იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ
სტომატოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ ანჯელა მილანოს ორალური სექსი რომ ჰქონოდა რობი კაფანიასთან, ეს საშინელი ამბავი არ მოხდებოდა და არც მე ვიქნებოდი აქ მის მოსაყოლად. ბედის ირონია იყო ალბათ, ვერდიანასთან დისკუსიის შემდეგ რომ გადაწყვიტა ანჯელამ, ცოტა ხნით მაინც აღარ გაეკეთებინა ის, რასაც საღამობით თავდაჯერებით და შესაშური ოსტატობით აკეთებდა ხოლმე, თანაც არც ისე იშვიათად.
ანჯელა თავის სოფლელ ვერდიანა ჩეკერინისთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რომელშიც შედიოდა: პატარა მისაღები, ორი საწოლი ოთახი, სამზარეულო კუთხე, აბანო და ვერანდა (უცხოელებისთვის იმ ზონაში ბინებს არ აქირავდებდნენ).
ერთ შუადღეს, ვერდიანა განადგურებული დაბრუნდა სახლში, წიგნებიანი ჩანთა დივანზე მიაგდო და მეგობარს აცნობა, რომ მასზე მთელი ფაკულტეტი ჭორაობდა.
– რას ამბობენ? – ცხვირი აწია წიგნიდან ანჯელამ. გაელ ლინდენფილდის ესეს
კითხულობდა, „ემოციურ ნდობას“, რომელიც ეხებოდა ტემპერამენტის კონტროლს, საკუთარი გძნობებისა და განცდების შესწავლით.
– რას ამბობენ და…
– ჰო, რას?
ვერდიანამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
– რას და, ორალური სექსი რომ გაქვს ყველასთან, ვინც ვახშამზე წაგიყვანს!
ანჯელა ჯერ შეშფოთდა, იუკადრისა მეგობრის საყვედური, მაგრამ აღნიშვნების დღიურში რომ ჩაიხედა, დარწმუნდა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მართლა ყოველ საღამოს იყო ნამყოფი ვახშამზე სხვადასხვა ბიჭთან ერთად და თანაც ყველასთვის სათითაოდ გაეკეთებინა მინეტი, გარდა იმ დღეებისა, როცა ფროზინონეში იმყოფებოდა თავისიანებთან.
– მაგრამ რატომ? რატომ აკეთებ ამას?
ანჯელა ამაზე ღრმად არც არასდროს დაფიქრებულა, უბრალოდ, სწორად მიაჩნდა პატივისცემისთვის სამაგიერო ამით გადაეხადა.
– ასეა… ვახშამზე მპატიჟებენ… მადლობის ნიშნად ვაკეთებ, თუმცა
ბუნებრივადაც გამომდის.
მთელ ფაკულტეტზე ვირუსივით გავრცელებულიყო ხმა მის წინააღმდეგ, რაც ვერდიანამ გააგებინა, თორემ თვითონ არაფერი იცოდა და ვერც ხვდებოდა. ანჯელას მობილური სტომატოლოგის ტელეფონზე უფრო დაკავებული და მოთხოვნადი იყო. მასში ბოლო ექვსი თვის მანძილზე მიღებული მოწვევებიც ჰქონდა ჩაწერილი: რესტორანში, ბარში, კლუბში, პიცერიაში, ჩინელებთან, ტავერნებში…
ბიოქიმიის ფაკულტეტზე მისთვის ზედმეტი სახელიც კი გამოუგონებიათ – ტუმბო.
– ტუმბო?
– ჰო, ასე გეძახიან.
– და რას ნიშნავს?
გოგოებმა ძანიკელის ლექსიკონში დაიწყეს ძებნა: – წყლის მასების სწრაფი შემწოვი და გამქრობი აპარატი.
ანჯელა სირცხვილისგან გაწითლდა, სლოკინი აუვარდა და პირზე ხელი მიიფარა. ვერდიანამ ურჩია, ეს ორი მარტივი წესი მაინც დაეცვა:
1. არასოდეს დაკავდე ორალური სექსით პირველ შეხვედრაზე!
2. ერთი პიცა და ვარდი ორალურ სექსად არ ღირს!
იმ საღამოს, ანჯელას მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რობი კაფანიამ სასტიკად გადაიხადა მინეტის საფასური. შუაღამეს თხუთმეტი წუთი აკლდა, როცა დედამისის მიკრათი გოგო სახლამდე მიაცილა. საქმე უკვე ნახევრამდე ჰქონდა მიყვანილი და ბედნიერებისგან აღარ იყო, რომ წარმოიდგენდა, სულ მალე ანჯელა როგორ ჩაიდებდა მის ასოს პირში და ამოტუმბავდა.
გოგო თითქმის ხუთი წუთი იქექებოდა მანქანის უჯრაში. რობის ზუსტად ასეთი რამეები არ მოსწონდა, მწყობრიდან გამოდიოდა, მაგრამ თავს ხომ არ გათქვამდა! მაინც თბილად ჰკითხა:
– რას ეძებ?
– მუსიკას მინდა მოვუსმინო. აბა, შენ არ ლაპარაკობ, და! სულ ჩუმად ხარ… რა, არ
მოგწონს მუსიკა?
– კი, მაგრამ ისეთი არა, დედაჩემი რომ უსმენს.
– და როგორი მუსიკა მოსწონს დედაშენს?
– რა ვიცი… ძველი სიმღერები.
– აბა, მოვუსმინოთ. – ანჯელამ ერთი შავი კასეტა ამოირჩია და მაგნიტოფონში ჩადო.
სუპერტრამპის სიმღერა გაისმა – „საუზმე ამერიკაში“.
– სუპერტრამპი! ვგიჟდები ამ ჯგუფზე! – ანჯელამ ისე დაიწყო მოძრაობა, თითქოს
პარკინსონის დაავადება აქვსო.
– ფუ, რა საზიზღრობაა!
– რატომ? არ მოგწონს? მაგრები არიან. ყველას მოსწონს და შენ არა? შენ სხვანაირი
ხარ… ამიხსენი ახლა, რატომ არ მოგწონს!
რობი უკვე ვეღარ იტანდა მისი ხმის ტონს. ორალური სექსი რომ არა, მანქანიდან დაუყოვნებლივ ჩააბრძანებდა.
– არ მომწონს ეგეთი მუსიკა და არც ეგ ჯგუფი.
– ყურადღებით მოუსმინე და მოგეწონება. – თავი
გააქნია ანჯელამ.
რობის მეტი აღარ შეეძლო, გოგო მართლა აჭარბებდა.
– იმიტომ რომ ცისფერები არიან. ამ წვრილი ხმებით, გეგონება, ბავშვობაში
დაკოდესო, თან ეს საქსოფონი!.. ამათი მუსიკა უფრო ნოსტალგიაში მყოფი ბებრებისთვისაა.
– ჰომოსექსუალებს ვერ იტან? – ალმაცერად გახედა ანჯელამ.
– დამშვიდდი, – უთხრა თავის თავს რობიმ. – გახსოვდეს, რომ ცოტა ხანში მინეტი უნდა გაგიკეთოს.
– ჰომოსექსუალებს რას ერჩი, შეგიძლია მითხრა? – არ ეშვებოდა
ანჯელა.
– არაფერს, აბსოლუტურად არაფერს. – უპასუხა, თუმცა ძალიან უნდოდა ეთქვა, –
ყველა ჰომოსექსუალი მეზიზღება, ავადმყოფები არიან. მათ კი თავი არტისტები ჰგონიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკანალში არჭობენ.
როგორც იქნა, მოვიდნენ. რობიმ მანქანა ანჯელას სახლის წინ დააყენა, სიგარეტს მოუკიდა, გამბედაობა მოიკრიბა და უმანკო ხმით ჰკითხა:
– რა ვქნა? ამოვიდე?
მისი კითხვა ნიშნავდა, აქ გამიკეთებ თუ ზევითო.
რობისთვის ბიჭებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ ანჯელა მოულოდნელად იღებდა გადაწყვეტილებებს. ხან ზევით აჰყავდა ბიჭი და ხან პირდაპირ მანქანაში უკეთებდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. მისი გაკეთებული მინეტი უმაღლესი ხარისხისა იყო, გასაოცარი პროფესიონალიზმით და ფლორენციული ხელოვნებით შესრულებული.
ანჯელამ გაუღიმა, მანქანის კარი გააღო და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– არა, უმჯობესია დასაძინებლად წავიდე.
– რა?
– წავალ, დავიძინებ.
– ვერ გავიგე?!
– წავალ, დავიძინებ.
რობიმ მშვენივრადაც გაიგო… როგორ თუ დასაძინებლად წავა?! სად დაუშვა შეცდომა?! თითქოს ყველაფერი სწორად მიდიოდა აქამდე: დაიბანა, ტრუსი გამოიცვალა, სახლში მიაკითხა, რესტორანში წაიყვანა, ვახშმის შემდეგ ნაყინიც მიართვა ყინულის სასახლეში…
– რატომ? – ბავშვივით იკითხა ბიჭმა, თითქოს კარუსელებზე თამაში აუკრძალესო.
– ამ საღამოს არ მსურს, რატომღაც. – ანჯელამ ცალი ფეხი მანქანიდან ჩასადგმელად
გაწია.
– შეაჩერე, მიდის. – უთხრა თავის თავს რობიმ. ისე იყო აღელვებული, უნდოდა
თმებით დაეთრია გოგო და ძალით ჩაესვა მანქანაში.
– შეუძლებელია წახვიდე. ასე არ შეიძლება. მე შენ წაგიყ… – მხოლოდ ამის თქმა
მოახერხა, რომ რაღაცამ შეაჩერა და წინადადება აღარ დაასრულა, პირიქით, სულ სხვა რამე თქვა:
– ჰა, მიდი ახლა… დარჩი ხუთი წუთიც, ვილაპარაკოთ…
ანჯელამ ფეხი ისევ მანქანაში შემოწია და მკლავები გადაიჯვარედინა.
– რა გჭირს? ჰომოსექსუალებზე რომ ვთქვი, ასე იმიტომ გაბრაზდი?
– არა, მაგისთვის არა. მე ვიცი, რატომ არ გინდა, რომ წავიდე.
– რატომ?
– რატომ და ის გინდა…
– რა ის? – ვითომ გაუკვირდა.
– თავს ნუ იშტერებ, ძალიან კარგად იცი!
ერთადერთი, რაც რობი კაფანიამ იცოდა, ის იყო, რომ იმ დაწყევლილ ვახშამზე
ასოცი ათასი ლირა დახარჯა და ნაყინიც მიართვა. არც ანდრეა საბატინის და არც პიერ პაოლო პენაკინის ამდენი არ დაუხარჯავთ ანჯელასთვის, თან ნაყინიც არ უყიდიათ. ესე იგი, განსხვავებულად მოიქცა, წესების გარეშე, და ეს დაწყევლილი მინეტიც მას ეკუთვნოდა ყველაზე მეტად.
– გეფიცები, არაფერი მინდა, მხოლოდ ლაპარაკი.
– მართლა? არ დამცინი?
– მართლა. – ბნელოდა და კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, გოგოს როგორ
აუცრემლიანდა თვალები.
– მაშინ რატომ მთხოვე შენთან ერთად გასეირნება? – დაუბრუნა კითხვა.
ახლა რა უნდა ეპასუხა?
– რა, ვეღარ მპასუხობ?
რობიმ სიგარეტს მაგარი ნაფაზი დაარტყა და ჩაილუღლუღა:
– არა, აბსოლუტურად არა. ესაა, რომ… რთულია ზოგიერთი რამის თქმა.
– რა მხრივ არის რთული? – დაეჭვდა გოგო.
– რა მხრივ? აი, მე შენთან თავს კარგად ვგრძნობ, თავისუფლად ანუ… იცი, როცა
ღმერთი გწყალობს… აი, ასე! – ამოისუნთქა, როგორც იქნა. – ზუსტად ასე!
– ჩემთან ყოფნა მოგწონს?
– კი, საკმაოდ. – საცოდავი რობი, რა ეკალ-ბარდებში ვარდებოდა!
– ამბობ, რომ ჩემთან ყოფნა გინდა?
– არა… მეგობრობას ვგულისხმობ. – მგონი, რობი მინეტს უნდა დაემშვიდობოს…
– აჰ!.. – ამოისუნთქა ანჯელამ და თავი მკერდამდე დახარა, – ალბათ, ასე სჯობს.
ისე, არც შენ ხარ საჩემო ტიპი, მაგრამ შეგვიძლია მეგობრები გავხდეთ. პირველი შემთხვევაა, როცა კაცი მეგობრობას მთავაზობს, – გაიღიმა და სიბნელეში თეთრად მოელვარე კბილები გამოაჩინა. – ესე იგი, მეგობრები ვართ?
– რა თქმა უნდა. – გაუღიმა დამწუხრებულმა რობიმაც.
ასე დარჩნენ ცოტა ხანს ჩუმად. ორივე უხერხულად გრძნობდა თავს.
– შენ იცი, ფაკულტეტზე რას მეძახიან? – დამორცხვებით თქვა ანჯელამ და თან ჩანთის სახელურებს დაუწყო ხელით წვალება, – ტუმბოს.
– რატომ? – ისეთი ბუნებრივი ტონით იკითხა, თითქოს არაფერი იცოდა.
– რა, არ იცი?
– არაფერი ვიცი, გეფიცები. – გულზე მიიდო ხელი.
– ის კრეტინი ვერდიანა სისულეებს მეუბნება, უნდა, რომ ცუდად გავხდე. – ისე
ხმადაბლა თქვა, ჩურჩულით, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
რობის გონებაში მწვანე შუქი აენთო. – და რატომ გეძახიან ასე?
– ვერ გეტყვი, ვერა. არ შემიძლია.
– არა, უნდა მითხრა, არ მოგეშვები. – სწორი გზა შეარჩია მიდგომისთვის; და ცოტა
სინათლეც დაინახა გვირაბის ბოლოს…
– გეტყვი, მაგრამ დაიფიცებ, რომ არავის გაანდობ?
– გეფიცები. – უცებ, იგრძნო, როგორ შეენძრა ასო შარვალში.
– რატომ და… ამბობენ, მინეტის გაკეთება უყვარსო.
ცოტაც და, რობი კინაღამ დაიხრჩო, სუნთქვა შეეკრა. – მართალია?
ანჯელამ თავი გაუქნია, არაო. ჯერ მას შეხედა, მერე ფანჯრისკენ მიბრუნდა და გზისკენ გაიხედა. – ტყუილები რატომ უნდა გითხრა? მეგობრები არ ვართ? ვინმეს კი არ ვკლავ!
– ხუმრობ? ცუდი არაფერია, აბსოლუტურად არაფერი, პირიქით… – გაჩერდა, აღარ
გააგრძელა. ასო მტკივნეულად უფეთქავდა შარვალში. ერთი ღრმად ჩაისუნთქა, გაიწია და ანჯელას ფეხზე დაადო ხელი. მან ვერც კი იგრძნო, ისე იყო აღელვებული.
– ვერდიანა მეუბნება, შენს თავში დარწმუნებული არ ხარ, მერყეობ და მინეტს იმიტომ აკეთებო; ჰგონია, რომ თავის მოსაწონებლად ვაკეთებ, მაგრამ არაა ასე, დამიჯერე. საქმე იმაშია, რომ მე მომწონს ორალური სექსი, მსიამოვნებს მისი გაკეთება. რა ვიცი… მომწონს ყველაფერი, სპერმის გემოც… და მგონია, ეს ნორმალურია, თუმცა არ ვიცი… ალბათ ის ვარ… როგორ ითქმება? ერთი სიტყვაა…
– ნიმფომანი… – შეახსენა და თან ხელი ძუძუებისკენ აუცურა.
– ზუსტად. – გოგო მის ხელს დასწვდა და ძველ ადგილზე დაუბრუნა.
– იცოდე, რომ ნორმალურია ეს ჩვენს ასაკში… – ამოიხვნეშა რობიმ და მიკრას
სავარძელში ჩააფლო ხელები.
თუ ეს ბოზანდარა გოგო არ შეწყვეტდა მის აღგზნებას, ახლავე გააუპატიურებდა, აქვე, ადგილზე. – არა, თავი უნდა შევიკავო. ვერდიანამ მითხრა, თუ ღირსების დაბრუნება მინდა, ასე აღარ უნდა გავაგრძელო. ამას მე ვაკეთებ რაღაც კომპენსაციისთვის და რა თქმა უნდა, არ არის სწორი.
– იცოდე, რომ ეს ნორმალურია. – ჩააჯინდა რობიც.
– მაშინ, რატომ არ აკეთებს ვერდიანა ჩემსავით?
– რატომ და, არავის უნდა ჩაუდოს ისეთ ქალს, რომელსაც პირში კბილების
პროტეზი აქვს. ეს შეიძლება საშიშიც იყოს.
– ვერდიანა არ შეურაცხყო, გთხოვ!
– მაპატიე. შენ ეს პრობლემა არ გაქვს. – მკერდზე ხელი მიირტყა რობიმ, – ნება
მომეცი, გითხრა, შენ ხარ აბსოლუტურად ჯანმრთელი და ვერდიანას ნუ უსმენ! – მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო. – ახლა კი მიდი, წამიყვანე შენთან. რა გიშლის ხელს? ანჯელამ არ უპასუხა, ცხვირის ზევით აწევით თვალები მოიფშვნიტა და სლოკინიც აუვარდა.
– რა იყო, ტირი? აჰა, მოიწმინდე! – ქაღალდის ცხვირსახოცები გამოიღო მანქანის
უჯრიდან და მიაწოდა.
ანჯელამ გამოართვა, ცხვირი მოიხოცა და თქვა:
– გესმის ახლა, როგორ ვგრძნობ თავს? ყველაფერზე მეტირება. მადლობა, რობი!
ძალიან ლამაზი საღამო გავატარეთ. მადლობა, მართლა. პირველი შემთხვევაა, ნორმალურად რომ ვლაპარაკობ ბიჭთან, რომელმაც ვახშამზე დამპატიჟა. შესანიშნავი ადამიანი ხარ!
კარი გააღო და კისერი წაიგრძელა მის საკოცნელად. ის კი შეეცადა ტუჩებში ეკოცნა, მაგრამ გოგომ სწრაფი მოქმედებით თავი აარიდა, ლოყაზე აკოცა მხოლოდ და მიკრადან გადავიდა.
რობიმ თვალი გააყოლა. ის ბინის ეზოსკენ მიემართებოდა. უცებ შეჩერდა…
– ალბათ, რაღაც დაავიწყდა. – გაიფიქრა.
– ამ საღამოს შეუდარებელი იყავი! – მოაძახა ანჯელამ.
რობის უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ გოგო უკვე აღარ ჩანდა.
ალდო ტერამო, მეტსახელად „ბრტყელტუჩა“, შიშველი ეგდო ლოგინზე თავის ას კილოზე მეტი ქონით. ტელევიზორს უყურებდა და თან ცალი ხელით მორტადელათი გამოტენილ ბუტერბროდს ჭამდა, ცალით კი ასოს იღიზიანებდა. მის ოთახში შემობრუნებაც კი შეუძლებელი იყო, ისეთი არეულობა სუფევდა. კედლები სავსე ჰქონდა მომღერლების ფოტოებით, მაგიდაზე უამრავი ნივთი ეყარა: კომპიუტერის ნაწილები, ზოგი მთელი და ზოგი დაშლილი, მონიტორი, კაბელები, დინამიკები…საწოლის გვერდით, კუთხეში, გროვად ეწყო კომიქსის წიგნები – „ვიპ“, „სკოოპ“ და ჟურნალები მოტოციკლისტებისთვის. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ აკვატერარიუმის მკრთალი სინათლე ანათებდა, რომელშიც გულშეწუხებული იგუანა იწვა.
ტელევიზორში ტელეთონის საქველმოქმედო მარათონას გადმოსცემდნენ – „ოცდაოთხი საათი კუნთოვანი დისტროფიის წინააღმდეგ“.
ალდოს გადაწყვეტილი ჰქონდა, გადაცემისთვის ბოლომდე ეყურებინა, თუნდაც დილის ათ საათამდე გაგრძელებულიყო. სულ არ აინტერესებდა ეს დაავადება, მაგრამ, სამაგიეროდ, გადაცემის წამყვანი ლორელა კუკარინი მოსწონდა სიგიჟემდე. მის გაჟიმვას ბავშვობიდან ოცნებობდა, მაშინაც კი, როცა „ფანტასტიკოს“ გამფორმებელ გოგონად გამოდიოდა. ახლა უკვე ტელეწამყვანი იყო, უფრო მომწიფებული და მიმზიდველი; და რა თქმა უნდა, გამოცდილებაც მეტი ექნებოდა, რაც უფრო უმძაფრებდა მასთან სექსუალური კავშირის სურვილს. ბრტყელტუჩას აზრით, ლორელა მაგარი ქალი იყო, ერთ-ერთი იმ რჩეული ქალებიდან, იტალიელთა დედებად რომ ითვლებიან, მაგრამ ლოგინში ისეთები არიან, პორნოსტარებიც რომ ვერ წარმოიდგენენ! ალდოს ოცნება იყო „სკავოლინის“ სამზარეულოზე გადაეწვინა კუკარინი და მაგრად გაეჟიმა. გეგმაში ჰქონდა ამ გადაცემის ყურება მთელი ღამე, ერთი წუთის დაკარგვაც არ უნდოდა. გეგმაში ჰქონდა, ეს გადაცემა მთელი ღამე ეყურებინა და ერთი წუთიც არ დაეკარგა. დაიწყო თუ არა გადაცემა, თვითონაც შეუდგა მასტურბირებას. მერე მიხვდა, რომ წინ ჯერ დიდი დრო იყო და გადაცემის დამთავრებამდე კარგა ხანი რჩებოდა, ამიტომ მასტურბაციის რაოდენობა შეამცირა, რომ მარათონის ბოლომდე ცოცხალს მიეღწია. გადაწყვეტილი ჰქონდა, ყოველი მილიარდის შეგროვებაზე ერთი გათავება მოესწრო. ამ დროისთვის 7 მილიარდსა და 300 მილიონზე იყვნენ ასული, ამიტომ შეეძლო ცოტა დაესვენებინა.
უცებ ტელეფონმა დარეკა.
ბრტყელტუჩამ საათს დახედა, აიღო ყურმილი და მთქნარებით ჩასძახა:
– ვინ ტეხავს?
– ალდო, მე ვარ, რობი!..
ბოლოს ალდო ტერამოს დაურეკა.
ანჯელას ნახევარი საათის წინ დაშორებოდა და ახლა ერთ ცუდად განათებულ ქუჩაში იდგა. იმ ბოზის ბინას კარგა ხანს უტრიალა და ვერ გადაწყვიტა, სადარბაზოდან დაერეკა თუ არა. იქნებ სახლში წასვლა სჯობდა. ბევრი იფიქრა და სიბრაზე რომ ჩაეცხრო, აქეთ-იქით დაიწყო წრიალი წყნარ და ბნელ ქუჩებში, ბაღის კიდეებზე… ბინების ფანჯრებზე ჟალუზები ჩამოეშვათ. ზოგზე წარწერებიანი ფურცლებიც იყო მიკრული, აქეთ-იქით ნაგვით სავსე ყუთები იდგა. რობის თავიდან ვერ ამოეგდო ანჯელა მილანო, პორნოფილმივით წარმოედგინა მასთან სექსი, რასაც სიგიჟემდე მიჰყავდა. ბოლოს გადაწყვიტა და სადარბაზოს კარზე მაინც დარეკა ზარი, მაგრამ არავინ უპასუხა. კიდევ სცადა… ისევ უშედეგოდ. მერე გაბრაზდა და კარს ფეხები მისცხო.
– ჰო, რობი, როგორ ჩაიარა? – ისე აღგზნებით ჰკითხა ბრტყელტუჩამ, თითქოს
ჯოვანი სოლდინის ელაპარაკებოდა მსოფლიოს შემოვლის შემდეგ.
– რა? – მიხვდა, რომ არ უნდა დაერეკა მისთვის.
– როგორ თუ რა? როგორ ჩაიარა საქმემ ტუმბოსთან?
– სიმართლეს ვეტყვი, მოვუყვები, იმ ჩათლახმა იმედგაცრუებული რომ დამტოვა, –
გაიფიქრა რობიმ. ღრმად ჩაისუნთქა და თქვა: – კარგად, როგორ უნდა წასულიყო?!
ბრტყელტუჩამ სონორას უდაბნოს კოიოტივით მორთო ყმუილი, მერე მთის გორილას ქმედებებში გადავიდა და ბოლოს, ცხვარივით დაიწყო კიკინი.
– გაჩერდი! ალდო, გაჩერდი! – ყვიროდა რობი ტელეფონზე.
როცა კარგ ხასიათზე იყო, მასაც კი შეეძლო ცხოველების იმიტაცია, მაგრამ ახლა…
– ახლა ჩემი ჯერია. ხვალ მე წავიყვან ვახშამზე. შენ სად დაპატიჟე?
– „მაგაძინო დელ სალეში“ – ყელში ბურთგაჩხერილივით უპასუხა რობიმ.
– ვაჰ, ეგ რესტორანი ძვირია! საბატინიმ „გროტინო ლაციალეში“ წაიყვანა. 30
ათასი დახარჯა. შენ რამდენი დახარჯე?
– 90. – იცრუა.
– და ამდენი რა ჭამა?!
– არ მახსოვს.
– როგორ არ გახსოვს? შეუძლებელია! ჰა, მითხარი, რა ჩემი ფეხები ჭამა. გაიხსენე!
ბრტყელტუჩა ისეთი ტიპი იყო, თუ არ უპასუხებდი რასაც გეკითხებოდა, ყლეზე ჩამოგეკიდებოდა.
– ლინგვინები კრევეტებით.
– ჩათლახი! მოსწონს ჭამა ტუმბოს, არა?! საბატინიმ პიცა კაპრიჩოზა აჭამა და
მგონი, ბრუსკეტა არტიშოკით. მაგან კი იცის, როგორ მიუდგეს ქალს; და მე სადღა წავიყვანო?! ტიბურტინას ქუჩაზე წავიყვან, იაფი რესტორანია ერთი. იქაც ამზადებენ ბრუსკეტებს. როგორ ფიქრობ, მოეწონება?
– მობილურის ელემენტი მიჯდება… შენ რას აკეთებ? – რობის მეტი ლაპარაკი აღარ
უნდოდა.
– ტელეთონს ვუყურებ.
– რაზეა?
– კუნთოვანი დისტროფიისთვის აგროვებენ თანხას.
– აჰა… და რატომ უყურებ?
– მნიშვნელოვანი რამაა.
რობის ვერ წარმოედგინა, ალდოს ასეთი ჰუმანური სული თუ ჰქონდა. ერთადერთი დანაშაული, რაც ცხოვრებაში ჩაედინა, პოლიციის მანქანის საბურავების დაჭრა იყო.
– კარგი აბა, მაშინ აღარ გამოგივლი.
– ჰო, უკეთესი იქნება.
– ღამე მშვიდობისა!
– ღამე მშვიდობისა!
ალდომ ყურმილი დადო. ტელევიზორს გახედა და დაინახა, ტაბელი 7 მილიარდსა და 700 მილიონზე ასულიყო. სასწრაფოდ გახურებას უნდა შესდგომოდა. მოემზადა, მაგრამ მოულოდნელად ღამის ტელეჟურნალი დაიწყო.
– უჰ, როგორ გამიტყდა! – ამოიხვნეშა. – მაშინ ბუტერბროდს მაინც მოვიმზადებ.
ოჯახის წევრებს ეძინათ, ამიტომ ფეხის წვერებით გავიდა სამზარეულოში; და როცა პურს ლორითა და მაიონეზით ამზადებდა, გამოაცხადეს, კასიას მინდვრებში, შუადღისას, მოკლული ტრანსსექსუალის ცხედარი იპოვესო. ეს უკვე მესამე ტრანსსექსუალი იყო ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ვიღაც „მზის ქილერის“ მიერ მოკლული. ამ ცხედარსაც, როგორც დანარჩენებს, თვალების გარშემო ორი წითელი მზე ჰქონდა მიხატული.
რობიმ ვერ შეძლო სახლში დასაძინებლად წასვლა, გამუდმებით ანჯელაზე ფიქრობდა. თავში სულ ის უტრიალებდა, როგორ გაუკეთებდა მინეტს. რესტორანში რომ არ დაეპატიჟებინა და იმდენი თანხა არ დაეხარჯა, საღამოს ასე ჩაშლას ნამდვილად არ ინანებდა, მაგრამ ახლა…
– საკმარისია, წავალ სახლში, მარტო მაინც ვიზამ და დავიძინებ.
მაგნიტოფონი რომ ჩართო, მთელი ხმით გაისმა სუპერტრამპების სიმღერა.
– ცისფერები! – ამოაგდო კასეტა და ფანჯრიდან მოისროლა. ახლა არხების
ძებნა დაიწყო რადიოში. უცებ ხმა დაიჭირა, ჟურნალისტი უკანასკნელ ამბებს გადმოსცემდა: „ლიტვაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა; რომის პაპი მექსიკაში იმყოფება; კიდევ ერთი ტრანსსექსუალი იპოვეს მოკლული და ამ შემთხვევაშიც „მზის ქილერის“ ხელი ურევია; მოკლულია ასევე ჯულიო პატერნო, 23 წლის, მაჩერატადან“.
რობი აზრზე რომ მოვიდა, მიხვდა, გზიდან გადაუხვევია და ოლიმპიურ დასახლებაში შესულა. გზის შეშლა – არაფერი, პრობლემა ის იყო, რომ დიდ არეულობაში მოხვდა: უამრავი მანქანა, ყველგან მეძავები მიმოფენილიყვნენ, კაცები ბოზებს ათვალიერებდნენ…
სწორედ აქ, 1960 წელს ოლიმპიადისთვის აშენებულ დაბალ სახლებსა და ჩამწკრივებულ ხეებს შორის, ყველაზე დიდი საროსკიპო იყო მთელ დედაქალაქში.
– რომელიმე მეძავს გავაკეთებინებ მინეტს. – გაიფიქრა, მაგრამ რამდენიმე
მიზეზი უშლიდა ხელს: 1) არასდროს ყოფილა ბოზთან. 2) საშიში იყო… მათ შეიძლებოდა იმდენი ვირუსი ჰქონოდათ სისხლში, რამდენიც ალბათ „ფატებენეფრატელის“ საავადმყოფოს განყოფილებაში კი არ იყო მთლიანად. 3) მისთვის, ცოტა არ იყოს, შეუფერებელი საქციელიც იქნებოდა, ბოზებთან მხოლოდ ბრტყელტუჩას შეეძლო მისვლა, იმ თავისი სიცილიური კანოლოსავით გრძელი ცხვირით და ორი საბურავივით ჩამოკიდებული ქონით მუცელზე, მეტს მაინც ვერ ეღირსებოდა. რობი კაფანიას კი ასეთი რამეებისთის ფული არ უნდა დაეხარჯა. მისი გარეგნობის პატრონი უკეთესის ღირსი იყო და მიიღებდა კიდევაც. 4) ბოზებში სიარული ნარკოტიკის ხმარებასავით შეიძლებოდა გამხდარიყო. მისი ბიძა ანტონიო ეუბნებოდა, ერთხელ თუ მიხვალ, სულ მოგინდება, ვეღარ გადაეჩვევიო.
და ბოლოს, ფული მაინც აღარ ჰქონდა, მხოლოდ 30 ათასი ლირა შემორჩენოდა.
– გაანებე თავი ყველაფერს და წადი სახლში, სჯობს! – შესძახა საკუთარ თავს.
საცობში მოხვედრილი მანქანები ისე ნელა-ნელა მიიწევდნენ წინ, თითქოს გზატკეცილი ყოფილიყო გადატვირთული. უკან მობრუნება შეუძლებელი იყო, მაინც ვერ გამოვიდოდა. ვერც მეორე მხარეს შეძლებდა გადასვლას, იქაც ასეთივე მდგომარეობა იყო. მის წინ აუდი A4 მიდიოდა. საჭესთან შუახნის სერიოზული გამომეტყველების შავულვაშებიანი მამაკაცი იჯდა, თავზე ცილინდრივით ქუდი ეხურა და მხედველობის სათვალე ეკეთა. მოშორებით, ფერადი სინათლეები მოჩანდა, გეგონებოდათ, ბეკონის ფესტივალი გაუმართავთ და დისკოთეკა გაუნათებიათო.
დასახლება ზანგების, ტრანსსექსუალების, ჰომოსექსუალების და სლავების ზონებად იყო დაყოფილი.
– აი, დაინახა პირველიც: ერთი ზანგი ხეს მიყრდნობოდა, ხელში ცელოფნის
პარკი ეჭრა და რონი ოსტინს ჰგავდა სიმაღლით, ბოსტონ სელტიკსის კალათბურთელს.
რობი რასისტი არ იყო, მაგრამ ზანგებს მაინც ვერ იტანდა. წარმოუდგენლად მახინჯები და საზიზღრად ჩაცმულები იყვნენ. ზანგები მხოლოდ სახლის დასალაგებლად ვარგოდნენ, მეტი არაფრისთვის. იმ გოგოზე წინ სხვებიც იდგნენ, ცეცხლთან ახლოს, როგორც ყოველთვის, ბიაფრას ბავშვებივით მოწყენილი თვალებით. ზანგებს ის აბრაზებდათ, რომ სექსში დახელოვნებულები არ იყვნენ, განსაკუთრებული პროფესიონალიზმით ვერ დაიტრაბახებდნენ, ამიტომ კაცებს ისე აგრძნობინებდნენ თავს, თითქოს ისინი მათ იყენებდნენ და რაღაც საშინელებას სჩადიოდნენ. რობი დარწმუნებული იყო, გაფუჭებულ საქმეს აქ გამოასწორებდა და 30 ათას ლირად ერთ მინეტს მაინც მიიღებდა, მაგრამ ერჩივნა, მთელი ცხოვრება მასტურბაცია ეკეთებინა, ვიდრე ზანგისთვის ჩაედო პირში.
გზაზე შემწვარი ხორციდან წამოსული ნაცრისფერი ბოლი გაწვა. იქვე ფურგონიანი მანქანა იდგა, რომლიდანაც ბუტერბროდებს და ცივ სასმელებს ყიდიდნენ, გვერდით კი ნაკვერჩხლებზე სოსისებს და კუპატებს წვავდნენ. ასეთ ბურანში რობიმ გავის ქნევით მომავალი ქალღმერთივით ლამაზი გოგო დაინახა. სიმაღლით 1,80 მ. იქნებოდა, ბოულინგის ბურთებივით მრგვალი, ულამაზესი ძუძუები ამშვენებდა; გზატკეცილივით გრძელი და სწორი ფეხები, სავანის ფერის თმები ჰქონდა და ოქროსფერი ფანქრებივით მაღალი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. ხელში ლიფი ეჭირა, რომელიც სინათლეზე დისკოთეკის ბრჭყვიალა ბურთივით ბრწყინავდა; ტუჩები კალამაროს რგოლებივით დაბერვოდა და გვირილებიანი სათვალე ეკეთა. კიდევ, ერთი შავკანიანი მოდიოდა, მთლად შიშველი, მხოლოდ ტანგა ეცვა და თავზე პატრულის ქუდი ეხურა, რომლიდანაც მწვანე ნაწნავები მოუჩანდა; ხელჯოხიც ეჭირა და გზაზე შექმნილ არეულობას არეგულირებდა. ცოტა მოშორებით, ორი ვერცხლისფერი სირენასავით გოგო ფრისბის თამაშობდა; ერთს კიდევ, ტყავებში ჩაცმულს, ძაღლი ექაჩებოდა თავისკენ.
ისე ეცვათ, ვერ მიხვდებოდი, ქალები იყვნენ თუ ტრანსსექსუალები. რობი ნერვიულობდა იმის წარმოდგენაზე, რომ ლამაზი, მომხიბლავი ქალის ნაცვლად, შეიძლებოდა, სიურპრიზად კაცი შერჩენოდა ხელში. ტრანსსექსუალთან რომ წასულიყავი, მისნაირი უნდა ყოფილიყავი. არაფერს ნიშნავდა, თუნდაც ასო მოჭრილი ჰქონოდათ. ისე, შოუგელ ალესია მარკუციზე ლამაზები და მიმზიდველები კი იყვნენ, მაგრამ მათი სხეულის თითოეულ უჯრედში ყოველთვის იყო რაღაც ისეთი, რაც იმედს გაგიცრუებდა, ანუ საბოლოოდ, მაინც მამაკაცი შეგრჩებოდა ხელში.
ოდითგან ასე იყო: კაცს, რომელსაც მეორე კაცთან სექსი ჰქონდა, გეი ერქვა.
– ერთი მინეტისთვისაც? – გაიფიქრა რობიმ.
ალბათ მინეტზე ნაკლებად ითქმოდა ასე. ბოლოს და ბოლოს, პირი პირია და თუ პირით გაგიკეთა ტრანსსექსუალმა, მაინცდამაინც გეი რატომ უნდა იყო?! მერე კიდევ, ტრანსსექსუალებმა მინეტის გაკეთება ქალებზე კარგად უნდა იცოდნენ, ასოს მათზე უკეთ ვინ იცნობს დაბადებიდან!
უცებ მანქანის ძრავამ ორჯერ დაიფხუკუნა და პანელის ყველა სინათლე აინთო.
– ოჰ, არა! – რობიმ დასაქოქად გასაღები გადაატრიალა, თან ღმერთს ევედრებოდა,
შველას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ, მანქანა აღარ დაძრულა. კვლავ მოსინჯა, მაგრამ ისევ არაფერი.
უკნიდან მანქანებმა სიგნალი ატეხეს. იმ ვიწრო ქუჩაზე ერთმანეთისთვის გვერდის ავლა შეუძლებელი იყო. რობიმ აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. სარკით გაიხედა უკან და დაინახა, როგორ ბრაზობდნენ მძღოლები. საცობი სამას მეტრზე მაინც იქნებოდა გაჭიმული. ის ულვაშებიანი სერიოზული გამომეტყველების კაცი სიგნალს გიჟივით აძლევდა. ზოგი მანქანიდან გადმოსულიყო და ყვიროდა. ერთი სიტყვით, საშინელება იყო.
– გაფუჭდა მანქანა, რა ჩემი ფეხები ვქნა?! – დაუყვირა ყველას.
ერთმა მრგვალსათვალეებიანმა და გაღიავებულთმებიანმა ტიპმა გადმოსძახა:
– გაწიე მერე, რა ფეხებს უცდი, ლინჩის წესით გასამართლებას ელოდები?
რობი გინებით მიაწვა მანქანას. გაუმართლა, რომ მამამისის BMW სახლში დატოვა, თორემ პრობლემები მაშინ გენახა! კინაღამ თიაქარი ჩამოუვიდა და არც არავინ მიხმარებია, მისჩერებოდნენ მხოლოდ. პატრულისქუდიანი ტრანსსექსუალი იდგა ამ შუა არეულობაში და თეძოების ქნევით იძახდა:
– წადი, დედიკოს სილმაზევ! მიდი, პუტკუნა!.. ჰა, რაღას უცდი, წადი, სანამ
პატრული არ მოსულა!
იქვე, სხვები ბუტერბროდებს ჭამდნენ და თან იცინოდნენ, დამცინავად გადმოსძახებდნენ ხოლმე რობის:
– გადააგდე ეგ მანქანა, გამოცვალე! მიდი, მიაწექი, მოგიხდება, უფრო სპორტული ბიჭი იქნები! – მერე ყველა ერთად აყვირდა: – ერთი, ორი და სა-მი!
მანქანის ფანჯარას მიკრული რობი აწვებოდა და თან გულში სიბრაზით იმეორებდა: – თქვე ქათმებო! ცისფერებო! ნაბიჭვრებო!
ბოლოს და ბოლოს, მოახერხა და მანქანა გვერდზე გასწია, გზა ცოტათი გაათავისუფლა, რითაც სხვებს გასვლის საშუალება მისცა. მთლად ოფლში ცურავდა. ისე იყო დაძაბული ამ სიტუაციისგან. თავბრუც ესხმოდა. ახლა რა უნდა ექნა? მანქანას აქ ვერ მიატოვებდა, მთლად მოუსპობდნენ. სამაშველო სამსახურისთვის დაერეკა? სიგიჟე იქნებოდა. დედამისისთვის დაერეკა? ესეც არ ივარგებდა. ბრტყელტუჩასთვის? – ჰო!
…და დაურეკა ალდო ტერამოს.
ბრტყელტუჩამ ისე გახედა ტელეფონს, თითქოს დიდ ტარაკანს ხედავდა:
– კიდევ რეკავს. რა დაემართა ამ საღამოს?!
ზუსტად მაშინ რეკავდა, საინტერესო მომენტი როცა იყო ტელევიზორში – 20 მილიონი აკლდა 8 მილიარდის შევსებას. სიტუაცია დაძაბული იყო. ლორელა კუკარინის ტანსაცმელი გამოეცვალა და ღორისფერი მოკლე ქვედაკაბა ჩაეცვა.
ალდო გაჩერდა, ტელეფონს დააშტერდა. ვერ გადაეწყვიტა, დაეწყო მასტურბაცია თუ არა. მერე იყვირა: – ვინ ჩემი ფეხებია?! ხალხს რომ ამ დროს სძინავს, არ იცის? ხალხი დღისით მუშაობს, ღამით ისვენებს!
– ბრტყელტუჩა!
– რობი, ისევ შენ ხარ?
– ქაქში ვარ ჩავარდნილი.
– რა მოხდა? – თან ტაბელს აკვირდებოდა ტელევიზორში, მხოლოდ 16 მილიონი
რჩებოდა.
– მანქანა გამიფუჭდა და აქ უნდა მოხვიდე.
– მანდ, სად?
– ოლიმპიურ დასახლებაში.
– და რა უნდა გაგიკეთო?
12 მილიონი…
– გამომქაჩავ.
– რა ჩემი ფეხებით გამოგქაჩო?
11 მილიონი…
– მამაშენის მანქანით.
– გარაჟშია დაყენებული.
8 მილიონი…
– შენით? –
– მისმინე, მე ჩემსას ვერაფერს გამოვაბამ, თორემ შეიძლება გასაშლელი დივანივით
გადაიხსნას. ბოდიში, მაგრამ უნდა დაგემშვიდობო.
გადაცემის წამყვანი ტანგათი ცეკვავდა.
– ქაქში ვგორავ.
– ძალიან ვწუხვარ. მართლა. ხვალ დავილაპარაკოთ. უნდა გაგითიშო ახლა.
3 მილიონი…
– ბრტყელტუჩა, ნაგავი ხარ შენ!
– ვიცი… – დადო ტელეფონი ალდომ და გაათავა კიდეც.
– ახლა? ახლა რა ვქნა? – სასოწარკვეთილებაში ჩავარდა რობი.
ასწია სახურავი და ნახა, ძრავა მთლად გაშავებულიყო, ელექტროკაბელები ისე იყო ამოყრილი, უცხოპლანეტელების ნამოქმედარი გეგონებოდათ. იდგა და უყურებდა.
– რომ უყურებ, გაკეთდება? – მოესმა ხმა.
რობიმ გვერდზე გაიხედა და დაინახა მზეზე გვარიანად გარუჯული ტრანსსექსუალი. ტელეწამყვან მარა ვენიერს ჰგავდა, მაგრამ ეს უფრო ქალური იყო. ტანზე ფრანჩესკო ტოტის მაისური ეცვა, მაღალი ფეხები ჰქონდა და ოცსანტიმეტრიანქუსლიანი ფეხსაცმელები ვერცხლისფრად უბრწყინავდა.
– ელექტრობის პრობლემა იქნება, – უთხრა ტიპმა. – სანთლები შეამოწმე, ზოგჯერ
ითიშება და კონტაქტი აღარ ხდება.
– ჰმ, მანქანის მექანიკის მცოდნე გამოცდილი ტრანსსექსუალი!.. მეტი დარტყმა
რაღად გინდა! – ჩაილაპარაკა რობიმ და ზიზღით გახედა. – მადლობა, თვითონაც მოვახერხებ. – ისე გამოცრა კბილებში, სახეში არც შეუხედავს.
ტრანსსექსუალი მაშინვე გაჩუმდა.
რობი გაყვანილობას შეეხო, თუმცა რა უნდა ექნა მისთვის, წარმოდგენა არ ჰქონდა.
– მისმინე… სანთლებია, დამიჯერე… – მიუახლოვდა ტრანსი და ძრავას ხელები
დაადო.
– გაუშვი, ხელს ნუ ჰკიდებ! გაიწიე, გაიწიე, გთხოვ! – თავი ძლივს შეიკავა, ხელი
რომ არ ეკრა.
– მაპატიე, მხოლოდ მოხმარება მინდოდა.
– მითხარი, რატომ არ წახვალ აქედან? მომეხმარე-მეთქი, გთხოვე? რაღაც არა
მგონია. წადი, წადი, იმუშავე! – თავი ასწია რობიმ.
– გასაგებია… პრობლემებში ჩაფლული ნაგავი ხარ. აქ რატომ მოხვედი? რას ეძებ?
თავადაც არ იცი, ალბათ.
რობი ტრანსისკენ გაიწია, ყელი წაიგრძელა და ჰამბურგული მამალივით გაიბერა:
– ღმერთს მადლობა უთხარი, რომ აგრესიული ტიპი არ ვარ, თორემ!..
იმან კი სახეში შესცინა:
– თორემ რას იზამდი? ტრაკში მიმარჭობდი? თავი ვინ გგონია?
რობიმ ნერვები ვეღარ დაიმორჩილა უკვე:
– მე კი არა, შენ თითონ ვინ ხარ?! შენი თავისთვის შეგიხედავს, რას ჰგავხარ,
როგორ დადიხარ ქუჩაში?! ქათამო! წადი შენი! კარგსაც იზამენ, თუ ყველას ერთიანად ამოგწყვეტენ ამ გზაზე!
– ნაგავო, რომ იცოდე, მე Nissan-ში ვმუშაობ! კვერცხო! – მიაძახა ტრანსმა და
გაშორდა.
რობიმ ისევ ჩარგო თავი, ძრავას დააჩერდა, მაგრამ ვეღარაფერს ხედავდა სიბრაზისგან. ყველაფერი იმ ბოზი ანჯელა მილანოს ბრალი იყო. რატომ არ დარჩა სახლში, ხომ აცდებოდა ამ სიტუაციას!
უცებ შეამჩნია, სარქველი, საიდანაც მავთულები გამოდიოდა, ღია იყო და ცოტა აწეული. ჩააწვა ქვევით და ჩასმის ხმაც გაიგონა. ჩაჯდა მანქანაში, გასაღები გადაატრიალა და მანქანაც დაიქოქა. მართლა სანთლების ბრალი ყოფილა, როგორც ტრანსი ეუბნებოდა. ჩააგდო პირველ სიჩქარეში, გაუხვია მარჯვნივ, ჩამოიტოვა საცობში მდგარი მანქანები და საერთოდ, ის ქუჩაც მთლიანად.
მხოლოდ ის უნდოდა, სახლში მისულიყო, შემძვრალიყო თავის ლოგინში და დაეძინა, მაგრამ ერთი იდეა მოუვიდა თავში, რომელსაც შეიძლებოდა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა დღევანდელი საღამოს დარდი.
– პორნოგრაფიულ ფილმს ვიქირავებ, მილიონნახევრიან მინეტებს.
ბრტყელტუჩამ ურჩია ადრე ერთი ფანტასტიკური ფილმი – „სპერმის მჭამელები“. საინტერესო უნდა ყოფილიყო… ადამიანთა ერთი ტომი, მუტაციის გაურკვეველი მიზეზის გამო, რომ არ გადაშენებულიყო, მხოლოდ სპერმით იკვებებოდა.
– იმედია, იქნება ეს ფილმი…
რობიმ მანქანა ვიდეობანკომატთან გააჩერა. გადმოვიდა, საფულედან ბარათი ამოიღო და ის იყო, აპარატში უნდა შეედო, რომ გზის მეორე მხარეს ერთი მაღალი, გამხდარი გოგო შენიშნა, რომელსაც მწვანე პიჯაკი და მოკლე თეთრი საზაფხულო ქვედაკაბა ეცვა, ფეხებზე კი – ტყავის მწვანეწვეტიანი ჩექმები. გოგო ლამპიონის ბოძს მიყრდნობოდა, სიგარეტს ეწეოდა და თან მკლავებს ისრესდა გასათბობად.
– ბოზი იქნება ნამდვილად, – გაიფიქრა რობიმ. – ღამის სამ საათზე ნორმალური ქალი გზის პირას არ დადგება. გზაც კარგად შეურჩევია… მიყრუებული ადგილი…
რობიმ საფულეში დაიწყო ჩიჩქნა, თან გოგოს უთვალთვალებდა. ისე, ცუდი მართლა არ იყო, სიმპათიურიც კი ეთქმოდა, და მისთვის ზედგამოჭრილიც.
– ბოზი რომ არ იყოს? იქნებ ტრანსსექსუალია?
საკმარისი იქნებოდა, მისულიყო და 10 ათასი ლირის გადახურდავება ეთხოვა, რომ მიხვდებოდა, ქალი იყო თუ ტრანსი.
გზა გადაჭრა და გოგოს მიუახლოვდა. მას არც კი შეუხედავს რობისთვის, სიცივისგან ფეხებს ერთმანეთს უბაკუნებდა. ბიჭმა ფული ამოიღო და გაუწოდა.
– ბოდიში, ხომ ვერ დამიშლი? – თავით აპარატისკენ მიუთითა, მჭირდებაო.
– არა. – ყოველგვარი ემოციის გარეშე მიიღო პასუხი.
ტრანსსექსუალი არა, ჩვეულებრივი გოგო იყო და საკამოდ ლამაზიც. იტალიელი არ ჩანდა, თეთრი კანი ჰქონდა და სლავური წარმოშობა ეტყობოდა. შავი თმის ძირებში ქერად წამოზრდილი თმები მოუჩანდა, დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, სახე – გამხდარი, ყელი – მაღალი, ლოყებზე კი, სულ ოდნავ, მუწუკების კვალი ეტყობოდა.
ერთი სიტყვით, რობისთვის ცუდი არ იყო.
– მადლობა! – მეტის თქმა ვერ მოახერხა რობიმ.
აბა, რამდენს აიღებო, ხომ ვერ ჰკითხავდა! გამბედაობა მაინც არ ეყოფოდა. მობრუნდა და მანქანისკენ წავიდა.
– სიგარეტი გაქვს? – გაიგონა უკნიდან ხმა.
რობიმ გაიღიმა, გამოხედა და მხრები აიჩეჩა: – არ ვეწევი, ვწუხვარ.
– აღარავინ ეწევა უკვე. – მანაც აიჩეჩა მხრები.
იტალიურად ლაპარაკობდა, მაგრამ უცხო და გაუგებარი აქცენტით.
– მართალია… – და ლაპარაკი რომ გაეგრძელებინა, თქვა: – ცუდი იქნება მათთვის,
ვინც ეწევა, წარმომიდგენია…
გოგომ ძირს დააგდო საღეჭი რეზინი და ფეხით გასრისა.
– რას უნდა უყურო? – ჰკითხა სხვათა შორის.
– რა? ვერ გავიგე. – რას გულისხმობს, ნეტა?
– რომელი ფილმი გინდა, რომ ნახო?
– „გლადიატორი“, – უპასუხა, მაგრამ გულში კი გაიფიქრა: – რაში აინტერესებს,
მეტს მაინც აღარ შევხვდები, და!
– პორნოგრაფიული ფილმია? – წამოვიდა გოგო რობისკენ.
– არა, მინდოდა ამეღო ერთი…
– ეკრანზე ნახვას, არ გირჩევნია პირდაპირ შენ გააკეთო? – მიუახლოვდა და ცბიერი
ღიმილით თვალებში ჩაჰხედა.
– ჰო… რა თქმა უნდა…
– მაშინ ნუ გადაყრი ფულს. მე გაგართობ შენ.
– და რამდენი გინდა?
– ასი?.. – ყოყმანით უთხრა გოგომ.
რობიმ თავი გაუქნია უარის ნიშნად.
– ორმოცდაათი?
– ბევრია.
– იცოდე, რომ ჩემთან ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რასაც პორნოგრაფიულ
ფილმებში აკეთებენ. შენ რამდენს გადაიხდიდი?
– ეს მთლად გაჭირვებული უნდა იყოს. – გაიფიქრა რობიმ.
საოცარია, ასეთი ლამაზი გოგო… რაც უფრო აკვირდებოდა, მით უფრო მოსწონდა. ქვედაკაბიდან გრძელი, ლამაზი, ათლეტური ფეხები მოუჩანდა. მართალია, ტრაკს ვერ ხედავდა, პიჯაკი ფარავდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, მოეწონებოდა.
– მისმინე, მე მხოლოდ 30 ათასი ლირა მაქვს. ვიცი, ცოტაა, მაგრამ მეტი აღარ
დამრჩა. მე… – ლუღლუღებდა რობი, – არ მინდა ყველაფრის გაკეთება… მხოლოდ
მინეტი მინდა, მეტი არაფერი. მეტს არ ვითხოვ. – დაიხია უკან და თავი მანქანაში დასადები სათამაშო ძაღლივით გადააქნია. – საზიზღარი საღამო მქონდა. 120 ათასი ლირა დავახარჯე ერთ ჩათლახს რესტორანში. მეგობრებმა მითხრეს, მინეტს გაგიკეთებსო, მაგრამ კარგად ჭამა, სვა და ბოლოს არაფერიც არ გამიკეთა. შენ კი იმას სილამაზით ათასჯერ სჯობიხარ. ისე, ცოტას ხომ ვერ დამიკლებდი? მიდი, ჰa, ერთხელ კი შეგიძლია დაკლება. თუ გინდა, დარჩენილ თანხას ხვალ მოგიტან.
გოგოს გაეღიმა. თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონდა, თხელი, სექსუალური ტუჩებით გარშემოვლებული.
– მე ამ მდგომარეობაში სახლში ვერ დავბრუნდები. ვინმემ მინეტი უნდა
გამიკეთოს, თორემ გავგიჟდები! – გამწარებულმა რობიმ სახეზე აიფარა ხელები.
– მოკლედ, პირდაპირ სასოწარკვეთილებაში ხარ ჩავარდნილი!
– კი. რომ შემეძლოს, თავად გავიკეთებდი, მაგრამ არ შემიძლია.
– კარგი, ამ საღამოს კეთილი ვარ, ოცდაათად გაგიკეთებ.
ბიჭმა სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო:
– არ მჯერა. მართლა? დიდი მადლობა. მართლა რა კეთილი ხარ! ისე, არ
ინერვიულო, როგორც კი გავათავებ, მაშინვე წავალ.
– წავიდეთ? – ხელი გაუწოდა გოგომ.
– სად?
– ჩემთან წაგიყვან.
– კი, მაგრამ მანქანაში არ ივარგებს?
– რას ამბობ, გაგიჟდი? ტელევიზორს არ უყურებ?
– მერე?
– არ გაგიგონია, ერთი გიჟი რომ დადის და ხალხს კლავს? შენ რა, სიკვდილი
გინდა?
– ჰო, მართლა! – რობის „მზის ქილერი“ გაახსენდა, მაგრამ ასეთთან სახლში წასვლა ნაკლებად საშიში იქნებოდა? არ ვიცი…
– დამშვიდდი. აქვე ვცხოვრობ. ისე, თუ არ გინდა, წაიღე ვიდეოკასეტა და სახლში
უყურე, თან წარმოიდგინე, როგორ გაგიკეთებდი მინეტს.
უარის თქმა აღარ გამოდიოდა. ულამაზესი გოგო იყო, თანაც – თავაზიანი. ეს შანსი რომ დაეკარგა, ნახევარი წელი მაინც დაიჭამდა ხელებს სინანულისგან.
– შორს არის შენი სახლი?
– ხუთი წუთია აქედან.
ნაგავსაყრელის გორაკიდან დაეშვნენ. გზის ორივე მხარეს ნაგავი ეყარა. რობის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონაში ცხოვრობდა და ხშირად მოდიოდა აქ ვიდეოკასეტების გამოსატანად, არასოდეს შეუმჩნევია პარკის უკანა მხრიდან რკინიგზისკენ ჩამავალი გზა. გოგოს ფანარი ეჭირა ხელში და ოდნავ ახერხებდა ჩაბნელებული ადგილის განათებას. გზა ბოლოსკენ ატალახებული იყო და რობი იძულებული გახდა, ბუჩქების ტოტებზე ჩაჭიდებულს ევლო. მოკასინები ეცვა და გასრიალება არ ასცდებოდა.
– კიდევ ბევრი დარჩა? – უკვე მერამდენედ ჰკითხა გოგოს.
– ცოტა. შენ არ ყოფილხარ ლომი. ეჰ!..
– ჰო, არა… ესაა, რომ… – ვეღარც დაამთავრა წინადადება, ფეხი ტალახში
გაუსრიალდა. – ჯანდაბა, წავიქეცი!
– ჰa, ადექი, მიდი! – ხელი გაუწოდა გოგომ.
– მთელი შარვალი დაესვარა, მისი საყვარელი შარვალი, ნაციონალეს
ქუჩაზე რომ იყიდა, „კოლბის“ მაღაზიაში.
– რა დაწყევლილი დღეა!..
როგორც იქნა, დაღმართი ჩაიარეს და რკინიგზიდან ორი მეტრის დაშორებით აღმოჩნდნენ. მარცხენა მხარეს გვირაბი ჩანდა. ორი პატარა მწვანე სინათლე ძლივს ანათებდა ლიანდაგებს.
– ახლა?
– აქეთ.
დაჟანგული მავთულის ღობეს მიადგნენ. ათი მეტრი გაიარეს და წრიულად გაფენილ სარეცხში აღმოჩნდნენ. გოგომ კატის სიმკვირცხლით გაირბინა ეს ადგილი, რობი კი ბეჰემოთივით ძლივს მიიზლაზნებოდა. ჩავიდნენ ხის დაზიანებულ კიბეზე და რკინიგზაზე გადავიდნენ. მეორე მხარეს, დაფნის ხეებს შორის იწყებოდა პატარა გზა. ირგვლივ ნაგვით სავსე ცელოფნის პარკები, ბოთლები და დამწვარი საბურავები ეყარა.
– აი, მოვედით. – თქვა გოგომ.
რობიმ ხის ტოტი გადასწია და ბოშების დასახლება დაინახა, რომელსაც ირგვლივ ტყე ეკრა. ავტომაქანის მისაბმელი ფურგონები, ძველი მერსედესები, მეტალის ფირფიტის ბარაკები… რამდენიმე ადგილას დანთებულ ცეცხლთან ადამიანთა მუქი ფიგურები მოჩანდა. იქვე იდგა საქათმეებიც. ნაწილებად ქცეულ ფიატ 500-თან ორი თხა მიებათ.
რობი ერთ ადგილას გაიყინა, მიხვდა, მაგრად მიქარა აქ რომ მოვიდა. გოგომ სახეში ფანარი მიანათა.
– რა იყო, გეშინია?
– გაწიე, თვალებში ნუ მანათებ. არა, არ მეშინია.
– აბა, წამოდი.
გასაკვირი იყო, მაგრამ მან ეს ადგილი არ იცოდა. არც სხვა მხრიდან მოჩანდა, რადგან ტყე მწვანე ცხვირსახოცივით ფარავდა ყველაფერს. აქაურობას რაღაც ძველებური იერი დაჰკრავდა, თითქოს შუასუკუნეებში გადავარდიო.
– ლამაზია აქ, არა?
– ძალიან. – თქვა რობიმ, მაგრამ გული ძლიერ უცემდა და პირიც გაშრობოდა.
გოგო იმ შავ ფიგურებს ხელის აწევით მიესალმა. მანაც იგივე გააკეთა, თან გრძნობდა, როგორ აკვირდებოდნენ.
ბოლოს ერთ ფურგონთან შეჩერდნენ, რომელიც საბურავების ნაცვლად აგურებზე იდგა. ფურგონისთვის წინა მხრიდან ლამინატის ფირფიტებით მოპირკეთებული ხის აივანი მიედგათ. სიგრძეზე ჩამწკრივებულ ქოთნებად ქცეულ ზეთის კოლოფებში ბალბები და პამიდვრები ჩაერგოთ. იქვე ძაღლი იყო მიბმული, რომელმაც პატრონის დანახვაზე წკმუტუნი დაიწყო.
– სილვიო, დაწყნარდი! – უთხრა გოგომ და ძაღლიც ფურგონის ქვეშ ჩაყუჩდა. – ესეც ჩემი სახლი! – ამოიღო გასაღები, გააღო კარი და რობის ხელით ანიშნა, შესულიყო.
– ლამაზია… – მოათვალიერა ბიჭმა იქაურობა.
მართლაც სასიამოვნო გარემო იყო: ერთ მხარეს საწოლი იდგა, ზევიდან დაწყობილი ლამაზი, ფერადი ბალიშებით. განათებული აბაჟურის ირგვლივ სითბო დამდგარიყო. დიდ სარკეზე მძივები, კრიალოსნები და ქანქარები ეკიდა, ხოლო ჩარჩოში ძველი ფოტოები და ბარათები იყო ჩამაგრებული. ფანჯრებს მოქარგული ფარდები ამშვენებდა, რაფაზე ძველი სტერეოც იდო. კუთხეში პატარა გაზქურა იდგა და მასთან ახლოს, ონკანთან, გასაშრობად ჩამწკრივებული მწვანე ბოკალები ეწყო; ვაშლის კრემიანი ნამცხვარიც კი დაინახა იქვე ბიჭმა. იდგა ასევე შოტლანდიური სტილის პლედგადაფარებული ერთი ძველი დივანიც, რომელზეც დიდ, შავ-თეთრ სპარსულ კატას ეძინა. პატარა მაგიდას მინდვრის ყვავილებიანი ლარნაკი ამშვენებდა. კუთხეში, ვარდისფრად შეღებილ ტელევიზორთან, გიტარაც მოჩანდა. იატაკზე ბორდოსფერი მოკეტი ეგო, ზედ კი გაცვეთილი ფარდაგი ეფინა.
– სასიამოვნო გარემოა ნამდვილად. – თქვა რობიმ და ოთახს ისევ მოავლო თვალი.
– ჩაი გინდა? – გოგომ ჩაიდანი დადგა გაზქურაზე და კასეტა აიღო. – მოგწონს
მუსიკა?
რომიბ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. გაისმა მხიარული მელოდია, რომელსაც ვიოლინო და გუდასტვირი უკრავდა.
– ჩემი ქვეყნის მელოდიაა, – თქვა გოგომ და პიჯაკი გაიძრო. შიგნით შავი გრძელმკლავებიანი მაისური და მამაკაცის ჟილეტი ეცვა. – მე გავიხდი…
რობი ფეხზე იდგა და გაშტერებული უყურებდა ამ სანახაობას.
გოგომ მაისური გაიძრო. თეთრი, უბრალო და სადა ლიფი ეცვა, ნაკლებად ზიზილ-პიპილოებიანი. ისე უცებ გაიხადა, წამიც არ დაუყოვნებია. ლამაზი მკერდი ჰქონდა, არც ისე პატარა. მუქი ფერის ძუძუსთავები ზევით აბზეკოდა. ქვედაკაბა და საცვალიც თვალის დახამხამებაში გაიძრო და რობის წინ დაუდგა. ლამაზი, სრულყოფილი სხეული ჰქონდა, გამხდარი, მაგრამ სასაიამოვნო ბორცვებით, მუცელი – ბრტყელი და კუნთოვანი. ბოქვენზე – ყავისფერი თმის ხაზი, დუნდულები – მკვრივი და აწეული.
რობის თავბრუ დაეხვა, მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთი აღნაგობა მხოლოდ „ექსპრესის“ ყდაზე თუ ენახა.
გოგომ ჩაი დაასხა.
– რას შვრები, არ იხდი?
– ჰო, მართლა! – ტანსაცმელი თითქმის შემოიგლიჯა ტანზე.
– შენ ლოგინში შეძვერი, მე კი ჩაის მოგიტან.
რობის განმეორება აღარ დასჭირვებია, უცებ წამოგორდა საწოლზე.
გარედან ბოშების ვიოლინოს მოწყენილი სიმღერა ისმოდა.
გოგომ სინათლე ჩააქრო. ფურგონში ჩამობნელდა. მხოლოდ გარეთ დანთებული ცეცხლის შუქი შემოდიოდა პატარა ფანჯრიდან. რობიმ დაინახა, რომ გოგო მისკენ წამოვიდა. ხელში ლანგარი ეჭირა და ზედ ჩაის ფინჯნები ეწყო. სიბნელეში მისი ლამაზი მკერდის მოხაზულობა ჩანდა. რობიმ იგრძნო, ასო როგორ გაუმაგრდა. გოგომ ლანგარი ძირს დადო და საწოლზე ჩამოუჯდა.
– როგორ არის „ბედნიერების ღერძი“?
– არა უშავს. – ხელი მაჯაში მოჰკიდა და თავისკენ მიიზიდა.
– მოიცა. – ქალმა სიგარეტი ჩააქრო და ფეხზე მოეფერა.
რობის მისი ხელის შეხებით მუცლის კუნთები შეეკუმშა, ღრმად ამოისუნთქა და თავი უკან გადააგდო. უცებ ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ვიღაც აკვირდებოდა. მიიხედა ფანჯრისკენ და ელდა ეცა: მამაკაცის მსხვილი ფიგურა ველური გამოხედვით თვალს არ აშორებდა. პაროდისტ ფრანკო ნეროს ჩამოჰგავდა, სინამდვილეში კი ჯანგო იყო.
დრო არც კი მიეცა რობის, კარგად რომ დაჰკვირვებოდა, გაჰკვირვებოდა, ეყვირა, წამოწეულიყო, განძრეულიყო ან რამე სხვა მოემოქმედა. ერთი ღორის ბარძაყივით მსხვილი მკლავი ყურის არეში დაეტაკა და ფანჯრიდან წარმოუდგენელი სისწრაფით გადაათრია. რობი შიშველი აღმოჩნდა ტალახში. უნდოდა ამდგარიყო, მაგრამ მიწაზე ტარაკანივით დაანარცხეს. გოლიათი ერთიანად თმიანი იყო. ლომის ფაფარივით ქერა თმები მხრებზე ეცემოდა, მუქი ფერის გაშლილი წვერი ღაწვებამდე უფარავდა სახეს, ყელზე ვერცხლის თავის ქალა ეკიდა, ტანზე მარგალიტებით მოქარგული ტყავის ჟილეტი ეცვა და ხელში თოფი ეჭირა, რომლის კონდახიც უამრავი მარგალიტით იყო შემკული.
– შენ ვინ ფეხები ხარ? ჩემს ცოლს ჟიმავ, ნაგავო, ჩემს სახლში? ახლა მოკვდები! –
ჯანგომ შუბლზე მიადო იარაღი.
რობიმ, ალბინოსი ტრიტონივით აცახცახებულმა, თვალები დახუჭა და მის ჩექმაზე დაიწყო რწყევა. სროლის ხმას ელოდებოდა, მაგრამ უცებ ქალის ყვირილი გაიგონა:
– Cjenik usluga u domacinstvu! ახლა გაიგებ, რას ნიშნავს სახლში დაბრუნება და იმის
ნახვა, როგორ გღალატობენ. ისწავლი ჭუას, ბოზიშვილო! შენ გამო გავაკეთე ეს, შენც უნდა იგრძნო იგივე!
რობი მიწაზე იყო სახით დაკრული და ჩუმჩუმად, თვალის კუთხიდან ხედავდა, შიშველი გოგო როგორ ურტყამდა ცოცხის ტარს თავში და წელზე სლავ მონსტრს.
– არ არის ლამაზი, არა? აი, შენ! აი, შენ! ხედავ?! მეზიზღები! შენ რომ ჟიმავდი
ყველას?! – მარიჟა, რიჟეკა, ვიზევიკა… მეზიზღები, ღორო!
ჯანგოს ცალი ფეხი რობიზე ჰქონდა დაჭერილი, მაგრამ გოგო გაუჩერებლად ურტყამდა. ბოლოს იძულებული გახდა, ტყვე გაეშვა, რომ თავი უკეთ დაეცვა. რობიმაც დრო იხელთა და ფურგონის ქვეშ შეძვრა, ტალახში. ურჩხულმა გოგოს ცოცხის ტარი გამოსტაცა, დალეწა და შორს, რამდენიმე მეტრის იქით მოისროლა. მერე ისე დაიღმუვლა დაჭრილი დათვივით, რომ თვალები წვერებში ჩაეკარგა: – Povekava!
გადახტა, ფურგონს ხელები სტაცა და მისი ამოტრიალება მოინდომა. რობი ყვირილით მიხოხავდა მიწაზე:
– მე არაფერ შუაში ვარ! მე არაფერი მიქნია, თვითონ მომიყვანა აქ! გთხოვთ,
გაჩერდეთ, მოვილაპარაკოთ!
ამასობაში, მათ ირგვლივ მთელი დასახლება შეგროვილიყო. მამაკაცებს ხელში ფიწლები, ნიჩბები და ფარნები ეჭირათ. ქალები გაავებულ ძაღლებს ძლივს აკავებდნენ, მიწას ფეხებით რომ ფხოჭნიდნენ და იქაჩებოდნენ. ყველა ყვიროდა.
– ახლა მომკლავენ! ახლა მომკლავენ! – რობის გაქცევა უნდოდა და მიწის
გათხრასაც კი ცდილობდა. მის თავზე კი ფურგონი ისე ირწეოდა, თითქოს ხარიშხალი დატრიალებულიყო. ჯანგომ ხელები გაუშვა და ახლა წიხლები დასცხო ფურგონს, თან ყვიროდა:
– გამოდი მაქედან! გამოდი! თუ კაცი ხარ, შემებრძოლე!
რობი ხაფანგში გაბმული თაგვივით წინ და უკან ხოხავდა.
ვიღაცამ ხალხიდან დაიყვირა:
– Vanskji potvori rui!
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.
– მგონი, ბანაკის მეთაური ჩაერია საქმეში და გაჩერდითო, მიუთითებს. –
გაიფიქრა რობიმ.
ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, რომ მის ფეხებთან ეშმაკივით შავი სამოცდაოთხკბილიანი ძაღლი მივარდა დასაღეჭად. ელვის სისწრაფით გამოძვრა, მაგრამ სწორედ ახლა იწყებოდა თურმე სიბნელე…
სახეში ყინულივით ცივი წყლის შესხმა რომ იგრძნო, თვალები მაშინღა გაახილა. ბაწრებით მიებათ ბოძზე, შიშველი. ერთ ხელში ნაგვის ყუთის თავსახური ეჭირა, მეორეში – რკინის მილი.
თავი ასწია და დაინახა, მანქანის საბურავებით შემოღობილი არენის კუთხეში ეგდო. რინგის ცენტრში ერთი სპორტული მანქანა იწვებოდა, ცაში ასული ცეცხლის ალი კი სიბნელეს ანათებდა. უკან მოხუცები და ახალგაზრდები იდგნენ. ქალები ჩირაღდნებით ხელში ყვიროდნენ. ძაღლები ყეფდნენ. რობის საპირისპირო მხარეს ჯანგო იდგა. ჟილეტი გაეძრო, ორივე მკლავზე კობრა ჰქონდა ტატუირებული. ოფლისგან მთელი სხეული ულაპლაპებდა. გოლიათის გიჟური ყვირილი ცამდე ადიოდა. სამი კაცი ძლივს აკავებდა.
რობიმ ღობეზე გადახტომით სცადა გაქცევა, მაგრამ მის უკან მდგარმა ერთმა პატარა მელოტმა კაცმა სახრახნისი ჩაასო თირკმლებში. საცოდავმა დაჭრილი ბაბუინივით იყვირა. თითქოს არ კმაროდაო, იქვე მდგომმა ბებერმა ქალმა ორანსოდას ბოთლი ჩაარტყა თავში. მერე ახსნეს ბაწრები და არენის ცენტრისკენ ჰკრეს ხელი.
ისევ ეცადა გაქცევას რობი, მაგრამ იმ პატარა კაცმა ისევ ჩაარტყა სახრახნისი. ირგვლივ ხალხი კედელივით იყო აფარებული და მას საბრძოლველად იწვევდა. ცეცხლის ალიდან გამოჩნდა ჯანგო. თავს ზემოთ ბაწარს ატრიალებდა, რომელზეც მანქანის აკუმულატორი იყო მიბმული. ხალხი ნაგავს, ქვებს, ყველაფერს ისროდა. რობის უნდოდა გაქცეულიყო, მაგრამ თავში ახლა იეგერმეისტერის ბოთლი ჩაარტყეს. თვალები დაუბნელდა, ფეხებს ვეღარ გრძნობდა. უცებ რაღაც სისინი შემოესმა – დიდი სისწრფით გამოქანებული მანქანის აკუმულატორი სტვენით უახლოვდებოდა მის ცხვირს, ხუთი სანტიმეტრიღა იქნებოდა დარჩენილი. თავის დაცვა მილით სცადა, მაგრამ აკუმულატორი ხელზე მოხვდა და მილი გაუვარდა. ორი ნაბიჯი გადადგა უკან და მძიმე საგნის დარტყმით გამოწვეული აუტანელი ტკივილი რომ იგრძნო წელზე, წამოიძახა:
– ახლა გეყოფა! უკვე გამაღიზიანე! – ნაგვის ყუთის თავსახური მთელი ძალით
ფრიზბივით გაუქანა კბილებში მის ზურგს უკან მდგომ პატარა კაცს, რომელიც სისხლის ფურთხებით ძირს დავარდა.
ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი დამუნჯდა.
რობიმ ირგვლივ მიმოიხედა, მერე წარმოუდგენელი სისწარფით გადაახტა წაქცეულს და გაიქცა. ხალხი ყვირილით დაედევნა.
ის გამწარებული გარბოდა სიბნელეში, პირდაღებული, წინგაწეული ხელებით. ადრენალინი ვენებში ემატებოდა. გული მკერდში უძაგძაგებდა. მირბოდა და თან ტიროდა.
მის სხეულზე არ არსებობდა უმტკივნეულო ნაწილი, ყველაფერი ჰქონდა დაჩხაპნილი, დაჭრილი, კონტუზირებული… ტოტებიც და ბუჩქებიც კაწრავდნენ, არ ინდობდნენ, ქვები ფეხის ტერფებს უხვრეტდნენ… მირბოდა და გრძნობდა, როგორ მოსდევდნენ უკან, არ ეშვებოდნენ. ცოტა ხნითაც რომ შეჩერებულიყო, დაიჭერდნენ. მისი გონების რაღაც მცირე ნაწილი ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, ყველაზე ცუდი სიზმარი მის ცხოვრებაში, და რომ გაიღვიძებდა, გაქრებოდა და დაინახავდა, კარმელა ბებიას როგორ მოჰქონდა მისთვის ლანგარით ყავა და „მულინო ბიანკოს“ ნამცხვრები.
ძაღლები… ძაღლების ეშინოდა ყველაზე მეტად. ესმოდა, უკნიდან როგორ ყეფდნენ.
ორიენტაცია მთლად დაკარგული ჰქონდა. ის პატარა ტყე ოლიმპიასა და პარიოლის ქუჩას შორის, უზომოდ დიდი ეჩვენებოდა. გადაწყვიტა, ახლომდებარე გორაკზე ასულიყო, მაგრამ თუ არ დაისვენებდა ცოტას და სულს არ მოითქვამდა, მოკვდებოდა. ელენთა ისე ძლიერ უფეთქავდა, ორად იკეცებოდა ტკივილისგან. ხეებს შორის ბეტონის დიდი მილი დაინახა და ზედ აძვრა. შიგ წყალი გადიოდა. ქვევით ვერაფერს ხედავდა, ყველაფერი შავად ჩანდა. ერთი მეტრი ისე იქნებოდა, როგორც ექვსი.
– უკან დავბრუნდე? – გაიფიქრა.
ძაღლები და ხალხის ყვირილი თანდათან ახლოვდებოდა. ცეცხლის შუქი ანათებდა ბნელში მოქცეულ ხეებს. და აი, ისინიც…
რობიმ კბილები ერთმანეთს დააჭირა, თვალები დახუჭა და სიბნელეში გინებით გადახტა. ნაგვის გროვაში ჩავარდა, სავსე ცელოფნების, დამპალი ხილის, მანქანების სავარძლებსა და მუყაოს კოლოფებს შორის. არაფერი უტკენია. ირგვლივ საშინლად გულის ამრევი სუნი იდგა. რემბოსავით უნდა ექნა, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი რომ მისდევდა.
სხეულის ნაგვით დაფარვა დაიწყო, ზედ იყრიდა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა: ბანანის კანს. აქოთებულ თევზის ფხებს, გერმანული ნაგაზის ლეშსა თუ ჟურნალებს. ასე ცახცახებდა ამ სიმყრალეში, სანამ მდევრებმა არ გაიარეს.
როცა დარწმუნდა, უკვე შორს იყვნენ, ამოიწია და მადლობის ნიშნად ხელები ცისკენ აღაპყრო. მერე გადმოვიდა ნაგვის გროვიდან და დაინახა, ხეებს შორის, ცარიელ ადგილას მოხვედრილიყო. საიდანღაც მანქანების მოძრაობის ხმაც მოესმა. ქალაქიდან ზემოთ ასული სინათლე ნაცრისფერ ღრუბლებზე ირეკლებოდა, იქიდან დაშვებული შუქი კი იქაურობას მკრთალად ანათებდა. მგონი გადარჩა… შორიახლოს მეტალის ფირფიტის ნაგებობა დაინახა და მისკენ გაემართა. საამშენებლო მასალების საწყობი უნდა ყოფილიყო. რომ მიუახლოვდა, იქიდან გამოსული მბჟუტავი სინათლე შენიშნა და დაკაკუნება გადაწყვიტა, მაგრამ შეჩერდა. შიგნითაც რომ იმ ბოშათაგანი ყოფილიყო ვინმე?! ნაგებობის უკან სარეცხი იყო გაფენილი. მიუახლოვდა და თოკიდან ერთი გრძელი მაისური ჩამოგლიჯა. ვიწრო ჰქონდა, მაგრამ მაინც გადაიცვა, ოღონდ ქალის გულამოღებული კაბა აღმოჩნდა, რომელიც ძლივს უმალავდა სასირცხოს. მერე იქვე გაჩერებული მანქანებისკენ გაემართა. ატალახებული გუბე გადაიარა და ერთ სუფთა, მოვლილ პარკში აღმოჩნდა, სადაც ბავშვებისთვის სასრიალო, საქანელები და სკამები იყო დამონტაჟებული.
– გადავრჩი! სამშვიდობოს ვარ!
სულ ახლოს, სადღაც იქვე გამავალ გზატკეცილზე მაქანები დაქროდნენ. ეს ადგილი მისი სახლიდან შორს არ უნდა ყოფილიყო. ის იყო, გზაზე გასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად ყვირილი შემოესმა:
– Ostar preda odlegadi! Ostar! – ჯანგო იყო სხვებთან ერთად. დაინახეს.
რობი კოჭლობით გაიქცა. საბედნიეროდ, მისკენ მომავალი ძველი მერსედესი შენიშნა. შუა გზაზე დადგა და ხელები გაშალა. მანქანა მისგან ოცი მეტრის დაშორებით გაჩერდა. რობიმ ჯერ ღმერთს მადლობა გადაუხადა, მერე უკანა კარი გამოაღო და შიგ თევზივით შესრიალდა.
„ჰაერი… ჰაერში. შენზე სურვილი… კვირაა და ვინ იცის, შენ რას აკეთებ… ჩემი სურვილი დიდია და შემაშფოთებელი..“ – მღეროდა მარჩელა ბელა მაგნიტოფონში.
– მადლობა, მადლობა! თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ. ჩემი მოკვლა
უნდოდათ, – ამბობდა რობი და თან მანქანის სარკეში ხედავდა, როგორ ეფარებოდნენ თვალს ჯანგო და მისი თანამებრძოლები. – არ ვიცი, როგორ… – უცებ, ენა ჩაუვარდა, მანქანაში სამი უზომოდ მსუქანი კაცი იჯდა – თმები ყველას გადაპარსული ჰქონდა. საზამთროსავით მსხვილი და მრგვალი თავები პირდაპირ მხრებზე მიხრახნოდათ, პატარა და უმეტყველო თვალები ტორტორას კვერცხებს მიუგავდათ, სველი ტუჩებიდან დორბლი სდიოდათ და პირში მიღრეცილ-მოღრეცილი კბილები მოუჩანდათ. სამივეს სერჯო ტაკინის ცისფერი სამუშაო უნიფორმა ეცვა და შიგნით – თეთრი მაისურები წარწერით: „ტყუპები ფრანჩესკინები. მეთანის გამაცხელებლების დამონტაჟება და შეკეთება“. მაჯებზე საპნისხელა ოქროს საათები და უნიტაზის წყლის ავზის ჩამოსაქაჩი ჯაჭვის მსგავსი სამაჯურები ეკეთათ. რობის დანახვაზე სიცილი აუტყდათ.
ჯანგო და მისიანები ამათთან შედარებით უფრო ნორმალურები ეჩვენა. რობის გვერდით მჯდომი იმხელა იყო, შეეძლო დაშლილი წიგნის კარადა მთლიანად გადაეყლაპა და აწყობილი, კარჩამობმული მოესაქმებინა.
– ივო, ეს აყროლებული სუნი ლეშზე უარესია, მარწყევინებს! – თქვა ტულიომ, რომელიც წინ იჯდა. ცხვირი აიბზუა და ფანჯარა ჩასწია.
– ეს სუნი მთელ მანქანას ამიყროლებს. არადა, დღეს გავრეცხე. ჰკითხე
ერთი, მკვდრებთან ერთად იბანს? ზიზღისგან თავი გააქნია საჭესთან მჯდომმა ივომ.
ტულიომ პისტოლეტი დააძრო და რობის სახეზე მიაჭირა.
– ისე, ტრანსსექსუალის კვალობაზე, დიდი ვერაფერი შვილი ჩანხარ. რა ჩემ ფეხებს
აკეთებ ჟიმაობის წინ? კანალიზაციის წყლით იბან? ახალი მეთოდია, რომ შეგამჩნიონ, თუ რა?
ტრანსსექსუალი ეგონათ.
რობის პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, თითქოს მორიელს ეკბინა მისთვის ენაზე და გაეშეშებინა. მხოლოდ რაღაც ჩაილუღლუღა უაზროდ.
– ვერაფერი გავიგე, უცხოელი უნდა იყოს, – თქვა ტულიომ და ახლა დამარცვლით
მიმართა:
– უ-ცხო-ე-ლი ხარ?
– ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი ჟიმაობასაც სჭირდება. შეხედეთ
ერთი, წვერიც კი არ გაუპარსავს! მკერდზეც რამხელა ბალანი აქვს! – თქვა ივომ და მანქანის სარკიდან დააკვირდა რობის.
– ტრანსსექსუალი მკერდზე ბალნით იგივეა, რაც ზანგი – ფერარით. რაღაც არ
ეწყობა ერთმანეთს. – ჩაერია ლაპარაკში რობის გვერდით მჯდომი. მერე შარვლის ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და ლულით კაბა აუწია, – ჩიტიც ჰქონია, ოღონდ პატარა.
რობი შიშისგან კბილს კბილზე აცემინებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, თავი დაეცვა, მაგრამ ხმა აუწყობელი ვიოლინოსავით უთრთოდა.
– იცოდეთ, რომ ცდებით. მე არ ვარ ტრანსსექსუალი. მე ნორმალური ვარ. ვიღაც
გიჟების ჯგუფი მოსაკლავად მომდევდა. ეს ტანსაცმელი იმიტომ ჩავიცვი, რომ ჩემი მომპარეს.
– მაშინ გაგმართლებია ჩვენი გამოჩენით. – თქვა ივომ და ისე ახითხითდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე სასაცილო რამეს ამბობდა.
მარჩელა ბელა კი თავის სიმღერას აგრძელებდა…
– დამიჯერეთ, მე არ ვარ ტრანსსექსუალი, ღმერთს გეფიცებით, თქვენ
ცდებით. მე მეზიზღება ისინი. მკვდარი მინდა ვნახო ყველა.
– ჰო, როგორც მე ვერ ვიტან ტორტს და ტკბილეულს! – ჩაიცინა ტულიომ.
სამივე სიცილით კვდებოდა, თან იდაყვებს ურტყამდნენ ერთმანეთს.
შუქნიშანთან რომ შეჩერდნენ, რობი არც კი დაფიქრებულა, სახელურს ეცა, გამოსწია, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა.
– მე ჩავკეტე იმ ცუდი ბავშვებისთვის, რომ არ გაიქცნენ. – ჩაიქირქილა ივომ და უკან მჯდომს ჰკითხა: – ავგუ, რა ვუყოთ ამას?
ავგუსტო ცოტა ხანს დაფიქრდა და თქვა:
– არ ვიცი, ჯერ გაჟიმვა სჯობს და მერე მოკვლა, თუ პირიქით…?
მუსიკა რომ დამთავრდა, რობის უკნიდან ყრუ ხმები მოესმა, მერე – ბრახუნი გაიგონა.
– ვიღაც არის საბარგულში. – გაიფიქრა.
– აუუ!… აღარ ჩერდება, რა! რა გამძლეობა აქვს ასეთი?! ავგუ, შენ უთხარი რამე, რა! –
იყვირა ტულიომ.
ავგუსტომ პისტოლეტის ტარი დასცხო სავარძლის საზურგეს.
– კიდევ?! ნუ მოგვჭამე ფეხები, გეყოს ახლა!
– დანგრატი სად დაარტყი? – ჰკითხა ივომ.
– სად დავარტყი და, სახეში.
– ხედავ, სულ ცდები! ნიკაპის მარჯვენა მხარეს უნდა გელეწა, ასე ყბასაც კარგად
ამოუგდებდი და აღარც იყვირებდა.
– თუ კარგად გაიხსენებ, შენ თვითონ მითხარი, სახეში დაარტყიო. შენ ბრძანებ და
მე ვასრულებ.
– რა ჩემ ფეხებს ამბობ?!
რობი ახლაღა მიხვდა, რომ სამივენი „მზის ქილერები“ იყვნენ და შიშისგან ჩაეფსა. სპიდომეტრს დააკვირდა, საათში180 კმ სიჩქარით მიქროდნენ. წინ დიდი მოსახვევი იყო. შეეცადა ჩაფსმული ადგილი კაბით მოემშრალებინა, რადგან რომ გაეგოთ, ნამდვილად არ აპატიებდნენ.
– ავგუ, შენს ძმას უნდა დაუჯერო, გესმის?! რამდენჯერ უნდა გითხრა?!
– რომელი სიმღერა ჩავრთო? – ტულიომ დისკების კლასიფიკატორი ამოიღო.
– გეყოფა ახლა, კარგად მოიქეცი, როგორც მასპინძელს შეეფერება, და ჰკითხე შენს
ახლად შეძენილ მეგობარს, რომელი სიმღერის მოსმენა ურჩევნია. – თქვა ივომ და პონტინას ქუჩისკენ გაუხვია.
– ამით გავიგებთ, ცისფერია თუ არა. მუსიკით ამის გარკვევა ადვილია.
საუკეთესო გამოცდა იქნება. – დაამატა ავგუსტომ და პისტოლეტი მიადო რობის ნიკაპზე.
– რა მუსიკა მოგწონს?
– არ ვარ ცისფერი. მე ქალები მომწონს და არა, კაცები.
– რა მუსიკა მოგწონს-მეთქი!
– გეფიცებით… მე კაცები…
ავგუსტომ პისტოლეტის ტარი ყბაში ჩაარტყა. რობის პირი სისხლით აევსო და რამდენიმე კბილიც გადმოაფურთხა.
– ხომ ხედავ, სულ სახეში რომ ურტყამ?! მართალი ვიყავი თუ არა?! – უყვირა ივომ.
ავგუსტომ ისევ ამოიფრუტუნა:
– არ ვაკეთებ ძალით. ასე გამომდის, ბუნებრივად… ესე იგი, რა მუსიკა მოგწონს?
რობი ისე იყო დამფრთხალი, ვერც კი იგებდა კითხვას. ცალი ხელი პირზე აეფარებინა.
ავგუსტომ პისტოლეტი შემართა და საფეთქელზე მიაჭირა:
– რა მუსიკა მოგწონს?! ხუთი წამი გაქვს დრო პასუხისთვის. ერთი…
სწორად რომ არ ეპასუხა, ტყვია თავს გაუხვრეტდა. კარგად უნდა დაფიქრებულიყო, რომელი იყო ცისფერების მუსიკა.
– ორი…
ცდილობდა, მომღერლების სახელები გაეხსენებინა, მაგრამ გონება სრულიად დახშული ჰქონდა.
– სამი…
თითქოს მუსიკა არც კი მოესმინა მთელი ცხოვრების მანძილზე, აღარაფერი ახსოვდა.
– ჰა, თქვი ახლა! შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა კი არ უკითხავს ვინმეს. უპასუხე,
თორემ მოგკლავს! – ჩაიხითხითა ივომ.
– ოთხი…
– სუპერ… სუპერტრამპი… – ჩაილუღლუღა.
სამივე ახარხარდა.
– არა, სუპერტრამპი არა, მეტალიკა! – იყვირა რობიმ.
– სუპერტამპები! სუპერტრამპები? ეგენი ყველაზე ცისფერები არიან. –
მოიწმინდა ივომ ცრემლები.
– და იმათზეც… რა ჰქვიათ? ისინი, ინდიელებივით, პოლიციელებივით და
მექანიკოსებივით რომ იცვამდნენ. რა ჩემი ფეხები ჰქვიათ? მითხარით, რა ჯანდაბა ჰქვიათ?
– Village People. ტფუ, რა ნაგავი გეები არიან!
– მე მეტალიკა ვთქვი.
ივომ მოულოდნელად გადაუხვია და გზის პირას ისე დაამუხრუჭა, რომ გარშემო მტვრის ბუღი დააყენა, მერე რობის მიუბრუნდა:
– ახლა კარგად მომისმინე: პირველი – თამაშის დროს, რასაც უცებ იტყვი, პასუხად
ის ჩაითვლება! მეორე – ტრანსსექსუალი ხარ და არაფრად ვარგიხარ! მესამე – სუპერტრამპები ცისფერები არიან! მეოთხე – ჩაეთრიე ახლავე მანქანიდან!
დაჩოქილი რობი ტიროდა. მავთულით მიებათ მისთვის წელზე მაჯები. დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით დამუშავებული მიწა მოჩანდა… მთვარე იქაურობას ყვითელ ზოლებად ანათებდა…
სამი ტყუპი რობის წინ იდგა. სამივეს პისტოლეტი ეჭირა ხელში.
– ახლა შენ ყველას მინეტი უნდა გაგვიკეთო. იცოდე, კარგად იმუშავე, არაფერია
ცუდად გაკეთებულ მინეტზე უარესი! – უბრძანა რობის ავგუსტომ.
ივო წინ წამოიწია. ის იყო, შარვალი უნდა ჩაეწია, რომ სროლის ხმა გაისმა. ივო ძირს დავარდა და შუბლზე ერთი წითელი ნახვრეტი დააჩნდა. მის ორ ძმასაც არ მიეცა დრო. ისინიც გახვრეტილი თავებით დავარდნენ. რობი მოტრიალდა და დაინახა, ასე, ხუთ მეტრში, კაცი იდგა. მოტოციკლისტის ჩაფხუტი ეხურა და იისფერი ტანსაცმელი ეცვა, წითელი, სადა მოსასხამით მხრებზე. კაცმა ჩაბერა პისტოლეტის ლულას და საჩვენებელი თითი გამოჰკრა.
– ვინ ხარ? სუპერმენი? – ამოიკვნესა რობიმ.
ბრტყელტუჩას ეძინა, ხროტინებდა. მარათონის შემდეგ ძალა გამოლეოდა და ლოგინზე მიგდებულიყო.
ტაბელი 20 მილიარდს აჩვენებდა. ლორელა კუკარინიმ, ხუთი წუთი ტელეჟურნალის სპეციალურ გადაცემას უნდა დავუთმოთო.
გამოშვების მუსიკა ჩაირთო…
აღელვებულმა ჟურნალისტმა გამოაცხადა, რომ იმ საშინელ ღამეს კიდევ მოხდა მსხვერპლი – პონტინას ქუჩაზე სამ ტყუპ გვამთან ერთად ერთი ტრანსსექსუალის ჯერ კიდევ ამოუცნობი გვამი იპოვეს.
მკვლელობის ადგილზე გადაღებული სიუჟეტიც აჩვენეს.
ბრტყელტუჩას რომ არ სძინებოდა, ამოიცნობდა მის მეგობარ რობი კაფანიას, რომელსაც ზოლიანი ტანსაცმელი ეცვა და თვალების გარშემო ორი მზე ჰქონდა შემოხატული.
მკვდარი ხნულში, ბელტებზე ეგდო.
© არილი