ინტერვიუ

იოს­იფ ბროდ­ს­კი

ლო­უ­ელს ნე­ბის­მი­ერ ამ­ინ­დ­ში შე­ეძ­ლო ლექ­სე­ბის წე­რა

ფრაგ­მენ­ტი სო­ლო­მონ ვოლ­კო­ვის წიგ­ნი­დან “სა­უბ­რე­ბი იოს­იფ ბროდ­ს­კის­თან”

თარგმნა მიხო ხარაძემ

– დი­დი ხა­ნია მინ­დო­და თქვენ­თ­ვის ლო­უ­ე­ლის შე­სა­ხებ მე­კითხა…

– ჩვენ 1972 წელს გა­ვი­ცა­ნით ერთ­მა­ნე­თი “Poetry International“-ზე, სა­დაც ოდ­ენ­მა მი­მიყ­ვა­ნა. იმ სა­ღა­მოს ლო­უ­ელ­მა ჩე­მი ლექ­სე­ბის ინგ­ლი­სუ­რად წა­კითხ­ვა მო­ინ­დო­მა, რაც მი­სი მხრი­დან ძალ­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტი იყო, შემ­დეგ კი კენ­ტ­ში, თა­ვის­თან მი­მი­პა­ტი­ჟა, სა­დაც იგი იმ ზაფხულს ის­ვე­ნებ­და. წა­მი­ე­რად გაჩ­ნ­და რა­ღაც ინ­ტუ­ი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა, თუმ­ცა ჩვენს შეხ­ვედ­რას ერთ­მა ამ­ბავ­მა შე­უ­შა­ლა ხე­ლი. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ იმ დროს საკ­მა­ოდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი მთე­ლი ამ გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბით: ვე­ნა, ლონ­დო­ნი, ერ­თი ბი­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვ­ლა და ა.შ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ვა­ი­თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დეს-მეთ­ქი… მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­გო და ყვე­ლა­ფე­რი ერთ­დ­რო­უ­ლად აღ­მექ­ვა. ამ­ი­ტო­მაც ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ერ­თი­ან ვი­ნეგ­რეტ­ში აიზ­ი­ლა. მახ­სოვს, ვიქ­ტო­რი­ას სად­გურ­ზე რომ მი­ვე­დი ლო­უ­ელ­თან გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად და მა­ტა­რებ­ლე­ბის გან­რიგს ავ­ხე­დე, თავ­ბ­რუ და­მეს­ხა, და­ვი­ბე­ნი. უბ­რა­ლოდ, აზ­როვ­ნე­ბის უნ­ა­რი დავ­კარ­გე. გა­ნა იმ­ის შე­მე­შინ­და, რომ ის­ევ სად­ღაც უნ­და გავ­მ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი… არა, უბ­რა­ლოდ, თვა­ლის ბა­დუ­რა მქონ­და გა­დაღ­ლი­ლი და შე­მაძ­რ­წუ­ნა სივ­რ­ცის რო­მე­ლი­ღაც ახ­ალ ვერ­სი­ა­ზე გა­ფიქ­რე­ბამ, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­წინ უნ­და გა­დაშ­ლი­ლი­ყო. ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს სი­ტუ­ა­ცია, არა?..

– ო, რა თქმა უნ­და! ამ დროს ში­ში გე­უფ­ლე­ბა და არა ხარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იმ­ა­ში…

– …თუ რა ხდე­ბა აგ­ერ, ყუ­რის­ძირ­ში, არა? ერ­თი სიტყ­ვით, სად­გუ­რი­დან და­ვუ­რე­კე ლო­უ­ელს და შე­ვე­ცა­დე ვერ­ჩას­ვ­ლის მი­ზე­ზე­ბი ამ­ეხ­ს­ნა, დაწ­ვ­რი­ლე­ბით მო­მეთხ­რო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ამ დროს მო­ნე­ტე­ბი და­მიმ­თავ­რ­და და ტე­ლე­ფო­ნიც გა­ი­თი­შა. ლო­უ­ე­ლი შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბო­და, თურ­მე ეგ­ო­ნა, რომ უის­ტენ­მა გა­და­მათ­ქ­მე­ვი­ნა გამ­გ­ზავ­რე­ბა, რად­გა­ნაც ლო­უ­ელ­სა და ოდ­ენს შო­რის რა­ღაც და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და. რა თქმა უნ­და, არ­ა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ ყო­ფი­ლა! უის­ტენ­მა არც იც­ო­და, რომ ლო­უ­ელ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებ­დი. მაგ­რამ ლო­უ­ე­ლის ეს რე­აქ­ცია ნა­თელს ჰფენს მთელ მის არ­სე­ბა­საც, იმ­ას, თუ რო­გო­რი ად­ა­მი­ა­ნი იყო რო­ბერ­ტი. არა, იგი და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აკლ­და. რა თქმა უნ­და, ეს წმინ­და ად­ა­მი­ა­ნურ მხა­რეს ეხ­ე­ბა, რად­გა­ნაც, რო­გორც პო­ეტ­მა, ლო­უ­ელ­მა თა­ვი­სი ფა­სი კარ­გად იც­ო­და. ამ მხრივ მას პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­და. ოდ­ენს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, მწერ­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ას­ე­თი ორ­გა­ნუ­ლი ფი­გუ­რა მე არ­ას­დ­როს შემ­ხ­ვედ­რია. ლო­უ­ელს ნე­ბის­მი­ერ ამ­ინ­დ­ში შე­ეძ­ლო ლექ­სე­ბის წე­რა. არა მგო­ნია, რო­ბერტს ჰქო­ნო­და პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა იგი…

– …იშ­რი­ტე­ბო­და…

– ჰო. შე­საძ­ლოა მა­საც უჭ­ირ­და დრო და დრო, რო­გორც ყვე­ლა პო­ეტს, მაგ­რამ ეს არ ტან­ჯავ­და ლო­უ­ელს, მის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან – დი­ლან ტო­მა­სის­გან, ჯონ ბე­რი­მა­ნის­გან, სილ­ვია პლა­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით. ჩე­მი აზ­რით, სწო­რედ ამ ტან­ჯ­ვამ მი­იყ­ვა­ნა ბე­რი­მა­ნი და პლა­თი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე და არა ალ­კო­ჰო­ლიზ­მ­მა ან დეპ­რე­სი­ამ. ლო­უ­ე­ლი ძალ­ზე გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი ად­ა­მი­ა­ნი იყო და ამ­ა­ვე დროს, ერთ-ეთი სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­მო­სა­უბ­რე, რო­მელ­საც კი ვიც­ნობ­დი. ოდ­ე­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ნო­ლო­გუ­რი იყო. რო­ცა ლო­უ­ელ­ზე ვფიქ­რობ, ყო­ველ­თ­ვის მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე თა­ნა­მო­სა­უბ­რის მი­მართ მი­სი არ­ა­თუ გუ­ლის­ყუ­რი, არ­ა­მედ უზ­არ­მა­ზა­რი ყუ­რად­ღე­ბა. სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბაც მუ­დამ კე­თი­ლი ჰქონ­და. და შენც გეს­მო­და, რომ კე­დელს არ ეს­ა­უბ­რე­ბო­დი, არ ეხ­ლე­ბო­დი რა­ღაც იდ­ი­ო­სინ­კ­რა­ზებს, არ­ა­მედ ელ­ა­პა­რა­კე­ბო­დი ად­ა­მი­ანს, რო­მე­ლიც გის­მენ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, 1972 წელს, ჩვენ 1975 წლამ­დე არ გვი­ნა­ხავს ერთ­მა­ნე­თი. გვქონ­და მე­გობ­რუ­ლი მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც უფ­რო ზო­გად ხა­სი­ათს ატ­ა­რებ­და. 1975 წელს სმიტ­კო­ლეჯ­ში ვას­წავ­ლი­დი, უეც­რად ბოს­ტო­ნი­დან და­მი­რე­კა ლო­უ­ელ­მა და თა­ვის­თან მი­მიწ­ვია, თა­ნაც იქ­ვე, ტე­ლე­ფო­ნით ათ­ა­სი კომ­პ­ლი­მენ­ტის თქმა მო­ას­წ­რო (ალ­ბათ, პირ­ვე­ლად აიღო ხელ­ში ჩე­მი წიგ­ნი). კო­მი­კურ ეპ­ი­ზოდს ვერც ამ­ჯე­რად გა­და­ვურ­ჩით, რად­გან ლო­უ­ელ­თან შე­თან­ხ­მე­ბულ­ზე ერ­თი კვი­რით ად­რე თუ გვი­ან ჩა­ვე­დი – ზუს­ტად აღ­არ მახ­სოვს. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გად მახ­სოვს ჩვე­ნი სა­უბ­რე­ბი, ეს ნამ­დ­ვი­ლი სა­ოც­რე­ბა იყო! ანა ანდ­რე­ევ­ნას შემ­დეგ, 1975 წლამ­დე (ანუ ლო­უ­ელ­თან შეხ­ვედ­რამ­დე) დან­ტეს შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად, არ­ა­ვის­თან მი­სა­უბ­რია. “ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია” ისე იც­ო­და, რო­გორც ჩვენ “ევ­გე­ნი ონ­ე­გი­ნი”. მის­თ­ვის ეს ის­ე­თი­ვე წიგ­ნი იყო, რო­გორც ბიბ­ლია. ან ვთქვათ, “მა­ინ კამ­პ­ფი”, სხვა­თა შო­რის.

– უც­ნა­უ­რი შე­ხა­მე­ბაა…

– ო, ეს რთუ­ლი ის­ტო­რიაა. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ რო­ცა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ის დროს ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, ლო­უ­ელ­მა უარი თქვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე. იგი ურ­ყე­ვი პა­ცი­ფის­ტი იყო. და ამ­ის გა­მო ლო­უ­ელ­მა რა­ღაც ნო­მი­ნა­ლუ­რი სას­ჯე­ლიც კი მო­ი­ხა­და, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იჯ­და, მაგ­რამ რო­ცა ომი დამ­თავ­რ­და, გა­მო­ირ­კ­ვა (პა­ცი­ფის­ტუ­რი მრწამ­სის მი­უ­ხე­და­ვად), რომ ფა­შიზ­მი სწო­რედ ის ბო­რო­ტე­ბა ყო­ფი­ლა, რო­მელ­თა­ნაც უნ­და გებ­რ­ძო­ლა. რო­გორც ჩანს, ლო­უ­ელს, მთე­ლი თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და ეს აზ­რი და ამ­ის გა­მო, მე მგო­ნი ფა­შიზ­მის უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით შეს­წავ­ლა გა­ნიზ­რა­ხა, გა­დაწყ­ვი­ტა პირ­ვე­ლი ხე­ლი­დან მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია. ასე წა­ი­კითხა მან “მა­ინ კამ­პ­ფი”. მე მგო­ნი, სწო­რედ ჰიტ­ლე­რის ცნო­ბი­ე­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ვულ­გა­რუ­ლო­ბამ მო­ახ­დი­ნა ლო­უ­ელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ეს ვულ­გა­რუ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი პო­ე­ტი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამ­ის შე­სა­ხებ არ­ა­ერ­თხელ მი­ფიქ­რია. საქ­მე ისაა, რომ ნე­ბის­მი­ერ უხ­ამ­სო­ბა­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ელ­ე­მენ­ტია; კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი სწო­რედ ეს გახ­ლავთ. თა­ნაც ამ­ას და­უ­მა­ტეთ ოდ­ე­ნის გან­ცხა­დე­ბა (რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 35-36 წლებ­ში ითქ­ვა) იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ჰილ­ტე­რი არ­ა­ფერ შუ­ა­შია, რომ უბ­რა­ლოდ ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­ში ცხოვ­რობს ეს ჰიტ­ლე­რი. “მა­ინ კამ­პ­ფის” შეს­წავ­ლა ლო­უ­ელ­თან დეპ­რე­სი­ას ერწყ­მო­და. იგი მა­ნი­ა­კა­ლურ-დეპ­რე­სი­უ­ლი ფსი­ქო­ზით იყო შეპყ­რო­ბი­ლი, რო­მელ­საც, მარ­თა­ლია არ­ას­დ­როს მი­უ­ღია კოშ­მა­რუ­ლი ფორ­მე­ბი, მაგ­რამ შე­ტე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად მე­ორ­დე­ბო­და. მი­ნი­მუმ წე­ლი­წად­ში ერთხელ იგი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ხვდე­ბო­და ხოლ­მე. და ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა ლო­უ­ელს ეწ­ყე­ბო­და ეს მა­ნი­ა­კა­ლუ­რი პე­რი­ო­დე­ბი, იგი ნაც­ნო­ბებს “მა­ინ კამპფს” აჩ­ვე­ნებ­და ხოლ­მე, რო­გორც თა­ვის საყ­ვა­რელ წიგნს. ეს იყო სიგ­ნა­ლი, რომ ლო­უ­ე­ლი “ვერ იყო”. მე მგო­ნი, ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში იგი – გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად – ჰიტ­ლერ­თან აიგ­ი­ვებ­და თავს. ამ­ას ძალ­ზე უბ­რა­ლო სარ­ჩუ­ლი ჰქონ­და: აზ­რი იმ­ის შე­სა­ხებ, რომ მე ცუ­დი ად­ა­მი­ა­ნი ვარ, ბო­რო­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არა? სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ას­ე­თი მა­ნია გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მი­სა­ღე­ბია, ვიდ­რე ის, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნი ქრის­ტეს­თან ან ნა­პო­ლე­ონ­თან აიგ­ი­ვებს თავს. ჰიტ­ლე­რის მა­გა­ლი­თი, მე მგო­ნი, უფ­რო ახ­ლოს დგას სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან.

– ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს გარ­კ­ვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და შე­საძ­ლოა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს?

– შე­საძ­ლოა ას­ეც იყ­ოს. ლო­უ­ე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცი­ით იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა – რო­ცა ყუ­რად­ღე­ბას აღ­არ აქ­ცევ დე­ტა­ლებს და გან­ზო­გა­დე­ბის­კენ ისწ­რა­ფი – გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ყვე­ლა იმ ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან რა­ი­მე აქვს სა­ერ­თო. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს კაზ­მულ სიტყ­ვი­ე­რე­ბას ეხ­ე­ბა. ლო­უ­ელს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი ჰქონ­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად მას­ში ის მომ­წონ­და, რომ ასპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ამ­ე­რი­კე­ლი იყო. მა­ღი­ზი­ა­ნებს არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის ეს კომ­პ­ლექ­სი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბულ ამ­ე­რი­კე­ლებს ახ­ა­სი­ა­თებთ ევ­რო­პე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეზ­რა პა­უნ­დი ან ვინ­მე სხვა, გარ­ბის ევ­რო­პა­ში და იქ­ი­დან გაჰ­ყ­ვი­რის, რომ ამ­ე­რი­კე­ლე­ბი ღო­რე­ბი არ­ი­ან და ა.შ. ჩემ­ზე ეს ის­ე­ვე ცუდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რო­გორც ვულ­გა­რუ­ლი მე­და­სავ­ლე­თე­ო­ბა რუ­სეთ­ში. ლო­უ­ელ­ში ას­ე­თი რა­ღაც სა­ერ­თოდ არ იყო.

© “არილი”

Facebook Comments Box