ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ქართველი მწერლების წიგნების ახალი თარგმანები გამოიცა

წაიკითხეთ ქართველი ავტორების წიგნების ახალი თარგმანების შესახებ:

მწერალთა სახლის ხელშეწყობით თურქულად ითარგმნა და გამომცემლობის – Kenan Yücel -VE Publishing House-ის მიერ გამოიცა „პოეზიის ანთოლოგია – ილია ჭავჭავაძე, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ აბაშიძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, არჩილ სულაკაური, ტარიელ ჭანტურია, მარი აბრამიშვილი, ნაზი კილასონია, ლადო ასათიანი, მიხეილ ქვლივიძე, ჯანო ჯანელიძე, შოთა ნიშნიანიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი“. მთარგმნელი ჰასან ჩელიქია.

მწერალთა სახლის ხელშეწყობით გერმანულად ითარგმნა და გამომცემლობის Pop Verlag Ludwigsburg-ს მიერ გამოიცა ვასო გულეურის „შარლოტა და მისი მეგობრები“. მთარგმნელი: ირმა შიოლაშვილი. აღსანიშნავია, რომ იმავე გამომცემლობამ უკვე გამოსცა ნიკო ლორთქიფანიძის, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების კრებული. ასევე ქართველი ქალი მწერლების „საზღვრების გარეშე“ და მარიამ წიკლაურის „უჩვეულო კვირადღე“.

მიხეილ ჯავახიშვილმა თავის მოთხრობებსა თუ რომანებში, ესეისტიკასა და ლიტერატურულ წერილებში შიშისა და შენიღბვის გარეშე ასახა ტოტალიტარული საბჭოეთი, საკუთარი ისტორიის ფურცლებზე ჩაკარგული საქართველო, მისი გარე თუ შინაური მტრები, დასვა უმწვავესი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები, ამის და არამხოლოდ ამის გამო, მწერალი საბჭოთა სისტემამ საშიშად მიიჩნია და დახვრეტა მიუსაჯა.

მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულად ითარგმნა და გამომცემლობის Éditions Caractères -ს მიერ გამოიცა მისი „ლამბალო და ყაშა“. მთარგმნელი დალი იაშვილია.

მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა „Caractères“ მიერ გამოიცა ქართული პოეზიის ახალი ანთოლოგია : “ქუთაისის მატარებელი: ოცი ქართველი პოეტი”.

მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე

წიგნში შესულია შემდეგ ავტორთა ასზე მეტი ლექსი და ბიობიბლიოგრაფია: ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია, ბესიკ ხარანაული, ბათუ დანელია, თემურ ჩხეტიანი, ნუგზარ ზაზანაშვილი, შოთა იათაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, მანონ ბულისკერია, ირმა ბერიძე, ნანა ქელეხიძე, გიორგი ლობჟანიძე, სოსო მეშველიანი, ნანა აკობიძე, ქეთი გზირიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, თათია მთვარელიძე, სალომე ბენიძე, გიორგი არაბული.

© არილი

Facebook Comments Box