* * *
მითხარი, როგორ არ მოგწონვარ? მე ვშიშობ შენთვის!
შენთვის მოვუშვებ მეჩხერ წვერებს საკადრის ღამით,
შენთვის ვიკისრებ მძიმე ღიპის ტარებას ჩუმად,
შენთვის ოქროს ჯაჭვს დავიკიდებ კისერზე ნელა.
მითხარი, როგორ მივიწებო შენი სხეული?
როგორ ავაწყო შესაფერი შენთვის სიმღერა?
მითხარი, სად გყავს ვაგინიდან გამოქცეული
პატარა კაცი, რომ ჰკიოდა ცოტა ხნის უკან.
მითხარი, თითქოს მე ვიყავი გიჟი მეხანძრე,
რომ სააღლუმო ორგიების ვაქრობდი კოცნებს.
მითხარი მაშინ, რატომ ზვერავ ფრთხილად ამ ანძას,
მითხარი, რისთვის არ უკითხავ მას ღამის ლოცვებს…
© “არილი”
Facebook Comments Box