ინტერვიუ

სალმან რუშდი – პრუსტის კითხვარი

1996 წლის იანვარი

როდის და სად იყავით ყველაზე ბედნიერი?

აქ და ახლა.

რა შემთხვევებში იტყუებით?
ასეთ შემთხვევებში.

როგორია თქვენი ახლანდელი მდგომარეობა?

ვმღერი.

რა ნიჭი გინდათ, რომ გქონდეთ?

სიმღერის.

როგორია თქვენი წარმოდგენა იდეალურ ბედნიერებაზე?

ცხოვრება პოლიციელების გარეშე.

რა მიგაჩნიათ თქვენს უდიდეს მიღწევად?

გავაგრძელოთ.

რომელ ღირსებას ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას?

რწმენას.

თქვენი რომელი თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ბევრს ვლაპარაკობ.

სხვებში რომელი თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

სიჩუმე.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში?

შეუსაბამობა.

თქვენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

მისი იშვიათობა.

რა არის თქვენი ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი?

ჩამოკიდებული ქუთუთოები.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

ჩემს მეორე ქორწინებას.

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

კარგი ჯანმრთელობა.

რა მიგაჩნიათ უბედურების უკიდურეს ფსკერად?

ნებისმიერი ავადმყოფობა, თუნდაც უმნიშვნელო.

რომელი მახასიათებელი მოგწონთ კაცებში ყველაზე მეტად?

სითბო.

რომელი მახასიათებელი მოგწონთ ქალებში ყველაზე მეტად?

იუმორი.

ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები?

ჩემი მეგობრები.

ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ლეოპოლდ ბლუმი, გრეგორი ზამზა და ბარტლბი, გადამწერი.

რეალურ ცხოვრებაში ვინ არიან თქვენთვის გმირები?

ჩოგბურთელები, ფილმების რეჟისორები, როკ-სტარები.

სად იცხოვრებდით?

წიგნის თაროებზე – სამუდამოდ.

სიკვდილის შემდეგ ადამიანად ან საგნად თუ დაბრუნდებოდით უკან, რა იქნებოდა ეს, თქვენი აზრით?

ქალაქის ქუჩა.

არჩევა რომ შეგძლებოდათ, რად დაბრუნებულიყავით უკან, რას აირჩევდით?

ქალაქს.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

ვისურვებდი, არ მოვმკვდარიყავი.

© არილი

Facebook Comments Box