კობა ლიკლიკაძე
7 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიანიჭა ცნობილ ლათინურამერიკელ მწერალს მარიო ვარგას ლიოსას. პერუელი მწერალი, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეები „მოდერნიზმის უდიდეს წარმომადგენელს“ უწოდებენ, მთელ მსოფლიოშია ცნობილი რომანებით „დეიდა ხულია და მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“, „საუბარი ‘ტაძარში’“.
როდესაც ლიტერატურის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის სახელი გამოაცხადა, შვეციის აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას უწოდა შემოქმედი, რომელიც საკუთარ ნოველებში „პიროვნების გათავისუფლებას“ ესწრაფვის.
„იგი დეტალურად აღწერს ძალაუფლების სტრუქტურას და წინააღმდეგობის, პიროვნების ამბოხებისა და დამარცხების ნათელ სურათებს“, – განაცხადა პეტერ ენგლუნდმა.
„მისი შემოქმედების უმთავრესი თემაა განთავისუფლება, ამბოხება, ნებისმიერი სახის ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისუფლების მოპოვება და შემდეგ გამარჯვება.“
74 წლის პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა ლიტერტურის ასპარეზზე 1960 წელს გამოვიდა და სულ მალე მოიპოვა აღიარება მწვავე პოლიტიკური თემებითა და მოდერნისტული სტილით. მანამდე მწერალი ერთი ხანობა მუშაობდა როგორც ენის მასწავლებელი და „ფრანს პრესის სააგენტოს“ ჟურნალისტი. მარიო ვარგას ლიოსა ითვლება ასევე ლიტერატურის თეორიის სპეციალისტად, ავტორია ლიტერატურულ შემოქმედებაზე გამოცემული რამდენიმე წიგნის და ესეების კრებულისა. თუმცა მარიო ვარგას ლიოსას მსოფლიო აღიარება მოუტანა მისმა რომანებმა „დეიდა ხულიადა მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“ და „საუბარი ‘ტაძარში’“. 1995 წელს მარიო ვარგას ლიოსას მიენიჭა სერვანტესის პრემია, რაც ყველაზე დიდ ლიტერატურულ ჯილდოდ ითვლება ესპანურენოვან მსოფლიოში.
ზემოხსენებულმა პეტერ ენგლუნდმა, შვეციის ნობელის კომისიის მუდმივმა მდივანმა, მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედებით ოსტატობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება:
„ის, არსებითად, მთხრობელია, ამბებს გვიყვება – თუმცა სრულიად, სრულიად განსაკუთრებული მთხრობელი, რომელმაც ამბის მოყოლის ახალ ლიტერატურულ გზებს მიაკვლია. მისი რომანები, კომპოზიციის მხრივ, ხშირად არის ძალიან კომპლექსური. ის ოსტატობას ავლენს, როცა საქმე ეხება დიალოგებს, დროის მონაკვეთების ან პერსონაჟების ცვლას, მუდამ უფრო მასშტაბური სურათის ძიებაში.“
მარიო ვარგას ლიოსა, რომელსაც უკვე მრავალი წელია მიიჩნევდნენ ნობელის პრემიის კანდიდატობის ერთ-ერთ ფავორიტ მწერლად, პოლიტიკური კარიერის მცდელობაც ჰქონდა – 1990 წელს მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ გამარჯვება მაშინ ალბერტო ფუხიმორიმ მოიპოვა.
ნობელის პრემია, რომელიც 1901 წელს დაარსდა, 2010 წელს უკვე მიენიჭათ მედიცინის, ფიზიკის, ქიმიისა და ლიტერატურის დარგში გამარჯვებულებს. 8 ოქტომბერს მშვიდობის დარგში, 11 ოქტომბერს კი ეკონომიკაში გამარჯვებულები დასახელდებიან. წლევანდელი ლაურეატები მიიღებენ 10 მილიონ შვედურ კრონს, ანუ მილიონ-ნახევარ დოლარს, დიპლომს და ოქროს მედალს.
ნობელის პრემია, რომელიც შვედმა მეწარმემ ალფრედ ნობელმა დააარსა, პირველად 1901 წელს გაიცა. ნობელის კომიტეტი 50 წევრისგან შედგება და გამარჯვებულს კენჭისყრით არჩევს.

© radiotavisupleba.ge
Facebook Comments Box