ლექცია

იორგოს სეფერისი – ახალბერძნული ტრადიციის სამანე­ბი

seferis

შვე­დე­თის აკ­ა­დე­მი­ა­ში, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის გა­და­ცე­მი­სას წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა

­­(1963, 11 დეკემბე­რი)

­­­­­­­­­­ინგლისურიდან თარგმნა დუდა ხაზარა­ძემ

…ჩვე­ნი ენ­ობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი იმ დრო­ის პირ­მ­შოა, რო­ცა ატ­ი­კუ­რი შე­დევ­რე­ბით მო­ნუს­ხულ­მა ალ­ექ­სან­დ­რი­ელ­მა ფი­ლოლ­გებ­მა წე­რის მკაც­რი წე­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და­იწყეს, ანუ სხვა სიტყ­ვე­ბით, პუ­რიზმს და­უ­დეს სა­თა­ვე და და­ი­ვიწყეს, რომ ენა ცოცხა­ლი, მზარ­დი ორ­გა­ნიზ­მია. ას­ეთ “მოძღ­ვარ­თა” რჩე­ვებ­მა იმ­დე­ნად დი­დი გავ­ლე­ნა იქ­ო­ნი­ეს, რომ პუ­რის­ტე­ბის ახ­ალ-ახ­ა­ლი თა­ო­ბა შვეს და ის­ი­ნი დღე­საც ბევ­რ­ნი არ­ი­ან. ეს ად­ა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ერთ-ერთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ბერ­ძ­ნუ­ლი ენ­ი­სა და ტრა­დი­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მე­ო­რე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა – რო­მელ­საც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­დე­ბით უყ­უ­რებ­დ­ნენ – ხალ­ხუ­რი, ზე­პი­რი ტრა­დი­ციაა. მახ­სოვს, რო­გორ გა­მა­ოგ­ნა II სა­უ­კუ­ნის პა­პი­რუს­მა – ვი­ღაც მეზ­ღ­ვა­უ­რის მი­ერ მა­მი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ­მა წე­რილ­მა. ენ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბით გა­ო­ცე­ბულს გუ­ლი დამ­წყ­და, რომ ად­ა­მი­ა­ნურ გრძნო­ბა­თა მთე­ლი სიმ­დიდ­რე სა­უ­უ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლე­ბის ქვეშ იყო და­ფა­რუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ხა­რე­ბაც სა­ხალ­ხო ენ­ი­თაა ჩა­წე­რი­ლი. მო­ცი­ქუ­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, რა­თა ად­ვი­ლად გა­ეკ­ვ­ლი­ათ გზა მა­თი გუ­ლე­ბის­კენ და ამ­ი­ტო­მაც ორ­მა­გად გულ­და­საწყ­ვე­ტია, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნელ წინ­და­უ­ხე­და­ვო­ბას იჩ­ე­ნენ: გა­ვიხ­სე­ნოთ ათ­ენ­ში, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­ცა უფ­ლის სიტყ­ვა­თა თარ­გ­მ­ნას კრძა­ლავ­დ­ნენ, მო­ითხოვ­დ­ნენ, რომ სა­ხა­რე­ბა არ ეთ­არ­გ­მ­ნათ თა­ნა­მედ­რო­ვე ენ­ა­ზე.

თუმ­ცა მო­დით, ნუ გა­ვუს­წ­რებთ მოვ­ლე­ნებს. ეს ორი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ლა­მის ბი­ზან­ტი­ის და­ცე­მამ­დე ერთ­მა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბობ­და. მეც­ნი­ე­რე­ბი თა­ვი­ანთ ნა­წერს რთუ­ლი რი­ტო­რი­კუ­ლი ფი­გუ­რე­ბით ამ­კობ­დ­ნენ, მდა­ბი­ო­ნი კი სწავ­ლულ­თა მი­მართ მო­წი­წე­ბის მი­უ­ხედ­ვად, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი მა­ნე­რის ერთ­გუ­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ. არ შე­ვეც­დე­ბი ვამ­ტ­კი­ცო, რომ ეს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი ბი­ზან­ტი­ა­ში არ­ას­დ­როს და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლან. ას­ე­თი ტენ­დენ­ცია პა­ლე­ო­ლოგ­თა მმარ­თ­ვე­ლო­ბის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი პე­რი­ო­დის ფრეს­კებ­სა და მო­ზა­ი­კებ­ში იგრ­ძ­ნო­ბა. მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ­პე­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა და პრო­ვინ­ცი­უ­ლი, სა­ხალ­ხო შე­მოქ­მე­დე­ბის შერ­წყ­მა სა­ოც­რად უწ­ყობ­და ხელს ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბას.

კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის და­ცე­მას წინ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი აგ­ო­ნია უძ­ღო­და. რო­ცა ბო­ლოს და ბო­ლოს, კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლი და­ე­ცა, ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მო­ნო­ბის ხა­ნაც და­იწყო. უამ­რა­ვი მეც­ნი­ე­რი კი, ვინც პო­ე­ტის სიტყ­ვით, “წი­ნა­პარ­თა ნეშ­ტით სავ­სე უზ­არ­მა­ზა­რი ურ­ნე­ბით იყვ­ნენ დამ­ძი­მე­ბულ­ნი”, და­სავ­ლე­თით გა­ე­მარ­თ­ნენ, რა­თა სა­თა­ვე და­ე­დოთ ახ­ა­ლი მოვ­ლე­ნის­თ­ვის, სა­ხე­ლად რე­ნე­სან­სი. თუმ­ცა – სა­უ­ბე­დუ­როდ, თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ – ჩვენ­მა ხალ­ხ­მა არ­ა­ფე­რი უწ­ყო­და აღ­ორ­ძი­ნე­ბი­სა (ამ სიტყ­ვის მკაც­რი გა­გე­ბით, გა­დას­ვ­ლა შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ახ­ა­ლი დრო­ე­ბის­კენ). მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კუნ­ძუ­ლი ჩა­ერ­თო ამ მოვ­ლე­ნებ­ში – უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი კრე­ტა, რო­მე­ლიც მა­შინ ვე­ნე­ცი­ე­ლებს ეპყ­რათ. და­ახ­ლო­ე­ბით XVI სა­უ­კუ­ნე­ში სწო­რედ იქ ჩა­ი­სა­ხა პო­ე­ზია და პო­ე­ტუ­რი თე­ატ­რი, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვ­ლად სა­ოც­რად ცოცხა­ლი, სა­ლა­პა­რა­კო ენა ედო. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ იმ­ა­ვე სა­უ­კუ­ნეს და­ემ­თხ­ვა კრე­ტუ­ლი ფერ­წე­რის აყ­ვა­ვე­ბა, რის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თა­დაც დი­ა­დი კრე­ტე­ლის, დო­მე­ნი­კოს თე­ო­ტო­კო­პუ­ლო­სის, ანუ ელ გრე­კოს შე­მოქ­მე­დე­ბა წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა.

1204 წელს ჯვა­როს­ნე­ბის მი­ერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­ტყ­მის შემ­დეგ კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლი უკ­ვე გან­წი­რუ­ლი იყო. იგი სულს ღა­ფავ­და, კრე­ტა კი პი­რი­ქით, ყვა­ო­და. ჩვენ ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, სევ­დი­თა და ერთ­გ­ვა­რი ღვთის­მო­სა­ო­ბით თა­ვი დავ­ხა­როთ იმ ხვედ­რის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ამ ბერ­ძ­ნულ კუნ­ძულს ერ­გო წი­ლად. მი­სი ბი­ნად­რე­ბი ხომ დი­დი მონ­დო­მე­ბით ამ­ზა­დებ­დ­ნენ ნი­ა­დაგს მო­მა­ვა­ლი გა­ნახ­ლე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ის­ტო­რი­ის ქარ­მა გა­ფან­ტა. ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ეტ კალ­ვო­სის სიტყ­ვე­ბი მახ­სენ­დე­ბა, გე­ნე­რალ ლა­ფა­ი­ეტს რომ მის­წე­რა: “დავ­რ­ჩით ღმერ­თის და ჩვე­ნი უიმ­ე­დო­ბის ამ­ა­რა”-ო.

და მა­ინც, კრე­ტუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის გავ­ლე­ნა XVII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბამ­დე იგრ­ძ­ნო­ბო­და, რო­ცა კრე­ტი­დან ლტოლ­ვილ­ნი იონ­ი­ის კუნ­ძუ­ლებს და სხვა მი­წებს მი­აწყ­დ­ნენ და თან “წა­მო­ი­ღეს” მეხ­სი­ე­რე­ბა­ში აღ­ბეჭ­დი­ლი ლექ­სე­ბი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად შე­ე­გუა ახ­ალ პი­რო­ბებს. კრე­ტულ­მა პო­ე­ზი­ამ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა კონ­ტი­ნენ­ტა­ლუ­რი სა­ბერ­ძ­ნე­თის სა­სიმ­ღე­რო ფოლ­კ­ლორ­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც ხალ­ხუ­რი თქმუ­ლე­ბე­ბი, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ში გა­და­დი­ო­და. ზო­გი­ერ­თი სიმ­ღე­რა (გარ­კ­ვე­უ­ლი ნიშ­ნით) წარ­მარ­თო­ბის ხა­ნას ეკ­უთ­ვ­ნის, ზო­გი კი ბი­ზან­ტი­ის ეპ­ო­ქას, თუმ­ცა, ის­ი­ნი მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იცვ­ლიდ­ნენ ფორ­მას. ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ ად­ა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შრო­მას­თან, სიკ­ვ­დილ­თან, სიყ­ვა­რულ­თან, ას­ე­ვე სი­ხა­რუ­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი ეპ­ო­ქებ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უძ­ვე­ლეს ად­ა­მი­ა­ნურ გრძნო­ბა­თა ასე ცოცხ­ლად გა­მო­ხატ­ვა კი უცვ­ლე­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის სა­ბუ­თად გა­მოდ­გე­ბა.

ბერ­ძ­ნუ­ლი პო­ე­ზი­ის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში არ­ა­ერ­თი სა­ყუ­რად­ღე­ბო პი­როვ­ნე­ბა მო­ი­ძებ­ნე­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­და­ტე­ხე­ბიც ხში­რია ხოლ­მე. მეზ­ღ­ვა­უ­რი, გლე­ხი და მე­ო­მა­რი ხალ­ხის პო­ე­ზი­ის­თ­ვის სა­თა­ვე თით­ქოს უხ­ე­ში და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო გრძნო­ბე­ბის მე­ხოტ­ბეს უნ­და და­ე­დო. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით კი გა­მო­ვი­და. ეს მი­სია სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ ლტოლ­ვით ან­თე­ბულ­მა ად­ა­მი­ან­მა იკ­ის­რა. დი­ო­ნი­სი­ოს სო­ლო­მო­სი კუნ­ძულ ძა­კინ­თოს­ზე და­ი­ბა­და. აქ­ვე და­ვა­ზუს­ტებ, რომ იმ დროს იონ­ი­უ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით წინ უსწ­რებ­დ­ნენ კონ­ტი­ნენ­ტურ სა­ბერ­ძ­ნეთს. სო­ლო­მი­სი იტ­ა­ლი­ა­ში სწავ­ლობ­და. იგი ევ­რო­პე­ლი იყო, სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერკ­ვე­ო­და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ის ყვე­ლა ნი­უ­ან­ს­ში. სო­ლო­მოსს შე­ეძ­ლო იტ­ა­ლი­ე­ლი პო­ე­ტიც გამ­ხ­და­რი­ყო. მის იტ­ა­ლი­ურ ლექ­სებს აუარ­ე­ბა თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მა­ინც მშობ­ლი­ურ ენ­ა­ზე წე­რა ამ­ჯო­ბი­ნა.

სო­ლო­მი­სი, რა თქმა უნ­და, იც­ნობ­და კრე­ტე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­ერ მო­ტა­ნილ პო­ე­ზი­ას. იგი ხალ­ხურ ენ­ას იც­ავ­და და პუ­რიზმს უპ­ი­რის­პირ­დე­ბო­და. თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ამ­ის თა­ო­ბა­ზე სო­ლო­მოს­მა წარ­მო­ად­გი­ნა ერთ ნაშ­რომ­ში, სა­ხე­ლად “პო­ე­ტი­სა და მეც­ნი­ე­რი პე­დან­ტის დი­ა­ლო­გი”. იგია ას­ე­ვე “თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჰიმ­ნის” ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც ჩვენს პირ­ველ ერ­ოვ­ნულ ჰიმ­ნად იქ­ცა. კი­დევ რამ­დე­ნი­მე მი­სი ლექ­სი იქ­ცა სიმ­ღე­რად, მთე­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე რომ მღე­რო­და ხალ­ხი, თუმ­ცა ამ­ით რო­დი გა­ნი­საზ­ღ­ვ­რე­ბა სო­ლო­მო­სის კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. მი­სი მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პო­ეტ­მა – რამ­დე­ნა­დაც ამ­ის სა­შუ­ა­ლე­ბას ეპ­ო­ქა აძ­ლევ­და – ბერ­ძ­ნუ­ლი ენ­ის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბი და­სა­ხა. ხალ­ხურ მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ სო­ლო­მოსს ეს სა­ე­რო ენა პო­ე­ზი­ის სი­მაღ­ლემ­დე აჰ­ყავ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ ეს უზ­არ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო ერთ ად­ა­მი­ანს ეკ­ის­რა. სო­ლო­მო­სის მთა­ვა­რი ქმნი­ლე­ბე­ბი­დან (რო­გორც, მა­გა­ლი­თად, პო­ე­მი­დან “თა­ვი­სუ­ფა­ლი ალ­ყა­შე­მორ­ტყ­მულ­ნი”, რო­მე­ლიც პო­ეტს მე­სო­ლონ­გის ალ­ყამ შთა­ა­გო­ნა) მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი დარ­ჩა, ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვი იმ ძვირ­ფა­სი ქვი­სა, რო­მე­ლიც პო­ეტ­თან ერ­თად და­ი­მარ­ხა. მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ამ დი­ა­დი სუ­ლის ტან­ჯ­ვა­თა შე­სა­ხებ, სუ­ლი­სა, რო­მე­ლიც მუ­დამ მშვილ­დის ლა­რი­ვით იყო და­ჭი­მუ­ლი. ბერ­ძენ მწე­რალ­თა მრა­ვალ­მა თა­ო­ბამ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ის­წავ­ლა ეს ფრაგ­მენ­ტე­ბი. სო­ლო­მი­სი 1857 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მხო­ლოდ 1927 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და მი­სი რო­მა­ნი “ძა­კინ­თო­სე­ლი ქა­ლი”, რო­მელ­მაც დიდ პო­ეტს დი­დი პრო­ზა­ი­კო­სის სა­ხე­ლიც მო­უ­ტა­ნა. ამ ბრწყინ­ვა­ლე პრო­ზამ მთლი­ა­ნად შეძ­რა ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა, რად­გა­ნაც ბე­დის წყა­ლო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სა­მოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ სო­ლო­მი­სი თა­ვის შო­რე­ულ შთა­მო­მა­ვალ­თა ტკი­ვი­ლებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. იგი გან­წი­რუ­ლი იყო, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ბერ­ძ­ნუ­ლი პო­ე­ზი­ის­თ­ვის.

* * *

სო­ლო­მო­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ანდ­რე­ოს კალ­ვო­სი ყვე­ლა­ზე მარ­ტო­სუ­ლი შე­მოქ­მე­დია მთელ ბერ­ძ­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ჩვე­ნამ­დე მის არც ერთ პორ­ტ­რეტს არ მო­უღ­წე­ვია. კალ­ვო­სი­სა და იტ­ა­ლი­ე­ლი პო­ე­ტის, უგო ფოს­კო­ლოს ხან­მოკ­ლე მე­გობ­რო­ბა გან­ხეთ­ქი­ლე­ბით დამ­თავ­რ­და. და­ი­ბა­და კუნ­ძულ ძა­კინ­თოს­ზე და მრა­ვა­ლი წე­ლი კორ­ფუ­ზე გა­ა­ტა­რა, ასე რომ, იგი პი­რა­დად არც იც­ნობ­და სო­ლო­მოსს. თხე­ლი წიგ­ნის ოც­და­ა­თი წლი­სამ რომ გა­მოს­ცა ავ­ტორ­მა, ოც­ამ­დე ოდ­ას მო­ი­ცავ­და – აი, სულ ეს არ­ის, რაც კალ­ვო­სის­გან დარ­ჩა. სიყ­მაწ­ვი­ლე­ში იგი ბევრს მოგ­ზა­უ­რობ­და: მო­ი­ა­რა იტ­ა­ლია, შვე­დე­თი და ინგ­ლი­სი.

ეს ამ­ა­ყი ად­ა­მი­ა­ნი XVIII სა­უ­კუ­ნის მა­ღა­ლი ზნე­ობ­რი­ვი იდ­ე­ა­ლე­ბით ცხოვ­რობ­და, ებრ­ძო­და ტი­რა­ნი­ას. კალ­ვო­სის შე­მოქ­მე­დე­ბას მი­სი სამ­შობ­ლოს დი­ა­დი და მო­წა­მე­ობ­რი­ვი ხვედ­რი ას­აზ­რ­დო­ებ­და. კალ­ვო­სის პო­ე­ზია იმ­ი­თაა გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი, რომ მის სულ­ში დე­დი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი (რო­მე­ლიც პო­ე­ტის ბავ­შ­ვო­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა) სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს შე­ერ­წყა. მი­სი ლექ­სე­ბის ენა ძალ­ზე და­მუხ­ტუ­ლია, რიტ­მი კი ცვა­ლე­ბა­დი, უს­წორ­მას­წო­რო. იგი კლა­სი­კის­კენ ილტ­ვო­და და არ მოს­წონ­და “კრე­ტუ­ლი სი­ლა­ბუ­რი ლექ­სის მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბა”, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი რამ შეს­ძი­ნა სო­ლო­მო­სის ლექსს. თუმ­ცა ის­იც უნ­და ითქ­ვას, რომ ცოცხა­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხე­ე­ბი თით­ქოს შიგ­ნი­დან ათ­ბობს მის პო­ე­ზი­ას.

კორ­ფუ­ზე მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გან­დე­გი­ლო­ბის შემ­დეგ (რო­მე­ლიც მან თვით­გა­ნათ­ლე­ბას მი­უძღ­ვ­ნა), კალ­ვო­სი სა­მუ­და­მოდ ტო­ვებს იონ­ი­ის კუნ­ძუ­ლებს და ინგ­ლის­ში გა­და­დის საცხოვ­რებ­ლად. ლონ­დონ­ში იგი მე­ო­რე­ჯერ და­ქორ­წინ­და და მა­ლე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გო­გო­ნა­თა პან­სი­ო­ნიც გახ­ს­ნა პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ­ში. იქ გა­ა­ტა­რა მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი თოთხ­მე­ტი წე­ლი, გაწყ­ვი­ტა ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი სა­ბერ­ძ­ნეთ­თან. მე წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა, მე­მოგ­ზა­უ­რა იმ მხა­რე­ში, სა­დაც იგი ცხოვ­რობ­და. ერთ­მა მო­ხუც­მა, ვინც კარ­გად იც­ო­და იქ­ა­უ­რი ის­ტო­რია, მი­ამ­ბო, რომ ოდ­ეს­ღაც იც­ნობ­და 80 წლის ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც ყმაწ­ვი­ლო­ბი­სას კალ­ვო­სის მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა. იგი უზ­არ­მა­ზა­რი პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნებ­და თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს.

* * *

კალ­ვო­სის შე­მოქ­მე­დე­ბა მა­ლე და­ი­ვიწყეს. ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ პი­რო­ბებს, სა­დაც წმინ­და მწიგ­ნობ­რუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი რი­ტო­რი­კა თა­რე­შობ­და. არ­ა­და, მა­შინ მთე­ლი ათ­ე­ნი მო­ეც­ვა ამ ტალ­ღას. კალ­ვო­სის პო­ე­ზია 1890 წელს ახ­ლი­დან აღ­მო­ა­ჩი­ნა კოს­ტას პა­ლა­მას­მა. იგი ზუს­ტად და­ემ­თხ­ვა ერ­ოვ­ნუ­ლი აღ­მავ­ლო­ბის ხა­ნას, რო­ცა ბერ­ძენ­მა ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბამ თა­ნა­მედ­რო­ვე ენ­ის გან­მ­ტ­კი­ცე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა წა­მო­იწყო. შე­საძ­ლოა ეს მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ბრძო­ლა ზედ­მე­ტი გაცხა­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­უ­ბა­რი ხომ მარ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რას არ ეხ­ე­ბო­და. ახ­ალ­გაზ­რ­დე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის­კენ ისწ­რაფ­ვოდ­ნენ, უარ­ყოფ­დ­ნენ სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის არ­სე­ბულ სის­ტე­მას, ის­ე­ვე რო­გორც ჩვენს სხვა ინს­ტი­ტუ­ცი­ებს, ანგ­რევ­დ­ნენ ყვე­ლა­ნა­ირ დოგ­მას. რა თქმა უნ­და, ის­ი­ნი უარს არ ამ­ბობ­დ­ნენ კლა­სი­კურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ცდი­ლობ­დ­ნენ ცოცხა­ლი ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ით შე­ევ­სოთ იგი: რას წარ­მო­ვად­გენთ ახ­ლა, ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში? აი, მა­თი მთა­ვა­რი კითხ­ვა. მოძ­რა­ო­ბა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ. იმ პე­რი­ოდ­ში­ვე გა­მო­ვი­და პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი ბერ­ძ­ნუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის შე­სა­ხებ.

კოს­ტას პა­ლა­მა­სი ამ მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი იყო. ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბი­სას მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა მის ერთ-ერთ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ას დავ­ს­წ­რე­ბო­დი. პა­ლა­მა­სი სწო­რედ ამ ლექ­ცი­ა­ზე ვნა­ხე პირ­ვე­ლად: ეს უღ­ო­ნო მო­ხუ­ცი გან­ც­ვიფ­რებ­და თა­ვი­სი უკ­ი­დე­გა­ნო მზე­რით, შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა სიღ­რ­მით და ჩახ­ლე­ჩი­ლი, ძალ­ზე ინ­ტო­ნი­რე­ბუ­ლი ხმით. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, პა­ლა­მა­სის ნა­წე­რე­ბი ათ­ე­უ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე გან­საზ­ღ­ვ­რავ­დ­ნენ სა­ბერ­ძ­ნე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას. იგი ყვე­ლა პო­ე­ტურ ჟან­რ­ში მუ­შა­ობ­და – ლი­რი­კულ­ში, ეპ­ი­კურ­ში, სა­ტი­რულ­ში და ამ­ას­თა­ნა­ვე გამ­ჭ­რი­ა­ხი კრი­ტი­კო­სიც იყო, შე­სა­ნიშ­ნა­ვად იც­ნობ­და უც­ხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რაც კი­დევ ერთხელ ამტ­კი­ცებს, რომ სა­ბერ­ძ­ნე­თი ყო­ველ­თ­ვის რჩე­ბო­და კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნად და პლა­ტო­ნი­დან და ჰე­რო­დო­ტე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­თ­ვის მო­ნა­წი­ლე­ობ­და მსოფ­ლი­ოს კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებ­ში – გან­სა­კუთ­რე­ბით კი თა­ვი­სი აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დებ­ში.

რა თქმა უნ­და, პა­ლა­მასს არ­ა­ერ­თი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ჰყავ­და, ხში­რად მიმ­ბაძ­ველ­თა შო­რი­საც. ეს ად­ა­მი­ა­ნი მძლავრ სტი­ქი­ად წარ­მო­მიდ­გე­ბა, ვი­სი ძალ­მო­სი­ლე­ბის წი­ნა­შეც ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ტი­კა ძა­ლას ჰკარ­გავს. თით­ქოს პუ­რიზ­მის ათ­ას­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვილ­მა ჩახ­შულ­მა ძა­ლამ ერთ­ბა­შად გა­არ­ღ­ვია ჯე­ბი­რე­ბი. დი­ახ, ამ ნა­კად­მა უხ­ვად მორ­წყა მზით გა­დამ­წ­ვა­რი დაბ­ლო­ბი, მაგ­რამ ნუ გვექ­ნე­ბა იმ­ის იმ­ე­დი, რომ აქ მხო­ლოდ ყვა­ვი­ლე­ბი გა­იზ­რ­დე­ბა. პა­ლა­მას­მა ღრმად შე­ის­წავ­ლა ჩვე­ნი ტრა­დი­ცია მთე­ლი თა­ვი­სი სი­სავ­სით – ან­ტი­კუ­რი, ბი­ზან­ტი­უ­რი თუ ახ­ა­ლი. მი­სი სუ­ლი მთელ და­ფა­რულ სამ­ყა­როს მო­ი­ცავ­და და მან ამ სამ­ყა­როს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა. შე­საძ­ლოა მი­სი სუ­ლის სამ­ყა­რო ზედ­მე­ტად ხვავ­რი­ე­ლი იყო, თუმ­ცა სწო­რედ პა­ლა­მა­სის ლტოლ­ვამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ უბ­იძ­გა 1943 წელს მის დაკ­რ­ძალ­ვა­ზე შეკ­რე­ბილ ხალხს, რა­თა ოკ­უ­პან­ტე­ბის მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ერთხ­მად ემ­ღე­რათ სა­კუ­თა­რი ერ­ოვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი – “ჰიმ­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბას”.

* * *

ას­ორ­მოც­და­თოთხ­მე­ტი ლექ­სი წარ­მო­ად­გენს კონ­ს­ტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სის შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­კ­ვი­დი­რე­ო­ბას; მის­თ­ვის ნი­მუშს სულ სხვა პო­ე­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით მათ­გან, ვინც პალ­მა­სის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქც­ნენ.

იგი ელ­ი­ნის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ის მიმ­დე­ვა­რი იყო, ტრა­დი­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც იმ დროს ასე ჰყვა­ო­და ეგ­ვიპ­ტე­ში, დღეს კი ჩვენ­თან თით­ქ­მის მთლი­ა­ნად მი­ვიწყე­ბუ­ლია და კა­ვა­ფის­მაც ხომ – რამ­დე­ნი­მე ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით – მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მშობ­ლი­ურ ალ­ექ­სან­დ­რი­ა­ში გა­ა­ტა­რა.

კა­ვა­ფი­სის შე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა თვით­შეზ­ღუდ­ვა­სა და ის­ტო­რი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ შეგ­რ­ძ­ნე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­ში იგი წარ­სულს კი არა, აწმ­ყოს ხე­დავ­და, მის დრა­მებ­სა და ტრა­გე­დი­ებს. მე კა­ვა­ფისს ჰო­მე­რო­სი­სე­ულ პრო­ტევსს შე­ვად­რი­დი, პრო­ტევსს ალ­ექ­სან­დ­რი­ის სა­ნა­პი­რო­დან, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბით შე­ეძ­ლო წარ­მ­დ­გა­რი­ყო მნახ­ვე­ლის წი­ნა­შე. სო­ლო­მო­სის­გან და პა­ლა­მა­სის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, იგი უეჭ­ვე­ლად აკ­ა­დე­მი­უ­რი ტრა­დი­ცი­ის მემ­კ­ვიდ­რედ უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. თუ­კი მა­თი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი და თქმუ­ლე­ბე­ბი იყო, კა­ვა­ფი­სი ამ­ჯო­ბი­ნებ­და პლუ­ტარ­ქეს­თ­ვის ან ან­ო­ნი­მუ­რი ქრო­ნოგ­რა­ფო­სე­ბის­თ­ვის მი­ე­მარ­თა, პტო­ლე­მა­ი­ო­სე­ბი­სა და სე­ლევ­კი­დე­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ან ან­ეკ­დო­ტე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. კა­ვა­ფი­სის პო­ე­ტუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბა მი­სი ოჯ­ა­ხის გავ­ლე­ნით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ის­ი­ნი კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლი­დან იყვ­ნენ გად­მო­სახ­ლე­ბულ­ნი. მის­მა ლექ­სებ­მა ალ­ექ­სან­დ­რი­ე­ლი ქუ­ჩე­ბის ცოცხა­ლი ხმე­ბიც გა­ი­თა­ვი­სა. იგი სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იყო.

კა­ვა­ფი­სის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლო­ბე­ლი იყო გარ­და­მა­ვა­ლი ეპ­ო­ქე­ბი, რო­ცა ყა­ლიბ­დე­ბო­და ზნე და რწმე­ნა. მი­სი ლექ­სე­ბის გმირ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ნა­ხევ­რად­ქ­რის­ტი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­წარ­მარ­თე­ბი არ­ი­ან, ან ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი უბ­ნე­ბი­სა და რა­ი­ო­ნე­ბის ბი­ნად­რე­ბი, “სი­რი­ელ-ბერ­ძენ-სო­მეხ-მი­დი­ე­ლე­ბი”, რო­გორც თა­ვად იგი იტ­ყო­და.

საკ­მა­რი­სია ცო­ტა­თი გავ­ში­ნა­ურ­დეთ მის პო­ე­ტურ სამ­ყა­რო­ში და მყის­ვე გაგ­ვიჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა: ეს წარ­სულ­ში ჩა­პირ­ქ­ვა­ვე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბაა, თუ პი­რი­ქით – ის­ტო­რი­ის ძლი­ე­რი შე­მოჭ­რა ჩვენს ყო­ველ­დ­ღი­უ­რო­ბა­ში? ამ ბუნ­დო­ვან სამ­ყა­როს პო­ეტ­მა სის­ხ­ლ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა მი­ა­ნი­ჭა. მის­მა მე­გო­ბარ­მა, ე.მ.ფორ­ს­ტერ­მა რო­გორ­ღაც გად­მომ­ცა კა­ვა­ფი­სის გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლი, რო­ცა პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა თა­ვი­სი ლექ­სე­ბი ინგ­ლი­სუ­რად, ფორ­ს­ტე­რის თარ­გ­მან­ში: “Butyouunderstand, mydearForster, youunderstand!” (“ე.ი. თქვენ მიხ­ვ­დით, ძვირ­ფა­სო ფორ­ს­ტერ, მიხ­ვ­დით!”).

მას შემ­დეგ კა­ვა­ფი­სი ბევ­რ­ჯერ თარ­გ­მ­ნეს სხვა­დას­ხ­ვა ენ­ა­ზე და აუარ­ე­ბა კო­მენ­ტა­რიც და­ურ­თეს. საკ­მა­რი­სია იალ­მარ გულ­ბერ­გი გა­ვიხ­სე­ნოთ, ჭეშ­მა­რი­ტი პო­ე­ტი და ღრმა ელ­ი­ნის­ტი, ვი­სი წყა­ლო­ბით კა­ვა­ფის­მა შვე­დუ­რა­დაც გა­იჟ­ღე­რა.

* * *

ზემ­მოთ­ქ­მუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სე­ბობს ბერ­ძ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის სფე­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეს­მით უც­ხო­ე­ლებს. მათ რიცხვს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ან­გე­ლოს სი­კე­ლი­ა­ნო­სი. მე კარ­გად ვიც­ნობ­დი ამ პო­ეტს. შე­უძ­ლე­ბე­ლია და­გა­ვიწყ­დეს მი­სი მჭე­ქა­რე ხმა თა­ვი­სი ლექ­სე­ბის კითხ­ვი­სას.სი­კე­ლი­ა­ნოს­ში უძ­ვე­ლე­სი ბარ­დის პომ­პე­ზუ­რო­ბა და გლე­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლო­ბა ერთ­მა­ნეთს ერწყ­მო­და. იგი ყვე­ლას უყ­ვარ­და. გლე­ხე­ბი მას მხო­ლოდ სა­ხე­ლით უხ­მობ­დ­ნენ, თა­ვი­სი­ა­ნად აღ­ი­ა­რებ­დ­ნენ. სი­კე­ლი­ა­ნო­სის პო­ე­ზი­ა­ში პარ­ნა­სუ­ლი მწყემ­სის მეტყ­ვე­ლე­ბა და ყო­ფა ად­ვი­ლად ეგ­უ­ე­ბო­და იმ წმინ­და, საკ­რა­ლურ სამ­ყა­როს, სა­დაც იგი სახ­ლობ­და.

სი­კე­ლი­ა­ნო­სი ღვთა­ებ­რი­ვი ძა­ლით იყო აღ­სავ­სე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და ღმერთს აპ­ო­ლონს უწ­ო­დებ­და, დი­ო­ნი­სეს თუ ქრის­ტეს. პო­ეტ­მა, რო­მე­ლიც ას­ე­თი ვნე­ბით მოგ­ვი­წო­დებ­და ად­ა­მი­ა­ნი­სა და სამ­ყა­როს გა­ნახ­ლე­ბი­სა­კენ, იმ­ავ­დ­რო­უ­ლად ას­ე­თი სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქ­ვა: “სიკ­ვ­დი­ლი – ერ­თა­დერ­თი ხერ­ხია”. სი­კე­ლი­ა­ნოსს ეს­მო­და, რომ სი­ცოცხ­ლე და სიკ­ვ­დი­ლი ერთ მთლი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, მედ­ლის ორ მხა­რეს. მე ყო­ველ­თ­ვის ვრწმუნ­დე­ბი მის სი­მარ­თ­ლე­ში, რო­ცა სა­ბერ­ძ­ნეთ­ში მი­წევს ხოლ­მე მოგ­ზა­უ­რო­ბა. სი­კე­ლი­ა­ნო­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე მძი­მედ იყო ავ­ად, მაგ­რამ ძა­ლა, რომ­ლი­თაც იგი იყო აღ­სავ­სე, სიკ­ვ­დი­ლამ­დე მას­თან დარ­ჩა. ერთხელ გუ­ლი წა­უ­ვი­და და რომ მო­ვა­სუ­ლი­ე­რეთ, მითხ­რა: “აბ­სო­ლუ­ტურ უკ­უნ­ში ვი­ყა­ვი და ას­ე­თი მშვე­ნი­ე­რე­ბა არ­ას­დ­როს მი­ნა­ხავს”-ო.

* * *

ჩე­მი მოკ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი ექს­კურ­სის და­სას­რულ მინ­და ვახ­სე­ნო მწე­რა­ლი, ვინც მუ­დამ მახ­სოვს. ეს ად­ა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე უიმ­ე­დო წუ­თებ­შიც კი გვერ­დ­ში მედ­გა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იგი გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს, ეს ად­ა­მი­ა­ნი არაა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი. მაგ­რამ წმინ­და აზ­რი ხომ ცხოვ­რე­ბის შე­ნა­კადს მო­ითხოვს, ის­ე­ვე რო­გორც მიც­ვა­ლე­ბულ­თა აჩრ­დი­ლებს ეს­ა­ჭი­რო­ე­ბათ ცოცხა­ლი სის­ხ­ლი, რა­თა ხმა გას­ცენ ოდ­ი­სევსს. მან წე­რა-კითხ­ვა ოც­დათხუთ­მე­ტი წლი­სამ ის­წავ­ლა, სპე­ცი­ა­ლუ­რად იმ­ი­სათ­ვის, რა­თა თა­ვი­სი მო­გო­ნე­ბე­ბი გად­მო­ე­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის ბრძო­ლის შე­სა­ხებ, იმ ომ­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც იგი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ მწე­რალს იოანე მაკ­რი­ა­ნი­სი ჰქვია. იგი შე­იძ­ლე­ბა ძველ­ბერ­ძ­ნულ ზე­თის­ხილს შე­ვა­და­როთ, რომ­ლის ყლორ­ტიც ბუ­ნებ­რივ სტი­ქი­ა­თა ზე­წო­ლის კვალს ინ­ა­ხავს – და სწო­რედ ამ­ი­ტო­მაც, იგი სიბ­რ­ძ­ნეს­თან გვა­ზი­ა­რებს. მაკ­რი­ა­ნი­სის შე­მოქ­მე­დე­ბა თით­ქოს ას­ე­ვე ინ­ა­ხავს დრო­თა ქა­რიშ­ხ­ლე­ბის კვალს, მრა­ვა­ლი თა­ო­ბის სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ან­ა­ბეჭდს.

იგი XVIII სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს და­ი­ბა­და კონ­ტი­ნენ­ტურ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, დელ­ფო­სის მახ­ლობ­ლად. მაკ­რი­ა­ნი­სი მოგ­ვიყ­ვა, რომ დე­დას წი­ნა­სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბი მა­შინ და­ეწყო, რო­ცა ფიჩხის შე­საგ­რო­ვებ­ლად იყო წა­სუ­ლი და იგი თურ­მე პირ­და­პირ ტყე­ში და­ბა­დე­ბუ­ლა.

ეს კა­ცი არ წერ­და ლექ­სებს, მაგ­რამ სიმ­ღე­რა ცხოვ­რობ­და მის სულ­ში, ის­ე­ვე რო­გორც ყვე­ლა ბერ­ძე­ნის სულ­ში. ერთხელ მაკ­რი­ა­ნისს ფრან­გი ეს­ტუმ­რა. “სუფ­რა­ზე სტუ­მარ­მა – მოგ­ვითხ­რობს მაკ­რი­ა­ნი­სი, – მთხო­ვა ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი მემ­ღე­რა და მეც, რა თქმა უნ­და, იქ­ვე გა­მო­ვუცხ­ვე რამ­დე­ნი­მე ახ­ა­ლი ლექ­სი”.

წე­რის მი­სე­უ­ლი მა­ნე­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. მაკ­რი­ა­ნი­სის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კე­დელს გვა­გო­ნებს, სა­დაც ქვე­ბი ზუს­ტად არ­ი­ან ჩამ­ჯ­და­რი ერთ­მა­ნეთ­ში: ყო­ვე­ლი სიტყ­ვა ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რია და თა­ვის ად­გი­ლა­საა გა­მაგ­რე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ იგი ჰო­მე­რო­სი­სე­ულ ძა­ლას აღ­წევს. სწო­რედ მაკ­რი­ა­ნი­სის ქმნი­ლე­ბებ­მა მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა პრო­ზის გე­მო.

მაკ­რი­ა­ნი­სის ცხოვ­რე­ბა ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აუტ­ა­ნელ ტკი­ვილს აყ­ე­ნებ­და. მას დევ­ნიდ­ნენ, და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც. შემ­დეგ იყო სა­სა­მარ­თ­ლო და გა­ნა­ჩე­ნი. უიმ­ე­დო­ბით მო­ცუ­ლი, იგი ღმერთს წერ­და ეპ­ის­ტო­ლეს: “მაგ­რამ შენ ჩვე­ნი არ გეს­მის… ვერ გვხე­დავ…”

ას­ე­თი იყო მი­სი აღ­სას­რუ­ლი. მაკ­რი­ა­ნი­სი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ი­შიფ­რა და გა­მოქ­ვეყ­ნ­და 1907 წელს. თუმ­ცა გა­ვი­და კი­დევ მრა­ვა­ლი წე­ლი, ვიდ­რე ახ­ალ­გაზ­რ­დე­ბი და­ა­ფა­სებ­დ­ნენ მის ჭეშ­მა­რიტ ძა­ლას.

* * *

ამ მწერ­ლის შე­სა­ხებ იმ­ი­ტომ მო­გი­ყე­ვით, რომ მი­სი აჩრ­დი­ლი შვე­დეთ­ში გა­მომ­გ­ზავ­რე­ბი­დან­ვე მუ­დამ თა­ნა მსდევს. მი­სი წე­რის მა­ნე­რა ჩემს სულ­ში შობს იმ ად­ა­მი­ა­ნის ხატს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი იყო და ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­არ­ღ­ვია ეს ბორ­კი­ლე­ბი. ტყვე­ო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი სხე­უ­ლი დიდ­ხანს მო­უნ­დე­ბა და­ვიწყე­ბუ­ლი ჩვე­ვე­ბის გახ­სე­ნე­ბას.

ჩე­მი ის­ტო­რი­უ­ლი ექს­კურ­სი სრულ­ყო­ფი­ლი რო­დია. იძ­უ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, უარი მეთ­ქ­ვა დე­ტა­ლებ­ზე და ამ­ით სუ­რა­თი ძალ­ზე გა­მარ­ტივ­და. ალ­ბათ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი. არ მიხ­სე­ნე­ბია დი­დი შე­მოქ­მე­დე­ბი ად­ა­მან­დი­ოს კო­რა­ი­სი ან ალ­ექ­სან­დ­როს პა­პა­დი­ა­მან­დი­სი. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია, იგი კი ყო­ველ­თ­ვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია ხოლ­მე.

მარ­თა­ლია, მე მიზ­ნად მქონ­და ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­მა­ნი მო­მე­ნიშ­ნა, მაგ­რამ ამ კო­ლო­სე­ბის მახ­ლობ­ლად (ის­ე­ვე რო­გორც არ­აფ­რით გა­მორ­ჩე­ულ ეპ­ო­ქებ­ში) უც­ნო­ბი მუ­შა­კე­ბის მთე­ლი თა­ო­ბე­ბი იღვ­წოდ­ნენ, თან­და­თა­ნო­ბით ით­ვი­სებ­დ­ნენ ბერ­ძ­ნულ მეტყ­ვე­ლე­ბას მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­დიდ­რით.

მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუცხა­დო ჩემს ხალხს; არ­ამ­ხო­ლოდ იმ ბუმ­ბე­რაზ ად­ა­მი­ა­ნებს, ვინც ზე­მოთ ჩა­მოვ­თ­ვა­ლე, არ­ა­მედ ყვე­ლას­თ­ვის უც­ხო ად­ა­მი­ა­ნებ­საც, ვი­საც ერ­თა­დერ­თი წიგ­ნის კითხ­ვი­სას ისე ჩა­უხ­რია თა­ვი, თით­ქოს ხატ­თან ლო­ცუ­ლობ­სო; სოფ­ლელ ბალ­ღებს, რო­მელ­თაც მრა­ვა­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა უწ­ევთ, სა­ნამ სკო­ლამ­დე მი­აღ­წე­ვენ, რა­თა იქ “კითხ­ვა, ღვთა­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბა” შე­ის­წავ­ლონ (რო­გორც ერთ სიმ­ღე­რა­შია). მინ­და ჩე­მი მე­გობ­რის, მაკ­რი­ა­ნი­სის კი­დევ ერ­თი ცი­ტა­ტა მო­ვიყ­ვა­ნო: “არ თქვა “მე”, უნ­და თქვა “ჩვენ” – რად­გა­ნაც მარ­ტო­კაცს არ­აფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ ძა­ლუძს. და ძა­ლი­ან კარ­გი, თუ­კი მაკ­რი­ა­ნი­სი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. მე მჭირ­დე­ბა ეს სო­ლი­და­რო­ბა, რად­გა­ნაც, უბ­რა­ლო ბერ­ძე­ნის სუ­ლის შეც­ნო­ბის გა­რე­შე (მთე­ლი თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბი­თა და ნაკ­ლით), მე მგო­ნი, მით უმ­ე­ტეს ვერ შევ­ძ­ლებ დე­და­მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი სხვა ხალ­ხე­ბის გა­გე­ბას.

რო­გორც ჩანს, ორ­ი­ო­დე სიტყ­ვა უნ­და ვთქვა უფ­რო შო­რე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც. XV სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­ზან­ტი­ის და­ცე­მის შემ­დეგ, ბერ­ძ­ნებ­მა თან­და­თან და­იწყეს კა­ცობ­რი­ო­ბის ზო­გა­დი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ათ­ვი­სე­ბა, ინ­ტეგ­რირ­დ­ნენ, პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, ევ­რო­პულ კულ­ტუ­რა­ში. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ­დე­ნი ერი ესწ­რაფ­ვის ჩაწ­ვ­დეს ჩვენს ყო­ფას, თუმ­ცა სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი რო­დი შე­ი­მეც­ნე­ბა სხვა ხალ­ხე­ბის მი­ერ. ჰო­მე­რო­სი წერ­და: “phaoshelioio” და ახ­ლაც ეს ფრა­ზა და­ახ­ლო­ე­ბით ის­ე­ვე ჟღერს: “phostouiliou“, რაც “მზის სი­ნათ­ლეს” ნიშ­ნავს. ჩემ­თ­ვის ად­ვი­ლია ჰო­მე­როს­თან დი­ა­ლო­გის გაბ­მა, უფ­რო იმ­ი­ტომ, რომ ერ­ოვ­ნულ სულს ვარ ნა­ზი­ა­რე­ბი და არა ნა­კითხო­ბის გა­მო. მე შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვარ­ჩევ მი­სი ხმის ყვე­ლა ობ­ერ­ტონს, ჩვენ ხომ ერთ ენ­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ენ­ას კი არ­ამ­ხო­ლოდ გო­ნით, არ­ა­მედ გუ­ლი­თაც წვდე­ბი. ათ­ას­წ­ლო­ვა­ნი ევ­ო­ლუ­ცი­ით და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ჩვე­ნი ენა მა­ინც სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთ­გუ­ლი დარ­ჩა. მას­ში ჩვე­ნი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ყო­ფა აირ­ეკ­ლა; ამ­ი­ტო­მაც ძველ­ბერ­ძ­ნუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი ჩვენ­თის უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და გა­სა­გე­ბია, ვიდ­რე სხვა ხალ­ხე­ბის­თ­ვის; საქ­მე ეთ­ნი­კუ­რო­ბა­ში რო­დია – მე ვერ ვი­ტან რა­სობ­რივ თე­ო­რი­ებს – არ­ა­მედ იმ­ა­ში, რომ ჩვენ იმ­ა­ვე ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, იმ­ა­ვე ჰა­ე­რით ვსუნ­თ­ქავთ, იმ­ა­ვე მთებს და კლდო­ვან ნა­პი­რებს გავ­ყუ­რებთ. მე სა­ჭი­როდ არ მი­ვიჩ­ნიე და­მე­ზუს­ტე­ბი­ნა ის თვალ­სა­ჩი­ნო ფაქ­ტი, რომ ტრა­დი­ცია არ ნიშ­ნავს რუ­ტი­ნულ არ­სე­ბო­ბას. სწო­რედ ტრა­დი­ცი­ის უნ­ა­რი, და­არ­ღ­ვი­ოს ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი სვლა, მეტყ­ვე­ლებს მის ცხო­ველ­მ­ყო­ფელ ძა­ლა­ზე.

ას­ე­ვე არ­ა­ფე­რი მით­ქ­ვამს ჩე­მი თა­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მცი­რე აზ­ი­ი­დან მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ დევ­ნილ­თან სუ­ლი­ე­რი ას­ი­მი­ლა­ცი­ის უღ­ე­ლის ტა­რე­ბა მო­უ­წია. ჩვენ უნ­ი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის მომ­ს­წ­რე­ნი გავ­ხ­დით სა­ბერ­ძ­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში: წი­ნა­პარ­თა მი­წას და­უბ­რუნ­დ­ნენ დი­ას­პო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ამ­დე გა­ფან­ტუ­ლე­ბი იყვ­ნენ.

ას­ე­ვე არ­ა­ფე­რი მით­ქ­ვამს შემ­დ­გო­მი თა­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც, ვი­სი ბავ­შ­ვო­ბა და ყმაწ­ვი­ლო­ბაც უკ­ა­ნას­კ­ნელ ომს შე­ე­წი­რა მსხვერ­პ­ლად. მას,რა თქმა უნ­და, სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი აქვს. სა­ბერ­ძ­ნე­თი ნელ-ნე­ლა ინ­დუს­ტ­რი­ა­ლიზ­დე­ბა. სულ უფ­რო უახ­ლოვ­ვ­დე­ბი­ან ერთ­მა­ნეთს ერ­ოვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი. მსოფ­ლიო იცვ­ლე­ბა. დაჩ­ქარ­და ის­ტო­რი­ის მსვლე­ლო­ბაც. ვფიქ­რობ, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს მთა­ვა­რი მის­წ­რა­ფე­ბაა უფს­კ­რულ­ში ჩა­ი­ხე­დოს – ად­ა­მი­ა­ნის ბნელ სიღ­რ­მე­ებ­ში თუ სამ­ყა­როს მო­რევ­ში. შე­იც­ვა­ლა დრო­ის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც. ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბა იტ­ან­ჯე­ბა და შფო­თავს. ვგრძნობ, რომ მა­თი საზ­რუ­ნა­ვი ბევ­რით არ­აფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ჩვენ­გან. სა­ბერ­ძ­ნე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი რი­გას ფე­რე­ო­სი გვას­წავ­ლი­და: “ის, ვინც თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნებს, სწო­რად აზ­როვ­ნებს”. მაგ­რამ ამ­ა­ვე დროს მინ­და ჩვენს ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბას ვუ­სურ­ვო, არ და­ი­ვიწყოს უპ­სა­ლის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის ფრონ­ტონ­ზე ამ­ოკ­ვე­თი­ლი სიტყ­ვე­ბი: “კარ­გია თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნებ­დე, მაგ­რამ უკ­ე­თე­სია სწო­რად აზ­როვ­ნებ­დე”.

მე ვამ­თავ­რებ. მინ­და მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ მოთ­მი­ნე­ბის­თ­ვის. ას­ე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ “შვე­დუ­რი გუ­ლუხ­ვო­ბის­თ­ვის”, რო­მელ­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა თა­ვი ისე მეგ­რ­ძ­ნო, თით­ქოს “არ­ა­ვინ” ვარ (იმ გა­გე­ბით, რა­საც ოდ­ი­სევ­სი გუ­ლის­ხ­მობ­და, რო­ცა ციკ­ლოპ პო­ლი­ფე­მეს Outis-ის (არ­ა­ვინ) სა­ხე­ლით გა­ეც­ნო) და ამ­ი­ტომ იდ­უ­მა­ლე­ბით მო­სი­ლი ცნე­ბის, “სა­ბერ­ძ­ნე­თის” წი­აღ­ში გავ­თ­ქ­ვე­ფი­ლი­ყა­ვი.

© ”არილი”

Facebook Comments Box