ესე

თემურ კობახიძე – მო­დერ­ნის­ტუ­ლი კარ­ნა­ვა­ლი ტო­მას ელ­ი­ო­ტის ვე­ნე­ცი­ა­ში


“რა დახ­ვე­წი­ლია ეს სტრი­ქო­ნე­ბი! მათ რომ

კითხუ­ლობ, ასე გგო­ნია, შა­ვი გონ­დო­ლა
მი­გა­ცუ­რებს ვარ­დის­ფერ-სა­და­ფის­ფე­რი
ქა­ლა­ქის მწვა­ნე არ­ხებ­ში…”

ოს­კარ უაილ­დი,
“დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტი”

ტო­მას ელ­ი­ო­ტის პო­ე­ზი­ის შე­სა­ხებ და­წე­რილ ნაშ­რომ­თა კითხ­ვი­სას ყუ­რად­ღე­ბას იპყრობს ის, რომ მა­თი დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძი­რი­თად პო­ე­მებს: – “უნ­ა­ყო­ფო მი­წას”, “ნაც­რის­ყ­რის ოთხ­შა­ბათ­სა” და “ოთხ კვარ­ტეტს” ეძღ­ვ­ნე­ბა. ეს ნაშ­რო­მე­ბი დე­ტა­ლუ­რად აც­ნო­ბენ მკითხ­ველს ელ­ი­ო­ტის პო­ე­მე­ბის ას­ო­ცი­ა­ცი­ურ წყა­რო­ებს, სა­გულ­და­გუ­ლოდ აან­ა­ლი­ზე­ბენ მათ აზ­რობ­რივ ქარ­გას და ძალ­ზე შთამ­ბეჭ­და­ვად წარ­მო­ა­ჩე­ნენ ამ მოდ­ერ­ნის­ტი პო­ე­ტის მარ­თ­ლაც გან­საც­ვიფ­რე­ბელ ერ­უ­დი­ცი­ას. მთე­ლი ამ ლი­ტე­რა­ტურულ-კრი­ტი­კუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის კი­დევ ერ­თი, სხვა ნა­წი­ლი შე­ის­წავ­ლის ძი­რი­თად პოემებ­ში გა­მო­ხა­ტულ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლობ­რივ პრობ­ლე­მას – ელ­ი­ო­ტის რე­ლი­გი­ურ მრწამსს, მის “თე­ო­ლო­გი­ა­სა” და იმ­ას, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა ეს ოდ­ეს­ღაც სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბას­თან ირ­ო­ნი­უ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პო­ე­ტი იმ ეკ­ლე­სი­ის ერთ­გულ ად­ეპ­ტად, რო­მე­ლიც კატთო­ლი­ციზ­მის­კენ იხ­რე­ბა, მაგ­რამ სუ­ლი­ერ მა­მად და წი­ნამ­ძღ­ვ­რად კენ­ტერ­ბე­რის არ­ქი­ე­პის­კო­პოსს აღ­ი­ა­რებს. კი­დევ სხვა, და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რომთა ავ­ტო­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ არა იმ­ას, თუ სა­კუთ­რივ რ ა ს წერ­და ელ­ი­ო­ტი, “რას გუ­ლისხმობ­და” თი­თო­ე­უ­ლი მი­სი დი­დი პო­ე­მა, ან თუნ­დაც რო­მე­ლი­მე ძი­რი­თა­დი სა­ხე, არ­ამედ იმ­ას, თუ რ ო გ ო რ წერ­და “უნ­ა­ყო­ფო მი­წის” ავ­ტო­რი, რა იყო მი­სი მხატ­ვ­რუ­ლი მე­თოდის არ­სი და რა გზით, რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­წევ­და ის დახ­ვე­წილ პო­ე­ტურ ეფ­ექტს. ყველა ამ პრობ­ლე­მურ­სა თუ მი­მო­ხილ­ვით, ვრცელ­სა თუ მომ­ც­რო ზო­მის, ზე­და­პი­რულ­სა თუ ზედ­მი­წევ­ნით კომ­პე­ტენ­ტურ ნაშ­რომ­ში შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია მცი­რე ფორ­მის ნაწარ­მო­ებ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა – ის­ე­თე­ბის, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ლექ­სი “ბერბან­ქი ბე­დე­კე­რით: ბლა­ის­ტა­ი­ნი სი­გა­რით.”
“ბერ­ბან­ქი” ელ­ი­ო­ტის მთე­ლი პო­ე­ზი­ის ერთ-ერ­თი ყველაზე რთუ­ლი ლექ­სია. მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე ის ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კო­მენტარ­ებს იწ­ვევ­და და ელ­ი­ო­ტის­ტი­კა­ში დღე­საც არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი აზ­რი იმ­ის თაობა­ზე, თუ ბო­ლოს და ბო­ლოს რას წარ­მო­ადგნს ეს სა­შუ­ა­ლო ზო­მის, რვას­ტ­რო­ფი­ა­ნი ნაწარ­მო­ე­ბი. ამ­ა­ვე დროს, “ბერ­ბან­ქის” უჩ­ვე­უ­ლო აზ­რობ­რივ ტე­ვა­დო­ბა­სა და ას­ო­ცი­ა­ციურ სირ­თუ­ლეს უკ­ვე ად­რე­უ­ლი კრი­ტი­კა სა­გან­გე­ბოდ წარ­მო­ა­ჩენ­და, რო­გორც ელ­ი­ო­ტის მთე­ლი პო­ე­ზი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თვი­სე­ბას, რო­მე­ლიც კონცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხით სწო­რედ ამ ლექ­ს­ში გა­მოვ­ლინ­და. ცალ­კე­უ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი “ბერ­ბან­ქის” შე­სა­ხებ გაბ­ნე­უ­ლია რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს კრი­ტი­კულ ნაშ­რომში, რო­გორც წე­სი – შემ­დ­გომ აზ­რობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას მოკ­ლე­ბულ, ლა­კო­ნურ დე­ბუ­ლება­თა სა­ხით. ჯერ კი­დევ აიზ­ეკ ეივ­ორ რი­ჩარ­დ­ზი თა­ვის ფუნ­და­მენ­ტურ “ლი­ტე­რა­ტუ­რული კრი­ტი­კის პრინ­ცი­პებ­ში” (1924) სწო­რედ “ბერ­ბენ­ქ­თან” და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ “მკითხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ერთ პა­ტა­რა ლექ­ს­ში აღ­მო­ა­ჩენს მი­ნიშ­ნე­ბებს “ას­პერ­ნის წე­რი­ლებ­ზე”, “ოტ­ე­ლო­ზე”, “გა­ლუ­პის ტო­კა­ტა­ზე”, მარ­ს­ტონ­ზე, “ფას­კუნ­ჯ­სა და გვრიტ­ზე”, “ან­ტო­ნი­ოს და კლე­ო­პატ­რა­ზე” (ორ­ჯერ), “ექს­ტაზ­ზე”, “მაკ­ბეთ­ზე”, “ვე­ნე­ცი­ელ ვა­ჭარ­სა” და რას­კინ­ზე, უეჭ­ვე­ლად იგრ­ძ­ნობს, რომ მი­სი ტვი­ნი უჩ­ვე­უ­ლოდ და ძალ­ზე და­ძა­ბულად მუ­შა­ობს.”
“ბერ­ბან­ქი” ელ­ი­ოტ­მა 1919 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლონ­დო­ნის ალ­მა­ნახ Arts and Letters-ში, სა­თაურით “ბლა­ის­ტა­ი­ნი სი­გა­რით”, თუმ­ცა სულ მა­ლე ეს სა­თა­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უც­ვალა (და­უ­მა­ტა “ბერ­ბან­ქი ბე­დე­კე­რით”) და სა­ბო­ლო­ოდ, ამ­ე­რი­კა­ში გა­მო­სულ თა­ვის გახმა­უ­რე­ბულ კრე­ბულ­ში, “1920 წლის ლექ­სებ­ში” გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ კრე­ბულ­შია მო­თავ­სე­ბული სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც – “ჯე­რონ­შე­ნი”, “სუ­ი­ნი ერ­ექ­ტუ­სი”, “სუ­ი­ნი ბულ­ბულ­თა შო­რის”, “ჰი­პო­პო­ტა­მი”, “ბ-ნი ელ­ი­ო­ტის საკ­ვი­რაო წირ­ვა”, “უკვ­და­ვე­ბის ჩურჩუ­ლი” და რამ­დე­ნი­მე ფრან­გუ­ლად და­წე­რი­ლი ლექ­სი.
1920 წელს ძმი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში ელ­ი­ო­ტი სა­გან­გე­ბოდ აქ­ებს “ბერ­ბანქს” და “სუ­ი­ნის ბულ­ბულ­თა შო­რის” – რო­გორც ჩანს, მო­მა­ვალ კრი­ტი­კოს­თა გა­სა­გო­ნა­დაც, რო­მელ­თაც, შე­საძ­ლოა, ის­ი­ნი უბ­რა­ლო “ექს­ცენ­ტ­რი­კად” მი­ეჩ­ნი­ათ: “ლექ­სე­ბი ზედ­მიწევ­ნით სე­რი­ო­ზუ­ლია და ალ­ბათ სა­უ­კე­თე­სოა იმ­ათ შო­რის, რაც კი ოდ­ეს­მე და­მი­წე­რია. აქ­აც კი (ლონ­დონ­ში – თ.კ.) ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გა­ზე­თო კრი­ტი­კა ხან “ხუ­მა­რად”, ხან კი “სა­ტი­რი­კო­სად” მნათ­ლავს, და ამ­ე­რი­კა­ში ხომ სა­ერ­თოდ აღ­მაშ­ფო­თე­ბელ ვინ­მედ ჩამთ­ვ­ლი­ან…”. ერ­თი სიტყ­ვით, ელ­ი­ო­ტი იმ­თა­ვით­ვე არ­ა­ო­რაზ­როვ­ნად მი­ა­ნიშ­ნებ­და “1920 წლის ლექ­სე­ბის” სირ­თუ­ლე­ზე, ის თით­ქოს მზად იყო იმ­ი­სათ­ვის, რომ “ბერ­ბანქს” ის­ე­ვე, რო­გორც კრე­ბულ­ში შე­მა­ვალ სხვა ლექ­სებს კრი­ტი­კა და მკითხ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერც ინგ­ლის­ში და ვერც ამ­ე­რი­კა­ში უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ი­გებ­და. მი­სი პე­სი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზი სუ­ლაც არ იყო სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი: დღე­საც კი, რო­დე­საც ელ­ი­ო­ტის პოეზ­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა კარ­გა ხა­ნია მი­ნელ­და, რო­დე­საც მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ეს­თე­ტი­კა რა­დი­კა­ლურ სი­ახ­ლედ აღ­არ აღ­იქ­მე­ბა და თვით ელ­ი­ო­ტი ინგლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სა­დაა შე­რაცხუ­ლი, “ბერ­ბან­ქ­თან” და­კავში­რე­ბით აზრ­თა ძვე­ლე­ბუ­რი სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა სუ­ფევს. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ის­ე­თია, თითქოს “1920 წლის ლექ­სე­ბის” შექ­მ­ნის შემ­დეგ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბას მთე­ლი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უს­ას­რუ­ლოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ეპ­ო­ქა არც კი გა­მო­უვ­ლია.
“ბერ­ბან­ქი” ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა რო­გორც ელ­ი­ო­ტამდე არ­სე­ბუ­ლი, ისე მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ინგ­ლი­სუ­რი პო­ე­ზი­ი­სა­გან. ის თვით ელ­ი­ო­ტის პო­ე­ზი­ა­შიც გან­ცალ­კე­ვე­ბით დგას, რო­გორც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­რე­უ­ლი ნა­წარმოები და შემ­დ­გო­მი დი­დი პო­ე­მე­ბის წი­ნა­მორ­ბე­დი, რო­მე­ლიც ჩა­ნა­სა­ხობ­რი­ვად უკვე შე­ი­ცავს მი­თო­პო­ე­ტი­კურ ექს­პე­რი­მენ­ტ­სა და ას­ო­ცი­ა­ცი­ურ მრა­ვალ­ნიშ­ნა­დო­ბას – ელ­ი­ო­ტის მო­წი­ფუ­ლო­ბის ხა­ნის პო­ე­ზი­ის ძი­რი­თად ნი­შან­თ­ვი­სე­ბებს. ლექ­სის მთავარი სირ­თუ­ლე ის სუ­ლაც არ არ­ის, რომ სრუ­ლი­ად გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, თუ “რის შე­სა­ხე­ბაა” ის და­წე­რი­ლი, ან “რას გუ­ლის­ხ­მობს” მი­სი ავ­ტო­რი: უკ­ვე იმ­ჟა­მინ­დელ ანგ­ლო-ამ­ე­რიკულ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბას მშვე­ნივ­რად ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ ნამ­დ­ვილი ლექ­სი “კი არ გუ­ლის­ხ­მობს რა­მეს, არ­ა­მედ ის უბ­რა­ლოდ, არ­ის” (არ­ჩი­ბალდ მაკ­ლიში, “Ars Poetica”, 1924).
მე­ო­რე მხრივ, დღე­საც არ არ­ის სა­ბო­ლო­ოდ გარ­კ­ვე­უ­ლი, თუ რას წარ­მო­ად­გენს “ბერ­ბან­ქის” ფრაგ­მენ­ტა­ლურ, არ­ა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვან სა­ხე­თა ერ­თი შე­ხედ­ვით სრუ­ლი­ად ქაოტ­უ­რი გრო­ვა; არ არ­ის სა­ბო­ლო­ოდ გა­შიფ­რუ­ლი მი­სი აზ­რობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა და ის, თუ რა გზით, რა მე­თო­დი­თაა შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ რვას­ტ­რო­ფი­ან ლექ­ს­ში ის რთუ­ლი ასოც­ი­ა­ცი­უ­რი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წყა­რო­ზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ მკითხ­ველს; არ არ­ის გარ­კ­ვე­უ­ლი, თუ რა მხატ­ვ­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ან რა აზ­რობ­რივ-ემ­ო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს ლექ­ს­ში მოყ­ვა­ნილ ოც­და­ა­თამ­დე ას­ო­ცი­ა­ცი­ურ პა­რა­ლელს, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი ინგ­ლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის აღ­ი­ა­რე­ბულ შე­დევ­რებს უკ­ავშირ­დე­ბა. და­ბო­ლოს, და­უდ­გე­ნე­ლია, თუ ვინ არ­ი­ან ლექ­სის “მოქ­მე­დი პირ­ნი” – ვის, ან რას გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ ეს­ო­დენ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ მცი­რე ფორ­მის მხატ­ვ­რულ სივრცე­ში პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პი­ნი და სერ ფერ­დი­ნანდ კლა­ი­ნი; “ჩი­კა­გო­ე­ლი სე­მი­ტი ვე­ნი­დან” და ხვედ­რიღ­ბალს მინ­დო­ბი­ლი, “სა­ძირ­კ­ველ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი”; რა­ტო­მაა ნახსე­ნე­ბი რო­მა­უ­ლი “ღმერ­თი ჰერ­კუ­ლე­სი” ან რა სა­ჭი­როა ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის დე­დო­ფალ კლე­ო­პატ­რას გახ­სე­ნე­ბა. რა კავ­შირ­შია ყვე­ლა ამ­ათ­თან ვე­ნე­ცი­ე­ლი ფერ­მ­წე­რი კანა­ლე­ტო, ან რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს ელ­ი­ო­ტის ლექ­ს­ში მი­სი “პერ­ს­პექ­ტი­ვის” ხსე­ნებას; ვი­ნაა გზამ­კ­ვ­ლე­ვით (“ბე­დე­კე­რით”) აღ­ჭურ­ვი­ლი ბერ­ბან­ქი და რა­ტომ მა­ინ­ც­და­მაინც სი­გა­რი­თაა წარ­მო­სა­ხუ­ლი ბლა­ის­ტა­ი­ნი? ერ­თი სიტყ­ვით, “ბერ­ბან­ქის” სირ­თუ­ლე სწო­რედ ის არ­ის, თუ რას წარ­მო­ად­გენს მი­სი მხატ­ვ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რა, ანუ ის, თუ სახელ­დობრ “რა არ­ის” ეს ლექ­სი.
“ბერ­ბან­ქი” სავ­სე­ბით გა­მოდ­გე­ბა იმ­ის მა­გა­ლი­თად, რომ ელ­ი­ო­ტი არ­ა­სო­დეს ყო­ფი­ლა “ხა­ლა­სი” შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც “ნა­ი­ვუ­რად” წერს იმას, რა­საც მას მუ­ზა შთა­ა­გო­ნებს. “რო­დე­საც მწე­რა­ლი ნა­წარ­მო­ებს ჰქმნის, მი­სი შრომის დი­დი ნა­წი­ლი კრი­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა”, – წერ­და პო­ე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით იმ დროს, როდე­საც იქმ­ნე­ბო­და “ბერ­ბან­ქი”. ეს კი სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა “გაც­რა, შერ­წყ­მა, კომბინ­ი­რე­ბა, აგ­ე­ბა, წაშ­ლა, ჩას­წო­რე­ბა, გა­და­მოწ­მე­ბა და მთე­ლი ეს სა­შინ­ლად მძი­მე შრო­მა იმ­დე­ნად­ვეა კრი­ტი­კუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხა­სი­ა­თი­სა.” შე­სა­ბამი­სად, ელ­ი­ო­ტის პო­ე­ტუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბა ზედ­მი­წევ­ნით “რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია”, უკ­ი­დუ­რე­სად “გათ­ვ­ლი­ლია”, ყვე­ლა მი­სი ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი სა­ხე მრა­ვალ­გ­ზის გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, დეტალ­უ­რად “შეს­წავ­ლი­ლი” და ავ­ტო­რი­სე­ულ ჩა­ნა­ფიქ­რ­თან ზუსტ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მოყვა­ნი­ლი. ელ­ი­ოტს თით­ქოს წი­ნას­წარ აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ის ინ­ტერ­პ­რეტა­ცია, რაც თუნ­დაც უკ­ი­დუ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბულ­მა და სა­გან­გე­ბოდ გან­ს­წავ­ლულ­მა მკითხ­ველ­მა შე­საძ­ლოა მის ლექსს მის­ცეს. იქმ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ელ­ი­ოტს ლექსს “მუ­ზა” კი არ აწ­ე­რი­ნებს, არ­ა­მედ უს­აზ­ღ­ვ­როდ დახ­ვე­წი­ლი ცი­ვი გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მის პო­ე­ზი­ა­ში დრო­დად­რო მუ­ზის ნი­ღაბს ატ­ა­რებს და ზეშ­თა­გო­ნე­ბად წარ­მოგ­ვიდგე­ბა.

ამგ­ვარ “რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მ­ში”, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის ეს­ო­დენ შეგ­ნე­ბუ­ლად და მიზან­და­სა­ხუ­ლად წარ­მარ­თ­ვა­ში თით­ქოს იკ­არ­გე­ბა ძი­რი­თა­დი – თვით ამ პრო­ცე­სის შემ­ოქ­მე­დე­ბი­თი ხა­სი­ა­თი. მაგ­რამ მწერ­ლუ­რი რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ელ­ი­ოტ­თან ის­ეთ იშ­ვიათ მხატ­ვ­რულ დო­ნეს ერწყ­მის, ურ­თუ­ლე­სი ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი სა­ხე­ე­ბი იმ­დე­ნად ორ­გა­ნულა­დაა შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეს კავ­ში­რი იმგ­ვარ მწერ­ლურ ოს­ტა­ტო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რომ აქ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საწყი­სი თა­ვად გვევ­ლი­ნე­ბა შე­მოქ­მე­დებით საწყი­სად; ის სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ მკაცრ ან­ტი­რო­მან­ტი­კულ “რა­ცი­ო­ნა­ლიზმს” გა­და­ლა­ხავს და ერ­თი შე­ხედ­ვით სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო თვი­სე­ბა­ში, ჭეშ­მა­რიტ შე­მოქმედ­ე­ბა­ში, მძაფ­რი და დახ­ვე­წი­ლი ემ­ო­ცი­ით გა­ჯე­რე­ბულ პო­ე­ზი­ა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა. სუბი­ექ­ტუ­რი, გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მო­ენ­ტი ელ­ი­ო­ტის პო­ე­ზი­ა­ში შეგ­ნებუ­ლად რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლია ფსევ­დო­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი გან­ს­ჯის წინ წა­მო­წე­ვი­სა და მი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ზო­გა­დე­ბის, “გა­ო­ბი­ექ­ტუ­რე­ბის” ხარ­ჯ­ზე. “ჩვე­ნი ინს­ტინ­ქ­ტე­ბი და­ბე­ჯი­თე­ბით მო­ითხო­ვენ ჩვენ­გან, რომ არ მი­ვან­დოთ არ­აც­ნო­ბი­ე­რის შემ­თხ­ვე­ვითო­ბას ის, რი­სი გა­კე­თე­ბაც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ძალ­გ­ვიძს.. იმ­ას, რაც გა­უც­ნო­ბი­ერებ­ლად ხდე­ბა, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვუც­ვა­ლოთ და შეგ­ნე­ბულ მიზ­ნად ჩამ­ო­ვი­ყა­ლი­ბოთ”, – წერ­და პო­ე­ტი ეს­ე­ში “კრი­ტი­კის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა”. პი­რად­სა და სუ­ბიექტურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ელ­ი­ო­ტი, რო­გორც წე­სი, სავ­სე­ბით გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი პო­ე­ტიკური სის­ტე­მის ელ­ე­მენ­ტად გარ­და­სა­ხავს და მი­თო­ლო­გი­უ­რი სა­ყო­ველ­თა­ო­ბის პლანში გა­ნა­ზო­გა­დებს. რო­გორც ის უილ­ი­ამ ბატ­ლერ იეიტ­სის შე­სა­ხებ წერ­და, “პო­ეტ­მა უნდა შეძ­ლოს მძაფ­რი პი­რა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გარ­დაქ­მ­ნა ზო­გად ჭეშ­მა­რი­ტე­ბად, შეინ­არ­ჩუ­ნოს ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გა­ნუ­მე­ო­რებ­ლ­ბა და ამ­ას­თან ერ­თად, ის უზ­ო­გა­დეს სიმ­ბო­ლოდ გარ­და­სა­ხოს.”

* * *

.
ლექსს წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი აქვს ეპ­იგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ელ­ი­ო­ტის პო­ე­ზი­ის სხვა ეპ­იგ­რაფებ­თან შე­და­რე­ბით მო­ცუ­ლო­ბით ყვე­ლა­ზე დი­დია (თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით “ჰი­პო­პო­ტა­მი­სას”) და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად ყვე­ლა­ზე ტე­ვა­დი. ინ­ფორ­მა­ცი­ულ ტე­ვა­დო­ბა­ში ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ ის შე­ი­ცავს ნაწყ­ვე­ტებს ექვ­სი სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­დან, რო­მელ­თა­გან ერ­თი ვე­ნე­ცი­ის ერთ-ერთ პა­ლა­ცო­ში და­ცულ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ზე არ­სე­ბულ წარ­წე­რას წარ­მოად­გენს, ერ­თიც – სას­ცე­ნო “რე­მარ­კას”, ანუ ავ­ტო­რი­სე­ულ მი­ნიშ­ნე­ბას იმ­ის შე­სახებ, თუ რო­გორ უნ­და წა­რი­მარ­თოს სას­ცე­ნო მოქ­მე­დე­ბა დრა­მა­ტურ­გი­ულ ნა­წარ­მო­ებში. და­ნარ­ჩე­ნი ოთ­ხი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო ან უშ­უ­ა­ლოდ ვე­ნე­ცი­ის შე­სა­ხებ არ­ის დაწე­რი­ლი, ან ამა თუ იმ გზით ვე­ნე­ცი­ის თე­მას უკ­ავ­შირ­დე­ბა:

Tra-la-la-la-la-la-laire… Nil nisi divinum stabile est; caetera fumus… გონ­დო­ლა შე­ჩერ­და, ძვე­ლი სა­სახ­ლე ჯე­რაც იქ იყო, რა მიმ­ზიდ­ვე­ლია მი­სი სა­და­ფის­ფერ-ვარ­დის­ფე­რი… თხები და
მა­ი­მუ­ნე­ბი, თა­ნაც რა თმე­ბით! კონ­ტე­სა გა­ნაგრ- ძობს სვლას, სა­ნამ პა­ტა­რა ბაღ­ში შე­ვა, სა­დაც
ნი­ო­ბე მას ზარ­დახ­შას აჩ­უ­ქებს და­გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბა.*

* პო­ე­ტუ­რი თარ­გ­მა­ნი აქ და ქვე­მოთ ეკ­უთ­ვ­ნის ქ-ნ მე­დეა ზაალ­იშ­ვილს.

სიტყ­ვე­ბი­სა და ფრა­ზე­ბის ეს ერ­თი შე­ხედ­ვით უაზ­რო ხლარ­თი შე­ი­ცავს ლექ­სის გააზრე­ბი­სათ­ვის აუც­ი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას – არ­სე­ბი­თად, მთე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის აზრობ­რივ, ას­ო­ცი­ა­ცი­ურ და სიმ­ბო­ლურ სა­ფუძ­ველს. ფრა­ზა Nil nisi divinum stabile est; caetera fumus (“მხო­ლოდ ღვთაებრი­ვია მუდ­მი­ვი, ხვა ყვე­ლა­ფე­რი კვამ­ლია”) წარ­მო­ად­გენს წარ­წე­რას კუ­ატ­რო­ჩენტოს პე­რი­ო­დის იტ­ა­ლი­ე­ლი ფერ­მ­წე­რის, ანდ­რეა მან­ტე­ნი­ას (1431-1506) ტი­ლო­ზე “წმ. სე­ბას­ტიანი”, რო­მე­ლიც გა­მო­ფე­ნი­ლია ვე­ნე­ცი­ა­ში, კა დ’ორ­ოს ცნო­ბილ პა­ლა­ცო­ში.
sevdian და სა­ზე­ი­მო ლა­თი­ნურ სენ­ტენ­ცი­ას ვი­ზუ­ა­ლუ­რად აძ­ლი­ე­რებს ტი­ლოს ქვე­და მარჯვე­ნა კუთხე­ში, მუქ მო­შა­ვო ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი – დრო­ის, ის­ტორიისა და სი­ცოცხ­ლის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც იწ­ვის და იქ­ცე­ვა კვამ­ლად. სწო­რედ მას­ზეა “მი­მაგ­რე­ბუ­ლი” პა­ტა­რა დრო­შა ელ­ი­ო­ტის მი­ერ ნა­სეს­ხე­ბი წარ­წე­რით. “ბერ­ბან­ქ­ში” ის მძაფრ ემ­ო­ცი­ურ კონ­ტ­რასტს ჰქმნის თე­ო­ფილ გო­ტი­ეს ლექ­სის, “ვე­ნე­ცი­უ­რი კარ­ნავა­ლის” რე­მი­ნის­ცენ­ცი­ას­თან, რომ­ლი­თაც იწ­ყე­ბა ეპ­იგ­რა­ფი (Tra-la-la-la-la-la-laire……) და რომ­ლის “კარ­ნა­ვა­ლუ­რი” სუ­ლის­კ­ვე­თე­ბაც, ფაქ­ტი­უ­რად, მთელ ნა­წარ­მო­ებს მსჭვა­ლავს.
სა­ერ­თოდ, ელ­ი­ო­ტის ეპ­იგ­რა­ფე­ბი ორ­გა­ნუ­ლად ერწყ­მი­ან მის­სა­ვე პო­ე­ტურ ტექ­ს­ტებს, წარ­მო­ად­გე­ნენ ამ ტექ­ს­ტე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს და არა მი­სი “დე­და­აზ­რის გა­მო­ხატ­ვა­სა” თუ “კო­მენ­ტარს”, რო­გორც ეს ხში­რად ხდე­ბა ელიოტამ­დელ, ტრა­დი­ცი­ულ ინგ­ლი­სურ­სა და ამ­ე­რი­კულ პო­ე­ზი­ა­ში. ამ მხრივ არც “ბერ­ბანქის” ეპ­იგ­რა­ფია გა­მო­ნაკ­ლი­სი. წმ. სე­ბას­ტი­ა­ნი­სა და გო­ტი­ეს ას­ო­ცი­ა­ცი­ე­ბის მო­ტანით უკ­ვე ლექ­სის და­საწყის­ში წარ­მო­სა­ხუ­ლია ერ­თი მხრივ თვით “წარ­მა­ვა­ლო­ბა” და ამ­ა­ო­ე­ბა, – მხი­ა­რუ­ლე­ბის, ამქ­ვეყ­ნი­უ­რი ტკბო­ბი­სა და დროს­ტა­რე­ბის მო­ტი­ვი, ხოლო მე­ო­რე მხრივ – გვხვდე­ბა საკ­მა­ოდ პირ­ქუ­ში შეხ­სე­ნე­ბა იმ­ი­სა,რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს მარ­თ­ლაც წარ­მა­ვა­ლია და ად­რე თუ გვი­ან იქ­ცე­ვა “კვამ­ლად”, ან, უფ­რო სწო­რად – რომ ყო­ვე­ლი­ვე უკ­ვე იმ­თა­ვით­ვე არ­ის “კვამ­ლი”.
სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ა­ცი­ით, სან­თ­ლის ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი სა­ხის ლა­იტმოტ­ი­ვი ლექ­ს­ში რა­დენ­ჯერ­მე გვხვდე­ბა. ეპ­იგ­რაფ­ში “სან­თე­ლი” მხო­ლოდ იგ­უ­ლის­ხ­მება, სა­თა­ურ­ში კი ის უკ­ვე ბლა­ის­ტა­ი­ნის სი­გა­რად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა. მე­ხუ­თე სტროფ­ში უშ­უ­ა­ლოდ არ­ის ნახ­სე­ნე­ბი “მბო­ლა­ვი სან­თე­ლი – დრო­ის და­სას­რუ­ლი”, რო­მე­ლიც ლექსის ერ­თერთ უმ­თავ­რეს სიმ­ბო­ლურ ხატს წარ­მო­ად­გენს. სა­ერ­თოდ, “ბერ­ბან­ქის” ეპ­იგრაფს, სა­თა­ურ­სა და სა­კუთ­რივ ლექსს მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი პა­რა­ლე­ლიზ­მი ახ­ა­სიათებს: ეპ­იგ­რაფ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი მო­ტი­ვე­ბი სა­თა­ურ­ში იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა და ვა­რი­ა­ცი­უ­ლი სა­ხით, პო­ლი­ფო­ნი­უ­რად “თა­ნა­არ­სე­ბობს” მთე­ლი “და­ნარ­ჩე­ნი” ლექ­სის სა­ხე­თა სის­ტე­მა­ში, ფაქ­ტი­უ­რად გან­საზ­ღ­ვ­რავს მას. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, თუ “სან­თ­ლის” ას­ო­ცი­ა­ცი­ის სა­ხით, დრო­ი­სა და მა­რა­დი­სო­ბის მო­ტი­ვი წი­თელ ზო­ლად გას­დევს მთელ ლექსს, ეპ­იგ­რა­ფის პირ­ვე­ლი­ვე მი­ნიშ­ნე­ბა თე­ო­ფილ გო­ტი­ეს “ვე­ნე­ცი­ურ კარ­ნა­ვალზე” ახ­დენს “ბერ­ბან­ქის” მთე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის “კარ­ნა­ვა­ლი­ზა­ცი­ას”, ამ­ზა­დებს მკითხველს ლექ­სის “მოქ­მედ პირ­თა” ტრა­გი­კო­მი­კუ­რი ნიღ­ბე­ბის შე­სახ­ვედ­რად, შეჰ­ყავს იგი ლექ­სის კარ­ნა­ვა­ლურ სამ­ყა­რო­ში.
ა. ე. რი­ჩარ­დ­სი სა­მარ­თ­ლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ რე­მი­ნის­ცენ­ცია ელ­ი­ო­ტი­სათვის ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­კუმ­შ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა აქ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ის გვე­სა­ხე­ბა, რომ ის ახ­ა­ლი ემ­ო­ცი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მთლი­ა­ნო­ბის შექ­მ­ნის საშუ­ა­ლე­ბაც არ­ის. ყო­ველ ასოც­ი­ა­ცი­ურ სა­ხეს, ყო­ველ ექს­ტ­რა­ტექ­ს­ტუ­ა­ლურ სი­უ­ჟეტ­სა თუ დე­ტალს, ყო­ველ მი­ნიშ­ნე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, მკითხ­ვე­ლის მი­ერ ამ მი­ნიშ­ნე­ბის “მიგ­ნე­ბას” თან ახ­ლავს რო­გორც დედ­ნი­სე­უ­ლი გან­ც­დი­თი ში­ნა­არ­სი, ორიგ­ი­ნა­ლის ემ­ო­ცი­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა, ისე მკითხ­ვე­ლის მი­ერ კონ­კ­რე­ტულ ას­ო­ცი­ა­ციათა “აღ­მო­ჩე­ნის” მო­მენ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი ტკბო­ბა. ას­ო­ციაცი­ურ დე­ტალ­თა დედ­ნი­სე­უ­ლი ემ­ო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვა ელ­ი­ო­ტის ლექ­ს­ში ახ­ალ მხატვრულ მთლი­ა­ნო­ბას, ცალ-ცალ­კე თე­მე­ბად გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ას­ო­ცი­ა­ციათა ერ­თი­ან პო­ლი­ფო­ნი­ურ ჟღე­რა­დო­ბას წარ­მოქ­მ­ნის. სა­ხე­ე­ბი აქ ისეა და­ლა­გე­ბუ­ლი (და, რა­ღა თქმა უნ­და, ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რად “ნა­გუ­ლის­ხ­მე­ვიც”), რომ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი რამ­დენი­მე მე­ლო­დი­ურ ხაზს ავ­ი­თა­რებს და ეს პა­რა­ლე­ლუ­რად ჟღე­რა­დი მე­ლო­დი­ე­ბი თუ თემატ­უ­რი ხა­ზე­ბი მთე­ლი ლექ­სის მან­ძილ­ზე არ წყდე­ბა. ერ­თი­ან ჟღე­რა­დო­ბა­ში ის­ი­ნი სათ­ა­უ­რი­დან ბო­ლო სტრო­ფის ჩათ­ვ­ლით, ლექ­სის მთელ მხატ­ვ­რულ ქსო­ვილს გან­საზღვრავ­ენ.

ბერ­ბან­ქი, ამ­ე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტია, ან ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ე­ლიც საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით, ან გა­სარ­თო­ბად ეს­ტუმ­რა ვე­ნე­ცი­ას. ცხა­დია, ეს ძი­რითა­დი პერ­სო­ნა­ჟი არ არ­ის ვე­ნე­ცი­ის მკვიდ­რი და მის იჩ­ა­მოს­ვ­ლი­სა თუ ჩ ა ს ვ ლ ი ს მო­ტივს (რო­მე­ლიც, ზ ე ა ღ ს ვ ლ ი ს სა­პი­რის­პი­როდ, პა­რო­დი­ულ ას­ო­ცი­ა­ცი­ა­თა დო­ნე­ზე, jო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვ­ლა­საც მო­ას­წა­ვებს), ლექ­ს­ში სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენ­ი­ჭე­ბა. ბერ­ბან­ქის “ტუ­რის­ტო­ბას” მი­სი გვა­რის ამ­ე­რი­კუ­ლი ჟღე­რა­დო­ბის გარ­და, მოწ­მობს ისიც, რომ მას ხელ­ში ბე­დე­კე­რი უჭ­ი­რავს. “ბე­დე­კე­რი” წარ­მო­ად­გენ­და გერ­მა­ნი­ა­ში გამ­ოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის გზამ­კ­ვ­ლევ­თა სე­რი­ას, რომლის გა­მო­ცე­მაც ვინ­მე კარლ ბე­დე­კერ­მა 1850 წელს და­იწყო და რო­მე­ლიც მთე­ლი ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­ცა­რი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და ევ­რო­პა­ში ჩა­მო­სულ ტურისტ­თა თუ ბიზ­ნეს­მენ­თა შო­რის. სა­ყუ­რად­ღე­ბოა, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ბე­დე­კე­რის პა­ტა­რა წი­თე­ლი წიგ­ნით ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რი ის­ეთ­სა­ვე ტი­პიურ სუ­რათს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და, რო­გორ­საც ჩვენს დრო­ში – რუ­კით, ფო­ტო­ა­პა­რა­ტით ან ვი­დე­ო­კა­მე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი ტუ­რის­ტი.
ამ­რი­გად, ვე­ნე­ცი­ა­ში ჩას­ვ­ლის მო­ტი­ვი – იგ­ი­ვე ზო­გად­მი­თო­ლო­გი­უ­რი “მოგ­ზა­უ­რობის” (ე. წ. the Quest) და­სას­რუ­ლის, ანუ მა­ძი­ე­ბე­ლი გმი­რის (the Quest Hero) კარ­ნა­ვა­ლი­ზე­ბულ სი­ტუ­ა­ციაში “ჩა­მოს­ვ­ლის” თე­მა, უკ­ვე ლექ­სის ეპ­იგ­რაფ­ში წარ­მო­ჩინ­დე­ბა. თა­ვის­თა­ვად, ეს მით­ო­ლო­გე­მა პრო­ტა­გო­ნის­ტის ჩა­მოს­ვ­ლი­სა შეკ­რულ, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ, დრა­მატურ­გი­უ­ლად და­ძა­ბულ­სა და დრო­თა თან­მიმ­დევ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით აღ­რე­ულ მი­თო­სურ ტო­პოს­ში (“ვე­ნე­ცი­ა­ში”) უამ­რა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რულ-სი­უ­ჟე­ტუ­რი ას­ო­ცი­ა­ცი­ის აღმ­ძ­ვ­რელია. ლექ­სის ეპ­იგ­რაფ­ში ის სი­უ­ჟე­ტუ­რად არ­ის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჰენ­რი ჯე­იმ­ზის რო­მანის, “ას­პერ­ნის წე­რი­ლე­ბის” ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი მოხ­მო­ბით. “გონ­დო­ლი­სა” და “ნაც­რის­ფერ-ვარ­დის­ფ­რად მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ძვე­ლი სა­სახ­ლის” (პა­ლა­ცოს) ხსე­ნე­ბით ეპ­იგ­რაფ­ში ხდება ბერ­ბან­ქი­სა და ჰენ­რი ჯე­იმ­ზის გმი­რის – ვე­ნე­ცი­ა­ში ჩა­სუ­ლი ამ­ე­რი­კე­ლი გამომ­ცემ­ლის ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი გა­ი­გი­ვე­ბა. გა­მომ­ცე­მე­ლი იმ­ი­ტომ ჩა­დის ვე­ნე­ცი­ა­ში, რომ მი­აკ­ვ­ლი­ოს XIX ს. და­საწყი­სის ამ­ე­რი­კე­ლი რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტის, ჯეფ­რი ას­პერ­ნის (ჯე­იმ­ზის შეთხ­ზუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია) პი­რად წე­რი­ლებს, რომ­ლე­ბიც, მი­სი ინ­ფორ­მა­ციით, იქ მაცხოვ­რე­ბე­ლი ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი პო­ე­ტის ყო­ფილ სატ­რ­ფოს უნ­და ეკ­უთ­ვ­ნოდეს. მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი გან­მარ­ტო­ე­ბით ცხოვ­რობს ძველ პა­ლა­ცო­ში და სწო­რედ ამ პალა­ცოს­თან “შე­ჩერ­დე­ბა გონ­დო­ლა” მის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­სუ­ლი გა­მომ­ცემ­ლით. შეხ­ვედრი­სას ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ქ-ნ ბორ­დე­როს თა­ვის ნამ­დ­ვილ ვი­ნა­ო­ბას არ უმ­ხელს – ანუ უმ­ა­ლავს მას სტუმ­რო­ბის რე­ა­ლურ მი­ზანს – ანუ, არ­სე­ბი­თად, სა­ხე­ზე ნი­ღაბს იფარ­ებს, რაც, რა­ღა თქმა უნ­და, ელ­ი­ო­ტის ლექ­ს­ში ის­ევ კარ­ნა­ვა­ლის სიმ­ბო­ლურ მო­ტივს უკ­ავ­შირ­დე­ბა.

ეპ­იგ­რაფ­ში­ვე ნახ­სე­ნე­ბი “თხე­ბი და მა­ი­მუ­ნე­ბი” შექს­პი­რუ­ლი ას­ო­ცი­ა­ციაა – ამ სიტყ­ვე­ბით გან­რის­ხე­ბუ­ლი ოტ­ე­ლო მი­მარ­თავს ლოდოვ­ი­კოს და მის მხლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მას კვიპ­როს­ში ჩა­მო­უ­ტა­ნენ დო­ჟის ბრძა­ნებას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ვე­ნე­ცი­ა­ში უნ­და დაბ­რუნ­დეს. ფრა­ზა ორ­მაგ აზ­რობ­რივ დატვირ­თ­ვას შე­ი­ცავს – ერ­თი მხრივ ესაა “ეშ­მაკ­მა და­ლახ­ვ­როს!” მსგავ­სი წა­მო­ძა­ხილი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ ის ლო­დო­ვი­კო­სა და მის მხლებ­ლებს ეხ­ე­ბა, რად­გა­ნაც ის­ი­ნი უნ­ებ­ლი­ედ და უდ­როო დროს ესწ­რე­ბი­ან სცე­ნას, რო­მელ­შიც იაგო სა­ბო­ლო­ოდ არწ­მუ­ნებს ოტ­ე­ლოს, რომ დეზ­დე­მო­ნამ მას უღ­ა­ლა­ტა. ცხა­დია, აქ­აც ხაზ­გას­მუ­ლია ვე­ნე­ცი­აში ჩას­ვ­ლის მო­ტი­ვი და რად­გა­ნაც “ჩამ­ს­ვ­ლე­ლი” ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ოტ­ე­ლოა, ის ას­ო­ციაცი­უ­რად გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ამ­ე­რი­კელ ტუ­რისტ ბერ­ბან­ქ­თან, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვეე ვე­ნეცი­ა­ში ჩა­დის; ბერ­ბან­ქი, თა­ვის მხრივ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჰენ­რი ჯე­იმ­ზის გა­მომ­ცემელ­თან, რო­მე­ლიც ვე­ნე­ცი­ას ას­პერ­ნის წე­რი­ლე­ბის სა­ძებ­ნე­ლად ეს­ტუმ­რე­ბა, ხო­ლო გა­მომ­ცე­მე­ლი – თვით ჰენ­რი ჟე­იმ­ზ­თან, რო­მე­ლიც ვე­ნე­ცი­ა­ში ნამ­ყო­ფი, ხო­ლო 1876 წლიდან ინგ­ლის­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ამ­ე­რი­კე­ლი იყო. ლექ­სი იწ­ყე­ბა იმ­ით, რომ ბერ­ბან­ქი “გა­და­ივ­ლის პა­ტა­რა ხიდს” და “ციც­ქ­ნა ოტ­ელ­თან ჩა­მო­ვა”:
ბერ­ბან­ქ­მა გა­დაკ­ვე­თა პა­ტა­რა ხი­დი,
ჩა­მოხ­ტა ციც­ქ­ნა სას­ტუმ­როს კარ­თან
პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პი­ნიც იქ­ვე ჩა­მობ­რ­ძან­და,
დაჰ­ყ­ვეს ერ­თად და ბერ­ბან­ქი წახ­და.

“პა­ტა­რა ხი­დი” და “ციც­ქ­ნა ოტ­ე­ლი” ვე­ნე­ცი­ა­ში უამ­რა­ვია, მაგ­რამ ელ­ი­ო­ტი გუ­ლის­ხ­მობს ლექ­ს­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით უშ­უ­ა­ლოდ ნახ­სე­ნებ ვე­ნე­ციის ერთ-ერთ მშვე­ნე­ბას – რი­ალ­ტოს, რა­თა ლექ­სის სი­ტუ­ა­ცია ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რად “ვე­ნე­ციელ ვა­ჭარს” და­უ­კავ­ში­როს.
სა­ინ­ტე­რე­სო ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი ფუნ­ქ­ცია ეკ­ის­რე­ბა სიტყ­ვა “descending”-ს (ჩა­მოს­ვ­ლა, “დაშ­ვე­ბა”, მოყ­ვა­ნილ თარ­გ­მან­ში – “ჩა­მოხ­ტა”), რო­მე­ლიც იმ­ჟა­მინ­დელ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ეკ­ი­პაჟი­დან ჩა­მოს­ვ­ლას, ანუ მგზავ­რე­ბის “გად­მოს­ხ­მას” ნიშ­ნავ­და, რაც ვე­ნე­ცი­ა­ში, სადაც ეკ­ი­პა­ჟე­ბი არ­ა­სო­დეს არ და­დი­ოდ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. საქ­მეც ისაა, რომ ელ­ი­ო­ტის უზ­ო­მოდ “აწ­ო­ნილ” ტექ­ს­ტ­ში ამ სიტყ­ვას მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლური დატ­ვირ­თ­ვა აქვს, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად ეწ­ი­რე­ბა მი­სი თა­ვის­თა­ვადი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. საქ­მე ისაა, რომ გონ­დო­ლი­დან ნა­პირ­ზე (ჩვე­უ­ლებ­რივ – კი­ბე­ზე) მხოლოდ ა ს ვ ლ ა ა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ელ­ი­ოტს ნახ­სე­ნე­ბიც აქვს ლექ­სის მეშ­ვი­დე სტროფში, სა­დაც პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პი­ნი გონ­დო­ლი­დან გად­მო­დის და “წყლის” (რო­გორც ჩანს, სან­ა­ხევ­როდ წყალ­ში ჩა­ძი­რულ) კი­ბე­ზე ა დ ი ს:
გა­იწ­ვ­დის პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პინ გამ­ხ­მარ,
ლურ­ჯ­ფ­რ­ჩხი­ლე­ბი­ან ჭლე­ქი­ან ხელს,
რომ აჰყ­ვეს წყლის კი­ბეს…
გარ­და ამ­ი­სა, რი­ალ­ტოს­თან “ჩა­მოს­ვ­ლა” ის­ე­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან თვით სიტყვა “რი­ალ­ტო” ეტ­ი­მო­ლო­გი­უ­რად rivo alto-ს,”მა­ღალ ნა­პირს” ნიშ­ნავს. ამგ­ვა­რად,ოტ­ელ­თან “ჩამოს­ლა” (“ჩა­მოხ­ტო­მა”) და კი­ბე­ზე “ასვ­ლა” ის­ევ და ის­ევ “ზე­მოთ ასვ­ლი­სა” თუ “ქვე­მოთ ჩამოს­ვ­ლის” უზ­ო­გა­დეს იგ­ი­ვე­ო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს. სიტყ­ვა ” descending” (ჩა­მოს­ვ­ლა, გად­მოსვლა) ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რად უკ­ავ­შირ­დე­ბა “ბერ­ბან­ქის” შექ­მ­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე და­წე­რილ თვით ელ­ი­ო­ტის წე­რილს ჰენ­რი ად­ამ­სის შე­სა­ხებ, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­ე­რი­კი­დან ლი­ვერ­პულ­ში სხვა­დას­ხ­ვა წელს ჩა­მო­სუ­ლი ჰენ­რი ად­ამ­სი და ჰენრი ჯე­იმ­ზი “ერთ­სა და იმ­ა­ვე ოტ­ელ­თან გად­მოს­ხ­დ­ნენ”, ანუ ერთ­სა და იმ­ა­ვე ოტ­ელ­ში დასახ­ლ­დ­ნენ. (“Henry Adams in 1858 and Henry James in 1870 land in Liverpool and… descend at the same hotel”). ამ­რი­გად, ბერ­ბან­ქი ჰენ­რი ჯე­იმ­ზის გარ­და კი­დევ ერ­თი ცნო­ბი­ლი ამ­ე­რი­კე­ლის –- მწერ­ლი­სა და ის­ტო­რი­კო­სის, ჰენ­რი ადამ­სის (1838-1918) პა­რო­დი­უ­ლი ან­ა­ლო­გიაა. თვით “ჩას­ვ­ლა” კი არა მხო­ლოდ ვე­ნე­ცი­ა­ში ან ლივერ­პულ­ში, არ­ა­მედ სა­ერ­თოდ ევ­რო­პა­ში ჩას­ვ­ლაა, ან კი­დევ უფ­რო ზო­გა­დად, არა რომელ­ი­მე კონ­კ­რე­ტულ გა­რე­მო­ში, არ­ა­მედ ზო­გად მი­თო­სურ სივ­რ­ცე-დრო­ში (“ვე­ნე­ცი­ა­ში”) ჩაღ­წე­ვაა. სა­ბო­ლო­ოდ, მრა­ვალ­გ­ზის გა­შუ­ა­ლე­ბულ ას­ო­ცი­ა­ცი­ა­თა ხარ­ჯ­ზე, ეს რე­მი­ნისცენ­ცია გუ­ლის­ხ­მობს ევ­რო­პა­ში ამ­ე­რი­კი­დან ჩა­სულ თვით ტო­მას ელ­ი­ოტ­საც, რო­მელიც ერთ დროს, ბერ­ბან­ქის არ იყ­ოს, ბე­დე­კე­რით და­ი­ა­რე­ბო­და ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში და მათ შო­რის ვე­ნე­ცი­ა­შიც. ფერ­წე­რუ­ლი ან­ა­ლო­გია კი­დევ ერთხელ რომ მო­ვიხ­მოთ, ტომ­ას ელ­ი­ო­ტიც, სხვა დიდ ევ­რო­პელ ხე­ლო­ვან­თა და­რად, თა­ვის რთულ მხატ­ვ­რულ ტი­ლოში ამ ას­ო­ცი­ა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვის სა­კუ­თარ შე­ნიღ­ბულ პორ­ტ­რეტ­საც წარ­მო­სახავს.
ახ­ალ­გაზ­რ­და ელ­ი­ო­ტის პირ­ქუ­ში და ირ­ო­ნი­უ­ლი მუ­ზის ევ­რო­პულ თავ­გა­და­სა­ვალ­თა ვრცე­ლი აღ­წე­რა ჩვე­ნი უშ­უ­ა­ლო სათ­ქ­მე­ლი­სა­გან საკ­მა­ოდ შორს დგას. ალ­ბათ ის უნ­და ითქ­ვას მხო­ლოდ, რომ თვი­თი­რო­ნია, რომ­ლი­თაც პო­ე­ტი “ბერ­ბან­ქ­ში” სა­კუ­თარ თავს ასოც­ი­ა­ცი­უ­რი სა­ხის კომ­პო­ნენ­ტად წარ­მო­სა­ხავს, მის იმ­ჟა­მინ­დელ ფიქ­რებ­სა და წარმოდ­გე­ნებ­ში იღ­ებს და­სა­ბამს: რა­ღა თქმა უნ­და, ელ­ი­ო­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რ­და ელ­ი­ო­ტის ევ­რო­პა კე­თილ­მო­სურ­ნე და, ამ­ა­ვე დროს, გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი ამ­ერიკ­ე­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ევ­რო­პაა. ეს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნია მის თა­ნა­მედროვე კონ­სერ­ვა­ტი­ულ და მის­და­მი არც მა­ინ­ც­და­მა­ინც კე­თილ­გან­წყო­ბილ ინგ­ლი­სურ კრი­ტი­კას. “ელ­ი­ო­ტის ად­რე­ულ ლექ­ს­თა “გან­ს­წავ­ლუ­ლო­ბა” უნ­და აღ­ვიქ­ვათ, რო­გორც მისი ამ­ე­რი­კა­ნიზ­მის ერთ-ერ­თი ას­პექ­ტი”, – წერ­და ოქს­ფორ­დის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის პროფე­სო­რი ფ. ვ. ბე­იტ­სო­ნი. “… ის სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ის და ეზ­რა პა­უნ­დი თა­ვი­ანთ ერუ­დი­ცი­ა­ში ჰპო­ვე­ბენ და რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით გა­დას­ცე­მენ მკითხ­ველს, თუმც ხარ­ის­ხობ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, თვი­სებ­რი­ვად მა­ინც იგ­ი­ვეა, რა­საც ნე­ბის­მი­ერი ამ­ე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტი გა­ნიც­დის ჩვე­ნი ტაძ­რე­ბის, სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რე­ე­ბი­სა და მუზ­ე­უ­მე­ბის ხილ­ვი­სას. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი “გან­ს­წავ­ლუ­ლო­ბა” ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ტუ­რისტის მი­ერ ნა­უც­ბა­თე­ვად შე­ძე­ნი­ლი “კულ­ტუ­რის” ან­ა­ლო­გი­უ­რია …… ეს ტუ­რის­ტის ერ­უ­დიციაა.”
ეს აზ­რი ალ­ბათ ბო­ლომ­დე მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა: ელი­ო­ტის “ხა­ლას­მა”, “ტუ­რის­ტულ­მა” აღქ­მამ და “პრო­ვინ­ცი­ულ­მა” ამ­ე­რი­კა­ნიზ­მ­მა მძლავრი ბიძ­გი მის­ცა ინგ­ლი­სის ძველ­სა და ნა­ყო­ფი­ერ კულ­ტუ­რულ ნი­ა­დაგ­ზე ახ­ა­ლი მხატვრუ­ლი იდ­ე­ა­ლის შექ­მ­ნას და თვი­სებ­რი­ვად ახ­ა­ლი პო­ე­ტუ­რი თვალ­თა­ხედ­ვის დამკვიდ­რე­ბას. მე­ო­რეს მხრივ, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მარ­ც­ვალს ბე­იტ­სო­ნის მსჯე­ლო­ბა მა­ინც შე­ი­ცავს: ის კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო, ის მენ­ტა­ლი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პე­ლი ხე­ლო­ვა­ნისათ­ვის გე­ნე­ტი­კუ­რად ახ­ლო­ბე­ლი და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ძვალ-რბილ­ში გამ­ჯ­და­რია, ელი­ო­ტი­სათ­ვის შეს­წავ­ლის, ან­ა­ლი­ზის, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და მი­ზან­და­სა­ხული შეთ­ვი­სე­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენს. ელ­ი­ოტს მი­აჩ­ნ­და, რომ ევ­რო­პა­ში დამ­კ­ვიდრებ­უ­ლი ამ­ე­რი­კე­ლი ერთ­გ­ვა­რად “მომ­გე­ბი­ან” მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა – ის ყო­ველგვა­რი ევ­რო­პუ­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი სპე­ცი­ფი­კი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძლევს მას უფ­რო ად­ვი­ლად ეზ­ი­ა­როს არა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ერ­ის კულტურ­ას, არ­ა­მედ მთლი­ა­ნად ზო­გა­დევ­რო­პულ კულ­ტუ­რულ ტრა­დი­ცი­ას, მის ძი­რი­თად მა­ცოცხლე­ბელ ნა­კადს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრულ “გა­ინ­გ­ლი­სე­ლე­ბამ­დე” ცო­ტა ხნით ადრე, 30 წლის ევ­რო­პა­ში ახ­ლად­ჩა­მო­სულ ელ­ი­ოტს ჯერ კი­დევ მი­აჩ­ნ­და, რომ “ამ­ე­რი­კე­ლი­სათვის სა­ბო­ლოო სრულ­ყო­ფა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია ისაა, რო­დე­საც ის იქ­ცე­ვა არა ინგლის­ე­ლად, არ­ა­მედ ევ­რო­პე­ლად, ის­ეთ ვინ­მედ, ვერც ერ­თი ევ­რო­პა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ევროპ­უ­ლი ერ­ის შვი­ლი ვე­რა­სო­დეს რომ ვერ გახ­დე­ბა.” (“ჰენ­რი ჯე­იმ­ზის ხსოვ­ნას”, 1918).
ალ­ბათ სწო­რედ ამგ­ვარ­მა ხედ­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა ელ­ი­ო­ტის ად­რე­ულ პო­ე­ზი­ა­ში ზოგა­დევ­რო­პულ სიმ­ბო­ლურ ტი­პაჟ­თა სიმ­რავ­ლე და მა­თი მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ირ­ონიულ-პა­რო­დი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ესაა ერთ­დ­რო­უ­ლად სხვა­დას­ხ­ვა ერ­ოვ­ნულ ნი­შან­თა მა­ტა­რე­ბე­ლი და ამ­ა­ვე დროს სა­კუ­თარ ფეს­ვებს მოწყ­ვე­ტი­ლი, სა­უ­კუ­ნის და­საწყისის სა­შუ­ა­ლო და ზე­და სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის “ზო­გა­დევ­რო­პუ­ლი” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სხვა “1920 წლის ლექ­სებ­ზე” რომ აღ­ა­რა­ფე­რი ვთქვათ, უკ­ვე “ბერ­ბან­ქ­ში” ვხვდე­ბით სერ ფერდინ­ანდ კლა­ინს, პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პინს და ევ­რო­ა­მე­რი­კელ ებ­რა­ელს, ბლა­ის­ტა­ინს – “ჩი­კა­გო­ელ სე­მიტს ვე­ნი­დან”. კრე­ბუ­ლის სხვა ლექ­ს­ში – “ჯე­რონ­შენ­ში”, რო­მე­ლიც თავდაპ­ირ­ვე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რით “უნ­ა­ყო­ფო მი­წის” შე­სა­ვალს წარ­მო­ად­გენ­და, ამგ­ვა­რი პერსონ­ა­ჟია ევ­რო­პულ მუ­ზე­უმ­ში შე­სუ­ლი “ჰა­კა­გა­ვა, ტი­ცი­ა­ნებს შო­რის თავს რომ ხრის”. აქ­ვე გვხვდე­ბი­ან მა­დამ დე თორ­ნ­ქ­ვისტ, ფრო­ი­ლა­ინ ფონ კულპ, მის­ტერ სილ­ვე­რო, დე ბე­ილ­ჰა­ჩე, ფრეს­კა და მი­სის ქე­მე­ლი – სა­გან­გე­ბო დაკ­ვირ­ვე­ბის ღირ­სი უნ­და იყ­ოს მა­თი აშ­კა­რად პა­რო­დი­უ­ლი, ევ­რო­პულ რე­ა­ლო­ბა­ში არ­არ­სე­ბუ­ლი და მა­ინც ევ­რო­პულ ყაიდ­ა­ზე მოქ­ცე­უ­ლი გვა­რე­ბი. თვით “უნ­ა­ყო­ფო მი­წის” პირ­ველ­სა­ვე ეპ­ი­ზოდ­ში ავს­ტ­როუნგ­რე­თის კრონ­პ­რინ­ცის რე­ა­ლუ­რი (ის­ტო­რი­უ­ლი) ბი­ძაშ­ვი­ლის წარ­მო­სახ­ვი­თი პროტოტ­ი­პი, კონ­ტე­სა მა­რი ლა­რი­ში გერ­მა­ნუ­ლად ამც­ნობს მკითხ­ველს, რომ ის რუ­სი სულაც არ არ­ის, უფ­რო ლიტ­ვე­ლია, ერ­თი სიტყ­ვით – გერ­მა­ნე­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი – ავსტრი­ე­ლი: “Bin gar keine Russin, stamm’ aus Luitauen, echt Deutsch…” მსგავ­სად ამ­ი­სა,პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პი­ნის უკა­ნას­კ­ნე­ლი “სატ­რ­ფო” – სერ ფერ­დი­ნანდ კლა­ი­ნიც ერთ-ერ­თი “ზო­გა­დევ­რო­პუ­ლი” სახეა. ის შე­ი­ცავს ავს­ტ­რო­უნ­გ­რე­თის ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რის, ფრანც-ფერ­დი­ნანდ ფონ ჰაბსბურ­გის ფრი­ად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე რე­მი­ნის­ცენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც პატ­ა­რა ტა­ნის კა­ცი (გერმ. Klein – პა­ტა­რა, და­ბა­ლი); სა­რა­ე­ვო­ში მი­სი მკვლე­ლო­ბა პირველი მსოფ­ლიო ომ­ის სა­ბა­ბი გახ­და. ამ­ა­ვე დროს, ლექ­სის სიმ­ბო­ლურ ას­ო­ცი­ა­ცი­ა­თა პლან­ში ეს სა­ხე მთელ ევ­რო­პას, მის ერ­ოვ­ნულ­სა და კულ­ტუ­რულ სიჭ­რე­ლეს გა­ნა­სა­ხიერებს: ინგ­ლი­სუ­რი სა­რა­ინ­დო ტი­ტუ­ლი “სერ” უც­ნა­უ­რად ერწყ­მის ეს­პა­ნურ-პორ­ტუ­გა­ლიურ-ავს­ტ­რი­ულ ის­ტო­რი­ულ ტრა­დი­ცი­ა­ში ცნო­ბილ სა­ხელს “ფერ­დი­ნანდს” და მდა­ბი­ურ გერმა­ნულ, ან შე­საძ­ლოა თუნ­დაც ებ­რა­ულ გვარს “კლა­ინ”.
სა­ხე­თა თუ ნი­ღაბ­თა მთე­ლი ეს კა­ლე­ი­დოს­კო­პი ის­ევ და ის­ევ ელ­ი­ო­ტის ად­რე­უ­ლი პოეზი­ის ერთ-ერთ ძი­რი­თად, ხო­ლო “ბერ­ბან­ქი­სათ­ვის” გან­მ­საზ­ღ­ვ­რე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე მი­თო­პო­ე­ტი­კურ ხერხს – ნა­წარ­მო­ე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ის კარ­ნა­ვა­ლი­ზა­ცი­ას ემ­სახურ­ე­ბა. თვით ოტ­ე­ლოს რე­მი­ნის­ცენ­ცი­ის მო­ტა­ნა ეპ­იგ­რაფ­ში მხო­ლოდ ვე­ნე­ცი­ა­ში დაბრუ­ნე­ბის, იქ ჩას­ვ­ლის მო­ტი­ვის ხაზ­გას­მას კი არ გუ­ლის­ხ­მობს, არ­ა­მედ იმ­ის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტულ მი­ნიშ­ნე­ბა­საც შე­ი­ცავს, რომ ეს უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა დრა­მა­ტურგი­უ­ლი, თე­ატ­რა­ლუ­რი ას­ო­ცი­ა­ციაა, რო­მე­ლიც იხ­მობს სა­ხი­ო­ბის, თა­მა­შის, ნიღ­ბის, და, მა­შა­სა­და­მე – კარ­ნა­ვა­ლი­ზა­ცი­ის მო­ტივს.
ვიქ­ტო­რი­ა­ნე­ლი პო­ე­ტი რო­ბერტ ბრა­უ­ნინ­გი, რომ­ლის ლექ­სის რე­მი­ნის­ცენ­ცი­ა­საც წარ­მო­ად­გენს ეპ­იგ­რაფ­ში მო­ტა­ნი­ლი ფრა­ზის ნაწყ­ვე­ტი “თა­ნაც რა თმე­ბით!” აგ­რეთ­ვე გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა იმ შე­მოქ­მედ­თა რიცხვს, ვინც იტ­ა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და იქ ხანგრძლი­ვად ცხოვ­რობ­და. ის ვე­ნე­ცი­ა­ში ჩას­ვ­ლის შემ­დეგ, 1877 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ცნო­ბი­ლი ლექ­სი “გა­ლუ­პის ტო­კა­ტაც” ვე­ნე­ცი­ას ეძღ­ვ­ნე­ბა. სა­ყუ­რად­ღე­ბოა, რომ ლექ­სის გმი­რი, ბალ­თა­ზა­რო გა­ლუ­პი ვე­ნე­ცი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც პი­რი­ქით, 1740-იან წლებ­ში ვე­ნე­ცი­ი­დან ლონ­დონ­ში ჩა­ვი­და და იქ რამ­დე­ნი­მე წე­ლი დაჰ­ყო. “გალუპ­ის ტო­კა­ტას” ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი მოხ­მო­ბით “ბერ­ბან­ქ­ში” ხაზ­გას­მუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მი­თო­სუ­რი ტო­პო­სი უნ­ი­ვერ­სა­ლუ­რია, რომ ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი გმი­რე­ბი სწო­რედ იმ პირ­ო­ბით­სა და მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ სივ­რ­ცე­ში “ჩა­დი­ან”, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელიოტ­ის პო­ე­ზი­ა­ში კი­დევ უფ­რო უნ­ი­ვერ­სა­ლურ, “ირ­რე­ა­ლურ ქა­ლა­ქად” – “უნ­ა­ყო­ფო მიწის” ლონ­დო­ნად, ანუ სა­კუთ­რივ უნ­ა­ყო­ფო მი­წის მი­თო­სად გან­სა­ხი­ერ­დე­ბა. რო­გორც ეს ხში­რად ხდე­ბა ელ­ი­ო­ტის პო­ე­ზი­ა­ში, არც “გა­ლუ­პის ტო­კა­ტას” რე­მი­ნის­ცენ­ცია არ მიან­იშ­ნებს მხო­ლოდ ერთ კონ­კ­რე­ტულ ას­ო­ცი­ა­ცი­ურ სი­უ­ჟეტ­ზე – ვთქვათ, ბალ­თა­ზარო გა­ლუ­პის ლონ­დონ­ში “ჩას­ვ­ლა­ზე” (რო­მე­ლიც, ის­ე­ვე რო­გორც ელ­ი­ოტს, რო­ბერტ ბრა­უ­ნინგსაც თა­ვი­სი ლექ­სის ეპ­იგ­რაფ­ში აქვს ნახ­სე­ნე­ბი). ბრა­უ­ნინ­გის ლექ­ს­ში წარ­მოსახ­ვი­თი მო­სა­უბ­რე გა­ლუ­პის ვე­ნე­ცი­ის და­ცე­მა­სა და დაკ­ნი­ნე­ბა­ზე ეს­ა­უბ­რე­ბა, მაგრამ, ამ­ა­ვე დროს, ვრცლად აღ­წერს ვე­ნე­ცი­ას, სა­უბ­რობს ვე­ნე­ცი­ურ კარ­ნა­ვალ­ზე, ახსე­ნებს “შა­ი­ლო­კის ხიდს” და დას­ძენს, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ნი მუ­სი­კით შე­ვი­ცა­ნი, ვენე­ცი­ა­ში არ­ას­დ­როს არ ვყო­ფილ­ვარ, ინგ­ლი­სი სა­ერ­თოდ არ­ა­სო­დეს არ და­მი­ტო­ვე­ბიაო. აქ უკ­ვე “ჩას­ვ­ლის” მო­ტი­ვი იგ­ი­ვეა რაც “არ­ჩას­ვ­ლი­სა” და “იქ­ვე დარ­ჩე­ნის”, რად­განაც თო­მას მა­ნის კა­ი­ერ­სა­შერ­ნის მსგავ­სად, ელ­ი­ო­ტი­სე­უ­ლი “ვე­ნე­ცი­ის” მი­თო­სუ­რი ტოპ­ო­სი უნ­ი­ვერ­სა­ლუ­რია – ის “ყველ­გა­ნაა და არ­სად არ არ­ის”, მას­ში ჩას­ვ­ლა და არ ჩასვლა ერ­თი და იგ­ი­ვეა, რა­მე­თუ ის ად­ა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლე­ბელ ფორმას, ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა­სა თუ დრო­სა და სივ­რ­ცე­ში გა­და­ნაც­ვ­ლე­ბას მო­ი­ცავს.
კარ­ნა­ვა­ლის ას­ო­ცი­ა­ცია “გა­ლუ­პის ტო­კა­ტი­დან” ელ­ი­ო­ტის ლექ­სის სა­ერ­თო კარ­ნა­ვალუ­რი ფო­ნის ორ­გა­ნულ ნა­წილს შე­ად­გენს, მაგ­რამ ყუ­რად­სა­ღე­ბია ბრა­უ­ნინ­გის ლექსში “შა­ი­ლო­კის ხი­დის” ხსე­ნე­ბაც – ამ ხი­დად შექ­ს­პი­რის ტრა­გე­დი­ა­ში რი­ალ­ტო მო­იხსე­ნი­ე­ბა. “ვე­ნე­ცი­ე­ლი ვაჭ­რის” ამ “მე­ო­რად” ას­ო­ცა­ცი­ას აგრ­ძე­ლებს და ამ­ძაფ­რებს “ბერ­ბან­ქის” მე­ექ­ვ­სე სტროფ­ში უკ­ვე უშ­უ­ა­ლოდ ნახ­სე­ნე­ბი რი­ალ­ტო, რომ­ლის და­სა­ხელებ­აც ვე­ნე­ცი­ელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში დღე­საც მე­ვახ­შე­თა თავ­შე­საყ­რელ ად­გილს, “ბირჟას” უკ­ავ­შირ­დე­ბა. მე­ვახ­შე­ო­ბას შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ვე­ნე­ცი­ა­ში უმ­თავ­რე­სად ებრაელ­ე­ბი ეწ­ე­ოდ­ნენ და “ვე­ნე­ცი­ე­ლი ვაჭ­რის” ეს უშ­უ­ა­ლო მი­ნიშ­ნე­ბაც გა­მოჰ­კ­ვეთს კიდევ ერთ, მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აზ­რობ­რივ ფონს, რო­მე­ლიც შა­ი­ლო­კის ებ­რა­ე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა – ეს მო­ტი­ვი სა­თა­ურ­ში­ვეა გა­მო­ტა­ნი­ლი სი­გა­რის მწე­ვე­ლი ბლა­ის­ტაინის ხსე­ნე­ბით.
“ბერ­ბან­ქის” მთე­ლი სი­ტუ­ა­ცია თით­ქოს­და იმპ­რო­ვი­ზი­რე­ბულ სცე­ნა­ზე “დად­გ­მუ­ლი”, მარ­ი­ო­ნე­ტის­მაგ­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­ერ სა­გან­გე­ბოდ და მი­ზან­და­სა­ხუ­ლად განსახ­ი­ე­რე­ბუ­ლი პა­რო­დი­უ­ლი “წარ­მოდ­გე­ნაა.” ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რო­გორც მოქ­მე­დი პი­რების გრო­ტეს­კულ-პა­რო­დი­უ­ლი დე­კო­რა­ტი­უ­ლო­ბით, მა­თი კარ­ნა­ვა­ლუ­რი “ნიღ­ბოს­ნო­ბით”, àსე­ვე პი­რო­ბი­თი ურ­ბა­ნის­ტუ­ლი გა­რე­მოს ხე­ლოვ­ნუ­რო­ბით (“პა­ტა­რა ბა­ღი, ციც­ქ­ნა ოტელი”, “პა­ტა­რა ხი­დი”, “პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პი­ნის დის­ტ­რო­ფი­უ­ლი ხე­ლი” და სხვა). სცე­ნი­უ­რი დეკ­ო­რა­ცი­ის გან­ც­დას ამ­ძაფ­რებს ეპ­იგ­რა­ფის ბო­ლო რე­მი­ნის­ცენ­ცია, რო­მე­ლიც წარმო­ად­გენს ცი­ტატს მე-16 – მე-17 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნის ინგ­ლი­სე­ლი დრა­მა­ტურ­გის, ჯონ მარს­ტო­ნის მას­კი­დან “მი­სი მოწყა­ლე­ბა ელ­ი­სის, დერ­ბის დაქ­ვ­რი­ვე­ბუ­ლი კონ­ტე­სას გა­სარ­თო­ბად”. ძი­რი­თა­დად, “მას­კა” წარ­მო­ად­გენ­და სა­ლა­ღო­ბო ფსევ­დო­თე­ატ­რა­ლუ­რი ჟან­რის ერთ ან ორ­სუ­რა­თი­ან სა­ნა­ხა­ო­ბას, რო­მელ­საც იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მე­ფო ოჯ­ა­ხი და არ­ის­ტოკ­რა­ტია უკ­ვე­თავ­და დრა­მა­ტურ­გებს ნა­დი­მის, წვე­უ­ლე­ბის ან სხვა ზე­ი­მის დროს გა­სარ­თო­ბად. ის ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ი­ცავ­და დე­კო­რა­ცი­ულ-მი­თო­ლო­გი­ურ ან ალ­ეგორ­ი­ულ სცე­ნებს, რომ­ლებ­შიც ზოგ­ჯერ მოწ­ვე­ულ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად თვით დამ­კ­ვეთის ოჯ­ა­ხის წევ­რე­ბი იღ­ებ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეპ­იგ­რაფ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფრაგ­მენტი წარ­მო­ად­გენს მას­კის ტექ­ს­ტ­ში ჩარ­თულ ავ­ტო­რი­სე­ულ რე­მარ­კას, მი­თი­თე­ბას მოქმე­დე­ბის წარ­მარ­თ­ვის შე­სა­ხებ თე­ატ­რა­ლუ­რი პა­უ­ზის მო­მენ­ტ­ში, რო­დე­საც “მის მოწყა­ლე­ბა კონ­ტე­სას” წარ­მო­სათ­ქ­მე­ლი ტექ­ს­ტი არა აქვს.
ამ ას­ო­ცი­ა­ცი­ის მო­ტა­ნით ელ­ი­ო­ტი ამ­ძაფ­რებს ლექ­სის სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და მას­ში აღ­წერი­ლი მოქ­მე­დე­ბის (თუ ლექ­ს­ში აღ­წე­რილს სა­ერ­თოდ შეძ­ლე­ბა “მოქ­მე­დე­ბა” ეწ­ო­დოს) დეკ­ო­რა­ცი­ულ, ხე­ლოვ­ნურ, სცე­ნა­ზე ნიღ­ბო­სან­თა მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ნაც­ვ­ლე­ბის მაგვარ ხა­სი­ათს. “ბერ­ბან­ქი” პა­რო­დი­უ­ლი მას­კის ნი­შან-თვი­სე­ბებ­საც იტ­ევს – “ღმერთი ჰერ­კუ­ლე­სიც,” “პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პი­ნიც”, “ებ­რა­ე­ლიც”, “მე­ნა­ვეც” და “და­რა­ბე­ბი­ა­ნი კარჭა­პით” მო­ცუ­რა­ვე “კლე­ო­პატ­რაც” (“ან­ტო­ნი­ოს და კლე­ო­პატ­რა­ში” მი­სი მდიდ­რუ­ლი ხო­მალდის აღ­წე­რა შექ­ს­პი­რის პო­ე­ტუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბის ერთ-ერთ მწვერ­ვა­ლად არ­ის მიჩნეული) სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა ნიღ­ბე­ბი. ნიღ­ბე­ბი არ­ი­ან თვით ბერ­ბან­ქიც, ბლა­ის­ტაინ­იც და, მათ­თან ერ­თად, – სერ ფერ­დი­ნანდ კლა­ი­ნიც. ეს უკ­ა­ნას­კ­ნელ­ნი ლექ­ს­ში რიგრი­გო­ბით ემ­იჯ­ნუ­რე­ბი­ან პრინ­ცე­სა ვო­ლუ­პინს, რაც მათ ში­ნა­გან ერთ­გ­ვა­როვ­ნებაზე მეტყ­ვე­ლებს – ის­ი­ნი თით­ქოს ერ­თი და იმ­ა­ვე არ­სის სხვა­დას­ხ­ვა ნიღ­ბებს განას­ა­ხი­ე­რე­ბენ, თუმ­ცა, ამ­ა­ვე დროს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. საბ­ო­ლო­ოდ, ლექ­სის ყვე­ლა “მოქ­მე­დი პი­რი” პა­რო­დი­უ­ლი რე­ნე­სან­სუ­ლი “მას­კის” პერ­სონა­ჟია, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ალ­ე­გო­რი­უ­ლი სა­ხე­ე­ბი. ცხა­დია, ელიოტის პა­რო­დი­ულ წარ­მო­სახ­ვა­ში “მას­კა “თუ “მას­კა­რა­დი” იგ­ი­ვე “კარ­ნა­ვა­ლია”, იგ­ი­ვე რი­ტუ­ა­ლუ­რი საწყი­სის შემ­ც­ვე­ლი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად პი­რო­ბი­თი “ვე­ნე­ციის” მი­თო­ლო­გი­ურ სივ­რ­ცე­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­სი მოქ­მე­დი პი­რე­ბი ტრა­გი­კო­მი­კურ­სა და მე­ქა­ნი­კურ რი­ტუ­ა­ლურ ქმე­დე­ბა­ში არ­ი­ან ჩაბ­მულ­ნი, ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ნი­ვე­ლი­რების გამ­ძაფ­რე­ბულ გან­ც­დას გა­მო­ხა­ტა­ვენ.
ამ გან­ც­დას კი ლექ­ს­ში უშ­უ­ა­ლოდ გად­მოს­ცემს ერ­თა­დერ­თი სიტყ­ვა – declines (“კნინ­დება”), – რო­მე­ლიც აზ­რობ­რი­ვად თით­ქოს “მბო­ლავ სან­თელ­ზე” და “დრო­ის აღ­სას­რულ­ზეა” მიბ­მუ­ლი. ამ ფრა­ზით (“დრო­ის აღ­სას­რუ­ლი”) მთავ­რ­დე­ბა მე­ხუ­თე სტრო­ფი, სიტყ­ვა “კნინდე­ბა” კი ახ­ალ, მე­ექ­ვ­სე სტროფს იწ­ყებს:
მბო­ლა­ვი სან­თე­ლი დრო­ის და­სას­რუ­ლი
კნინ­დე­ბა. ერთხე­ლაც იქ, რი­ალ­ტო­ზე…
ის­ე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქმ­ნე­ბა, რომ “კნინ­დე­ბა” აქ ცალ­კე არ­ის ნახ­მა­რი, ლექ­სის სახ­ე­თა წყო­ბი­დან ის აშ­კა­რად გა­მო­ყო­ფი­ლია. თა­ნაც, ამ­ა­ვე დროს, მას მე­ტად მნიშვნე­ლო­ვა­ნი აზ­რობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა ენ­ი­ჭე­ბა და მი­სი სა­გან­გე­ბო სტი­ლის­ტუ­რი შეუსა­ბა­მო­ბა (რა “კნინ­დე­ბა” – სან­თე­ლი? დრო­ის და­სას­რუ­ლი? თუ დრო კნინ­დე­ბა ვე­ნე­ციის წარ­სუ­ლი დი­დე­ბის ნაშ­თებ­სა და ნან­გ­რე­ვებს შო­რის?) აქ აზ­რის ხაზ­გას­მას ემ­სახუ­რე­ბა, კი­დევ უფ­რო მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტავს ავ­ტო­რი­სე­ულ სათ­ქ­მელს. მე­ო­რე მხრივ, “ბერ­ბან­ქი” ისე არ უნ­და აღ­ვი­ქათ, თით­ქოს ელ­ი­ო­ტი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის დრო­ინდელი ვე­ნე­ცი­ის “დაკ­ნი­ნე­ბას” გა­მო­ხა­ტავს, ან მის “გარ­და­სულ დღე­თა დი­დე­ბას” ნაღვლობს. “ბერ­ბან­ქის” კარ­ნა­ვა­ლუ­რი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, მი­სი ტრა­გი­კო­მი­კუ­რი პა­თო­სი ურთუ­ლეს აზ­რობ­რივ-ემ­ო­ცი­ურ კომ­პ­ლექსს შე­ი­ცავს; “დაკ­ნი­ნე­ბი­სა” თუ “დეგ­რა­და­ცი­ის” მარ­ტი­ვი კონ­ს­ტა­ტა­ცია ან იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­არქი­ვო დო­კუ­მენ­ტის შექ­მ­ნა ელ­ი­ო­ტის მი­ზანს ნამ­დ­ვი­ლად არ შე­ად­გენ­და. მე­ო­რე მხრივ, ცხა­დია ის­იც, რომ კრი­ზი­სუ­ლი თე­მა­ტი­კა წარ­მო­ად­გენს მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბელ “აზ­რობ­რივ სა­კიდს”, რო­მელ­ზე­დაც პო­ე­ტი თა­ვი­სი ლექ­სის უაღ­რე­სად მრვალ­ფე­რო­ვან მხატ­ვ­რულ ტი­ლოს ჰკი­დებს. ამ თვალ­საზ­რი­სით “ბერ­ბან­ქი” ნამ­დ­ვი­ლად შე­ი­ცავს თავისი ეპ­ო­ქის რე­ა­ლი­ებს, დრო­ის მი­ერ ნა­კარ­ნა­ხევ “პო­ე­ტურ მა­სა­ლას”; რო­გორც თვით ელი­ო­ტი აღ­ნიშ­ნავ­და შექ­ს­პი­რის რე­ნე­სან­სულ მსოფ­ლაღ­ქ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, “ის იდ­ე­ა­თა და წარ­მოდ­გე­ნა­თა იმ კომ­პ­ლექსს ას­ა­ხავს, რომ­ლი­თაც მის ეპ­ო­ქას მო­უხდა აზ­როვ­ნე­ბა.” (“შექ­ს­პი­რი და სე­ნე­კას სტო­ი­ციზ­მი”, 1924).
ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით უაღ­რე­სად მრავალ-ნიშ­ნა­დია ლექ­სის სა­თა­უ­რიც. ორი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც მას შუ­ა­ზე ჰყოფს, აღ­იქმება რო­გორც იგ­ი­ვე­ო­ბის ნი­შა­ნი, ანუ ის, რომ ბერ­ბან­ქი ბე­დე­კე­რით იგ­ი­ვეა, რაც ბლაის­ტა­ი­ნი სი­გა­რით. ერ­თი შე­ხედ­ვით სა­თა­ურ­ში ეს ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი ნი­შა­ნი უად­გილოდ­აც მო­ჩანს; შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ “ბლა­ის­ტა­ი­ნი სი­გა­რით” წარ­მო­ად­გენს “ბერ­ბან­ქი­სა და ბე­დე­კე­რის” ერთ­გ­ვარ კო­მენ­ტარს, მათ სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბას, ან მა­თი რომელ­ი­მე ნი­შან-თვი­სე­ბის და­მამ­ტ­კი­ცე­ბელ “სა­ბუთს”. აზ­რის ბუნ­დო­ვა­ნე­ბას ამ შემთხვე­ვა­ში პო­ე­ტუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბის უკ­ი­დუ­რე­სი ლა­კო­ნიზ­მი, მი­სი კონ­დენ­სი­რე­ბა იწვევს – სათ­ქ­მე­ლი სა­გან­გე­ბოდ “შე­კუმ­შუ­ლია”, სგუ­ლა­და­გუ­ლოდ “შე­ნიღ­ბუ­ლია” და “ფრჩხი­ლებს გა­რე­თაა” გა­ტა­ნი­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლად ექს­ტ­რა­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რია. უკ­უღ­მა წაკითხ­ვით სა­თა­ურ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ა­ფე­რი არ იცვ­ლე­ბა: “ბლა­ის­ტა­ი­ნი სი­გა­რით” იგივეა, რაც “ბერ­ბან­ქი ბე­დე­კე­რით”. მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი აღქ­მი­სას ყუ­რად­ღე­ბას იპყ­რობს არა იმ­დე­ნად თვით ბერ­ბან­ქი­სა და ბლა­ის­ტა­ი­ნის სა­ხე­ე­ბი, რამ­დე­ნა­დაც მა­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი – “ბე­დე­კე­რი” და “სი­გა­რა”. მათ­გან პირ­ვე­ლი არ­ის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­რე­მოს, ქა­ლა­ქის, “ვე­ნე­ცი­ის” და, მა­შა­სა­და­მე, ს ი ვ რ ც ი ს სიმ­ბო­ლო, ხო­ლო მე­ო­რე – სი­გა­რა, იგ­ი­ვე მბო­ლა­ვი სან­თე­ლი, წარ­მა­ვა­ლო­ბა და დი­ნე­ბა – დ რ ო ი ს აღმ­ნიშვნელი ხა­ტი. ორი წერ­ტი­ლით მი­ნიშ­ნე­ბუ­ლია სივ­რ­ცი­სა და დრო­ის იგ­ი­ვე­ო­ბა, – შე­მოტან­ი­ლია ის მი­თო­სუ­რი “ახ­ლა”, რო­მე­ლიც ელ­ი­ო­ტის პო­ე­ზი­ა­ში დრო­თა აღ­რე­ვას, უს­ას­რულოდ ხან­გ­რ­ძ­ლივ აწმ­ყოს, მა­რა­დი­სო­ბა­სა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ზედ­რო­უ­ლო­ბას გა­მო­ხატავს. ლექ­სის სა­თა­უ­რი თით­ქოს სიმ­ბო­ლუ­რად “ეპ­ა­ტი­ჟე­ბა” მკითხ­ველს მყი­სი­ერ­სა და მა­რა­დი­ულ მხატ­ვ­რულ სივ­რ­ცე-დრო­ში – იმ მი­თო­სურ ტო­პოს­ში “ჩა­მო­სას­ვ­ლე­ლად”, რომელ­იც ზედ­რო­ულ “ვე­ნე­ცი­ას­თა­ნაა” გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი.
ვე­ნე­ცი­ა­ში “ჩამ­ს­ვ­ლელ” ორ პერ­სო­ნაჟ­თა­გან მე­ო­რის, – სიგა­რის მწე­ვე­ლი ბლა­ის­ტა­ი­ნის სა­ხე ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რად უკ­ავ­შირ­დე­ბა ოს­კარ უაილ­დის “დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რეტს”. ამ რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი უყ­ვე­ბა თა­ვის მუდ­მივ თანამ­ო­სა­უბ­რეს, ლორდ ჰენ­რის, რომ მან თე­ატ­რ­ში გა­იც­ნო თა­ვი­სი სატ­რ­ფოს – შექ­ს­პი­რული რო­ლე­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის, სი­ბილ უეინ­ის იმპ­რე­სა­რიო: “აღ­მაშფოთ­ე­ბე­ლი ებ­რა­ე­ლი, ყვე­ლა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბელ ჟი­ლეტ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, რაც კი ოდესმე მი­ნა­ხავს, იდ­გა შე­სას­ვ­ლელ­თან და სა­ზიზ­ღარ სი­გა­რას ეწ­ე­ო­და. ცხი­მი­ა­ნი, ხუჭუ­ჭა თმა ჰქონ­და და ჭუჭყი­ან პე­რან­გ­ზე უშ­ვე­ლე­ბე­ლი ბრი­ლი­ან­ტი უბრ­წყი­ნავ­და. ერთმა რა­მემ ნამ­დ­ვი­ლად გა­მარ­თო: ამ ურჩხულს… წრე­გა­და­სუ­ლად ჰყვა­რე­ბია შექსპირი. ის­იც გა­მან­დო, თა­ნაც სი­ა­მა­ყით, ხუთ­ჯერ გავ­კოტ­რ­დი და ხუთ­ჯერ­ვე “ბარ­დის” სიყვა­რულ­მა გა­მა­კოტ­რაო. – წამ­და­უ­წუმ “ბარდს” უწ­ო­დებ­და შექ­ს­პირს; ასე ეგ­ო­ნა, ამით უფ­რო გა­მო­არ­ჩევ­და.”
უნ­და ითქ­ვას, რომ ზო­გი თა­ნა­მედ­რო­ვე კრი­ტი­კო­სი, უკ­ვე ჩვენს დრო­ში, სწო­რედ “ბერ­ბან­ქ­ზე” და ბლა­ის­ტა­ი­ნის სა­ხე­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ელ­ი­ოტს ანტის­ე­მი­ტად მი­იჩ­ნევს. ამ დღეს­დ­ღე­ო­ბით “მო­დურ” თე­მა­ზე მრა­ვა­ლი ნაშ­რო­მი და­ი­წე­რა, მათ შო­რის – ენ­თო­ნი ჯუ­ლი­უ­სის ვრცე­ლი მო­ნოგ­რა­ფია.** მა­თი ავ­ტო­რე­ბი პა­სუხს ვერ სცე­მენ მარ­ტივ კითხ­ვას: რა და­აკ­ლ­დე­ბო­და ან რა შე­ე­მა­ტე­ბო­და ელ­ი­ო­ტის პო­ე­ზიის მხატ­ვ­რულ ღირ­სე­ბას, მი­სი ავ­ტო­რი რომც ყო­ფი­ლი­ყო, ან პი­რი­ქით – რომ არ ყო­ფი­ლიყო ან­ტი­სე­მი­ტი. ეს­ეც არ იყ­ოს, სრუ­ლი­ად არ­ა­რე­ა­ლუ­რია, რომ ურ­თუ­ლე­სი ნარ­თა­უ­ლე­ბის, ირ­ი­ბი თქმი­სა და აზ­რის და­ფარ­ვის ცნო­ბილ დი­დოს­ტატს, ტო­მას ელ­ი­ოტს, ოდ­ეს­მე ისე უშ­უ­ა­ლოდ გა­მო­ეთ­ქ­ვას თა­ვი­სი “ან­ტი­სე­მი­ტუ­რი” პო­ზი­ცია, რო­გორც ეს იმ­ა­ვე ჯულიუსს წარ­მო­უდ­გე­ნია. ელ­ი­ო­ტის პო­ე­ტუ­რი ფრა­ზის სიტყ­ვა­სიტყ­ვით გა­გე­ბა მი­სი პოეზ­ი­ის ვერ­გა­გე­ბას ნიშ­ნავს და უმ­ალ მკითხ­ვე­ლის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრო­ფე­სი­ო­ნალი მკითხ­ვე­ლის, კრი­ტი­კო­სის) უმ­ეც­რე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს, ვიდ­რე ებ­რა­ელ­თა მი­მართ ელ­ი­ო­ტის უარ­ყო­ფით ან მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ბლა­ის­ტა­ი­ნი, ბერ­ბან­ქი, პრინცესა ვო­ლუ­პი­ნი და სერ ფერ­დი­ნანდ კლა­ი­ნი მთე­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და დიდ­წი­ლად ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი დრო­ის უს­აზ­ღ­ვ­როდ გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბია, სწო­რედ იმ თვისე­ბა­თა გა­მომ­ხატ­ვე­ლი, რო­მელ­თაც შე­უ­და­რებ­ლად უფ­რო დი­დი მას­შ­ტა­ბუ­რო­ბით ასახი­ე­რებს მა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე დუბ­ლი­ნე­ლი მა­წან­წა­ლა – ჯე­იმზ ჯო­ი­სის ცნო­ბი­ლი ებრა­ე­ლი ლე­ო­პოლდ ბლუ­მი. ასე რომ, იმ­ა­ვე ლო­გი­კით ალ­ბათ ჯო­ი­სიც უნ­და ან­ტი­სე­მიტად გა­მოგ­ვეცხა­დე­ბი­ნა. ამ სრუ­ლი­ად აშ­კა­რა გა­რე­მო­ე­ბა­თა მი­უ­ხე­და­ვად, ზო­გი კრიტი­კო­სი გულ­მოდ­გი­ნედ ეძ­ი­ებს მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის დიდ ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ლი­ტე­რა­ტურაში ებ­რა­ელ­თა შე­უ­რაცხ­ყო­ფის კვალს, იმ უახ­ლე­სი რუ­სუ­ლი კრი­ტი­კი­სა არ იყ­ოს, სრულ­ი­ად ნე­იტ­რა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში რომ “ამ­ხელს” ხოლ­მე შე­ნიღ­ბულ “ჟი­დო­მა­სო­ნურ” სიმ­ბო­ლი­კა­სა და ფა­რულ “სი­ო­ნის­ტურ მო­წო­დე­ბებს”. ცხა­დია, სა­კუთ­რივ ლი­ტე­რა­ტუ­რასთან, ნა­წარ­მო­ე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი ღირ­სე­ბის შე­ფა­სე­ბას­თან ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას არ­ა­ფერი სა­ერ­თო არა აქვს, თუმ­ცა ახ­ალ­ბე­და ლი­ტე­რა­ტორ­თა ფარ­თო წრე­ში ელ­ი­ო­ტის ან­ტისემ­ი­ტად გა­მოცხა­დე­ბა აშ­კა­რად იწ­ვევს არ­ა­ჯან­საღ ენ­თუ­ზი­აზმს: ყვე­ლას იზ­ი­დავს მო­დერ­ნიზ­მის ცნო­ბი­ლი მეტ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით პორ­ტ­რეტ­ში ახ­ალი პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლე­ბის “აღ­მო­ჩე­ნა”. ჩვენს უშ­უ­ა­ლო სათ­ქ­მელს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, შექ­ს­პი­რის მოტ­რ­ფი­ა­ლე და სი­გა­რის მწე­ვე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი “ბერ­ბან­ქ­ში” წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა ბლა­ის­ტა­ი­ნად – სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბის საქ­მოს­ნად (ან ბან­კირად), “ჩი­კა­გო­ელ სე­მი­ტად ვე­ნი­დან”. ბლა­ის­ტა­ი­ნის გვა­რი ელ­ი­ოტ­მა ის­ეს­ხა ბეწ­ვეულის მდიდ­რუ­ლი მა­ღა­ზი­ის აბ­რი­დან, რო­მე­ლიც ლო­ი­დის ბან­კის სი­ახ­ლო­ვეს იყო განლაგ­ე­ბუ­ლი (იმ­ჟა­მად ელ­ი­ო­ტი სწო რედ ლო­ი­დის ბან­კ­ში მუ­შა­ობ­და) და რო­მე­ლიც ეკ­უთვნო­და ლონ­დო­ნელ ვა­ჭარს, გვა­რად ბლა­ის­ტა­ინს. სა­თა­ურ­ში­ვე მოყ­ვა­ნი­ლი ეს სა­ხე თითქოს მი­ა­ნიშ­ნებს მკითხ­ველს, რომ ნა­წარ­მო­ებ­ში უხ­ვა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შექსპირ­უ­ლი თე­მა­ტი­კა. ბლა­ის­ტა­ი­ნი შა­ი­ლოკ­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ თა­ნა­მედ­როვე შა­ი­ლო­კი შექ­ს­პი­რის გმი­რის პა­რო­დი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი­ცაა და პა­რო­დი­უ­ლად სა­ხე­შეცვლი­ლი უაილ­დის პერ­სო­ნა­ჟიც. ის ახ­ლა “ბეწ­ვის ქურ­ქ­ში გახ­ვე­უ­ლი ფუ­ლია” და უბ­რალო მე­ვახ­შე კი არ არ­ის (არც თე­ატ­რის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მე­ნე­ჯე­რია), არ­ა­მედ სა­ერ­თა­შორი­სო ბიზ­ნესს ატ­რი­ა­ლებს ჩი­კა­გო­სა და ვე­ნა­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ “ბლა­ის­ტა­ი­ნი და კომ­პა­ნია” დღეს, უკ­ვე ჩვენს დრო­ში, ბეწ­ვე­უ­ლის მარ­თ­ლაც საქ­ვეყ­ნოდ გან­თ­ქ­მული ფირ­მაა; დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ბიზ­ნე­სი ლონ­დო­ნი­დან ჰონ­კონ­გ­ში გა­და­ი­ტანეს და თა­ვი­ანთ ნა­წარმს უკ­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჰყი­დი­ან (ასე რომ ელ­ი­ო­ტის ლექსმა ბლა­ის­ტა­ი­ნებს ფაქ­ტი­უ­რად წარ­მა­ტე­ბა უწ­ი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა). მსგავ­სად იმ­ისა, რო­გორც უაილ­დის ტექ­ს­ტ­ში მე­ნე­ჯე­რი თე­ატ­რის შე­სას­ვ­ლელ­თან დგას, “ბერ­ბან­ქ­შიც” ბლა­ის­ტა­ი­ნი პირ­ვე­ლად სწო­რედ სა­თა­ურ­ში გვხდე­ბა და თით­ქოს “წინ უძღ­ვის” ლექსის შექ­ს­პი­რულ ას­ო­ცი­ა­ცი­ა­თა სიმ­რავ­ლეს, ელ­ი­ო­ტის “თე­ატ­რ­ში” ეპ­ა­ტი­ჟე­ბა მკითხველს. შექ­ს­პი­რუ­ლი თე­მა­ტი­კის მიმ­ნიშ­ნე­ბე­ლი გა­სა­ღე­ბია სი­ბილ ვე­ი­ნის ას­ო­ცი­აციური სა­ხეც, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, “უნ­ა­ყო­ფო მი­წა­ში”, უკ­ვე ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლად – კუ­მეს სი­ბი­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, უაილ­დის რო­მან­ში კი, დორიან­ის თქმით, ის “ხან იმ­ო­ჯენს თა­მა­შობს, ხან რო­ზა­ლინდს, და ხა­ნაც დეზ­დე­მო­ნას.”

** იხ.Anthony Julius. T.S. Eliot, Anti-Semitism, and Literary Form. Cambridge University Press, 1995

მთე­ლი ეს სა­ოც­რად ჭრე­ლი კა­ლე­ი­დოს­კო­პი, რო­გორც თვით ელ­ი­ო­ტის, ისე სხვა­დას­ხ­ვა ეპ­ო­ქის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­თა ას­ო­ცი­ა­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­სა, ის­ევ და ისევ კარ­ნა­ვა­ლუ­რი ფერ­ხუ­ლის მძაფრ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას წარ­მოქ­მ­ნის და გო­ტი­ეს “ვე­ნეციური კარ­ნა­ვა­ლის” ძი­რი­თად რე­მი­ნის­ცენ­ცი­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა. საქ­მე ისაა, რომ გოტიეს ამ ლექსს ინ­ტენ­სი­უ­რად არ­ჩე­ვენ “დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რეტ­შიც” – თვით დო­რი­ა­ნი ხმა­მაღ­ლა კითხუ­ლობს “კარ­ნა­ვა­ლის” სწო­რედ იმ ნაწყ­ვეტს, სა­დაც ლი­რი­კუ­ლი გმი­რის გონ­დო­ლა “ვარ­დის­ფერ ფა­სადს მი­ად­გე­ბა” და ის “მარ­მა­რი­ლოს კი­ბე­ზე ად­ის”:
…Devant une faთade rose
Sur le marbre d’un escalier…
სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვათ, “ას­პერ­ნის წე­რი­ლებ­სა” და “ვე­ნეციური კარ­ნა­ვა­ლის” პირ­წ­მინ­დად “იმპ­რე­სი­ო­ნის­ტუ­ლი”, ფერ­წე­რუ­ლი დამ­თხ­ვე­ვა (ან ურთი­ერ­თ­გავ­ლე­ნა) ელ­ი­ოტს ოს­ტა­ტუ­რად აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმ­ი­სათ­ვის, რა­თა მი­სი ლექ­სის ას­ო­ცი­ა­ცი­ურ­მა სა­ხემ ერთ­დ­რო­უ­ლად ორ­ი­ვე წყა­რო­ზე მი­ა­ნიშ­ნოს მკითხ­ველს და თა­ნაც აღძ­რას “დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტის” მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­ო­ცი­ა­ცია. ვე­ნე­ცი­ის სა­და­ფის­ფე­რი ფა­სა­დე­ბი­სა და ვარ­დის­ფე­რი მარ­მა­რი­ლო­თი ნა­შე­ნე­ბი პალ­ა­ცო­ე­ბის ხსე­ნე­ბა მი­ა­ნიშ­ნებს ლექ­სის კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ას­ო­ცი­ა­ცი­ურ წყა­რო­ზე – ცნო­ბი­ლი ინგ­ლი­სე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნი­სა და კრი­ტი­კო­სის, ვიქ­ტორიან­უ­ლი ეს­თე­ტი­კის კა­ნონ­მ­დებ­ლის, ჯონ რას­კი­ნის წიგ­ნებ­ზე “არ­ქი­ტექ­ტუ­რის შვიდი მა­ნა­თო­ბე­ლი”(1849) და “ვე­ნე­ცი­ის ქვე­ბი”(1851), რომ­ლის უშ­უ­ა­ლო და­მოწ­მე­ბაც “ბერ­ბან­ქის” უკ­ა­ნას­კ­ნელ სტროფ­ში გვხვდე­ბა. ყვე­ლა ამ რე­მი­ნის­ცენ­ცი­ა­თა რთუ­ლი გა­დახ­ლართვით ელ­ი­ო­ტი კი­დევ ერთხელ, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხით წარ­მო­ა­ჩენს ლექ­სის ორ უმნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს, მთე­ლი მი­სი პო­ე­ტუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სათ­ვის გან­მ­საზ­ღ­ვ­რელ ას­ო­ციაცი­ურ სიმ­ბო­ლურ ხატს – “ვე­ნე­ცი­ა­სა” და “კარ­ნა­ვალს”.

© “არილი”

Facebook Comments Box