ინტერვიუ

ზეიდი სმითი – პრუსტის კითხვარი

Vanity Fair

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

ჩუმად კითხვა, მაღალ ბალახებში, საყვარელი ადამიანებით (რომლებიც ასევე ჩუმად კითხულობენ) გარშემორტყმული. შემდეგ დათრობა.

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

სასტიკი სიკვდილის. სიკვდილის, ზოგადად.

რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?

ჩემი სწრაფვიდან გამომდინარე რომ ვთქვა, ვირჯინია ვულფთან და ზორა ნიელ ჰიურსტონთან.

ცოცხალი ადამიანებიდან ვის აღმერთებთ ყველაზე მეტად?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ ვიცნობ. ეს იქნებოდა იმ ტიპის ადამიანთაგანი, რომელთაც შეუძლიათ, თავიანთი ცხოვრება სხვების კეთილდღეობას მიუძღვნან. ხოლო ისინი, ვისაც მე ვიცნობ, საკუთარი ცხოვრების დრამებისგან თხზავენ ამბებს.

თქვენი რომელი თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ნარცისიზმი, სოლიფსიზმი.

სხვა ადამიანებში რომელი თვისებაა ყველაზე მიუღებელი?

იგივე.

რომელი იყო თქვენი ფავორიტი მოგზაურობა?

ნებისმიერი მოგზაურობა რომში.

თქვენი აზრით, რომელ ღირსებას ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას?

პატრიოტიზმს. იდეოლოგიურ თანმიმდევრულობას.

რა შემთხვევაში იტყუებით?

ყოველდღიურად, ჩემს შვილებთან, თითქმის ყველაფრის შესახებ.

თქვენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

ყველაფერი მომწონს. საკუთარი თავის სიძულვილი უფრო ახალგაზრდებისთვისაა.

რომელი ცოცხალი ადამიანი გძულთ?

ცვალებადია. რუპერტ მერდოკი და ძმები კოჰები, ჩვეულებრივ, სადღაც არიან ხოლმე სიაში, მაგრამ ამ ზაფხულს ბორის ჯონსონი დავამატე. ასევე: ნებისმიერი, ვინც საკმარისად ნარცისია იმისათვის, რომ სხვა ადამიანები პოლიტიკური დაპირისპირებების ან საკუთარი შინაგანი პრობლემების გამო დახოცოს.

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ ზედმეტად ხშირად?

პროზაში – „განცალკევება“, „განსაკუთრებული“, „ინტიმური“.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

ხმოვანი შეტყობინება რომ დავატოვებინე მამაჩემს მისი სიკვდილის დღეს. შვილები უფრო ადრე რომ არ მყავდა. ორი სრულიად განსხვავებული ცხოვრებით რომ არ შემიძლია ერთდროულად ცხოვრება.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული?

ინგლისური ენა.

რისი ნიჭი გინდათ, რომ გქონდეთ?

სწრაფად კითხვის.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ საკუთარ თავში, რას შეცვლიდით?

ნაკლებად სასტიკი ვიქნებოდი.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ოჯახში, რას შეცვლიდით?

კიდევ ერთი შვილი, რომელიც უბრალოდ გამოჩნდება სცენაზე ისე, რომ მე არაფრის გაკეთება არ მომიწევს.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

უნივერსიტეტში მოხვედრა.

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

რიტორიკა.

რა არის თქვენი განსაკუთრებული მახასიათებელი?

ჭკუის გარკვეული რაოდენობა, რომელიც შერეულია სრულ იდიოტიზმთან.

რომელი მახასიათებელი მოგწონთ კაცებში ყველაზე მეტად?

სიკეთე. სიმაღლე.

რომელი მახასიათებელი მოგწონთ ქალებში ყველაზე მეტად?

შემოქმედებითობა. დიდი ცხვირი.

რას აფასებთ მეგობრებში ყველაზე მეტად?

საერთო ისტორიას.

ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები?

შეუძლებელია, ამ კითხვას უპასუხო. შვილებს შორის არჩევას ჰგავს.

თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

იაკობი, რომელიც ანგელოზს შეებრძოლა.

რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

უუნარობა, წარმოიდგინო ალტერნატიული რეალობები. წითელი შარვლები.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

გაცნობიერების გარეშე ან გულწრფელი რელიგიური საუბრისას.

რა არის თქვენი დევიზი?

„ინანე ყველაფერი და ყოველთვის იცხოვრე წარსულში“.

© არილი

Facebook Comments Box