ესე (თარგმანი)

იან მაკიუენი – მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი, შემ­დეგ კი – სიკ­ვ­დი­ლი


ემ­ო­ცი­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბით გან­ვიც­დით ხოლ­მე. ელ­დას, ჩვე­უ­ლებ­რივ, მწუ­ხა­რე­ბა მოს­დევს და ეს გრძნო­ბა უფ­რო ად­ვი­ლად ას­ა­ტა­ნია, თუ მას სხვე­ბიც იზ­ი­ა­რე­ბენ.

თავ­და­პირ­ველ­მა ვი­ზუ­ა­ლურ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბამ – დი­დე­ბუ­ლი ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბის ავ­ბე­დით­მა ჩა­მონ­გ­რე­ვამ – ყვე­ლა­ნი გაგ­ვა­ოგ­ნა. ოთხ­შა­ბათს კი კი­დევ უფ­რო შეგ­ვ­ზა­რა ახ­ალ­მა ვი­დე­ო­კად­რებ­მა: პირ­ვე­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის მი­ერ ცა­თამ­ბ­ჯე­ნის კედ­ლის გა­პო­ბამ, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი ორი ად­ა­მი­ა­ნის გად­მოხ­ტო­მამ ზე­და სარ­თუ­ლი­დან, კი­დევ ერთ­მა უც­ნა­ურ­მა ფი­გუ­რამ, რო­მე­ლიც ხელ­გაწ­ვ­დი­ლი მი­ე­ქა­ნე­ბო­და მი­წის­კენ (ქოლ­გის გა­მო­ყე­ნე­ბა ხომ არ სურ­და პა­რა­შუ­ტის სა­ხით?), მაშ­ვე­ლებ­მა, ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ლო­დე­ბის გი­გან­ტურ გრო­ვა­ზე რომ და­ცო­ცავ­დ­ნენ.
აფ­ო­რი­ა­ქე­ბულ­ნი, გულს ლა­პა­რა­კით ვი­ო­ხებ­დით. გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვქა­ქა­ნებ­დით ტე­ლე­ფო­ნით, იმ­ე­ი­ლით ან პი­რის­პირ. ვი­ცო­დით, რომ წინ უფ­რო დი­დი გან­საც­დე­ლი გვე­ლო­და, მაგ­რამ ამ­ას სრუ­ლად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით.
ეს გან­საც­დე­ლი, რა თქმა უნ­და, პი­რა­დუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა გახ­ლ­დათ. ხუთ­შა­ბათს ჩემს ნაც­ნობ-მე­გობ­რებს უილ­ა­ჯო­ბა და სა­სო­წარ­კ­ვე­თა და­ეტყოთ. იგ­ი­ვე გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ტე­ლე და რა­დი­ო­კო­მენ­ტა­ტორ­თა ხმა­ში. ად­ა­მი­ა­ნე­ბი დეპ­რე­სი­ამ მო­იც­ვა.
სა­ნა­ხა­ო­ბა დამ­თავ­რ­და. ახ­ლა უკ­ვე და­ღუ­პულ­თა ხმებს ვუს­მენ­დით და ვხვდე­ბო­დით, რომ ყო­ვე­ლი ცალ­კე­უ­ლი სიკ­ვ­დი­ლი, თა­ვის­თა­ვად, აფ­ეთ­ქე­ბაა, რო­მე­ლიც ან­ად­გუ­რებს და­ღუ­პუ­ლის ახ­ლობ­ლებს. სწო­რედ იმ დღე­ებ­ში გა­ვი­გე­ნით ად­ა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის ფა­სი.
შემ­ზა­რა­ვი იყო და­ღუ­პულ­თა ნა­თე­სა­ვე­ბის ხილ­ვა. ის­ი­ნი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­თან იყ­რიდ­ნენ თავს ან, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით ხელ­ში, ქუ­ჩებ­ში და­ე­ხე­ტე­ბოდ­ნენ. ეს გვახ­სე­ნებ­და ომ­ე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის თან­მ­დევ ტრა­გე­დი­ებს. ამ­ას­თან, მან­ჰე­ტე­ნი, მსოფ­ლი­ოს ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლა­ქი, ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი იყო.
ად­ა­მი­ან­თა ყო­ველ­დ­ღი­უ­რი ყო­ფის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და, თუ ძალ­გ­ვიძს, მას სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნას­კ­ნელ მო­მენ­ტებ­შიც ვი­ყე­ნებთ. ხუთ­შა­ბათს ვუს­მენ­დით, რას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ცა­თამ­ბ­ჯე­ნებ­ში მყოფ­ნი თა­ვი­ანთ ახ­ლობ­ლებს და გაგ­ვა­ო­ცა იმ­ან, რომ ის­ი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იქ­ცე­ოდ­ნენ. ახ­ალ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ამ კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ად­ა­მი­ა­ნის მა­რა­დი­უ­ლი, უცვ­ლე­ლი არ­სი.
სან-ფრან­ცის­კო­ში მყოფ მა­მა­კაცს ეძ­ი­ნა და ვერ გა­ი­გო­ნა ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი, ამ დროს კი მას ცო­ლი ურ­ე­კავ­და მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რი­დან. ქალ­მა თა­ვის მე­უღ­ლეს ბო­ლო შეტყო­ბი­ნე­ბა და­უ­ტო­ვა ავ­ტო­მო­პა­სუ­ხე­ზე. ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ, რო­გორ ის­მენ­და ეს მა­მა­კა­ცი ცო­ლის უკ­ა­ნას­კ­ნელ სიტყ­ვებს. ქა­ლი ტი­რი­ლით ამ­ბობ­და, საშ­ვე­ლი არ­სად ჩანს, ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს და კი­ბით ჩას­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლიაო. მან წარ­მოთ­ქ­ვა სა­მი სიტყ­ვა, რომ­ლე­ბიც ვერ გა­ა­უ­ფა­სუ­რა ვერც მდა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რამ და ვერც უხ­ამ­ს­მა სიმ­ღე­რებ­მა თუ ფილ­მებ­მა. ეს სიტყ­ვე­ბი იყო: მე შენ მიყ­ვარ­ხარ.
ქალ­მა ეს მა­ნამ იმ­ე­ო­რა, სა­ნამ სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი შეწყ­დე­ბო­და. ამ­ა­ვეს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ ახ­ლობ­ლებს გა­ტა­ცე­ბულ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებ­სა და ცეცხ­ლ­მო­დე­ბულ შე­ნო­ბებ­ში მყო­ფი ად­ა­მი­ა­ნე­ბი. მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი, შემ­დეგ კი – სიკ­ვ­დი­ლი. მკვლე­ლებს მათ სიყ­ვა­რუ­ლი და­უ­პი­რის­პი­რეს.
კა­ცობ­რი­ო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის – ჰენ­რი ჯე­იმ­სის, ნელ­სო­ნის, გო­ე­თეს – უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ წარ­მოთ­ქ­ვეს სიკ­ვ­დი­ლის წინ. მათ­ში იგრ­ძ­ნო­ბა შე­რი­გე­ბა სიკ­ვ­დილ­თან, ზოგ­ჯერ კი – არ­აჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხნე­ო­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა. ამ­ას­თან, ცა­თამ­ბ­ჯე­ნებ­სა და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებ­ში მყო­ფი ად­ა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვის ტე­ლე­ფო­ნით ნათ­ქ­ვა­მი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლია.
ის­ი­ნი გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დით, კა­ტას­ტ­რო­ფის ად­გი­ლას რომ აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით და ახ­ლა ვი­ცით, რას ვიტყო­დით იმ მო­მენ­ტ­ში.
ჩვე­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და იმ სა­ში­ნელ მოვ­ლე­ნებ­ში. უბ­რა­ლოდ, ვუ­ყუ­რებ­დით ტე­ლე­ვი­ზორს, ვკითხუ­ლობ­დით გა­ზე­თებს, ვუს­მენ­დით რა­დი­ოს. გარ­კ­ვე­უ­ლად, ნუ­გეშს გვგვრი­და გა­მოც­დი­ლი ან­ა­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გა­მოს­ვ­ლე­ბი, ხო­ლო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყბა­და­ღე­ბულ­მა პრო­ფე­სი­ამ კვლავ და­იბ­რუ­ნა თა­ვი­სი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ამ ერ­ოვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის მო­მენ­ტ­ში.
ჩე­მი აზ­რით, იმ დღე­ებ­ში არ­ა­ვინ ფიქ­რობ­და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გი­ის ან საბ­რ­ძო­ლო ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნე­ბის ოპ­ე­რა­ტი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ის ნაც­ვ­ლად, მხო­ლოდ ნა­ნა­ხის გა­მო ვდარ­დობ­დით და უიმ­ე­დო ფან­ტა­ზი­ებს ვეძ­ლე­ო­დით. ამ­ე­რი­კელ­თა უმ­ე­ტეს­მა ნა­წილ­მა შემ­დ­გომ­შიც ვერ და­აღ­წია თა­ვი შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ფიქ­რებს. გა­მუდ­მე­ბით ვფიქ­რობ­დით მომ­ხ­დარ კა­ტას­ტ­რო­ფა­ზე.
სწო­რედ ესაა სიბ­რა­ლუ­ლი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის არ­სი: ღა­მით, რო­ცა ძი­ლი არ გე­კა­რე­ბა, ხე­დავ, ში­შის­გან რო­გორ ეკვ­რი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ტუ­ა­ლე­ტის იატ­აკს და ჩურ­ჩუ­ლით გა­დას­ცემ უკ­ა­ნას­კ­ნელ შეტყო­ბი­ნე­ბას საყ­ვა­რელ არ­სე­ბას. და ესაა თქვე­ნი ყვე­ლა­ზე არ­სე­ბი­თი სათ­ქ­მე­ლი. უნ­და იჩ­ქა­როთ, სა­ნამ მა­ვა­ნი ბრიყ­ვი (რო­მე­ლიც სა­მოთხე­ში თა­ვი­სი ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბას ესწ­რაფ­ვის), კარს შე­მო­ან­გ­რევს, ხელს ჩა­გავ­ლებთ და გიბ­რ­ძა­ნებთ, სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­დეთ. აი, სა­ვარ­ძ­ლის ღვე­დე­ბი. აი, ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­საც კითხუ­ლობ­დით, სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­იწყე­ბო­და.
ამ დე­ტა­ლე­ბის ბა­ნა­ლუ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­გა­ო­ცოთ. თუ პა­ნი­კის­გან თავ­გ­ზა არა გაქვთ აბ­ნე­უ­ლი, ჩა­ე­ჭი­დე­ბით იმ­ე­დის ნა­პერ­წ­კალს და ივ­ა­რა­უ­დებთ, რომ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის მარ­ჯ­ვე კა­პი­ტა­ნი იატ­ა­კი­დან ად­გე­ბა, ხმას ამ­ო­ი­ღებს და ყო­ვე­ლი­ვე მოგ­ვარ­დე­ბა…
ბან­დი­ტებს მგზავ­რე­ბის აზ­რე­ბი­სა და გან­ც­დე­ბის წვდო­მა რომ შე­ეძ­ლოთ, თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას შეწყ­ვეტ­დ­ნენ. ძნე­ლია სი­სას­ტი­კის გა­მო­ჩე­ნა, თუ ხვდე­ბი, რა ხდე­ბა შე­ნი მსხვერ­პ­ლის სულ­ში. ჰუ­მა­ნუ­რო­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მოდ­გე­ნა სხვა ად­ა­მი­ა­ნის ად­გი­ლას. ეს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­სა და ზნე­ობ­რი­ო­ბის ქვა­კუთხე­დია.
ბან­დი­ტებს სჩვე­ვი­ათ ფა­ნა­ტი­კუ­რი, ურ­ყე­ვი რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნა და სი­ძულ­ვი­ლი სხვა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის ად­ა­მი­ან­თა მი­მართ, რაც თრგუ­ნავს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ინს­ტინქტს. მათ ერთ-ერთ და­ნა­შა­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს წარ­მო­სახ­ვის უქ­ონ­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მსხვერპლთ, ის­ი­ნი, ალ­ბათ, ვერც კი ხვდე­ბოდ­ნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი აღ­ი­ა­რე­ბე­ბი მა­თი სი­მა­მა­ცის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო!

2001, 15 სექ­ტემ­ბე­რი

© “არილი”

Facebook Comments Box