ესე (თარგმანი)

სალმან რუშდი – მაღ­ლა ცის­კენ


ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა თა­მარ ლო­მი­ძემ

გა­სუ­ლი ნო­ემ­ბ­რის ერთ დღეს დიდ­ხანს და­ვე­ხე­ტე­ბო­დი მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რის მხრჩო­ლა­ვი ნან­გ­რე­ვე­ბის ირგ­ვ­ლივ. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ამ შემ­ზა­რავ სა­ნა­ხა­ო­ბას და ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ჩემ­სა­ვით გა­ოგ­ნე­ბულ უც­ნო­ბებს. ვამ­ჩ­ნევ­დი, რო­გორ ირ­ეკ­ლე­ბო­და ჩე­მი დაბ­ნე­უ­ლო­ბა იმ ად­ა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლებ­ში, რომ­ლებ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, ალ­ბათ, მხო­ლოდ აქ­ა­უ­რო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი ამ­ოძ­რა­ვებ­დათ და არა უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­პა­ტიო გან­ზ­რახ­ვა – ქცე­უ­ლიყ­ვ­ნენ მომ­ხ­და­რი ტრა­გე­დი­ის მოწ­მე­ე­ბად. და­ვი­ნა­ხე აგ­რეთ­ვე მაშ­ვე­ლე­ბი და მახ­ლო­ბე­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და ოფ­ი­სე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დ­ღე მო­დი­ოდ­ნენ ნან­გ­რე­ვებ­თან. ზო­გი­ერ­თი მაშ­ვე­ლი თვალს არ­ი­დებ­და აუტ­ა­ნელ სუ­რათს, რა­თა მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის უნ­ა­რი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­დი­ო­დი და ად­ა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლებ­ში ვე­ძებ­დი პა­სუხს იმ შე­კითხ­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ჩვენ­განს აღ­ელ­ვებ­და. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მზე­რა არ­ა­ვის აღ­ი­ზი­ა­ნებ­და. იმ დროს მხედ­ვე­ლო­ბი­თი კონ­ტაქ­ტი, უბ­რა­ლოდ, აუც­ი­ლე­ბე­ლი იყო და შვე­ბა­საც კი გვგვრი­და.
მაღ­ლა, ცის­კენ ავ­ი­ხე­დე. ბევ­რი რამ და­ი­წე­რა და ითქ­ვა იმ­ის შე­სა­ხებ, რა­ო­დენ შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი იყო ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ლან­დ­შაფ­ტი­დან. ად­ა­მი­ა­ნე­ბი თვა­ლებს აც­ე­ცებ­დ­ნენ და ეძ­ებ­დ­ნენ იმ­ას, რაც ერთხელ იხ­ი­ლეს. არ სჯე­რო­დათ, რა­საც ხე­დავ­დ­ნენ. არ­არ­სე­ბო­ბა არ­სე­ბო­ბად იქ­ცა. ნო­ემ­ბ­რის ამ დღეს ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე თით­ქოს გამ­კ­ვ­რივ­და და მაღ­ლა აიზ­ი­და გამ­ქ­რალ ნა­გე­ბო­ბა­თა შე­სა­ნაც­ვ­ლებ­ლად. “აი, აქ მოხ­და ეს”, შე­ვახ­სე­ნე სა­კუ­თარ თავს, “ქვე­მოთ კი არა, იქ, ზე­მოთ”. ან­აზ­დად თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ხმა­უ­რი მო­მეს­მა და შევ­კ­რ­თი.
ახ­ლა, რო­ცა ქა­ლაქ­ში მსჯე­ლო­ბენ შე­ნო­ბა­თა რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის შე­სა­ხებ, სულ უფ­რო ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ის ილ­უ­ზია. მახ­სოვს, აგ­რეთ­ვე, სე­ნა­ტორ ჩარლზ შუ­მე­რის გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით აღ­სავ­სე კი­ლო, რომ­ლი­თაც ის სა­უბ­რობ­და ქა­ლა­ქის აღდ­გე­ნის შე­სა­ხებ. მა­გონ­დე­ბა პო­ლო­ნე­თი­სა და ინგ­ლი­სის მი­ერ ომ­ის შემ­დ­გომ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, აღდ­გე­ნი­ლი­ყო ლონ­დო­ნის პარ­ლა­მენ­ტის და­ბომ­ბი­ლი შე­ნო­ბა და ვარ­შა­ვის მი­წი­დან აღგ­ვი­ლი ცენ­ტ­რი. ამ ქა­ლა­ქე­ბის მკვიდ­რ­ნიც ესწ­რა­ფოდ­ნენ ვარ­შა­ვი­სა და ლონ­დო­ნის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ას უწ­ინ­დე­ბუ­რი სა­ხით.
ნიუ-იორ­კის მცხოვ­რებ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ერთ­სა და იმ­ა­ვე თვალ­საზ­რისს იზ­ი­ა­რებს. მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ორი ცა­თამ­ბ­ჯე­ნის ზუს­ტი აღდ­გე­ნა გა­ამ­თ­ლი­ა­ნებს ქა­ლაქს. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია წარ­სუ­ლის წაშ­ლა, მაგ­რამ ძალ­გ­ვიძს მი­სი ნაკ­ვა­ლე­ვის აღ­მოფხ­ვ­რა.
არ­სე­ბობს სა­პი­რის­პი­რო არ­გუ­მენ­ტე­ბიც. “მე­მო­რი­ა­ლის­ტ­თა” ჯგუფს, და­ღუ­პულ­თა ნა­თე­სა­ვე­ბის მე­თა­უ­რო­ბით, სურს, ეს ად­გი­ლი წმინ­და მი­წად გა­მო­აცხა­დოს. “ან­ტი­კა­პი­ტა­ლის­ტუ­რად” გან­წყო­ბი­ლი ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უ­კავ­შირ­დ­ნენ “მე­მო­რი­ა­ლის­ტებს”, ეწ­ი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან ექვ­სი ახ­ალ­შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ღე­ბას. ის­ი­ნი არ ეთ­ან­ხ­მე­ბი­ან, აგ­რეთ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოთხოვ­ნას, რომ შე­ნო­ბებ­ში გან­თავ­ს­დეს იმ­დე­ნი­ვე ოფ­ი­სი და სას­ტუმ­რო, რამ­დე­ნიც დან­გ­რე­ულ ცა­თამ­ბ­ჯე­ნებ­ში ჰქონ­და არ­ენ­და­ტორს, ლა­რი სილ­ვერ­ს­ტა­ინს. “არ­ქი­ტექ­ტორ­თა” ჯგუ­ფი ამტ­კი­ცებს, რომ უნ­და აშ­ენ­დეს ახ­ა­ლი ტი­პის (და არა ძვე­ლი ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბის იდ­ენ­ტუ­რი) ნა­გე­ბო­ბე­ბი. ბო­ლოს, იმ ჯგუფს, რო­მე­ლიც უფრ­თხის მო­მა­ვალ სა­შიშ­რო­ე­ბებს, სჯე­რა, რომ ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბის აშ­ე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევს ტე­რო­რის­ტ­თა ახ­ალ იერ­ი­შებს, და რომ აქ არ­ა­ვინ მო­ინ­დო­მებს მუ­შა­ო­ბას.
მა­ლე გა­ნი­ხი­ლე­ბა ცა­თამ­ბ­ჯენ­თა ექვ­სი პრო­ექ­ტი, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი (და, აგ­რეთ­ვე, სხვა) ჯგუ­ფე­ბი? არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ გუ­ბერ­ნა­ტორ ჯორჯ პა­ტა­კის წი­ნა­და­დე­ბაც, იმ­ის შე­სა­ხებ, რომ აქ სა­ერ­თოდ არ­ა­ფე­რი არ უნ­და აშ­ენ­დეს. ვფიქ­რობ, აზრ­თა მთე­ლი ამ სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღებთ ახ­ალ ქვე­მო მან­ჰე­ტენს, ის კი (თუ ინგ­ლი­სურ ან­და­ზას გა­ვიხ­სე­ნებთ), იქ­ნე­ბა ერთ­გ­ვა­რი მრა­ვალ­კუ­ზი­ა­ნი აქ­ლე­მი, რო­მე­ლიც სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა სა­ერ­თო ძა­ლის­ხ­მე­ვით და­ხა­ტუ­ლი ცხე­ნი.
თუ ეს მოხ­დე­ბა, მა­შინ ჩე­მი სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნა რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის შე­სა­ხებ ხორ­ც­შეს­ხ­მას ჰპო­ვებს, სულ ცო­ტა, ერთ­ზე მეტ პრო­ექ­ტ­ში. სწო­რედ ნო­ემ­ბ­რის იმ დღეს გა­ვი­ფიქ­რე, რომ იქ უნ­და აშ­ე­ნე­ბუ­ლი­ყო რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლი (სა­სურ­ვე­ლია, ახ­ა­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი ძველ ცა­თამ­ბ­ჯე­ნებს ჰგავ­დ­ნენ, გა­რეგ­ნუ­ლად მა­ინც). მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რის აფ­ეთ­ქე­ბა სიმ­ბო­ლუ­რი ქმე­დე­ბა გახ­ლ­დათ, რა­საც ჩვე­ნი სიმ­ბო­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მოჰ­ყ­ვეს. კარ­გი იქ­ნე­ბა, აიგ­ოს ახ­ა­ლი 110 სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამ­ბ­ჯე­ნი (ან ორი ცა­თამ­ბ­ჯე­ნი), რომ­ლის ზე­და 30 ან 40 სარ­თულს ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე და­ი­კა­ვებს, გი­გან­ტუ­რი ატ­რი­უ­მის მსგავ­სად. ამ მე­მო­რი­ა­ლის კედ­ლებ­ზე უნ­და აღ­ი­ნიშ­ნოს და­ღუ­პულ­თა გვა­რე­ბი, რო­გორც ეს გა­კეთ­და ვა­შინ­გ­ტონ­ში, ვი­ეტ­ნა­მის ომ­ის მე­მო­რი­ალ­ში. შე­საძ­ლოა, ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა მი­სა­ღე­ბი იყ­ოს ყვე­ლა ჯგუ­ფის­თ­ვის.
შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე, რომ ჩე­მი მე­გო­ბა­რი, ინგ­ლი­სე­ლი მხატ­ვა­რი ბრა­ი­ან კლარ­კი კონ­სულ­ტა­ცი­ას უწ­ევ­და ლა­რი სილ­ვერ­ს­ტა­ინ­სა და არ­ქი­ტექ­ტორ­თა მის ჯგუფს. კლარკს ჩე­მი იდეა ძალ­ზე მო­ე­წო­ნა და დამ­პირ­და, რომ შე­ეც­დე­ბო­და მის ხორ­ც­შეს­ხ­მას.
პი­რა­დად მე არ­ა­ფე­რი შე­მატყო­ბი­ნეს, მაგ­რამ ახ­ლა ვი­ცი, რომ, ერთ-ერ­თი სა­გა­ზე­თო ცნო­ბის თა­ნახ­მად, “მე­მო­რი­ა­ლუ­რი ცა­თამ­ბ­ჯე­ნის პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნა მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რის არ­ენ­და­ტორ­მა ლა­რი სილ­ვერ­ს­ტა­ინ­მა. 110-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ზე­და 40 სარ­თულს და­ი­კა­ვებს ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე”. გავ­ვოც­დი. ვცა­დე, გა­მერ­კ­ვია, იყო თუ არა ეს ჩე­მი იდ­ე­ის ვა­რი­ან­ტი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. თუმ­ცა, ბო­ლოს და ბო­ლოს, სულ ერ­თია, ვის ეკ­უთ­ვ­ნის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი. ჩე­მი აზ­რით, ის მარ­თ­ლაც მო­სა­წო­ნია.
უფ­რო არ­სე­ბი­თია, დრო­უ­ლად გა­ვი­აზ­როთ, რას ვა­გებთ – ნეკ­რო­პოლს თუ ფე­ნიქსს. ვფიქ­რობ, შრო­მის­მოყ­ვა­რე ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ ბე­ჯი­თად მუ­შა­ობ­დ­ნენ, იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ აღდ­გე­ნილ იქ­ნას ეფ­ექ­ტუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო და გამ­თ­ლი­ან­დეს ის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც მათ ეს­ო­დენ უყ­ვარ­დათ.
ეს, ალ­ბათ, გა­ცი­ლე­ბით უკ­ე­თე­სი მე­მო­რი­ა­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე – ნე­ბის­მი­ე­რი ქან­და­კე­ბა, სკვე­რი ან ატ­რი­უ­მი და უწ­ინ­დე­ბუ­რად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ქვე­მო მან­ჰე­ტე­ნი კვლავ გა­ხე­დავს ნიუ-იორკს – ის ხომ ყო­ველ­თ­ვის მო­მავ­ლის­კენ იყ­უ­რე­ბო­და და არა – წარ­სუ­ლის­კენ.
27 ივ­ლი­სი, 2002 წე­ლი

© “არილი”

Facebook Comments Box