ინტერვიუ

ტო­ნი­ნო გუ­ე­რა – სამყარო გუერას მიხედვით

tonino-guerra_giornatedimarzorimini

ესაუბრა მალხაზ ხარბე­დია

ბა­ტო­ნო გუ­­რა, თქვენს ერთ ლექ­­ში გერ­მა­ნუ­ლი ტყვე­­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­მენტს იხ­სე­ნებთ და ამ­ბობთ, “ვი­დე­ქი და ვუც­ქერ­დი პე­პე­ლას შეჭ­მის სურ­ვი­ლის გა­რე­შეო”. მო­დით, თქვე­ნი პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ცდე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ, რო­გორ და­იწყეთ წე­რა?

– ეს და­იწყო ტყვედ ყოფ­ნი­სას, მა­შინ, რო­ცა ყვე­ლა­ნი ერთ დიდ ოთ­ახ­ში ვცხოვ­რობ­დით. ის­­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს მთხოვ­­ნენ რა­ღაც ამ­ბა­ვი მო­მეთხ­რო და რად­გან არც ფან­ქა­რი მქონ­და და არც ფურ­ცე­ლი, იძ­­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბო­დი, ზე­პი­რად მცოდ­ნო­და ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც ვყვე­ბო­დი ხოლ­მე. მაგ­რამ ერთხე­ლაც, ძალ­ზე უც­ნა­­რი რამ მოხ­და, სა­შო­ბა­ოდ საჭ­მე­ლი არ მო­­ტა­ნეს ბა­ნაკ­ში და დამ­შე­ულ­მა ტყვე­ებ­მა მთხო­ვეს მა­კა­რო­ნის კერ­ძი აღ­მე­წე­რა. მეც ნელ-ნე­ლა და­ვიწყე ამ­­ზე ლა­პა­რა­კი, შევ­ყე­ვი, სიტყ­ვით მოვ­ხარ­შე ეს ტა­ლი­­ტე­ლე­ბი და ბო­ლოს, გემ­რი­­ლი, ცხა­რე სო­­სით შეკ­მა­ზუ­ლი საჭ­მე­ლი თეფ­შებ­ზე ჩა­მო­ვუ­რი­გე იქ მყოფთ; ზოგ­მა ყვე­ლი­­ნი მა­კა­რო­ნი მო­ინ­დო­მა, ბევ­­მა კი “რე­პე­ტეც” მო­ითხო­ვა…

– თქვენ ერთ-ერ­თი პო­­ტუ­რი კრე­ბუ­ლი ეზ­რა პა­უნდს მი­უძღ­ვე­ნით, ჩვე­ნი სა­­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ და უც­ნა­ურ პო­ეტს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ად­­მი­­ნი­სად­მი, იგი დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და იტ­­ლი­­ში და თქვე­ნი თა­­ბის ად­­მი­­ნებს, შე­საძ­ლოა მი­სი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი რა­დი­­გა­მოს­­ლე­ბიც ახ­სოვ­დეს.

– მარ­­ლაც, ეზ­რა პა­უნ­დი ამ სა­­კუ­ნის ერთ-ერ­თი უდ­­დე­სი პო­­ტია. იგი გან­სა­კუთ­რე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რი­მი­ნე­ლი დიდ­­ვა­როვ­ნე­ბის, მა­ლა­ტეს­ტე­ბის ოჯ­­ხით, უფ­რო კონ­­რე­ტუ­ლად კი პრინც სი­გიზ­მუნ­დო მა­ლა­ტეს­ტა­თი. არ­­და, მა­ლა­ტეს­ტე­ბი წარ­მო­შო­ბით პე­ნა­ბი­ლი­დან იყვ­ნენ, იმ სოფ­ლი­დან, სა­დაც ახ­ლა მე ვცხოვ­რობ. ბო­ლო დროს ძა­ლი­ან ბევრს ვკითხუ­ლობ პა­უნდს, ამ შე­სა­ნიშ­ნავ პო­ეტს, რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ვთარ­­­ნე კი­დეც.

– რო­ბერ­ტო ბე­ნი­ნის უთქ­ვამს, ფე­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ახ­ლო­­ბით ის­­ვე ჟღერს, რო­გორც, ვთქვათ, ზე­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბაო. მის­­ვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო სამ­ყა­რო ფე­ლი­ნის გა­რე­შე, ის­­ვე, რო­გორც შე­უძ­ლე­ბე­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ იგი ზე­თის, ან ვთქვათ, პუ­რის გა­რე­შე. მე მინ­და თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი გა­იხ­სე­ნოთ, ის ად­­მი­­ნე­ბი, ვინც აღ­არ არ­­ან ცოცხა­ლი…

– ფე­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩემ­­ვის ვე­­ბერ­თე­ლა და­ნაკ­ლი­სია, ესაა ტო­ტა­ლუ­რი მო­ნატ­რე­ბა. მი­სი წას­­ლით არ­ამ­ხო­ლოდ ჩე­მი ფან­ტა­ზია შემ­ცირ­და, არ­­მედ სამ­ყა­რო­საც მო­აკ­­და ფან­ტა­ზია. თით­ქოს აღ­­რა­ვინ დარ­ჩა ის­­თი, ვინც ბავ­­ვუ­რი თვა­ლე­ბით შე­ხე­დავ­და ქვე­ყა­ნას. მას­­რო­­­ნის­თან ერ­თად სით­ბო და სიტ­­ბო­­ბა გაქ­რა. ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­­მი­­ნი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლი, საყ­ვა­რე­ლი, მა­მა და ბა­ბუა. კარ­გი სმა-ჭა­მის მოყ­ვა­რუ­ლი. ხში­რად ჩა­მო­დი­­და ხოლ­მე ჩემ­თან, მშობ­ლი­ურ სანტ-არ­ქან­ჯე­ლო­ში, რომ ჩვე­ნე­ბუ­რი, სა­ხელ­გან­­­მუ­ლი ტა­ლი­­ტე­ლე­ბი ეჭ­­მა; გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­და სპა­გე­ტი და ლო­ბიო.

თქვენ ერთხელ თქვით, რომ არ გიყ­ვართ, რო­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი ტუ­რის­ტად გრძნობს თავს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბის წი­ნა­შე. და სა­ერ­თო­დაც, თქვე­ნი აზ­რით, ევ­რო­პუ­ლი მხატ­­რუ­ლი კულ­ტუ­რა სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­და ილ­უს­­რა­ტი­­ლო­ბას…

– ჩე­მი მოგ­ზა­­რო­ბის მი­ზა­ნი არ­ას­­როს ყო­ფი­ლა რა­­მე დი­დი, გი­გან­ტუ­რი ძეგ­ლე­ბის მო­ხილ­ვა, ეს სი­დი­­დე მე, რო­გორც წე­სი, არ მხიბ­ლავს (მნიშ­­ნე­ლო­ბა არა აქვს, ნოტ­­და­მი იქ­ნე­ბა ეს, თუ ეგ­ვიპ­ტუ­რი პი­რა­მი­დე­ბი). რაც უფ­რო დი­დია ეს ძეგ­ლი, მით უფ­რო ვშორ­დე­ბი მას. გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა ის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ამა თუ იმ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს ჩე­მი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­­ბა, ჩე­მი სიმ­პა­თია სჭირ­დე­ბა. და ბო­ლო დროს, სულ უფ­რო ხში­რად ვე­ძებ ის­ეთ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს, ად­გილს ან სუ­ლაც სა­განს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს მაგ­­­ნო­ბი­ნებს, ჩემს არ­სე­ბას მა­პოვ­ნი­ნებს. გუ­შინ ვი­ყა­ვით სად­ღაც შორს, მო­ნას­ტერ­ში, არ მახ­სოვს, რა ჰქვია…

– ბე­თა­ნია?

– ბე­თა­ნია… ბე­თა­ნია… სა­­ცა­რი სი­­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე იქ, იმ ად­გი­ლებ­ში, და მივ­­­დი, რომ ას­ეთ ღა­რიბ, მაგ­რამ სუ­ლი­­რე­ბით აღ­სავ­სე ად­გი­ლებ­ში უფ­რო ად­ვი­ლია და ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­­დილ­ზე ფიქ­რი.

– რამ­დე­ნა­დაც ჩემ­­ვის ცნო­ბი­ლია, თქვენ და­ვიწყე­ბუ­ლი, გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ჯი­შის ხე­­ბის ბა­ღი გა­­შე­ნეთ პე­ნა­ბი­ლი­ში.

– ჰო, და­ვიწყე­ბუ­ლი, გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ხი­ლის ბა­ღი გა­ვა­შე­ნე, ჩე­მი­ვე ხე­ლით მოვ­ხა­ტე იქ­­­რო­ბა, შად­რევ­ნე­ბი და ა.შ. ად­რე თქვენ­თა­ნაც მინ­დო­და იგ­­ვე გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მა­შინ, მახ­სოვს, მო­ვაგ­რო­ვე ეს ჯი­შე­ბი, მაგ­რამ მივ­­­დი, რომ ამ­ას აზ­რი არ ჰქონ­და, რად­გა­ნაც თქვე­ნე­ბუ­რი ხი­ლი ის­­თი­ვეა, რო­გო­რიც დი­დი ხნის წინ იყო, იგი ის­­თი­ვე ძვე­ლია.

© 2000, “არილი”

Facebook Comments Box