ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  რეცენზია

იკიგაი – წიგნი თქვენი ჰარმონიული ცხოვრებისთვის

ყვე­ლას სურს, ხან­გრძლი­ვი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის, რო­გორ მი­აღ­წი­ოს ამას. არა­ერთ ფი­ლო­სო­ფოსს თუ სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს უმუ­შა­ვია ამ სა­კი­თხზე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია. მათ შო­რის ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კი ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის ია­პო­ნუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა – იკი­გა­ია.

იკი­გაი უძ­ვე­ლეს ია­პო­ნუ­რი იდე­ო­ლო­გი­აა, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია ია­პო­ნე­ლი ხალ­ხის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. იკი­გაი ორი ია­პო­ნუ­რი სი­ტყვის კომ­ბი­ნა­ცი­აა: „იკი“, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლედ ითარ­გმნე­ბა და „გაი“, რო­მე­ლიც რა­ი­მეს ღი­რე­ბუ­ლე­ბის, მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გა­სას­მე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იკი­გაი მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, რაც ცხოვ­რე­ბას მიზ­ნის პოვ­ნის გზით მა­ტებს სი­ხა­რულს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, იკი­გაი ისაა, რის გა­მოც ყო­ველ დი­ლით იღ­ვი­ძებ და რაც ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მი­ზეზს გაძ­ლევს.

იკი­გა­ის იდე­ო­ლო­გი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მის­დევს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და შე­დეგ­საც აღ­წე­ვენ. ის ოთხ მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს: მი­სი­ას, მო­წო­დე­ბას, პრო­ფე­სი­ას და გა­ტა­ცე­ბას. სწო­რედ ამ ოთხე­უ­ლის ერ­თმა­ნეთ­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ით იპო­ვით სა­კუ­თარ თავ­ში იკი­გა­ის.

ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა სურთ, იკი­გა­ის იდე­ო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი არ­სე­ბობს. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია ჰექ­ტორ გარ­სი­ა­სა და ფრან­სესკ მი­რა­ლე­სის „იკი­გაი – ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო“, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ თარ­გმნა.

„იკი­გა­ის აღ­მო­ჩე­ნა თქვენს გამ­ბე­და­ო­ბას მო­ი­თხოვს, მის ძი­ე­ბა­ში კი ეს წიგ­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ. გა­ეც­ნო­ბით მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო თე­რა­პი­ულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ახ­ლე­ბუ­რად და­გა­ნახ­ვებთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და გას­წავ­ლით სტრე­სის მარ­თვის სტრა­ტე­გი­ებს. ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს კი თა­ვად სუ­პერ­ხან­დაზ­მუ­ლე­ბი გა­გან­დო­ბენ. გა­ი­გებთ, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია მარ­ცხით გაძ­ლი­ე­რე­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბად გა­დაქ­ცე­ვა. ეს წიგ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ მო­ი­ცავს რო­გორც გო­ნებ­რივ, ისე ფი­ზი­კურ სა­ვარ­ჯი­შო­ებს და ჯან­სა­ღი კვე­ბის წე­სებს. თა­ვად შეძ­ლებთ იპო­ვოთ თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­სურ­ვე­ლი ვარ­ჯი­ში. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი და­გეხ­მა­რე­ბათ თქვე­ნი იკი­გა­ის აღ­მო­ჩე­ნა­ში, რო­მე­ლიც მდგო­მა­რე­ო­ბაა აქ და ახლა, ჰარ­მო­ნი­აა სა­კუ­თარ თავ­სა და გარე სამ­ყა­როს­თან,“ – ასე ახა­სი­ა­თებს გა­მო­ცე­მას მისი მთარ­გმნე­ლი ანა ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი.

ჰექ­ტორ გარ­სი­ა­სა და ფრან­სესკ მი­რა­ლე­სის „იკი­გაი – ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო“ მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია. იკი­გა­ის შე­სა­ხებ გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­გა­მო­ცე­მე­ბი ხში­რად წე­რენ.

ჰექ­ტორ გარ­სი­ა­სა და ფრან­სესკ მი­რა­ლე­სის „იკი­გაი – ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო“ მკი­თხვე­ლის­თვის უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

13 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რი ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი ეწ­ვე­ვა, რომ­ლის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის ია­პო­ნუ­რი სა­ი­დუმ­ლო „იკი­გაი“ ბესტსე­ლე­რად იქცა. 14 ივ­ნისს ავ­ტო­რი თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო „ბილტმორ­ში“ მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს.

ბი­ლე­თის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ბმულს

© არილი

Facebook Comments Box