თარგმანი,  ინტერვიუ

კოლსონ უაითჰედი – პრუსტის კითხვარი

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

ქუჩას მივუყვები, გაბრაზებული ვებუტბუტები საკუთარ თავს და მოულოდნელად ვხვდები მეზობელს ან ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ამ პირადი-საჯარო თვითგამოხატვის დროს გამომიჭერს. ხანდახან კარგია, დაგინახონ.

სხვა ადამიანებში რა თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

გამაღიზიანებელია გამუდმებით რომ იღიმიან.

სად და როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

The Empire Strikes Back-ის პრემიერის დღეს, Loew-ის თეატრში.

რა შემთხვევაში იტყუებით?

სოციალური აქტივობებისა და ბავშვების წვეულებების თავიდან ასარიდებლად.

რომელია თქვენი საყვარელი მოგზაურობა?

სასწაულებრივი მოგზაურობა საკუთარი თავის შესაცნობად.

რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?

ნებისმიერ შთამაგონებელ ადამიანთან, რომელმაც რაღაც მაგარი გააკეთა, იმედისმომცემი და რომელიც წარსულის გამო ჯერ არ გაურიყავთ.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული?

ჩათვლემები უფრო უნდა დავაფასოთ, გულწრფელად ვამბობ.

თქვენს გარეგნობაში რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

ეს ლაპლაპა, ახლად გამოჩენილი ნათება ჩემს კანზე.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

არასდროს მინახავს მსახიობები, რომლებიც კოსციუშკოში მონაწილეობდნენ, ჯილდოს მფლობელ მიუზიკლში, რომელიც ბრუკლინი-ქვინსის გზატკეცილზე ცნობილი ხიდის აგების შესახებაა.

 საკუთარ თავში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

უმჯობესია რაღაცებში არ ჩაერიო. თუ ძალას დაატან, ყველაფერი ჩამოიშლება. მე ასეთი „ჯენგა“ ვარ.

რისი ნიჭი გინდათ გქონდეთ?

სულელების გაძლების.

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

ჩემი სევდა.

უბედურების უკიდურეს ფსკერად რა მიგაჩნია?

ვიღაც ტიპი, რომელიც შენ წინ ზის მაგიდასთან, გეუბნება: „არა, ეს მართლა უნდა სცადო“.

რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

ის გოგოები და ბიჭები, რომლებიც მუსიკას არჩევენ პრესტიჟული სერიალების ტიტრებისთვის.

ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები?

როდ სერლინგი და სტენ ლი.

ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

ჩემ წინ, ტროტუარზე უემოციო სახით, ერთ მწკრივად მოსეირნე ტურისტები, რომლებიც ღირსშესანიშნაობებისკენ იშვერენ თითებს.

რას აფასებთ მეგობრებში ყველაზე მეტად?

გზატკეცილიდან გვამის გადაგდებაში რომ დამეხმარებიან.

© არილი

Facebook Comments Box