ესე,  პორტრეტი

ემილ მიშელ ჩორანი – მირ­ჩა ელ­ი­ა­დე


თარ­გ­მ­ნა თა­მარ ლო­მი­ძემ

ელ­ი­ა­დე გა­ვი­ცა­ნი ბუ­ქა­რეს­ტ­ში 1932 წელს, ფი­ლო­სო­ფი­ის კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. ის კერ­პი გახ­ლ­დათ ახ­ა­ლი თა­ო­ბი­სა – მა­შინ ამ მა­გი­ურ ფორ­მუ­ლას ამ­ა­ყად ვი­მე­ო­რებ­დით. აბ­უ­ჩად ვიგ­დებ­დით “ბებ­რუ­ცუ­ნებს”, “რა­მო­ლის” – ერ­თი სიტყ­ვით, იმ­ათ, ვინც ოც­და­ათ წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი. ჩვენ­მა სუ­ლი­ერ­მა მოძღ­ვარ­მა მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ ნამ­დ­ვი­ლი სა­ო­მა­რი კამ­პა­ნია წა­მო­იწყო, ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ან­ად­გუ­რებ­და და მი­ზანს თით­ქ­მის არ­ა­სო­დეს აც­დენ­და. “თით­ქ­მის”-მეთ­ქი, ვამ­ბობ, რად­გან ის ზოგ­ჯერ შეც­დო­მებს უშ­ვებ­და. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მი­სი გა­მოხ­დო­მე­ბი დი­დი პო­ე­ტის – არ­გე­ზის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ამ უკ­ა­ნას­კ­ნე­ლის და­ნა­შა­უ­ლი კი მხო­ლოდ იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ის აღ­ი­ა­რე­ბუ­ლი, ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რი მგო­სა­ნი იყო. თა­ო­ბა­თა შო­რის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის წვდო­მი­სა და გან­მარ­ტე­ბის სა­ერ­თო პრინ­ცი­პად გვე­სა­ხე­ბო­და. ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბის ას­აკს ავ­ტო­მა­ტუ­რად გე­ნი­ა­ლუ­რო­ბის ას­ა­კად მი­ვიჩ­ნევ­დით. ალ­ბათ იტყ­ვით, რომ ამგ­ვა­რი თავ­და­ჯე­რე­ბა ჭა­ბუ­კებს ყო­ველ­თ­ვის სჩვე­ო­დათ. რა თქმა უნ­და, მაგ­რამ არა მგო­ნია, ვის­მე ჩვენ­სა­ვით შორს შე­ე­ტო­პა. ეს იყო ის­ტო­რი­ის და­მორ­ჩი­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი ნე­ბის უკ­ი­დუ­რე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვ­ლი­სად­მი, ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლის­ხ­მე­ვის ფა­სად სი­ახ­ლის გა­მო­გო­ნე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა. სიშ­მა­გე ნორ­მას წარ­მო­ად­გენ­და და ის ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი იყო პერ­სო­ნაჟ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და ინ­დო­ე­თი­დან, ე.ი. სწო­რედ იმ ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის უგ­უ­ლე­ბელ­ყოფ­და ის­ტო­რი­ას, ქრო­ნო­ლო­გი­ას, სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ მოძ­რა­ო­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას. ამ პა­რა­დოქსს ხაზ­გას­მით არ აღვ­ნიშ­ნავ­დი, მაგ­რამ ის ააშ­კა­რა­ვებს ელ­ი­ა­დეს ხა­სი­ა­თის სიღ­რ­მი­სე­ულ დუ­ა­ლიზმს; მას­ში ურ­თი­ერთს უთ­ავ­ს­დე­ბი­ან არ­სი და მოვ­ლე­ნა, ზედ­რო­უ­ლო­ბა და ყო­ფა, მის­ტი­ციზ­მი და სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, ამგ­ვარ­მა დუ­ა­ლიზ­მ­მა არ გა­მო­იწ­ვია პი­როვ­ნე­ბის გახ­ლე­ჩა: სა­ბედ­ნი­ე­როდ, ელ­ი­ა­დეს ეხ­ერ­ხე­ბა (ერთ­დ­რო­უ­ლად ან მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით) ურ­თი­ერ­თ­გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სუ­ლი­ერ დო­ნე­ებ­ზე ცხოვ­რე­ბა: ექს­ტა­ზის ტექ­ნი­კის და­უფ­ლე­ბი­სას ის ან­ეკ­დოტ­საც არ თა­კი­ლობს.
ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბის და­საწყის­ში მაკ­ვირ­ვებ­და, რო­გორ შე­ეძ­ლო მას, ჩას­წ­ვ­დო­მო­და სან­კ­ჰი­ას (რომ­ლის შე­სა­ხებ მა­შინ ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა) და, იმ­ავ­დ­რო­უ­ლად, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი­ყო მო­დუ­რი რო­მა­ნით. იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეს უჩ­ვე­უ­ლო, ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, წრე­გა­და­სუ­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ნი­ა­დაგ მხიბ­ლავ­და; ამ­ას­თან, ელ­ი­ა­დეს სუ­ლაც არ ახ­ა­სი­ა­თებს ბნე­ლი, ავ­ად­მ­ყო­ფუ­რი და­ჟი­ნე­ბა მა­ნი­ა­კი­სა, რო­მე­ლიც ცოდ­ნის ერ­თი კუნ­ჭუ­ლით იფ­არ­გ­ლე­ბა, ხო­ლო სხვა ყვე­ლა­ფერს ფრი­ვო­ლუ­რო­ბად და ზედ­მეტ გო­ნებ­რივ ტვირ­თად მი­იჩ­ნევს. მის ერ­თა­დერთ მა­ნი­ას, რო­მე­ლიც ამ­ას­თან, ას­აკ­თან ერ­თად, შე­სუს­ტ­და, წარ­მო­ად­გენს ერთ­ნა­ი­რად ხარ­ბი ინ­ტე­რე­სი ცოდ­ნის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბის მი­მართ; ეს კი იმ­ა­თი ნი­შან-თვი­სე­ბაა, ვინც ეწ­ა­ფე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­განს მხო­ლოდ შე­მეც­ნე­ბი­სად­მი და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლის კარ­ნა­ხით. იმ დროს ელ­ი­ა­დე ეთ­აყ­ვა­ნე­ბო­და იოგ­ას. რუ­მი­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, არ­ა­ორ­დი­ნა­რუ­ლი, მიმ­ზიდ­ველ-მომ­ნუს­ხ­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა ნი­კო­ლაე იორ­გა ავ­ტო­რია და­ახ­ლო­ე­ბით ათ­ა­სი ნაშ­რო­მი­სა, რო­მელ­თა ერ­თი ნა­წი­ლი უაღ­რე­სად შთამ­ბეჭ­და­ვია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად – სიტყ­ვამ­რა­ვა­ლი, ულ­ა­ზა­თო და ბუნ­დო­ვა­ნი. იმ ქა­ოს­ში მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თად თუ გა­მოკ­რ­თე­ბა სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბი. ელ­ი­ა­დე აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო იორ­გა­თი, ის­ე­ვე, რო­გორც აღგ­ვაფ­რ­თო­ვა­ნებს ხოლ­მე ბუ­ნე­ბა – ტყე, ზღვა, ნახ­ნა­ვი მი­წა, ერ­თი სიტყ­ვით, ბა­რა­ქა, სი­ჭარ­ბე, ყო­ვე­ლი­ვე ის, რაც აღ­მო­ცენ­დე­ბა, იზრ­დე­ბა, ნა­ყოფს ის­ხამს და ამკ­ვიდ­რებს სა­კუ­თარ თავს. ელ­ი­ა­დეს არ­ა­სო­დეს უღ­ა­ლა­ტია სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კულ­ტის­თ­ვის – გან­სა­კუთ­რე­ბით, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. შე­იძ­ლე­ბა, ვაზ­ვი­ა­დებ, მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ის წიგ­ნებს ღმერ­თებ­ზე მაღ­ლა აყ­ე­ნებს და მე­ტი ხა­ლი­სით სცემს თაყ­ვანს. მე, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ შემ­ხ­ვედ­რია წიგ­ნე­ბით მას­ზე მე­ტად მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი. ვე­რა­სო­დეს და­ვი­ვიწყებ, რო­გო­რი თრთო­ლი­თა და სი­ნა­ზით ეფ­ე­რე­ბო­და ის წიგ­ნე­ბის ყდებ­სა და გა­რე­კანს, რა სიყ­ვა­რუ­ლით ფურ­ც­ლავ­და მათ პა­რიზ­ში ჩა­მოს­ვ­ლი­სას (მე­ო­რე მსო­ფიო ომ­ის შემ­დეგ). წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში ელ­ი­ა­დე კერ­პ­თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი­ვით ძრწო­და და თით­ქოს წმინ­და რი­ტუ­ალს ას­რუ­ლებ­და. ამგ­ვა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი გუ­ლის­ხ­მობს სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მა­რაგს, რის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­უხ­ვის, სიმ­დიდ­რის, ხელ­გაშ­ლი­ლო­ბის, ანუ იმ თვი­სე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც სუ­ლი ბა­ძავს ბუ­ნე­ბას და აჭ­არ­ბებს კი­დეც მას. არ­ა­სო­დეს მი­ტა­ცებ­და ბალ­ზა­კი. სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე ჯერ კი­დევ სიყ­რ­მი­სას ავ­იც­რუე გუ­ლი. გზა ვერ გა­ვიკ­ვ­ლიე ბალ­ზა­კის სამ­ყა­როს­კენ, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის დახ­შუ­ლია. რომ იც­ო­დეთ, რამ­დენ­ჯერ სცა­და ელ­ი­ა­დემ ჩე­მი მოქ­ცე­ვა! ის კითხუ­ლობ­და “ად­ა­მი­ა­ნურ კო­მე­დი­ას” ბუ­ქა­რეს­ტ­ში; გა­და­ი­კითხა 1947 წელს პა­რიზ­ში; გა­მო­რიცხუ­ლი არაა, რომ ახ­ლაც კითხუ­ლობს მას ჩი­კა­გო­ში. ელ­ი­ა­დეს ყო­ველ­თ­ვის მოს­წონ­და სის­ხ­ლ­სავ­სე, ბო­ბო­ქა­რი სი­ცოცხ­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც მრა­ვალ პლან­ში ვი­თარ­დე­ბა და წარ­მოქ­მ­ნის “უს­ას­რუ­ლო მე­ლო­დი­ას”; სა­დაც თვალ­სა­ჩი­ნოდ შე­იგ­რ­ძ­ნო­ბა დრო­ის მდი­ნა­რე­ბა, გულ­მოდ­გი­ნე­დაა მო­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბი და ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლია რთუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მე­ბი. ჩე­მი მე­გო­ბა­რი უფრ­თხო­და იმ­ას, რა­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ეგ­ზერ­სი­სი ეწ­ო­დე­ბა – ან­ე­მი­ურ­სა და რა­ფი­ნი­რე­ბულ, ეს­თე­ტე­ბის­თ­ვის ეს­ო­დენ სა­სი­ა­მოვ­ნო თა­მა­შებს, სი­დამ­პ­ლე­შე­პა­რულ, ოდ­ნავ მყრალ ქმნი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­ძარ­ცუ­ლია ინს­ტინ­ქ­ტი­სა და ენ­ერ­გი­ის­გან. მაგ­რამ ბალ­ზა­კით მი­სი გა­ტა­ცე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა აიხს­ნას. არ­სე­ბობს აზ­როვ­ნე­ბის ორი კა­ტე­გო­რია: პირ­ველ მათ­განს აინ­ტე­რე­სებს პრო­ცე­სი, მე­ო­რეს კი – შე­დე­გი; პირ­ვე­ლი აკ­ვირ­დე­ბა აზ­რი­სა და მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რულ გაშ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბას, მათ ეტ­ა­პებ­სა და ეტ­ა­პობ­რივ გა­მო­ხატ­ვას, ხო­ლო მე­ო­რე მი­ის­წ­რაფ­ვის უშ­უ­ა­ლოდ ფი­ნა­ლის­კენ, რე­ზი­უ­მეს­კენ, იმგ­ვა­რად, რომ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ლო­გი­კურ შუ­ა­ლე­დებს. ჩე­მი ტემ­პე­რა­მენ­ტის ზე­გავ­ლე­ნით ყო­ველ­თ­ვის მი­ზი­დავ­და აზ­როვ­ნე­ბის მე­ო­რე ტი­პი. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ტა­ცებ­დ­ნენ შამ­ფო­რი, ჟუ­ბე­რი, ლიხ­ტენ­ბერ­გი – ის­ი­ნი, ვინც გვაწ­ვ­დი­ან ფორ­მუ­ლებს, მაგ­რამ არ ააშ­კა­რა­ვე­ბენ ამ ფორ­მუ­ლე­ბის­კენ მი­მა­ვალ მარ­შ­რუ­ტებს. მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლო­ბის თუ უუნ­ა­რო­ბის გა­მო ეს ად­ა­მი­ა­ნე­ბი ბრმად ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ ლა­კო­ნი­უ­რო­ბის პრინ­ცი­პით; მათ სურთ, სათ­ქ­მე­ლი ქა­ღალ­დის ერთ გვერ­დ­ზე, ერ­თი ფრა­ზის ან ერ­თი სიტყ­ვის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ხა­ტონ. დრო­დად­რო ეს ხერ­ხ­დე­ბა, მაგ­რამ უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ – ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად. ზოგ­ჯერ უმ­ჯო­ბე­სია ლა­კო­ნიზ­მის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და გა­ჩუ­მე­ბა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თავს იჩ­ენს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი იდ­უ­მა­ლე­ბით აღ­სავ­სე მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა. და თუ ად­ა­მი­ანს მოს­წონს გა­მო­ხატ­ვის ამგ­ვა­რი, უკ­ი­დუ­რე­სად პუ­რი­ტა­ნუ­ლი და, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, უგ­ერ­გი­ლო ფორ­მა, მის­გან გა­დაჩ­ვე­ვა და სხვა ფორ­მის გა­თა­ვი­სე­ბა ძალ­ზე ძნე­ლი საქ­მეა. ის, ვი­საც ჩვე­ვად ექ­ცა ორ­ა­კუ­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თ­ვა, ვერ ჩას­წ­ვ­დე­ბა ბალ­ზაკს. სა­მა­გი­ე­როდ, მას შე­უძ­ლია გან­საზ­ღ­ვ­როს, რა­ტო­მაა სხვა ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის ძვირ­ფა­სი მწერ­ლის სამ­ყა­რო­ში ას­ა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, თვალ­სა­წი­ე­რის სი­ფარ­თო­ვე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რი­საც არ­ა­ფე­რი გა­ე­გე­ბათ მაქ­სი­მე­ბის – იმ მცი­რე ჟან­რის მოყ­ვა­რულთ, რო­მელ­შიც სრულ­ყო­ფი­ლე­ბას ას­ფიქ­სია ახ­ლავს.
მოვ­ლე­ნა­თა ფარ­თო სინ­თე­ზი­სად­მი მტკი­ცე ერთ­გუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ელ­ი­ა­დემ მა­ინც შეძ­ლო, თა­ვი გა­მო­ე­ჩი­ნა ერთ პა­საჟ­შიც, მოკ­ლე და ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წ­რა­ფით და­წე­რილ ეს­ე­ი­ში. ამ­ას ად­ას­ტუ­რებს მი­სი პირ­ვე­ლი თხზუ­ლე­ბე­ბი, მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, რო­მელ­თაც ის აქ­ვეყ­ნებ­და ინ­დო­ეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დეც და იქ­ი­დან ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დე­გაც. 1927 და 1928 წლებ­ში ელ­ი­ა­დე რე­გუ­ლა­რუ­ლად თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და ბუ­ქა­რეს­ტის ერთ ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ გა­ზეთ­ში. მა­შინ პრო­ვინ­ცი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი და გიმ­ნა­ზი­ის ბო­ლო კლა­სებ­ში ვსწავ­ლობ­დი. გა­ზე­თი ჩვე­ნამ­დე დი­ლის თერ­თ­მეტ სა­ათ­ზე აღ­წევ­და და სკო­ლი­დან ჯი­ხურ­ში ვი­პა­რე­ბო­დი ხოლ­მე მის მო­სა­ტა­ნად. ამგ­ვა­რად მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გავ­ც­ნო­ბო­დი აშ­ვაგ­ხო­შის, კე­რე­ში ჩომ ბუ­ო­ნა­ი­უ­ტის, ეუხ­ე­ნიო დ’ორ­სი­სა და მრა­ვა­ლი სხვის მეტ-ნაკ­ლე­ბად გახ­მა­უ­რე­ბულ სა­ხე­ლებს. უპ­ი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ­დი უც­ხო­ელ ავ­ტო­რებს. ჩემს პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში არ მო­ი­პო­ვე­ბო­და მა­თი წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც (ჩე­მი აზ­რით) შე­იძ­ლე­ბო­და იდ­უ­მა­ლე­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სამ­ყა­რო­ში შეღ­წე­ვა, ხო­ლო ბედ­ნი­ე­რე­ბა და­იყ­ვა­ნე­ბო­და ოდ­ეს­მე მა­თი წა­კითხ­ვის იმ­ედ­ზე. ამგ­ვა­რად, იმ­ე­დის გაც­რუ­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­მო­მავ­ლოდ ვვა­რა­უ­დობ­დი, მა­შინ, რო­დე­საც რუ­მი­ნე­ლი ავ­ტო­რე­ბი ამ გრძნო­ბას იმ­თა­ვით­ვე აღ­მიძ­რავ­დ­ნენ. საკ­ვირ­ვე­ლი ერ­უ­დი­ცია, გზნე­ბა და ცხო­ველ­მ­ყო­ფე­ლი ძა­ლა იყო ჩაქ­სო­ვი­ლი ამ პა­ტა­რა სტა­ტი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერთ დღეს ცოცხ­ლობ­დ­ნენ. მჯე­რა, რომ მათ ხიბ­ლ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ აზ­ვი­ა­დებს მეხ­სი­ე­რე­ბის მრუ­დე სარ­კე. სტა­ტი­ებს გი­ჟი­ვით ვე­წა­ფე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემს სი­გი­ჟეს სა­ღი გო­ნე­ბა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ვა­ფა­სებ­დი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, უნ­არს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ახ­ალ­გაზ­რ­და ელ­ი­ა­დეს ტექ­ს­ტებ­ში ვიბ­რი­რებ­და და ცოცხ­ლ­დე­ბო­და თით­ქ­მის ის­ტე­რი­უ­ლი მი­კერ­ძო­ე­ბით ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი ყო­ვე­ლი იდეა. ამ­ას­თან, ეს იყო პო­ზი­ტი­უ­რი, მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი, ჯან­სა­ღი ის­ტე­რია. რა თქmა უნ­და, ამგ­ვა­რი უნ­ა­რი ახ­ა­სი­ა­თებს მარ­ტო­ო­დენ გარ­კ­ვე­ულ ას­აკს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ის იფ­ერ­ფ­ლე­ბა, ხო­ლო თუ მა­ინც გაჰ­ყ­ვე­ბა მო­წი­ფულ პი­როვ­ნე­ბას, რე­ლი­გი­ა­თა ის­ტო­რი­ის კვლე­ვი­სას მი­სი დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა.
ელ­ი­ა­დეს ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე თხზუ­ლე­ბაა “წე­რი­ლე­ბი პრო­ვინ­ცი­ე­ლი­სად­მი”, რო­მე­ლიც მან და­წე­რა ინ­დო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შედ­გომ და ნა­წილ-ნა­წილ გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ­ა­ვე ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ გა­ზეთ­ში. ვფიქ­რობ, ელ­ი­ა­დეს არც ერ­თი პუბ­ლი­კა­ცია არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. თუმ­ცა, მათ ყვე­ლა­ნი ვკითხუ­ლობ­დით, რად­გან ის­ი­ნი სწო­რედ ჩვენ გვე­ხე­ბო­და, ჩვენ­თ­ვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი. ელ­ი­ა­დე ხში­რად გვკენ­წ­ლავ­და და თი­თო­ლე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ელ­ო­დე­ბო­და თა­ვის ჯერს. ერთხელ მი­სი მათ­რა­ხი მეც მომ­ხ­ვ­და. ელ­ი­ა­დე მთა­ვა­ზობ­და, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდ­ე­ე­ბის­გან, აღ­არ და­მე­ბეჭ­და პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მებ­ში მიღ­მუ­რი მსჯე­ლო­ბე­ბი და შე­მეწყ­ვი­ტა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ბჭო­ბა ჩემს საყ­ვა­რელ თე­მა­ზე – სიკ­ვ­დი­ლის პრობ­ლე­მა­ზე. მაგ­რამ გა­ნა ეს მოთხოვ­ნა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე? სუ­ლაც არა! აზ­რა­დაც კი არ მომ­ს­ვ­ლია, სხვა პრობ­ლე­მე­ბით და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი. სწო­რედ იმ დროს გა­მოქ­ვეყ­ნ­და ჩე­მი ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც ეხ­ე­ბო­და “ჩრდი­ლო­ელ ხალ­ხ­თა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ას­ა­ხულ წარ­მოდ­გე­ნებს სიკ­ვ­დი­ლის შე­სა­ხებ” და მტკი­ცედ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ამ კურ­სის­თ­ვის არ მე­ღა­ლა­ტა. გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი ჩემს მე­გო­ბარს, რომ ის თავ­და­ვიწყე­ბით არც ერთ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეძ­кე­ო­და; რომ სურ­და, ყვე­ლა­ფე­რი ყო­ფი­ლი­ყო და არ ძა­ლუძ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა­ი­მედ ქცე­უ­ლი­ყო; სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, მას არ ხე­ლე­წი­ფე­ბო­და ფა­ნა­ტიზ­მი, ბოდ­ვა, “სიღ­რ­მე”, ანუ – რო­მე­ლი­მე მა­ნი­ით ერ­თი­ა­ნად გა­ტა­ცე­ბა, მას­ში ჩა­ძირ­ვა. ვფიქ­რობ­დი, რომ რა­ი­მედ ყოფ­ნა ნიშ­ნავს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ხე­ვე­ბას, თვა­ლის ცე­ცე­ბის, პი­რუ­ე­ტე­ბის, გა­ნახ­ლე­ბი­სად­მი მზა­ო­ბის აღკ­ვე­თას. გო­ნე­ბის ძი­რი­თად და­ნიშ­ნუ­ლე­ბად მი­მაჩ­ნ­და სა­კუ­თა­რი სამ­ყა­როს, გან­კერ­ძო­ე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტის შექ­მ­ნა, სა­დაც, რა­დაც უნ­და დამ­ჯ­დო­მო­და, ჩა­ვი­კე­ტე­ბო­დი. ამ­ა­ში ვგუ­ლის­ხ­მობ­დი, თუ გნე­ბავთ, ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლო­ბას, მაგ­რამ ის­ეთს, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბო­და ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს შექ­მ­ნა, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბა. ელ­ი­ა­დეს ბრა­ლად ვდებ­დი “მო­უ­ხელ­თებ­ლო­ბას”, ჭარბ ღი­ა­ო­ბას, ზედ­მეტ დი­ნა­მი­უ­რო­ბას, იმ­ას, რომ მას­ში დუღ­და და გად­მო­დუღ­და ენ­თუ­ზი­აზ­მი. სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იმ­ა­შიც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი, რომ თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა მთლი­ა­ნად არ მი­უძღ­ვ­ნა ინ­დო­ეთს. მე­გო­ნა, რომ ინ­დო­ე­თი ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავ­და და ამ ქვეყ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ნაკ­ლე­ბო­ბა პი­როვ­ნე­ბის დეგ­რა­და­ცი­ის შე­სა­ხებ მეტყ­ვე­ლებ­და. ჩე­მი ბრალ­დე­ბე­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­საც აგ­რე­სი­უ­ლი სა­თა­უ­რი ჰქონ­და – “ად­ა­მი­ა­ნი ბე­დის გა­რე­შე”. საყ­ვა­რელ მო­აზ­როვ­ნეს მკაც­რად გა­ვუს­წორ­დი, გავ­კიცხე არ­ა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის გა­მო, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბა ერ­თი იდ­ე­ი­სად­მი მი­ე­მარ­თა; შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვამ­ტყუ­ნებ­დი, ყვე­ლა­ფერ­ში უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს ვე­ძებ­დი (უს­ა­მარ­თ­ლო და არ­ა­ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში!), ბრა­ლად ვდებ­დი იმ­ა­საც, რომ სა­კუ­თარ ალ­აგ­მულ ვნე­ბებ­სა და მის­წ­რა­ფე­ბებს ის სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­ნა­გებ­და, თავს არ­ი­დებ­და ტრა­გიზმს და უგ­უ­ლე­ბელ­ყოფ­და “ფა­ტა­ლუ­რო­ბას”. ამ ოს­ტა­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მას მხო­ლოდ ერ­თი ნაკ­ლი ჰქონ­და: მას იერ­ი­ში მიჰ­ქონ­და ყვე­ლა ფრონ­ტ­ზე, ე.ი. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ე­ხე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი ად­ა­მი­ა­ნის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს. ნე­ტავ, რა­ტო­მაა, რომ თე­ო­რი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სად­მი მიდ­რე­კილ, გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით და­კა­ვე­ბულ ად­ა­მი­ანს ან გმი­რად მი­იჩ­ნე­ვენ, ან კი­დევ – მონ­ს­ტ­რად? იდეა და ტრა­გე­დია ღვიძ­ლი ძმე­ბი რო­დი არ­ი­ან, მაგ­რამ იმ დროს დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ყო­ვე­ლი იდეა ყვი­რილ­ში უნ­და გა­დაზ­რ­დი­ლი­ყო. უყ­ოყ­მა­ნოდ მჯე­რო­და, რომ პირ­ქუ­ში ხედ­ვა სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია? ამ­ი­ტომ ჩემს მე­გო­ბარს ვაკ­რი­ტი­კებ­დი ზედ­მე­ტი ოპ­ტი­მიზ­მის, გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლაფ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ძა­ლე­ბის იმგ­ვა­რი ფლან­გ­ვის გა­მო, რაც ვერ უთ­ავ­ს­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი შე­მეც­ნე­ბის მოთხოვ­ნებს. უნ­ე­ბის­ყო­ფო­ბით გა­ტან­ჯუ­ლი, თავს, ელ­ი­ა­დეს­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ემ­ან­სი­პი­რე­ბულ პი­როვ­ნე­ბად ვა­ღი­ა­რებ­დი, თით­ქოს ჩე­მი უნ­ე­ბის­ყო­ფო­ბა სუ­ლი­ე­რი მო­ნა­პო­ვა­რი ან სიბ­რ­ძ­ნის შე­დე­გი გახ­ლ­დათ. ერთხელ ვუთხა­რი, რომ წი­ნა­მორ­ბედ ცხოვ­რე­ბა­ში ის, უთ­უ­ოდ, მხო­ლოდ ბა­ლა­ხით იკ­ვე­ბე­ბო­და და სწო­რედ ამ­ის წყა­ლო­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ეგ­ზომ ნედ­ლი გრძნო­ბე­ბი, მიმ­ნ­დობ­ლო­ბა და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბა. ვერ ვა­პა­ტიე, რომ მას­ზე უფ­რო­სად ვგრძნობ­დი თავს, რომ მას ვა­კის­რებ­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ჩე­მი მო­ჟა­მუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ხელ­მო­ცა­რუ­ლო­ბის გა­მო და მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ თა­ვი­სი იმ­ე­დე­ბი ჩე­მი იმ­ე­დე­ბის ხარ­ჯ­ზე მო­ი­პო­ვა. რო­გორ შეძ­ლო ელ­ი­ა­დემ, წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მი­ეღ­წია რამ­დენ ურ­თი­ერ­თ­გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სფე­რო­ში? უშ­რე­ტი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ეშ­მა­კე­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ვნე­ბად ან, წმ.ავ­გუს­ტი­ნეს მსგავ­სად, “უჟ­მუ­რად” მი­ვიჩ­ნევ­დი, ჩე­მი ბრალ­დე­ბე­ბის ძი­რი­თად საყ­რ­დენს წარ­მო­ად­გენ­და, თუმ­ცა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ღა­ღა­დებ­და არა ავ­ად­მ­ყო­ფო­ბის, არ­ა­მედ, პი­რი­ქით, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ. შუ­რით აღვ­სი­ლი, მას სწო­რედ ამ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ვდებ­დი ბრა­ლად. მაგ­რამ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დე­ლი­კა­ტუ­რი მო­ტი­ვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.
ალ­ბათ, ვერ გავ­კად­ნი­ერ­დე­ბო­დი, და­მე­წე­რა “ად­ა­მი­ა­ნი ბე­დის გა­რე­შე”, რომ არა ერ­თი სა­გან­გე­ბო გა­რე­მო­ე­ბა. ჩვენ გვყავ­და სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი ქა­ლი, ძალ­ზე ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც, მის­და სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­ი­ტა­ცა მე­ტა­ფი­ზი­კურ­მა პრობ­ლე­მებ­მა. ამ გა­ტა­ცე­ბამ იმს­ხ­ვერ­პ­ლა მი­სი კა­რი­ე­რა­ცა და ნი­ჭიც. უშ­უ­ა­ლოდ სცე­ნა­ზე, ამა თუ იმ ტი­რა­დის ან დი­ა­ლო­გის წარ­მოთ­ქ­მი­სას ქალს უეც­რად “წა­მო­უვ­ლი­და” ხოლ­მე: გლო­ბა­ლუ­რი იდ­ე­ე­ბით შეპყ­რო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­გ­ვარ ინ­ტე­რესს ჰკარ­გავ­და იმ­ის მი­მართ, რაც უნ­და ეტ­ი­ტი­ნა მოქ­მე­დე­ბის მსვლე­ლო­ბის დროს. ეს მტკი­ცე ხა­სი­ა­თის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა თა­ვის გან­ც­დებს არც მა­ლავ­და, რაც მის თა­მაშ­ზე ზე­მოქ­მე­დებ­და. ქა­ლი და­ტო­ვეს თე­ატ­რ­ში, მაგ­რამ მარ­ტო­ო­დენ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო, არც­თუ რთულ რო­ლებს აძ­ლევ­დ­ნენ. მან ის­არ­გებ­ლა შემ­თხ­ვე­ვით და მთლი­ა­ნად მი­ე­ცა თა­ვის მიდ­რე­კი­ლე­ბას მე­დი­ტა­ცი­ი­სად­მი, თან ეძ­ებ­და პა­სუ­ხებს იმ კითხ­ვებ­ზე, რომ­ლებ­შიც აქ­სოვ­და მის მარ­თ­ლაც რომ მგზნე­ბა­რე სულს. პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად ის ჯერ ელ­ი­ა­დეს­თან მი­დი­ო­და, შემ­დეგ კი, უკ­ვე ოდ­ნავ დამ­ცხ­რა­ლი, ჩემ­თან. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ელ­ი­ა­დემ ვერ მო­ით­მი­ნა და ქა­ლი სახ­ლი­დან გა­აგ­დო. გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ჩემ­თან მო­ვარ­და, რა­თა თა­ვი­სი გან­ც­დე­ბი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ამ­ის შემ­დეგ ერთ­მა­ნეთს ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დით; ყვე­ლაფ­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი და ვუს­მენ­დი. რაც მარ­თა­ლია, მარ­თა­ლია, გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლ­დათ, მაგ­რამ ის­ე­თი მომ­თხოვ­ნი, ის­ე­თი აბ­ე­ზა­რი და ამ­ას­თან, ის­ე­თი ჯი­უ­ტი იყო, რომ ყო­ვე­ლი ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად გა­და­ქან­ცუ­ლი, პირ­ველ­სა­ვე დუ­ქან­ში მივ­დი­ო­დი და ვთვრე­ბო­დი. მიყ­რუ­ე­ბუ­ლი სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი ეს თვით­ნას­წავ­ლი გლე­ხი ქა­ლი არ­აჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მაფ­რე­ნით, ბრწყინ­ვა­ლედ მსჯე­ლობ­და არ­ყოფ­ნის უფს­კ­რუ­ლის შე­სა­ხებ. ის და­ე­უფ­ლა რამ­დე­ნი­მე უც­ხო ენ­ას, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო თე­ო­სო­ფი­ით, კითხუ­ლობ­და გა­მო­ჩე­ნილ პო­ეტ­თა ქმნი­ლე­ბებს. მი­სი რამ­დე­ნი­მე თავ­გა­და­სა­ვა­ლი მარ­ცხით დამ­თავ­რ­და, მაგ­რამ არც ერ­თი მათ­გა­ნი არ გა­ნუც­დია ისე მძაფ­რად, რო­გორც – უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი. მსა­ხი­ო­ბის ღირ­სე­ბე­ბის, ის­ე­ვე, რო­გორც მი­სი ტრა­გი­კუ­ლი გან­ც­დე­ბის უჩ­ვე­უ­ლო მას­შ­ტა­ბუ­რო­ბის გა­მო ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბის და­საწყის­ში ვე­რაფ­რით ვხსნი­დი ელ­ი­ა­დეს უტ­ი­ფარ საქ­ცი­ელს. სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის მიზ­ნით დავ­წე­რე “ად­ა­მი­ა­ნის ბე­დის გა­რე­შე”. რო­დე­საც ეს სტა­ტია გა­ზე­თის პირ­ველ სვეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და, ქა­ლი აღფ­რ­თო­ვან­და, ხმა­მაღ­ლა წა­ი­კითხა თხზუ­ლე­ბა ჩე­მი თან­დას­წ­რე­ბით, თით­ქოს ის რო­მე­ლი­ღაც პი­ე­სის საკ­ვან­ძო მო­მენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, და თი­თო­ე­უ­ლი პა­რაგ­რა­ფი გან­მარ­ტა: “ამ­ა­ზე უკ­ე­თე­სი არ­ა­ფე­რი და­გი­წე­რია”, – მითხ­რა მან. ეს შე­უ­სა­ბა­მო ქე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას შე­ე­ხე­ბო­და, რად­გან თვი­თონ წა­მა­ქე­ზა სა­ა­მი­სოდ და მა­სა­ლაც მო­მა­წო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩავ­წ­ვ­დი ელ­ი­ა­დეს დაღ­ლი­სა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზეზს, აგ­რეთ­ვე მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩე­მი გა­მოხ­დო­მის შე­უ­სა­ბა­მო­ბას; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტა­ტი­ამ მას გუ­ლი კი არ დას­წყ­ვი­ტა, არ­ა­მედ – გა­არ­თო. ელ­ი­ა­დეს ეს თვი­სე­ბა სა­გან­გე­ბოდ ხაზ­გა­სას­მე­ლია: სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცი, რომ მწერ­ლებს დიდ­ხანს ახ­სოვთ და სტან­ჯავთ ხოლ­მე მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ მარ­ჯ­ვედ გა­მიზ­ნუ­ლი შე­უ­რაცხ­ყო­ფა.
იმ­ა­ვე პე­რი­ოდ­ში ელ­ი­ა­დე შე­უდ­გა ლექ­ცი­ე­ბის კითხ­ვას ბუ­ქა­რეს­ტის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გის ფა­კულ­ტეტ­ზე. რო­დე­საც კი შე­მეძ­ლო, ყო­ველ­თ­ვის ვეს­წ­რე­ბო­დი მათ. სუ­ლი­ერ­მა გზნე­ბამ, რომ­ლი­თაც მი­სი სტა­ტი­ე­ბი უხ­ვად იყო გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ამ­ჯე­რა­დაც იჩ­ი­ნა თა­ვი. ეს იყო სი­ცოცხ­ლის ვიბ­რა­ცი­ით ყვე­ლა­ზე მე­ტად გაჟ­ღენ­თი­ლი და ყვე­ლა­ზე შთა­გო­ნე­ბუ­ლი ლექ­ცი­ე­ბი, რაც კი ოდ­ეს­მე მო­მეს­მი­ნა. ყო­ველ­გ­ვა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­რე­შე, ლი­რი­კუ­ლი ერ­უ­დი­ცი­ის გრი­გა­ლით ატ­ა­ცე­ბუ­ლი ელ­ი­ა­დე დარ­ბაზ­ში ის­რო­და ბო­ბო­ქარ, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბულ ფრა­ზებს და მათ ხე­ლის მკვეთრ მოძ­რა­ო­ბებს აყ­ო­ლებ­და. გა­დი­ო­და და­ძა­ბუ­ლი სა­ა­თი, რომ­ლის შემ­დეგ – მარ­თ­ლაც რომ საკ­ვირ­ვე­ლია, – მას დაღ­ლი­ლო­ბის ნი­შან-წყა­ლიც კი არ ეტ­ყო­ბო­და. ელ­ი­ა­დეს თით­ქოს შე­ეძ­ლო დაღ­ლი­ლო­ბის უს­ას­რუ­ლოდ გა­და­ვა­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რი, ყო­ვე­ლი­ვე ის, რაც იწ­ვევს ფი­ზი­კურ­სა და სუ­ლი­ერ თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას, მის­თ­ვის უც­ხო იყო, და ახ­ლაც ასეა. აქ­ე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას არ ახ­ა­სი­ა­თებს უდრ­ტ­ვინ­ვე­ლი მორ­ჩი­ლე­ბა, ლა­მენ­ტა­ცი­ე­ბი, თვით­გან­ქი­ქე­ბა, რომ­ლე­ბიც გუ­ლის­ხ­მობს ჩიხს, მა­რაზმს, მო­მავ­ლის არ­არ­სე­ბო­ბას. შე­იძ­ლე­ბა, ეს მსჯე­ლო­ბაც კად­ნი­ე­რი იყ­ოს, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ელ­ი­ა­დეს, რო­მე­ლიც გო­ნე­ბით მშვე­ნივ­რად სწვდე­ბა ცოდ­ვის არსს, ცოდ­ვის გრძნო­ბა არ გა­აჩ­ნია, სა­ა­მი­სოდ ის ძალ­ზე ფიცხი, დი­ნა­მი­უ­რი, სულ­ს­წ­რა­ფია, ზედ­მე­ტად აღ­სავ­სეა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბით და მი­ილ­ტ­ვის ახ­ა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­კენ. ცოდ­ვის გრძნო­ბა უჩნ­დე­ბა მხო­ლოდ იმ­ას, ვინც უს­ას­რუ­ლოდ ღე­ჭავს წარ­სუ­ლის სა­ცოხ­ნელს, ვინც სა­მუ­და­მოდ გა­ეჩხი­რა ამ წარ­სულ­ში და თა­ვის დახ­ს­ნა არ შე­უძ­ლია, ვინც თხზავს ცოდ­ვებს ზნე­ობ­რი­ვი წა­მე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის კარ­ნა­ხით და სი­ა­მოვ­ნებს თი­თო­ე­უ­ლი იმ სა­მარ­ცხ­ვი­ნო ან გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის გახ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მან ჩა­ი­დი­ნა, ან კი­დევ – აპ­ი­რებ­და ჩა­დე­ნას. ყო­ვე­ლი ამგ­ვა­რი პი­როვ­ნე­ბა შეშ­ლი­ლია. მხო­ლოდ მას არ ენ­ა­ნე­ბა დრო სა­ი­მი­სოდ, რა­თა ჩა­აღ­წი­ოს თვით­გ­ვე­მის უფს­კ­რულ­ში – დამ­კ­ვიდ­რ­დეს იქ და ლაფ­ში იგ­ო­რა­ოს, – ის ხომ იმ­ა­ვე ყა­ლიბ­შია გა­მომ­ცხ­ვა­რი, რო­მელ­შიც ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნის სუ­ლი ყა­ლიბ­დე­ბა, ქრის­ტი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც გა­წა­მე­ბუ­ლი არ­სე­ბაა, შე­ლა­ხუ­ლი სუ­ლით. მი­სი არ­ა­ჯან­სა­ღი სურ­ვი­ლია, შეჩ­ვე­ნე­ბულ იქ­ნას. სა­ბო­ლო­ოდ ის იმ­არ­ჯ­ვებს ამ სურ­ვილ­ზე, მაგ­რამ ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა (ე.წ. “რწმე­ნის მო­პო­ვე­ბა”) სრუ­ლი რო­დია. პას­კა­ლი­სა და კირ­კე­გო­რის შემ­დეგ “ხსნას” ვე­ღარ წარ­მო­ვიდ­გენთ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი სა­ხიჩ­რო­ბე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი დრა­მით ფა­რუ­ლი ტკბო­ბის გა­რე­შე. ამ­ჟა­მად, რო­დე­საც მო­და­ში შე­მო­ვი­და “შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლო­ბის და­ღი” – რა თქმა უნ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, – გვინ­და, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო, შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი­ვით, კა­ე­შან­მა მო­იც­ვას. მაგ­რამ გა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მეც­ნი­ე­რის შეჩ­ვე­ნე­ბა? ან რა მი­ზე­ზით უნ­და მოხ­დეს ეს? ცნო­ბი­ლია რომ რაც უფ­რო ფარ­თოა ცოდ­ნა, მით უფ­რო ძნე­ლია ჯო­ჯო­ხე­თის წარ­მოდ­გე­ნა: მი­სი წრე­ე­ბი ძალ­ზე ვიწ­როვ­დე­ბა. ალ­ბათ, ახ­ლა ქრის­ტი­ა­ნო­ბის მარ­ტო­ო­დენ პირ­ქუ­ში ას­პექ­ტე­ბი თუ გაგ­ვიღ­ვი­ძებს გარ­კ­ვე­ულ გან­ც­დებს; სწო­რედ მი­სი ბნე­ლით მო­ცუ­ლი სიღ­რ­მე­ე­ბის ჭვრე­ტა ავ­ლენს ამ რე­ლი­გი­ის არსს. და თუ ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მა­შინ ელ­ი­ა­დე ნამ­დ­ვი­ლად გან­დ­გო­მი­ლია ქრის­ტი­ა­ნო­ბის­გან, რო­გორც მი­სი პრო­ფე­სი­ის, ას­ე­ვე – შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ძა­ლით. ხომ არაა ელ­ი­ა­დე ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახ­ა­ლი ალ­ექ­სან­დ­რიზ­მი­სა, რო­მე­ლიც, მი­სი ძვე­ლი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბის მსგავ­სად, ათ­ა­ნაბ­რებს ყვე­ლა რე­ლი­გი­ას და უპ­ი­რა­ტე­სო­ბას არ ან­ი­ჭებს არც ერთ მათ­განს? რო­მე­ლი რე­ლი­გია უნ­და ამ­ჯო­ბი­ნოთ, რო­მე­ლი და­იც­ვათ და რო­მელ ღვთა­ე­ბას უნ­და მო­უ­წო­დოთ, თუ არ გსურთ მა­თი იერ­არ­ქი­უ­ლად დაწყო­ბა? ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გორ ლო­ცუ­ლობს რე­ლი­გი­ა­თა ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი. და თუ ის მარ­თ­ლაც ლო­ცუ­ლობს, ეს ნიშ­ნავს, რომ მეც­ნი­ე­რი გა­ნუდ­გა თა­ვის პრო­ფე­სი­ას, და­უ­პი­რის­პირ­და სა­კუ­თარ თავს, ან­ად­გუ­რებს თა­ვის­სა­ვე “ტრაქ­ტა­ტებს”, სა­დაც არ ფი­გუ­რი­რებს არც ერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი და ყვე­ლა ღმერ­თი ტოლ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. უმ­ა­დუ­რი შრო­მაა სხვი­სი ღმერ­თე­ბის აღ­წე­რა. ნე­ბის­მი­ე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კო­მენ­ტა­რი საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლის – ღმერ­თე­ბის­გან მხო­ლოდ გა­მო­ნა­წუ­რი დარ­ჩე­ბა, მათ გა­ცოცხ­ლე­ბას კი ვე­რა­ვინ შეძ­ლებს. ღმერ­თე­ბის ურ­თი­ერ­თ­შე­და­რე­ბი­სას ელ­ი­ა­დე მხო­ლოდ შუბ­ლით შე­ა­ჯა­ხებს მათ ერთ­მა­ნეთს, რაც სა­ერ­თო ზა­რალს გა­მო­იწ­ვევს, არა ღმერ­თე­ბის, არ­ა­მედ ან­ე­მი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის, რომ­ლებ­თა­ნაც მორ­წ­მუ­ნეს არ­ა­ფე­რი ეს­აქ­მე­ბა – თუ ვი­გუ­ლის­ხ­მებთ, რომ ერ­უ­დი­ცი­ის, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბი­სა და ირ­ო­ნი­ის ეგ­ზომ მა­ღალ დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა ფე­ხი მო­ი­კი­დოს ორ­თო­დოქ­სულ­მა რწმე­ნამ. ჩვენ ყვე­ლა­ნი, ელ­ი­ა­დეს მე­თა­უ­რო­ბით, – ყო­ფი­ლი მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი გახ­ლა­ვართ, ჩვენ ვართ მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი რე­ლი­გი­ის გა­რე­შე.

© “არილი”

Facebook Comments Box