პოეზია (თარგმანი)

თადეუშ რუჟევიჩი – მუდ­მი­ვი ვარ­დ­ნა

rozewicz tadeusz_5961823

თარ­გ­მ­ნა ანდ­რო ბუ­ა­ჩი­ძემ

ად­რე
ძა­ლი­ან დი­დი ხნის წი­ნათ
არ­სე­ბობ­და უღრ­მე­სი ფსკე­რი
მას­ზე დაშ­ვე­ბა
ყვე­ლას შე­ეძ­ლო
იმ­ას ვინც ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და
სხვა­თა წყა­ლო­ბით
ან თა­ვი­სი­ვე ქა­რაფ­შუ­ტო­ბით
უმ­ზერ­დ­ნენ ზიზ­ღით
ცნო­ბის­წა­დი­ლით
ხალ­ი­სი­ა­ნი და­უ­დევ­რო­ბით
ან შიშ­ნე­უ­ლად
ის კი საწყა­ლი ად­ა­მი­ა­ნი
ცდი­ლობ­და ფეხ­ზე დად­გო­მას
და ზე­აღ­მოს­წ­რაფ­ვას
თუმ­ცა უკ­ან­ვე ენ­არ­ცხე­ბო­და
პირ­მოთხუპ­ნუ­ლი.

ეს იყო მარ­თ­ლაც
უღრ­მე­სი ფსკე­რი
სულ­წაწყ­მე­დი­ლი
და მეშ­ჩა­ნუ­რი

ფსკე­რი ორგ­ვა­რი
ორ­სა­ხო­ვა­ნი
ფსკე­რი ქალ­თათ­ვის
ფსკე­რი კაც­თათ­ვის

იმ­ხა­ნად იყვ­ნენ
ქვე-და­ცე­მულ­ნი
ქალ­ბა­ტო­ნე­ბი
და ბან­კ­რო­ტე­ბი
ვა­ჭარს, მა­მა­ოს,
ოფ­ი­ცერს, სწავ­ლულს
ყვე­ლას თა­ვი­სი ფსკე­რი ებ­ა­და.

სხვა ფსკე­რიც იყო თურ­მე
სხვა სიღ­რ­მეც
უკ­ვე წარ­ხო­ცა მეხ­სი­ე­რე­ბამ
და მის­კენ კა­ცი
და ვერც ქა­ლი
ვერ და­ქან­დე­ბა

ფსკე­რი ხომ იყო
ჩვენს მშო­ბელ­თათ­ვის
უც­ხა­დე­სი რამ
და ამ ფსკერ­ზე ხომ
ყვე­ლას კუთ­ვ­ნი­ლი
ჰქონ­და ად­გი­ლი
გზა­საც­დე­ნი­ლებს
და ნირ­წამ­ხ­და­რებს

იმ ფსკე­რი­დან
ხომ შე­იძ­ლე­ბო­და
ზე­აღ­მარ­თუ­ლი ხე­ლე­ბის აჩრ­დილს
ჩე­მი ძა­ხი­ლიც ამ­ოჰ­ყო­ლო­და

ახ­ლა კი უკ­ვე
ამ­ნა­ირ ჟეს­ტებს
ყავ­ლი გას­ვ­ლია
და ფსკე­რიც
უკ­ვე გა­უქ­მე­ბუ­ლა

ვარ­დ­ნას კი ვარ­დ­ნას
ამ გა­ნუწყ­ვე­ტელს
სულ არ სჭირ­დე­ბა
რა­ღაც პო­ზე­ბი
კომ­პო­ზი­ცია
ფერ­წე­რუ­ლი
სტა­ტი­კუ­რო­ბა

La Chute
და­ცე­მა
კი შე­იძ­ლე­ბა
ლი­ტე­რა­ტუ­რის
და ოც­ნე­ბის მხურ­ვალ წი­აღ­ში

ეს მოთხ­რო­ბა
თქვენც გეხ­სო­მე­ბათ
მე­ტად ზნე­კე­თილ ად­ა­მი­ან­ზე
ამ გუ­ლახ­დილ­მა
აღ­ი­ა­რე­ბამ
ჩვენს უდ­ი­დეს თა­ნა­მედ­რო­ვეს
იქ­ნებ სულ ბო­ლო
ფრანგ მო­რა­ლისტს
ჯილ­დო არ­გუ­ნა.

იყო უმ­ან­კო და­ცე­მე­ბი
მე­ტად უმ­ან­კო
თქვენ გეხ­სო­მე­ბათ
ჰი­პო რეკ­ვი­სი
ეპ­ის­კო­პო­სი
და მი­სი მწა­რე
აღ­სა­რე­ბა­ნი.

ჩვე­ნი ვე­ნა­ხის სი­ახ­ლო­ვეს მსხლის ხე ჰყვა­ო­და, ნა­ყო­ფე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი. ეს ნაყოფ­ე­ბი არც შე­სა­ხე­და­ო­ბით იტ­ყუ­ებ­და მნახ­ველს და არც გე­მო­თი. ჩვენ, უზ­რუნ­ველ­მა ყმაწ­ვი­ლებ­მა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ მსხლის ხე დაგ­ვე­ბერ­ტყა. და ამ მიზ­ნის აღ­სას­რუ­ლებლად გა­ვე­შუ­რეთ გვი­ან ღა­მით, მო­ე­დან­ზე თა­მაშს რომ მოვ­რ­ჩით. შე­ვაგ­რო­ვეთ უამრავი მსხა­ლი, არა საჩ­ვე­ნოდ, არ­ა­მედ ტა­ხე­ბის­თ­ვის და­საყ­რე­ლად. გზა­ში ცო­ტას გეახე­ლით კი­დეც, თუმ­ცა­ღა აკრ­ძა­ლუ­ლი გვქონ­და.
აი, ჩე­მი გუ­ლი, უფ­ა­ლო, აი, ჩე­მი გუ­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც წყა­ლო­ბა ჰყავ, მა­შინ, რო­ცა იგი უფს­კ­რუ­ლის ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნ­და…

“უფს­კ­რუ­ლის ფსკერ­ზე”

ცოდ­ვილ­ნო და მო­ნა­ნი­ე­ნო
წა­მე­ბულ­ნო მწერ­ლო­ბი­სა­ნო
დღეგ­რ­ძე­ლო სამ­წყ­სოვ
თქვენ ხომ ყრმე­ბი ხართ
ღვთის სა­სუ­ფევ­ლის მომ­ლო­დი­ნე­ნი
(სად არ­ის ნე­ტავ სა­სუ­ფე­ვე­ლი)

– გწამთ ღმერ­თი? – წა­მო­ის­რო­ლა უეც­რად ნი­კო­ლაი ვსე­ვო­ლო­დო­ვიჩ­მა.
– მწამს.
– აკი ნათ­ქ­ვა­მია, თუ­კი გწამს და უბრ­ძა­ნებ მთას, და­ი­ძა­რიო, ის და­იძ­რე­ბა… თუმ­ცა მაპ­ა­ტი­ეთ, ამ მი­დებ-მო­დე­ბის გა­მო, მე მინ­და გკითხოთ ერ­თი რამ: შე­გიძ­ლი­ათ თქვენ დაძ­რათ მთა?

ამგ­ვარ შე­კითხ­ვებს სვამ­და
“მტარ­ვა­ლი” სტავ­რო­გი­ნი
გახ­სოვთ მი­სი სიზ­მა­რი
და კლოდ ლო­რე­ნის სუ­რა­თი
“აქ ცხოვ­რობ­დ­ნენ მშვე­ნი­ე­რი
ად­ა­მი­ა­ნე­ბი”
დრეზ­დე­ნის გალ­ე­რე­ა­ში

კა­მიუ
La Chute და­ცე­მა
აჰ, ჩე­მო კარ­გო, მარ­ტო­სუ­ლის­თ­ვის უღ­მერ­თოდ და უშ­ე­მოქ­მე­დოდ დღე­თა სიმ­ძი­მე საშინ­ე­ლია.

ამ შე­მარ­თულ­მა
უხ­ინ­ჯო გუ­ლის
პატ­რონ­მა კაც­მა
ამს­ტერ­და­მის კონ­ცენ­ტ­რულ არ­ხებს
უც­ნა­უ­რი თვა­ლით შე­ხე­და
ჯო­ჯო­ხე­თის წრე­ე­ბიაო
წა­მოს­ც­დე­ნია
და ერთ მთლად უც­ნობ მე­ი­ნა­ხეს
ის­იც კი უთხ­რა
სულ ბო­ლო წრე­ში
ვიმ­ყო­ფე­ბი­თო

უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი
უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი მო­რა­ლის­ტი
ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა
რო­მელ­საც
ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე სწამ­და
ფსკე­რის
მას სჯე­რო­და ად­ა­მი­ა­ნის
და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და დოს­ტო­ევ­ს­კი
იტ­ან­ჯე­ბო­და
რად­გან არ­სად ეგ­უ­ლე­ბო­და
ჯო­ჯო­ხე­თი
სა­მოთხე
კრა­ვი
ტყუ­ი­ლი
მას ეგ­ო­ნა
რომ ფსკერს მი­აგ­ნო
რომ და­ე­ცა
რომ იწ­ვა ფსკერ­ზე

არ­ა­და
ფსკე­რი სად­ღა იყო
უფს­კე­რო­ბა
დაგ­ვ­ბე­დე­ბო­და

და ამ­ას მიხ­ვ­და
პა­რი­ზე­ლი ერ­თი გო­გო­ნა
და და­წე­რა მოთხ­რო­ბა
სიკ­ვ­დილ­ზე
სა­ლა­მი სევ­დავ
მად­ლი­ე­რი მკითხ­ვე­ლე­ბი
რკი­ნის ფარ­დის
ორ­ი­ვე მხა­რეს
კითხუ­ლობ­დ­ნენ
ამ ნა­წარ­მო­ებს

ამ გო­გო­ნამ
მწყა­ზარ­მა ქალ­მა
იგ­უ­მა­ნა
არ­არ­სე­ბო­ბა
იმ­ავ ფსკე­რი­სა
და ჯო­ჯო­ხე­თის წრე­ე­ბი­სა
ამ­აღ­ლე­ბი­სა
და ქვე­დამ­ხო­ბი­სა

ყვე­ლა­ფე­რი თა­მაშ­დე­ბა
არც­თუ გაშ­ლილ
მჭიდ­რო სივ­რ­ცე­ში

ის რაც ოდ­ეს­ღაც
ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭე იყო
მწე­რალ­მა ქალ­მა
ვა­გი­ნა­თი შეც­ვა­ლა
და ვეს­ტი­ბი­უ­ლით
მშობ­ლებს ჰკითხეთ
მათ ახ­ლაც ახ­სოვთ
რე­ა­ლუ­რი
ცხოვ­რე­ბის ფსკე­რი
სი­ღა­რი­ბის, ხელ­მოკ­ლე­ო­ბის
და მო­რა­ლუ­რი
მო­რა­ლუ­რი ფსკე­რი ყოფ­ნი­სა

“Dolce vita”
კრის­ტი­ნა ვი­ლე­რი
ცხოვ­რე­ბის ფსკერ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და
ლორდ დე­ნინ­გის
რა­პორ­ტი
სა­პი­რის­პი­როს ამტ­კი­ცებს
Mons pubis
ამ მწვერ­ვა­ლი­დან
მო­უ­ხილ­ვე­ლი
ჰო­რი­ზონ­ტე­ბი გა­და­იშ­ლე­ბა

სად არ­ის ფსკე­რი
მწვერ­ვა­ლე­ბი
ან უფს­კ­რუ­ლე­ბი

დრო­დად­რო ვფიქ­რობ
რომ ყოფ­ნის ფსკე­რი
ზედ ცხოვ­რე­ბის ზე­და­პი­რი­დან
არც­თუ შორს არ­ის
ეს გახ­ლავთ ფსკე­რი
თა­ნა­მედ­რო­ვე ად­ა­მი­ან­თა
მაგ­რამ ეს­ეც ცდო­მი­ლე­ბაა
იქ­ნებ “ჩვენს დრო­ში”
უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ახ­ა­ლი ფსკე­რი
ფსკე­რი რო­მე­ლიც
ჩვენს მოთხოვ­ნებს ეს­ა­და­გე­ბა

Mondo Cane
რად მო­ახ­დი­ნა
ამ ფილ­მ­მა ჩემ­ზე
წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა
Mondo Cane ein
ein Faustschlag ins
Gcsicht
Mondo Cane
უვ­არ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბო ფილ­მი
Mondo Cane
ად­ა­მი­ა­ნე­ბი ამ ფილ­მ­ში
ჭა­მენ ცეკ­ვა­ვენ
კლა­ვენ ცხო­ვე­ლებს
ლო­ცუ­ლო­ბენ კვდე­ბი­ან

ფე­რა­დი რე­პორ­ტა­ჟი
ბე­ბე­რი ად­ა­მი­ა­ნე­ბის აგ­ო­ნი­ა­ზე
ჩი­ნურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე
სა­ნე­ლებ­ლებ­ზე
ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბის
მოკ­ვ­დი­ნე­ბა­ზე
ფორ­მე­ბის გაბ­რ­ტყე­ლე­ბა
მე­ტა­ლის კეც­ვა
გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ბარ­გუ­ლის
ხრჭი­ა­ლი
მან­ქა­ნის მე­ტა­ლის­მი­ე­რი
შიგ­ნე­უ­ლო­ბა
მან­ქა­ნე­ბის სა­საფ­ლაო
ფერ­წე­რა
არ­ა­მი­წი­ე­რი მუ­სი­კის ფონ­ზე

პა­რიზ­ში თეთრ ტი­ლო­ებ­ზე
აღ­ბეჭ­და­ვენ სხე­ულს
წმინ­და ვე­რო­ნი­კა
ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხე
მი­ლი­ო­ნე­რე­ბის პი­რე­ბი
მა­თი ცო­ლე­ბის ტუ­ჩი
და პი­რი
შემ­წ­ვა­რი ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი
მატ­ლე­ბი, მწე­რე­ბი
შა­ვი ნა­მუს­რე­ვი
ვერ­ცხ­ლის თეფ­შებ­ზე
ალ­ის­ფე­რი ბა­გე­ნი
Mondo Cane-დან
უზ­არ­მა­ზა­რი ალ­ის­ფე­რი
ბა­გე­ე­ბი Mondo Cane-დან
და მა­თი მოძ­რა­ო­ბა

შემ­დეგ გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია
სქე­მის მე­სა­მე ნა­წილ­ზე
რო­მე­ლიც ეხ­ე­ბო­და ეკ­ლე­სი­ას
და ღვთის ხალხს
კარ­დი­ნალ­მა რუ­ფი­ნიმ
თქვა
რომ ღვთის ხალ­ხის ცნე­ბა
ძალ­ზე მი­ახ­ლო­ე­ბი­თია
ვი­ნა­ი­დან მე­სა­მე ნა­წილ­მა
ვერ მი­ი­ღო
ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა
გა­და­ეგ­ზავ­ნა
და­სახ­ვე­წად
ლი­ტურ­გი­კულ კო­მი­სი­ას

ჩვე­ნი ვე­ნა­ხის სი­ახ­ლო­ვეს მსხლის ხე ჰყვა­ო­და, ნა­ყო­ფე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი. ეს ნაყოფ­ე­ბი არც შე­სა­ხე­და­ო­ბით იტ­ყუ­ებ­და მნახ­ველს და არც გე­მო­თი… გა­მოტყ­და ავ­გუსტი­ნე

მი­გიქ­ცე­ვი­ათ ყუ­რად­ღე­ბა
ინ­ტე­რი­ე­რი
თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ლე­სი­ე­ბის
ძალ­ზე წა­ა­გავს
აერ­ო­პორ­ტის
ან სად­გუ­რის
მო­საც­დელ ოთ­ახს

ფსკერ­ზე ვარ­დ­ნი­სას
ჩვენ გზა­დაგ­ზა
ვერ ვი­ძენთ ფორ­მას
ძა­ლა­უფ­ლე­ბის ატ­რი­ბუ­ტი­კა
ხე­ლი­დან გვის­ხ­ლ­ტის

ვარ­დ­ნი­სას ბოს­ტანს ვა­მუ­შა­ვებთ
ბავ­შ­ვებს ვზრდით
და ვაკ­ვა­ლი­ა­ნებთ
კლა­სი­კო­სე­ბის თხზუ­ლე­ბებს
ვფურ­ც­ლავთ
გულ­მოდ­გი­ნედ ვშლით
ზედ­სარ­თავ სა­ხელს

ვარ­დ­ნა სიტყ­ვაა
არც­თუ ბო­ლომ­დე
შე­სატყ­ვი­სი
ის ვერ გად­მოს­ცემს
სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის
სწრაფ­ვას
მათ მოძ­რა­ო­ბას
ად­ა­მი­ან­ში.

მე­ამ­ბო­ხე­ნი
და და­ცე­მულ­ნი
ან­გე­ლო­ზე­ბი
თავ­ქ­ვე ცვი­ოდ­ნენ
სულ სხვა არ­ის
თა­ნა­მედ­რო­ვე
ად­ა­მი­ა­ნი
ის ვარ­დე­ბა
ერთ­დ­რო­უ­ლად
სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს
ზე­მო­დან ქვე­მოთ
და აქ­ეთ-იქ­ით

ეს იყო ად­რე
რომ ცვი­ოდ­ნენ
ვერ­ტი­კა­ლუ­რად
ახ­ლა ყვე­ლა­ნი
ვარ­დე­ბი­ან
ჰო­რი­ზონ­ტალ­ზე.

© “არილი”

Facebook Comments Box