ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

ჩარლზ სიმიკი – “ღამის მატარებელ­ში”, მარკ სტრენდის პოეზიის შესახებ

OLYMPUS DIGITAL CAMERA

უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის არ­ა­ერ­თხელ მი­ა­კუთ­ვ­ნეს ხან სი­ურ­რე­ა­ლის­ტებს, ხან კი – მო­დერ­ნიზ­მის ნა­ცად კა­ლა­პოტ­ში მო­მუ­შა­ვე პო­ე­ტებს. სტრენ­დი “არ­ა­თა­ნა­მედ­რო­ვეა”, რად­გან იგი ღრმა­დაა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მთე­ლი პო­ე­ზია (ბერ­ძ­ნე­ბი­დან და რო­მა­ე­ლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი), ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ბრუკ­ლი­ნე­ლი ან კან­ზა­სე­ლი შე­მოქ­მე­დის­თ­ვი­საა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ეს­ე­ე­ბის ახ­ალ წიგ­ნ­ში იგი გან­მარ­ტავს: “ჩე­მი აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ე­ზია ფორ­მა­ლუ­რია იმ გა­გე­ბით, რომ ის გარ­კ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში არ­სე­ბობს, იქ­ნე­ბა ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი ერთ­გუ­ლე­ბა თუ ენ­ის კა­ნო­ნე­ბი. თა­ვის მხრივ, ეს ჩარ­ჩო­ე­ბი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ იმ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პო­ე­ტუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის საზ­ღ­ვ­რებ­ში, რო­მე­ლიც ააშ­კა­რა­ვებს, რა არ­ის, და რა არ არ­ის ლექ­სე­ბი”. პო­ე­ზი­ის თვით­რეფ­ლექ­სი­რე­ბა­დი ბუ­ნე­ბა – სტრენ­დის მთა­ვა­რი თე­მაა. მო­მა­ვა­ლი მკითხ­ვე­ლი პო­ე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში თით­ქ­მის ვერ იპ­ო­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ამ­ე­რი­კას. მი­სი ლექ­სე­ბი ჩა­კე­ტი­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩა­კე­ტი­ლი.

უიტ­მე­ნით დაწყე­ბუ­ლი, ამ­­რი­კე­ლი პო­­ტე­ბი ყო­ველ­ნა­­რად ცდი­ლობ­­ნენ, თა­ვი­დან აეც­­ლე­ბი­ნათ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლო­ბა. მკითხ­ვე­ლის წი­ნა­შე პირ­მოთ­ნე­­ბა აიძ­­ლებ­და მათ, ეხ­ელ­­ძღ­ვა­ნე­ლათ ემ­ერ­სო­ნის იდ­­ით იმ­ის შე­სა­ხებ, რომ პო­­ტი ჩვე­­ლებ­რი­ვი ად­­მი­­ნია. “ჩვენც თქვენ­ნა­­რე­ბი ვართ” – წერ­და უიტ­მე­ნი 1855 წელს “ბა­ლა­ხის ფოთ­ლე­ბი­სად­მი” წამ­ძღ­ვა­რე­ბულ წი­ნა­სიტყ­ვა­­ბა­ში. სტრენ­დი მას არ და­­თან­­მე­ბო­და.

ის უაღ­რე­სად ელ­­ტა­რუ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლია. მი­სი მკითხ­ვე­ლი – ესაა მა­ვა­ნი იდ­­­ლუ­რი და სრუ­ლი­ად იდ­­მა­ლი მკითხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ჯერ არც და­ბა­დე­ბუ­ლა. სტრენ­დის ნე­ბის­მი­­რი წიგ­ნი წა­­გავს ღა­მის მა­ტა­რე­ბელს, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მგზავ­რი პა­ტა­რა ფარ­ნის შუქ­ზე კითხუ­ლობს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წიგნს. ის რა­ღა­ცას ლუღ­ლუ­ღებს და, ამ­ას­თან, იმ­­დოვ­ნებს, რომ ვინ­მე ფა­რუ­ლად მი­­ყუ­რა­დებს მის სიტყ­ვებს:

ვე­ლად

ვე­ლის არ­არ­სე­ბო­ბა ვარ

და ყო­ველ­­ვის

სა­დაც არ უნ­და ვი­ყო

ის ვარ, რაც არ არ­სე­ბობს

ვკვეთ სივ­­ცეს

რო­მელ­შიც მივ­დი­ვარ

და ის ყო­ველ­­ვის

იკვ­რე­ბა

ზურგს უკ­ან

მოძ­რა­­ბის მი­ზა­ნია

მიზ­ნობ­რი­­ბა

მარკ სტრენ­დი და­­ბა­და 1934 წელს კა­ნა­და­ში, პრინც ედ­ვარ­დის კუნ­ძულ­ზე, სა­მარ­სა­იდ­ში, ამ­­რი­კელ­თა ოჯ­ახ­ში. მა­მა­მი­სი “პეპ­სი-კო­ლას” კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­­რო­მე­ლი გახ­­დათ და ოჯ­ახ­თან ერ­თად ბევრს მოგ­ზა­­რობ­და. ის­­ნი ცხოვ­რობ­­ნენ ჰა­ლი­ფაქ­­ში, მონ­რე­ალ­ში, ნიუ-იორკ­ში, ფი­ლა­დელ­ფი­­ში, პე­რუ­ში, კო­ლუმ­ბი­­სა და მექ­სი­კა­ში. 1960-61 წლე­ბი მან (ფულ­­რა­­თის სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ) იტ­­ლი­­ში გა­­ტა­რა და, ამ­ას­თან, მო­ნა­წი­ლე­­ბა მი­­ღო აიოვ­­ში გა­მარ­თულ მწე­რალ­თა სე­მი­ნარ­ში, შემ­დეგ კი იქ­ვე პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­­ბას ეწ­­­და (1965 წლამ­დე). მომ­დევ­ნო წლებ­ში სტრენ­დი ცხოვ­რობ­და ბრა­ზი­ლი­­ში, ირ­ლან­დი­­ში, იტ­­ლი­­ში, ნიუ-იორკ­ში, ნიუ-ჰე­ვენ­ში, შარ­ლოტ­­ვილ­ში, კემ­­რიჯ­ში, ბალ­ტი­მორ­სა და ჩი­კა­გო­ში, სა­დაც ას­წავ­ლი­და ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და სამ­წერ­ლო ოს­ტა­ტო­ბას. ამ­­რი­კელ პო­ეტ­თა­გან ალ­ბათ მხო­ლოდ ელ­­ზა­ბეტ ბი­შოპ­მა მო­­­რა უფ­რო მე­ტი ქვე­ყა­ნა და ქა­ლა­ქი, ვიდ­რე სტრენ­­მა და ამ­­ტომ ის მო­ხე­ტი­­ლე პო­­ტის იშ­ვი­ათ მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს. იტ­­ლო კალ­ვი­ნოს “უჩ­­ნა­რი ქა­ლა­ქე­ბის” გმი­რის, მარ­კო პო­ლოს მსგავ­სად (რო­მე­ლიც აზ­­ის ყო­ველ საზ­ღაპ­რო ქა­ლაქ­ში მშობ­ლი­ურ ვე­ნე­ცი­ას ეძ­ებ­და), სტრენ­დი ყველ­გან სა­კუ­თარ თავს აწყ­დე­ბა. ესაა პო­­ტი, რო­მე­ლიც შინ, ხა­ლათ­სა და ფლოს­ტებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, მა­ინც ტრან­ზი­ტულ მგზავ­რად რჩე­ბა.

სტრენდს პირ­ვე­ლად 1967 წელს შევ­­­დი, ნიუ-იორკ­ში, პო­­ტურ სე­მი­ნარ­ზე, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, პოლ ქე­როლ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ან­თო­ლო­გია “ახ­ალ­გაზ­­და ამ­­რი­კე­ლი პო­­ტე­ბი”. მა­ღა­ლი, ლა­მა­ზი, ძალ­ზე ელ­­გან­ტუ­რი სტრენ­დი სუ­ლაც არ ჰგავ­და პო­ეტს. მე­­რე მხრივ, პო­­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ას­­თია. უფ­რო სა­ვა­რა­­დოა, რომ ამგ­ვარ ტიპს აღ­მო­­ჩენთ დამ­­­ძა­ლა­ვი ბი­­რო­­ბის მფლო­ბელ­თა ან ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­­რო­მელ­თა შო­რის.

სტრენ­დი და მე მი­ვე­კუთ­­ნე­ბით იმ ამ­­რი­კელ პო­ეტ­თა თა­­ბას, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვის­­ვის აღ­მო­­ჩი­ნეს რო­გორც ევ­რო­პუ­ლი, ას­­ვე სამ­­რე­თა­მე­რი­კუ­ლი პო­­ზია. 60-იანი წლე­ბი მთარ­­­ნე­ლო­ბი­თი მუ­შა­­ბის გა­ფურ­­­­ნის პე­რი­ოდს წარ­მო­ად­გენ­და. თვით სტრენ­დი თარ­­­ნი­და ეს­პა­ნუ­რი და პორ­ტუ­გა­ლი­­რი ენ­­ბი­დან. გა­თა­ვი­სე­ბულ იქ­ნა პაბ­ლო ნე­რუ­დას, სე­ზარ ვა­ლი­­ჰოს, ვას­კო პო­პას, პა­ულ ცე­ლა­ნის, რა­ფა­ელ ალ­ბერ­ტის, რა­­ნერ მა­რია რილ­კეს, ფერ­ნან­დო პე­სო­ას, ზბიგ­ნევ ჰერ­ბერ­ტის და სხვა­თა შე­მოქ­მე­დე­ბა. ამ­­რი­კე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­­ცოდ­ნე­­ბი (რო­მელ­თაც, უკ­­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზე­და­პი­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ საზ­­ვარ­გა­რე­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ) ჩვე­­ლე­ბი­სა­მებრ, არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მათ მნიშ­­ნე­ლო­ვან ზე­მოქ­მე­დე­ბას ჩვენ­ზე. ნე­ბის­მი­­რი ას­­კის პო­­ტის­­ვის აქ­ტუ­­ლუ­რი მა­რა­დი­­ლი პრობ­ლე­მა – რო­გორ უნ­და მი­ვა­ნი­ჭოთ ცხო­ველ­­ყო­ფე­ლო­ბა ლექსს – იძ­ლე­­და ურ­თი­ერ­­გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი, იმდ­რო­ინ­დე­ლი ამ­­რი­კუ­ლი პო­­ზი­ის­­ვის უც­ნო­ბი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აღგ­ვაფ­­თო­ვა­ნებ­და ზე­მო­ჩა­მოთ­­ლი­ლი პო­­ტე­ბის ექს­­რა­ვა­გან­ტუ­რი შე­და­რე­ბე­ბი და მე­ტა­ფო­რე­ბი, მა­თი “ვე­ლუ­რი” წარ­მო­სახ­ვა. “ის ყო­ფი­თო­ბის კოს­მე­ტო­ლო­გიაო”, ამ­ბობს ნე­რუ­დას შე­სა­ხებ სტრენ­დი ეს­­­ბის ახ­ალ წიგ­­ში.

ამ­ას­თან, თუ ამ­­რი­კე­ლი პო­­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ნე­რუ­დას კვა­ლო­ბა­ზე, კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და მე­ტა­ფო­რე­ბის დახ­ვა­ვე­ბით, სტრენ­­მა თა­ვის პირ­ველ წიგ­­ში “მი­ზე­ზე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის­­ვის” (1968) სხვა გზა აირ­ჩია. ის იღ­ებ­და ერ­თა­დერთ ხატს და თხრო­ბას მის სა­ფუძ­ველ­ზე აგ­ებ­და, ისე, სიზ­­რად რომ ხდე­ბა ხოლ­მე. გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ერ­ხებს სიზ­მარ­ში ხა­ტის გა­მოჩხ­რე­კას, შემ­დეგ კი ეს ხა­ტი ჰყვე­ბა თა­ვის ამ­ბავს. სტრენ­დიც ას­­ვე იქ­ცე­­და.

ლექ­სე­ბის მომ­დევ­ნო კრე­ბულ­მა “უფ­რო ბუნ­დოვ­ნად” (1970) გა­მო­­აშ­კა­რა­ვა, რომ სტრენ­დი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ამ­­რი­კე­ლი პო­­ტე­ბით – უოლ­ეს სტი­ვენ­სი­თა და ელ­­ზა­ბეტ ბი­შო­პით. მას ხიბ­ლავ­და ამ შე­მოქ­მედ­თა სწრაფ­ვა სი­ურ­რე­­ლიზ­მი­სა და ბუნ­დო­ვა­ნე­ბი­სად­მი. სტრენ­დი წერს: “სტი­ვენ­­თან ლო­გი­კა წყვე­ტი­ლია, ფა­რუ­ლი, იდ­­მა­ლი, ან ის, უბ­რა­ლოდ, არ შე­იმ­­ნე­ვა. მთა­ვა­რი რამ, რაც სტი­ვენ­სის ქმნი­ლე­ბებს ახ­­სი­­თებს, ესაა სიტყ­ვის ან ფრა­ზის ჯა­დოს­ნუ­რი ძალ­მო­სი­ლე­ბა”. სტრენ­დიც ამ­ის­კენ მი­ის­­რა­ფის. ყო­ველ წიგ­­ში ის მიზ­ნად ის­­ხავს სრულ­ყო­ფი­ლი მოკ­ლე ლი­რი­კუ­ლი ლექ­სის შექ­­ნას.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობ “ლი­რი­კუ­ლი ლექ­სე­ბის” შე­სა­ხებ, ვგუ­ლის­­მობ ის­ეთ ქმნი­ლე­ბებს, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველს მუ­სი­კა წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ის­­ნი გან­კუთ­­ნი­ლია სა­კითხა­ვად ან სა­წე­რად და არა – სამ­ღერ­ლად. ჩვე­­ლებ­რივ, ესაა მოკ­ლე ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც იშ­ვი­­თად მო­­ცა­ვენ გვერდს ან ორ გვერდს და გამ­­­ვა­ლუ­ლი არ­­ან იმ ემ­­ცი­­რი გზნე­ბით, რო­მე­ლიც ამ ნა­წარ­მო­­ბე­ბის გარ­და­­ვა­ლი შექ­­ნის სა­ფუძ­ვე­ლია. მათ შო­რის სა­­კე­თე­სო­ნი ას­­ხა­ვენ აზ­რი­სა და გრძნო­ბის შე­უმ­­ნე­ველ, ხში­რად კი – ეფ­­მე­რულ ცვლი­ლე­ბებს, რო­მელ­თაც ენ­ობ­რივ სიცხა­დე­სა და გა­სა­გე­ბო­ბას ან­­ჭე­ბენ, ეს კი მო­უწ­­დო­მე­ლია ჩვე­ნი ყო­ველ­­ღი­­რი გა­მოც­დი­ლე­ბის­­ვის. ლექ­სე­ბი, ამგ­ვა­რად, გვარ­­მუ­ნე­ბენ მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და სი­მარ­­ლე­ში. ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟან­­თა შო­რის ლი­რი­კა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ცვლი­ლე­ბებს. მი­სი თე­მე­ბი ემ­ყა­რე­ბა ად­­მი­­ნის არ­სის მდგრა­დო­ბას და, ან­ტი­კუ­რი ეპ­­ქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ურ­თი­ერ­­თან აკ­ავ­ში­რებს სუ­ბი­ექ­ტურ-პი­რა­დულ­სა და უნ­­ვერ­სა­ლურ საწყი­სებს.

“უფ­რო ბუნ­დოვ­ნად” – წიგ­ნია ჭა­ბუ­კი­სა, რო­მე­ლიც სა­ოც­რად შეპყ­რო­ბი­ლია სიკ­­დილ­ზე ფიქ­რით. ავ­ტო­რი მარ­თე­ბუ­ლად შე­ნიშ­ნავს, რომ სიკ­­დი­ლი – ლი­რი­კუ­ლი პო­­ზი­ის მთა­ვა­რი თე­მაა. დედ-მა­მის ად­რე­­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ამ სა­მუ­და­მო და­ნა­კარ­გის გან­­და არ ას­ვე­ნებს პო­ეტს. სტრენ­დის აზ­რით, ლი­რი­კა – იმ მო­მავ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ელ­­გიაა, რო­მე­ლიც წარ­სულს დას­ტი­რის. “ლექ­სე­ბი ზე­­მო­ბენ მწუ­ხა­რე მო­მენტს, რო­დე­საც ჩვენ ის­ტო­რი­ად ვიქ­ცე­ვით” – ამ­ბობს სტრენ­დი ჩარლზ რა­­ტის ლექ­სი­სად­მი მიძღ­­ნილ ეს­­ში, მაგ­რამ ეს პა­თო­სი სა­მარ­­ლი­­ნია მის მი­მარ­თაც. სტრენ­დი – სა­კუ­თარ თავ­ში დევ­ნი­ლია. მი­სი ლექ­სე­ბი მა­გო­ნებს იმ­იგ­რან­ტის ძვე­ლი სა­­ჯა­ხო ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით გა­ტე­ნილ ჩე­მო­დანს, რო­მელ­საც დრო­დად­რო ათ­ვა­ლი­­რე­ბენ, სა­ნამ არ პო­­ლო­ბენ ახ­ალ, ად­რე შე­უმ­­ნე­ველ, გუ­ლის ამ­­ჩუ­ყე­ბელ დე­ტა­ლებს. უც­ნა­­რია, მაგ­რამ ალ­ბათ სწო­რედ ამ­­ში მდგო­მა­რე­ობს საქ­მის არ­სი: წარ­სუ­ლი­სად­მი ნოს­ტალ­გია ჭეშ­მა­რი­ტად ის იდ­­მა­ლი სა­შუ­­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მეტ შთამ­ბეჭ­და­­ბა­სა და რე­­ლო­ბას ან­­ჭებს აწმ­ყოს. ლექ­­ში “წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა” ვკითხუ­ლობთ:

ამ ღა­მით მთვა­რე მი­­ხე­ტე­ბო­და ტბო­რის თავ­ზე,

რძედ აქ­ცევ­და წყალს, ხო­ლო ტო­ტებ­­ვეშ

ხე­­ბი­სა, ცის­ფე­რი ხე­­ბი­სა,

სე­ირ­ნობ­და ქალ­წუ­ლი, და წა­მი­­რად

 

მან გან­­­რი­ტა თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი:

აწ­ვიმს ქმრის საფ­ლავს,

ბა­ლახ­ში მო­თა­მა­შე ბავ­­ვებს,

ქა­ლი კი ღრმად ის­უნ­­ქავს ცივ ჰა­ერს,

უც­ნო­ბი ად­­მი­­ნე­ბი მკვიდ­­დე­ბი­ან მათ სახ­­ში.

 

მის ოთ­ახ­ში ვი­ღაც წერს ლექ­სებს,

რომ­ლებ­შიც შე­მო­­ხე­ტე­ბა მთვა­რე,

ქა­ლი სე­ირ­ნობს ხე­ებ­­ვეშ,

და ფიქ­რობს სიკ­­დილ­ზე,

ფიქ­რობს იმ კაც­ზე, ვინც მას­ზე ფიქ­რობს,

და იწ­ყე­ბა ქა­რი, და მი­აქვს მთვა­რე,

ეს ფურ­ცე­ლი კი ბნელ­ში რჩე­ბა.

სტრენ­დის მე­­რე თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ისაა, რომ პო­­ტი ერთ­­ვა­რად ან­­ლებს დრო­ის დი­ნე­ბას. ეს-ესაა დაწყე­ბუ­ლი ლექ­სი უილ­­ჯოდ ყუჩ­დე­ბა ისე, თით­ქოს ან­ტო­ნი­­ნის რო­მე­ლი­მე ფილმს ვუ­ყუ­რებ­დეთ. სტრენ­დის მი­ხედ­ვით, უს­ას­რუ­ლო სამ­ყა­რო­ში და­საწყი­სი ის­­ვე აზრ­­მოკ­ლე­ბუ­ლია, რო­გორც – და­სას­რუ­ლი. ორ­­ვე მათ­გა­ნი ჩქმა­ლავს სა­გან­თა არ­სის ღრმა სი­ჩუ­მეს. გა­ხან­­­­ლი­ვე­ბუ­ლი, მოვ­ლე­ნე­ბი­სა­გან დაც­ლი­ლი აწმ­ყო, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი ნიშ­ნე­ბი­თა და ინ­ტუ­­ცი­­ბით – აი პო­­ტის წარ­მოდ­გე­ნა სა­მოთხის შე­სა­ხებ. მის­ტი­კო­სია თუ არა ის? დი­ახ, მაგ­რამ მე­ტად თა­ვი­სე­ბუ­რი. სტრენდს აინ­ტე­რე­სებს არა მო­მენ­ტის მე­ტა­ფი­ზი­კა, არ­­მედ – მი­სი ეს­თე­ტი­კა.

ის იმ­­დოვ­ნებს, რომ შეძ­ლებს ამ დი­დე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის თან­­­ლე­ბი მშვე­ნი­­რე­ბის ას­ახ­ვას.

სტრენ­დის მომ­დევ­ნო წიგ­ნი, “ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია” (1973) სრუ­ლი­ად გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­­თი­საა. აქ წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა ვორ­­­ვორ­თის “პრე­ლუ­დი­ით” გა­ტა­ცე­ბუ­ლი პო­­ტი, რომ­ლის ლექ­სე­ბის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლო­ბა კი­დევ უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნოდ ვლინ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია და თით­­მის ყვე­ლა ნა­წარ­მო­­ბი თხრო­ბი­თი ხა­სი­­თი­საა, მაგ­რამ ეს თხრო­ბა უჩ­ვე­­ლო, არ­­პირ­და­პი­რი ხერ­ხით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ლექ­სებ­ში კვლავ და კვლავ ცოცხ­­დე­ბა მო­გო­ნე­ბის ერ­თი და იგ­­ვე ფრაგ­მენ­ტი. სტრენ­დი წა­­გავს კრი­მი­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც ად­­დებს ფო­ტო­სუ­რათს ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ამ­­საც­ნო­ბად ან არ­სე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად. ნე­ტავ შე­მეძ­ლოს, თით­ქოს ფიქ­რობს ის, ხე­ლახ­ლა და­ვუბ­რუნ­დე იმ და­კარ­გულ წამს. მა­შინ თა­ვი­დან და­ვიწყებ­დი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ას, თით­ქოს ის ჯერ არ იყ­ოს და­წე­რი­ლი. “გა­ნუ­მარ­ტა­ვი”, “ელ­­გია მა­მას”, “ზე­­მი”, “ოთ­­ხი” და ლექ­სი, რომ­ლის სა­თა­­რი ემთხ­ვე­ვა წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბას, – სტრენ­დის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­დავ ქმნი­ლე­ბებს გა­ნე­კუთ­­ნე­ბა.

წიგ­­ში “გვი­­ნი სა­­თი” (1976) ის უბ­რუნ­დე­ბა უფ­რო მოკ­ლე, თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მის ნა­წარ­მო­­ბებს, მაგ­რამ მა­თი დი­­პა­ზო­ნი კვლავ შეზ­ღუ­დუ­ლია. “დე­და­ჩე­მი ზაფ­ზუ­ლის მი­წუ­რუ­ლის სა­ღა­მოს” ძალ­ზე ამ­­ღელ­ვე­ბე­ლი ქმნი­ლე­ბაა, ის­­ვე, რო­გორც ლექ­სი მე­თევ­ზე­­ბის მი­ერ მოკ­ლუ­ლი ვე­შა­პე­ბის შე­სა­ხებ. ამ­­ვე ნა­ყო­ფი­ერ წელს სტრენ­­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ორ­­გი­ნა­ლუ­რი წიგ­ნი – “ძეგ­ლი”; ის შედ­გე­ბა ფრაგ­მენ­ტე­ბის­გან, შე­ნიშ­­ნე­ბის­გან პო­­ზი­ის, მუ­ზე­ბის, რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე – ან­ეკ­დო­ტე­ბის­გან, რაც პრო­ზა­­ლი ფორ­მით გად­მო­ცე­მულ ლექ­სებს წა­­გავს.

“ად­­მი­­ნის სი­ცოცხ­ლის სა­­დუმ­ლო, – ამ­ბობს სტრენ­დი, – უნ­­ვერ­სა­ლუ­რი, ძი­რე­­ლი სა­­დუმ­ლო, ესაა სი­ცოცხ­ლის გა­ხან­­­­ლი­ვე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა”. პო­ეტ­მა იც­ის, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი რა­მაა. “საბ­რა­ლო ძეგ­ლო! სიზ­­რად აღ­მარ­თუ­ლო ვე­­ბა არ­­რა­­ბავ..” – წერს ის. “ო, ბედ­ნი­­რო ძეგ­ლო! ვე­­ბა არ­­რა გან­­რევს!”

წიგ­ნებ­ში “სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბა” (1990) და “ბნე­ლი ნავ­სა­ყუ­დე­ლი” (1993) სტრენ­დი ცდი­ლობს, გა­­ფარ­თო­ოს თა­ვი­სი რე­პერ­ტუ­­რი. კო­მი­კუ­რი ელ­­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გვხვდე­ბა “ძეგ­­ში” და კრე­ბულ­ში “მის­ტერ და მი­სის ბე­ბი და სხვა ის­ტო­რი­­ბი” (1985), ახ­ლა უკ­ვე ბევრ ლექ­­ში შე­იმ­­ნე­ვა. ერ­თი მხრივ, პო­­ტი კვლავ სრულ­ყოფს ფი­ლო­სო­ფი­ურ ლი­რი­კას, რომ­ლის კვლე­ვის საგ­ნებს დრო და მეხ­სი­­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, მე­­რე მხრივ კი – წერს იუმ­­რის­ტულ ლექ­სებს, ფარ­სულ ბა­ლა­დებ­სა და სა­ტი­რებს. უნ­და ვა­ღი­­რო, რომ უპ­­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ სტრენ­დის პირ­ქუშ ქმნი­ლე­ბებს, თუ მათ­ში პო­­ტი არ მი­მარ­თავს მას­­რულ ან თვით­გან­მა­ქი­ქე­ბელ კი­ლოს – დი­დი რა­­დე­ნო­ბით ეს ძნე­ლად ას­­ტა­ნია.

“რა­ტო­მაა, რომ გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობ სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას?” – კითხუ­ლობს სტრენ­დი. მარ­­ლაც, რა­ტომ? ვფიქ­რობ, ის მი­პა­სუ­ხებ­და, რომ სხვა არ­­ფე­რი დაგ­­­ჩე­ნია. ემ­­ლი დი­კინ­სონ­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­მო­იკ­­ლია თა­ვი­სი სუ­ლი­­რი ცხოვ­რე­ბა (რაც აის­­ხა მის მი­ერ და­წე­რი­ლი 1775 ლექ­სის უმ­­ტეს ნა­წილ­ში) და ამ­ის შემ­დეგ და­ტო­ვა სა­­ქაო. შენ თვი­თონ ხარ უზ­­ნა­­სი გა­მო­უთ­­მე­ლო­ბა ორ­­ვეს­­ვის.

სტრენ­დის უკ­­ნას­­ნე­ლი წიგ­ნი “ქა­თა­მი, ჩრდი­ლი, მთვა­რე და სხვა” ხან ერთ­ტა­­პი­­ნი ლექ­სე­ბის კრე­ბულს წა­­გავს, ხან კი – ეპ­იგ­რა­მა­თა კრე­ბულს. წიგ­ნის თი­თო­­­ლი კა­რი გა­ერ­თი­­ნე­ბუ­ლია რო­მე­ლი­მე გან­მე­­რე­ბა­დი მარ­ტი­ვი სიტყ­ვით. მა­გა­ლი­თად, “სა­მოთხი­სე­­ლი” გვერ­დი შე­­ცავს იმგ­ვარ გა­მო­ნათ­­ვა­მებს, რო­გო­რი­ცაა: “სა­მოთხე­ში სა­თა­მა­შო­­ბი თვი­თონ იქ­­ქე­ბი­ან” და “სა­მოთხე­ში უბ­­დუ­რე­ბა ფრთა­შეკ­ვე­ცი­ლია”, ხო­ლო “ხე­ლი­სად­მი” მიძღ­­ნილ გვერ­­ზე ვკითხუ­ლობთ: “თოვ­ლის ცი­ვი ხე­ლი ბორ­­ვის კალ­თა­ზე” და “ხე­ლი, რო­მე­ლიც აკ­­ვებს ბან­ქოს ქა­ღალ­დე­ბის­გან აგ­­ბულ სახ­ლაკს”. ბევ­რი გა­მო­ნათ­­ვა­მის არ­სის წვდო­მა ძნე­ლია, მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბი­სას ის­­ნი გვატ­­ბო­ბენ პო­­ტუ­რი ფან­ტა­ზი­­თა და მჭევ­­მეტყ­ვე­ლუ­რო­ბით. თა­ვის ლექ­სებ­ში სტრენ­დი მი­მარ­თავს არ­­რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბულ სა­სა­უბ­რო მეტყ­ვე­ლე­ბა­საც და დახ­ვე­წილ პო­­ტურ ფორ­მა­საც. ეს ორი ურ­თი­ერ­­სა­პი­რის­პი­რო სწრაფ­ვა (ერ­თი – წეს­რი­გის­კენ, მე­­რე – წარ­მო­სახ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ) გან­საზ­­­რავს მი­სი, რო­გორც პო­­ტის, იერ­სა­ხეს. “ქა­­სის ჩრდი­ლი – წეს­რი­გია”, – წერს სტრენ­დი, და გა­ნაგ­­ძობს: “დაბ­რუნ­დი, ჩრდი­ლო ჩე­მი სიყ­­მი­სა, შე­მი­ფა­რე და მითხარ, სად ვი­ყა­ვი”.

© ”არილი”

Facebook Comments Box