ესე (თარგმანი)

იოს­იფ ბროდ­ს­კი – ა.პლატონოვის “ქვაბულის” ბოლოსიტყვაო­ბა

platonov_674564

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

სა­მოთხის იდეა ად­ა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ლო­გი­კურ და­სას­რულს წარ­მო­ად­გენს იმ გა­გე­ბით, რომ უფ­რო შორს ეს აზ­როვ­ნე­ბა ვერ მი­დის; რად­გა­ნაც აღ­ა­რა­ფე­რია სა­მოთხის მიღ­მა, აღ­ა­რა­ფე­რი ხდე­ბა. და ამ­ი­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ სა­მოთხე – ჩი­ხია; ესაა უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი თვა­ლის შევ­ლე­ბა სივ­რ­ცე­ზე, საგ­ნის და­სას­რუ­ლი, მთის მწვერ­ვა­ლი, პი­კი, სა­ი­და­ნაც ვე­ღარ­სად გა­და­ა­ბი­ჯებ, მხო­ლოდ ქრო­ნოს­ში – სწო­რედ ამ­ი­ტო­მაც შე­მოჰ­ყავთ ხოლ­მე მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ცნე­ბა. იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას ჯო­ჯო­ხე­თის შე­სა­ხე­ბაც.

ჩიხ­ში ყო­ფი­ე­რე­ბა არ­აფ­რით არაა შეზ­ღუ­დუ­ლი და თუ­კი წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ იგი იქ­აც გან­საზ­ღ­ვ­რავს ცნო­ბი­ე­რე­ბას და თა­ვის სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ას უდ­ებს სა­თა­ვეს, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ეს ფსი­ქო­ლო­გია, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ენ­ა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. სა­ერ­თოდ, უნ­და აღ­ი­ნიშ­ნოს, რომ სა­სურ­ველ თუ უკ­ვე მო­პო­ვე­ბულ უტ­ო­პი­ა­ზე სა­უბ­რე­ბის პირ­ველ მსხვერ­პ­ლად გრა­მა­ტი­კა იქ­ცე­ვა ხოლ­მე, რად­გა­ნაც ენა, რო­ცა აზრს ვერ მის­დევს, კავ­ში­რე­ბით კი­ლო­ში ინთ­ქ­მე­ბა და ზედ­რო­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი­სა და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის­კენ ილტ­ვის; ამ­ის შე­დე­გად, ყვე­ლა­ზე მარ­ტივ არ­სე­ბით სა­ხე­ლებ­საც ფეხ­ქ­ვეშ ნი­ა­და­გი ეც­ლე­ბათ და მათ გარ­შე­მო პი­რო­ბი­თო­ბის ორ­ე­ო­ლი ჩნდე­ბა.

ჩე­მი აზ­რით, ამგ­ვა­რია ანდ­რეი პლა­ტო­ნო­ვის ენა. წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მას რუ­სუ­ლი ენა აზ­რობ­რივ ჩიხ­ში შეჰ­ყავს, ან (უფ­რო ზუს­ტად) თა­ვად ენ­ა­ში ამჟ­ღავ­ნებს ჩი­ხის ფი­ლო­სო­ფი­ას. თუ­კი ეს გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი სა­ნა­ხევ­როდ მა­ინ­ცაა მარ­თე­ბუ­ლი, მა­შინ პლა­ტო­ნო­ვი ჩვე­ნი დრო­ის უდ­ი­დეს მწერ­ლად უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რად­გა­ნაც გრა­მა­ტი­კა­ში აბ­სურ­დის არ­სე­ბო­ბა პი­რად ტრა­გე­დი­ა­ზე კი არა, მთლი­ა­ნად ად­ა­მი­ა­ნუ­რი რა­სის ტრა­გე­დი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

ჩვენს დრო­ში მი­ღე­ბუ­ლი არაა მწერ­ლის გან­ხილ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტექ­ს­ტის­გან მოწყ­ვე­ტით და პლა­ტო­ნო­ვიც ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ობ­ი­ექ­ტი იქ­ნე­ბო­და ამგ­ვა­რი ან­ა­ლი­ზის­თ­ვის, რომ არა ენ­ი­სად­მი მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გას­ც­და იმ უტ­ო­პი­ის (რუ­სეთ­ში სო­ცი­ა­ლიზ­მის მშე­ნებ­ლო­ბა) საზ­ღ­ვ­რებს, რი­სი მოწ­მე­ცა და მე­მა­ტი­ა­ნეც პლა­ტო­ნო­ვი იყო “ქვა­ბულ­ში”. “ქვა­ბუ­ლი” ძალ­ზე პირ­ქუ­ში ნა­წარ­მო­ე­ბია და მკითხ­ვე­ლი დათ­რ­გუ­ნუ­ლი ხუ­რავს წიგნს. იმ მო­მენ­ტ­ში ფსი­ქი­კუ­რი ენ­ერ­გი­ის ფი­ზი­კუ­რად გარ­დაქ­მ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, პირ­ველ რიგ­ში, არ­სე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წყო­ბა უნ­და დაგ­ვენ­გ­რია და ახ­ა­ლი დრო­ე­ბა გა­მოგ­ვეცხა­დე­ბი­ნა.

ეს, რა თქმა უნ­და, არ ნიშ­ნავს, რომ პლა­ტო­ნო­ვი ამ უტ­ო­პი­ის (რე­ჟი­მის, კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ი­სა და ა.შ.) მტე­რი იყო. ერ­თა­დერ­თი, რაც სე­რი­ო­ზუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას პლა­ტო­ნო­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტექ­ს­ტის შე­სა­ხებ, ის გახ­ლავთ, რომ იგი ამ უტ­ო­პი­ის ენ­ა­ზე წერ­და, თა­ვი­სი ეპ­ო­ქის ენ­ა­ზე; და ყო­ფი­ე­რე­ბის არ­ცერ­თი ფორ­მა არ ახ­დენს ცნო­ბი­ე­რე­ბის დე­ტერ­მი­ნი­რე­ბას ისე, რო­გორც ენა. მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით – ბა­ბე­ლი, პილ­ნი­ა­კი, ოლ­ე­შა, ზა­მი­ა­ტი­ნი, ბულ­გა­კო­ვი, ზოშ­ჩენ­კო, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად სტი­ლის­ტუ­რი გურ­მა­ნო­ბით იყვ­ნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, ანუ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ენ­ას თა­ვი­სი წე­სე­ბით ეთ­ა­მა­შე­ბო­და (ეს კი, ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს­კა­პიზ­მის ერთ­გ­ვა­რი ფორ­მაა) – პლა­ტო­ნოვ­მა თა­ვი და­უ­მორ­ჩი­ლა ეპ­ო­ქის ენ­ას, ერთხელ ჩა­ი­ხე­და მას­ში და ის­ე­თი სიღ­რ­მე­ე­ბი და­ი­ნა­ხა, რომ აღ­არ შე­ეძ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის ზე­და­პირ­ზე ელ­ივ­ლი­ვა, ეხ­ლარ­თა სი­უ­ჟე­ტი ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი­ყო ტი­პოგ­რა­ფი­უ­ლი ძი­ე­ბე­ბი­თა და სტი­ლის­ტუ­რი მაქ­მა­ნე­ბით.

რა თქმა უნ­და, თუ­კი პლა­ტო­ნო­ვის სტი­ლის გე­ნე­ა­ლო­გი­ის გარ­კ­ვე­ვას შე­ვეც­დე­ბით, აუც­ი­ლებ­ლად მოგ­ვი­წევს გა­ვიხ­სე­ნოთ წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა­ნი, ლეს­კო­ვი თა­ვი­სი ანდ­რე­ზუ­ლო­ბით და დოს­ტო­ევ­ს­კი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტიზ­მე­ბით. მაგ­რამ პლა­ტო­ნო­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი არაა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა­ზე, ან რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ტრა­დი­ცი­ებ­ზე, არ­ა­მედ იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რაა იგი და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ენ­ის სინ­თე­ტი­კურ (უფ­რო ზუს­ტად, არ­ა­ა­ნა­ლი­ტი­კურ) არს­ზე და იგი – ხში­რად წმინ­და ფო­ნე­ტი­კუ­რი ალ­უ­ზი­ე­ბის ხარ­ჯ­ზე – ყო­ველ­გ­ვარ რე­ა­ლურ ში­ნა­არსს მოკ­ლე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბის გა­ჩე­ნას გა­ნა­პი­რო­ბებს. პლა­ტო­ნოვს ყვე­ლა­ზე ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლი ხერ­ხე­ბი­თაც რომ ეს­არ­გებ­ლა, მი­სი “მე­სი­ჯი” მა­ინც ქმე­დი­თი იქ­ნე­ბო­და და ქვე­მოთ ვიტყ­ვი, რა­ტო­მაც. მაგ­რამ მი­სი მთა­ვა­რი იარ­ა­ღი ინ­ვერ­სია იყო; იგი სრუ­ლი­ად ინ­ვერ­სი­ულ ენ­ა­ზე წერ­და; უფ­რო ზუს­ტად – ენ­ი­სა და ინ­ვერ­სი­ის ცნე­ბებს შო­რის პლა­ტო­ნოვ­მა ტო­ლო­ბის ნი­შა­ნი დას­ვა და ვერ­სი­ამ კი უფ­რო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, დამ­ხ­მა­რე რო­ლი იკ­ის­რა. ამ აზ­რით პლა­ტო­ნო­ვის ერ­თა­დერთ რე­ა­ლურ მე­ზობ­ლად, ენ­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რით, მე “სტოლ­ბ­ცი”-ს პე­რი­ო­დის ზა­ბო­ლოც­კის და­ვა­სა­ხე­ლებ­დი.

თუ­კი კა­პი­ტან ლე­ბი­ად­კი­ნის ტა­რა­კა­ნა­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სის გა­მო დოს­ტო­ევ­ს­კი პირ­ველ აბ­სურ­დის­ტად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ, ურ­ოს­მ­ცე­მე­ლი დათ­ვის სცე­ნის გა­მო პლა­ტო­ნო­ვი პირ­ველ სე­რი­ო­ზულ სი­უ­რე­ა­ლის­ტად უნ­და ვა­ღი­ა­როთ. პირ­ველს ვამ­ბობ კაფ­კას მი­უ­ხე­და­ვად, რად­გა­ნაც სი­უ­რე­ა­ლიზ­მი სუ­ლაც არაა ეს­თე­ტი­კუ­რი კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ჩვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში, რო­გორც წე­სი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტურ მსოფ­ლ­ხედ­ვას უკ­ავ­შირ­დე­ბა, არ­ა­მედ ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცო­ფის ფორ­მაა, ჩი­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­დუქ­ტი. პლა­ტო­ნო­ვი არ იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი, პი­რი­ქით: მი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბა მა­სობ­რი­ო­ბი­თა და მომ­ხ­და­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რად იმ­პერ­სო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თით იყო დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი. ამ­ი­ტო­მაც მი­სი სი­უ­რე­ა­ლიზ­მიც ზე­პი­როვ­ნუ­ლია, ფოლ­კ­ლო­რუ­ლია და გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ახ­ლო­საა ან­ტი­კურ (ანუ ნე­ბის­მი­ერ) მი­თო­ლო­გი­ას­თან, სი­უ­რე­ა­ლიზ­მის კლა­სი­კურ ფორ­მას რომ წარ­მო­ად­გენს. აბ­სურ­დის ფი­ლო­სო­ფი­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლე­ბად პლა­ტო­ნოვ­თან ეგ­ო­ცენ­ტ­რუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­უ­მე­ბი კი არ გვევ­ლი­ნე­ბი­ან, რო­მელ­თაც თა­ვად ღმერ­თი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცია ამ­ა­რა­გებს კრი­ზი­სუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბით, არ­ა­მედ ტრა­დი­ცი­უ­ლად უს­უ­ლო მა­სა, და ამ­ის გა­მო ეს ფი­ლო­სო­ფია უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და თა­ვი­სი მას­შ­ტა­ბი­თაც აუტ­ა­ნე­ლი ხდე­ბა. კაფ­კას­გან, ჯო­ი­სის­გან, ან ვთქვათ, ბე­კე­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თა­ვი­ან­თი “ალ­ტერ ეგო”-ებ­ის სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივ ტრა­გე­დი­ებ­ზე რომ მოგ­ვითხ­რო­ბენ, პლა­ტო­ნო­ვი ერ­ის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, თა­ვის ენ­ას შე­ე­წი­რა მსხვერ­პ­ლად, უფ­რო სწო­რად, თა­ვად ენ­ის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა. ამ ენ­ამ ფიქ­ტი­უ­რი სამ­ყა­რო შექ­მ­ნა, რის გა­მოც გრა­მა­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ვარ­და.

მე მგო­ნი, ამ­ი­ტო­მაა შე­უძ­ლე­ბე­ლი პლა­ტო­ნო­ვის თარ­გ­მ­ნა და გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­უ­მარ­თ­ლა კი­დეც იმ ენ­ას, რო­მელ­ზე­დაც მას ვერ თარ­გ­მ­ნი­ან. და მა­ინც, უნ­და მი­ვე­სალ­მოთ ამ ენ­ის აღდ­გე­ნის, ხე­ლახ­ლა შექ­მ­ნის ნე­ბის­მი­ერ ცდას, ენ­ი­სა, რო­მე­ლიც დრო­ის, სივ­რ­ცის, თა­ვად ცხოვ­რე­ბი­სა და სიკ­ვ­დი­ლის კომ­პ­რო­მე­ტი­რე­ბას ახ­დენს – უნ­და მი­ვე­სალ­მოთ არა “კულ­ტუ­რის” მო­საზ­რე­ბა­თა გა­მო, არ­ა­მედ მხო­ლოდ იმ­ი­ტომ, რომ ჩვენ, ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ ამ ენ­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ.

© “არილი”

Facebook Comments Box

One Comment