პროზა (თარგმანი)

ტო­მა­ზო ლან­დოლ­ფი


ხე­ლე­ბი

ფე­დე­რი­კო შინ ბრუნ­დე­ბო­და. ეზ­­ში შე­სულს მო­ზე­­მედ შე­ახ­ტა სახლის სა­და­რა­ჯოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ბე­ბე­რი მე­ძე­ბა­რი ძუკ­ნა. სა­მი მხრი­დან დახ­შუ­ლი ეზო ბოს­ტანს ეს­აზ­­­რე­ბო­და, მის მიღ­მა კი, და­ბა­ლი სახ­ლე­ბის იქ­ით ვიწ­რო ვა­კე გადაჭ­­მუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც დამ­რე­ცად უერთ­დე­ბო­და ჰორ­­ზონ­­ზე აღ­მარ­თულ მომ­­­ვა­ლებული ბორ­­ვე­ბის­გან შემ­­გარ ქედს. ღრუბ­ლე­ბით და­ფა­რუ­ლი მთვა­რე მას მქრქა­ლი და ბინ­დი­­ნი შუ­ქით ან­­თებ­და.

ფე­დე­რი­კო სრუ­ლი­ად მარ­ტო ცხოვ­რობ­და თა­ვის დიდ­სა და უკ­აც­რი­ელ სახ­­ში. საქმის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად იგი შინ გვერ­დი­თი კა­რი­დან შე­დი­­და ხოლ­მე, სა­­და­ნაც ორი უბ­ად­რუ­კი სა­თავ­სო­სა და ერ­თი სა­კუჭ­ნა­ოს გავ­ლით ბო­ლოს­და­ბო­ლოს აღ­წევ­და სამზარ­­­ლომ­დე, რო­მე­ლიც ელ­ექ­­რო­ნა­თუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი პირ­ვე­ლი სა­თავ­სო იყო. ფე­დერიკ­ომ მძი­მე კლი­ტე მო­არ­გო სა­კეტს ოხვ­რი­თა და წუ­წუ­ნით სოფ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დაუძლე­ვე­ლი მოწყე­ნი­ლო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც გვი­­ნი ვახ­­მის მა­უწყე­ბე­ლი კედ­ლის საათ­ის გუ­ლის­წამ­ღე­ბი რეკ­ვით ცა­რი­ელ­სა და მარ­ტო­­ბით სავ­სე სა­ღა­მოს პირ­დე­ბოდა.

ძუკ­ნა­საც უნ­დო­და შინ შეს­­ლა, ამ­­ტო­მაც გა­ღე­ბა არ აც­­ლა, ლოდ­სატყორ­­ნი­დან გა­მოს­რო­ლი­ლი ქვის სის­­რა­ფით მი­ვარ­და კარს და წი­ნა თა­თე­ბი და­­ში­ნა. მაგ­რამ იქ ფე­ხებ­ში გა­ებ­ლან­და პატ­რონს და მის­გან და­ტუქ­სულ­მა უეც­რად გა­იხ­სე­ნა სად­ღაც გა­და­მა­ლუ­ლი გა­მომ­­რა­ლი და ლაპ­ლა­პა ძვა­ლი, უკ­ან გა­მო­იქ­ცა, სა­მა­ლა­ვი­დან გამოჩხ­რი­კა თა­ვი­სი გან­ძი და ხმა­­რი­­ნად და­ატ­რი­­ლა ყბებ­ში.

პირ­ვე­ლი სა­თავ­სოს გავ­ლი­სას ფე­დე­რი­კოს ყუ­რად­ღე­ბა ჩუმ­მა ჭრა­ჭუნ­მა მი­იპყრო. თაგ­ვიაო, გა­­ფიქ­რა, რად­გან იქ­­­რო­ბას არ აკლ­­ნენ. მარ­­ლაც, რო­ცა ას­ან­თი აანთო, ერთ მსუ­ქან ვირ­თაგ­ვას მოჰკრა თვა­ლი, რო­მე­ლიც აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და და კედლის გას­­­რივ მი­იჩ­ქა­რო­და ძველ­სა და ხმა­რე­ბი­დან გა­მო­სულ ავზ­ში და­სა­მა­ლა­ვად. ფე­დე­რი­კომ გა­იხ­სე­ნა, რო­გორ სძულ­და ძაღლს ვირ­თხე­ბი (ჯერ კი­დევ ბავ­­ვო­ბა­ში ხომ თვი­თონ და­ათ­რევ­და მას სხვენ­ში თაგ­ვე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად და ძაღ­ლიც, პატ­რონის სა­­მებ­ლად, ზო­მა­ზე მე­ტად გა­მო­­ჩენ­და ხოლ­მე თავს) და გა­დაწყ­ვი­ტა თა­ვი შეექ­ცია ამ ღა­მე­­ლი ნა­დი­რო­ბით. ძაღლს მო­უხ­მო, მაგ­რამ გა­რეთ მი­სი ღრღნის ხმა­ური კად­ნი­­რად არღ­ვევ­და ღა­მის დუ­მილს. ფე­დე­რი­კომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს მო­­ხერ­ხა თავისი ხმა საკ­მა­რი­სად და­ეტ­ვირ­თა მომ­თხოვ­ნე­ლო­ბით, თა­ნაც იმ­დე­ნი სა­სი­­მოვ­ნო დაპ­­რე­ბაც გა­­რია მო­წო­დე­ბა­ში, რომ ძუკ­ნა იძ­­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­ეწყ­ვი­ტა თა­ვი­სი საქ­მი­­ნო­ბა და ერთ­თა­ვად აგზ­ნე­ბუ­ლი გა­მოქ­ცე­­ლი­ყო. ფე­დე­რი­კომ მი­­თი­თა იმ ადგი­ლი­სა­კენ, სა­დაც ვირ­თაგ­ვა ეგ­­ლე­ბო­და და საქ­მის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად რამ­დენ­ჯერმე ძლი­­რად დაჰკრა ხე­ლი ავ­ზის თავ­სა­ხურს. შე­ში­ნე­ბულ­მა ვირ­თაგ­ვამ სას­­რაფოდ მი­­ტო­ვა თა­ვი­სი სა­მა­ლა­ვი. პა­ტა­რა ბრჭყა­ლე­ბის მღელ­ვა­რე ჩქამ­მა მო­ნიშ­ნა მისი ტრა­ექ­ტო­რია იატ­აკ­ზე ძაღ­ლის თა­თებს შო­რის, რო­მელ­მაც ვერ შეძ­ლო მი­სი ჩავლება და თვალ­თა­ხედ­ვის არ­­და­ნაც და­კარ­გა ვირ­თხა. და თუმ­ცა ად­­მი­­ნის ყნოს­ვა ვერ­­ფე­რია ძაღ­ლის გეშ­თან შე­და­რე­ბით, კა­ცის თვა­ლი ძაღ­ლის თვალ­ზე ბევ­რად მახვილია: ფე­დე­რი­კოს ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და ევ­­რა­­და, რომ ვირ­თაგ­ვა (არ­­ვინ იცის, რა­ტომ სხვა მხა­რეს არ გაქ­ცე­­ლა) იმ რკი­ნის სკივრს ქვეშ შე­­ყუ­ჟა, რო­მე­ლიც უშუ­­ლოდ იატ­აკ­ზე კი არ იდ­გა, არ­­მედ აბ­­ნოს ძვე­ლი კედ­ლი­დან შე­მორ­ჩე­ნილ ხის ძელ­ებ­ზე. ძაღ­ლი ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა და ბე­ბერ­მა ძუკ­ნა­მაც იმ­ის მა­გი­ერ, რომ სკივ­რის გარ­შე­მო ფხა­კუ­რი და­ეწყო, სულ მთლად და­ძა­ბუ­ლი გა­­რინ­და სკივ­რი­დან მო­შო­რებით სწო­რედ იმ გზა­ზე, რო­მელ­საც ქვე­ში­დან გა­მოქ­ცე­­ლი ვირ­თაგ­ვა უნ­და დად­გო­მოდა. ფე­დე­რი­კომ წიხ­ლე­ბი და­­ში­ნა სკივრს და ხის ძე­ლე­ბიც შე­არ­ყია, მაგ­რამ სუ­ლიერი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ფე­დე­რი­კომ იფ­იქ­რა, შევ­­დიო, და გარ­თო­ბით უკ­ვე საკ­მა­ოდ გაბეზ­რე­ბუ­ლი სა­თავ­სოს სიღ­­მე­ში გა­­შუ­რა. იქ­­დან გა­­გო­ნა, რო­გორ ფხა­კუ­რობ­და და წკმუ­ტუ­ნებ­და ძაღ­ლი იმ­ის უტ­ყუ­არ ნიშ­ნად, რომ სკივ­რის ქვეშ მარ­­ლაც იმ­­ლე­ბოდა ვირ­თაგ­ვა. ძაღლს აქ­ამ­დე პატ­რო­ნი­სათ­ვის მი­ენ­დო თა­ვი­სი მო­ვა­ლე­­ბა, ამ­­ტო­მაც დუმ­და და მის­გან ელ­­და მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ რო­გორც კი და­­ნა­ხა, რომ ფე­დე­რიკო უომ­რად სტო­ვებ­და ბრძო­ლის ველს, მო­უს­ვენ­რო­ბა გა­მო­ამ­­ღავ­ნა. საქ­მის ამგ­ვარმა შე­მობ­რუ­ნე­ბამ ფე­დე­რი­კოს კვლავ გა­უღ­ვი­ძა საბ­­ძო­ლო ჟი­ნი და უკ­ვე ად­­მისდრო­ინ­დე­ლი შან­­ლით შე­­­რა­ღე­ბუ­ლი და­აბ­რუ­ნა ძველ გზა­ზე.

შან­და­ლი მი­წა­ზე დად­გა და ერ­თი მხრი­დან წა­მოს­წია სკივ­რი: ეშ­მა­კი ცხო­ვე­ლი მართ­ლაც ქვეშ იყო მომ­წყ­­დე­­ლი და მის გარ­შე­მო ატ­­ხი­ლი ხმა­­რის მი­­ხე­და­ვად სიც­ოცხ­ლის ნი­შან­წყალს არ ამჟ­ღავ­ნებ­და. სა­აშ­კა­რა­­ზე გა­მოყ­ვა­ნილ­მა უც­ებ ვერ შეძ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა და გი­ჟუ­რად აწყ­დე­ბო­და აქ­ეთ-იქ­ით ხის ძე­ლებს შორის: ასე მტრის თა­თე­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვას მა­ინც შეძ­ლებ­და, რად­გა­ნაც ძაღლს სა­მოქ­მე­დო არ­ის შეზ­ღუ­დუ­ლო­ბა ხელს უშ­ლი­და, სა­ბო­ლო­ოდ და­პატ­რო­ნე­ბო­და თა­ვის მსხვერპლს.

ორ ცხო­ველს შო­რის ცხა­რე ბრძო­ლა გა­­მარ­თა, ვირ­თაგ­ვას გამ­ყი­ვა­ნი წრი­პი­ნის თან­­ლე­ბით. ეს მის ვე­­ბერ­თე­ლა მტერ­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და, რად­გა­ნაც იგი უფრ­თხილ­დე­ბო­და თა­ვი­სი ლა­შე­ბის სველ და­უც­ვე­ლო­ბას და ვერ ბე­დავ­და მსხვერპლისთ­ვის პი­რის დავ­ლე­ბას, არ­­მედ დრო­დად­რო მრის­ხა­ნედ და­უღ­­ჭი­­ლებ­და კბი­ლებს ცხვირ­წინ, მე­რე კი მსწრაფლ უკ­­იქ­ცე­­და. ამ­რი­გად, ხის ძე­ლებს შო­რის მომწყვდეული და ამ ძე­ლე­ბით და­ცუ­ლი ვირ­თაგ­ვა, რომ­ლის ყვე­ლა­ზე მოწყ­­ლა­დი ად­გი­ლე­ბი ძაღლის­­ვის მი­უწ­­დო­მე­ლი იყო, მხო­ლოდ უშ­ვე­ლე­ბელ დრუნჩს ებრ­ძო­და. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, რო­ცა მდგო­მა­რე­­ბა სრუ­ლი­ად აუტ­­ნე­ლი გახ­და, ვირ­თაგ­ვამ მარ­­ვე ილ­­თით მო­ატყუა ძუკ­ნა და ეზ­ოს­კენ გა­ვარ­და.

ძაღ­­მა წამ­ში დას­­ლია მარ­ცხით გა­მოწ­ვე­­ლი გა­ოგ­ნე­ბა, ელ­ვის უსწ­რა­ფე­სად გამ­­უდ­გა უკ­ან და მის­მა ნახ­ტომ­მა სან­­ლის ალი ჩა­აქ­რო. ძაღ­ლის თა­თე­ბის ორი დარტყმა ვირ­თაგ­ვას მრა­ვა­ლი ნა­ბი­ჯის ტო­ლი იყო, ამ­­ტო­მაც ეზ­­ში დევ­ნა დიდ­ხანს არ გაგ­­ძე­ლე­ბუ­ლა.

ფე­დე­რი­კო, მომ­­და­რის უბ­რა­ლო მოწ­მე, გა­რეთ გა­მო­ვი­და. ძუკ­ნას სხე­­ლის შუა ნაწილ­ში და­ევ­ლო პი­რი ვირ­თაგ­ვი­სათ­ვის და ძლი­­რად აქ­ნევ­და მას ჰაერ­ში, ერ­თი მხრივ, მო­სახ­­ჩო­ბად, მე­­რე მხრივ კი, რა­თა თვით მოძ­რა­­ბის ძა­ლით შე­­შა­ლა ვირ­თაგვის­­ვის დრუნ­ჩის ნაზ კან­ზე კბე­ნა. ცო­ტა ხნის შემ­დეგ მი­წა­ზე აგ­დებ­და ვირ­თაგვას, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის შე­დეგ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. სულ მთლად დამ­­­რე­­ლი და დაჟე­ჟი­ლი ვირ­თაგ­ვა წა­მი­­რი უძ­რა­­ბის შემ­დეგ ცდი­ლობ­და გვერ­­ზე გა­ხო­ხე­ბას და ძაღ­ლიც კვლავ კბი­ლებ­ში იმწყ­­დევ­და. მაგ­რამ ეს ძუკ­ნას ცინ­ცხა­ლი მგრძნო­ბე­ლობის­­ვის ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტე­ბი იყო, რად­გან ვირ­თაგ­ვა თა­ვის სი­ცოცხ­ლეს ძვირ­ად უფ­­სებ­და და პი­რაღ­მა დაგ­დე­ბუ­ლი — რაც მი­სი საბ­­ძო­ლო პო­ზი­ციაა — შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იც­ავ­და თავს ხე­ლე­ბით (ვირ­თაგ­ვას თა­თე­ბი ხომ მარ­­ლაც მომ­­ვა­რულ ხე­ლებს ჰგავს) და კბი­ლე­ბით. გა­მო­რიცხუ­ლი არც ის არ­ის, რომ რა­ღაც ზიზ­ღის მაგ­ვა­რი აბრ­კო­ლებ­და ძაღ­ლის გა­დამ­წყ­ვეტ მოქ­მე­დე­ბას, ან სუ­ლაც ნერ­ვებს უშ­ლი­და ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა, ხე­შე­ში ბეწ­ვე­ბით შე­­­რა­ღე­ბუ­ლი დინ­გი.

აქ ფე­დე­რი­კომ შე­ნიშ­ნა, რომ ვირ­თაგ­ვა გაქ­ცე­ვი­სა და ბრძო­ლის მცდე­ლო­ბი­სას უკან რა­ღაც გრძე­ლი და მქრქა­ლად მო­ლაპ­ლა­პე ჭიპ­ლა­რის მაგ­ვარს მი­ათ­რევ­და, რო­მელიც ხან სხე­­ლის გარ­შე­მო ეხ­ვე­­და, ქვე­ვით, ხა­ნაც ეზ­ოს მტვერ­ში იგ­ან­­ლე­ბო­და, ასე რომ ცო­ტა ხან­ში სრუ­ლი­ად და­კარ­გა თა­ვი­სი მწი­რი ელ­ვა­რე­ბა. ფე­დე­რი­კო და­­ხარა და მთვა­რის სუსტ ნა­თელ­ში და­აკ­ვირ­და სა­განს. აღ­მო­­ჩი­ნა, რომ ეს ნაწ­ლა­ვი იყო და გა­­­ცა მი­სი სიგ­­ძე და სიწ­­რი­ლე. ში­შით მო­ცუ­ლი გა­იქ­ცა უკ­ან, რა­თა ეზ­­ში შუქი აენ­თო: ნამ­­ვი­ლად ნაწ­ლა­ვი იყო, თუმ­ცა უკ­ვე ძნე­ლად საც­ნო­ბი და მტვრი­­ნი. ცხო­ვე­ლის სხე­ულს არ სწყდე­ბო­და და სწო­რედ რომ ჭიპ­ლა­რის მსგავ­სად გა­მო­დი­­და მისი მუც­ლი­დან. ახ­ლა, გაქ­ცე­ვის ერთ-ერ­თი მცდე­ლო­ბი­სას გა­მოშ­ვე­რილ ქვას მო­­დო და ორ­ად გაწყ­და, თუმ­ცა­ღა უგრ­ძე­სი ნა­წი­ლი კვლა­ვაც დას­­რევ­და სხე­ულს და იმ­­ორებ­და ყო­ველ მის კრუნ­ჩხ­ვას.

ვირ­თაგ­ვა უკ­ვე სრუ­ლი­ად და­მარ­ცხე­ბუ­ლი იყო და უც­ნა­ურ პო­ზა­ში იწ­ვა, უკ­­ნა მხარ­ეს მუ­ცელს იყო დაყ­­­ნო­ბი­ლი, წი­ნა მხრით კი გვერ­­ზე გა­წო­ლი­ლი­ყო, ისე რომ წინა ხე­ლე­ბი მი­წის ზე­და­პი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ეშ­ვი­რა, უკ­­ნე­ბი კი სა­სო­წარ­­ვეთით გა­­ფარ­ჩხა. მთე­ლი სხე­­ლი აგ­­ნი­ის კრუნ­ჩხ­ვებს მო­ეც­ვა, პი­რი კი გამ­წა­რე­ბით ყლა­პავ­და ჰაერს. ფე­დე­რი­კომ ვერ გა­უძ­ლო ამგ­ვარ სა­ნა­ხა­­ბას და ძაღ­ლი შე­­გუ­ლიანა ვირ­თაგ­ვას მო­საკ­ლა­ვად. ოღ­ონ­დაც უკ­ვე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბულ­მა ძუკ­ნამ ვე­რა­ფერი გა­­გო: მას შემ­დეგ რაც მტე­რი და­მარ­ცხე­ბუ­ლია რა აზ­რი აქვს, კი­დევ ერთხელ ჩააგ­დო საფ­­თხე­ში სა­კუ­თა­რი ყე­ლის სირ­ბი­ლე? ფე­დე­რი­კო ას­ტა­მის მო­სა­ძებ­ნად გაეშუ­რა, რომ ასე მო­ეკ­ლა თაგ­ვი. თა­ვის გა­ჩეჩ­­ვა არ ის­ურ­ვა, რად­გან სის­­ლის შხე­ფების შე­­შინ­და, სხვა­გან კი გრძნობ­და, რომ ვირ­თაგ­ვას მსუ­ქა­ნი და რბი­ლი ხორ­ცი ადვი­ლად იჩ­­ტე­ბო­და დარ­ტყ­მის ქვეშ: ვირ­თაგ­ვას თით­ქოს­და სულ არ ჰქონ­და ძვლე­ბი. იგი გა­ნაგ­­ძობ­და კრუნ­ჩხ­ვას, რო­მე­ლიც თით­ქოს­და უკ­ვე ცნო­ბი­­რი იყო, და დრო­დადრო ხე­ლით მი­წას ფხაჭ­ნი­და. მი­სი ოდ­ნავ გად­მო­კარ­­ლუ­ლი, შა­ვი და პირ­ქუ­ში თვალები ყო­ველ­­ვა­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე იყ­­რე­ბოდ­ნენ. გვერ­­ზე გა­წო­ლი­ლი ისე ჩან­და, თით­ქოს­და რა­ღაც უგრ­­ნო­ბელ­სა და სის­­ლი­ან უძ­ლუ­რე­ბა­ში იყო ჩა­ვარდნილი. და მა­ინც, მი­სი სხე­­ლის უკ­­ნა ნა­წი­ლი გა­საქ­ცე­ვად მზად­ყოფ­ნას გა­ნა­სა­ხიერებ­და. ფე­დე­რი­კო ამ სხე­­ლი სრულ­მა უმ­ან­კო­­ბამ გა­ნაც­ვიფ­რა. მას­თან ბრძო­ლას გან­აგ­­ძობ­და და დახ­­ჩო­ბა მო­უნ­დო­მა. ამ­­ტო­მაც შე­მო­ატ­რი­­ლა ას­ტა­მი და ყელ­ზე დააჭ­­რა. უშ­­დე­გოდ: ყე­ლი ის­­ვე ნებ­დე­ბო­და ძა­ლას და ის­­ვე იჩ­­ტე­ბო­და, რო­გორც დან­არ­ჩე­ნი სხე­­ლი. რბი­ლი ხორ­ცის სქე­ლი ფე­ნის ქვეშ არც ხერ­ხემ­ლის სი­მაგ­რე იგრძნო­ბო­და. მხო­ლოდ კა­ნი იჭ­­მე­ბო­და და აშ­იშ­­ლებ­და უკ­ვე ჩა­მო­კი­დე­ბულ ულ­ვა­შებს შო­რის პა­წა­წი­ნა კბი­ლებს, რად­გა­ნაც და­ჭე­რი­სას თა­ვი უკ­ან იწ­ევ­და და პა­ტა­რა პირი სამ­კუთხად იღ­­ბო­და რა­ღაც­ნა­­რი გა­მო­უთ­­მე­ლი მხი­­რუ­ლე­ბის ნიშ­ნად. ვირ­თაგვა ახ­ლა ჩვილ ბავშვს ჰგავ­და, სა­ტირ­ლად რომ ემ­ზა­დე­ბა, ოღ­ონ­დაც მწუ­ხა­რე­ბის გარ­­შე. ფე­დე­რი­კოს ის­­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვა ნე­ბივ­რობ­და. იმედ­და­კარ­გულ­მა კვლავ ძაღლს მო­უხ­მო, რო­მე­ლიც ბო­ლოს­და­ბო­ლოს მი­უხ­­და სურ­ვილს: ამ­აზ­­ზენ­მა ტკა­ცუნ­მა დე­და­მი­წა­ზე ჩვე­ნი ვირ­თაგ­ვის სტუმ­რო­ბას ბო­ლო მო­­ღო, ძაღ­­მა მას თა­ვის ქა­ლა ჩა­უმ­­­რია.

ბრძო­ლა სრუ­ლი­ად უს­ის­­ლო იყო. მარ­­ლაც, სის­­ლის არც ერ­თი წვე­თი არ ჩან­და არც მი­წა­ზე, არც ვირ­თაგ­ვას ბეწ­­ზე, არც მი­სი პი­რი­დან მო­­დი­ნე­ბო­და. ფე­დე­რი­კომ კუდ­ით ას­წია იგი. კუ­დის წვე­რი ბრძო­ლი­სას გა­იც­რი­ცა და ბალ­ნი­­ნი რგო­ლე­ბის მიღმა ხერ­ხე­მა­ლი გა­შიშ­­ლე­ბო­და. ფე­დე­რი­კო შუქ­ზე და­აკ­ვირ­და ვირ­თაგ­ვას: მუ­ცელ­ზე ძაღ­ლის ეშ­ვით და­ტო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­ხე­ვი­დან რა­ღაც ხმე­ლი, და­ნა­­ჭე­ბუ­ლი სო­კოს მსგავსი იყო გა­მოშ­ვე­რი­ლი და ნაწ­ლა­ვის ნარ­ჩე­ნი. სის­­ლის კვა­ლი არც აქ ჩან­და.

ფე­დე­რი­კომ ცხო­ვე­ლი ეზ­ოს შუ­­გულ­ში და­ას­ვე­ნა, ისე რომ დი­ლას მო­სულ მო­ახ­ლეს და­­ნა­ხა და, იქ­ნებ, შე­ში­ნე­ბო­და. მე­რე ძაღლს და­­ძა­ხა სტვე­ნით და შინ შე­ვი­და.

მას შემ­დეგ რაც სა­ლა­თი შეკ­მა­ზა, წყა­ლი მო­­ტა­ნა, ყვე­ლა ზედ­მე­ტი შუ­ქი ჩა­აქ­რო და კი­დევ ათ­ას­ნა­­რად შე­­წუ­ხა თა­ვი, ბო­ლოს­და­ბო­ლოს სა­ვახ­­მოდ მი­უჯ­და სუფ­რას. ერ­თი რამ დაგ­ვა­ვიწყ­და — წიგ­ნი. ამ მარ­ტო­სუ­ლი ვახ­­მის თა­ვა­პირ­ვე­ლი პირობა იყო ფრან­გუ­ლი მას­ლა­­თი წარ­მოდ­გე­ნილ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს­თან. ახ­ლაც, რო­გორც კი კარ­ტო­ფი­ლის პირ­ვე ნა­ჭერს დას­­­და ჩან­­ლით, ფე­დე­რი­კომ წა­მო­იწყო: ah, oui, Monsieur, je vous l’assure, c’est un spectacle dont vous devriez vous régaler… ას­­ვე გა­ნაგ­­ძობ­და გა­მო­ტე­ნი­ლი პი­რით, თან მა­გი­დის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ის­რო­და მზე­რას. ოღ­ონ­დაც ვირ­თაგ­ვა­ზე მო­­ლოდ­ნელ­მა აზრმა გამ­­­ვა­ლა მი­სი გო­ნე­ბა, აზრ­მა კი არა, ში­ნა­გან­მა მი­წის­­ვე­შა გრძნო­ბამ, რაღა­ცამ, რაც უეც­რად და უც­ნა­­რად და­­კა­კუ­ნა შიგ­ნი­დან, მი­­ნიშ­ნა, რომ ჩას­ძი­­ბოდა, და ას­­ვე სწრა­ფად გან­ქარ­­და. ფე­დე­რი­კომ გა­ნაგ­­ძო ლა­პა­რა­კი, ში­ნა­გა­ნი ხილვა რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და, თა­ნაც სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და: შე­საძ­ლოა დიდ დროს გა­ევ­ლო, სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წამ­ში ფე­დე­რი­კო უკ­ვე მის კარის სი­ახ­ლო­ვეს დას­ვე­ნე­ბუ­ლი ვირ­თაგ­ვას თით­­მის ფი­ზი­კურ­მა აღქ­მამ მო­იც­ვა. და თუმ­ცა მა­დი­­ნად ჭა­მა არ შე­უწყ­ვე­ტია, მა­ინც მო­­ძა­ლა სევ­და, სიბ­რა­ლუ­ლი და განსა­კუთ­რე­ბით კი — ყო­ველ­­ვარ ხი­ლულ მი­ზეზს მოკ­ლე­ბუ­ლი წუ­ხი­ლი. მა­გი­დის ძირს ძაღ­ლი მო­ად­გა და საჭ­მე­ლი სთხო­ვა. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოპყ­რო­ბის იმედი ჰქონ­და თა­ვი­სი წე­ღან­დე­ლი სი­ყო­ჩა­ღის წყა­ლო­ბით, და მარ­­ლაც, სხვა გზა არ იყო ფე­დე­რი­კოს აუც­­ლებ­ლად უნ­და და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა იგი. პატ­რონ­მა რამ­დე­ნი­მე ნუგ­ბა­რი ლუკ­მა და­­დო და თა­ნაც ალ­ერ­სიც არ და­­შუ­რა, რა­თა პი­რუტყ­ვის სამ­სა­ხური და­­ფა­სე­ბი­ნა.

ვახ­­მის შემ­დეგ, ჩვე­­ლე­ბი­სა­მებრ, კითხ­ვას შე­უდ­გა. იმ­ხა­ნად ერ­თი თა­ვი­სი სეხნი­ის თავ­გა­და­სა­ვალს კითხუ­ლობ­და, სა­თა­­რად “სან­ტი­მენ­ტა­ლუ­რი აღზ­­და”, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და წი­ნა­ღა­მემ­დე. ახ­ლა კი ერ­თობ მტკნა­რი ეჩ­ვე­ნა ყვე­ლა­ფე­რი, თა­ნაც კითხ­ვის­გან მხო­ლოდ გუ­ლის­რე­ვის გრძნო­ბა გა­მოჰქონდა და მო­უს­ვენ­რო­ბაც უზ­­მოდ იზრ­დე­ბო­და. წიგ­­ში ეძ­ებ­და თა­ვი­სი წი­ნან­დე­ლი მწველი შეგ­­­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას და, რო­გორც ეჩ­ვე­ნე­ბო­და, მხო­ლოდ რა­ღაც უს­ას­რულოდ მსუ­ბუქ­სა და სუსტს პო­­ლობ­და. მო­ითხოვ­და, რომ მწე­რალს გა­მო­ეყ­ვა­ნა იგი უფსკრუ­ლი­დან, მაგ­რამ მწე­რალს სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ­­საყ­ვა­ნად ძლივს ყოფ­ნი­და და სად­ღაც თა­ვის­­ვის ფხა­კუ­რობ­და.

არ­­ფე­რი იძ­ლე­ვა სის­­ლი­სა და ხორ­ცის უფ­რო ძლი­ერ შეგ­­­ნე­ბას, ვიდ­რე შიგ­ნეულო­ბა და მი­სი თბი­ლი სიმ­­რა­ლე. ფე­დე­რი­კო გრძნობ­და, რო­გორ ახრ­ჩობ­და ვირ­თაგ­ვას ნაწ­ლა­ვი, რო­გორ ყელ­ში ამ­ოს­დი­­და მი­სი ხორ­ცი. ამ ქო­ნი­­ნი ხორ­ცის გე­მო და სუ­ნი მი­სი არ­სე­ბის პი­რო­ბად ქცე­­ლი­ყო და ფე­დე­რი­კოც მას პირ­და­პირ და უშ­­­ლოდ სისხლით იგ­­მოვ­ნებ­და. და­სა­ძი­ნებ­ლად წას­­ლა იფ­იქ­რა, მაგ­რამ რო­გორ და­­ძი­ნებ­და, როცა კა­რებ­თან მოკ­ლუ­ლის გვა­მი იდო? ის კი არა, მო­ეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვას სუ­ლი მის გარ­შე­მო და­ფარ­ფა­ტებ­და, თით­­მის ხი­ლუ­ლი და ხელ­შე­სა­ხე­ბი, ოდ­ნავ სა­ში­შა­რი და ოდ­ნა­ვაც მოწყა­ლე, თა­ნაც მის სა­კუ­თარ სულს ებ­მო­და ღრმა და და­ურ­­ვე­ვე­ლი კავში­რით.

ამ მკვლე­ლო­ბის გა­მოს­ყიდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ასე უპ­­ტი­­ბე­ლი და უზ­ღა­ვი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­მა­რა­დი­სოდ.

ცუ­დად ეძ­­ნა. სიზ­­რა­დაც ზუჩ-მუ­ზა­რა­დი­­ნი ვირ­თაგ­ვე­ბის ერ­თი გრძე­ლი მწყობრი იხ­­ლა, ხე­ლით რომ შავ თოკს ეჭ­­დე­ბოდ­ნენ, წინ უვ­ლიდ­ნენ და მოხ­დე­ნი­ლად თავს უკ­რავ­­ნენ. ერთ­მა სა­შუ­­ლო ზო­მის ვირ­თაგ­ვამ წინ გა­დად­გა ნა­ბი­წი და მთე­ლი მწყობ­რი გა­­ჩე­რა, ნაღ­­ლი­­ნად შე­ხე­და ფე­დე­რი­კოს და მძი­მე ად­­მი­­ნუ­რი ხმით უთხრა: კე­თი­ლი, შე­გინ­დობ. ამ­ის შემ­დეგ ყო­ვე­ლი­ვე დას­რულ­და ყუ­რის­წამ­ღე­ბი წრი­პი­ნითა და რა­ღაც­ნა­­რი ფერ­ხუ­ლით, რო­მე­ლიც ღა­მე­ულ სივ­­ცე­ში იკ­არ­გე­ბო­და. “ვიპოვ­ნი! აუც­­ლებ­ლად ვი­პოვ­ნი მას!” — თა­ვის თავს ეუბ­ნე­ბო­და ფე­დე­რიკო და გა­ხა­რე­ბულ­მა იმ­ით, რომ ხელთ გზამ­­­ლე­ვი ეჭ­­რა, შორს ჰაერ­ში გა­დატყორცნა წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი (სწო­რედ ეს იყო შა­ვი თო­კი, რო­მელ­საც ეჭ­­დე­ბოდ­ნენ ვირ­თაგ­ვები), პირ­ქუ­ში ჰორ­­ზონ­ტის­კენ. მაგ­რამ ნაწ­ლავს ბო­ლო არ უჩ­ან­და და ფე­დე­რი­კო­საც, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი სა­­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბნე­ლი ხე­­ბე­ბის თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და, ბოლ­ოს­და­ბო­ლოს სუნ­­­ვა შე­ეკ­რა და გა­მო­ეღ­ვი­ძა.

ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა გვამს რიჟ­რა­ჟი დაჰნა­თო­და. ამ ნა­თე­ბას მქრქა­ლად ირ­ეკ­ლავდა მი­სი პა­ტა­რა, გად­მო­კარ­­ლუ­ლი და უკ­ვე ჩამ­­რა­ლი თვა­ლე­ბი. კე­თილ­სინ­დი­სი­ერი მო­ხე­ლე­­ბის იერ­­თა და იმგ­ვა­რი და­სი­­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში რომ შეგხ­­დე­ბა ზამ­­რის დი­ლას, მის გარ­შე­მო მრა­ვა­ლი საქ­მი­­ნი ჭი­ან­­ვე­ლა ირ­­­და. ეზო­ში მდგა­რი აკ­­ცი­­ბი მა­თი დღის და­საწყის­ში თით­ქოს­და ყე­ლის ჩაწ­მენ­დას ცდილობ­­ნენ. ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით თით­­მის გა­მომ­­რა­ლი ეგ­დო ნაწ­ლა­ვის ნაგ­ლე­ჯი. თხრილში ჩა­წო­ლი­ლი ძაღ­ლი დი­ლის ნი­ავ­ზე თრთო­და.

ფე­დე­რი­კო ღა­მის პე­რან­­ში გა­მო­ვი­და ეზ­­ში, მი­წი­დან აიღო ვირ­თაგ­ვა, ჩა­მო­აფერთხა ჭი­ან­­ვე­ლე­ბი და ხე­ლახ­ლა შე­ათ­ვა­ლი­­რა: ამ­ოგ­ლე­ჯი­ლი ში­გა­ნი სულ დამ­­ვერი­ლი იყო, საბ­რა­ლო ცოცხა­ლი ხორ­ცი. ფე­დე­რი­კომ ულ­ვა­შე­ბი გა­უს­წო­რა, ზურ­გით მკერდზე მი­­ხუ­ტა და ბავ­­ვი­ვით და­უწყო რწე­ვა. თან ლო­ყა მი­­დო და ბეწ­­ზე ეფ­­რე­ბოდა. ძაღ­ლის ნაკ­ბი­ლა­რი შე­ნიშ­ნა, უბ­ეწ­ვო ად­გი­ლი პა­წა­წი­ნა მხარ­ზე. ზედ სა­ლო­კი თითი გა­და­უს­ვა, თით­ქოს­და ტკი­ვი­ლის და­სა­­მებ­ლად. “ჩე­მო თა­გუ­ნავ! ჩე­მო პატ­­რა საბ­რა­ლო თა­გუ­ნავ!” — კვნე­სო­და და კვნე­სით ჩა­დი­­და ბოს­­ნისკენ მი­მა­ვალ კი­ბე­ებ­ზე ჩა­დი­­და ვირ­თაგ­ვას გვამს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი. ბოს­ტან­ში უცნაური სა­გა­ლო­ბე­ლი აღ­ავ­ლი­ნა და საქ­მეს შე­უდ­გა, რო­გორც პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის თო­ჯი­ნას ას­აფ­ლა­ვებს. და­­ჩო­ქა, პა­ტა­რა ორ­მო ამ­ოთხა­რა, იქ სა­თუ­თად ჩა­ასვე­ნა ვირ­თაგ­ვა და მი­წა მი­­ყა­რა. “მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ჩე­მო საბ­რა­ლო თაგუ­ნავ!” — გა­­მე­­რა და დიდ­ხანს დარ­ჩა და­ჩო­ქი­ლი და მი­წის პა­ტა­რა გორ­აკს დაშ­ტე­რე­ბუ­ლი. მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის ფან­­რი­დან მას ვი­ღაც გლე­ხის ქა­ლი უყუ­რებ­და სა­­ცა­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­­ბით. წა­მოდ­გა და თა­ვის გრძელ ღა­მის პე­რანგში ღირ­სე­­ლი ნა­ბი­ჯით გა­­მარ­თა ში­ნი­სა­კენ, თან მა­ღა­ლი ხმით გა­ლობ­და სა­ეკ­ლესიო ხმა­ზე, რო­გორც სტი­ქა­როს­ნო­ბის დრო­­დან იყო მიჩ­ვე­­ლი.

ეს სრუ­ლი­ად არ ნიშ­ნავს, რომ ფე­დე­რი­კო გა­გიჟ­და. ვგო­ნებ, მის­გან პრო­ვინ­ცი­ის სა­­კე­თე­სო ად­ვო­კატ­თა­გა­ნი დად­გა და თა­ვის ძაღ­­თა­ნაც ბო­ლომ­დე შე­­ნარ­ჩუ­ნა მეგ­ობ­რო­ბა. მაგ­რამ ერ­თი სი­სუს­ტე კი და­­მარ­თა: ხან­და­ხან, მა­ში­ნაც, რო­ცა თმე­ბი უკვე შე­­ვერ­ცხ­ლა, და­ხე­ტი­­ლობ­და თა­ვი­სი სახ­ლის უკ­აც­რი­ელ ოთ­­ხებ­ში, სა­კუჭ­ნაოებ­ში, სა­თავ­სო­ებ­ში და იძ­ახ­და: მო­დით, პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბო, მო­დით, გულ­ში ჩა­გი­ხუ­ტოთ!.. პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბიც, რო­ცა მათ­თან შეხ­ვედ­რის ბე­დი გა­­ღი­მებ­და, ინ­ტე­რე­სი­თა და ოდ­ნა­ვი ში­შით უყ­­რებ­­ნენ მას თა­ვი­ან­თი მრგვა­ლი მო­ლაპ­ლა­პე თვა­ლე­ბით და მის წინ იწ­ყებ­­ნენ შლი­გინს შო­რე­­ლი მე­ხის მაგ­ვა­რი მსუ­ბუ­ქი გუ­გუ­ნით.

© “არილი”

Facebook Comments Box