პროზა

ზურაბ ლეჟავა – იყ­­­­იდეთ ჩვენი სულე­ბი

zurab lejava 2343

გა­ის­მა ურ­დუ­ლის მჭა­ხე ხმა და ნაც­ნო­ბი ბრა­ხუ­ნი. ეს არ იყო კარ­მუშ­კა. ეს კა­რის ხმა იყო. როტ­ვე­ი­ლერ­სი­ფა­თა ზე­დამ­ხედ­ვე­ლი პა­შა, მის­თ­ვის ჩვე­უ­ლი და­უ­დევ­რო­ბით უხ­ე­შად აღ­ებ­და კარს.

– ის­ევ ტე­ნი­ან! – ჩა­­ბურ­ტყუ­ნა ვი­ღა­ცამ.

– რას იზ­ამ, – ზამ­თა­რი მო­დის და იჭ­­რენ უს­ახ­­კა­რო­ებს! – გა­­პა­სუ­ხა ამ ვი­ღა­ცას ვი­ღაც მე­­რე.

კა­რი მა­ლე გა­­ღო და სა­კან­ში ერ­თი აჩ­­ჩულ-და­ჩა­ჩუ­ლი კა­ფან­და­რა კა­ცი შე­მო­ვი­და. მას ცალ ხელ­ში პა­ტა­რა ტო­მა­რა (ტორ­ბა) ეჭ­­რა, ხო­ლო მე­­რე­ში შპა­ლი­­რის რუ­ლო­ნი­ვით დახ­ვე­­ლი სიფ­რი­ფა­ნა ლო­გი­ნი. პა­ტიმ­რის ტო­მა­რა ზო­მი­თა და მო­ცუ­ლო­ბით დიდ ქი­სას უფ­რო გავ­და, თამ­ბა­ქოს შე­სა­ნახს, ხო­ლო ლო­გი­ნი წარ­მო­ად­გენ­და წე­ბო­ვან ად­­­ლას, თხელ ლე­იბს და სუ­ნი­ან ბა­ლიშს. ამ არ­­სა­სი­­მოვ­ნო რუ­ლე­ტის შუ­­გუ­ლი­დან მო­ჩან­და, აგ­რეთ­ვე, გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი ვაფ­ლის პირ­სა­ხო­ცი, ალ­­მი­ნის უყ­­რო, ჭვარ­­ლით გა­შა­ვე­ბუ­ლი სა­­ტა­პო კრუშ­კა და ალ­­მი­ნის­ვე კოვ­ზი, გა­ლე­სი­ლი დაბ­რე­ცი­ლი ტა­რით.

– სტარ­შოი, რა არ­ის, რა ამ­ბა­ვია, – შეს­ჩივ­ლა ვი­ღა­ცამ ზე­დამ­ხედ­ველს, – აქ ოცი ად­გი­ლია, თქვენ კი უკ­ვე ოც­და­მერ­ვეს ტე­ნით!

– არა უშ­ავს, უფ­რო თბი­ლად იქ­ნე­ბით! – წა­­ქი­ლი­კა ზე­დამ­ხედ­ვე­ლი მომ­ჩი­ვანს.

-გა­მო­­ძა­ხე დე­პე­ენ­კას, – გა­გუ­ლის­და პა­ტი­მა­რი, – შენ რა გე­ნაღ­­ლე­ბა, და­დი­ხარ და აკ­­ებ არ­ხე­­ნად მთე­ლი დღე დე­რე­ფან­ში!

ზე­დამ­ხედ­ველ­მა კი­სე­რი მო­­ქე­ქა. ის მარ­­ლაც ხში­რად აფრ­­ვევ­და ხოლ­მე მავ­ნე გა­ზებს მო­რი­გე­­ბის დროს. რა­საც თან ერთ­ვო­და მი­სი ხმა­მა­ღა­ლი ყრო­ყი­ნი­სე­ბუ­რი სი­ცი­ლიც.

მე სა­ხელ­­წი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვარ და ამ­­ტომ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ომ­­ხი­­ნად გა­ვა­კუო! – ახს­ნა თა­ვი­სი საქ­ცი­­ლი პა­შამ, – ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ პოს­­ზე არ მძი­ნავს! აი, თქვენ კი, შე­გიძ­ლი­ათ მუჭ­ში ჩა­­კუ­ოთ!

პა­შა საგ­­­ნობ­ლად გა­ხა­ლის­და, რად­გა­ნაც სა­­ბარ­მა მის­­ვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა მი­­ღო და უს­უფ­თაო ლაზ­ღან­და­რო­ბად იქ­ცა.

– ისე კარ­გად კი გა­მოგ­დის პაშ­კო, ალ­ბათ ძა­ლი­ან მხნე­და ხარ?!

– ნუ-უ, ზამ­თარს გა­მო­ვი­ზამ­­რებ!

ამგ­ვა­რი ლა­პა­რა­კე­ბი ხში­რად იმ­არ­თე­ბო­და პა­შას მო­რი­გე­­ბის დროს. მას უყ­ვარ­და პა­ტიმ­რებ­თან შეღ­რენ-შე­ყეფ­ვით ქი­ლი­კო­ბა და სი­­მოვ­ნე­ბით ტკბე­ბო­და ამ­ით. პა­ტიმ­რებ­მა ეს იც­ოდ­ნენ და ცდი­ლობ­­ნენ კარგ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ში ყო­ლო­დათ ჭირ­ვე­­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი – როტ­ვე­­ლერ­სი­ფა­თა პა­შა-ად­­მი­­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მა­შინ გრძნობ­და თავს კარ­გად, რო­ცა ლან­ძღავ­­ნენ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თვი­თო­ნაც ლან­ძღავ­და და აგ­­ნებ­და ვინ­მეს. ად­მი­ნის­­რა­ცი­ის თა­ნამ­­რომ­ლე­ბიც კი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც არ გა­მო­ირ­ჩე­­და დი­დი კულ­ტუ­რუ­ლო­ბით, პა­შას დე­ბო­ში­­რად და ხუ­ლიგ­ნად თვლიდ­ნენ. ამ ზე­დამ­ხედ­ვე­ლის მო­რი­გე­­ბის დროს ხში­რად ის­მო­და ღვარ­­ლი­­ნი გა­და­ძა­ხი­ლი და ბილ­წი ხუმ­რო­ბა. ენ­აკ­ვი­მა­ტი პა­ტიმ­რე­ბი უწ­ყა­ლოდ თათხავ­­ნენ პა­შას. პა­შა კი თა­ვის მხრივ თათხავ­და მათ. პა­შა ხში­რად რამ­დე­ნი­მე სა­კანს ერთ­­რო­­ლად უმკ­ლავ­დე­ბო­და სიტყ­ვი­ერ პა­ექ­რო­ბა­ში.

– პა­შა, მი­დი რა, მარ­­ლა გა­მო­­ძა­ხე დე­პე­ენ­კას, შე­ეხ­ვე­წა გამ­ხი­­რუ­ლე­ბულ პა­შას ერთ-ერ­თი პა­ტი­მა­რი, – მი­დი, თო­რემ ეგ­­ნი სულ გა­გიჟ­­ნენ!

– არა, დე­პე­ენ­კას ვერ გა­მო­ვუ­ძა­ხებ ბი­ჭე­ბო, მით უმ­­ტეს, ახ­ლა მა­ლე პე­რეს­მენ­კაა, – გა­­მარ­­ლა თა­ვი პა­შამ, – აი ივ­­ნი­ჩია აქ და თუ გინ­დათ, მა­გას და­­ლა­პა­რა­კეთ.

სამ­მა თუ ოთხ­მა პა­ტი­მარ­მა პა­შას ღო­ნი­­რი მკლა­ვის ქვე­ში­დან და ზე­ვი­დან ერთ­­რო­­ლად გაყ­ვეს თა­ვე­ბი და კორ­პუ­სის უფ­როსს გას­ძა­ხეს.- ივ­­ნი­ჩი მო­ვი­და.

– “ზდა­რო­ვა ხლოპ­ცი”, – წარ­მოთ­­ვა მან მხნედ.

– ივ­­ნიჩ! ივ­­ნიჩ! – აწ­­წუნ­­ნენ პა­ტიმ­რე­ბი. – რა არ­ის ეს, ივ­­ნიჩ! უკ­ვე ოც­და­მერ­ვე რომ შე­მო­ტე­ნეთ, რა ამ­ბა­ვია, რა, თქვენ ეს კა­მე­რა ბეზ­რაზ­მერ­ნი ხომ არ გგო­ნი­ათ?! თქვენ აქ მა­ლე თა­რო­ებ­საც ჩა­მო­კი­დებთ!

– თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, თა­რო­ებ­საც ჩა­მოვ­კი­დებთ! – გა­ნაცხა­და კორ­პუს­ნო­იმ, – და ყვე­ლა­ზე ყბე­დებს იმ თა­რო­ებ­ში ჩავ­­ხამთ!

– ვერ ჩას­ხამთ, ივ­­ნიჩ, ის დრო აღ­არ არ­ის, ახ­ლა დე­მოკ­რა­ტიაა! და ჩვენც სა­ჩი­ვარს დავ­წერთ გა­­რო­ში!

გა­­რო­შიც მის­წე­რეთ და სპორ­­ლო­ტო­შიც იჩ­ივ­ლეთ, – ულ­­პა­რა­კოდ და­თან­­­და კორ­პუს­ნოი, – ოღ­ონდ რო­მის პაპ­თან არ იჩ­ივ­ლოთ!

– რა­ტომ, ივ­­ნიჩ, რო­მის პაპ­თან რა­ტომ არ უნ­და ვი­ჩივ­ლოთ?

– რა ვი­ცი, მა­ინც ხნი­­რი კა­ცია, ხომ იც­ით, – და­­დევ­რად უპ­­სუ­ხა ივ­­ნიჩ­მა, – ერ­თი მა­გი­სი დე­დაც! – თან კარ­თო­ტე­კებს ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და.

– მკრე­ხე­ლობ ივ­­ნიჩ, რო­მის პაპს აგ­­ნებ?!

– ხლოპ­ცი, არ მცა­ლია სა­ლაზ­ღან­და­როდ!

კორ­პუ­სის უფ­როსს მარ­­ლაც არ ეც­­ლა. არ ეც­­ლა, იმ­­ტომ, რომ ახ­­ლი ხალ­ხი ყავ­და საკ­ნებ­ში გან­სა­თავ­სე­ბე­ლი და ამ­ას გარ­და, ერთ სა­ათ­ში ცვლაც უნ­და ჩა­­ბა­რე­ბი­ნა. რაც შე­­ხე­ბა დე­პე­ენ­კას გა­მო­ძა­ხე­ბას, არც ამ­ას მო­ითხოვ­­ნენ პა­ტიმ­რე­ბი მა­ინ­­და­მა­ინც და­ჟი­ნე­ბით, რად­გა­ნაც იც­ოდ­ნენ, რომ ეს არ უშ­ვე­ლი­დათ: იყო გვი­­ნი შე­მოდ­გო­მა და ცი­ხე­­ბიც ხალ­ხით ივ­სე­ბო­და, იმ ხალ­ხით, რომ­ლებ­საც ტრუ­ბა­ლი­­ტე­ბი ჰქვი­ათ, რომ­ლე­ბიც ზამ­­რო­ბით ცი­ხე­ში იზ­ამ­­რე­ბენ მა­წან­წა­ლო­ბის მუხ­ლით, და­ახ­ლო­­ბით, ექვ­სი თვით, ხო­ლო ზაფხუ­ლო­ბით ლა­ღად და­ხე­ტი­­ლო­ბენ ამ უკ­­დე­გა­ნო მი­წა­ზე.

კორ­პუს­ნოი დე­რე­ფან­ში გა­ვი­და, პა­შამ კა­რი ჯა­ხუ­ნით ჩა­კე­ტა. სა­კა­ნი და­შოშ­მინ­და.

– გა­მარ­ჯო­ბათ ბი­ჭე­ბო! – წარ­მოთ­­ვა ახ­ალ­მო­სულ­მა საკ­მა­ოდ თა­მა­მად და ამ­ავ­­როს რა­ღაც­ნა­­რი გა­­ბე­და­ვი, დაბ­ნე­­ლი ლუღ­ლუ­ღით.

– გა­გი­მარ­ჯოს! – გა­­პა­სუხ­ნენ მას ზო­გი­ერ­თე­ბი უხ­­სი­­თოდ და ცალ­­ბად.

– რო­გორ არ­ის საქ­მე­­ბი?! – იკ­ითხა ახ­ალ­მა ის­ევ ისე, საკ­მა­ოდ თა­მა­მად და ამ­ავ­­როს თით­ქოს გა­­ბე­და­ვი ლუღ­ლუ­ღით.

პა­ტიმ­რებ­მა ერთ­მა­ნეთს გა­და­ხე­დეს და მხრე­ბი აიჩ­­ჩეს.

– საქ­მე­­ბი პრო­კუ­რორ­თა­ნაა, – გას­ცა პა­სუ­ხი ერთ-ერთ­მა, ჩვენ­თან კი საქ­მი­კო­­ბია!

– უხ, ეგ სა­ძა­გე­ლი, ეგ ტუ­ტუ­ცი, – აფ­ხუ­კუნ­და ახ­­ლი, – უდ­ის­ციპ­ლი­ნო!

– ვის ლან­ძღავ, გაკ­ვირ­ვე­ბით და ერთ­­ვა­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბით კითხეს მას პა­ტიმ­რებ­მა.

– რო­გორ თუ ვის, რო­გორ თუ ვის, – გა­იკ­ვირ­ვა თა­ვის მხრივ ახ­ალ­მა, – რა თქმა უნ­და, პრო­კუ­რორს და ამ­ას კითხ­ვა რად უნ­და?!

პრო­კუ­რო­რის ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა პა­ტიმ­რებს რა­საკ­ვირ­ვე­ლია უყ­ვართ, მაგ­რამ ახ­­ლი კა­ცის მოჩ­ვე­ნე­ბით­მა გა­წიწ­მა­ტე­ბამ კარგ ხა­სი­ათ­ზე და­­ყე­ნა კა­მე­რის ბი­ნა­დარ­თა დი­დი ნა­წი­ლი.

უნ­და ითქ­ვას, რომ ეს კა­ცი ეშ­მაკს გავ­და: იყო კა­ფან­და­რა, მეჩხერ­­ბი­ლე­ბა, მკერ­­ჩა­ვარ­­ნი­ლი, ყვი­თელ­­ვა­ლე­ბა და ცხვირ­მონ­­რე­­ლი – ერ­თი სიტყ­ვით ეშ­მა­კი – ეშ­მა­კუ­ნა. მი­სი ან­თე­ბუ­ლი სან­­ლი­სებ­რი თვა­ლე­ბი მარ­თა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რას არ გა­მო­ყოფ­­ნენ, მაგ­რამ მა­ინც თით­ქოს სწვავ­­ნენ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­ან­თი არ­­ჯან­სა­ღი, ში­ზოფ­რე­ნი­­ლი ცეცხ­ლით. ყვე­ლა­ფერს, თვით ამ კა­ცის უიერო სა­ხე­საც. მას თით­ქოს დამ­­ვა­რი ქონ­და წარ­ბე­ბი, გუ­გე­ბი და ცხვირ-პი­რი თა­ვი­სი­ვე თვა­ლე­ბის არ­­ჯან­­­თე­ლი, ში­ზოფ­რე­ნი­­ლი ცეცხ­ლით.

მომ­­დურს გა­მოჰ­კითხეს ვი­ნა­­ბა, სა­და­­რო­ბა, ის თუ რა და­ნა­შა­­ლი­სათ­ვის იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­აღ­­ვე­თი­ლი და გა­მო­უყ­ვეს არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლი ად­გი­ლი სად­ღაც პა­რა­შას­თან ახ­ლოს, რად­გა­ნაც და­ას­­­ნეს, რომ ეს იყო ასე ვთქვათ “ჩორტ ზა­კა­ტაი ვა­ტუ”, თა­ნაც დას­­ვე­ნი­ლი, რო­მელ­საც ერ­თი ვა­ლე­ტი აშ­კა­რად სად­ღაც დაჰ­კარ­­ვო­და.

ეს სა­მი რუ­სუ­ლი სიტყ­ვა “ჩორტ ზა­კა­ტაი ვა­ტუ” პირ­და­პი­რი მნიშ­­ნე­ლო­ბით ით­არ­­­ნე­ბა რო­გორც “ეშ­მა­კო გა­და­ახ­ვიე ბამ­ბა”. ამ­ას სჭირ­დე­ბა გან­მარ­ტე­ბა: საქ­მე იმ­­შია, რომ ცი­ხის და­­წე­რე­ლი წე­სით, პა­ტიმ­რე­ბი არ არ­­ან თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან­ნი, ის­­ნი იყ­­ფი­ან მას­ტე­ბად, ანუ კა­ტე­გო­რი­­ბად. ჩორ­ტე­ბი, ესე იგი, ეშ­მა­კე­ბი, ითვ­ლე­ბი­ან და­ბა­ლი კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხად. ეს ის ხალ­ხია, რომ­ლებ­საც ცი­ხე­ში ავ­იწ­რო­­ბენ, ატ­ყუ­­ბენ, დას­ცი­ნი­ან და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უწ­­ვენ ექს­­ლუ­­ტა­ცი­ას. რაც შე­­ხე­ბა ბამ­ბის გა­დახ­ვე­ვას – რო­გორც ცნო­ბი­ლია კარ­ცე­რებ­ში, სა­ჯა­რი­მო იზ­­ლა­ტო­რებ­სა და ზო­გი­ერთ ცი­ხის ლა­ზა­რე­თებ­ში მო­წე­ვა აკრ­ძა­ლუ­ლია. პა­ტიმ­რებს თამ­ბა­ქო­სა და ას­ან­თის ღე­რებს ართ­მე­ვენ, ამ­­ტომ ის­­ნი ას­ან­თის უქ­ონ­ლო­ბი­სას სხვა­დას­­ვა ხერ­ხებს მი­მარ­თა­ვენ: მა­გა­ლი­თად უკ­­დე­ბენ ან­თე­ბუ­ლი ნა­თუ­რი­დან, ან აკ­­თე­ბენ პა­ტა­რა მოკ­ლე ჩარ­­ვას ელ.გაყ­ვა­ნი­ლო­ბა­ში. მაგ­რამ თუ ნა­თუ­რა მი­ნის პლა­ფონ­შია მოქ­ცე­­ლი, ხო­ლო მავ­თუ­ლე­ბი სა­­მე­დო­დაა კე­დელ­ში იზ­­ლი­რე­ბუ­ლი, მა­შინ მი­მარ­თა­ვენ ცეცხ­ლის მო­პო­ვე­ბის ყვე­ლა­ზე უფ­რო რთულ მე­თოდს – ბამ­ბის, ასე ვთქვათ, ახ­ვე­ვა-აკ­­ტა­ვე­ბას. ეს მე­თო­დი ძა­ლი­ან ჰგავს პირ­ველ­ყო­ფი­ლი ად­­მი­­ნე­ბის მე­თოდს: ლე­­ბი­დან ან ბა­ლი­ში­დან იღ­­ბენ ცო­ტა­­დენ ბამ­ბას, ახ­ვე­ვენ მას ოდ­ნავ, დე­ბენ მა­გი­დის გლუვ ზე­და­პირ­ზე და ფიც­რით, ფა­ნე­რით, ჭად­რა­კის და­ფით ან წიგ­ნით, ასე ვთქვათ, გა­­კა­ტა­ვე­ბენ, და­ახ­ლო­­ბით ისე, რო­გორც ლი­თო­ნის მი­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სას. ამ მარ­ტი­ვი პრო­ცე­სის სიტყ­ვით აღ­წე­რა ძნე­ლია თუ ნა­ნა­ხი არა აქვს კაცს. ცეცხ­ლი ბამ­ბას არ ეკ­­დე­ბა პირ­ვე­ლი­ვე ცდის­თა­ნა­ვე. ეს მომ­ქან­­ვე­ლი საქ­მეა და სა­ჭი­რო­ებს სი­მარ­­ვეს, მოთ­მი­ნე­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბას. ბამ­ბის ახ­ვე­ვა-აკ­­ტა­ვე­ბას ავ­­ლე­ბენ ეგ­რეთ წო­დე­ბულ ჩორ­ტებს, უფ­რო სწო­რად კი ჩორ­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლებს და დამ­ყო­ლებს, იმ­ათ, ვინც, რო­გორც წე­სი, გვის და ალ­­გებს სა­კანს, გა­აქვს ნა­გა­ვი და აგ­რო­ვებს წყალს, ეფ­­რე­ბა გლა­ზოკს, რო­დე­საც სხვე­ბი თა­მა­შო­ბენ კარტს, ან აკ­­თე­ბენ რა­­მე ის­ეთს, რაც არ უნ­და და­­ნა­ხოს დე­რე­ფან­ში მყოფ­მა ზე­დამ­ხედ­ველ­მა. თვით ეს ფრა­ზა “ჩორტ ზა­კა­ტაი ვა­ტუ” ალ­ბათ ცოცხა­ლი ფრა­ზაა, ანუ ის ცხოვ­რე­ბი­დან უნ­და იყ­ოს აღ­­ბუ­ლი. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­­რო­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა სა­­ვად­­ყო­ფო, მა­გა­ლი­თად ფსი­ქი­ატ­რი­­ლი, ცი­ვი პა­ლა­ტა რამ­დე­ნი­მე უბ­­დუ­რით მას­ში, რომ­ლებ­საც არ­­ფე­რი არ აც­ვი­ათ, სა­­ვად­­ყო­ფოს თეთ­რი საც­­ლე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც შე­ყუ­ჟუ­ლან სიფ­რი­ფა­ნა საბ­ნე­ბის ქვეშ და თვი­თო­ნაც უზ­­მოდ და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლე­ბი, დღე­ში ხუთ­ჯერ მა­ინც დამ­ცი­ნა­ვად და აბ­­ჩად აგ­დე­ბით ით­ხო­ვენ-მო­ითხო­ვენ-ბრძა­ნე­ბენ – “ჩორტ ზა­კა­ტაი ვა­ტუ!” – “ჩორ­ტი” კი – ერ­თი ვი­ღაც საწყა­ლი, შპრი­ცით უწ­ყა­ლოდ საჯ­დომ­დაჩხ­­ლე­ტი­ლი, ნა­ხევ­რად­შეშ­ლი­ლი ავ­ად­­ყო­ფი, გაცხა­რე­ბით აკ­­ტა­ვებს ბამ­ბას, თან გლა­ზო­კის­კენ იყ­­რე­ბა, რომ ზე­დამ­ხედ­ველ­მა ან სა­ნი­ტარ­მა არ და­­ნა­ხოს, რად­გა­ნაც თუ “და­იწ­ვა”, მას ელ­ის სას­ჯე­ლი – სულ­ფა­ზი­ნი, ამ­­ნა­ზი­ნი ან ალ­­პი­რი­დო­ლი გა­სამ­მა­გე­ბუ­ლი დო­ზით.

ეშ­მა­კუ­ნას პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უთ­­ვამს არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლი ად­გი­ლის გა­მო, ის სად­ღაც პა­რა­შის სი­ახ­ლო­ვეს გან­თავ­­და თა­ვის­ნა­ირ ეშ­მა­კებს შო­რის, მე­­რე იარ­უს­ზე აძვ­რა და თა­ვი­სე­ბუ­რი ფუს­ფუ­სი და­იწყო: ტომ­რი­დან ამ­­­ღო პა­ტა­რა ქუ­დი, იქ­­დან­ვე ამ­­­ღო რა­ღაც ფუნ­ჯის მაგ­ვა­რი და ნახ­­რეტ­ში, რო­მე­ლიც ქუდ­ში იყო და­ტა­ნე­ბუ­ლი, გა­­ყა­რა, შემ­დეგ ეს ქუ­დი თავ­ზე და­­ხუ­რა და გა­მო­­ვი­და რა­ღაც ან­ტე­ნის მაგ­ვა­რი რამ. დაჯ­და ასე ლო­გინ­ზე და უც­ნა­­რი ფრა­ზე­ბის ბუტ­ბუტს მოჰ­­ვა. “მორ­და, მორ­და, კირ­პი­ჩი ვარ, გი­ახ­ლოვ­დე­ბი მორ­და!” – ჩას­ძა­ხო­და ის პირ­თან მი­ტა­ნილ ას­ან­თის კო­ლოფს, – “მორ­და, მორ­და, გეს­მის ჩე­მი, მორ­და!”.

პა­ტიმ­რე­ბი ალ­მა­ცე­რად გაჰ­ყუ­რებ­­ნენ კი­დევ ერთ დამ­თხ­ვე­ულს, რო­მე­ლიც, რო­გორც თით­­მის ყვე­ლა დამ­თხ­ვე­­ლი, მა­წან­წა­ლო­ბის მუხ­ლით იჯ­და, ად­გილს ტყუ­­ლად იკ­­ვებ­და, სუნ­­ქავ­და დე­ფი­ცი­ტუ­რი ჟან­­ბა­დით და იყო კა­მე­რი­სათ­ვის არ­­სა­სურ­ვე­ლი, რად­გან არ იყო ის არ­აფ­რის კარ­გის მომ­ტა­ნი, აქ­­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკ­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბო­და ცუ­დი.

სა­კან­ში მოვ­ლე­ნე­ბი თა­ვი­სი ჩვე­­ლი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა თა­ვის­­ვის ფუს­ფუ­სებ­და და დე­რეფ­ნი­და­ნაც აღ­არ ის­მო­და ჩოჩ­ქო­ლი. კორ­პუ­სის უფ­როს­მა ახ­ლე­ბი საკ­ნებ­ში გა­ნა­თავ­სა, შნი­რე­ბი წა­იყ­ვა­ნა და წა­ვი­და. დე­რე­ფან­ში როტ­ვე­­ლერ­სი­ფა­თა პა­შა დარ­ჩა მარ­ტო. პე­რეს­მენ­კამ­დე კი­დევ ერ­თი სა­­თი იყო და ამ­­ტო­მაც პა­შა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი გარ­თო­ბით – ნაგ­ვის ყუ­თით ფეხ­ბურ­თის თა­მა­შით იყო გარ­თუ­ლი. ის მთე­ლი ძა­ლით ურტყამ­და კაპ­რო­ნის ურ­ნას წიხლს და ურ­ნაც ჭურ­ვი­ვით დაფ­რი­ნავ­და ცა­რი­ელ დე­რე­ფან­ში. ის ეხ­ეთ­ქე­ბო­და კედ­ლებს, სა­კან­თა კა­რებს, დე­რეფ­ნის ბო­ლო­ში და­ტა­ნე­ბულ ფან­­რის გი­სო­სებს და გა­მოს­ცემ­და ერ­თობ არ­­სა­სი­­მოვ­ნო ხმებს. ამ­ას ერთ­ვო­და პა­შას ქო­ში­ნი და მი­სი მძი­მე, სამ­ხედ­რო-სა­ვე­ლე ფეხ­საც­მე­ლე­ბის ბრა­ხაბ­რუ­ხი. პა­შას ას­­თი ქცე­ვა ბევრს აღ­­ზი­­ნებ­და, ზოგს ალ­ბათ ჭკუ­­დან შლი­და, ის­­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლე­ბი, პრო­ტესტს გა­მოთ­­ვამ­­ნენ და ზოგ­ჯერ ჩი­ოდ­ნენ კი­დეც, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ქვეყ­ნად არ მო­­ძებ­ნე­ბო­და ის­­თი ძა­ლა, რო­მე­ლიც შეს­­ლებ­და და­­­კე­ბი­ნა პა­შა ცა­რი­ელ დე­რე­ფან­ში, რო­დე­საც სრუ­ლი­ად მარ­ტო­ნი რჩე­ბოდ­ნენ იზ­­ლი­რე­ბულ სივ­­ცე­ში ის და ურ­ნა. ამ დროს პა­შას აღ­­რა­ფე­რი ახ­სოვ­და – მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თი.

პა­შამ ურ­ნა მო­ხერ­ხე­ბულ ად­გი­ლას დად­გა, გარ­ბე­ნი აიღო, მარ­­ვედ და­არ­ტყა და რომ იტყ­ვი­ან გო­ლი გა­­ტა­ნა, ურ­ნა ფან­­რის გი­სო­სებს და­მიზ­ნე­ბულ ად­გილ­ში მოხ­­და და პა­შა­მაც გა­მარ­­ვე­ბის ნიშ­ნად ძლე­ვა­მო­სი­ლად გა­მოს­­რა ქა­რი, ხო­ლო ამ ყვე­ლა­ფერს თან და­ურ­თო ახ­ლა უკ­ვე ხორ­ხის­მი­­რი – “უ-უ-ხ!”

ეს ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთხ­სე­ნე­ბუ­ლი საკ­ნის სი­ახ­ლო­ვეს ხდე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე ენ­აკ­ვი­მატ­მა უკ­ვე და­­ღო პი­რი მომ­­დარ ფაქ­­თან თა­ვი­ან­თი კო­მენ­ტა­რის გა­სა­კე­თებ­ლად, მაგ­რამ მო­­ლოდ­ნე­ლად ახ­ალ­მა ყვე­ლას და­ას­­რო და თა­ვი­სი გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი, სპე­ცი­ფი­­რი ხმით თა­მა­მად და ამ­ავ­­როს რო­გორ­ღაც გა­­ბე­და­ვი ლუღ­ლუ­ღით, საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა, იმ­დე­ნად, რომ გა­რეთ ზე­დამ­ხედ­ვე­ლის­­ვის გა­სა­გო­ნი ყო­ფი­ლი­ყო – გას­ძა­ხა:

– შე­უბღა­ლა­ვი საჯ­დო­მი ასე არ მოჯ­ვავს! – მე­რე გა­იტ­რუ­ნა, გა­­ცი­ნა, მოჩ­ვე­ნე­ბი­თად და­სე­რი­­ზულ­და და და­­მა­ტა, – ჰო, ალ­ბათ შებღა­ლუ­ლია! – ის­ევ გა­იტ­რუ­ნა, ის­ევ ეშ­მა­კუ­რად გა­­ცი­ნა, ის­ევ მოჩ­ვე­ნე­ბი­თად და­სე­რი­­ზულ­და და ის­ევ და­­მა­ტა – ალ­ბათ კი არა ნამ­­ვი­ლად შებღა­ლუ­ლია!

დე­რე­ფა­ნი წა­მით გა­­რინ­და, უფ­რო სწო­რად, დე­რე­ფა­ნი კი არა ეს პა­შა გა­­რინ­და დე­რე­ფან­ში. მას უც­ნო­ბი ხმა ჩა­ეს­მა ყურ­ში. ეს არ იყო მი­სი ტრა­დი­ცი­­ლი პა­­ქა­რი, ანუ ის, ვი­საც იგი ლან­ძღავ­და და ვის­გა­ნაც ღე­ბუ­ლობ­და ლან­ძღ­ვას. ეს ვი­ღაც სხვა იყო – ახ­­ლი. პა­შა ურ­ნას შე­ეშ­ვა, სა­კანს ფე­ხაკ­რე­ფით მი­­პა­რა, გლა­ზო­კის შა­ლი­თა გა­დას­წია და წარ­მოთ­­ვა ურცხ­ვი სიტყ­ვე­ბი:

– ნუ იჟ­­მა­ვებ და შენც ას­­თი საჯ­დო­მი გექ­ნე­ბა!

ეშ­მა­კუ­ნამ სა­ხე კა­მე­რი­სა­კენ მო­აბ­რუ­ნა და კმა­ყო­ფი­ლე­ბით მოჰ­­ვა ხითხითს, მან არ­­ფე­რი უპ­­სუ­ხა პა­შას.

პა­შა წა­ვი­და და ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის გაგ­­ძე­ლე­ბა სცა­და, მაგ­რამ არ დას­ცალ­და.

– კი, ნამ­­ვი­ლად შებღა­ლუ­ლია! – გა­ის­მა მო­პირ­და­პი­რე საკ­ნი­დან ბო­ხი, უხ­­ში ხმა, – ვაა-ხა-ხა-ხაა! – ეს სა­ნი­­კი იყო პა­შას ტრა­დი­ცი­­ლი პა­­ქა­რი, ზორ­ბა და ტლან­ქი რეგ­ვე­ნი – ხა­სი­­თით და­ახ­ლო­­ბით ის­­თი­ვე, რო­გო­რიც პა­შა.

– ნე­ტა­ვი შენ ვინ­ღა გხმა­რობს, – გას­ძა­ხა პა­შამ ახ­ლა სა­ნი­ოკს, – ყვე­ლა­ფერ­ში ბო­ზი ქა­ლი­ვით რომ ეჩ­რე­ბი?!

– ვაა-ხა-ხა-ხაა!!! – გა­და­­ხარ­ხა­რა სა­ნი­ოკ­მა.

პა­შამ ის­ევ სცა­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის გაგ­­ძე­ლე­ბა, მაგ­რამ ამ­ჯე­რა­დაც არ დას­ცალ­და. 

– ვი­წი­ოკ! ვი­წი­ოკ! – გა­ეხ­მი­­ნა სა­ნი­­კი თა­ვის მე­გო­ბარს, რომ­ლის სა­კა­ნიც, დე­რეფ­ნის თით­­მის მე­­რე ბო­ლო­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი.

– ჰო, რა იყო! – გა­­პა­სუ­ხა თით­ქოს­და ნამ­ძი­ნა­რე­ვი ვი­წი­­კი დე­რეფ­ნის ბო­ლო­დან.

– ვი­წი­ოკ, შენ რო­გორ ფიქ­რობ, შებღა­ლუ­ლი აქვს პაშ­კას საჯ­დო­მი?!

– ვის, ჩვენ პაშ­კას?! რას ამ­ბობ, სა­ნი­ოკ?! – გა­­პა­სუ­ხა ვი­წი­­კი, – პაშ­კა რომ ეგ­­თი იყ­ოს, პოს­­ზე ვინ და­­ყე­ნებ­და!

– რა ვი­ცი აბა, იქ­ნებ პარ­ტი­ამ უპ­­ტა­კა! – არ და­­თან­­მა სა­ნი­­კი.

– ხო, ეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­იძ­ლე­ბა მარ­­ლა უპ­­ტა­კა, ან შე­­პა­ტა­კა! – და­­თან­­მა ვი­წი­­კი, – ამ­ბო­ბენ, ჟან­დარ­მე­რი­­ში ახ­ლა ნახ­მა­რებ­საც ღე­ბუ­ლო­ბე­ნო!

– აბა, ენ­­ბი ჩა­იგ­დეთ ძაღ­ლიშ­ვი­ლე­ბო, – აყ­ვირ­და პა­შა, – ჩემ­ზე რაც გინ­დათ, ის თქვით, პარ­ტი­ას და ჟან­დარ­მე­რი­ას კი თა­ვი და­­ნე­ბეთ!

– ერ­თი უყ­­რე, უყ­­რე რო­გორ ალ­­პა­რაკ­და მლიქ­­ნე­ლი, ალ­ბათ მარ­­ლაც შებღა­ლუ­ლია და ახ­ლა ცდი­ლობს ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის გუ­ლი მო­­გოს პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით! ალ­ბათ პო­პუ­ლის­ტია!

– პო­პუ­ლის­ტი კი არა, პი­და­რას­ტია!

– გა­ჩუმ­დით ქათ­მე­ბო, თქვე­ნი კა­კა­ნი არ გა­ვი­გო­ნო!

– ისე, – არ ცხრე­ბო­და სა­ნი­­კი, – შენ მა­ინც რა აზ­რი­სა ხარ ვი­წი­ოკ, ნახ­მა­რია თუ არა ეს ჩვე­ნი პა­შა?!

– რა ვი­ცი, აბა სა­ნი­ოკ, ხმა­ზე მი­ჭირს მა­გის გან­საზ­­­რა, ხო­ლო სუნს ჩე­მამ­დე ჯერ არ მო­უღ­წე­ვია, აი ცო­ტა­ხან­ში სუ­ნი რომ მო­ვა, მე­რე გეტყ­ვი ზუსტ პა­სუხს!

ცო­ტა ხან­ში მზად იყო ზუს­ტი პა­სუ­ხი:

– კი, ნახ­მა­რია! შე­უბღა­ლავ საჯ­დომს ას­­თი სუ­ნი არ ექ­ნე­ბა.

– თან მავ­ნე გა­ზებ­თან ერ­თად ტუ­ბერ­კუ­ლი­­ზის ჩხი­რებ­საც ავრ­ცე­ლებს! – ჩა­ერ­თო ამ­ჯე­რად ლან­ძღ­ვა-თათხ­ვა­ში ეშ­მა­კუ­ნა, – ალ­ბათ კა­ვერ­ნა აქვს!

– ვაა-ხა-ხა-ხა! – გა­ის­მა სა­ნი­­კის როხ­რო­ხა სი­ცი­ლი.

– ვუუ-ხა-ხა-ხაა! – გა­­ცი­ნა პა­შა­მაც და ხა­ლი­სი­­ნად და­ურ­ტყა თერ­­მეტ­მეტ­რი­­ნი პე­ნალ­ტი ურ­ნით. – დღეს დი­ლით მე ორი იხ­ვი შევ­ჭა­მე ბი­ჭე­ბო!!!

– ხოო, აბა თუ ორი იხ­ვი შე­ჭა­მე, მა­შინ გე­პა­ტი­­ბა პაშ­კო! – კე­თილ­გან­წყო­ბით და­უყ­ვა­ვა პა­შას სა­ნი­ოკ­მა, – ჩვენ კი სულ სხვა რამ გვე­გო­ნა! შენ რას იტყ­ვი ზემ­ლი­აკ, გეს­მის ახ­­ლო!

ეს მი­მარ­­ვა უკ­ვე ეშ­მა­კუ­ნას ეკ­უთ­­ნო­და. ეშ­მა­კუ­ნამ ეშ­მა­კუ­რად გა­­ღი­მა და გა­ეხ­მი­­ნა:

– რა ვი­ცი აბა სა­ნი­ოკ, მე მა­ინც ცო­ტა­თი რო­გორ­ღაც ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, ხომ იცი, ახ­­ლი კა­ცი ვარ, ამ­­ტომ ერთხელ კი­დევ რომ ექ­ნა მო­ქა­ლა­ქე ზე­დამ­ხედ­ველს, მა­შინ ალ­ბათ გან­­საზ­­­რავ­დი, ახ­ლა კი მი­ჭირს ერთ­­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

– მე­რე ვთხო­ვოთ უფ­როსს და კი­დევ ერთხელ იზ­ამს, – და­­როხ­რო­ხა სა­ნი­ოკ­მა, – პან პაშ­კო, აბა ერ­თი კი­დევ ბუთ­ქე პუბ­ლი­კის ხათ­რით!

პა­შამ ეჭ­ვე­ბის გა­სა­ქარ­წყ­ლებ­ლად ერთხელ კი­დევ ბუთ­ქა პუბ­ლი­კის ხათ­რით, რი­თაც არ­­თუ მხო­ლოდ თა­ვი­სი სიტყ­ვი­­რი პა­ექ­რე­ბი, არ­­მედ მთე­ლი სარ­თუ­ლი გა­ამ­ხი­­რუ­ლა.

– ო-ო-ო-ო, აი ეს მეს­მის, ვაა-ხა-ხა-ხა-ხაა, კა­რუ­ზო ხარ პაშ­კო! ნამ­­ვი­ლი კა­რუ­ზო! – შე­­ქო სა­ნი­ოკ­მა ზე­დამ­ხედ­ვე­ლი და უწ­­და მას კა­რუ­ზო (ალ­ბათ კე­თილ­­მო­ვა­ნე­ბი­სა გა­მო).

ასე გა­ვი­და დარ­ჩე­ნი­ლი დროც და მო­უს­ვე­ნა­რი, დე­ბო­ში­­რი პა­შა შეც­ვა­ლა უთქ­მელ­მა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ზე­დამ­ხედ­ველ­მა, რომ­ლის ზედ­მე­ტი ლა­პა­რა­კიც არ­­ვის გა­­გო­ნა და რო­მე­ლიც არც სხვებს აძ­ლევ­და ლაზ­ღან­და­რო­ბის ნე­ბას. ის კე­თილ­სინ­დი­სი­­რად ას­რუ­ლებ­და თა­ვის მო­ვა­ლე­­ბებს და არ­­სო­დეს აკ­­ებ­და პოს­­ზე.

ახ­ალ­მო­სულ­მა ის­ევ ჩა­ყო თა­ვის ტო­მა­რა­ში ხე­ლი, ის­ევ რა­ღა­ცა ამ­­­ღო იქ­­დან, ის­ევ რა­ღაც შე­­ნა­ხა და ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს გა­აგ­­ძე­ლებ­და ფუს­ფუსს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ის ყუ­რად­ღე­ბის ცენ­­­ში მო­ექ­ცა, რა­მე­თუ თა­ვი­სი გა­მოს­­ლით სა­ერ­თო ყუ­რად­ღე­ბა მი­იპყ­რო. მას მო­­წე­ვი­ნეს სი­გა­რე­ტი, აჭ­­მეს პა­ტა­რა ქო­ნის ნა­ჭე­რი შავ პურ­თან და ნი­ორ­თან ერ­თად და შეს­თა­ვა­ზეს ცო­ტა­თი უფ­რო კარგ ად­გილ­ზე, კა­მე­რის სიღ­­მე­ში გა­და­ბარ­გე­ბა, მაგ­რამ ახ­ალ­მა უარი თქვა ამ­­ზე.

– მე ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლი ვარ, ბი­ჭე­ბო! – გა­ნაცხა­და მან. – მეტ­სა­ხე­ლად ეშ­მა­კუ­ნა მქვია და აქ იმ­­ტომ ვარ, რომ სუ­ლე­ბი მინ­და შე­ვის­ყი­დო! ად­­მი­ან­თა სუ­ლე­ბი! სუ­ლე­ბი ზო­გი­ერ­თი თქვენ­თა­გა­ნი­სა!

პა­ტიმ­რებ­მა გაკ­ვირ­ვე­ბით შე­ხე­დეს მომ­­დურს – ახ­ედ-და­ხე­დეს. აწ­ონ-და­წო­ნეს, უნ­დობ­ლად შე­ათ­ვა­ლი­­რეს და მე­რე კი დაწ­­რი­ლე­ბით გა­მოჰ­კითხეს ყვე­ლა­ფე­რი.

– ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლად ხდე­ბა, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად. უმტ­კივ­ნე­­ლოდ და უპ­რობ­ლე­მოდ. თქვენს სუ­ლებს შე­ის­ყი­დის ჯო­ჯო­ხე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხო­ლო სა­ნაც­­ლოდ მო­გე­ცე­მათ ის, რაც მო­ლა­პა­რა­კე­ბით იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რა არ­ის აქ გა­ურ­­ვე­ვე­ლი. აქ ხომ ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვია და გა­სა­გე­ბი. მე გა­მო­ვუ­ძა­ხებ ეშ­მაკს, ჩვენ ერ­თად გა­მო­ვუ­ძა­ხებთ მას, ის შე­არ­ჩევს სა­ჭი­რო სუ­ლებს, მო­გი­რიგ­დე­ბათ ფას­ზე და ამ­ის შემ­­გომ იყ­­ვით კარ­გად. ჯო­ჯო­ხეთ­ში შევ­­­დე­ბით! გინ­დათ?!

– გვინ­და!

ბევრს, რა თქმა უნ­და, არ უნ­დო­და და ფიქ­რა­დაც არ ჰქონ­და სუ­ლის გა­ყიდ­ვა. ზოგს მხო­ლოდ გა­­ცი­ნა უც­ნო­ბის ნათ­­ვამ­ზე, მაგ­რამ აღ­მოჩ­­­ნენ ის­­თე­ბიც, რომ­ლებ­საც მარ­­ლაც ჭკუ­­ში და­უჯ­დათ სა­კუ­თა­რი სუ­ლე­ბის გა­ყიდ­ვის იდეა.

– რას გვი­ზამს ეშ­მა­კი, თუ და­ვუშ­ვათ, იყ­­დის ჩვენს სუ­ლებს? რამ­დენს გა­დაგ­ვიხ­დის? რამ­დენ ხან­ში გა­დაგ­ვიხ­დის?

– არ ვი­ცი! მე არ­­ფე­რი არ ვი­ცი! მე მხო­ლოდ შუ­­მა­ვა­ლი ვარ! – უპ­­სუ­ხა ეშ­მა­კუ­ნამ.

და მხო­ლოდ ერ­თი პა­ტი­მარ­თა­გა­ნი იყ­­რე­ბო­და უტ­იფ­რად და აბ­­ჩად აგ­დე­ბით, ის პე­რი­­დუ­ლად აფრ­­ვევ­და დამ­ცი­ნავ რეპ­ლი­კებს და რა­ტომ­ღაც და­ჟი­ნე­ბით უშ­ლი­და ხელს ეშ­მა­კუ­ნას.

ეშ­მა­კუ­ნამ მას გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო რამ­დენ­ჯერ­მე, მაგ­რამ არ­­ფე­რი არ უთქ­ვამს მის­­ვის.

– ღა­მის ორ­ზე გა­მაღ­ვი­ძეთ და თუ­კი მარ­­ლაც ვინ­მეს სურ­ვი­ლი გაქვთ სუ­ლის გა­ყიდ­ვი­სა, ამ­­ში და­გეხ­მა­რე­ბით. მე გა­მო­ვუ­ძა­ხებ ეშ­მაკს. – ამ სიტყ­ვებ­ზე ეშ­მა­კუ­ნამ სიფ­რი­ფა­ნა ბა­ლი­შის ქვეშ თა­ვი­სი პა­ტა­რა ტო­მა­რა ამ­­­დო, დაწ­ვა, გა­დაბ­რუნ­და და და­­ძი­ნა.

კა­მე­რის ბი­ნა­დარ­თა შო­რის მა­ინ­­და­მა­ინც დი­დი მით­­მა-მოთ­­მა არ გა­მო­უწ­ვე­ვია ახ­ალ­მო­სუ­ლის უც­ნა­ურ სიტყ­ვებს, რად­გა­ნაც ცი­ხე­ში ათ­ას დამ­თხ­ვე­ულს შეხ­­დე­ბით და ყვე­ლას თუ ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ციე, თა­ვად გახ­დე­ბი დამ­თხ­ვე­­ლი.

კა­მე­რა თა­ვი­სი ჩვე­­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და – მი­დი­­და თა­მა­ში, ჩა­ის მო­ხარ­­ვა და ბა­ზარ-ვაგ­ზა­ლი. ერ­თა­დერ­თი უმ­ნიშ­­ნე­ლო ინ­ცი­დენ­ტი, თუ ეს ინ­ცი­დენ­ტად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, იყო ის, რომ ერთ-ერთ პა­ტი­მარს, სწო­რედ იმ­ას, რო­მე­ლიც შე­­ცა­და და­­ცი­ნა ეშ­მა­კუ­ნას­­ვის, რა­ტომ­ღაც ასტ­კივ­და მარ­ცხე­ნა კვერ­ცხი. პირ­ვე­ლი არ­­სა­სი­­მოვ­ნო შეგ­­­ნე­ბა მას თა­ვი­დან კარ­ტის თა­მა­შის დროს და­­უფ­ლა, ეს შეგ­­­ნე­ბა არ იყო ტკი­ვი­ლი, იმ­დე­ნად უმ­ნიშ­­ნე­ლო იყო იგი, მაგ­რამ მა­ლე ეს შეგ­­­ნე­ბა ტკი­ვილ­ში გა­და­­ზარ­და. თა­ნაც ის­ეთ აუტ­­ნელ­ში, რომ კა­ცი იძ­­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­მა­ში შე­ეწყ­ვი­ტა და ნა­რა­ზე და­წო­ლი­ლი­ყო. ცო­ტა ხან­ში მას კვერ­ცხი საგ­­­ნობ­ლად და­­სივ­და და მა­ლე ის უკ­ვე ყმუ­­და ტკი­ვი­ლი­სა­გან. ამ­ის შემ­ხედ­ვა­რე პა­ტიმ­რებ­მა კარ­ზე და­აბ­რა­ხუ­ნეს, რა­თა ზე­დამ­ხედ­ველს ფერ­შა­ლი გა­მო­­ძა­ხა. კა­ნო­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ზე­დამ­ხედ­ველ­მა უპ­რობ­ლე­მოდ გა­მო­­ძა­ხა ცი­ხის ფერ­შალს. ფერ­შა­ლი მო­ვი­და. ავ­ად­­ყო­ფი დე­რე­ფან­ში გა­იყ­ვა­ნეს. ფერ­შალ­მა შე­ათ­ვა­ლი­­რა მი­სი და­სი­­ბუ­ლი, ერ­თი­სა­მად გა­დი­დე­ბუ­ლი კვერ­ცხი. ჩა­­წე­რა გვა­რი. გა­­კე­თა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ნემ­სი – ან­ალ­გი­ნი თუ რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი სი­­ფან­დო­ბა (რო­მელ­მაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ უშ­ვე­ლა ტკი­ვილს) და და­პირ­და დი­ლით გა­მო­ძა­ხე­ბას ექ­იმ დერ­მა­ტო­ლოგ­თან. თუ კი­დევ ვი­ღაც “ოლ­ოგ­თან”, ერ­თი სიტყ­ვით, იმ­ას­თან, ვინც კვერ­ცხებს მკურ­ნა­ლობს. შემ­­გომ ამ­­სა, ავ­ად­­ყო­ფი უკ­ან და­აბ­რუ­ნეს სა­კან­ში, ის ბორ­ძი­კით მი­ლას­ლას­და ნა­რას­თან, დაწ­ვა და დი­ლამ­დე კვნე­სო­და.

და­ახ­ლო­­ბით ღა­მის ორ სა­ათ­ზე გა­იღ­ვი­ძა ეშ­მა­კუ­ნამ. მან თა­ვი­სი ბე­ბე­რი, სო­კო­სა­ვით ჩა­მოღ­ვენ­თი­ლი სი­ფა­თი პა­რა­შა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ ონ­კან­თან კა­ტა­სა­ვით მო­­ბა­ნა და მე­­რე იარ­უს­ზე აძვ­რა.

– რა ვქნათ ძმე­ბო, – და­­ძა­ხა მან ხმა­მაღ­ლა და შე­მოჰ­­რა ტა­ში. – გა­მო­ვუ­ძა­ხოთ ეშ­მაკს თუ არა?!

– გა­მო­ვუ­ძა­ხოთ! გა­მო­ვუ­ძა­ხოთ! – გა­ის­მა შე­ძა­ხი­ლე­ბი აქ­ეთ-იქ­­დან. – გა­მო­­ძა­ხე მა­გის დე­დაც!

– საქ­მე იმ­­შია, რომ – და­იწყო ეშ­მა­კუ­ნამ, – ეს არაა ად­ვი­ლი საქ­მე. მე თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა. ჩვენ ყვე­ლამ ენრ­თად უნ­და და­ვუ­ძა­ხოთ ეშ­მაკს, წი­ნა­აღ­­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ­­ფე­რი გა­მო­ვა.

– მე­რე­და რო­გორ?! მე­რე­და რო­გორ?! – ყვი­როდ­ნენ პა­ტიმ­რე­ბი?

– რო­გორ და, ჯერ ერ­თი, ყვე­ლამ უნ­და მო­იხ­­ნათ ჯვრე­ბი, ვი­საც კი გი­კე­თი­ათ! შემ­­გომ ამ­­სა, ჩვენ ყვე­ლა­ნი დავ­­ვე­ბით ნა­რებ­ზე და ჩუ­მად, ჩვენს გო­ნე­ბა­ში გა­მო­ვუ­ძა­ხებთ ეშ­მაკს! ვთხოვთ მას მობ­­ძა­ნე­ბას! გაწყობთ?!

– გვაწყობს! გვაწყობს!

მარ­­ლაც მო­იქ­­ნენ ისე, რო­გორც თქვა ეშ­მა­კუ­ნამ – ყვე­ლამ, ვი­საც კი ჯვრე­ბი ეკ­­თათ, მო­იხ­­ნეს და ნა­რებ­ზე დაწ­­ნენ, მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი პა­ტი­მა­რი დარ­ჩა ჯვრი­­ნი. მას ამ დროს ეძ­­ნა და მი­სი ჯვა­რი უბ­რა­ლოდ არ­­ვის გახ­სე­ნე­ბია. სა­კან­ში ახ­ლა სი­ჩუ­მეს მხო­ლოდ კვერ­ცხ­და­სი­­ბუ­ლის კვნე­სა­ღა არღ­ვევ­და. ყვე­ლამ სა­კუ­თარ გო­ნე­ბა­ში და­უწყო ეშ­მაკს გა­მო­ძა­ხე­ბა. მო­­ლოდ­ნე­ლად მძი­ნა­რე, სწო­რედ ის, რო­მელ­საც კი­სერ­ზე ჯვა­რი ეკ­­და, ძილ­ში აბ­ორ­­და, ძაფს, რო­მელ­ზე­და­აც ჯვა­რი ეკ­­და, ხე­ლი წა­­ტა­ნა და ჩა­მოგ­ლეჯ­ვა სცა­და. კაპ­რო­ნის მა­გა­რი ძა­ფი არ და­­მორ­ჩი­ლა მას, კი­სე­რი ატ­კი­ნა და გა­მო­აღ­ვი­ძა.

– რა ხდე­ბა?! – იკ­ითხა მან ნამ­ძი­ნა­რევ­მა და შეშ­ფო­თე­ბულ­მა.

თა­ნა­კა­მე­რე­ლებ­მა აუხს­ნეს მას, რაც ხდე­ბო­და და მა­ნაც, ის­­ვე რო­გორც სხვებ­მა, ჯვა­რი მო­იხ­­ნა და ხა­ლი­სით შე­უდ­გა ეშ­მა­კის გა­მო­ძა­ხე­ბას. ახ­ლა უკ­ვე კვერ­ცხ­და­სი­­ბუ­ლის ხმა­და­ბა­ლი გმინ­ვა­ღა არღ­ვევ­და გა­მე­ფე­ბულ ავ­ის­მო­მას­წა­ვე­ბელ სი­ჩუ­მეს. ავ­ის­მო­მას­წა­ვე­ბელს, რად­გა­ნაც და­­სად­გუ­რა რა­ღაც­ნა­ირ­მა შიშ­მა. თუმ­ცა სა­კან­ში 28 ად­­მი­­ნი იყო და ენ­თო დი­დი, 250-ვა­ტი­­ნი ნა­თუ­რა, იქ მყო­ფებ­მა თა­ვე­ბი რა­ტომ­ღაც მარ­ტოდ იგრ­­ნეს და არ­ცერთ მათ­განს აღ­არ ჰქონ­და ვინ­მეს იმ­­დი. ის­­ნიც კი, რომ­ლე­ბიც უფ­რო სე­­რის სა­ყუ­რებ­ლად და­თან­­­­ნენ ეშ­მა­კის გა­მო­ძა­ხე­ბის რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­­ბის მი­ღე­ბას, ახ­ლა და­სე­რი­­ზულ­­ნენ და ცო­ტა­თი შე­შინ­­ნენ.

მა­ლე კვერ­ცხ­და­სი­­ბულ­მა ბორ­­ვას უმ­­ტა და სა­შინ­ლად აყ­ვირ­და. მას კვერ­ცხი იმ­დე­ნად და­­სივ­და, რომ უკ­ვე შარ­­ლის ტოტ­შიც აღ­არ ეტ­­­და. ბო­ლოს უეც­რად ჩა­ჩუმ­და, ტკი­ვი­ლი­სა­გან გო­ნი და­კარ­გა. დე­რე­ფან­ში კი ამ­­სო­ბა­ში გა­ის­მა სარ­თუ­ლის კარ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ელ­ექ­­რო­სა­კე­ტის ნერ­ვი­­ლი, მომ­თხოვ­ნი ჩხა­კუ­ნი, კა­რი გა­­ღო და დე­რე­ფან­ში ვი­ღაც შე­მო­ვი­და. შემ­დეგ პა­ტიმ­რებ­მა გა­­გო­ნეს ტლან­ქი, რკი­ნით შე­ჭე­დი­ლი ჩექ­მე­ბის ბრა­ხუ­ნი, რო­მე­ლიც მო­ახ­ლოვ­და და ზედ საკ­ნის ზღურ­­­თან შეწყ­და. ვი­ღა­ცის უხ­ეშ­მა ხელ­მა გლა­ზო­კის შა­ლი­თა გა­დას­წია. მე­რე ის­ევ გად­მოს­წია. გა­ის­მა კარ­მუშ­კის კლი­ტის ჯაჯ­გუ­რი და მა­ლე კარ­მუშ­კა ბრა­ხუ­ნით გა­­ღო, ხო­ლო გა­ღე­ბულ კარ­მუშ­კა­ში სრუ­ლი­ად უც­ხო ზე­დამ­ხედ­ვე­ლის ჯე­რარ­ნა­ხუ­ლი სა­ხე გა­მო­იკ­ვე­თა.

– რა გაღ­რი­­ლებთ!!! – და­იღ­რი­­ლა მან, – რას ყვი­რი­ხართ?! თქვენ რა დღე და ღა­მე არ იც­ით?! მთელ ცი­ხეს ეს­მის თქვე­ნი ღრი­­ლი!!!

ყვე­ლა­ნი და­იბ­ნენ, რად­გა­ნაც არ მო­­ლოდ­ნენ ამგ­ვარ საყ­ვე­დურს უფ­რო­სი­სა­გან. პი­რი­ქით, სა­კა­ნი ხომ ისე დუმ­და, რო­გორც არ­ას­­როს.

– ჩვენ არ გვიყ­ვი­რია უფ­რო­სო! – წა­­ლუღ­ლუ­ღა ვი­ღა­ცამ გა­­ბე­და­ვად.

– რაო, არ გიყ­ვი­რი­ათ?! – კო­პი კი­დევ უფ­რო შე­იკ­რა უფ­როს­მა, – მთელ ცი­ხეს ეს­მის თქვე­ნი ღრი­­ლი! კარ­ზე რა­ღას აბ­რა­ხუ­ნებ­დით?! წიხ­ლებს ურტყამ­დით კარს?! აბა, მაშ გა­მო­ვი­ძა­ხებ ახ­ლა მე ბუც­კა­მან­დას და გიჩ­ვე­ნებთ, თუ რო­გორ უნ­და წიხ­ლე­ბის რტყმა!!!

ამგ­ვა­რი პერ­­პექ­ტი­ვა კარგს არ­­ფერს უქ­ად­და სა­კანს. ეგ­რეთ­წო­დე­ბუ­ლი ბუც­კა­მან­და, იყო სპე­ცი­­ლუ­რი, და­ახ­ლო­­ბით 15-კა­ცი­­ნი რაზ­მი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და ჯან­მა­გა­რი და უხ­­ში ახ­ალ­გაზ­­და ჟან­დარ­მე­ბი­სა­გან, რო­მელ­თაც ად­ვი­ლად შე­ეძ­ლოთ იმ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ნიშ­ნის­მო­გე­ბით ლა­პა­რა­კობ­და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი.

– უფ­რო­სო, უფ­რო­სო, – შემ­რი­გებ­ლუ­რი კუ­დის ქი­ცი­ნით მი­­ახ­ლა ზე­დამ­ხედ­ველს ეშ­მა­კუ­ნა, – უფ­რო­სო, ნუ გაგ­ვი­ჯავ­­დე­ბი, ჩვენ გვინ­დო­და… – და ამ სიტყ­ვებ­ზე ეშ­მა­კუ­ნა უკ­ვე ჩურ­ჩულ­ზე გა­და­ვი­და.

კა­მე­რის ბი­ნა­დართ აღ­არ ეს­მო­დათ, თუ რა­ზე სა­უბ­რობ­­ნენ მო­სა­უბ­რე­ნი.

ცო­ტა ხნის შემ­დეგ ეშ­მა­კუ­ნა სა­კანს მო­უტ­რი­ალ­და და და­­ძა­ხა:

– აბა, გა­მო­დით სუ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბო!!!

ნა­რე­ბი­დან ნელ-ნე­ლა ერთ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით წა­მოდ­გა რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი. ის­­ნი გა­­ბე­და­ვად წარ­­­ნენ ჯერ არ­ნა­ხუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლის წი­ნა­შე. ზე­დამ­ხედ­ველ­მა მათ გამ­­რი­­ხი მზე­რა მი­აპყ­რო, ეს მზე­რა ერთ-ერთ მათ­გან­ზე შე­­ჩე­რა და მე­რე ის­ევ ეშ­მა­კუ­ნას მო­უხ­მო. ცო­ტა­­დე­ნი ჩურ­ჩუ­ლის შემ­დეგ ეშ­მა­კუ­ნა კარ­მუშ­კას მოს­ცილ­და, შერ­ჩე­ულ პა­ტი­მარს მი­­ახ­ლა ცუნ­ცუ­ლით და ხმა­და­ბა­ლი, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ჭყლო­პი­ნით შე­­კითხა:

– რას ით­ხოვ სა­ნაც­­ლოდ უფ­რო­სი­სა­გან?!

– თა­ვი­სუფ­ლე­ბას! – იყო ხმა­მა­ღა­ლი პა­სუ­ხი.

– თა­ვი­სუფ­ლე­ბას! თა­ვი­სუფ­ლე­ბას! თა­ვი­სუფ­ლე­ბას! – ჭყლო­პი­ნით გა­ცუნ­ცულ­და ეშ­მა­კუ­ნა ეშ­მა­კი­სა­კენ. – თა­ვი­სუფ­ლე­ბას! – ჩა­უჟ­ღურ­ტუ­ლა მან მბრძა­ნე­ბელს ყურ­ში. თუმც ამ უკ­­ნას­­ნელ­მა ის­­დაც მშვე­ნივ­რად გა­­გო­ნა პა­ტიმ­რის ნათ­­ვა­მი. ზე­დამ­ხედ­ველ­მა, თა­ვი­სი მძლავ­რი ტო­რით თა­ვი­დან მო­­შო­რა აბ­­ზა­რი ეშ­მა­კუ­ნა და “თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე” პა­ტი­მარს ერთხელ კი­დევ მი­აპყ­რო გამ­­რი­­ხი მზე­რა. ამ­ის შემ­დეგ მო­უხ­მო ეშ­მა­კუ­ნას და ერთხანს კი­დევ ეჩ­ურ­ჩუ­ლე­ბო­და მას. მე­რე კარ­მუშ­კა ჩა­კე­ტა და წა­ვი­და.

ეშ­მა­კუ­ნა ცუნ­ცუ­ლით მი­­ახ­ლა ახ­ლად­სულ­გა­ყი­დულ პა­ტი­მარს, ხე­ლი მო­წი­წე­ბით ჩა­მო­არ­­ვა, აღ­ტა­ცე­ბით ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში და გულ­­­ფე­ლი, არ­­მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სი­ხა­რუ­ლით სხა­პას­ხუ­პით ახ­­რა:

– შენ მი­­ღებ თა­ვი­სუფ­ლე­ბას! ჯო­ჯო­ხეთ­ში შევ­­­დე­ბით! გი­ლო­ცავ!

– ჩვენ, ჩვენ, ჩვენ­ზე რა­ღა თქვა! – აჩ­ოჩ­ქოლ­­ნენ სუ­ლის გა­ყიდ­ვის და­ნარ­ჩე­ნი მსურ­ვე­ლე­ბი.

– თქვე­ნი სუ­ლე­ბის ყიდ­ვა მან არ ის­ურ­ვა, რად­გა­ნაც თქვა, რომ ის­­ნი ის­­დაც მას ეკ­უთ­­ნი­ან.

– რო­გორ?! სა­­დან?! – აყ­ვირ­­ნენ პა­ტიმ­რე­ბი, – ჩვენ არ­­სო­დეს გაგ­ვი­ყი­დია ჩვე­ნი სუ­ლე­ბი!

– მე არ­­ფე­რი ვი­ცი! – ხე­ლე­ბი და­­ბა­ნა ეშ­მა­კუ­ნამ.

– მო­ვი­დეს, დაგ­ვე­ლა­პა­რა­კოს! – ყვი­როდ­ნენ გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი, – აბა ერ­თი გვითხ­რას, თუ რო­დის მივ­ყი­დეთ ჩვენ მა­გას სუ­ლე­ბი! უუხ, მა­გის დე­და!

– ცო­ტა იაფ­ად მა­ინც აეღო! ერ­თი-ორი პაჩ­კა ჩაი და სი­გა­რე­ტი მა­ინც მო­­ცა! – ყვი­რო­და ერ­თი გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­­რობ­და. – უფ­რო­სო! უფ­რო­სო! სტარ­შოი! – გაჰ­­ვი­რო­და ის, – გეს­მის, არ წახ­ვი­დე! მო­დი რა, მო­დი! ერ­თი-ორი კო­ლო­ფი ჩაი და სი­გა­რე­ტი მა­ინც მოგ­ვე­ცი, ხომ ხე­დავ, არ­­ფე­რი არ გვაქვს! მო­დი რა, მო­დი, იაფ­ად მოგ­ცემთ სუ­ლებს!

ზე­დამ­ხედ­ვე­ლი მარ­­ლაც მობ­რუნ­და, კარ­მუშ­კა ხელ­მე­­რედ გა­­ღო და დამ­ცი­ნა­ვი მე­დი­დუ­რო­ბით ზე­ვი­დან ქვე­ვით და­ხე­და მო­ხუ­ცი პა­ტიმ­რის ნაც­რის­ფერ სა­ხეს.

– რა გაყ­ვი­რებს ბე­ბე­რო? – ჰკითხა მას.

– უფ­რო­სო, – მუ­და­რით მი­მარ­თა მო­ხუც­მა ზე­დამ­ხედ­ველს, – თუ ჩე­მი სუ­ლი მარ­­ლა შენ გე­კუთ­­ნის, მა­შინ ერ­თი-ორი პაჩ­კა ჩაი და სი­გა­რე­ტი მა­ინც მა­ჩუ­ქე, თო­რემ ლა­მის არ­ის, ყუ­რე­ბი და­მი­სივ­დეს!

ზე­დამ­ხედ­ველ­მა ჯი­ბი­დან სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფი ამ­­­ღო და რამ­დე­ნი­მე ღე­რი სი­გა­რე­ტი მო­ხუც პა­ტი­მარს ზედ მი­­ყა­რა, კარ­მუშ­კა კი­დევ ერთხელ, ამ­ჯე­რად უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ ჩა­კე­ტა და, რომ იტყ­ვი­ან, მო­უს­­ლელ­ში წა­ვი­და. მო­ხუც­მა ორი ღე­რი სი­გა­რე­ტი ჰა­ერ­ში­ვე და­­ჭი­რა, ხო­ლო ძირ­­გა­ფან­ტუ­ლი ღე­რე­ბის ას­აკ­რე­ფად მას ოთხ ფეხ­ზე გარ­თხ­მა მო­უხ­და. ასე აგ­რო­ვებ­და და­ფან­ტულ სი­გა­რე­ტებს ოთხ­ზე გარ­თხ­მუ­ლი და იატ­­კი­დან აკ­რე­ფილ განძს ყუ­რებ­სუ­კან ინ­­ხავ­და. თან დრო­დად­რო თა­ნა­კა­მე­რე­ლებს ახ­­დავ­და ხოლ­მე კმა­ყო­ფი­ლი, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი უკ­ბი­ლო ღი­მი­ლით.

მე­­რე დღე ჩვე­­ლებ­რი­ვი იყო. ჩვე­­ლებ­რივ ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ მოვ­ლე­ნე­ბიც. ბევრს არ სჯე­რო­და გუ­შინ­დე­ლი ამ­ბი­სა, უფ­რო სწო­რად კი იმ­­სა, რომ ეს უც­ხო ზე­დამ­ხედ­ვე­ლი მარ­­ლაც ეშ­მა­კი იყო, თვლიდ­ნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­­ლებ­რი­ვი დამ­თხ­ვე­ვა იყო და მე­ტი არ­­ფე­რი. სხვა­თა შო­რის, კვერ­ცხ­და­სი­­ბულ­საც და­უცხ­რა კვერ­ცხი. ასე იყო სა­ღა­მომ­დე, სა­ღა­მოს კი სმე­ნა შე­იც­ვა­ლა და მო­რი­გედ ის­ევ როტ­ვე­­ლერ­სი­ფა­თა პა­შა დად­გა, პე­რეს­მენ­კის დამ­თავ­რე­ბი­დან და­ახ­ლო­­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­­თის შემ­დეგ, კარ­­მიღ­მა გა­მო­აცხა­დეს სულ­გა­ყი­დუ­ლი პა­ტიმ­რის გვა­რი:

– ნაზ­რა­ძე!

– არ­ის ას­­თი! – გა­ეხ­მი­­ნა სულ­გა­ყი­დუ­ლი.

– მო­ემ­ზა­დე ნივ­თე­ბით!

© ”არილი”

Facebook Comments Box