ჰქო­ნო­და, თუნ­დაც იმ­ი­ტომ, რომ ის, ყო­ფი­ლი­ყო ის, ვინც იყო ლე­ვა­ნია ურ­ჯუ­ლო. ცი­ხე­ში იმ­ი­ტომ მო­იკ­ლა თა­ვი, რომ კარ­ტ­ში წა­გე­ბუ­ლი ფუ­ლი ვერ გა­და­ი­ხა­და.

© “არილი”

Facebook Comments Box