„ვეფხისტყაოსანი“ ბენგალურ ენაზე ითარგმნა, საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღსანიშნავად.
ბენგალური სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში და 230 მილიონამდე მოსაუბრეს ითვლის. სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს როგორც ბანგლადეშში, ისე ინდოეთის რესპუბლიკაში. პოემა ტაჰერულ ისლამ ტაჰერმა თარგმნა.
საქართველოს საელჩოს განცხადების თანახმად, „ვეფხისტყაოსანი“ ნათლად წარმოაჩენს იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ინდოეთის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. აღნიშნულს თარგმანისთვის თანდართული მაჰმუდ ჰასანის ილუსტრაციებიც ასახავს – მხატვარი ქართველთათვის კარგად ნაცნობ სცენებსა და პერსონაჟებს ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის სახასიათო ელემენტებით აცოცხლებს:
პოემა ბანგლადეშში მიმდინარე წლის იანვარში გამოსცეს, მისი ოფიციალური პრეზენტაცია კი უახლოეს მომავალში, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში იგეგმება.
ბენგალურის ჩათვლით, „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მკითხველთათვის 58 ენაზეა ხელმისაწვდომი. ამ უკანასკნელამდე პოემა 2020 წელს ინდურად ითარგმნა.
© არილი