ინტერვიუ

ფორუღ ფაროხზადი – “მე დაბადებამ ოცდაათი წლის ზღურბლთან მომი­წია…”

forough farrokhzad 43434

ჟურნალისტ სირუს თაჰბაზის დიალოგი ფორუღ ფაროხზადთან

­­­­­­­­­­სპარსულიდან თარგმნა ლუკა ავალიშვილ­მა

– რა­ტომ წერთ ლექ­სებს, რას ეძ­ებთ ლექ­სებ­ში?

– ეგ თქვე­ნი “რა­ტომ” სა­ერ­თო­დაც ვერ ეგ­უ­ე­ბა ლექ­სებს და პო­ე­ზი­ას. მე არ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რა­ტომ ვწერ ლექ­სებს. ვფიქ­რობ, მი­ზე­ზი – ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი – რაც ხე­ლო­ვან ხალხს თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა­კენ უბ­იძ­გებს, გახ­ლავთ ამ ად­ა­მი­ა­ნე­ბის ქვეც­ნო­ბი­ე­რი მის­წ­რა­ფე­ბა – და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ და არ და­ე­მორ­ჩი­ლონ წარ­მავ­ლო­ბას. ეს ის ხალ­ხია, რო­მელ­თაც სი­ცოცხ­ლეც და სიკ­ვ­დი­ლიც სხვებ­ზე უფ­რო უყ­ვართ და უკ­ეთ ეს­მით. ხე­ლოვ­ნე­ბაც ამ ქვეყ­ნად დარ­ჩე­ნის, სა­კუ­თა­რი თა­ვის უკვ­დავ­ყო­ფი­სა და სიკ­ვ­დი­ლის აზ­რის უარ­ყო­ფის თა­ვი­სე­ბუ­რი მცდე­ლო­ბაა. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, მარ­თა­ლია, სიკ­ვ­დი­ლი ბუ­ნე­ბის ერთ-ერ­თი კა­ნო­ნია, მაგ­რამ ად­ა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ამ კა­ნო­ნის წი­ნა­შე გრძნობს თავს უმ­წე­ოდ და არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნად. სხვა საქ­მეა, რომ სიკ­ვ­დილს ვე­რა­ფერს მო­უ­ხერ­ხებ. ის უნ­და იყ­ოს და ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი რა­მეა. აი, ეს გახ­ლავთ ზო­გა­დი გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ოდ­ნავ სუ­ლე­ლუ­რა­დაც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის კი პო­ე­ზია მე­გო­ბა­რია და რო­ცა მას­თან მივ­დი­ვარ, შე­მიძ­ლია, ძალ­ზე უბ­რა­ლოდ გუ­ლი მო­ვი­ო­ხო. ის ჩე­მი მეწყ­ვი­ლეა, რო­მე­ლიც სრულ­მ­ყოფს, მაკ­მა­ყო­ფი­ლებს და ამ­ას ისე ახ­ერ­ხებს, რომ თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით ოდ­ნა­ვა­დაც კი არ შე­მა­წუ­ხოს. ზო­გი­ერ­თე­ბი სა­კუ­თარ და­ნაკ­ლისს – ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ად­ა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, მათ­თან მო­ძი­ე­ბუ­ლი თავ­შე­საფ­რის წყა­ლო­ბით ინ­აზ­ღა­უ­რე­ბენ. მაგ­რამ და­ნაკ­ლი­სი ამ­ით არ­ა­სო­დეს ან­აზ­ღა­ურ­დე­ბა და რომ ან­აზ­ღა­უ­რე­ბუ­ლი­ყო, გა­ნა თვი­თონ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არ იქ­ნე­ბო­და ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და ამქ­ვეყ­ნის უდ­ი­დე­სი პო­ე­ზია?!

პო­­ზია ჩემ­­ვის ის სარ­­მე­ლია, რო­მელ­საც რო­გორც კი მი­­ახ­ლოვ­დე­ბი, თა­ვის­თა­ვად იღ­­ბა. მე ვჯდე­ბი ამ ფან­ჯა­რას­თან: ვი­ყუ­რე­ბი, ვმღე­რი, ვღრი­­ლებ, ვტი­რი, ხე­­ბის ან­­რეკლს ვუ­ერ­­დე­ბი და ვი­ცი, რომ ფან­­რის იქ­­თა მხა­რეს სივ­­ცეა. იქ ვი­ღა­ცას აუც­­ლებ­ლად ეს­მის ჩე­მი; ვი­ღა­ცას, რო­მე­ლიც სუ­ლერ­თია, 200 წლის შემ­დეგ მო­ვა თუ 300 წლის წი­ნათ ცხოვ­რობ­და. პო­­ზია ჩემ­­ვის კავ­ში­რის სა­შუ­­ლე­ბაა ყო­ფი­­რე­ბას­თან და არ­სე­ბო­ბას­თან – ამ სიტყ­ვის ყვე­ლა­ზე უფ­რო ვრცე­ლი მნიშ­­ნე­ლო­ბით. მი­სი სი­კე­თე ისაა, რომ რო­ცა ად­­მი­­ნი ლექსს წერს, შე­უძ­ლია თქვას – ვარ­სე­ბობ, ან­და უკ­ვე ვიცხოვ­რეო. უამ­­სოდ კი, აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ას­­თი რა­მე­­ბის თქმა და გაცხა­დე­ბა?!

მე ჩემს ლექ­სებ­ში არ­­ფერს და­ვე­ძებ. შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ ჩემს ლექ­სებ­ში ხე­ლახ­ლა ვპო­­ლობ სა­კუ­თარ თავს. რაც შე­­ხე­ბა სხვა­თა პო­­ზი­ას, ან – ზო­გა­დად პო­­ზი­ას… ზო­გი ლექ­სი ღია კა­რი­ვი­თაა, რომ­ლის არც აქ­­თა და არც იქ­­თა მხა­რეს არ­­ფე­რია. კა­ცი იფ­იქ­რებს – აფ­სუს ქა­ღალ­დიო! ზო­გი ლექ­სიც, პი­რი­ქით, და­კე­ტილ კარ­სა ჰგავს, რომ­ლის გა­ღე­ბის შემ­დეგ, ხვდე­ბი, რომ მოტყუვ­დი და არც კი ღირ­და მი­სი გა­მო­ღე­ბა. მის მიღ­მა ჩა­მო­წო­ლი­ლი სი­ცა­რი­­ლე ის­­თი სა­ზა­რე­ლია, რომ “აქ­­თა მხა­რის” – ზე­და­პი­რის – სი­სავ­სეც კი ვერ ან­აზ­ღა­­რებს; იმ დროს, რო­ცა ძი­რი­თა­დი სწო­რედ ის – “იქ­­თა მხა­რე” ანუ სიღ­­მე, ში­ნა­არ­სი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

აი, ზო­გი ლექ­სი კი არც კა­რია, არც ღია და არც და­ხუ­რუ­ლი. ის­­ნი ჩარ­ჩო­თი და­საზ­­­რულ­ნი არ არ­­ან. გზას გვა­ნან. სუ­ლერ­თია, გრძელ­სა თუ მოკ­ლეს. გზას, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას­თან შე­სახ­ვედ­რად მი­დის, მი­ის­­რა­ფის. მე­რე უკ­ან ბრუნ­დე­ბა და არ­­სო­დეს იღ­ლე­ბა. ზოგ­ჯერ თუ შე­ჩერ­დე­ბა, რა­ღა­ცა­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად, რაც მა­ნამ­დე არც წი­ნა არც უკ­­ნა გზო­ბი­სას – არ­ას­­როს შე­ემ­­ნია.

ხან­და­ხან მინ­და პო­­ზი­ამ ხე­ლი ჩამ­ჭი­დოს, თან წა­მიყ­ვა­ნოს, ფიქ­რი, მზე­რა, შეგ­­­ნე­ბა და ხედ­ვა მას­წავ­ლოს. შე­დე­გი კი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა იყ­ოს გა­მოც­დი­ლი, კარ­გად აწ­­ნი­ლი ფიქ­რი და ნა­აზ­რე­ვი.

მე ვფიქ­რობ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა, პო­­ზია გაც­ნო­ბი­­რე­ბა უნ­და იყ­ოს, გაც­ნო­ბი­­რე­ბა ცხოვ­რე­ბი­სა, არ­სე­ბო­ბი­სა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ ვაშ­ლი­საც კი, რო­მელ­საც ვკბეჩთ, ან ჩაკ­ბე­ჩას ვუ­პი­რებთ.

შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი ვნე­ბე­ბით ცხოვ­რე­ბა. ან უფ­რო უკ­ეთ: ხე­ლო­ვანს არ შე­უძ­ლია და არც შე­იძ­ლე­ბა – იც­ხოვ­როს მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი ვნე­ბე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის ხარ­­ზე. ად­­მი­­ნი კარ­გად უნ­და ხე­დავ­დეს თა­ვის თავ­სა და თა­ვის სამ­ყა­როს და სწო­რედ ეს აუც­­ლებ­ლო­ბა უბ­იძ­გებს მას შემ­­გომ­ში ფიქ­რი­სა­კენ. ხო­ლო რო­ცა აზ­როვ­ნე­ბა იწ­ყე­ბა, კაცს შე­უძ­ლია უკ­ვე მყა­რად დად­გეს ფეხ­ზე. ისე არ გა­მი­გოთ, თით­ქოს, ვამ­ბობ­დე – პო­­ზია ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ან ფი­ლო­სო­ფი­­რად შე­ფიქ­რი­­ნე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს-მეთ­ქი. არა, რა სი­სუ­ლე­ლეა! ამ­ით იმ­ის თქმა მინ­დო­და, რომ პო­­ზია ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბის მსგავ­სად, უნ­და იყ­ოს აზ­როვ­ნე­ბით გა­მობ­­­მე­დილ და გაწ­­­­ნილ შეგ­­­ნე­ბა­თა და წვდო­მა­თა ნა­ყო­ფი. თუ პო­­ტი ნაღ­დი პო­­ტია (და ამ­ას­თა­ნა­ვე: პო­­ტი ანუ გათ­ვით­­ნო­ბი­­რე­ბუ­ლი), ხვდე­ბი მი­სი აზ­რე­ბი რა­ნა­­რად, რო­გორ შე­­დი­ნე­ბი­ან მის პო­­ზი­­ში, მსგავ­სად “ფან­ჯა­რას­თან მოფ­რე­ნი­ლი ღა­მუ­რა­სი”; მსგავ­სად: “ქვა­ზე მკვდა­რი ტო­რო­ლა­სი”; მსგავ­სად: “მზვა­რე­ში ჩათ­­ლე­მი­ლი კუ­სი”* – ასე უბ­რა­ლოდ, უპ­რე­ტენ­ზი­ოდ და ლა­მა­ზად…

– თქვენ ბრძა­ნეთ, რომ პო­ე­ზი­ა­ში სა­ფიქ­რალს და­ე­ძებთ ანუ ფორ­მა­სა და გრძნო­ბით მხა­რე­ებს თავს ან­ე­ბებთ და ძი­რი­თა­დი ყუ­რად­ღე­ბა ში­ნა­არ­ს­ზე გაქვთ გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. მა­შა­სა­და­მე, თქვენ არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ მხო­ლოდ ლა­მა­ზი, მოქ­ნი­ლი და მოქ­ნე­უ­ლი ფრა­ზე­ბით გაწყო­ბი­ლი ლექ­სე­ბი?

– ას­­თი ლექ­სე­ბი მხო­ლოდ მოხ­დე­ნილ­ნი, ნა­ტიფ­ნი და მშვე­ნი­ერ­ნი არ­­ან. მაგ­რამ გა­ნა პო­­ზია მარ­ტო ისაა, რაც მხო­ლოდ მოხ­დე­ნი­ლი, ნა­ტი­ფი და მშვე­ნი­­რი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს?! მა­გა­ლი­თად ის ლექ­სე­ბი, ბო­ლო დროს “ეს­კი­ზე­ბის” სა­თა­­რით რომ ქვეყ­­დე­ბა. ას­ეთ ლექ­სებს მე სწო­რედ სი­ლა­მა­ზის, მშვე­ნი­­რე­ბი­სა და მოხ­დე­ნი­ლო­ბის საზ­­­რებ­ში ვა­ღი­­რებ.

– ანუ ამ­აღ­ლე­ბულ პო­ე­ზი­ად მი­იჩ­ნევთ?

– თუ მხო­ლოდ იმ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა მქო­ნე იქ­ნე­ბა, რაც მე ჩა­მოვ­­ვა­ლე, რა თქმა უნ­და, არა! თუმ­ცა, აქ­ვე უნ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ პო­­ზია სხვა­დას­­ვა­ნა­­რი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს. ზოგ­ჯერ ლექ­სი მარ­ტო ლექ­სია და მე­ტი არ­­ფე­რი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სიტყ­ვა “ლექსს” მი­სი ზო­გა­დი მნიშ­­ნე­ლო­ბით კი არა, იმ გრძნო­ბი­თი აზ­რით ვხმა­რობ, რო­გორც ის გვეს­მის ხოლ­მე სა­ერ­თოდ. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც და­­სი­სას, ხეს ვხე­დავთ, ვამ­ბობთ ხოლ­მე – რა პო­­ტუ­რიაო. არ­­ან ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამგ­ვა­რი მშვე­ნი­­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ას­­ვე გვატ­­ბო­ბენ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზო­გი­ერ­თი ლექ­სი პო­­ტუ­რია და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნაღ­დი პო­­ზიაა. მაგ­რამ თვი­თონ პო­­ზია მხო­ლოდ მა­თით არ­­სო­დეს შე­მო­­ფარ­­ლე­ბა. ამ ლექ­სებს თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი აქვთ. სი­ლა­მა­ზე და მშვე­ნი­­რე­ბა კი პო­­ზი­ის მხო­ლოდ ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს. სხვა­თა შო­რის, რა­საც ახ­ლა ზო­გა­დად ვლა­პა­რა­კობ, გარ­­ვე­ულ­წი­ლად ჩემს თავ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზეც მო­გახ­სე­ნებთ. მე სა­კუ­თარ თავს სხვებ­ზე მე­ტად ვაკ­რი­ტი­კებ. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ჩე­მი ძა­ლი­ან ბევ­რი ლექ­სი უინ­ტე­რე­სო და არ­აფ­რის­­­­მე­ლია. მაგ­რამ, ამ­­ვე დროს, შე­უძ­ლე­ბე­ლია პო­­ზი­ის ში­ნა­არ­სი­სათ­ვის რა­ღაც კონ­­რე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და გან­ვაცხა­დოთ: ყვე­ლა ლექ­სი მხო­ლოდ ზო­გად, გან­ზო­გა­დე­ბულ ხა­სი­ათს უნ­და ატ­­რებ­დეს! საქ­მე ის არ­ის, ად­­მი­­ნი რო­გორ უყ­­რებს და აღ­იქ­ვამს სა­ზო­გა­დო თუ პი­რა­დულ სა­კითხებს. სწო­რედ ხედ­ვა, ხედ­ვის კუთხეა, რაც რო­მე­ლი­მე პო­­ტის ლექ­სებს პი­რა­დუ­ლო­ბის ელ­ფერს ან­­ჭებს ან­და პი­რი­ქით, პი­რად პრობ­ლე­მებს ზო­გა­დად, გან­ზო­გა­დე­ბუ­ლად წარ­მო­­ჩენს.

კრე­ბულ “ტყვე­ში” თავ­მოყ­რილ ლექ­სებს რომ დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვა­ფა­სებ, ვხვდე­ბი – ზო­გი რამ ჩემ­­ვი­საც კი უინ­ტე­რე­სოა და მეც კი აღ­არ მე­ხე­ბა. არ­­და, ამ ლექ­სე­ბის ფეს­ვე­ბი, სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე პი­როვ­ნუ­ლი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა. ზო­გა­დი სი­ტუ­­ცი­ით საზ­­დო­ობ­და და მათ­ში მარ­ტო მე კი არა, მთე­ლი ქვე­ყა­ნა იგ­­ლის­­მე­ბო­და.

– საქ­მე ისაა, რომ რო­დე­საც ხე­ლო­ვა­ნი იმ ეტ­ა­პამ­დე მი­ვა, რო­ცა მხო­ლოდ თა­ვი­სი, სპე­ცი­ფი­კუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბა, წი­ნა პლან­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სა­კითხი წა­მო­ი­წევს. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნი თქვენს რამ­დე­ნი­მე ღი­რე­ბულ ლექსს წა­ი­კითხავს, რო­მელ­თა და­წე­რის თა­ვი და სი­მა­მა­ცე ცო­ტა ვინ­მეს თუ ექ­ნე­ბა სა­ერ­თოდ, მე­რე კი მათ გვერ­დით, ძალ­ზე პი­რა­დუ­ლი სა­ბა­ბით “შექ­მ­ნილ” ბა­ნა­ლო­ბებს წა­აწყ­დე­ბა, გან­ხიბ­ლუ­ლი რჩე­ბა და იმ­ა­საც კი ფიქ­რობს, რომ თქვე­ნი მი­ზა­ნი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კრე­ბუ­ლის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რ­და და მი­სი გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბა…

– მარ­თა­ლია…

– ხო­ლო რო­ცა პო­ეტს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს – ნი­მა იუშ­ი­ჯის რჩე­ვით – იგი სა­კუ­თარ ნა­წე­რებს, სა­კუ­თარ პო­ე­ზი­ას დი­დი სიფ­რ­თხი­ლი­თა და უშ­ე­ღა­ვა­თო მომ­თხოვ­ნე­ლო­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს…

– იც­ით, მე ერთხელ ვთქვი: ზო­გი ლექ­სი სავ­სე­ბით შე­­სა­ბა­მე­ბა ად­­მი­­ნის რწმე­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა თუ პო­­ტურ გე­მოვ­ნე­ბას და ას­­თი ლექ­სე­ბის ნდო­ბა მუ­დამ შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ არ­ის ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ რა­ღა­ცე­ებს არ შე­­სატყ­ვი­სე­ბი­ან, თუმ­ცა ად­­მი­ანს მათ მი­მართ რა­ღაც­ნა­­რი სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბა აქვს. ძალ­ზე გა­ურ­­ვე­ველ მი­ზეზ­თა გა­მო, ამ წიგ­­ში 3-4 ის­­თი ლექ­სია, რო­მე­ლიც არ მომ­წონს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. შე­საძ­ლოა, უმ­ჯო­ბე­სი იყო ეს ლექ­სე­ბი არ გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბია. მაგ­რამ რომ არ და­მე­ბეჭ­და, მგო­ნია, მათ გა­მო გულ­­­ვი­დად ვე­რას­­როს ვიქ­ნე­ბო­დი.

– აქ­ვე თა­ვის­თა­ვად ის­მე­ბა ცხოვ­რე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბი­სა და აბს­ტ­რაქ­ტულ, გან­ყე­ნე­ბულ თე­მებ­ზე წე­რის სა­კითხი, ზოგს ჰგო­ნია, რომ ყო­ფას­თან მა­თი კავ­ში­რი და ცხოვ­რე­ბის ნახ­ვა და­ა­ვიწ­რო­ვებს, ჩარ­ჩო­ში მო­აქ­ცევს მათ პო­ე­ტურ თვალ­სა­წი­ერს. ამ­ი­ტო­მაც, ად­ა­მი­ა­ნი გან­ყე­ნე­ბულ სამ­ყა­რო­ში უნ­და ცხოვ­რობ­დეს და მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტით იაზ­რებ­დეს და “აგ­ე­მოვ­ნებ­დეს” არ­სე­ბულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს. გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად სწო­რედ ეს, ცხოვ­რე­ბის ამგ­ვა­რი წე­სი მი­აჩ­ნი­ათ. “ხე­ლა­ხალ და­ბა­დე­ბა­ში” და­ბეჭ­დი­ლი თქვე­ნი ლექ­სე­ბი კი შე­იძ­ლე­ბა ას­ე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, ამგ­ვა­რი აზ­როვ­ნე­ბის უარ­ყო­ფად მი­ვიჩ­ნი­ოთ. მა­გა­ლი­თად, თქვენს “მი­წი­ერ სას­წა­უ­ლებს”, სა­ერ­თოდ, შეგ­ვიძ­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რი ლექ­სიც კი ვუ­წო­დოთ. მა­შა­სა­და­მე არ­სე­ბუ­ლი სავ­სე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა გრძნო­ბის­მი­ე­რი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი წარ­მო­სახ­ვე­ბის­გან…

– არა, მე არა მწამს ჩა­რა­ზულ ოთ­ახ­ში თავ­შე­ფა­რე­ბი­სა და ამგ­ვარ პი­რო­ბებ­ში – “ში­ნა­გა­ნი ჭვრე­ტე­ბი­სა”. ად­­მი­­ნის წარ­მო­სახ­ვი­თი სამ­ყა­რო უნ­და იყ­ოს შე­დე­გი მი­სი ხე­ტი­­ლი­სა და თა­ვი­სი ეპ­­ქის სი­ნამ­­­ლეს­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი­სა. ად­­მი­ან­მა უნ­და ნა­ხოს, რა­თა და­­ნა­ხოს და არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­­ლე­ბა მი­­ცეს. რო­ცა კა­ცი თა­ვის სამ­ყა­როს ად­­მი­­ნებს შო­რის და ცხოვ­რე­ბის შუ­­გულ­ში იპ­ოვ­ნის, მხო­ლოდ მა­შინ შე­ეძ­ლე­ბა ეს სამ­ყა­რო მუ­დამ თან ჰქონ­დეს; თა­ვი­სად და­­გუ­ლოს და ამ სამ­ყა­როს შიგ­ნი­დან და­­კავ­შირ­დეს მთელ ქვე­ყა­ნას.

რო­ცა ქუ­ჩა­ში ხე­ტი­­ლის შემ­დეგ შინ მიბ­რუნ­დე­ბით, ქუ­ჩი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გო­ნე­ბა­ში გრჩე­ბათ და ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი უკ­ვე თქვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­სა და თქვენს არ­სე­ბო­ბას ეკ­უთ­­ნის. ხო­ლო თუ­კი გა­რეთ არ გახ­ვალთ, თავს და­იტყ­ვე­ვებთ და მხო­ლოდ ქუ­ჩა­ზე ფიქ­რით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბით, არ­­ვინ იც­ის და­ემ­თხ­ვე­ვა თუ არა თქვე­ნი წარ­მო­სახ­ვა გა­რეთ არ­სე­ბულ სი­ნამ­­ვი­ლეს. შე­საძ­ლოა, გა­რეთ მზე იყ­ოს, თქვენ კი სიბ­ნე­ლე და წყვდი­­დი გე­გო­ნოთ. შე­იძ­ლე­ბა გა­რეთ მშვი­დო­ბა იყ­ოს, თქვენ კი იფ­იქ­როთ ომი და ბრძო­ლააო. ას­­თი ვი­თა­რე­ბა ნე­გა­ტი­­რი ას­კე­ტიზ­მის ერთ-ერ­თი სა­ხეა, რო­მელ­საც არც თვი­თონ ად­­მი­­ნის­­ვის და არც სა­ზო­გა­დო­­ბის­­ვის მო­აქვს სარ­გე­ბე­ლი. ყო­ველ შემ­თხე­ვა­ში, პო­­ზია ცხოვ­რე­ბი­სა­გან იბ­­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნი­­რი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ზრდა შე­უძ­ლია, ცხოვ­რე­ბის შე­დე­გია. ამ­­ტო­მაც, კი არ უნ­და იფ­იქ­რო და უარ­ყო, უნ­და წახ­ვი­დე, და­­გე­მოვ­ნო და გა­მოს­ცა­დო – ცხოვ­რე­ბის უს­­ზიზ­­რე­სი წა­მე­ბიც კი… მაგ­რამ არა რო­გორც და­ფე­თე­ბულ­მა ბავ­­­მა, არ­­მედ სა­ღი გო­ნე­ბი­თა და ყო­ველ­­ვა­რი არ­­სა­სი­­მოვ­ნო გან­­დის მო­ლო­დი­ნით. ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი კავ­შირ­ში უნ­და იყ­ოს ცხოვ­რე­ბას­თან; სხვა­ნა­­რად, აბა, მითხა­რით, რო­გორ აივ­სე­ბა?!

– უდ­ა­ვოდ… მა­გა­ლი­თად – “შეხ­ვედ­რა ღა­მე­ში”. რო­დე­საც ად­ა­მი­ა­ნი ამ ლექსს კითხუ­ლობს, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ფი­ქა­ლი უჩნ­დე­ბა. სა­ფიქ­რა­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს უახ­ლო­ეს წარ­სულ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის­ე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა გაქვთ, თით­ქოს ამ ლექ­სით იმ თა­ო­ბის სათ­ქ­მე­ლი ითქ­ვა, რო­მელ­საც სუ­ლი ყელ­ში მობ­ჯე­ნო­და და თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბი­სა აღ­არც კი სჯე­რო­და. “მი­სი ორი თვა­ლის გაშ­ლი­ლი სივ­რ­ცე კი ოდ­ენ მწა­რე ტი­რი­ლის გე­მოს შე­იგ­რ­ძ­ნობ­და”.

– დი­ახ, მე ვუ­ყუ­რებ­დი იმ ად­­მი­ან­თა სა­ხე­ებს, ერთ დროს რომ სა­ზა­რე­ლი პრე­ტენ­ზი­­ბი და სურ­ვი­ლე­ბი ჰქონ­დათ და, ვფიქ­რობ­დი: აი, ეს ახ­ლა, წინ რომ მი­ზის, ნუ­თუ მარ­­ლა ისაა, ვინც მა­გა­ლი­თად, ამ რვა წლის წი­ნა­თაც ჩემს წინ იჯ­და და ამ წუ­თას იმ რვაწ­ლის­წი­ნან­დელ­მა კაც­მა ეს დღე­ვან­დე­ლი რომ და­­ნა­ხოს, თუ იც­ნობს-მეთ­ქი? ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა იდ­გა. მეც კი ამ­­ყი­რა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მე მძულ­და და მა­­ცებ­და ჩე­მი სა­სო­წარ­­ვე­თი­ლე­ბა. ეს ლექ­სი სწო­რედ ამ შეგ­­­ნე­ბე­ბის ნა­ყო­ფია და მის შემ­დეგ შევ­ძე­ლი ცო­ტა­თი მა­ინც გა­მოვ­­წო­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ტა­ნე სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბი­სა და წარ­მოდ­გე­ნე­ბის ტექ­­­ში და ზო­გი­ერთ რა­მეს ხა­ზი გა­და­ვუს­ვი, თუმ­ცა, სამ­ყა­რო იმგ­ვა­რი­ვე დარ­ჩა, რაც უწ­ინ იყო. ის­­თი ამ­­ყი­რა­ვე­ბუ­ლია, არ მინ­და და ვერც ვა­ხერ­ხებ, რომ მი­სი მჯე­რო­დეს.

– “თვალ­მარ­გა­ლი­ტით სავ­სე საზ­ღ­ვარ­შიც” (იმ­ის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ზო­გი­ერ­თე­ბის აზ­რით, ის ლექ­სი არაა და ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია, ასე რომ ფიქ­რო­ბენ) სა­ნა­ქე­ბოა თქვე­ნი სი­ახ­ლო­ვე ცხოვ­რე­ბას­თან. თით­ქოს, ყვე­ლა პრობ­ლე­მის, თვი­თონ ცხოვ­რე­ბის შიგ­ნი­დან სა­უბ­რობთ. ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი! ზოგ­ჯერ პო­ე­ზია, პო­ე­ტუ­რო­ბა შე­ე­წი­როს გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას, გა­ნა აქ­ამ­დე პი­რი­ქით არ იყო: პო­ე­ზია არ იწ­ი­რავ­და ხოლ­მე გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას? თქვენ კი ად­ე­ქით და შუ­რი იძ­ი­ეთ!..

– ლექ­სი არ­­სო­დეს არ­აფ­რით შე­მო­მი­საზ­­­რავს. მე ვამ­ბობ: პო­­ზია ყვე­ლა­ფერ­შია, ოღ­ონდ უნ­და აღ­მო­­ჩი­ნო და შე­იგ­­­ნო. ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში, გა­და­ხე­დეთ ჩვენ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ლექ­სე­ბის ამ­დენ კრე­ბულს და მიხ­­დე­ბით, რო­გო­რი შეზ­ღუ­დუ­ლია ჩვე­ნი პო­­ზი­ის ში­ნა­არ­სი. რო­გორც წე­სი, აქ ან ზნე­­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც ისე მა­ღა­ლია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ად­­მი­­ნუ­რი იყ­ოს; ან­და შე­გო­ნე­ბე­ბი, ნეკ­რო­ლო­გე­ბი, ამ­ბე­ბის ჩვე­­ლებ­რი­ვი თხრო­ბა და ელ­­მენ­ტა­რუ­ლი უხ­ამ­სო­ბა მოგ­­­დე­ბათ თვალ­ში. პო­­ზი­ის ენ­აც – რა­ღაც სპე­ცი­ფი­კუ­რი და გა­ყი­ნუ­ლი – ად­რი­დან­ვე მყა­რად და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი ენაა.

“თვალ-მარ­გა­ლი­ტით სავ­სე საზ­­­რის” ლი­რი­კუ­ლი გმი­რი სა­ზო­გა­დო­­ბაა. სა­ზო­გა­დო­­ბა, რო­მელ­საც მარ­თა­ლია მრა­ვალ მტკივ­ნე­ულ სა­კითხ­ზე ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი ვერ მო­­ხერ­ხე­ბია, მაგ­რამ ის მა­ინც ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია, ას­ეთ სა­კითხებ­ზე იუმ­­რი­თა და ხუმ­რო­ბით ის­­უბ­როს.

ამ ლექ­­ში მე ვემ­­რო­ბო­დი სას­ტიკ, გახ­­­ნილ და სუ­ლე­ლურ სა­კითხ­თა გრო­ვას. მთელ პო­­ზი­ას სუ­ნა­მოს სურ­ნე­ლი ხომ არ უნ­და ას­დი­­დეს. მო­დით, ზო­გი ლექ­სი ის­­თი “არ­­პო­­ტუ­რი” იყ­ოს, რომ მი­სი წე­რილ­ში ჩა­წე­რა და ამ წე­რი­ლის სატ­­ფოს­თან გაგ­ზავ­ნა არ შეგ­ვეძ­ლოს. აი, დარ­დი! რაც უნ­და ისა თქვან! რო­ცა ამ ლექსს გვერ­დით ჩა­უვ­ლი­ან, ნე­ბა იბ­­ძონ და აბ­ზე­კილ ცხვი­რებ­ზე ხე­ლი აიფ­­რონ, მე კი, შარ­დის სუ­ნით აქ­­თე­ბულ ქუ­ჩა­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ, არ შე­მიძ­ლია, წინ სუ­ნა­მო­­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და­ვი­დო და ამ ქუ­ჩის სუ­ნის აღ­სა­წე­რად ყვე­ლა­ზე უფ­რო კე­თილ­სურ­ნე­ლო­ვა­ნი სუ­ნა­მო შე­ვარ­ჩიო. ეს ოინ­ბა­ზო­ბაა. ოინი, რო­მელ­საც ად­­მი­­ნი ჯერ თა­ვის­თავს უკ­­თებს და მე­რე და­ნარ­ჩე­ნებს.

– თქვენ თა­ნა­მედ­რო­ვე, დღე­ვან­დე­ლო­ბის შე­სა­ფე­რის ენ­ა­სა და ფორ­მა­ზე ის­ა­უბ­რეთ. ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ თქვენს “მრჩობ­ლე­დებ­ში” და ას­ე­ვე იმ ყა­ზალ­შიც, რო­მე­ლიც დღეს მიჩ­ქ­მა­ლუ­ლია, თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი ჩა­ახ­შეთ ან სრუ­ლად ვერ გად­მო­ე­ცით. ეს ლექ­სე­ბი ძვე­ლი მგოს­ნე­ბის მი­ბაძ­ვი­თაა და­წე­რი­ლი და ად­ა­მი­ანს ნაფ­ტა­ლი­ნის სუნს ახ­ლის ცხვირ-პირ­ში. ამ­ი­ტო­მაც იქ­ნებ ჯობ­დეს, თქვენ ყო­ველ­თ­ვის თქვენს სტილ­სა და ყა­ლიბ­ში იმ­უ­შა­ოთ. თქვენ იყ­ოთ თქვენ და სხვა მე­ტი არ­ა­ვინ…

– მრჩობ­ლე­დე­ბის, ორს­­რო­ფე­დე­ბის თა­­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რე ბა­ტონ აზ­ად­თან ინ­ტერ­ვი­­ში. რაც შე­­ხე­ბა თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას… არა, ასე ნამ­­ვი­ლად არ არ­ის. ფეს­ვი ერ­თია, მაგ­რამ წა­მე­ბი ძა­ლი­ან გან­­­ვავ­დე­ბი­ან ერთ­მა­ნე­თი­სა­გან. მარ­თა­ლია, ლექ­სი დღე­­ბით, ზოგ­ჯერ კი თვე­­ბი­თაც იქმ­ნე­ბა და გროვ­დე­ბა პო­­ტის შიგ­ნით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, იგი მა­ინც წა­მი­­რი გა­აზ­რე­ბის, წა­მი­­რი წვის ნა­ყო­ფია. მრჩობ­ლე­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს წვა ძა­ლი­ან შორ, და­ცი­ლე­ბულ წამს და­­კავ­შირ­და. სხვა ლექ­სებ­ში კი, პი­რი­ქით, ჩე­მი გან­­დე­ბი ძალ­ზე ახ­ლოს იყვ­ნენ ჩვენს დროს­თან და დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან.

– არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას მა­ინც გა­ურ­ბი­ხართ. ესე იგი, თქვენ გინ­დათ თქვათ, რომ ის სიყ­ვა­რუ­ლი, რაც თქვენს მრჩობ­ლე­დებ­ში გად­მო­ე­ცით, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და იმ სიყ­ვა­რუ­ლი­სა­გან, რო­მელ­ზე­დაც თქვენს და­ნარ­ჩენ ლექ­სებ­ში სა­უბ­რობთ?! მაგ­რამ თქვენ ხომ ერ­თი მთლი­ა­ნი, და­უ­ნა­წევ­რე­ბე­ლი არ­სე­ბა ხართ და თქვე­ნი ფიქ­რი ერთ კონ­კ­რე­ტულ სიყ­ვა­რულს დას­ტ­რი­ა­ლებს… თა­ნაც ამ ლექ­სებს ერთ­მა­ნე­თი­სა­გან არც ისე დი­დი პე­რი­ო­დი აც­ი­ლებთ…

– ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს მრჩობ­ლე­დე­ბი ჩე­მი სუ­ლის გარ­­ვე­ულ მდგო­მა­რე­­ბა­თა ან­­რეკ­ლია, ჩე­მი აღქ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, სხვა­თა შო­რის, დროს­თან არ­­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი. ამ აღქ­მებ­მა და სუ­ლი­ერ­მა მდგო­მა­რე­­ბებ­მა კი იმ წუ­თას სწო­რედ ეს ფორ­მა მო­ითხო­ვა. ამ­ას­თან, მე მიყ­ვარს ეს მრჩობ­ლე­დე­ბი და ბო­ლოს და ბო­ლოს, მე იმ­ას ვამ­ბობ, რომ მთა­ვა­რია, სათ­­მე­ლი იყ­ოს ახ­­ლი, თო­რემ ფორ­მე­ბი­სა და კლი­შე­­ბის მსხვრე­ვა არც ისე ძნე­ლია. სწო­რედ ამ საქ­მეს აკ­­თებს ჩე­მი ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი: ერ­თი ხე­ლის მოს­მით ამს­­­რე­ვენ ყვე­ლა­ფერს. კი ბა­ტო­ნო, და­ამ­­­­რი­ონ, მაგ­რამ სა­ნაც­­ლოდ რა ააგ­ეს? ძვე­ლად, უწ­ინ­დე­ლი მგოს­ნე­ბის სატ­­ფოს ზილ­ფი ერ­თი ტა­­პის სიგ­­ძის იყო, ახ­ლა ერთ­ნა­ხე­ვა­რი ტა­­პის სიგ­­ძი­საა. მე­რე, ამ­ით რა შე­იც­ვა­ლა?! მე სა­ზო­მის მტე­რი რო­დი ვარ, მე ვამ­ბობ – მო­დით, უფ­რო ში­ნა­­რუ­ლად ვი­სა­უბ­როთ-მეთ­ქი.

– იც­ით, ჩვენ­თ­ვის “ეპ­ო­ქის პო­ე­ზი­ის” სა­კითხი დგას. დრო­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბის, დრო­ში ყოფ­ნის და ცხოვ­რე­ბის სა­კითხი. ამ­ი­ტომ თუ აქ სა­უ­ბა­რი ფორ­მა­საც შე­ე­ხო – მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერ­თი მი­ზე­ზით, რომ ჩვენ გვჯე­რა: ჩვე­ნი დრო­ის – თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ო­ქის – პო­ე­ზია შე­სა­ფე­რის ფორ­მა­სა და ყა­ლიბ­საც მო­ითხოვს. “თვალ-მარ­გა­ლი­ტით სავ­სე საზ­ღ­ვა­რი” და ას­ე­ვე კრე­ბუ­ლი “გა­ზაფხუ­ლის ლან­დე­ბი” (რომ­ლის “მწვა­ნე ლან­დის” წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი არ­ა­სო­დეს აღ­არ გა­მიჩ­ნ­დე­ბა!) და “ჩი­ტი” იმ­დე­ნად არ­ი­ან სრულ­ყო­ფილ­ნი, რამ­დე­ნა­დაც დღე­ვან­დე­ლო­ბის სა­ფიქ­რა­ლი დღე­ვან­დე­ლი ფორ­მი­თა და ყა­ლი­ბით არ­ის მო­ცე­მუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ამ წიგ­ნ­ში ორი ტი­პის ლექ­სებს ვხე­დავთ: ერთ­ნი, რომ­ლე­ბიც ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის მხრივ – თქვენს ძველ ნა­მუ­შევ­რებ­თან ამჟ­ღავ­ნე­ბენ სი­ახ­ლო­ვეს და ნაკ­ლებღი­რე­ბულ­ნი არ­ი­ან, ვიდ­რე ის ლექ­სე­ბი, რომ­ლებ­ში­აც საგ­ნებ­სა და მოვ­ლე­ნებს უფ­რო მთლი­ა­ნო­ბა­ში, უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლად აფ­ა­სებთ. “ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბა” სწო­რედ ამ ლექ­სე­ბის­თ­ვის უნ­და და­გერ­ქ­მი­ათ: “მი­წი­ე­რი სას­წა­უ­ლე­ბის­თ­ვის”, “ღა­მე­ში შეხ­ვედ­რის­თ­ვის”, “ბა­ღის დაპყ­რო­ბის­თ­ვის”, “სა­ჩუქ­რი­სა” და რამ­დე­ნი­მე სხვა ლექ­სი­სათ­ვის…

– მე უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, რომ ამ კრე­ბულ­ში თავ­მოყ­რი­ლი ლექ­სე­ბი ჩე­მი ოთხ­­ლი­­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­­ნო­ბის შე­დე­გია ამ ოთხ წე­ლი­წად­ში და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი – არ­ამ­ხო­ლოდ კარ­გი, არ­­მედ მთლი­­ნად – ერ­თად შევ­­რი­ბე და გა­მო­ვე­ცი. ამ ლექ­სებს ბუ­ნებ­რი­­ბა გა­მო­არ­ჩევთ, მა­თი ავ­იც და კარ­გიც, ღირ­სე­ბაც და ნაკ­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია. ამ­ის მი­­ხე­და­ვად მე ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლი­დან უნ­და და­ვიწყო, რად­გან ად­­მი­ან­მა გარ­­ვე­ულ სიმ­წი­ფეს – თა­ვის საქ­მე­ში მა­ინც – უნ­და მი­აღ­წი­ოს.

მე პო­­ზია წიგ­ნე­ბის კითხ­ვით არ მის­წავ­ლია. თო­რემ ახ­ლა ალ­ბათ ჩვე­­ლებ­რი­ვი, ტრა­დი­ცი­­ლი ყა­სი­დე­ბი­სა და ყა­ზა­ლე­ბის მწე­რა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და მე­ტი არ­­ფე­რი.

აი, ასე – ავ­დე­ქი და გზას გა­ვუ­დე­ქი. – უღ­რან ტყე­ში და­კარ­გუ­ლი პა­ტა­რა ბავ­­ვი­ვით, ყველ­გან მი­ვე­დი, ყვე­ლა­ფერს ჩა­ვუკ­ვირ­დი. ყვე­ლა­ფერ­მა მი­იქ­ცია ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბა, ვიდ­რე სა­ბო­ლო­ოდ ერთ წყა­როს­­ვალს არ მი­ვა­დე­ქი და ამ წყა­როს­­ვალ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვი არ და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც თვით ჩემ­გან და ტყის მთე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და. ამ­დე­ნად, აღ­ნიშ­ნულ კრე­ბულ­ში თავ­მოყ­რი­ლი ლექ­სე­ბი ჩე­მი მე­­რე “მეა” და ჩე­მი ძი­­ბე­ბია წყა­როს­­ვა­ლის სა­პოვ­ნე­ლად.

ახ­ლა პო­­ზია ჩემ­­ვის ძალ­ზე სე­რი­­ზუ­ლი რა­მაა. პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბაა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის წი­ნა­შე ვგრძნობ და პა­სუ­ხია, რო­მე­ლიც ჩე­მი­ვე ცხოვ­რე­ბის წი­ნა­შე უნ­და ვა­გო. ამ­­ტო­მაც, პო­­ზი­ას ის­­ვე ვე­თაყ­ვა­ნე­ბი, რო­გორც მორ­­მუ­ნე – თა­ვის რე­ლი­გი­ას. ამ­ას­თან­ვე, ვფიქ­რობ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ნიჭს და­ეყ­­­ნო. რად­გან კარ­გი ლექ­სის და­წე­რა ის­­თი­ვე რთუ­ლია, ის­ეთ­სა­ვე ყუ­რად­ღე­ბას, შრო­მა­სა და წვა­ლე­ბას მო­ითხოვს, რო­გორც რო­მე­ლი­მე მეც­ნი­­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა.

მე ერ­თი რა­მეც მწამს და ეს გახ­ლავთ პო­­ტად ყოფ­ნა ცხოვ­რე­ბის ყო­ველ წამ­სა და მო­მენ­­ში: პო­­ტად ყოფ­ნა ე.ი. ად­­მი­­ნად ყოფ­ნა. მე ვიც­ნობ მა­ვან­თა და მა­ვანთ, რო­მელ­თა ყო­ველ­­ღი­­რი საქ­ცი­­ლი არ­­ვი­თარ კავ­შირ­ში არაა მათ პო­­ზი­ას­თან. უკ­ეთ რომ ვთქვათ, ეს ად­­მი­­ნე­ბი პო­­ტე­ბი მხო­ლოდ ლექ­სის წე­რის მო­მენ­­ში არ­­ან. მე­რე იცვ­ლე­ბი­ან და ის­ევ ერ­თი ჩვე­­ლებ­რი­ვი, ხარ­ბი, გა­­მაძღა­რი, უს­­მარ­­ლო, გო­ნე­ბაჩ­ლუნ­გი, შუ­რი­­ნი და სა­ცო­და­ვი კა­ცე­ბი ხდე­ბი­ან. მე არ მჯე­რა მა­თი სიტყ­ვე­ბი­სა, რად­გან ცხოვ­რე­ბას ამ­­ზე დიდ მნიშ­­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. ხო­ლო რო­ცა ეს ხალ­ხი თა­ვის ლექ­სებ­სა და ნა­წე­რებ­ში გულ­ში მჯიღს იც­ემს და რა­ღა­ცას გაჰ­­ვი­რის, ზიზ­ღი მიპყ­რობს და არა მჯე­რა, რომ სი­მარ­­ლეს ამ­ბო­ბენ. მა­შინ ვფიქ­რობ, – ნე­ტავ, ასე მარ­­ლა ერ­თი თეფ­ში ფლა­ვის გუ­ლი­სათ­ვის ხომ არ ირ­ჯე­ბი­ან-მეთ­ქი… თუმ­ცა, კარ­გით… თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ…

ჩე­მი აზ­რით, ხე­ლო­ვან­მა – პირ­ველ რიგ­ში – თა­ვი­სი­ვე თა­ვი უნ­და შექ­­ნას და სრულ­ყოს. მე­რე სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან გა­რეთ უნ­და გა­მო­ვი­დეს და მას, რო­გორც ყო­ფი­­რე­ბი­სა და არ­სე­ბო­ბი­სა­გან შემ­­გარ მთლი­­ნო­ბას ისე უნ­და შე­ხე­დოს, რომ მის­მა ნა­აზ­რევ­მა, ფიქ­რებ­მა და გრძნო­ბებ­მა ზო­გა­დი ხა­სი­­თი შე­­ძი­ნოს.

– ვი­ცი, ძა­ლი­ან სუ­ლე­ლურ შე­კითხ­ვებს გის­ვამთ, მაგ­რამ მა­ინც მინ­და გკითხოთ, რა­ტომ ხე­დავთ ზოგ­ჯერ ასე სა­ზიზ­ღ­რად ცხოვ­რე­ბას და ად­ა­მი­ა­ნებს:

“ჭე­რის დაბ­რე­ცილ-დაღ­რე­ცილ ხა­ზებ­ში

სა­კუ­თა­რი თვა­ლი და­ვი­ნა­ხე –

მძი­მე ტა­რან­ტუ­ლი­ვით ხმე­ბო­და

იატ­აკ­ზე,

გუ­გის სიყ­ვით­ლე­ში” (“მიხ­ვედ­რა”)

ან:

“ჩე­მი წი­ლი მი­ტო­ვე­ბულ კი­ბე­ზე ქვე­მოთ დაშ­ვე­ბაა.

და რა­ღა­ცას­თან შერ­წყ­მაა მარ­ტო­ო­ბა­სა და ხრწნი­ლე­ბა­ში”

ან­და: “იმ პა­ტა­რა არ­სე­ბებს ხე­დავ­დი,

რომ­ლე­ბიც დამ­დ­გა­რიყ­ვ­ნენ”… (“მი­წი­ე­რი სას­წა­უ­ლე­ბი)

– წე­ღან მო­გახ­სე­ნეთ, ლექ­სი უმ­თავ­რე­სად ერ­თი წა­მის გან­წყო­ბი­ლე­ბი­სა და აზ­რის “შე­დე­გია-მეთ­ქი. ჩე­მი აზ­რით, შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­ცოცხ­ლის ყვე­ლა წა­მი მშვე­ნი­­რი იყ­ოს და ამ­დაგ­ვა­რი ხედ­ვა ანუ რო­გორც თქვენ ბრძა­ნებთ, ამგ­ვა­რი სა­ზიზ­ღა­რი აღქ­მა, ზოგ­ჯერ უფ­რო სა­ჭი­როა და უფ­რო მარ­თა­ლი, ვიდ­რე ცხოვ­რე­ბის უს­არ­გებ­ლო ქე­ბა-დი­დე­ბა. რო­ცა ად­­მი­­ნი რო­მე­ლი­მე პრობ­ლე­მას ყო­ველ­­­რივ გა­ნი­ხი­ლავს და სა­ბო­ლო­ოდ სა­ქე­ბარ დას­­­ნა­საც გა­მო­­ტანს, მა­შინ სხვა საქ­მეა. მაგ­რამ მე ხომ ფი­ლო­სო­ფო­სი არ გახ­ლა­ვართ?! მე ად­­მი­­ნი ვარ, სუს­ტი ვარ და ზოგ­ჯერ ჩემს სი­სუს­ტე­ებ­საც ვე­მო­ნე­ბი. რომ არ და­ვე­მო­ნო, ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის აუც­­ლე­ბელ ძა­ლა­საც ვერ მოვ­ძებ­ნი.

ერთხელ უკ­ვე გან­­მარ­ტე ის ფრაგ­მენ­ტი, თქვენ რომ “მიხ­ვედ­რი­დან” გა­მო­­ცალ­კე­ვეთ. ამ ლექ­სის სა­თა­­რიც კი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მი­­თი­თებს მის ში­ნა­არ­­ზე. თვი­თონ ლექ­­ში ხომ ნა­თუ­რის ჩაქ­რო­ბა­სა და ან­თე­ბა­ზე არ­ის სა­­ბა­რი. ცხოვ­რე­ბის ერ­თი წა­მი ბნელ­შია. სიბ­ნე­ლეს­თან შე­ჩე­რე­ბა კი ზრდას­რუ­ლო­ბის სა­­დუმ­ლოს­თან შე­ჩე­რე­ბას წა­­გავს. ეს არ­­თუ სა­ზიზ­ღა­რი, სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი ხედ­ვაა. ყვე­ლა ად­­მი­­ნი, რო­ცა არ­სე­ბო­ბას ერ­თი ყა­ლი­ბი­დან ანუ სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან უყ­­რებს, ას­­თი მტან­­ვე­ლი პე­სი­მიზ­მი და სა­სო­წარ­­ვე­თი­ლე­ბა ეუფ­ლე­ბა. მე რომ ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი არ ვი­ყო, მარ­­ლაც, რა­ღაც გა­­გებ­რო­ბა ვიქ­ნე­ბო­დი – უბ­­დუ­რი და ის­­თი უმ­აქ­ნი­სი, რო­გო­რიც “მიხ­ვედ­რა­ში” ვჩან­ვარ.

მე­­რე ფრაგ­მენ­­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მინ­და გითხ­რათ, რომ თქვე­ნი უმ­თავ­რე­სი ნაკ­ლი ის გახ­ლავთ, რომ ჩემს ლექ­სებ­ში აზ­როვ­ნე­ბის მა­გის­­რა­ლუ­რი და მკა­ფიო ხა­ზის ძებ­ნას შეს­­გო­მი­ხართ. მე ხომ ფი­ლო­სო­ფო­სი არა ვარ, არც რა­ღაც ფი­ლო­სო­ფი­ურ დოქ­­რი­ნას ვა­ყა­ლი­ბებ ჩემს ლექ­სებ­ში. მე მხო­ლოდ საგ­ნებ­სა და მოვ­ლე­ნებს გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი, ჩე­მე­­ლი კუთხი­დან ვუ­ყუ­რებ. ამ ხედ­ვის ლო­გი­კაც გრძნო­ბი­თი ლო­გი­კაა.

თუმ­ცა, თქვენ მი­ერ მოხ­მო­ბი­ლი იმ სა­მი სტრი­ქო­ნის ან­­ლი­ზი მშრა­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ლო­გი­კი­თაც რომ მო­ვინ­დო­მოთ, ერთ კონ­­რე­ტულ პრინ­ციპს აუც­­ლებ­ლად მო­ვი­ხელ­თებთ: ხრწნა და გა­უცხო­­ბა ჩემ­­ვის სიკ­­დი­ლი, კვდო­მა არ არ­ის, რა­ღა­ცა ეტ­­პია, სა­­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა ახ­­ლი თვალ­თა­ხედ­ვი­თა და შეგ­ნე­ბით და­იწყო. სიყ­ვა­რუ­ლიც მთე­ლი მი­ნა­რე­ვე­ბი­სა და გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მოკ­ლე­ბით – მი­სალ­მე­ბაა, უან­გა­რო, პა­სუ­ხის არ­მომ­ლო­დი­ნე მი­სალ­მე­ბა – ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რი­სად­მი. ხე­ლე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლია იყვ­ნენ ხი­დი – სურ­ნე­ლის, სი­ნათ­ლი­სა და ნი­­ვის და­ნა­ბა­რე­ბი­სა­გან აგ­­ბუ­ლი – სწო­რედ ამ უც­ხო­­ბა­ში მწვა­ნედ იფ­ოთ­ლე­ბი­ან. თუ­კი ჩვენ გა­აზ­რე­ბუ­ლი იმ­­დე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ გვაქვს სიყ­ვა­რულ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე, მა­შინ ამ რა­ღა­ცე­ებს შო­რის გან­­­ვა­ვე­ბას ვე­რას­­როს და­ვი­ნა­ხავთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იყო ერ­თი შეგ­­­ნე­ბის, ფიქ­რი­სა და ხედ­ვის სხვა­დას­­ვაგ­ვა­რი ან­­რეკ­ლი იმ სა­კითხის მი­მართ, რო­მე­ლიც და­ის­ვა.

ნუ მომ­თხოვთ ჩე­მი ლექ­სე­ბის გან­მარ­ტე­ბას. არ­­სა­სი­­მოვ­ნო და სა­ერ­თო­დაც სა­სა­ცი­ლო საქ­მი­­ნო­ბაა. ამ­ას­თან, ჩე­მი აზ­რით, რამ­დე­ნი­მე სტრი­ქონს არ­­სო­დეს არ უნ­და და­ეყ­­­ნო და ლექ­სი მთლი­­ნად, მთლი­­ნო­ბა­ში უნ­და გა­ნი­ხი­ლო. რო­დე­საც ამ ნაწყ­ვე­ტებ­ზე ფრაგ­მენ­ტუ­ლად, შეზ­ღუ­დუ­ლად ვიმ­­ჯე­ლებთ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გულს რა­ღაც დაგ­ვაკ­­დე­ბა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, ის­­ნი მთლი­­ნი ლექ­სის კონ­ტექ­­­ში შე­ფას­დეს და ყვე­ლა პრობ­ლე­მა უც­ებ მოგ­ვარ­დე­ბა. თუნ­დაც იმ­­ვე “ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბის” რამ­დე­ნი­მე სტრი­ქონ­ზე, რო­დე­საც მთე­ლი ლექ­სის კონ­ტექ­­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიმ­­ჯე­ლებთ, ის­­ნი გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი, ახ­­ლი ში­ნა­არ­სით და­იტ­ვირ­თე­ბი­ან. ჩვე­ნი ეპ­­ქის პო­­ზი­ის ერთ-ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ხომ ეს­ეც გახ­ლავთ: დღეს უკ­ვე სტრო­ფი სტრო­ფი აღ­­რაა… “მი­წი­­რი სას­წა­­ლე­ბის” თა­­ბა­ზე ნათ­­ვამ თქვენს სიტყ­ვებს, მა­პა­ტი­ეთ და ვერ და­ვე­თან­­მე­ბი. ამ ლექ­­ში არ არ­ის არ­აფ­რის და მით უმ­­ტეს, ად­­მი­­ნის – სა­ზიზ­ღა­რი აღქ­მა. პი­რი­ქით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აქ თა­ნაგ­­­ნო­ბაა. მთლი­­ნო­ბა­ში კი ეს ლექ­სი გახ­ლავთ ად­­მი­­ნე­ბის კი არა, იმ გა­რე­მოს აღ­წე­რა, რო­მელ­ში­აც ად­­მი­­ნებს ცხოვ­რე­ბა უხ­დე­ბათ და რო­მე­ლიც მათ სი­სა­ძაგ­ლის, ამ­­­­ბი­სა და და­ნა­შა­­ლი­სა­კენ უბ­იძ­გებს. მე სწო­რედ ეს ცოდ­ვის მა­სულ­­­მუ­ლე­ბე­ლი ბუ­დე მქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში, თო­რემ თვი­თონ ად­­მი­­ნე­ბი უც­ოდ­ველ­ნი არ­­ან, რად­გან ის­­ნი ხან­და­ხან დგა­ნან და შად­რევ­ნე­ბის მუ­სი­კას უს­მე­ნენ. მათ­ში ჯე­რაც არ ჩამ­­­და­რა მშვე­ნი­­რე­ბის შეგ­­­ნე­ბა. ოღ­ონდ ეგ არ­ის, ამ­­სა უკ­ვე თვი­თონ­ვე აღ­არ სჯე­რათ. თუნ­დაც ეს ფრა­ზა “პა­ტა­რა სუ­ლი­­რე­ბი” რომ ავ­­ღოთ: უნ­­ბის­ყო­ფო სუ­ლი­­რე­ბი, უც­ოდ­ვე­ლი სუ­ლი­­რე­ბი, უბ­­დუ­რი სუ­ლი­­რე­ბი… ამ ფრა­ზა­ში მცი­რე­დი სიბ­რა­ლუ­ლი და სი­ნა­ნუ­ლიც კი იგრ­­ნო­ბა. მე მინ­დო­და სწო­რედ ეს გად­მო­მე­ცა, რომ მე­რე და­მე­ნა­ხა, რო­გორ გა­­აზ­რებ­­ნენ სხვე­ბი.

– ქალ­ბა­ტო­ნო ფა­როხ­ზად, ჩვენ მად­ლო­ბელ­ნი ვართ თქვე­ნი; გვიყ­ვარ­ხართ და გა­ფა­სებთ იმ სა­ინ­ტე­რე­სო სიტყ­ვე­ბის­თ­ვის, რაც ბრძა­ნეთ; კარ­გი ლექ­სე­ბის­თ­ვის, რაც და­წე­რეთ და უკ­ე­თეს ლექ­ს­თათ­ვის, რომ­ლებ­საც და­წერთ. მე პო­ე­ტი არა ვარ და ამ­ი­ტო­მაც ის, რა­ზე­დაც გე­სა­უბ­რეთ, ლექ­სის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მკითხ­ვე­ლი­სა და დამ­ფა­სე­ბე­ლი კა­ცის მო­ლო­დი­ნი­დან იღ­ებ­და სა­თა­ვეს, მო­ლო­დი­ნი­დან, რო­მე­ლიც მას შე­იძ­ლე­ბა თქვენ­გან და სხვა კარ­გი და გულ­წ­რ­ფე­ლი პო­ე­ტი­სა­გან ჰქონ­დეს.

– იყო დრო, რო­ცა პო­­ზი­ას გარ­თო­ბი­სა და თა­ვის­შექ­ცე­ვის სა­შუ­­ლე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი. მწვა­ნი­ლის რჩე­ვას რომ მო­ვი­თა­ვებ­დი ხოლ­მე, ყურს მო­ვიფხან­დი და ვიტყო­დი: ახ­ლა წა­ვალ და ბა­რემ ერთ ლექ­­საც ჩა­მო­ვა­რაკ­რა­კებ-მეთ­ქი. მე­რე იყო სხვა დროც, რო­დე­საც ვფიქ­რობ­დი, რომ თუ­კი ლექსს დავ­წერ­დი, რა­ღა­ცა უეჭ­ვე­ლად შე­მე­მა­ტე­ბო­და. ახ­ლა კი, რო­ცა ლექსს ვწერ, ასე მგო­ნია, რა­ღა­ცა მაკ­­დე­ბა. რა­ღა­ცას ვა­ქან­და­კებ და სხვებს გა­და­ვუ­ლო­ცავ ხოლ­მე. ამ­­ტო­მაც, პო­­ზი­ას უკ­ვე სე­რი­­ზულ საქ­მი­­ნო­ბად აღ­ვიქ­ვამ და მის მი­მართ ერთ­­ვა­რი ფა­ნა­ტიზ­მი­თაც კი გახ­ლა­ვართ გან­­­­ვა­ლუ­ლი. ერთ დროს, სა­კუ­თარ ლექ­სებს თვი­თონ­ვე დავ­ცი­ნო­დი, მაგ­რამ ახ­ლა ვინ­მემ რომ გა­ბე­დოს და მას­­რად აიგ­დოს ჩე­მი ნა­წე­რე­ბი, ძა­ლი­ან გავ­­რაზ­დე­ბი. იმ­­ტომ, რომ მე ის­­ნი უკ­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. დიდ­ხანს ვიწ­ვა­ლე, სა­ნამ პო­­ზი­ის – ამ უც­ხო და უც­ნა­­რი ვე­ლუ­რის – მოთ­ვი­ნი­­რე­ბას შე­ვიძ­ლებ­დი. მე­რე კი ას­­ვე დიდ­ხანს ვიწ­ვა­ლე, რომ იგი ჩემს შიგ­ნით გა­მე­ლა­ღე­ბი­ნა, შევ­­წყ­მო­დი მას და ჩემს “ერთ სულ და ერთ ხორ­ცად” მექ­ცია, ისე რომ, ჩვე­ნი გან­ცალ­კე­ვე­ბა იოლი საქ­მე აღ­არ ყო­ფი­ლი­ყო. კრე­ბუ­ლებ­ში “ტყვე”, “კე­დე­ლი” და “ამ­ბო­ხი” მე მხო­ლოდ ერ­თი უბ­რა­ლო გამ­­მო­ვა­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი გა­რე სამ­ყა­რო­სი. იმ დრო­­სათ­ვის პო­­ზია ჩემ­ში კი არ იყო და­ვა­ნე­ბუ­ლი, ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, რო­გორც ქმა­რი, მე­გო­ბა­რი, ყვე­ლა ის ად­­მი­­ნი, რომ­ლებ­თა­ნაც რა­ღა­ცა პე­რი­­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა გვი­წევს ხოლ­მე. მე­რე კი პო­­ზი­ამ თვი­თონ ჩემს შიგ­ნით გა­იდ­გა ფეს­ვი და ამ­­ტო­მაც შე­იც­ვა­ლა ჩე­მი ლექ­სე­ბის ში­ნა­არ­სი. ახ­ლა უკ­ვე ლექსს მხო­ლოდ ჩემს თავ­ზე და­წე­რილ, პი­რა­დი გრძნო­ბე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლად და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად არ აღ­ვიქ­ვამ – პი­რი­ქით, რაც უფ­რო მყარ­დე­ბა ჩემ­ში პო­­ზია, მე უფ­რო ვიშ­ლე­ბი, ვი­ტო­ტე­ბი და ახ­ალ-ახ­­ლი სამ­ყა­რო­­ბი­სა­კენ მი­ვი­წევ…

– დი­ახ, ვხე­დავთ, რომ “ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბის” მე­რე და­წე­რილ ლექ­სებ­ში თქვენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და­იწყეთ და თქვენს პო­ე­ზი­ა­ში ფიქ­რი, ინ­ტე­ლექ­ტი გახ­და პირ­ვე­ლა­დი…

– ასეა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ბა­დე­ბის მე­რე უნ­და გა­­ზარ­დო, ტა­ნი აიყ­­რო… მე ამ და­ბა­დე­ბამ ოც­და­­თი წლის ზღურ­­­თან მო­მი­წია. ახ­ლა კი უკ­ვე ვე­ღარ ვე­გუ­­ბი ცა­რი­ელ, ფიქ­რი­სა და აზ­რი­სა­გან დაც­ლილ პო­­ზი­ას.

– რო­გორ გგო­ნი­ათ, თქვე­ნი ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა იმ ად­ა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გი ხომ არაა, რომ­ლე­ბიც პო­ე­ტუ­რე­ბი არ არ­ი­ან, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლო­ბის პრე­ტენ­ზია აქვთ და თქვენც, სა­ბო­ლო­ოდ ას­ეთ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­გიყ­ვა­ნეს?

– არა, მე ჩე­მი სა­ფიქ­რა­ლი, საზ­რუ­ნა­ვი მაქვს და სხვე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ ნაკ­ლე­ბად ვექ­ცე­ვი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვცდი­ლობ სა­კუ­თა­რი, და­მო­­კი­დე­ბე­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა მქონ­დეს ყვე­ლა­ფერ­ზე. ევ­რო­პელ­მა პო­­ტებ­მაც ჩემ­ზე დი­დი გავ­ლე­ნა ვერ იქ­­ნი­ეს…

– რო­მელ პო­ე­ტებს გუ­ლის­ხ­მობთ?

– ე.წ. “ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლურ პო­­ტებს” – ელ­­ოტს, სენ ჟონ პერსს, ნი­მას… მე მა­თი ლექ­სე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ არ­სე­ბობს ცნე­ბა “ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი პო­­ზია” და შე­ვე­ცა­დე, მა­თი გავ­ლე­ნის ქვეშ არ მოვ­­ცე­­ლი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პელ პო­ეტ­თა შემ­თხ­ვე­ვა­ში. ნი­მას გავ­ლე­ნას ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ მე­რე თა­ვი და­ვიხ­სე­ნი და ნი­მას მხო­ლოდ ახ­­ლი სა­ზო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში თუ ვბა­ძავ­დი. იყო დრო, ნი­მამ ლა­მის გამ­­რი­სა. ახ­ლა მგო­ნია, გას­რე­სას გა­და­ვურ­ჩი. უბ­რა­ლოდ, ნი­მამ რა­ღაც გზა ჩემ­ზე უწ­ინ გა­­­რა. მე კი ვცდი­ლობ, ის გზა, რომ­ლის შუ­­შიც გა­ჩერ­და და ვე­ღარ შეძ­ლო თუ ვე­ღარ მო­­ხერ­ხა, მი­სი ოღ­რო-ჩოღ­რო­­ბი მო­ეს­წო­რე­ბი­ნა, გან­ვაგ­­ძო და ამ გზის მო­პირ­კე­თე­ბა­ზეც ვიზ­რუ­ნო. ამ­ას მთე­ლი გულ­­­ფე­ლო­ბით შე­ვეც­დე­ბი…

·ფრაგ­მენტე­ბი დი­დი სპარ­სე­ლი პო­ე­ტის ნი­მა იუშ­ი­ჯის ლექ­სე­ბი­დან (მთარგმ).

© ”არილი”

Facebook Comments Box