პოეზია

თი­ნი­კო ხუ­ტუ­რი­ძე


­ბურთი და თა­ვი


­­ნაწილი I

მე ავ­­ღე

რე­ზი­ნის ბურ­თი და გავ­ტყორ­­ნე

შორს. ფე­ხე­ბის ქვეშ კი მი­დი­­და

მდი­ნა­რე

და ჩემს აკ­ან­კა­ლე­ბულ ან­­რეკლს

ამშ­ვი­დებ­­ნენ თხე­ლი თევ­ზე­ბი.

ქარ­­ნის მი­ლებ­ზე

შე­მომ­­­და­რი ბი­ჭე­ბი აფ­ურ­თხებ­­ნენ

მდი­ნა­რე­ში დაგ­რო­ვილ სპაზ­მებს.

ნაგ­ვის გრო­ვა­ში თეთ­რი ხო­ჭო­­ბი

მი­ას­ვე­ნებ­­ნენ შვი­ლებს

და გა­მოხ­რულ ძვლებ­ში მარ­ხავ­­ნენ.

მე ავ­­ღე

რე­ზი­ნის ბურ­თი და გა­და­ვუგ­დე

იქ­ვე მდგარ მო­ხუცს. რომ­ლის

უზ­არ­მა­ზა­რი თა­ვი ჰგავ­და

მზეს. და

ბურ­თი და­იწ­ვა. მი­მო­ვი­ხე­დე და

ვე­რა­ფე­რიც ვე­ღარ ავ­­ღე. ვე­რა­ფე­რიც

ვე­ღარ გა­და­ვუგ­დე ვე­რა­ვის ვერ­სად.

შორს

ქარ­­ნის მი­ლე­ბი აფ­ურ­თხებ­­ნენ

ცივ მდი­ნა­რე­ში და ქუ­ჩა­ში

ბავ­­ვე­ბი თა­მა­შობ­­ნენ

ბურ­თით.

ჩემს აკ­ან­კა­ლე­ბულ ან­­რეკლს

გა­დავ­­ვიე ხე­ლი და ვუ­ჩურ­ჩუ­ლე

ყელ­ში

სხვი­სი სიმ­­ვი­დე.

ნა­წი­ლი II

მე ვი­წე­ქი

გა­ტე­ხი­ლი ბეჭ­დის გვერ­დით და მი­სი

თვა­ლი

მი­ნა­თებ­და მუხ­ლის­თა­ვებს.

მრგვალ მინ­დორ­ში მუ­შე­ბი თე­სავ­­ნენ

მზე­ებს და გა­ზაფხულ­ზე ბა­რავ­­ნენ

გულ­მოდ­გი­ნედ.

სხვა მზე­­ბი ცა­ში ბჭობ­­ნენ იმ­­ზე

თუ რო­გორ ამ­­ეთხა­რათ

ძმე­ბი მზე­­ბი.

გულ­მოდ­გი­ნე მუ­შე­ბი კი შუბ­ლი­დან

ხე­ლის ზურ­გით იწ­მენ­­­ნენ ოფლს

და ჩა­ლის ქუ­დებს კი­დებ­­ნენ

ხე­ებ­ზე.

მე ვი­წე­ქი

ზურ­­ზე და ნა­გა­საკ­ში გაბ­ნე­­ლი

ატ­­მუ­რი ბომ­ბე­ბის კვამ­ლი მი­კენ­კავ­და

ფილ­­ვებს

რომ­ლე­ბიც მეწყო მი­წა­ზე ხე­ლებ­თან

ერ­თად.

ბავ­­ვებს მზის ყა­ნა­ში გა­და­­ვარ­დათ

ბურ­თი და გა­დაწყ­ვი­ტეს გაქ­ცე­ვა იქ

სა­დაც არ იქ­ნე­ბო­და ყა­ნე­ბი და

მუ­შე­ბი

გა­­ბე­რავ­­ნენ მზის­ხე­ლა ბურ­თებს.

ნა­წი­ლი III

მე არ ვი­წე­ქი

მი­წა­ზე. არც ბა­ლახ­ზე და სა­ერ­თოდ

ვე­კი­დე სა­რეცხის თოკ­ზე თავ­და­ყი­რა –

მზე­ზე ვშრე­ბო­დი.

ხე­ლე­ბი­დან კი ვწვე­თავ­დი წყალს.

ჩქარ მდი­ნა­რე­ში ჩან­და ცა.

კი­დევ ხი­დი. კი­დევ თვით­­­რი­ნა­ვი

რო­მელ­საც ნა­გა­საკ­ში

მიჰ­ქონ­და ბომ­ბე­ბი

და პი­ლო­ტებს ეკ­­თათ მზის სათ­ვა­ლე.

აი ეს ჩან­და მდი­ნა­რე­ში

კი­დევ.

მე არც ვი­ჯე­ქი. არც ვი­წე­ქი ბა­ლახ­ზე

თუნ­დაც

მი­წა­ზე –

ვჩან­დი გაღ­მა

იქ მინ­დორ­ში იაპ­­ნელ ბავ­­ვებს

ვუკ­რე­ფავ­დი ბურ­თებს და ეს­ეც ჩან­და

მდი­ნა­რე­ში კი­დევ.

სხვა არ­­ფე­რი. სხვა არ­­ფე­რი

არ იყო ირგ­­ლივ.

­მკვდარი თოვ­ლი

არ იცი რა ხდე­ბა ჩემს

გა­რეთ. და­ხუ­რე კა­რი.

სი­ნათ­ლე გაქ­რა მზე­ნაკ­რა­ვი თხე­ლი

თოვ­ლი­ვით.

ამ­­ტო­მაც ხე­ლის­ცე­ცე­ბით მო­ძებ­ნე რა­მე

ჩა­მო­ჯე­ქი სულ ერ­თი წუ­თით

ვიდ­რე სა­მო­ვა­რი წა­მო­დუღ­დე­ბო­დეს

კა­რა­ქა­რე­ულ თაფ­ლი­ან პურ­ზე

და­ვატყობ­დე უკ­­ნას­­ნელ ნაკ­ბი­ლა­რებს და

უხ­ვად შეყ­რილ კა­ბის ნა­­ჭებს შე­ვის­წო­რებ­დე.

მე­რე ერ­თად გა­ვი­დეთ გა­რეთ

სა­დაც ყო­ჩაღ­მა მა­მა­ჩემ­მა და­ბა­რა

მი­წა.

შა­ვი მი­წა და­­ფა­რა ნორ­ჩი ფუტ­­რე­ბით

იმ­ის გა­რეთ კი ამ­­ქო­ლეს მა­ღა­ლი კა­რი.

ჩვენ დავ­­ჩით შიგ­ნით –

მოგ­ვატყუ­ეს უს­­ნათ­ლო თეთ­­მა

ხე­ლებ­მა

ამ სა­მო­ვარ­საც წა­ექ­ცა ფე­ხი –

მე­ურ­მე­­ბი კე­თილ ხა­რებს უქ­ნე­ვენ შოლ­ტებს

იმ­ათ ყვი­რილ­მა შე­არ­ხია

ჩემს მუხ­ლებ­ზე და­ფე­ნი­ლი კა­ბის ნა­­ჭი.

ჩვენ დავ­­ჩით შიგ­ნით –

მე და­ვი­ნა­ხე

რო­გორ ას­წია მა­მა­ჩემ­მა დაღ­ლი­ლი თა­ვი.

შენც ხომ შე­ხე­დე

ჩემს მხრებს იქ­ით მზემ მოკ­ლა თოვ­ლი

და გა­მარ­­ვე­ბის ნიშ­ნად შეჰ­კივ­ლა.

და­ხუ­რე კა­რი.

შენ არ იც­­დი რა ხდე­ბო­და

ჩემს იქ­ით. გა­რეთ.

შენ გინ­და რომ დამ­­ლი­ჯონ ძაღ­ლებ­მა

ცო­ფი­ან­მა ძაღ­ლებ­მა ჩა­მოგ­ლი­ჯონ ფარ­და

ჩე­მი ფან­­რის

რომ­ლის მიღ­მაც გამ­­ლე­ლე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე.

თა­ვებს ვთლი და

ჭერ­ში ვაწყობ.

იმ­ათ ფე­ხებ­ზე და­ბე­რი­ლი ძარ­­ვე­ბი

მა­მუნ­ჯე­ბენ –

თმე­ბი მცვი­ვა.

თმე­ბი ორ­მო­ში.

შა­ვი კა­ტე­ბი კნა­ვი­ან თვა­ლებ­თან.

არა. ფე­რი

(ც) არ იცვ­ლე­ბა –

აი ხე­ლე­ბი: თი­თე­ბი არ­ას­წო­რია და

დე­და­ბე­რი ჯოხს მი­კა­კუ­ნებს თავ­ში

მე­ზობ­ლის ქა­ლე­ბი კი წვე­ლი­ან თბილ ძრო­ხებს.

ფე­რე­ბი და­მექ­ცა პე­ნი­ცი­ლი­ნის ბოთ­ლი­დან

მინ­დორ­ში ამ­­ტო­მაც გა­ჩე­ხეს ზვი­ნე­ბი და

აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ნაძ­ვე­ბი

სა­ხე­ში მირ­ტყა­მენ ფეს­ვებს.

ერ­თი თბი­ლი ძრო­ხა

უკ­ვე დაკ­ლეს კა­ცებ­მა.

ალ­ბათ შე­ჭა­მენ

არა ფე­რი (ც) –

დაჭ­რი­ან და ჩა­უშ­ვე­ბენ ორ­მო­ში.

შენ კი გინ­და რომ დამ­­ლი­ჯონ ძაღ­ლებ­მა

ცო­ფი­ან­მა ძაღ­ლებ­მა ჩა­მოგ­ლი­ჯონ

იმ­ათ ფე­ხებ­ზე და­ბე­რი­ლი ძარ­­ვე­ბი.

© ”არილი”

Facebook Comments Box