საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაჯილდოება დღეს, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
პრემია 2021 წელს დაარსდა და მისი სახელწოდება შეირჩა საბავშვო ქართული ჟურნალის, „ნაკადულის“ მიხედვით, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა.
თავდაპირველად, კონკურსის ოთხ ნომინაციაში 55 წიგნი იყო წარმოდგენილი, მოკლე სიაში კი 12 მათგანი მოხვდა.
საუკეთესო პროზაული წიგნი
1. სახლი მწიფე გარგარის ქუჩაზე -თეა თოფურია (გამომცემლობა სეზანი);
2. რაკრაკ-რუკრუკა ამბები – ლელა ცუცქირიძე (ელფის გამომცემლობა);
3. ხვლიკი კოსტას ამბები – აკაკი დაუშვილი (გამომცემლობა მერიდიანი);
საუკეთესო პოეტური წიგნი
1. დინოზავრებიდან კომპიუტერამდე – ვასო გულეური (გამომცემლობა სეზანი);
2. ბეღურების ბაღი რობერტ მესხი (გამომცემლობა სამშობლო);
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
1. ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო – ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი);
2. სიზმარა – ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი);
3. ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა – ხატია ჩიტორელიძე (გამომცემლობა ინტელექტი);
4. მართიკოს ვაშლის ხე – ლიზა ფირცხალავა (გამომცემლობა პალიტრა L)
საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
1. ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო – ინგა ანთიძე (გამომცემლობა არტანუჯი);
2. ზუზუნები და ღუტუნები – ირმა მალაციძე (გამომცემლობა არტანუჯი);
3. ჩემი სხეული – მაკა სესკურია (სულაკაურის გამომცემლობა);
წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები გიორგი ლიპარიშვილი, გიორგი კეკელიძე, ირმა ტაველიძე, გიორგი ჯინჭარაძე და ნატო დავითაშვილი იყვნენ.
გამარჯვებულების დაჯილდოებამდე პრემიის მნიშვნელობაზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კეკელიძემ ისაუბრა: „პრემია მრავალმხრივ მნიშვნელოვანია: პირველ რიგში, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და კომერციული დარგის, საბავშვო მწერლობის პოპულარიზაციას. მეორე მხრივ, ამ მიმართულებით გამოავლენს საქართველოში მნიშვნელოვან ავტორებსა და ილუსტრატორებს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ წახალისებული იქნება ლიტერატურის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ასევე, ხელთ გვექნება უკვე პრემირებული წიგნები, ერთგვარი გზამკვლევი მშობლებისთვის“.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, წელს საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნად დასახელდა „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ – ინგა ანთიძე (გამომცემლობა არტანუჯი). ნომინაციაში წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი პრემია გადაეცა ხატია ჩიტორელიძეს, წიგნისთვის „ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ (გამომცემლობა); წლის საუკეთესო პოეტური წიგნის ნომინაციაში დაჯილდოვდა „ბეღურების ბაღი“ – რობერტ მესხი (გამომცემლობა სამშობლო), ხოლო წლის საუკეთესო პროზაული წიგნის ნომინაციაში – „ხვლიკი კოსტას ამბები“ – აკაკი დაუშვილი (გამომცემლობა მერიდიანი); „ხვლიკი კოსტას ამბები“.
პრემიის მიზანია ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.
© არილი