სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის – ”შემოდგომის ლეგენდა” გამარჯვებულები „თი-ბი-სი“-ს სათავო ოფისში დღეს დასახელდნენ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და კომპანია `ჯეოსელის~ მხარდაჭერით მიმდინარე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის გამაჯვებულები ფულადი პრემიებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, თსუ-ს რექტორი გიორგი ხუბუა, კომპანია `ჯეოსელის~ წარმომადგენლები და ჟიურის წევრები, სტუდენტები ესწრებოდნენ. ცერემონიას „ჯეოსელის“ სახე დუტა სხირტლაძე უძღვებოდა.საკონკურსო თემას პაემანი წარმოადგენდა. კონკურსში 86 სტუდენტი მონაწილეობდა. მათგან II ეტაპზე მხოლოდ 20 შეირჩა. ჟიურიმ კი სამი გამარჯვებული დაასახელა. სახელმწიფო უნივერსიეტის ფულადი პრემიები გამარჯვებულებს გიორგი ხუბუამ გადასცა. I ადგილის მფლობელი სალომე მხეიძე გახდა და მან ჯილდოდ პრემია 1000 ლარი მიიღო; II ადგილის მფლობელი – დავით გორგილაძე და მას 700 ლარი გადასცეს, ხოლო III ადგილზე დასახელდა მარიამ ტაბაღუა. მან 500 ლარი მიიღო. სამივე გამარჯვებულს გადაეცათ ასევე „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზები. კერძოდ, „ჯეოსელში“ ჩართული მობილური ტელეფონები. თბილისის მერიის სპეციალური ჯილდო პორტატული კომპიუტერი კი გიორგი ოხინაშვილმა მიიღო. მას ჯილდო ზაალ სულაკაურმა გადასცა. ჟიურის გადაწყვეტილებით 10 საუკეთესო ნამუშევარი წიგნად დაიბეჭდება.სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში დათო ტურაშვილი, დავით ქართველიშვილი, ლაშა ბაქრაძე და როსტომ ჩხეიძე იყვნენ. კონკურსი იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 24 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად ჩატარდა. პროექტის მიზანი სტუდენტებს შორის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება და ნიჭიერთა გამოვლენა იყო. ორგანიზატორთა განცხადებით, კონკურსი ტრადიციული გახდება.
© interpressnews.ge
Facebook Comments Box