• AUDIO,  ინტერვიუ

    მაიკლ კანინგემი: ადამიანთა სულებს სქესი არა აქვთ

    სალომე ასათიანი

    გასულ კვირაში პრაღას – და რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას – ესტუმრა ამერიკელი მწერალი მაიკლ კანინგემი, რომელსაც მისი თაობის მწერლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევენ. საერთაშორისო აღიარება კანინგემმა ათიოდე წლის წინ მოიპოვა – 1999 წელს მისი რომანი, “საათები”, პულიცერის და სხვა პრემიებით დაჯილდოვდა; 2003 წელს კი ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს – რომელშიც სამი მთავარი პერსონაჟი ქალის როლებს ნიკოლ კიდმანი, მერილ სტრიპი და ჯულიან მური ასრულებენ – „ოსკარი“ და კინოკრიტიკოსთა აღიარება ერგო. კანინგემის ამ ემოციურად დამუხტულ და სტილისტურად გაბედულ რომანს უწყვეტ ხაზად გასდევს მეოცე საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის ბიოგრაფია და შემოქმედება. ინგლისელი მწერალი ქალი თავად არის “საათების” ერთ-ერთი გმირი; ამავე დროს, მისი ცხოვრება და მის მიერ შექმნილი პერსონაჟები უცნაურად ერწყმიან და ეხმიანებიან რომანის სხვა გმირების ბედს, გამოცდილებას თუ ემოციებს. “საათების” შემდეგ მაიკლ კანინგემმა კიდევ რამდენიმე საინტერესო და წარმატებული რომანი გამოსცა. ამერიკელ მწერალს მისი შემოქმედების შესახებ სალომე ასათიანი ესაუბრა.
    სალომე ასათიანი: თავდაპირველად, თქვენს ბოლო რომანზე მინდა გკითხოთ. მას “დაღამებისას” ჰქვია და კლასიკურ ფაბულაზეა აგებული – თხრობა იწყება ერთგვარი ჰარმონიით, ეკვილიბრიუმით, რომელსაც იდუმალი უცნობის მოულოდნელი გამოჩენა არღვევს. (რომანის პერსონაჟები, ცოლ-ქმარი რებეკა და პიტერი, ნიუ-იორკში ცხოვრობენ და კულტურის სფეროში მუშაობენ. მათ მშვიდ და თვითკმარ ყოფას რებეკას ახალგაზრდა ძმის მოულოდნელი სტუმრობა არღვევს).
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ასეა.
    სალომე ასათიანი: ამგვარ ფაბულაზე დაფუძნებული ბევრი ტექსტის გახსენება შეიძლება – თუნდაც შექსპირის, ან მარკ ტვენის ნაწარმოებების. პირადად მე თქვენი რომანის კითხვისას ხშირად მახსენდებოდა ჩემი საყვარელი ფილმი, პიერ-პაოლო პაზოლინის “თეორემა”.
    მაიკლ კანინგემი: ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია. დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ყოველთვის თავიდან ვნახულობ. ბოლოს მიღებს ხოლმე, ყოველ ჯერზე.
    სალომე ასათიანი: ძალიან მიხარია ამის მოსმენა – ესე იგი, ჩემი ასოციაცია სწორი იყო. და მაინც, რატომ გამოიყენეთ ეს ფაბულა?
    მაიკლ კანინგემი: ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურაში სულ ორი ფაბულა არსებობს – ვიღაც სამოგზაუროდ მიდის, ან სოფელში იდუმალი უცხო ჩამოდის. ყველა ამბავი, ყველა ნაწარმოები ამ ორიდან რომელიმე ფაბულას ეყრდნობა და მას განავრცობს. სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩემი წინა რომანები ძალიან გაბედული იყო – სხვადასხვა პერიოდს, ადგილს და პერსონაჟს მოიცავდა. ამჯერად კი მსურდა, გამომეცადა როგორ იწერება უფრო ტრადიციული რომანი. წინა რომანებს უფრო სიმფონიური გაქანების პრეტენზია ჰქონდათ – ეს კი, ვფიქრობ, უფრო სიმებიან კვარტეტს ჰგავს… და როგორც ადამიანს, რომელიც ბედნიერი იქნებოდა მუსიკის შექმნა რომ შეეძლოს, მინდა ლიტერატურაში მაინც ვწერო სიმფონიებიც და სიმებიანი კვარტეტის მუსიკაც.
    სალომე ასათიანი: რომანის მნიშვნელოვანი ინტერტექსტია თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში” – ამბავი ეროტიკულ ვნებაზე სილამაზის, ახალგაზრდობის, ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ეს იდუმალი უცხო წარმოადგენს – პირველ რიგში იმ ადამიანის თვალში, ვისაც ვნება უჩნდება. რატომ დაესესხეთ ამ ტექსტს? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაწერილი ამბავი კვლავაც შოკისმომგვრელი, აკრძალვების დამრღვევი, ერთგვარად ტრანსგრესულია?
    ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ოფიციალურად ის გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.

    მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით კვლავაც საკმაოდ შოკისმომგვრელი და ტრანსგრესულია ამბავი, რომელიც კაცის მხრიდან უფრო ახალგაზრდა კაცის ვნებით შეპყრობილობაზე გვიყვება. ეს ძალიან ძლიერი ნარატივია, რომელიც კვლავაც არასწორ, [აკრძალულ] ვნებად აღიქმება. ხოლო ასეთი “არასწორი” ამბები ჩვენთვის ერთდროულად შემაძრწუნებელიც არის და მიმზიდველიც. განსაკუთრებით მაინტერესებდა დამეწერა ჰეტეროსექსუალი კაცის გამოცდილებაზე – რომელსაც ვნება არა იმდენად ამ კონკრეტული ბიჭის მიმართ უჩნდება, არამედ იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ეს ბიჭი მის წარმოსახვაში წარმოადგენს.
    სალომე ასათიანი: როგორც [თომას მანის მოთხრობის გმირ] აშენბახს.
    მაიკლ კანინგემი: დიახ, როგორც აშენბახს. ჩემი რომანის ფინალს ახლა არ გავამხელ, თუმცა იმას გეტყვით, რომ ჩემს პერსონაჟს, პიტერს, აშენბახის მსგავსად პლიაჟის სკამზე არ ვკლავ. [თომას მანისგან] განსხვავებით, მე ჩემს გმირს ცოტა სხვა ბედი ვარგუნე.
    სალომე ასათიანი: სექსუალობის – თუ გენდერული, სქესობრივი როლების – კომპლექსურობის თემა თქვენს რომანებში ბევრგან იჩენს თავს. “საათებში” ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია. თავისთავად ის ფაქტი, რომ კაცმა მწერალმა სამ ურთულეს ქალ-პერსონაჟზე ასეთი სიღრმით დაწერა, უკვე ძალიან უჩვეულოა. ამასთან, პერსონაჟების ურთიერთობა – კლარისასი და რიჩარდის, მაგალითად – მართლაც ძალიან დიდი სიღრმით, კომპლექსური სექსუალობით და შერეული, არაერთგვაროვანი ემოციებით გამოირჩევა. როგორ ფიქრობთ, ადამიანური სურვილების, ვნებების, ემოციების, სექსუალობის მთელი სპექტრის სრულად წარმოჩინება შესაძლებელია, რეალურ ცხოვრებაში იქნება ეს თუ ლიტერატურაში?
    მაიკლ კანინგემი: ვფიქრობ, ამის მიღწევა ლიტერატურაში უფრო შეიძლება, ვიდრე ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ მწერლის ერთ-ერთი ამოცანაა სამყარო გაართულოს – ყოველთვის განაცხადოს, რომ მოვლენები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიახ, მე ძალიან მაინტერესებს სექსუალობის კომპლექსური და უკიდურესად ინდივიდუალური ხასიათი. ჩემი აზრით, ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ, მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ის ოფიციალურად გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.
    სალომე ასათიანი: ანუ თქვენ იზიარებთ ზოგიერთი თეორეტიკოსის მოსაზრებას – რომ იარლიყების მიკუთვნება, სურვილების დისკურსად გადაქცევა უწინარესად დახარისხების, კონტროლის დამყარების მეთოდია – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სექსუალობას ეხება?

    მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს არის დახარისხების, კონტროლის დამყარების, რეალობის არასწორი ასახვის და მისი გამარტივების მეთოდი. ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის უნდა ავჯანყდეთ, როცა კი ვინმე ცდილობს, რაღაც კატეგორიებში მოგვაქციოს, ან იარლიყები მოგვაკეროს. ჩემი აზრით, რომანების ერთ-ერთი ფუნქციაც სწორედ ეს არის – მათ უნდა შეგვახსენონ, რომ სინამდვილეში არც ერთი ჩვენგანი არც ერთ კატეგორიას არ ესადაგება. არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ მოგვაქციოს რაიმე ისეთ ჯგუფში, რომლის აღწერაც რამდენიმე სიტყვით იქნება შესაძლებელი.
    სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ ცდილობს საზოგადოება სექსუალობის გაკონტროლებას?
    მაიკლ კანინგემი: იცით, ამ შეკითხვას საკუთარ თავსაც ვუსვამ ხოლმე. როცა ამერიკაში მემარჯვენე ძალები ასეთი მგზნებარებით გამოდიან ხოლმე ჰომოსექსუალებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭების წინაააღმდეგ – მართლა არ მესმის, რა არის პრობლემა. ჩემთვის ეს ერთგვარ ამოუცნობ ამბად რჩება. ცხადია, მე მხოლოდ აშშ-ის ვითარებას ვიცნობ და ამაზე ვსაუბრობ – ვფიქრობ, იქ არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ. ჩვენ კვლავაც ძალიან გვეშინია არათეთრკანიანების და ქალების – თუმცა ამ შიშების, ამგვარი ქედმაღლობის ღიად გამოხატვა აღარ ითვლება მართებულ ნაბიჯად. აი გეებზე ამის თქმა კი კვლავაც შესაძლებელია. ამიტომაც, ისინიც კი, ვისაც შეიძლება გულში ამის არ სჯერა, საჯაროდ მაინც აცხადებენ, ქალებს და არათეთრკანიანებს თანასწორი უფლებები უნდა მიენიჭოთო. მაგრამ გეებს შეიძლება, ამგვარი უფლებები წაართვა – და ამას არაფერი მოჰყვეს. გეები ერთ-ერთი ბოლო უმცირესობაა, რომელიც კვლავაც შევიწროებას განიცდის, მაგრამ ეს აუცილებლად დამთავრდება. ბოლოს ყველა შევიწროება მთავრდება – თუმცა ზოგიერთს ამისათვის მეტი დრო სჭირდება ხოლმე.
    სალომე ასათიანი: ისევ თქვენს ბოლო რომანს რომ დავუბრუნდეთ – მისი კიდევ ერთი მთავარი თემა ცხოვრების ჩვეულებრივობის, ორდინარულობის საკითხია. მთავარი გმირი – პიტერი – რომანის ბოლოსკენ ხვდება, რომ ახალგაზრდობის, თავისუფლების, სექსუალური თუ სოციალური ნონკონფორმიზმის მიმართ მისი ვნება დიდწილად ილუზორულია – რომანტიკული იდეაა, რომელიც მხოლოდ მის თავში არსებობს. პიტერი თავის ჩვეულ, რუტინულ ცხოვრებას უბრუნდება, თუმცა მას უწინდელივით ტრივიალურად აღარ აღიქვამს. არის თუ არა ეს კვლავ ვირჯინია ვულფის მისამართით გაკეთებული ჟესტი? ვულფის, რომელიც უწინარესად სწორედ ერთი შეხედვით “ტრივიალურ” ცხოვრებას აღწერდა – განსაკუთრებით ქალების ყოფას – და აჩვენებდა, რომ ამ ვითომდა ორდინარულობის მიღმა ინდივიდების ძალა, გაბედულება და კომპლექსური ხასიათები იმალება?
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ერთ-ერთი ასპექტი, რაც ასე ძალიან მიყვარს ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში, სწორედ ეს არის – მისი ჯიუტი განაცხადი, რომ ერთი შეხედვით “ორდინარული” ცხოვრება რეალურად ორდინარულის გარდა ყველაფერია ჩვენთვის – იმ ხალხისთვის, ვინც ამ ცხოვრებით უშუალოდ ცხოვრობს. ჩვენთვის ჩვენი ცხოვრება საოცარია და ეპიკურ მასშტაბებს აღწევს. ვულფმა – როგორც მანამდე ფლობერმა, ასევე ჯოისმა – სწორედ ეს თქვა. რომ არა, “ორდინარული ცხოვრება”, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ადამიანების ცხოვრების არასწორი და შეზღუდული აღქმა და აღწერა. ჩემი აზრით, ვულფი განსაკუთრებული გაბედულებით გამოირჩეოდა იმიტომ, რომ ამ ერთი შეხედვით ორდინარული ცხოვრების ისტორიების გარდა, ის ქალების ცხოვრებას აღწერდა.
    სალომე ასათიანი: რაც მან საოცარი ოსტატობით შეძლო “მისის დალოვეიში”, რომელიც თქვენი ცნობილი რომანის, “საათების” ერთგვარ სარჩულს წარმოადგენს. ახლა კი უნდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც ალბათ უკვე ათასჯერ გაქვთ მოსმენილი. როგორ გაგიჩნდათ „საათების“ დაწერის სურვილი? და რატომ “მისის დალოვეი”?
    მაიკლ კანინგემი: ეს ეტაპობრივად მოხდა. “მისის დალოვეი” ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე. და მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვერ წარმომედგინა, რომ ენით, თუ ენაში, ისეთი რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა, რაც ვირჯინია ვულფმა ამ რომანში შეძლო. ვირჯინია ვულფი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს შეიძლებოდა, სტენდალი ყოფილიყო, ან ტოლსტოი – მაგრამ ვიღაცამ სწორედ ვულფის წიგნი ჩამიდო ხელში მაშინ, როცა 15 წლის ვიყავი. და ასე დაიწყო ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული.
    “საათებს” რაც შეეხება – ის თავიდან “მისის დალოვეის” განახლებული ვერსია უნდა ყოფილიყო. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისის დალოვეი – ვულფის რომანის მთავარი გმირი – თუკი მას თანამედროვე ამერიკის კონტექსტში ჩავსვამდით. მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იყო.
    სალომე ასათიანი: ანუ, სამის ნაცვლად თავიდან მხოლოდ ერთ ამბავს წერდით.
    კინოფილმ “საათების” სარეკლამო პლაკატი.

    მაიკლ კანინგემი: დიახ, ერთ ამბავს. შემდეგ ამას მეორე დაემატა, თავად ვირჯინია ვულფზე – თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ ესეც არ იყო საკმარისი. წერის პროცესში მესამე ამბავიც გამოიკვეთა – ქალზე, რომელსაც ლორა ბრაუნი ჰქვია და რომელიც “მისის დალოვეის” კითხულობს. და აი ამ მომენტში უკვე დამაკმაყოფილა მონახაზმა – ვგრძნობდი, რომ ამ რომანის დაწერას შევძლებდი. წიგნში გაჩნდა ვირჯინია ვულფი – მწერალი; კლარისა დალოვეი – პერსონაჟი და ლორა ბრაუნი – მკითხველი. სრულყოფილი ტრიუმვირატი შედგა – და წერასაც შევუდექი.
    სალომე ასათიანი: “საათების” ეკრანიზაციაზე რა აზრის ხართ?
    მაიკლ კანინგემი: ფილმი ძალიან მომეწონა. ალბათ ძალიან ცოტა მწერალს შორის ვარ, რომლებიც თავიანთი რომანის ეკრანიზაციაზე პოზიტიურად საუბრობენ. მაგრამ, ჩემი აზრით, მართლა მშვენიერი ფილმი გადაიღეს.
    სალომე ასათიანი: თუმცა, ამავდროულად თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ფილმის პერსონაჟები ძალიან განსხვავდებოდნენ თქვენს წარმოსახვაში არსებული გმირებისგან.
    მაიკლ კანინგემი: რასაკვირველია. ეს შეუძლებელიც იქნებოდა – ვირჯინია ვულფის პერსონაჟზე წერისას ნიკოლ კიდმანი ნამდვილად არ მყავდა წარმოდგენილი. არც მერილ სტრიპზე ვფიქრობდი მაშინ, როცა კლარისა დალოვეიზე ვწერდი. მაგრამ შენს მიერ გამოგონილ პერსონაჟებად ამ მასშტაბის მსახიობების ხილვა მართლა საოცარი გრძნობაა. ამდენი წელი გავიდა და ბოლომდე ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა.
    სალომე ასათიანი: რომანის კითხვისას მის პერსონაჟებს ყველა წარმოვიდგენთ ხოლმე – და ამას ყველა სხვადასხვანაირად ვაკეთებთ.
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ნამდვილად ასეა.
    სალომე ასათიანი: მაგრამ, როცა ფილმი გამოდის ეკრანებზე – განსაკუთრებით ასეთი მასშტაბის, ჰოლივუდის ნაწარმი – ეს იერსახეები ყველასთვის ერთი, უცვლელი ხდება. თქვენს პერსონაჟებს ახლა ყველა ნიკოლ კიდმანის, მერილ სტრიპის და ჯულიან მურის მიერ განსახიერებულად წარმოიდგენს. როგორ ფიქრობთ, ეს არ ზღუდავს წიგნის აღქმის პროცესს?
    მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ეკრანიზაციის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის. კლარისა დალოვეის როლში მერილის ნახვის შემდეგ კლარისას შენს ვერსიას ვეღარ წარმოიდგენ. ამიტომაც, როცა რომელიმე ეკრანიზაციის ნახვას გადავწყვეტ, მანამდე ყოველთვის ვცდილობ რომანი წავიკითხო ხოლმე. ამას ყველას ვურჩევდი, თუ შესაძლებლობა გაქვთ. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია – მერილ სტრიპის წარმოდგენაც არ არის ურიგო საქმე. [ბევრი რომანის პერსონაჟებს] ამაზე ბევრად უფრო ცუდი ბედი ერგო.
    სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშზე ერთგვარი კომენტარის გაკეთება მისი უბრალოდ სხვა ეპოქაში გადატანით? “საათების” შედეგად “მისის დალოვეი” უფრო აქტუალური გახდა ჩვენს დროში?
    მაიკლ კანინგემი: ის ნამდვილად უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ფილმ “საათების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ “მისის დალოვეი” ბესტსელერების სიაში მოხვდა, ხალხი მას გაგიჟებით ყიდულობდა. ამან უზარმაზარი კმაყოფილება მომგვარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემმა წიგნმა “მისის დალოვეის” ხელახალი გააზრების თვალსაზრისით ვერაფერი გააკეთა, მან ეს რომანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნამდვილად დააბრუნა. ეს კი, ჩემთვის “საათების” დაწერის ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგი იყო.
    სალომე ასათიანი: გენდერის და ქალი პერსონაჟების საკითხს რომ დავუბრუნდეთ – დასავლურ ლიტერატურულ ტრადიციაში კომპლექსური ქალი-პერსონაჟები იშვიათობას წარმოადგენს. პროზა ყოველთვის კაცების პრეროგატივა იყო – უმეტესად სწორედ ისინი იყვნენ ავტორები და, როგორც ბევრი ფემინისტი აღნიშნავს, ამიტომ ქალებს ძალიან შეზღუდული, ერთგანზომილებიანი პერსონაჟები ერგოთ ისტორიულად – ქალწული ან მეძავი; ცოლი ან “femme fatale”. რასაკვირველია, არსებობს რომანები – “საათები” ერთ-ერთი ასეთია – რომლებიც ასეთ შეზღუდვებს არღვევს და ქალ-პერსონაჟებს მრავალგანზომილებიან, რთულ ინდივიდებად სახავს, ემოციური ცხოვრების მთელი კომპლექსურობით. მინდა გკითხოთ, წერის დროს – კონკრეტულად “საათებს” როცა წერდით – თუ ითვალისწინებდით ამ სირთულეს.
    მაიკლ კანინგემი: დიახ. მე კაცი ვარ – და ყოველთვის, როცა შენი უშუალო გამოცდილების გარეთ გადიხარ, სარისკო ნაბიჯს დგამ. მაგრამ მე მომწონს ქალები. ეს შესაძლოა ძალიან ბანალურად ჟღერდეს – თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბევრ კაც მწერალს, ვის რომანებსაც ვკითხულობ, ქალები დიდად არ მოსწონს და არ აინტერესებს. მე მომწონს ქალები და საოცრად მაინტერესებს ისინი. ამ რომანის ქალ პერსონაჟებზე როცა ვფიქრობდი და ვწერდი, კიდევ უფრო აშკარად დავინახე, რომ, მართალია, სქესებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, ფუნდამენტურ დონეზე სხვაობა მაინც არ არის დიდი.
    სალომე ასათიანი: და რომანს ამის გამოხატვა შეუძლია?
    ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.

    მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ჩვენს სულებს სქესი არა აქვთ. რომანს კი შეუძლია ადამიანში ისეთ სიღრმეებს ჩაწვდეს, რომ სწორედ მისი სული დაგვანახოს.
    სალომე ასათიანი: განსხვავებულ საკითხზე მინდა გკითხოთ – დღეს ბევრი საუბრობს შემოქმედებითობის, თუ დიდი იდეების კრიზისზე, რომელსაც ხშირად ხელოვნების კომერციალიზაციით ხსნიან – იმით, რომ კულტურისა და ხელოვნების სფეროს მდიდარი ადამიანები განაგებენ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს არის მიზეზი? იქნებ საქმე უფრო ზოგად მდგომარეობასთან გვაქვს, რომელშიც დღეს დასავლეთი იმყოფება. რატომ არის, რომ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იწერებოდა უდიდესი მნიშვნელობის რომანები, იქმნებოდა ახალი კინოენა, ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობები – ახლა კი ყოველივე ეს ძალიან იშვიათი გახდა? ამ კითხვის პასუხად ბევრს ზოგადი ვითარება მოჰყავს – ერთგვარი პოსტ-პოსტმოდერნული მდგომარეობა, გაურკვეველი, ბუნდოვანი ეტაპი. პოსტმოდერნისტებმა ბევრი იქილიკეს მნიშვნელოვან იდეებზე, „გრანდ-ნარატივებზე“, კლასიკურ ტექსტებზე თუ განმანათლებლობის იდეალებზე – ახლა კი წინსვლისთვის, სიახლისთვის აღარც საშუალება დარჩა და აღარც ენა.
    მაიკლ კანინგემი: ჩემი ვარაუდით, წარსულშიც ბევრი თაობა მიიჩნევდა, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო და წინსვლისთვის საშუალება აღარ არსებობდა – მანამ, სანამ რომელიმე გასხივოსნებული გენიოსი გამოჩნდებოდა და დაამტკიცებდა, რომ ეს ასე არ არის. მსოფლიოს ჯერ კიდევ შემორჩა მწერლების აღიარების უნარი – ნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ჯონათან ფრენზენის რომან “თავისუფლებას” – რომელიც, ჩემი აზრით, გაბედული რომანია, და სქელტანიანიც – ახლა მას მთელი ევროპის გარშემო დავატარებ. ვფიქრობ, იმედი ყოველთვის არსებობს. ხელოვნება ყოველთვის ვითარდება – შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით; ზოგჯერ ეს შეიძლება ერთი ან ორი თაობის მანძილზეც არ მოხდეს. ერთხელ დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა ნორმან მეილერთან ერთად. დისკუსიის თემა “რომანის სიკვდილი” იყო. საუბრის ბოლოსკენ ნორმანმა თავისი გაბურძგნილი თავი წამოყო და ხმამაღლა გამოგვიცხადა – რომანი თქვენს გასვენებაში მოვაო. ვფიქრობ, რომ ის მართალი იყო.
    სალომე ასათიანი: მიგაჩნიათ, რომ კვლავ შესაძლებელია, იყო მეამბოხე, შეცვალო დაწესებული ზღვრები, იყო კრიტიკული – მას შემდეგ, როგორი სიმძლავრითაც ეს 1968, 1969 წლებში გაკეთდა?
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით, ეს ყოველთვის შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს რთული მხოლოდ მაშინ იქნებოდა, სრულყოფილ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ. შეხედეთ პოლიტიკურ კლიმატს – ჩვენს მომხმარებლურ კულტურას. იმდენ რამეზე შეიძლება წერა. ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.
    სალომე ასათიანი: და ზოგადად თუ მიგაჩნიათ, რომ მწერალი მეამბოხე უნდა იყოს და კრიტიკულ მუხტს უნდა ატარებდეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოს მიმართ?
    მაიკლ კანინგემი: დიახ. მწერალი თუ არა, აბა სხვა ვინ იქნება ასეთი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გვჭირდება მწერლები.

    © radiotavisupleba.ge
  • ახალი ამბები,  ესე

    ნიკო ნერგაძე – ჩემი პირველი (ელექტრონული) წიგნი

    რიდერები – ვარგა? გვინდა? (მგონი კი!)

    ერთი მხრივ, ძალიან მოსახერხებელი რამ ჩანს – წახვალ ზღვაზე და თან, თუ გინდა, 5 წიგნს წაიღებ და თუ გინდა – ორმოცდაათს. ერთ პატარა ხელსაწყოში ეტევა.
    მეორე მხრივ – აბა, სად ნამდვილ, ქაღალდის წიგნს რომ ფურცლავ და სად პლასტმასებს რომ აჭერ ხელს და ეკრანს შეჰყურებ.
    გაორება მეტწილად გიქრება, როგორც კი რიდერს ხელში იჭერ. ჩემს შემთხვევაში ეს «ამაზონის» Kindle გახლავთ. სრულიად გადასარევი და ლამაზი ნივთი. სიფრიფანაა, მსუბუქი და ქურთუკის ჯიბეში ეტევა. მართალია, ჩემს ქურთუკს დიდი ჯიბე აქვს, მაგრამ, მაინც… მთავარი კი მაინც ეკრანია, რომელზეც ცოტა ხანს კი უნდა შევჩერდეთ.
    რიდერებს (Kindle-ის გარდა კიდევ რამდენიმე კარგი არსებობს) სხვა ელექტრონული ხელსაწყოებისგან სწორედ ეკრანი განასხვავებს. წიგნს მონიტორზეც წაიკითხავ, აიპედშიც და მობილურ ტელეფონშიც, მაგრამ საეჭვოა, რომ დიდი სიამოვნება მიიღო. ბევრს თვალებს ტკენს, მე – არა, მაგრამ მომკალი და «ის» ვერაა. ბოლო «ჰარი პოტერი» Nokia N81-ით წავიკითხე. თვალები არ დამღლია, მაგრამ რომანში «ჩართვა» ძალიან მიჭირდა. ერთია, რომ ეკრანია პატარა, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, წიგნი არ უნდა ანათებდეს. წიგნი წიგნს უნდა ჰგავდეს.
    რიდერი წიგნს ჰგავს. ეკრანი მონიტორებისგან განსხვავებული ტექნოლოგიითა დამზადებული, რომელსაც ელექტრონული მელანი ჰქვია. შეხედავ და გგონია, რომ ფურცელს უყურებ. არც ანათებს და არც არაფერი. ანუ, ნამდვილი წიგნივით სჭირდება გარე განათება – სიბნელეში ასოებს ვერ გაარჩევ. ისეთი კარგი რამაა, რომ კითხვას განდომებს.
    ასეთი ეკრანის მქონე ხელსაწყოს ბატარეაც მეტ ხანს ჰყოფნის. ჩვეულებრივი USB შნურით იმუხტება სამ საათში. თითო დატენვა კარგა ერთ თვემდე ჰყოფნის.
    კი, მაგრამ, რა შეიძლება წაიკითხო რიდერით? ქართულად მგონი, ბევრი ვერაფერი, მაგრამ, თუ ინგლისურად კითხულობ, თავი ქუდში გაქვს.
    ჯერ, ერთი, კლასიკური ლიტერატურის დიდი ნაწილის საავტორო უფლებებს ვადა აქვს გასული და მათი ჩამოტვირთვა უფასოდ შეიძლება. რაც შეეხება ბოლო ხანებში გამოსულ მხატვრულ ლიტერატურას – თითქმის ყველაფერი იყიდება ელექტრონულ ფორმატშიც.
    «ამაზონზე» 600 ათასზე მეტი «ვირტუალური» წიგნია და მათი უმეტესობა 10 დოლარზე ნაკლები ღირს. თუ სინდისი არ გაწუხებს, ბესტსელერების დიდი ნაწილის მეკობრულად, უფასოდ ჩამოწერაც შეიძლება.
    რუსულად ელექტრონული წიგნები კიდევ უფრო იაფია. როდესაც არ ვიცი, რა წავიკითხო, აკუნინს მივასკდები ხოლმე. გადავხედე და რუსულ ინტერნეტმაღაზიებში «ერასტ ფანდორინის» სერიის ბოლო რომანის (ნიკოლაი ფანდორინები არ მიყვარს) ელექტრონული ვერსია დაახლოებით დოლარნახევარი ღირს. რუსებისთვის ფულის მიცემას რა ვუთხარი, თორემ წიგნში 3 ლარის გადახდა, წესით, არ უნდა დაგენანოს.
    ჰოდა, ფასებს რაც შეეხება. რიდერების გავრცელების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ მათი სიძვირე იყო – კარგა ხნის განმავლობაში, 200 დოლარის «მიდამოებში» ღირდა. საქართველოსთვის ეს ორმაგი პრობლემა იყო. ერთი, რომ უბრალოდ, ძვირია (200 დოლარად კარგა ბლომად წიგნი მოგივა). მეორეა, რომ 300 ლარზე ძვირიანი საქონლის შემოტანისას ბაჟი უნდა გადაიხადო, რაც ნივთს კიდევ უფრო აძვირებს და თან ხათაბალას გმატებს.
    მაგრამ ეს ვიდრე ახალი Kindle 3 გამოვიდოდა. ამ რიდერის მესამე თაობა წინამორბედებზე ბევრად ლამაზია (წინა მუტანტ «ბლექბერის» ჰგავდა), მსუბუქია და, რაც მთავარია, ნაკლები ღირს – 140 დოლარის ფარგლებში, ანუ ბაჟს არ იხდი. თუ ჩემსავით შუამავალ ფირმას ჩამოატანინებთ, ტრანსპორტირების 7 ლარი დაემატება. იაფი მაინც არ გამოდის, მაგრამ წინანდელ ვითარებას ბევრად სჯობს.
    ყველაზე კარგი შეგრძნება კი აი, რა იყო – ვუყურებ ამ Kindle-ს და ვფიქრობ – იქნებ ახლა მაინც დავჯდე და რამე წავიკითხო. თორემ თვეები იქნება, წიგნი არ გადამიშლია. «გადაშლა» არც ახლა გამომივა, მაგრამ, ხომ გამიგეთ, არა?

    © ლიბერალი

  • პოეზია

    რუსუდან კაიშაური – ლექსები

    დენთის კასრი

    დედის წყევლებს,
    შვილიშვილები რომ მოჰყავთ ახლა,
    ბავშვობაში ნაფოტებად ვაცურავებდი.
    დედის დარიგებებზე,
    ახლა რომ მათი უძაღლო მწყემსი ვარ,
    წინათ ფრთები მეტრუსებოდა.
    დედის ლოცვა ალვის ხე იყო მუდამ,
    ახლა მახვილია ბასრი.
    და ვალმოხდილ დედას მოვუგორდი:
    დაწყევლილი, დარიგებული
    და ლოცვით ჩამქრალი დენთის კასრი.

    დაღლილობა

    ქალი ვარ,
    ყველაზე ბუნებრივად
    დაღლილობისკენ მივდივარ,
    თორემ ქორწილში,
    მაყრებს შორის ჩავლისას
    ხმლები მაღლა რომ ეჭირათ,
    არაბუნებრივად ვუღიმოდი მათ,
    ვინც ვარდებს და
    კანფეტებს მესროდა,
    რადგან ვარდები ბენებრივად იჩხვლიტებოდნენ,
    კანფეტის ქაღალდშიც
    ბუნებრივი ქვები იყო გახვეული
    და ნეფემ ვერ გაუძლო,
    არაბუნებრივად გამექცა,
    შუამდეც არ მომყოლია.
    წამოვიწყე მარტოობის
    აქცია:
    თვითონ გავტეხე თეფში,
    თაფლითაც ჩავიტკბე
    მჟავე ხასიათი.
    სარეცელთან დაღლილობა მელოდა,
    მომეხვია და საწოლზე წამომაქცია.

    გამეორება

    პირველი შვილი
    რომ გავაჩინე,
    მივხვდი, თავი გავყიდე,
    ძალიან განვმეორდი,
    მეორე უკუღმა დავბადე,
    მესამე – საკეისროთი,
    მეოთხეც მე ვიყავი
    და მეხუთემდე ავედი.
    ცოცხი და ლექსიც
    დავიმგვანე,
    ამიტომ ყველაფერში
    ვიქექები,
    რაშიც ჩემი თავი დავინახე
    ან ჩავაქციე.
    დედაჩემსაც ვუთვალთვალებ,
    ვარდებით ვაჩუქურთმებ,
    ეკალსაც ვუჩხვლეტ ხოლმე,
    რომ სურათად არ გადაიქცეს.
    დედაჩემიც თურმე გამიმეორებია,
    ახლა უკვე ნასწავლს ვიმეორებ,
    ხელებითაც ავყვებ-ჩავყვები,
    რომ არ დამავიწყდეს.

    იდიომა

    უმოკლესი გზა ვარ,
    როგორც ანდაზა და აფორიზმი,
    რაც შეიძლება საწინააღმდეგოდ
    შემომიტრიალდეს.
    მარტო ლოცვისას ვიტკეპნები
    ერთ ადგილას,
    ვითომ ფეხს ვიდგამ,
    ოღონდ იქვე მივდგებ-მოვდგები ხოლმე,
    საკუთარ ლექსიკონში.
    ერთი სულსწრაფი ტიპი ვარ,
    ფეხის არსად გამდგმელი.
    მხოლოდ მაშინ,
    როცა კალმით ვამოკლებ მანძილს,
    ადგილიდან მოვწყდები ხოლმე
    ლექსის დასაბადებლად.

    ბიოგრაფია

    ჩემს მძიმე ბიოგრაფიას
    კი არ ვყვები,
    კბილებივით ვაკრაჭუნებ
    ბებიის კუდად გამობმული,
    დედის გაგრძელებებით
    ქმარმა დამაკონკრეტა,
    მაგრამ სასვენ ნიშნად
    ვერ ივარგა
    და ერთმანეთს გადავებით.
    ახლა ჩემს შიშველ ნერვებს
    ვცვლი კარგ ძახილის ნიშანზე,
    რადგან ისტორიიდან
    ლექსზე გადავიშალე.

    გაზაფხულზე ხდება

    სიყვარულს ვეძებდი
    და რაღა არ
    დავიტეხე თავზე,
    ბუნებით ხე ვარ
    და გაზაფხულზე
    მივეშვები ხოლმე
    გატყევებამდე:
    ჩემი სიტლანქიდან
    მაღლა გავრბივარ,
    გულს ვერ ვეწევი…
    მაინტერესებს,
    ვინ ეფერება
    ჩემს შიშველ
    კენწეროს.

    მე ვარ კომბლე

    დატვირთული დღის ბოლოს
    შავ დღეში ვარ ჩავარდნილი:
    დალილავებული, დაწურული,
    თოკზე გაფენილი
    ერთი დღის გამოფენა ვარ,
    ჩემს ნაცვლად
    სარეცხი იქნევს
    ხელ-ფეხს ბეჯითად.
    ღამით მე,
    რაც ვარ დარჩენილი,
    შვილებს დავისვამ წინ,
    კბილებს ვაკრეჭინებ:
    ხუთივეს ჩემი ჩიჩია აქვს
    კბილში ჩარჩენილი.

    თვითმკვლელი

    ჩემი სახლიდან
    საჭმელების სუნი არ გამოდის,
    აქ ლექსები დუღს
    და ორთქლი
    თვალებს მიწყლიანებს.
    ბავშვობაში, როცა მამწარებდნენ,
    საშველად დედასთან კი არა,
    ლექსებთან გავრბოდი,
    თავზე ხელის გადასმით
    შურისსაძიებლად რომ მაბრუნებდნენ ადამიანებთან.
    აუტანელს მეძახდნენ ყველანი,
    რადგან ვლეწდი და ვშლიდი,
    ვძარცვავდი მათ,
    პირი რომ მქონოდა
    ლექსებთან მისასვლელად –
    იქ ვინელებდი ნაძარცვ-ნაქურდალს.
    რა ვქნა ახლა,
    ყველა და ყველაფერი
    ლექსებში ავრეკლე –
    ასე შური ვიძიერ მათზე
    და ახლა მოსაკლავად
    დამდევენ ლექსები.
    ვზივარ, წინ მიდევს
    ფურცელი და კალამი –
    თვითმკვლელის იარაღია
    ესენი.

    ღუზა

    ძილში ჩავიძირე,
    მაშველი რგოლია
    ჩემი სიზმარი,
    როგორმე უნდა მოვიხელთო.
    ქინძისთავივით გავეყრები
    უდროო დროს
    და მეღვიძება.
    ძილის ტალღებით ვარ
    აწეწილ-დაწეწილი,
    მოულოდნელ დილაში
    ამოყვინთული.
    ბალიშის კუნძულს
    ჩაფრენილი,
    ზეწარს გადავფერთხავ
    სარკმელში –
    ასე მყარზე გადასვლას
    განვიცდი,
    ღუზასავით მოვბარბაცებ აქეთ,
    ისე მღვრიეა ცხადი,
    სად ჩავეშვა,
    არ ვიცი.

    შეტოპვა

    სიბერეს მოვიზომებ – მეთქი
    და ისე ჩავიცვი,
    მხოლოდ თვალები მიჩანს.
    ხელს მაძლევს კიდეც,
    ჩემი მდევრებისგან მიცავს.
    თავს დამტყდარ სიმშვიდეს
    ხელში ვატრიალებ სახრედ,
    სიბერით გავიმართლებ
    ხელებაფარებულ სახეს.
    რამდენმა შეჩვეულმა ჭირმა
    მომასვენა,
    რომ ვეღარ მიცნო,
    შვილებს ბებია ვგონივარ,
    ქალობა მადგია ტანზე,
    ვიწროდ.
    სიბერე გაუგებრობაა,
    გარს შემომერტყა
    ფარღარღალა შენობას
    და თავს ვეღარ ვიძვრენ მისგან.
    მგონი, ძალიან შევტოპე.

    უკანდახევა

    უკანდახევა რომ დავიწყე,
    დედამიწა მაინც წაღმა
    ტრიალებდა,
    თავი ვერ გავიტანე.
    უკან-უკან მოსიარულეს
    აწმყო მესობოდა თვალში,
    ვერაფერს წამოვედე შესაჩერებლად.
    უკუღმა რომ ვიარე,
    გვერდში აღარავინ შემრჩა,
    ჩემს წარსულში გაიხლართნენ.
    ბედუკუღმართობას თვალები
    ავუჭრელე,
    ვითომ უკან ვიხევ,
    მაგრამ ასე მანძილს ვკრეფ,
    წინ გასაჭრელად.

    არჩევანი

    ბოშასავით ვცხოვრობ
    ავტობუსიდან ავტობუსში,
    აქ ვჭამ, აქ ვწერ
    და მიყვარს.
    უკან მომდევენ ქუჩები,
    ფლორა-ფაუნა.
    საერთოდ, ქალაქი
    მომდევს უკან
    და მეც ვეღარ ვწუწუნებ მასზე:
    მისი თუ უიმისო ვარ.
    მახსოვს: ბავშვობას თავს
    ვერ გაფარებდი,
    მცემდნენ ხოლმე
    და დიდობას მივეტმასნე კი არა,
    გულამოღებული კაბით
    შემიტყუეს და დამცინოდნენ,
    წესებს რომ ვარღვევდი.
    ახლა სიბერისკენ ვიხრები,
    მაგრამ თუ ვრისკავ,
    იქიდან ვინღა გამომაჩოჩებს.
    ამიტომ ბოშასავით
    ბორბლებზე ვდგავარ,
    ავტობუსის ფანჯარას აკრული
    ვეჯღანები სახლებს: ბებრებს და ახალგაზრდებს,
    ადამიანებსაც.
    ,,ბარემ ცირკი იყავი!” – ჩემს თავს ვეუბნები.
    ისედაც, განა ცირკმა
    საქმე არ გამიჭირა?
    გრძელსაყურებიანს,
    ჭრელი კაბა მიფრიალებს, მგონია და
    თურმე დროშა მიჭირავს.

    სასიკვდილო ორთაბრძოლები

    ატმისკენ პირი არ მიქნია,
    მარტო გული გავუსინჯე,
    სადაც წვეტიანი კურკის
    მუშტი დევს
    ვაშლისგან განსხვავებით,
    ვისაც გული ისე გაუწვრილდა,
    რომ თვითონ იქცა მუშტად
    ეს ხავერდოვანი სეზონი
    ატმის კურკებს უჭირავთ,
    მიწაშიც რომ აგრძელებენ
    სასიკვდილო ორთაბრძოლებს.
    გადაპარსული ვარდისფერი თავები
    და ტკბილი სურნელი კი
    მაშრიყით მოსული მტრის მსგავსია,
    ნელ-ნელა ქართლის
    გზისპირებს მოედება.
    ვაშლები უფრო ქართველებს გვანან,
    ცარიელა მუშტები არიან.
    მაგრამ თუ მკვახე-მკვახე ლაპარაკი
    ნაადრევია,
    მაშინ წავიბაზროთ,
    ვაშლ-ატამი ბლომად,
    ხოლო მუშტარი
    განა ბევრია.

    პეიზაჟი

    ქარი გამაზავებს
    პეიზაჟში,
    სხვა რა ვქნა?
    სისხლნაკლულ სამშობლოს
    ფერით ვავსებ.
    ვიდრე ქარი აქტიურად ავდარობს
    მე ვეკითხები ჩემს თავს:
    ,,სადა ვარ?”
    სამშობლო ადგილზე ფეხმოუცვლელად
    სახლობს,
    მეც იქვე, ნაირ-ნაირი
    ბუნებით,
    ვშორიახლობ.
    წინაპრებისკენ რომ მოვიხედო,
    მასწავლიან:
    ერთად უნდა ვიყოთ
    მე და სამშობლო,
    და თან ერთმანეთი
    ვერ მოვიხელთოთ.

    გიორგობისთვე

    ნოემბერი გიორგობაში
    ეძებს თავისგამართლებას,
    საკუთარ ზიზილპიპილოებს
    ასე თუ გადათელავს.
    ნოემბერში ღრუბლები
    იქცევიან ჩანჩურებად,
    მაგრამ ვერ დასცინებ,
    თოვლ-ჭყაპით გაჩუმებენ.
    ერთი დღესასწაულის ამარა
    გაცივდება ნოემბერი,
    წმინდა გიორგის ერთი მახვილი
    რამდენ გველეშაპს მოერევა.
    ისედაც, რთველის შემდეგ
    სამშობლო დამბარბაცებია,
    ხეები, ტაშს რომ გვიკრავდნენ,
    გაძარცული და ნაცემია.

    მასწავლებელი

    დავბერდი, ადგილზე
    ვერ ვჩერდები,
    საათობას ვჯერდები,
    დღე-ღამეს ვასწორებ.
    ისრებს აღარ ვისვრი,
    მიმართულებებს ვაჩვენებ
    და ჭკუის დარიგებები დამჩემდა.
    შემაწუხეს სხვების ჭირებმა,
    ისრებით ვაჩვენებ, რომ
    არსებობა მექნიკურია,
    ხელ-ფეხის განძრევა გვჭირდება.

    შუშანიკი

    ჩემთვის ყოფნას რომ ვცდილობ,
    იმ ციხე-კოშკში ვიმალები,
    ლოგინი რომ ჰქვია.
    თვალებს არ გავახელ,
    რაც ნიშნავს: შეზღუდული
    და დაკეტილი ვარ.
    ასე მთელ დღეს
    შემიძლია ვიტრიალო ჩემთვის,
    ვიდრე ბრახუნს არ ამიტეხენ
    იმის გასარკვევად –
    შუშანიკივით, შუა ოჯახში
    სენაკი ხომ არ აღვმართე.
    ლოგინსა და ფიქრებში
    ამაოდ ჩავეფალი,
    რადგან ისევ მათ უნდა დავუბრუნდე დიასახლისად,
    ყოფილი დედოფალი.

    ჩემი ლოცვა

    რომ ვლოცულობ,
    სიმაღლეში ვიწელები.
    მიწეპებას ტანჯვასთან და
    სხვა რამესთან ვეურჩები.
    გაჩერებას მიუჩვევი,
    საქმეებსაც ვერეკები
    და ამ დროსაც ვიწელები,
    ოღონდ ისე სიგანეში,
    რომ კატებსაც შეშურდებათ
    და კარგა ხანს ვეღარ ვტაძრობ.
    მიწიდან კი ისევ მხოლოდ
    ჩემი ლოცვა ამომაძრობს.

    შებრუნება

    ფიქრისაგან აღდგომილმა,
    მოვიხილე სამკალი,
    ჯეჯილს კალამი დავკარი.
    სანამ ლექსის ანგელოზებს
    ფეხებში ვებლანდები,
    ჩემი ყანა გააცოცხლა
    ფიქრის მეხმა,
    მზეკაბანი ჩამაცვა,
    ცხადში რომ გამოვწიე,
    კალამზე გამომეხა.
    ფიქრისაგან, უძილობით
    რომ მემუქრება,
    ისევ ქალობისკენ ჩავიჩოჩე,
    ძვალ-რბილში შევიბუდე.
    ფიქრი აბრასავით მკიდია,
    როცა ცხადი ითარსება –
    ძილივით შევიბრუნებ.

    მე და მამა

    გულმოდგინედ ვაღიარე შეცდომები,
    თავს არ ვიმართლებდი,
    ალალ-მართალი სახე მქონდა
    იმიტომ, რომ ისინი
    არ ჩამიდენია, ჩამადენინეს მაშინ,
    როცა მშობლები გარეთ
    გასვლას მიკრძალავდნენ
    და მგლით მაშინებდნენ.
    მაგრამ მგელი სადღა იყო,
    ცხვრები მევლებოდნენ თავს
    გაცხარებამდე.
    და ერთხელ მამამ,
    ეს მიტევების დღეს იყო,
    მოიცალა ჩემთვის
    და სახეში შემომცინა,
    მაგრამ მისთვის აღარ მეცალა,
    ცოდვებს ვამზეურებდი
    სახეზე ჩამოწერილს
    და შეცბა მამა,
    არ ელოდა ჩემგან
    ასეთ უტიფრობას,
    გაბრაზებულმა
    სახე მომიჭმუჭნა,
    რასაც დედა
    არ ანებებდა
    და მისი მცდელობებით დავისაჯე.
    არ მიღირს
    ჩემი დაბრეცილი სახის გასწორება,
    ასე უფრო გულწრფელი ვარ:
    როცა ჩემი ალმაცერი მზერა
    მიემართება მამისაკენ.

    ცოცხალ მკვდრებში

    მკვდრებს დაეკარგათ ცოცხლები,
    სიზმრის მატარებლით
    მოჰყვებიან ცოცხლების კვალს და
    წყლიან ბამბებში გატრუნულ
    ხორბლის მარცვლებში ამოიწვერებიან.
    მკვდრები მაინც ვერ პოულობენ
    ცოცხალ ჭირისუფლებს,
    რომლებიც ისე გამრავლდნენ,
    რომ ტირილს ვეღარ იყოფენ
    და სიცოცხლის მხარეს გადადიან
    მერყევად მგლოვიარენი.
    მათში კი ძნელია ნამდვილი
    ჭირისუფალი გამოარჩიო,
    ამისათვის ცოცხალ-მკვდრის
    გამოცდილებაა საჭირო.

    სამშობლო

    შეცოტავდა ჩემი სამშობლო,
    რომ იყო უხვად.
    ზედ სურდათ მარტო
    დაწოლა ან დაჯდომა
    და ჩაიმუხლა.
    ყველა საკუთარ სახელში შეძვრა,
    სხვა არა ჰქონდათ თავშესაფარი,
    ერთმანეთში იყოფდნენ
    თავისით მწვანეს
    და ლაფავდნენ.
    ამიტომ სამშობლო ჭუჭყიანი,
    მაგრამ ლამაზია
    კონკიასავით,
    ამცირებენ ისე,
    როგორც მიწას ჰკლავს
    ასფალტი.
    ისინი პატარა, გასაზრდელი
    სამშობლოს პატრონებია.
    სამშობლო მხოლოდ სიმაღლეში იზრდება,
    ზევით უპატრონო ფართობებია.

    ჩაის სუფრა

    სიმშვიდე შემოვდგი ჩაიდნით
    და ფინჯნებით,
    ჭერისკენ ორთქლის ფესვები გავიდგი.…
    ვერ ვთოკავ ჯერ ჩვევებს მხეცურებს,
    ვერ ავიტან,
    თუ ჩაის სულისბერივით არ ვეჩხუბე.
    და ვგრძნობ, არაფრის დიდებისთვის
    ხმაურიდან ორცხობილი,
    ჩაიში რომ ვრბილდები,
    მხოლოდ ჩაი აღმოვაჩინე,
    თან რომ მოჰყვა
    სიმშვიდე და ბებიის დარიჩინი.

    პასუხი

    მე, უკვე ზრდასრული,
    ყველა კითხვაზე
    გაცემული პასუხი ვარ.
    აწმყოში უხერხულად გაჩენილი,
    ზოგჯერ კითხვაც ვარ
    არასაჩემო.
    სულსწრაფობის გამო
    დაბადების დღეს
    სხაპასხუპით ვეპასუხე.
    ამომწურავი პასუხისთვის
    ძალა რომ მოვიკრიბო,
    საკუთარი თავი
    უნდა მივკიბ-მოვკიბო.

    ბოღჩა

    გამონაკული ბოღჩა ვარ,
    მუხლებზე ხელებმოხვეული,
    წუწუნის კაბაჩაცმულმა
    ჩემს ფერგადასულ ნოხებში
    გინდაც ვიარო წინ და უკან,
    არვინ იქნება ჩემი გამომხსნელი,
    რადგან ხელი აქვთ დაკავებული,
    თავის ჭირისას უკრავენ.
    ამიტომ ვზივარ
    ლექსების ძაძებში გამოკრული.
    დანარჩენებო, გაგრძელდით
    ყოფნა-არყოფნის ჩამონათვალში,
    მე ვიქნები ასე დამოკლებული.

    ჯანდაბა

    მამაჩემს ეგონა,
    ,,ჯანდაბა” შორიახლო იყო,
    დედაჩემი აგზავნიდა ხოლმე,
    მაგრამ შუა გზიდან
    აბრუნდებდა.
    მერე გათამამდნენ ორივენი:
    ერთმა წყევლა მოიმარჯვა,
    მეორემ – დაბრუნება.
    ერთხელაც ,,არმოსვლაში”
    გააგზავნა,
    იქიდან უკვდავების წყლის
    მოსატანად.
    ეტყობა, სმას გადაყვა
    და აღარ მოდის მამაჩემი.
    ბედის საძებნელად მიმავალი ეგონებოდათ,
    ისეთი ახალგაზრდა და არხეინი იყო,
    ,,არმოსვლაში” მარტოხელა ქალები ცხოვრობენ
    და სხვა გზასაცდენილებივით,
    დაიტაცეს მამაჩემი.
    უკვე დაბერებულა კიდეც
    და დაშლილ ბაბუა წვერას
    ნაწილ-ნაწილ მიგზავნიან
    უმისამართო ქვეყნიდან.

    სამშობლო

    ღიპიანი საზამთრო
    ჩემი სამშობლოა,
    ამწვანებული – ტკბილი.
    ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
    წყლებით, მინერალებით.
    დაზოლილი გზებით,
    რომლებიც სადღაც ერთდება,
    თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.
    გატყაპნილი ლაქები
    ჩვენა ვართ,
    ვინმე რომ გვათვალიერებს,
    ვხვდებით და ფორმას ვიცვლით.
    ადრე სამშობლო გრძელი იყო,
    მუთაქასავით თავქვეშ ამოდებული,
    ხალხიც, თუ ფეხზე იდგა,
    ზეცისკენ იყო წაგრძელებული.
    მერე ხელებს ღონივრად უჭერდნენ,
    უტყაპუნებდნენ:
    დამწიფდა თუ არაო
    და გასკდა, პირი დააღო საზამთრომ.
    რა საზარელია გახლეჩილი სამშობლო!
    ჭირისუფლებმა უფრო დააპატარავეს
    თავიანთი გარშემოვლებით.
    ცრემლი კი არა, ნერწყვი სდით.
    სამშობლო და მისი ჭირისუფლები
    ერთმანეთის შეჭმაზე
    უარს არ ამბობენ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • პროზა

    ირმა ტაველიძე – გორის ციხე

    ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ქარის წაღებულს ქარივე მოიტანდა. თოვლი სათვალეზე მადნებოდა, ყურების ნიჟარებში მიძვრებოდა, ხელით ნაქსოვ კაშნესა და ღილებდამწყდარ პალტოს მისველებდა. ფეხს არ ვიცვლიდი. ათი წლის ვიყავი და ვიცოდი: მოვალეობის სიმძიმეს ჩემხელა ბიჭის კი არა, ორმოცს მიტანებული კაცის წელში გაწყვეტაც შეეძლო. რაც შეიძლება მალე უნდა მომეცილებინა შეუსრულებელი ვალდებულების უსიამოვნო ტვირთი, სწრაფად უნდა დამელაშქრა სხვისი ოცნებების ციხე-სიმაგრე… ქარი კი, ქარი იმ ერთადერთის კეთილგანწყობას უთუოდ დამიბრუნებდა.

    *
    გორის პიონერთა სასახლე ერთადერთი სასახლე იყო, რომელიც ჩემს თვალსაწიერში ყოველდღიურად ხვდებოდა. მის ფართო ფანჯრებზე ღია ვარდისფერი ფარდები ეკიდა – ცივი, უსიამოვნო ფერის (ვინ იცის, იქნებ არსებობს კიდეც ასეთი ვარდი, რომლის ფურცლების მოსრესაც არასდროს მოგინდება?). შიგნით არაფერი განსაკუთრებული: მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, წითელი კუთხე, დაფდაფი, დიდ-პატარა საყვირი, ოქროსფერფოჩიანი ალამი და ოქროსქოჩრიანი ბიჭუნას სურათები. ზამთრის თვეებში თითქმის ყველა ოთახში სამარისებური სიჩუმე, აკლდამისებური სუსხი იდგა. მიუხედავად ამისა, კედლებს შორის უმნიშვნელო მოძრაობები მაინც შეინიშნებოდა, შაბათობით კი ტრადიციულ საქმიანობას მხატვრული კითხვის წრე იწყებდა. მხატვრული კითხვის წრე მე ვიყავი.
    მსახიობ ოთარ ***-ს ოცამდე მოსწავლე ჰყავდა. ეს, ისევე, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა წვრილმანები, გადმოცემით ვიცოდი: არცერთი დეკლამატორი თვალით არ მენახა. ლეგენდის თანახმად, ისინი ნამდვილად არსებობდნენ, თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ და გორის დასთან ერთად გასტროლებზეც დადიოდნენ ბევრად უფრო ცივ, ბევრად უფრო თოვლიან ქალაქებში. წლის ბოლოს დიდ სცენაზე გამოსვლას მეც მიწინასწარმეტყველებდნენ: ამისათვის ერთადერთი ლექსი კარგად უნდა მესწავლა.
    მაშინაც და ახლაც ათი წლის ბიჭის თვალში ორმოცს მიტანებული კაცი ცხოვრებამობეზრებული ვინმეა, რომელიც უხალისოდ მიითვლის აღსასრულამდე დარჩენილ დღეებს, თუმცა არც მთლად მოტეხილი ბერიკაცია – ამიტომაც არის საშიში მის ხმაში შეპარული აგრესია, წარბებქვეშ შემალული რისხვა.
    ვაღიარებ: ოთარის მეშინოდა. მერე რა, რომ მსახიობი იყო. მერე რა, რომ მეც მსახიობობა მინდოდა და ჩემი ოცნებები გორის თეატრის სცენას ვერ სცილდებოდა.
    ვგრძნობდი, უკვე ბევრი ვინმე ვიყავი: ნაცარქექია, მეფის მასხარა, თვითონ მეფე, ცხენი, ჯარისკაცი, ის ოქროსქოჩრიანი ბიჭუნა, კარლსონი და კარლსონის მეგობარი ბიჭუნა, სკოლის დირექტორი, მეხანძრე, მეფანრე… თუ დამჭირდებოდა, თავზე მაქმანებიან ჩაჩს ჩამოვიმხობდი და ტომ სოიერის მამიდაც იოლად გავხდებოდი.
    საოცნებო სცენაზე ასასვლელად კი, სულ ცოტა, ერთი ლექსის კარგად სწავლა იყო საჭირო.
    მხატვრული კითხვის პირველივე გაკვეთილზე გავიგე, რომ კარგ ლექსებში დიდი აზრები იდო. რასაკვირველია, უაზრო ლექსებიც არსებობდა და ისინი ველის შროშანებივით უზრუნველად იზრდებოდა ლიტერატურის უნაპირო ველზე. რაღაც ასეთი ნამდვილად წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში. მერე ის წიგნი დავხურე და მეც უაზრო ლექსების წერა დავიწყე, მაგრამ მალევე შევწყვიტე: გოგოებზე დაკვირვება, მათი ორაზროვანი ფრაზები გაცილებით მიმზიდველი აღმოჩნდა.
    ის კარგი ლექსი კი ასე იწყებოდა:
    ყოველ ახალ გამარჯვების
    შემდგომ წესად შემოვიღე,
    აღტაცებით შემოვძახო:
    ეგ არის და გორის ციხე!
    – აბა, შენი სიტყვებით მითხარი, რაც გაიგე, – მთხოვა მასწავლებელმა, რომელსაც სახე და პალტო ერთნაირად კვამლისფერი ჰქონდა. გულისმომკვლელი ფერი იყო, გაუგებარი წარმომავლობის მქონე. თითქოს ცოტა ხნის წინ ამ კაცს მეხი დასცემოდა და ქუდიან-ტანსაცმლიანად ისე დაეფერფლა, რომ მას ვერაფერი გაეგო.
    – აბა, ცოცხლად, ცოცხლად! – შემომძახა, როცა მიხვდა: პასუხის გაცემას არ ვაპირებდი. დაკვირვებებსა და შედარებებში ისე გავერთე, რომ გადამავიწყდა, რისთვის ვიდექი გაყინულ, სანახევროდ ჩაბნელებულ ოთახში.
    – რომელ გამარჯვებებს გულისხმობს პოეტი?
    არ ვიცოდი, რა მეთქვა. არ ვიცოდი, რა იყო გამარჯვება. მხრებს შეუსრულებელი დავალებების, გაცდენილი გაკვეთილების, ბუნდოვანი და გაუგებარი მოვალეობების ტვირთი მიმძიმებდა.
    რაღაც წავილუღლუღე.
    გამიღიმა:
    – დაფიქრდი: როცა რაღაც გიხარია, როგორ გამოხატავ? ხუთიანს რომ მიიღებ, გულში რას ამბობ ხოლმე, ბიჭო?
    – …მარინა ივანოვნას დღიურში ჩაწერა არ დაავიწყდეს-მეთქი. ხუთიანებს მარტო რუსულში ვიღებ.
    ლექსის გამოთქმით კითხვა განაგრძო:
    – ამბობდნენ, რომ აქ ბჭეები
    ინგრეოდა, როგორ რიყე…
    რა თქმა უნდა, მანამდე არც ბჭე გამეგონა და არც რიყე. გულში გავიმეორე: ბჭე-რიყე-ბჭე-რიყე-ბჭე-რიყე. ალბათ იმ დიდ აზრს, რომელიც ლექსში იდო, ქვასავით მაგარი სიტყვები აკავებდნენ, თვალუწვდენელ გალავნად ევლებოდნენ. უცებ ცხადად წარმოვიდგინე ნახევრად გამჭვირვალე სხეული, რომელიც მასიურ ლოდებს შორის დალივლივებდა და ნაპრალში გასხლტომას ცდილობდა.
    – მაგრამ აქ რომ სინათლეა –
    ეგ არის და გორის ციხე!
    – სინათლე სინათლეა, მას. ღამით სახლებში რომ შუქი ანთია.
    დავასწარი, სანამ საკუთარ ვერსიას დროშასავით ააფრიალებდა.
    აღმოჩნდა, რომ სინათლე ბევრი სხვა რამეც იყო: მოგუგუნე ქარხნები, ცისფრად მოციმციმე ეკრანები, წითელყელსახვევიანი გოგოები და ბიჭები (აქ ეჭვი შემეპარა: კლასელები გამახსენდნენ), გემები, ყინულმჭრელები, ატომური ელექტროსადგურები, მოთხილამურეები, მშენებლები, მეტალურგები და ყველა და ყველაფერი.
    – კბილის ექიმებიც?
    – რა თქმა უნდა, კბილის ექიმებიც.
    უსინდისოდ იტყუებოდა! ქალაქის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში გულისამრევი სუნი ტრიალებდა, თავზარდამცემი წივილ-კივილი ისმოდა, მარწუხები და სისხლიანი ბამბები გროვებად ეყარა. ერთი სიტყვით, იქაურობა მხოლოდ საშინელებას, სრულ სიბნელეს ჰგავდა.
    ის კი არაფერს იმჩნევდა და განაგრძობდა:
    – მეორე მსოფლიო ომში უამრავი ქართველი დაიღუპა, მათ შორის გორიდან და გორის რაიონიდან გაწვეულებიც. განა პაპაშენი არ იბრძოდა, ბიჭო?
    – კურსკთან, იასტრებოვკაში. იქვე დამარხეს.
    – აი, ამიტომ უნდა ისწავლო ეს ლექსი. კარგად უნდა ისწავლო და ისე თქვა, რომ მტრის ფეხქვეშ მიწას ცეცხლი გაუჩნდეს.
    ომში ვიყავ, მტერს ბერლინი
    მივუგრიხე, მოვუგრიხე!
    ცხრა მაისით შემოვძახე…
    – რატომ მივუგრიხე და მოვუგრიხე, მას?
    მასწავლებელი ერთიანად გაქვავდა, სასოწარკვეთილმა შემომხედა.
    სიცივისგან კბილებს ვაკაწკაწებდი, მოლურჯო თითებს პალტოს სახელოებქვეშ ვმალავდი.
    – მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებს რომ გაემარჯვათ, იცი, რა დღეს დააყრიდნენ ჩვენს ქალაქებს? გორს და გორის რაიონის სოფლებს რას უზამდნენ?
    არ ვიცოდი.
    ციხის ძირას, ძველ სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ გორაზე ასვლა ერთხელაც არ მეცადა. იქვე იყო, რამდენიმე ნაბიჯში და არბენას არც არაფერი უნდოდა, თუმცა ათასი ჭორ-მართალი თავგზას მიბნევდა. ციხე უსაქმურებისააო. ციხე ქურდბაცაცებისა და ყომარბაზებისააო. მოპარულ ფულსა და სხვა რამეებს იქა ფლავენო. მკვლელებისააო – ვისი ჯავრიც გულს უკლავთ, ამოჰყავთ და დაუნდობლად უსწორდებიანო. ბოზებისააო – ავხორც კაცებს მოჰყვებიან და ხან ლიფი რჩებათ ქვა-ღორღზე და ხან დაფხრეწილი საცვალიო… რომელი ბავშვიც ციხეზე ავა, შიში თმას გაუთეთრებსო. ერთი ბიჭი ავიდა და გარეულმა ძაღლებმა ისე დაგლიჯეს, არც სული შერჩა და არც ძვალ-რბილიო.
    დიდია ქალაქური ფოლკლორის ძალა.
    – მართლა გინდა მსახიობობა, ბიჭო?
    მასწავლებელმა გამიღიმა და მხარზე ხელი წამომარტყა.
    წლობით ნასაზრდოებ სურვილსაც დიდი ძალა აქვს.

    *
    მარინა ივანოვნას ჭორფლიანი ცხვირი ჰქონდა. მარინა ივანოვნას მოლურჯო-მონაცრისფრო თვალები და ძალიან გრძელი წამწამები ჰქონდა. მარინა ივანოვნას თითების მოძრაობას ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდი. ვიცოდი, როგორ ხაზავდა ორიანებს, სამიანებს, ოთხიანებს და ყველაზე იშვიათად – საკუთარ არსებობაში დაეჭვებულ ხუთიანებს. როცა სკოლიდან დაბრუნებულს შინ არავინ მხვდებოდა, ვეება სარკის წინ ვდგებოდი და მანჭვას ვიწყებდი: თვალებს ოდნავ მოვჭუტავდი, თავს უკან გადავწევდი და საკუთარ თავს ოდნავ შესამჩნევად ვუღიმოდი. ყურებში ისევ მისი ხმა მედგა. მისი ფრაზები ზეპირად ვიცოდი და უსასრულოდ ვიმეორებდი – ძლიერი აქცენტით, უადგილო მახვილებით. მერე სახატავი რვეულიდან სუფთა ფურცელს ვხევდი, ნაცნობი ხელმოწერის გაყალბებაში ვვარჯიშობდი. ინიციალები. ინიციალები. ისევ ინიციალები. ბოლოში გამობმული კუდი. წვრილი და მოგრეხილი. ათასი აბდა-უბდით დამძიმებულ თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა: როცა ვბაძავდი, ისევ ერთად ვიყავით.
    პოლონურ-უკრაინულ-აზერბაიჯანული წარსული ჰქონდა. ბავშვობის დიდი ნაწილი ბაქოში გაეტარებინა, უმაღლესი სასწავლებელიც იქვე დაემთავრებინა, მერე კი გორში ნათესავებთან ჩამოსულიყო და რომელიღაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სკოლაში მუშაობა დაეწყო.
    რა თქმა უნდა, მიყვარდა და რა თქმა უნდა, ამ სიყვარულს არაფერი ეშველებოდა.
    გაკვეთილებზე თვალს არ ვაცილებდი. ყველა სიტყვას ვიმახსოვრებდი, გულში იქამდე ვიმეორებდი, სანამ აზრს ნექტარივით არ გამოვწუწნიდი. მის სახეზე შენიშნული უმნიშვნელო ჩრდილიც გულს მიკლავდა. მინდოდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მარინა ივანოვნას სურდა: საკონტროლო უშეცდომოდ დაგვეწერა, ტექსტების თხრობისას სიტყვების ძებნა ჭერში არ დაგვეწყო, სუფთად ჩაცმულებს გვევლო და არცერთი ჩვენგანი ავად არასდროს გამხდარიყო.
    ერთი თვის გათხოვილი იქნებოდა, როცა კლასის დამრიგებელმა ჩვენს ოთახში შემოიყვანა და გაგვაცნო. მისი ქმარი ჩემს ძმას მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა. იმ კაცის ხელში მსოფლიო ისტორიის ჩაგდება როგორ იქნებოდა – ისეთი მაღალი და მხრებგანიერი იყო, ძველთაძველ მატიანეებში საკუთარი თავის გარდა ვერაფერს დაინახავდა. გულღიააო (ასეთებს დაკვირვების უნარი არა აქვთ). კარგი იუმორით გამოირჩევაო (მოგწონთ ენამოსწრებული ტირანები?). უფროსკლასელების პირში რა გაჩერდებოდა – ტყუილ-მართალს გამოგონილი დეტალებით აზავებდნენ, მნიშვნელობებს აზვიადებდნენ, ზოგჯერ კი შუა თხრობისას ერთმანეთს გადახედავდნენ და დადუმდებოდნენ ხოლმე… სწორედ მათგან გავიგე, რომ შესვენების დროს რუსულისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლები მესამე სართულზე, ბიოლოგიის კაბინეტში იკეტებოდნენ, იქიდან გამოსულები კი აწითლებულები დადიოდნენ, თვალს ვერავის უსწორებდნენ. რამდენჯერმე იმას, იმ ატილას შარვლის ბოლომდე შეკვრაც კი დავიწყებოდა…
    სიცხადე, რომელიც აღნიშნულ გადმოცემებს აკლდა, ისედაც გაუსაძლის ყოფას უფრო ძნელად ასატანს ხდიდა. წყალში უიმედოდ იყრებოდა საგულდაგულოდ ნასწავლი ტექსტები თავისივე უცხო სიტყვებით, სუფთად შესრულებული საშინაო დავალებები და მასწავლებლის გულის მოგების სხვა ხერხები.
    რის მიღწევას ვცდილობდი? იმის, რომ ყოველ დღე გაკვეთილი მხოლოდ ჩემთვის აეხსნა. სხვები სტატისტები იქნებოდნენ, სკოლის დირექტორის ან სხვა რომელიმე ინსტანციის თვალისასახვევად გამიზნული. ის კი კლასის ერთი ბოლოდან მეორეში ივლიდა და განუმეორებელი ხმით მე მესაუბრებოდა – სულ ერთი იყო, რაზე.
    ძილის წინ არაერთხელ მიფიქრია, ნეტა რას უნდა აკეთებდნენ ორივენი ბიოლოგიის კაბინეტში-მეთქი და სავარაუდო პასუხები, საბოლოოდ, ასეთ სახეს იღებდა: ალბათ ტანსაცმელს იხდიან, გაშიშვლებულები ერთმანეთს გარშემო უვლიან და აკვირდებიან, მერე კი სირცხვილის ან სიცივისგან აკანკალებულები სასწრაფოდ იცვამენ-მეთქი. თუმცა ბოლომდე არც მჯეროდა, რომ მარინა ივანოვნა და მისი ქმარი იქ საერთოდ შედიოდნენ. ბიოლოგიის კაბინეტში ადამიანის ჩონჩხი იდგა – ნამდვილი ჩონჩხი, საფლავიდან ამოთხრილი, მკვდრისსუნიანი.
    ერთხელ თემა დავწერეთ, პატარა, ნახევარგვერდიანი – “ზამთრის დღე”. მე კვირა დღე აღვწერე, რომელიც ფანჯრის მიღმა მორიალე ფიფქების ცქერაში გავატარე. მერე შუშა დაიორთქლა, თავშიც სასიამოვნო ბურუსი ჩამოწვა და ოცნებებში წავედი: წარმოვიდგინე, როგორ მივაბიჯებდი ბერლინის ქუჩებში და საკუთარი ნაბიჯების ხმას ვუსმენდი. ქალაქი ცარიელი იყო. ის ჩემი ქალაქი გამხდარიყო, ყველა შენობა, ყველა კაფე, ყველა ძაღლი, ყველა ხე მე მეკუთვნოდა.
    – დიდი უცნაური ბიჭი ხარ, – მასწავლებელმა ამომხედა და თავი გადააქნია. ვერ მივხვდი, განვითარებული წარმოსახვის გამო შემაქო თუ თემიდან გადახვევისთვის მისაყვედურა. გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
    კლასში ყველა ერთხმად ახმაურდა:
    – რა უნდა აკეთო მარტომ ცარიელ ქალაქში?
    – თუ მაგარი ხარ, შუაღამისას კომბინატის ხიდზე გადადი.
    – მარტო სტადიონამდეც ვერ ჩავა და რეებს წერს…
    – თავისი მოგონილი არ იქნება, სადმე წაიკითხავდა.
    – გადაწერილია, მას, გადაწერილია.
    – ციხეზეც არ ასულა და მოინდომა ბერლინი.
    დავჯექი და გაკვეთილის დასრულებამდე თავი არ ამიწევია.
    მომდევნო დღეები გავაცდინე. სკოლაში წასვლის ნაცვლად გორას გარშემო ვუვლიდი და რუსულის რვეულიდან ამოხეულ ფურცლებს წვრილ-წვრილად ვანაკუწებდი. ქაღალდის ნახევებს პალტოს ჯიბეებში ვიგროვებდი, მერე კი მუჭა-მუჭა ვყრიდი მღვრიე გუბეებში. ქარი ჩემს თამაშს აჰყვა: ეზოს ძაღლივით მელაქუცებოდა და ხელისგულებს კუდის ქიცინით მილოკავდა. ქარს მიჰყვებოდა სათუთად მოხაზული ასოები, გულმოდგინედ გადათეთრებული სტროფები, შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები, შეხვედრის მოლოდინით სავსე საათები.
    აღარც მეფე ვიყავი და აღარც ჰეკლბერი ფინი. არც მეფანრე და ხუთკუნჭულა. თითქმის აღარვინ ვიყავი – ისიც კი არა, ვინც ნახევარგვერდიან თემების წერას ნახევარ დღეს ანდომებდა.
    მხატვრული კითხვის წრეც დავივიწყე. სცენა, რომელიც წარმოუდგენელი ძალით მიზიდავდა, სხვებს დავუთმე – მათ, ვინც ჩემზე უფრო რიხიანად შესძახებდა: გადახედეთ ქართლის ბაღებს…!
    ციხეზე ასვლა გადავწყვიტე – უკვე აღარაფრის მეშინოდა.
    ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ქარის წაღებულს ქარივე მოიტანდა. თოვლი სათვალეზე მადნებოდა, ყურების ნიჟარებში მიძვრებოდა, ხელით ნაქსოვ კაშნესა და ჩემი ძმის ნაქონ პალტოს მისველებდა. ფეხს არ ვიცვლიდი. უკვე ათი წლის ვიყავი და ვიცოდი: სიცოცხლე, რომელსაც აზრი გამოაცალეს, ფურცლის პაწია ნაკუწივით მსუბუქი და უწონო იყო.

    *
    ციხისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი და უცებ მთელი გორა თავზე გადმომემხო: ვიღაცამ კეფაზე წამომარტყა, მერე კი ღონივრად შემაჯანჯღარა. ჩემი ძმა იყო: დილიდან გეძებო. სანამ სახლიდან გამოვიდოდი, დედამ მითხრა, ბარი იშოვე, კვერნაქის სასაფლაოზე ადი და იმ პირქვედასამარხს საფლავი გაუთხარეო. ოთარას უთქვამს, შენ ბიჭზე ხელი ჩავიქნიე, გონებაგაფანტულიაო. კლასის დამრიგებელი – ის კამეჩივით ქალიც გადარეულა: ერთი კვირაა, სკოლაში აღარ დადის და საერთოდ, ალბათ ოჯახის წევრების გავლენაა, ფაშისტური იდეალები რომ აქვს მეხუთეკლასელ ბავშვსო.
    რა ფაშისტური იდეალები? უბრალოდ, ბერლინი გამოვიგონე.
    – თავი იმათთან იმართლე, სხედან და გელოდებიან.
    ამ სიტყვებს ყური ძლივს მოვკარი. უკვე კისრისტეხით გავრბოდი, სადღაც, მოუსავლეთში. მხოლოდ ერთს ვფიქრობდი: ნებისმიერ ფასად მდევარს ხელიდან უნდა დავსხლტომოდი. ამ ერთადერთი გამარჯვებისთვის მაინც უნდა მიმეღწია, მერე კი ყველაფერი როგორღაც თავის ადგილს იპოვიდა. სხვა თუ არაფერი, სამუდამო თავშესაფრად მდინარის მღვრიე წყალიც გამომადგებოდა.
    ფეხი რაღაცას წამოვდე და ყინულს ყრუდ დავასკდი. მარცხენა მუხლში ტკივილი ელვად გაიკლაკნა. გამომშრალი და გახევებული ტუჩები სიმწრით დავიკვნიტე. წამოვიწიე. ისევ დავეცი. მგონი, რამდენიმე წამით გონებაც დავკარგე. კლასის დამრიგებელი მომელანდა – ხარისთავა ქალი, უფორმო ტანითა და თვალშისაცემად შეთხელებული თმით. სახეზე ხელი მოვისვი: სათვალე აღარ მეკეთა. ვერ მივხვდი, სად დავკარგე. თუმცა დიდ უბედურებადაც არ ჩავთვალე: იმდენად გაურკვევლად მესახებოდა საკუთარი მომავალი, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, საერთოდ იქნებოდა თუ არა იქ მისი ადგილი.
    ახლა უსათვალოდ მივრბოდი. თოვლიანი ქალაქი სქელ ნისლს დაებურა, ხეების კონტურები მიახლოვდებოდნენ და მშორდებოდნენ. ბაზარს გვერდით ჩავურბინე (წამით გავიფიქრე, დახურულ განყოფილებაში რძის ნაწარმის ან მწვანილეულობის დახლის ქვეშ ხომ არ შევძვრე-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ იქაურ სუნს დიდხანს ვერ გავუძლებდი). კომბინატის ხიდზე გადასვლა გადავწყვიტე (ჩემი ძმა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასე შორს წასვლას გავბედავდი).
    ცა კიდევ უფრო ჩამუქდა. ჰაერში ისეთი სუსხი დატრიალდა, სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდა. აბა, ისუნთქეთ ყინული! როგორც კი ხიდს მივუახლოვდი, სტადიონის მხრიდან ორი ძაღლი აუჩქარებლად დაიძრა და ჩემკენ გამოემართა. ვიცოდი, ამ დროს გაქცევა ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ ერთ წამში გავიაზრე, რომ მხოლოდ სისულელეების ჩადენა შემეძლო – აი, ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი საქმე. აი, რა გამომდიოდა ყველაზე უკეთ.
    გავიქეცი. ვერ გავიგე, გამომეკიდნენ თუ არა ძაღლები. ხიდი უსაშველოდ გრძელი მომეჩვენა – უსასრულო, მარადისობაში გადებული. ბოლო მართლაც არ უჩანდა. მის ქვეშ ტალახისფერი ლიახვი მდორედ მიირწეოდა. უკან დარჩა გორის ციხე, რომელიც არც ქვეყნის საამაყო წარსულს მახსენებდა და არც ჩემს სამარცხვინო აწმყოს: მისკენ გადადგმულ ორ ნაბიჯს, ვერნასწავლ კარგ ლექსს, იმ თქმულებების დიდ ნაწილს, რომლების სინამდვილისა და სიბრძნისაც გულის სიღრმეში მჯეროდა. მივხვდი, რომ გორაზე ასვლა აღარასდროს მომინდებოდა. და საერთოდ, ციხე სულაც არ იდგა იმისთვის, რომ ზედ ვინმე ასულიყო.
    როგორც კი ეს აღმოვაჩინე, ნაბიჯი შევანელე და სახე ფიფქებს მივუშვირე. აღარ მციოდა: შეხებისას ისინი ოდნავ მკბენდნენ – ციდან გადმოყრილი მსხვილ-მსხვილი ნაფლეთები. ნეტა ვინ დახია ამდენი სუფთა ფურცელი? პირღია ვიდექი და ენის წვერით მათ დაჭერას ვცდილობდი, როცა ძაღლების ღრენა შემომესმა. ისევ ის უჯიშო ცხოველები! სხვა რა გზა იყო – თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. გულის ადგილას რაღაც საშინელი დანადგარი ბოლო ხმაზე გუგუნებდა. სუნთქვისთვის დრო აღარ მრჩებოდა. უცებ თვალთ დამიბნელდა და მოვკვდი.
    სიკვდილს ყვავილების სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ძალიან თბილი და თოვლივით ფაფუკი იყო. მთელი სხეულით მივეკარი. მხოლოდ ის არსებობდა და თმაზე ხელს მისვამდა, სახეზე მეფერებოდა.
    სიტყვები მოგვიანებით გავარჩიე. ხმაც ვიცანი.
    ხიდზე მარია ივანოვნა იდგა.
    ახლაც ვერ ვხვდები, რატომ ეცვა გახსნილი პალტო იანვრის ყველაზე ცივ დღეს. არ მახსოვს, როგორ მივადე თავი მკერდზე, ან წელზე ხელები რატომ შემოხვიე. რამდენ წამს ან რამდენ წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი, თუ სულაც მთელი საუკუნე გრძელდებოდა – ვერაფერს ვიტყვი. სასწაული იყო, სასწაულები კი, როგორც ამბობენ, დროისა და სივრცის მიღმა ხდება. ამის მერეც არაერთხელ გამივლია და გამომივლია კომბინატის ხიდზე, მაგრამ რად გინდა – მხოლოდ საკუთარი უხასიათობის პირისპირ თუ აღმოვჩენილვარ.
    დღემდე მახსოვს ეს განცდა: როგორია, როცა რაღაც რბილს და ამავე დროს მკვრივს პირველად ეხები – იმას, რაც უკიდურესად ელასტიკურია და შეხების შემდეგ პირვანდელ ფორმას უმალვე იბრუნებს. მახსოვს მოტკბო სუნი და სინათლე, რომელიც იქაურობას მოეფინა.
    – რატომ დაიწყე გაკვეთილების გაცდენა?
    ნაცნობი ხმა. ნაცნობი აქცენტი.
    – ძალიან დამაკლდი. დაცარიელდა კლასი.
    მივხვდი, რომ ამ სიტყვებს საკუთარ თავს არაერთხელ გავუმეორებდი სარკის წინ.
    – რაც ამ დღეებში ავხსენი, იმას შენ ცალკე აგისხნი.
    მარინა ივანოვნას მოლურჯო-მონაცრისფრო თვალებში ვუყურებდი და ხმას არ ვიღებდი. აღმოვაჩინე, რომ ჭორფლები მხოლოდ ცხვირზე კი არა, შუბლზეც ჰქონდა და თვალების დაბლაც – მქრალი, ძლივს შესამჩნევი ლაქები. სახეზე არაფერი ესვა, კოსმეტიკის უმცირესი კვალიც არ ემჩნეოდა. ჩემი სახე კი ხელისგულებში მოექცია და მეუბნებოდა:
    – ორშაბათს აუცილებლად მოდი. თემას დავწერთ ჩვენს ქალაქზე. კლასში შენ ყველაზე კარგად წერ და დამპირდი, რომ მოხვალ.
    ამ დროს სრული სიცხადით მივხვდი, რას აკეთებდნენ ის და მისი ქმარი ბიოლოგიის კაბინეტში: ყველაფერს იხდიდნენ, ბოლომდე შიშვლდებოდნენ, მერე კი ისტორიის მასწავლებელი მუხლებზე დგებოდა და მარინა ივანოვნას ძუძუებზე შემელოტებულ თავს ადებდა, ხელებს წელზე ხვევდა. და იყვნენ ასე დიდხანს, ძალიან დიდხანს. არც ზარის ხმა აღელვებდათ და არც ის, რომ ერთ-ერთი კუთხიდან ადამიანის ჩონჩხი მისჩერებოდათ ავად ამოღამებული თვალებით, თაროებიდან კი – ქილებში დასპირტული ამფიბიები და ნაირგვარი მწერები.

    *
    ბჭე. რიყე. ბჭე. რიყე. ბჭე. რიყე. ჭერიდან ჩრდილი ჩამოცოცდა და მაგიდის ქვეშ შეძვრა. საწოლიდან წამოდგომის თავი რომ მქონოდა, კუდში ხელს წავავლებდი და გამოვათრევდი. თვალებს ძლივს ვახელდი. ძლივს გახელილი თვალებიდან საძაგელი სითხე მოჟონავდა. ყველაფერი ნერვებს მიშლიდა: ჩაბნელებული ოთახი, რომლის ერთ კუთხეშიც სანთელი ბჟუტავდა (39,5 იმის უფლებას მაძლევდა, რომ შუქის ჩაქრობა მომეთხოვა), ჩემი ძმა, რომელიც საშინაო დავალებას რძიანი ჩაის ხმაურიანი ყლუპების თანხლებით წერდა (პალეონტოლოგი მაინც ვერ გახდებოდა – გორის ინსტიტუტში პალეონტოლოგიის ფაკულტეტი არ იყო), დედა, ათ წუთში ერთხელ შუბლზე კომბოსტოს გრილ ფოთლებს რომ მაფენდა. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში ფეხზე წამოვდგებოდი და თოვლიან ქალაქში სახეტიალოდ გავიდოდი, მაგრამ დედა ძალიან მშიშარა იყო: დასამშვიდებლად მხოლოდ დაპირება არ ეყოფოდა. იძულებული გავხდი, ერთმანეთის მიყოლებით დამელია ორი აბი, დამტკბარი რძე და კიდევ რაღაც გულისამრევი სითხე მოყავისფრო ბოთლიდან.
    – მხატვრული კითხვის წრეზე აღარ ვივლი.
    სიჩუმემ, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვა, მაფიქრებინა, რომ ნათქვამი ვერავინ გაიგო. თავი წამოვწიე და უფრო ხმამაღლა გავიმეორე:
    – მხატვრული კითხვის წრეზე აღარ წავალ პიონერთა სასახლეში.
    – გადაიფიქრე მსახიობობა? – დედამ საბანში ხელი შემოყო.
    – ჰო.
    – აბა, რა უნდა გამოხვიდე? – სიცხის საზომი ამომაცალა.
    – მესაფლავე გამოვალ, თუ გინდა.
    – მასწავლებელი არ მოგწონს? – სველი თმა თითებით გადამივარხცნა.
    – ოთარას ბრალი არ არის. ამან მითხრა, გორის ინსტიტუტს სამსახიობო ფაკულტეტი არა აქვსო.
    ძმას გადავხედე, რომელმაც იმავე წამს გადაიხარხარა. არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პურის ნაფშხვენები მთელ კუთხეში მიმოფანტა.
    – სხვა ქალაქში სასწავლებლად წასვლა თავში არ მოსდის და ჯარში როგორ წავა?
    დედამ სიცხის საზომი სამზარეულოში გაიტანა (39,5 იმის უფლებას არ მაძლევდა, რომ სხვა ოთახის ჩაბნელებაც მომეთხოვა). ეს რაღას ელოდა? რატომ არ მიჰყვებოდა თავისი ატლასებიან-რვეულებიანად? თვალების გახელა სულ უფრო მიძნელდებოდა. თავში სიტყვები ირეოდნენ. სიტყვებს მთელი წინადადებები ცვლიდა. ძაღლის კუდი. ჯარი. შავი ხარის თავი. გადახედეთ ქართლის ბაღებს. გორის ციხე. შენ ბიჭზე ხელი ჩავიქნიე. ჰეკლბერი ფინი. ყინულმჭრელები. ნამუშევრების გამოფენა. ცხრა მაისი.
    – დეეე…!
    დედას ლექსების კითხვა უყვარდა – მხოლოდ მაშინ, თუ კარგ ხასიათზე იყო. როცა ბრაზდებოდა, სამზარეულოში შევარდებოდა და ლანძღვა-ლანძღვით ხეხავდა ტაფებს, ქვაბებს, კედლებს, იატაკის ფილებს… სიმშვიდის საათებში ყველა ლექსს ერთნაირად კითხულობდა – მონოტონურად, ძილისმომგვრელად. არასდროს მთხოვდა, ჩემი სიტყვებით მეთქვა, რა გავიგე, ან საერთოდ, რამე გავიგე თუ არა. მგონი, თვითონაც ბევრი არაფერი ესმოდა. ლექსები საძილე საშუალება იყო. ლექსები ყველანაირ ტკივილს აყუჩებდა. ქვედა თაროდან იმ წიგნს გამოიღებდა, რომელიც ხელში მოხვდებოდა, გადაშლიდა და კითხვას საშუალოზე დაბალი ხმით დაიწყებდა ხოლმე.
    სიცხიანს ძმრის სუნით აქოთებული წინდები მეცვა და პირში წამლის საზიზღარი გემო მიტრიალებდა. უარს არ მეტყოდა, თუ ვთხოვდი, რამე წამიკითხე-მეთქი. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც სიკვდილი უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც სიკვდილთან ერთად სიცოცხლეც უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც ფიჭვის წიწვებზე შერჩენილი წვიმის წვეთები უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ხმის მოსმენა უყვარდათ.
    – დეეეე! სად ხარ?
    სიცხის დამწევი ლექსები. ნახველის გამათხიერებელი ლექსები.
    – დეეეე! ძალიან ბნელა.
    უცნობ შენობასთან ვიდექი. უქარო ღამე იყო. ფანრების შუქით განათებულ ქუჩას სამსართულიანი სახლების მწკრივი მიუყვებოდა. ხეების ჩრდილები ცარიელ გზაზე გაწოლილიყო. კარი შევაღე და ნახატივით ლამაზ კაფეში აღმოვჩნდი. მაგიდებზე წითელი ქსოვილი ეფინა, ცოცხალი ყვავილებით მორთულ სასანთლეებში კი გრძელი, თეთრი სანთლები იდო. ირგვლივ არავინ ჩანდა. ვიგრძენი, რომ თავბრუ მეხვეოდა და სკამზე ჩამოვჯექი. სასკოლო ჩანთიდან წიგნი ამოვიღე – ლექსებისა აღმოჩნდა. რამდენიმე თაობის ნახმარი, ყდაშემოფლეთილი და კუთხეებგაცვეთილი. კითხვა ხმამაღლა დავიწყე. გული მწყდებოდა, რომ არავის ესმოდა, როგორ კარგად ვკითხულობდი: თითოეულ სიტყვას ენაზე ვიჩერებდი, გემოს გულმოდგინედ ვუსინჯავდი. თითოეული სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს მნიშვნელობები ბოლომდე მესმოდა. თავბრუ ისევ მეხვეოდა. მივხვდი, რომ სასანთლეებზე შემოხვეული უსახელო ყვავილების ბრალი უნდა ყოფილიყო – ცუდად მათი მოტკბო სურნელი მხდიდა. წიგნი მაგიდაზე დავტოვე და გარეთ გამოვედი. ქუჩაშიც ისევ ის სუნი ტრიალებდა. “ბერლინი”, – გაოგნებულმა გავიფიქრე. მერე თავი ავწიე და იმ კაფეს შევხედე, სადაც ორი წუთის წინ ლექსებს ვკითხულობდი. მის თავზე ალისფრად ენთო სიტყვები, რომლების მნიშვნელობასაც ვერ ვხვდებოდი.
    – ამას ჯარში არ წაიყვანენ, არა, დე?
    დედამ შუბლზე ხელი დამადო.

    *
    სკოლაში ათი დღის შემდეგ მივედი – თვალებამოღამებული და ძალიან მშვიდი. ბავშვები საშინაო დავალების გადაწერით იყვნენ გართული. ახალ დამლაგებელს საკლასო ოთახის იატაკი ნავთში დასველებული, დაძონძილი ტილოთი მოეწმინდა და ირგვლივ ყველაფერი წარმოუდგენლად ყარდა. ძველი დამლაგებელი კომბინატის დასახლებაში რომელიღაც კორპუსის წინ წაქცეულიყო – გამთენიისას ეპოვათ უსულო და ნაზად დათოვლილი (რა თქმა უნდა, ზოგიერთ გოგოს დავალების გადაწერის დროსაც არ შეეძლო ენის გაჩერება).
    მომეჩვენა, რომ ზარი ძალიან დიდხანს არ დაირეკა.
    ზარის დარეკვის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და არავინ გამოჩნდა.
    – რუსული ცდება!
    – წამო, ვისრიალოთ!
    – ძველი არ ვარგა, ახალი სასრიალო გავაკეთოთ.
    – დღეს ისევ მოთოვს.
    – ამ გაკვეთილზე საკონტროლოს ნიშნები უნდა გამოეცხადებინა.
    – მათემატიკის მასწავლებელმა ვიღაცას უთხრა, წოლითი რეჟიმი აქვსო.
    – რა აქვსო?
    – წამო, წამო რა.
    – რო არ გაცდეს?
    – ცდება, ვერ ხედავ?
    როცა თვალები გავახილე, საკლასო ოთახში მარტო ვიყავი. მარტოობას ნავთის მძაფრი სუნი ასდიოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო.
    პალტოს ჯიბიდან ლურჯი კალამი ამოვიღე. ჩანთაში ხელი დიდხანს ვაფათურე, რუსულის რვეული ვიპოვე, გადავშალე და შიგ ქართულად ჩავწერე:
    გ ო რ ი
    ფიქრის დრო არ მქონდა, არც ასოების მოხაზულობაზე ზრუნვის. გრამატიკის წესების დარღვევისთვისაც არავინ მისაყვედურებდა.
    არ ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი – რატომ ვწერდი, რომ ჩემი ქალაქი საუკეთესო მეგონა. მერე რა, რომ სხვა ქალაქები არასდროს მენახა. გორის ნაწილი ვიყავი და მას არასდროს მივატოვებდი – აქ ვისწავლიდი, ცოლად კლასელ გოგოს მოვიყვანდი, ბაზრის მუშად ან ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელად ვიმუშავებდი, ბოლოს კი ჩემი ძმა თავისი ხელით გამითხრიდა საფლავს კვერნაქის გორაზე. ვერ დავთმობდი ნაცნობ ქუჩებს, ხეებს, სახლებს და კორპუსებს, სხვა შენობებს და იმ ერთადერთ სასახლეს, რომლის ფართო ფანჯრებზეც ღია ვარდისფერი ფარდები ეკიდა. ვერც გორის შუაგულში წამომართულ ციხეს შეველეოდი – რაც უფრო შორიდან ვუყურებდი, ის მით უფრო შთამბეჭდავი მეჩვენებოდა. წარმოსახვის დაუძაბავად ვხედავდი, როგორ არბოდნენ და ჩამორბოდნენ მძიმედ აღჭურვილი მეომრები მის ვიწრო ბილიკებზე, როგორ იფურჩქნებოდნენ ყვავილები ვაშლისა და ატმის ხეებზე ქართლის ულამაზეს ბაღებში… გაქცევის გეგმები, რომლებსაც საკუთარ ძმასაც არ ვუმხელდი, მხოლოდ იმ სისულელეების ნაწილს წარმოადგენდა, რომლების ჩადენაც ჩემს მთავარ მოწოდებად, მთავარ საქმედ ქცეულიყო. რატომ მეგონა, რომ სხვა ქალაქში ციხე არ დამხვდებოდა? რატომ მეგონა, რომ ეჭვიანობით გულგასიებულს ისტორიის შესწავლაზე ხელი უნდა ამეღო? მართალია, იმის გაფიქრებაც მზარავდა, რომ შეიძლებოდა ოდესმე ჯარისკაცი გავმხდარიყავი და მოვალეობების სიმძიმეს წელში გავეწყვიტე, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სიმხდალიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯი იყო. მე კი, საბედნიეროდ, დეზერტირის განსახიერებაც შემეძლო და გმირისაც.
    – სად ჯანდაბაშია მთელი კლასი?
    კლასის დამრიგებელს მაღალყელიანი, წვრილქუსლიანი ჩექმები ეცვა და წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა.
    – არ ვიცი.
    ნიკაპში ხელი წამავლო და დასჭექა:
    – პირქვე დაგმარხავთ ყველას.
    კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
    – შენ რაღას აკეთებ ცარიელ ოთახში?
    მისი კივილი სამართებელივით მისერავდა მთელ სხეულს.
    – ლექსს ვიმეორებ, მას.
    – რომელ ლექსს?
    სხვა რა დამრჩენოდა – თავი ავწიე და ვიღრიალე:
    – ყოველ ახალ გამარჯვების
    შემდგომ წესად შემოვიღე,
    აღტაცებით შემოვძახო:
    ეგ არის და გორის ციხე!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2010 – ივნისი

    ოთარ ჭილაძე, “ლექსები, პოემები”, რედაქტორი თამაზ ჭილაძე. თბ. “პეგასი”, 2010.

    “მე კარგად ვიცი, რას ველოდები,
    მაგრამ არ ვიცი, რა მელოდება
    და ამიტომაც ჩემი ცოდვები
    მიუტევებელ რჩება ცოდვებად…”
    ეს ოთარ ჭილაძის უკანასკნელი ლექსია, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უკარნახა საკუთარ ძმას. მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამომცემლობა “პეგასმა” მისი ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოსცა. წიგნი თამაზ ჭილაძემ შეადგინა. მასში შევიდა როგორც ძველი, ყველასათვის ნაცნობი ციკლები – “ძველი რვეული,” “მატარებლები და მგზავრები,” “თიხის ფირფიტები,” “რკინის საწოლი,” ასევე ბოლო წლებში დაწერილი ლექსები და ცხრა პოემა, მათ შორის – “ადამიანი გაზეთის სვეტში,” “დევებით სავსე ქუდი” და “სინათლის წელიწადი.”
    ამ კრებულს ბევრი ელოდა. მათთვის, ვინც მხოლოდ რომანების ავტორ ოთარ ჭილაძეს იცნობს, ეს წიგნი სასიამოვნო აღმოჩენა გახდება, ისინი კი, ვინც მისი პოეზია დიდი ხანია შეისიხლხორცა (ვიმედოვნებთ, ასეთები უმრავლესობაში არიან), კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადაავლებენ თვალს ოთარ ჭილაძის მდიდარ მემკვიდრეობას.

    ლაშა ბუღაძე, “ლიტერატურული ექსპრესი,” რომანი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ლაშა ბუღაძემ ახალი, რიგით მეოთხე რომანი დაწერა. ავტორი აგვისტოს ომით შოკირებულ ახალგაზრდა ქართველ მწერალზე მოგვითხრობს, რომელიც სრულიად მოულოდნელად ევროპელთა მიერ ორგანიზებულ სემინარზე აღმოჩნდება. მისი მონაწილე 100 სხვადასხვა ეროვნების კალმოსანი “ლიტერატურულ ექსპრესად” წოდებული მატარებლით ევროპის რამდენიმე ქალაქში მოგზაურობს. ორგანიზატორთა აზრით, მსგავსი წამოწყება შთაგონების წყარო უნდა გახდეს მონაწილეებისთვის და ასეც ხდება. გზა ლისაბონიდან ბერლინამდე ზოგიერთისთვის ახალი წიგნის დაწერის სტიმულია, ზოგისთვის საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციის, ზოგისთვის კი მოულოდნელად თავს დამტყდარ სიყვარულთან გამკლავების.
    რამდენიმე წლის წინ ავტორი თავად იყო ასეთი ლიტერატურული მოგზაურობის მონაწილე, თუმცა როგორც ამბობს, ეს ამბავი მხოლოდ რომანის სიუჟეტისთვის გამოიყენა. ლიტერატურულ ექსპრესში ვითარება ლიტერატურულია, ზედმეტადაც კი. იმდენად, რომ მატარებლის დაძვრისთანავე იწყება ლეპტოპების, კალმისტრების, ბლოკნოტების, ფურცლების შრიალი და ძალად საქმიანი თუ შთაგონებული სახის გამომეტყველებით რაღაცეების წერა. რომანის მთავარი გმირისთვის ასეთი რამ უცხოა და ერთი ხანობა თავს საერთო რიტმიდან ამოვარდნილადაც მიიჩნევს, თუმცა, შემდეგ ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი ყალბია და მოჩვენებითი, ისევე, როგორც ამ მწერლების შემოქმედება.
    ერთთვიანი მოგზაურობისას 28 წლის ქართველი მწერალი იმასაც აღმოაჩენს, რომ მთელს მსოფლიოში ლიტერატორებს ერთნაირი ამბიციები აწუხებთ, მსგავსი პრობლემები აქვთ და შემოქმედებით კრიზისსაც ისევე განიცდიან, როგორც მისი თანამემამულე ქართველი ავტორები.

    გივი ალხაზიშვილი, “მომავალი წარსული”, რომანი, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე. თბ. “სიესტა”, 2010.

    გივი ალხაზიშვილმა ავტობიოგრაფიული რომანი დაწერა. “მომავალი წარსულის” შექმნა მოულოდნელობა არ ყოფილა. – წერს წინასიტყვაობაში როსტომ ჩხეიძე. – ის კი არა, თუ ჩვენს თანამედროვეთაგან ვინმეს შეიძლება დაეწერა მრავალმხივ საინტერესო ავტობიოგრაფიული რომანი, მათ შორის უთუოდ გივი ალხაზიშვილსაც, ვინც პოეზიიდან დროდადრო ბელეტრისტიკაში გადანაცვლებული – აქეთ მოემართებოდა, დოკუმენტური პროზის ამ ჟანრისკენ.”
    წიგნი რამდენიმე წელია იწერება და ორმოცწლიან პერიოდს მოიცავს – გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან 2000 წლის ჩათვლით. ერთი თვალის შევლებითაც ცხადია, რომ ამბები, რომლებზეც ავტორი მოგვითხრობს, დიდ მითქმა-მოთქმასა და აზრთა დაპირისპირებას გამოიწვევს. რამდენიმე მონაკვეთს, რომელიც სხვადასხვა დროს ჟურნალ “ომეგაში” გამოქვეყნდა, მოჰყვა კიდეც ვნებათღელვა. ზოგიერთმა მწერალი ტენდენციურობაშიც დაადანაშაულა, თუმცა მისთვის ეს შემაფერხებელი გარემოება ვერ აღმოჩნდა. “არ გამკვირვებია, ველოდი კიდეც მწვავე გამოძახილს, რადგან ფაქტები, ამ წიგნში რომ მოგითხრობთ, ბურუსითაა მოცული და დღემდე სიმართლე არავის უთქვამს.”
    სიმართლე კი მწარეა და იმ ეპოქის ამაზრზენ დეტალებს ასახავს, კომუნისტური მმართველობის ბოლო ათწლეულებში არაერთი ცნობილი პერსონის ზნეობა და მორალი რომ შეიწირა. მკითხველი ძალზე საინტერესო და დღემდე გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ შეიტყობს. მათი გახსენება ბევრს არ ესიამოვნა, მაგრამ სიმართლე თავისას მოითხოვსო – ამბობს წიგნის ბოლოთქმაში ავტორი. მიუხედავად აქ მოთხრობილი რეალური ისტორიებისა, “მომავალი წარსული” არ არის ტიპური ავტობიოგრაფიული რომანი. იგი ჟანრთა ერთგვარი კოლაჟია. როგორც როსტომ ჩხეიძე წერს, “თუკი ქირურგიულად დავშლით მის მოზაიკურ გარეგნობას – გარდა კრიტიკულ-ესთეტიკური ჩანართებისა, შეხვდებით ნოველასაც, მინიატურასაც, ჩანახატსაც, ლიტერატურულ პორტრეტსა თუ სილუეტსაც, იუმორესკასაც, დღიურის ფურცლებსაც, ეპისტოლეებსაც…” ეს ჟანრობრივი მრავალფეროვნება ორგანულად ერწყმის რომანის ერთიან სიუჟეტურ ქარგას და მკითხველისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

    შოთა იათაშვილი, “დალაგება,” წერილები, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, თბ, “საუნჯე”, 2010.

    პოეტმა და მწერალმა შოთა იათაშვილმა საკუთარი პუბლიცისტური შემოქმედების დალაგება გადაწყვიტა. ეს არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტორი ბოლო 13 წელია ლიტერატურული პროცესების აქტიური შემფასებელია, რაც გულისხმობს რეცენზიების, ანალიტიკური სტატიების, ლიტერატურული სვეტებისა თუ წიგნების წინასიტყვაობის დაწერა-გამოქვეყნებას სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემასა თუ თემატურ კრებულში. სწორედ ამ 13 წლის (1997-2010) ნაშრომ-ნაღვაწია თავმოყრილი წინამდებარე გამოცემაში. განხილულ ავტორთა სპექტრი საკმაოდ ფართოა: ეგნატე ნინოშვილიდან – “ვარდისფერი ავტობუსის” ჩათვლით, მაგრამ ყველაზე დიდ ადგილს მაინც 90-იანელთა, ანუ მის თაობელთა შემოქმედება იკავებს, რომელიც ავტორისთვის განსაკუთრებით ახლობელი და მნიშვნელოვანია. ასეთი ჭრელი მასალის დალაგება შოთასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა გამოსავალი იპოვა და კრებული რამდენიმე ნაწილად დაყო: I – ავტორები და წიგნები; II – ლიტერატურული პროცესისა და კულტურული ფენომენების შესახებ და III – ლიტერატურული პორტრეტები.
    შოთა იათაშვილი იმ მცირერიცხოვან ავტორთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ისეთივე საინტერესო შემფასებლები არიან, როგორც მწერლები. ამიტომ, ჩვენც ვფიქრობთ და თავადაც იმედოვნებს, რომ ეს კრებული ბოლო პერიოდის ლიტერატურული პროცესებით დაინტერესებულ მკითხველს ამ პროცესებზე წარმოდგენას ოდნავ მაინც დაულაგებს. “თუ ასე მოხდება, ჩავთვლი, რომ ეს საკმაოდ მძიმე ცამეტწლიანი შრომა ტყუილად არ გამიწევია და წიგნად მისი შეკვრაც ნამდვილად ღირდა” – წერს კრებულის შესავალში ავტორი.

    თამაზ ვასაძე, “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში,” რედაქტორი მაკა ელბაქიძე, თბ. “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2010.

    ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი თამაზ ვასაძე თავის ახალ კრებულში, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობამ გამოსცა, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ წერილებს უყრის თავს. წიგნში ძირითადად ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა შემოქმედებაა მიმოხილული, დავით გურამიშვილიდან ჯემალ ქარჩხაძის ჩათვლით. აქვე წაიკითხავთ ავტორის მოსაზრებებს ქართული ლიტერატურის განვითარებაზე, მის მიერ გავლილ და გასავლელ გზაზე, მწერლის ადგილსა და როლზე თანამედროვე სოციუმში და ა.შ.
    საით მიდის ჭეშმარიტების მაძიებელი ლიტერატურა, როგორია ილიას ფორმულა ჩვენს დროში, რა საერთოა ეროვნულ და დასავლურ იდეოლოგიას შორის – პასუხს ამ და ბევრ სხვა საინტერესო შეკითხვაზე თამაზ ვასაძის წინამდებარე კრებულში იპოვით.

    ძველი შუამდინარული პოეზია, მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე, თბ, “მემკვიდრეობა”, 2009.

    ძვ. წ-აღ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში შუმერებმა შექმნეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დამწერლობა, რამაც შესაძლებლობა მისცა წერილობით აღებეჭდათ თავიანთი მხატვრული შემოქმედება. იქედან მოყოლებული ათას ხუთასი წლის განმავლობაში შუმერული მხატვრული სიტყვა მწერლობად ყალიბდება. სწორედ ამ მწერლობის ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშებს გვთავაზობს მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე. თიხის ფირფიტებზე ამოკვეთილი შუმერული და აქადური ტექსტები გვიამბობს ინანასა და დუმუზის, ენლილისა და ენმერქარის, ლუგალბანდასა და გუდეას ამბებს. მრავალფეროვანია პოეტური შემოქმედების ჟანრებიც: სატრფიალო პოეზია და გოდებები, გაბაასება და ლირიკული ელეგია… “ჩვენს წარმოსხვაში შუამდინარული მწერლობა წარმოგვიდგება, როგორც ერთი ნანგრევი ნანგრევ ცივილიზაციაში, რომლის თავდაპირველი სახე და კონფიგურაცია დღევანდელი ადამიანისთვის მიუწვდომელია…. ჩვენზე უცხო და უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათი სემანტიკა და მეტაფორიკა, საგანთა უჩვეულო ასოციაციურობა ვერ ეტევა ჩვენს რაციონალურ გონებაში. მაგრამ უნდა მოველოდეთ რაციოს ხმას პოეზიისგან, მით უმეტეს, თუ ეს პოეზია ათასწლეულების წინ შეიქმნა?” – წერს წიგნის შესავალში ზურაბ კიკნაძე.

    ჰერმან ჰესე, “ნარცისი და გოლდმუნდი”, მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი, თბ. “სიესტა”, 2009.

    “ნარცისი და გოლდმუნდი” ცნობილი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰერმან ჰესეს ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის რომანია. ავტორმა იგი 1930 წელს დაწერა და მისი შემოქმედების შედარებით გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება. ჰესეს ეს ოპუსი არ არის ისეთი პოპულარული, როგორც “ტრამალის მგელი” ან “თამაში რიოში მარგალიტებით,” თუმცა უდავოდ საინტერესოა ამ ავტორის ნაწერებით დაინტერესებული მკითხველისთვის. სხვა რომანების მსგავსად, აქაც ნაჩვენებია შემოქმედებით და ლოგიკურ საწყისთა ურთიერთდამოკიდებულება. პირველს არტისტული ბუნების გოლდმუნდი განასახიერებს, მეორეს – ნარცისი, ასკეტი ბერი. მათი ურთიერთობა ორი სულიერი მეგობრის, განსხვავებული ბუნებისა და ცხოვრების წესის ადამიანის შინაგან დიალოგზეა აგებული. ნარცისი საშუალებას აძლევს გოლდმუნდს საკუთარი გზა თავად გაიკვალოს. მართალია, ეს გზა სახიფათო და წინააღმდეგობებით სავსეა, მაგრამ ბერი მიიჩნევს, რომ ადამიანური სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა მისცე სხვას შინაგანი თავისუფლება და არ მოახვიო შენი მსოფლმხედველობა და მოსაზრებები.

    ალექსანდრე დიუმა, “კავკასია”, რედაქტორი თემურ ქურდოვანიძე, თბ, 2009, აგორა.
    150 წლის წინათ თბილისს ალექსანდრე დიუმა ეწვია, რომელიც იმ პერიოდში კავკასიაში მოგზაურობდა. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის სილამაზითა და ქართული მასპინძლობით მოხიბლულმა აქ თვენახევარს დაჰყო და წვრილად გაეცნო ქართველების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს. შინ დაბრუნებულმა კი დაწერა წიგნი, სახელად “კავკასია,” რომლითაც შეეცადა ეს რეგიონი ევროპელი მკითხველისთვის გაეცნო.
    ქართველი ხალხისადმი ავტორი განსაკუთრებული სიმპათიითაა განმსჭვალული. წერს, რომ ისინი “იმდენად საუცხოო, კეთილშობილი, პატიოსანი, მამაცი, გულუხვი და შემმართებელი ერია, რომ სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას.” მწერალი მოხიბლულა ქართველთა სილამაზითაც და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხალხის, ჩერქეზების კონკურენტებადაც მიიჩნევს ამ საკითხში. წიგნში არაერთი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი და თბილისისა და კავკასიის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც გაეცნობით.
    დიუმას “კავკასია” პირველად 1964 წელს თარგმნა თინათინ ქიქოძემ. ეს იყო ტექსტის ე.წ. შემოკლებული ვარიანტი, რომელიც 1859 წლის გამოცემის მიხედვით შესრულდა. მთელ რიგ მიზეზთა გამო წიგნში შეგნებულად იყო გამოტოვებული მთელი პასაჟები კულინარიულ თემაზე, ასევე ზოგიერთი ანეგდოტი და გამოგონილი ამბავი. წინამდებარე გამოცემა პირველ თარგმანზეა დაფუძნებული, რომელშიც გამოტოვებული ადგილები ია ბერსენაძემ და გიორგი ეკიზაშვილმა შეავსეს. ამგვარად, ეს წიგნი დედნის სრული ანალოგია და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მკითხველის საოჯახო ბიბლიოთეკაში თავის ადგილს დაიკავებს.

    ნანა კობაიძე
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    ქეთევან მინდაძე – ქალაქის სული პოეზიაში


    ქალაქს სული აქვს. ამით განსხვავდება ის ნაგებობებისა და ადამიანების უბრალო ერთობისაგან. ქალაქში კაცი მომთაბარეა, როგორც „პირველი მწყემსი ან პირველი მონადირე“ და ქალაქის სული იცავს მას თავისი თავის, ქალაქის სიცივისა და სიცარიელისაგან.
    ქალაქის სული აზროვნებით არ შეიცნობა. ის უფრო მუდმივად ფორმირებადი განცდაა, რომელიც შეაძლებინებს ქალაქის მკვიდრს ხმაურიან დინამიკაში აღიქვას არსებობის სივრცე, დაიმორჩილოს ის თუ დაემორჩილოს მას.
    „Идет по улице невзрачной любовник старый и красивый“…(იოსიფ ბროდსკი). ეს ქალაქია, რომელსაც “მანქანები და ხალხი ცრემლებივით სდის“ (მ.ლეკიაშვილი). ასეთი ქუჩა სოფლადაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მაინც ქალაქის ატმოსფეროა – ცუდად განათებული ქუჩა, რომლის „უბინძურესი სადარბაზოები“ პოეზიასაც კი არ დაგიდევენ (მ.ლ.). რა ქმნის ამ ქალაქურობის შთაბეჭდილებას? „უნაკლო, სწრაფი და წითელი სტროფი“ (მ.ლ.), გეოგრაფიული სიმბოლიკა თუ ქუჩის ფანტასტიური მიზანსცენები: “ქალაქის ღამე, სადაც თითო მანქანის ჩავლა თითო შროშანია ამ ღამის ველის“ (მ.ლ.), ესკორტები (რენე შარი), ქუდმოხდილი ვარსკვლავთმრიცხველი თუ ნეონის მუხლებიანი ვიტრინები ტროტუარებზე (მ.ლ.)?
    ქალაქს თავისი ხმა აქვს, თავისი მეხსიერება. ნახევარბგერებით, ნახევარსუნთქვით იცნობა ქალაქის ხმა.
    ქალაქის მეხსიერება მკაცრი შავ–თეთრი აკვარელია, რომელიც მომხდარის მქრქალ კონტურს იტოვებს, რომ მხოლოდ ინიცირებულთათვის აქციოს ცოდნად.
    ქალაქის სივრცეში ინიცირება აბსტრაქტულ აზროვნებას მოითხოვს. განვითარებულ კულტურებში ქალაქის დინამიურობა ამძაფრებს ჭვრეტისა და შეცნობის უნარს და აყალიბებს მეამბოხეს, რეფორმატორს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ისტორიას ქალაქის ადამიანი ქმნის…
    ქალაქის ადამიანი თავის პოეზიასაც ქმნის. ეს პოეზია მარტოსული ადამიანის მონოლოგია, რომელიც, თითქოს, ბერძნული თეატრის თავისუფალ სცენაზე წარმოითქმის. ცარიელ სცენაზე, სადაც ერთადერთი ცოცხალი ბუნება ადამიანის სხეულია და ერთადერთი ფიგურა ადამიანი.
    დიდი ქალაქის მოაზროვნე პოეტები ანალიტიკურ–კრიტიკული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი, თითქოს, ლექსებს კი არ წერენ, არამედ „ერთგვარ კაუზალურ ხიდს აგებენ პირველმიზეზსა და ყველაზე საბოლოო შედეგს შორის“ (ო.შპენგლერი). თუმცა, ინტუიციისა და ზეშთაგონების გზით ეს კონსტრუქცია მიწასთან კავშირს კარგავს და „ელვაზე აღმართულ ნაგებობას ემსგავსება“ (სენ ჟონ პერსი).
    რენე შარი, იოსიფ ბროდსკი და მამუკა ლეკიაშვილი სამი სრულიად სხვადასხვა მოვლენაა დროითი კუთვნილების, შემოქმედებითი ინტერესების და წარმომვლობის მიხედვით. მაგრამ არის რაღაც მოსახელთებელი, რაც მათ აერთიანებს: ბუნებრიობა, სულის, სხეულის და მეტაფორის საგნობროვად ცხადი სიმტკიცე, რითმი, როგორც სიტყვების უეცარი შებმა, ორნამენტული ცნებების არარსებობა და აბსოლუტური მორჩილება ქალაქის ენის დიქტატისადმი. ისინი ყოფიერებას კი არ ახასიათებენ, არამედ ყოფიერების შიგნით ქმნიან და ქმნიან ზედმიწევნით სიმბოლურად. ეს სიმბოლურობა ქმნის არსებობის უნარიან მეტაფორას, რომელიც ზღვრული დაჭიმულობით არის სავსე.
    აქ ვერ შეხვდებით ვერცერთ შემთხვევით სიტყვას, ვერავითარ უნებლიე სიტყვათა დენას. „სიტყვაკაზმულობა“ აქ არ არსებობს! („Prends l’eloquance et tords –lui son cou!“ – სწვდი სიტყვაკაზმულობას და მოუგრიხე მას კისერი.“პოლ ვერლენი). სპონტანური გამორიცხულია ამ პოეტებთან და ობსცენური ლექსიკაც ქალაქის ენისადმი მორჩილების გამოხატულება უნდა იყოს. “La parole depourvue de sens annonce toujours un bouleversement prochain.” (აზრს მოკლებული სიტყვა არეულობას მოასწავებს)–წერდა რენე შარი. უკონტროლო მოგონებები, უმნიშვნელო ხმაური, ცნობიერების ნაკადი, წყვეტილი შთაბეჭდილებები და დაკვირვებები აქ გააზრებულ მუსიკად იქცევა და მთავარი ხდება უნაკლო ტექსტის შექმნა.
    მოძებნილია ახალი ფორმა, რომელიც ოდნავ უბრალოდ, ოდნავ მეტი სიზუსტით ხატავს ყველაფერს, რაც უკვე იყო, მაგრამ ახლა უფრო სრულყოფილი, მეტი სიღრმით დანახული, უფრო სადა და მნიშვნელოვანი მოჩანს. გარეგანი უბრალოების ქვეშ მრავალი უჩვეულო სურათია, სადაც ყველაზე ღრმა ადამიანური განცდები, ყველა შიში და სურვილი (თითქოს, შემთხვევით!), გონების მიერ გარდაიქმნება დროის, აუცილებლობის, სივრცის, სიყვარულის და სიკვდილის ფორმებად. აქ მოკლე ჩართვით ერთიანდება პოლუსურად საწინააღმდეგო ნამდვილი და გამოგონილი სახეები და სინათლის ნაკადად აღიბეჭდება მეხსიერებაში. “მთებიდან ზღვამდე შორს იმდენი მგალობელი ყელი აქვს საღამოს მშვენიერ ომს, რომ შურს გაკმენდილ ტყეს“(მ.ლ.); “Как будто жизнь начнется снова, как будто будет свет и слава, удачный день и вдоволь хлеба, как будто жизнь качнется вправо. качнувшись влево (იოსიფ ბროდსკი); “Et des levres du brouillard descendit notre plaisir au seuil de dune, au toit d’acier”(ჩვენი ნეტარება ნისლის ტუჩებით ეშვებოდეს დიუნების ზღურბლთან, ფოლადის სახურავთან – რენე შარი).
    მათ პოეზიაში, როგორც ბერძნულ ფრესკაზე, ვარსკვლავი, ღრუბელი, ჰორიზონტი – არ ჩანს. მაგრამ თუ ჩნდება, ის (ვარსკვლავი, ღრუბელი, ჰორიზონტი) არასოდეს ქმნის რაღაც მიუწვდომელის შთაბეჭდილებას და არის არა პასიური ჭვრეტის საგანი, არამედ ადამიანის სიმაღლეზე არსებობს და მისი ყოველდღიური სენსუალობის ნაწილია. ლექსში სიყვარულზე ყველაფერი შეიძლება იყოს: ქალის ნაკვთები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ღრუბლები, პეიზაჟი, უსულო საგანი, მაგრამ მკითხველმა იცის, რომ, ის სიყვარულით შთაგონებულ ლექსს კითხულობს – იმდენად ინტენსიურია ყურადღება სამყაროს ყველა დეტალისადმი. ეს ინტენსიურობა ფლობის დროებითობის შეგრძნებას უკავშირდება. სიყვარული, რაღაც სასრულის (ადამიანის) დამოკიდებულებაა უსასრულოსთან – ეს არის ფლობის დროებითობის მიზეზი და ამ გაუნელებელი ტკივილის სიტყვიერ გადმოცემას წარუვალი პოეტური ხმა სჭირდება – ზუსტი და ნიუანსებით მდიდარი..“A present disparais, mon escort, debout dans la distance:la douceur du nombre vient de se detruire. conge a vous, mes allies, mes violents, mes indices.tout vous entraine, tristessse obsequieeuse. J’aime.“ (ახლა კი გაქრი, ჩემი ესკორტო, შორს აღმართულო: განადგურდა რიცხვთა სინაზე. დამტოვეთ ჩემო მოკავშირეებო, ჩემო სწრაფებო, ჩემო ნიშნებო. პირმოთნე სევდამ აგიყოლიათ თქვენ.მე მიყვარს. – რენე შარი).
    „დეტალებისა და სიყვარულის ყოვლისშემძლე ღმერთთან“ (ბორის პასტერნაკი) რენე შარის, მამუკა ლეკიაშვილის და იოსიფ ბროდსკის კავშირი ბუნებრივია, მაგრამ ამ კავშირს ახლავს რაღაც შეკავებული სასოწარკვეთა, რომელიც, ალბათ, მძიმე გამოცდად აქცევს ლექსის წერას ამ პოეტებისათვის.
    სამივესათვის ორგანულია ამტანობაზე გამოცდის მდგომარეობები. მათ სულზე და სხეულზე აღბეჭდილია სიკვდილის საფრთხის ქვეშ სამართლიანობის აღდგენისათვის ომის კვალი. აქედან, სრულიად გაცნობიერებულია დამოკიდებულება თავისი საქმისადმი – პოეზიისადმი, სრულიად ცხადია მოქალაქობრივ-ზნეობრივი პოზიცია ლექსის წერის დროს.
    სამივესათვის უცხოა საკუთარი თავის და გარემოს კეთილგანწყობილი აღქმა. ისინი თითქოს გახანგრძლივებული კრიზის მდგომარეობაში ცხოვრობენ. განუსაზღვრელობა, ერთი წარუმატებლობიდან მეორეზე გადასვლა, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ისინი ცოცხლობენ „ხიფათიანი სიცოცხლით,“ რასაც სიცოცხლის ერთადერთ ფორმად თვლიდნენ ნიცშე და კიერკეგორი. თუმცა, ნიცშესაგან განსხვავებით, ამ პოეტების ანთროპოლოგია ინდივიდუალური კია, მაგრამ სავსეა ადამიანისადმი სიყვარულით.
    ყველა შემთხვევაში, მათი ხმა შეუვალია. ისინი, თითქოს, რაღაც ძალაუფლებას ფლობენ! სამივე ხელშეუხებელი პრივატულობით გამოირჩევა, ერთგვარი ჰერმეტიზმით. სამივე დაუნდობელი და მკაცრი ნოტებით წერს, სამივე კამიუს მარტოობის პარტიის წევრია და ასე მთელი სიცოცხლე – „против шерсти“ (ი.ბროდსკი). ერთია: ამ სიმარტოვეს გულუბრყვილო და სევდიანი თვითირონიაც ახლავს: კოლოსივით დიდი და ძლიერი რენე შარი – პატარა წარუმატებელი კინოროლებით; იოსიფ ბროდსკი – ვესტერნის აპოლოგეტი; მამუკა ლეკიაშვილი – პერფორმერი, რომლის პოსტმოდერნისტული სახელია “ჯო დასტინგერი“. (“ეჰ, ჯო!“). “რადგან ვერაფერი მე ვერ ვნახესავით, დილით ჩამოვივლი მევენახესავით დაკვალულ ოთახებს, ლოჯსა და დერეფანს, აქ კარზე ურდული ღიაა ქარისთვის და ნაცვლად მტევნების, მე ხელში შემრჩება ტილო გაწურული, რომელიც მაგივრად მტრის, რისხვაა მტვრის“ (მ.ლ.). შეიძლება, ეს თვითდაკვირვების საჯარო აქტებია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამივე შემთხვევაში, სიცოცხლის წესი პოეზიაა, პოეზიაა სიცოცხლის ერთადერთი საშუალება.
    სამივე პოეტთან ხშირად გვხდება მგზავრის, მოგზაურის სახეები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე დროში არსებობენ „სახელ და სახლმოჭრილნი“ (მ.ლ.) და თანაბრად ეკუთვნიან უდაბნოსა და ქალაქს. დინამიურ სამყაროში,სადაც არაფერია მუდმივი და მარადისობა სიცოცხლის ტოლია, სადაც შეუძლებელია „დარჩე ზმნის სტრატოსფეროში, რადგან ახალ ცრემლებში უნდა ამაღლდე და გასწიო წინ, ელვის სისწრაფით, ელვის, რომელიც პოეზიას აგრძელებს და სიკვდილს ჯობნის“ (რენე შარი) – მიწის სტატიკა მოსაწყენია. ქალაქში მიწა ან გზაა, ან ქუჩა. მგზავრისთვის, მოგზაურისათვის „წარმოუდგენელია სიცოცხლე წინ შეუცნობის გარეშე“ (რენე შარი). დაუღალავია მათი სვლა. თითქოს, „გზის შვიდი მერვედი“ (მ.ლ.) გავლილი აქვთ, მაგრამ მერვე მერვედის გავლას სიცოცხლის ფასი აქვს, გზას კი არც ბოლო აქვს, არც სახელი: ”Les routes qui ne dissent pas le pays de leur destination, sont les routes aimees.” (გზები რომლებიც თავისი მიმართულების ქვეყნებს არ ამხელენ, კარგი გზებია – რენე შარი). ამ გზაზე მხოლოდ აქა–იქ მოსჩანს ოდნავ მანათობელი სადგურები, სადაც ქალაქის სული პოულობს მოგზაურს (მ.ლ.) და „ტუჩებზე ღამის ქიმერისაგან დარჩენილ სინოტივეს“ (რენე შარი), როგორც „ხელის ყვავილს“ (რენე შარი) უწვდის მას.
    „რაც უფრო სიმბოლურია საგანი, მით უფრო არსებობს ის“ (მარტინ ჰაიდეგერი). ნამდვილი პოეზია ეხება საგანს და რაღაც გამოუთქმელს ანიჭებს მას, ალბათ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ შეგვაძლებინოს, ვუსმინოთ გამოუთქმელს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • დრამატურგია,  ესე (თარგმანი)

    ნორ­მან ბერ­ლინი – რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც "გო­დოს მო­ლო­დინ­ში"

    სე­მუ­ელ ბე­კე­ტი ათი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ახ­ლა კი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლია და ეს ნარ­კ­ვე­ვი ჩემს ნაც­ვ­ლად მი­სი “Endgame”-ის პერ­სო­ნაჟს, კლოვს რომ და­ე­წე­რა, უთუოდ ასე შეგ­ვეხ­მი­ა­ნე­ბო­და: ეს სა­უ­კუ­ნეც “დას­რულ­და, ამ­ო­ი­წუ­რა, თით­ქ­მის დამ­თავრდა, ალ­ბათ დამ­თავ­რ­და”. ამ­ას წი­ნათ “გო­დოს მო­ლო­დინ­ში” მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უმ­ნიშვნელ­ო­ვა­ნეს ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვან პი­ე­სად და­ა­სა­ხე­ლა 800-მა გა­მო­კითხულ­მა – დრა­მა­ტურგებ­მა, მსა­ხი­ო­ბებ­მა, რე­ჟი­სო­რებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა. ჩვენ კი ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, ვიკ­ით­ხოთ: “რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც “გო­დოს მო­ლო­დინ­ში”?”
    ირ­ლან­დი­ე­ლი ბე­კე­ტი 1989 წლის 22 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა პა­რიზ­ში, ქა­ლაქ­ში, სა­დაც თით­ქ­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რა. “New York Times”-მა მხო­ლოდ 27 დე­კემ­ბერს გა­მო­აქ­ვეყნა მი­სი ნეკ­რო­ლო­გი პირ­ველ გვერ­დ­ზე ას­ე­თი სა­თა­უ­რით: “83 წლის ას­აკ­ში გარ­და­იც­ვალა სე­მუ­ელ ბე­კე­ტი. მის­მა “გო­დომ” გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში”. სხვა­თა შო­რის, ბე­კე­ტის ოჯ­ახ­სა და ახ­ლობ­ლებს არც მი­სი ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა გა­უხ­მაურე­ბი­ათ და არც გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზეც უარი გა­ნაცხა­დეს. მისი დაკ­რ­ძალ­ვი­სას ერთ-ერთ­მა ორ­ა­ტორ­მა ის­იც აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ მასთან გა­მოთხო­ვე­ბას უამ­რა­ვი ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რი მო­ი­სურ­ვებ­და, სე­მუ­ე­ლი სწო­რედ ას­ეთ მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ცე­რე­მო­ნი­ას მი­ა­ნი­ჭებ­და უპ­ი­რა­ტე­სო­ბა­სო. ამ­ა­ში ეჭ­ვიც არ მეპ­ა­რე­ბა! ბე­კე­ტი იყო მე­ტად ჩუ­მი, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, მორ­ცხ­ვი ად­ა­მი­ა­ნი, მუ­დამ თავს რომ არ­ი­დებ­და სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რებს და არც სა­კუ­თარ პო­პუ­ლა­რო­ბას და­გი­დევდათ. დი­ახ, მას მო­ე­წო­ნე­ბო­და ეს მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნია მონ­პარ­ნა­სის სა­საფლაოზე! ბე­კე­ტის ბი­ოგ­რა­ფი, ჯე­იმს ნო­ულ­სო­ნი ერთ­გან აღ­ნიშ­ნავს, რომ დრა­მა­ტურ­გის დაკ­რ­ძალ­ვის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ას­ო­ბით ად­ა­მი­ა­ნი მი­დიოდა მის საფ­ლავ­ზე თა­ი­გუ­ლე­ბით ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი და ტო­ვებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე შედ­გე­ნილ გა­მო­სათხო­ვარ სიტყ­ვებს. მე კი ბე­კე­ტის საფ­ლავს ერთ მო­ქუფ­რულ, ღრუბ­ლი­ან დღეს მი­ვა­შუ­რე და იქ არ­ა­ვინ დამ­ხ­ვედ­რია, ქო­თან­ში ჩარ­ჩე­ნილ მიმჭკნარ ყვა­ვილ­საც მწუ­ხა­რედ და­ე­ხა­რა თა­ვი. ძლივს შევ­ნიშ­ნე ბრტყე­ლი ქვის ფი­ლა, რომ­ელ­ზეც მხო­ლოდ მი­სი და მი­სი მე­უღ­ლის, სი­უ­ზენ ბე­კე­ტის სა­ხე­ლე­ბი და გარ­დაც­ვალე­ბის წლე­ბი იყო ამ­ოტ­ვიფ­რუ­ლი. ცხა­დია, მე ეს არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია, სწო­რედ ას­ე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­სი საფ­ლა­ვი, სხვა, მდიდ­რუ­ლი ფი­ლე­ბით და მა­სი­უ­რი მო­ნუ­მენ­ტე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი საფ­ლა­ვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი. თა­ვად სა­საფ­ლაო მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი გზე­ბით იყო და­სე­რი­ლი, საფ­ლა­ვე­ბი ისე მჭიდ­როდ მიტ­მას­ნოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს, რომ ახლო­მახ­ლო ბა­ლა­ხის ღე­რიც კი ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ცი­ვი, პირ­ქუ­ში ად­გი­ლი თით­ქოს სენტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბის უფ­ლე­ბა­საც არ მი­ტო­ვებ­და, და მა­შინ ეს­ეც გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად მომეჩ­ვე­ნა: ბე­კე­ტი ხომ ის მწე­რა­ლი იყო, რო­მე­ლიც სიბ­რა­ლულ­სა და გულ­ჩ­ვი­ლო­ბას არას­ო­დეს აიგ­ი­ვებ­და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას­თან. ერ­თი სიტყ­ვით, მის სა­მა­რეს­თან დიდ მწუხარ­ე­ბას არ მივ­ცე­მი­ვარ, მით უმ­ე­ტეს, რომ თა­ვად ბე­კე­ტი (რო­გორც ამ­ას მის ცალ­კეულ გა­მო­ნათ­ქ­ვამ­თა და ნა­წარ­მო­ებ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მიგ­ვა­ნიშ­ნებს) ქვე­შეც­ნე­უ­ლად ყო­ველ­თ­ვის მი­ის­წ­რა­ფო­და სა­საფ­ლა­ოს­კენ, იმ შვე­ბი­სა­კენ, რო­მელ­საც სი­ჩუ­მე ჰქვია. იმ წუ­თას მწერ­ლის და­უ­ვიწყა­რი, ერ­თი შე­ხედ­ვით, ორ­აზ­რო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბი გა­მახსენ­და მი­სი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან (“Stirrings Still”) – “ყვე­ლა­ფე­რი და­სას­რუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა”. ამ­ით ის ან სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქ­ვამ­და, ან იმ­ის იმ­ედს, რომ ად­რე თუ გვი­ან ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა. აქ, ალ­ბათ, უფ­რო იმ­ე­დი უნ­და ვი­გუ­ლისხმოთ. ათი წლის წინ დამ­თავ­რ­და ბე­კე­ტის­თ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მო­ლო­დი­ნი, მაგ­რამ მისი “გო­დოს” მა­წან­წა­ლე­ბი კვლავ ცოცხ­ლო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის თე­ატ­რებ­ში და მსოფ­ლი­ოს სცე­ნებ­ზე დღემ­დე გა­ხე­ვე­ბულ­ნი ელ­ი­ან რა­ღა­ცის თუ ვი­ღა­ცის გა­მო­ჩე­ნას. ის­ი­ნი ალ­ბათ ჩვენც გვე­ლი­ან, მა­ყუ­რე­ბელს, და ჩვენც არ უნ­და და­ვი­ზა­როთ თე­ატ­რად წო­დე­ბულ შე­ნო­ბა­ში მა­თი მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
    პი­ე­სა, რო­მელ­მაც საქ­ვეყ­ნოდ გა­უთ­ქ­ვა სა­ხე­ლი ბე­კეტს, თავ­და­პირ­ვე­ლად მან ფრანგულ ენ­ა­ზე და­წე­რა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თვი­თონ­ვე თარ­გ­მ­ნა ინგ­ლი­სუ­რად. ეს თით­ქოს ერთგვა­რი სუ­ლის მოთ­ქ­მა, გან­ტ­ვირ­თ­ვა იყო მის­თ­ვის რო­მან-ტრი­ლო­გი­ის (Molloy, Malone Dies, The Unnamble) რთულ პრო­ზას­თან შე­ჭი­დე­ბის შემ­დეგ. იოლ­ად და­წე­რა ბე­კეტ­მა “გო­დო”, სულ რა­ღაც ოთხ თვე­ში გა­ას­რუ­ლა. რე­ჟი­სო­რე­ბი კი ასე იოლ­ად ვერ და­არ­წ­მუ­ნა, რომ ღირ­და მი­სი სცენ­ა­ზე გა­ცოცხ­ლე­ბა. სი­უ­ზე­ნი, მწერ­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და მო­მა­ვა­ლი თა­ნა­მეცხედ­რე, თე­ატ­რი­დან თე­ატ­რ­ში და­დი­ო­და, რე­ჟი­სო­რებს პი­ე­სის წა­კითხ­ვას აძ­ა­ლებდა და ვი­საც კი მო­ი­ხელ­თებ­და, ყვე­ლას უტ­ო­ვებ­და ტექსტს. და აი, ბო­ლოს, რო­ჟე ბლენმა, ამ შე­სა­ნიშ­ნავ­მა მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, რო­მელ­საც არ აფრ­თხობ­და ორ­ი­გინა­ლუ­რი სცე­ნა­რე­ბი (და რომ­ლის თე­ატ­რიც თით­ქ­მის სულ ცა­რი­ე­ლი იყო, რაც, ბე­კე­ტის აზ­რით, იმ­ას ნიშ­ნავ­და, რომ ის რა­ღაც ფა­სე­ულს აკ­ე­თებ­და), გა­დაწყ­ვი­ტა კი­დევ ერთხელ ეც­ა­და ბე­დი. 1953 წლის 5 იან­ვარს, რიგ დაბ­რ­კო­ლე­ბა­თა გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, პი­ე­სა და­იდ­გა პა­რი­ზის თე­ატრ “ბა­ბი­ლონ­ში” და, იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბე­კე­ტის სა­ხე­ლიც ყვე­ლას პირ­ზე ეკ­ე­რა, ანუ, რო­გორც მი­სი ბი­ოგ­რა­ფი ნო­ულ­სო­ნი იტ­ყო­და, იგი “დი­დებისთ­ვის შე­იქ­ნა გან­წი­რუ­ლი” (მან მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფია სწო­რედ ასე და­ა­სა­თა­უ­რა: “დიდ­ე­ბის­თ­ვის გან­წი­რუ­ლი”). მას შემ­დეგ გა­ჩაღ­და კა­მა­თი “გო­დოს” ირგ­ვ­ლივ, ზო­გი თეატრა­ლი და კრი­ტი­კო­სი შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი და უკ­მა­ყო­ფი­ლო ჩან­და, ზო­გი კი აღ­ტა­ცე­ბას ვერ ფა­რავ­და. სწო­რედ აზრ­თა ამ შეხ­ლა-შე­მოხ­ლამ გა­მო­იწ­ვია პა­რი­ზის და­ინ­ტე­რე­სება ბე­კე­ტის უჩ­ვე­უ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბით – სა­დაც და რო­დე­საც არ უნ­და დად­გ­მუ­ლი­ყო, ყველგან გუ­ლის­ფან­ც­ქა­ლით ელ­ოდ­ნენ ფარ­დის ახ­დას.
    აბა დავ­ფიქ­რ­დეთ, რო­გორ უნ­და აღ­ექ­ვა მა­ყუ­რე­ბალს “გო­დო”, პი­ე­სა, რომ­ლის ძი­რი­თადი “მოქ­მე­დე­ბაც” ლო­დი­ნი გახ­ლ­დათ – 1950-იან წლებ­ში, რო­დე­საც იგი ოს­ბორ­ნის ყო­ფი­თი დრა­მით (“მო­თო­კე რის­ხ­ვა”) და ო’ნი­ლის რე­ა­ლის­ტუ­რი შე­დევ­რით (“ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მოგ­ზაურ­ო­ბა ღა­მე­ში”) იყო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი? მა­შინ ხომ დარ­ბა­ზი დრა­მის­გან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს ელ­ო­და, ძი­რი­თა­დად კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი ხა­სი­ა­თი­სას და ეს კონ­ფ­ლიქ­ტი უნ­და ყოფილ­ი­ყო პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა! ბე­კეტ­მა კი თა­მა­მად შეაქცია ზურ­გი ამ ტრა­დი­ცი­ას, “უმ­ოქ­მე­დო­ბა­ზე” ააგო თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი და და­საწყის­ში­ვე გვა­უწ­ყა, რომ “აღ­ა­რა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბო­და” (Nothing to be done). არ­ა­ვი­თა­რი სი­უ­ჟე­ტი, მხოლ­ოდ რა­ღაც სტა­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია! დრა­მა­ტურ­გი გო­ნივ­რუ­ლად აიძ­უ­ლებს მა­ყუ­რებელს ელ­ო­დოს “რა­ღა­ცის” მოხ­დე­ნას სცე­ნა­ზე – ის­ე­ვე, რო­გორც მი­სი მა­წან­წა­ლე­ბი ელიან რა­ღა­ცას ცხოვ­რე­ბა­ში. დე­კო­რა­ცი­აც ერ­თობ მწი­რია – ორ­ღო­ბე და ხე. და ამ თით­ქ­მის შიშ­ველ სცე­ნა­ზე ორი მა­წან­წა­ლა – ესტ­რა­გო­ნი და ვლა­დი­მი­რი, ანუ გო­გო და დი­დი, ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის მსჯე­ლო­ბით არ­ი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ერ­თობ ტრი­ვი­ა­ლურ აზ­რებს გამოთქ­ვა­მენ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ის­ე­თი რა­მეც წა­მოს­ც­დე­ბათ, ღრმად რომ შე­იძ­ლე­ბა ჩაგვაფ­იქ­როს, სევ­და­საც რომ გა­მო­ხა­ტავს და სა­სო­ე­ბა­საც – ის­ი­ნი ხომ ჩვენ­თ­ვის უც­ნობ ვინ­მე გო­დის გა­მო­ჩე­ნას ელ­ი­ან. მე­რე სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბიც ჩნდე­ბი­ან სცე­ნა­ზე – დიქ­ტა­ტო­რის ყვე­ლა თვი­სე­ბით შემ­კუ­ლი პო­ცო, სულ ერთ­თა­ვად მათ­რახს რომ ატყ­ლაშუნ­ებს და თო­კით მი­ათ­რევს ტვირ­თა­კი­დე­ბულ მსა­ხურ­სა თუ მო­ნას, სა­ხე­ლად ლა­კის. შემ­დეგ ის­ევ რა­ღაც ბუნ­დო­ვა­ნი დი­ა­ლო­გი, ჩვე­უ­ლებ­რივ უენო ლა­კის საკ­მა­ოდ გრძელ ტი­რა­და­საც რომ შე­ი­ცავს და პატ­რონ-ყმა დრო­ე­ბით ემშ­ვი­დო­ბე­ბა მა­ყუ­რე­ბელს. პირვე­ლი მოქ­მე­დე­ბის და­სას­რულს გვეცხა­დე­ბა ბოი (Boy), რა­თა დი­დის და გო­გოს აუწ­ყოს, რომ გო­დო იმ ღა­მით მის­ვ­ლას ვერ ახ­ერ­ხებს, მაგ­რამ ხვალ კი, წე­სით, აღ­ა­რა­ფერ­მა არ უნ­და შე­უ­შა­ლოს ხე­ლი. ორი მა­წან­წა­ლა წას­ვ­ლას გა­დაწყ­ვეტს: “მაშ კარ­გი. აბა, ჩვენ წა­ვე­დით”. მაგ­რამ “ად­გი­ლი­დან არ იძვ­რი­ან. ფარ­და”. მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბა­შიც იგ­ი­ვე უმ­ოქ­მე­დო­ბა – მო­ლო­დი­ნი და სჯა-ბა­ა­სი. პო­ცო და ლა­კი კვლავ ჩნდე­ბი­ან, ოღ­ონდ ამჯერ­ად პო­ცო ბრმაა, ლა­კი კი მუნ­ჯი, მე­რე მი­დი­ან, კვლავ შე­მო­იჭ­რე­ბა სცე­ნა­ზე ბოი, რა­თა ად­რინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­მე­ო­როს მა­წან­წა­ლებს, დი­დი და გო­გო ის­ევ და­აპირ­ე­ბენ წას­ვ­ლას, მაგ­რამ არ­სა­დაც არ მი­დი­ან. “ის­ი­ნი ად­გი­ლი­დან არ იძვ­რი­ან. ფარდა”.
    ხომ გახ­სოვთ, რო­გორ მღე­რის პე­გი ლი: “…ეს­ეც ასე, სულ ეს იყო?” ჩვენც შეგ­ვიძ­ლია იგივე კითხ­ვა დავ­ს­ვათ (არ არ­ის აუც­ი­ლე­ბე­ლი მა­სა­ვით წა­ვიმ­ღე­როთ). მაგ­რამ ასე თუ მი­ვუდ­გე­ბით სა­კითხს, მა­შინ ვე­ღარ აღ­ვიქ­ვამთ პი­ე­სის მთელ ხიბლს, უჩ­ვე­უ­ლო­ბას, მოქ­მედ პირ­თა სი­ხა­რულ­სა თუ ტან­ჯ­ვას, მათ სა­სე­ი­რო აკ­ვი­ა­ტე­ბებს და არც გო­დოს ვი­ნა­ო­ბა დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სებს. “ვინ არ­ის გო­დო?” – აი, ეს გახ­ლავთ მთა­ვა­რი კითხ­ვა, თუმცა პი­ე­სა უამ­რავ სხვა კითხ­ვა­საც ბა­დებს. რო­დე­საც ალ­ან შნა­ი­დერ­მა, რე­ჟი­სორმა, ვი­სი დად­გ­მე­ბი­თაც ბე­კე­ტი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო, ეს კითხ­ვა დას­ვა, დრა­მა­ტურ­გ­მა დინ­ჯად უპ­ა­სუ­ხა: “ეს რომ მცოდ­ნო­და, არც და­გი­მა­ლავ­დით”. ბე­კეტს აოც­ებ­და პი­ე­სასთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა ჰიპ­ო­თე­ზა, მი­სი სიმ­ბო­ლი­კის გა­შიფ­რ­ვის ყოველი მცდე­ლო­ბა და ასე ცდი­ლობ­და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა დამ­შ­ვი­დე­ბას: “ერ­თი მითხა­რით, რა სა­ჭი­როა ას­ე­თი მარ­ტი­ვი რა­მის გარ­თუ­ლე­ბა”.
    “მარ­ტივ­მა რა­მემ” უდ­ი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. ნე­ბა მო­მე­ცით, გა­ვიხსე­ნო, რო­გორ აღ­ვიქ­ვი ეს პი­ე­სა Golden Theatre-ის სცე­ნა­ზე 1956 წელს. მა­შინ არ­ა­ფე­რი არ მსმენო­და ბე­კეტ­ზე, მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ პი­ე­სა, რომ­ლის ნახ­ვა­საც ვა­პი­რებ­დი, სა­ყოველ­თაო გან­ს­ჯის საგ­ნად ქცე­უ­ლი­ყო. ად­რე ის მა­ი­ა­მი­შიც (სწო­რედ მა­ი­ა­მი­ში, და არა სხვა­გან) დად­გა ჰერ­ბერტ ბერგჰოფ­მა და რად­გან მას­ში ბერტ ლა­რი და ტომ ივ­ე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, აფ­ი­შებ­ზე ასე წა­ე­წე­რათ: “ორი კონ­ტი­ნენ­ტის კო­მი­კუ­რი სენ­საცია”. პირ­ველ­სა­ვე სა­ღა­მოს მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­ხე­ვარ­მა და­ტო­ვა დარ­ბა­ზი… შემ­დეგ ბროდ­ვე­ი­ზე, Golden Theatre-ის სცე­ნა­ზე დად­გა “გო­დო” ალ­ან შნა­ი­დერ­მა. ამ­ჯე­რად აფ­ი­შა სულ სხვა რა­მეს გვატყო­ბი­ნებ­და: “ვიწ­ვევთ 70 000 ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ თე­ატ­რალს”. სხვა­თა შო­რის, 59-ჯერ გა­ვი­და სცე­ნა­ზე, აქ­ე­დან ერთ-ერთ წარ­მო­დე­ნას მეც და­ვეს­წა­რი, მას შემ­დეგ “გოდოს” ბევ­რი დად­გ­მა მი­ნა­ხავს, მათ შო­რის ზო­გი მარ­თ­ლაც ბრწყინ­ვა­ლე, მაგ­რამ არც ერთს არ მო­ვუ­ნუს­ხი­ვარ ისე, რო­გორც იმ­ას, სულ პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე: მა­შინ მე “ახალი ხმის” მოს­მე­ნის სი­ა­მე გან­ვი­ცა­დე.
    რო­დე­საც ფარ­და და­ეშ­ვა და სცე­ნა­ზე გა­შე­შე­ბუ­ლი ორი მა­წან­წა­ლა მის მიღ­მა დარჩა, მეც გა­ხე­ვე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი რამ­დე­ნი­მე წამს, ვიდ­რე მა­ყუ­რე­ბელს ავ­უ­ბამ­დი მხარს და ტა­შით და­ვა­ჯილ­დო­ებ­დი მსა­ხი­ო­ბებს – ბერტ ლა­რის (გო­გო), ე. გ. მარ­შალს (დი­დი), კურტ კაშ­ნარს (პო­ცო) და ელ­ვინ ეპშ­ტე­ინს (ლა­კი). გა­მა­ოგ­ნა წარ­მოდ­გე­ნის სიმ­სუ­ბუ­ქემ და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე­ბამ. ყოვ­ლად გა­უ­გო­ნა­რი სიტყ­ვა­თა წყო­ბა, უც­ნა­უ­რი მი­მი­კე­ბი და თა­ვად დუ­მი­ლიც სა­ოც­რად ღრმა და “მტკივ­ნე­ულ” ში­ნა­არსს გა­მო­ხა­ტავ­და. ის, რაც სცე­ნა­ზე ხდე­ბო­და, აშ­კა­რაც იყო და იდ­უ­მა­ლიც, რთუ­ლიც და მარ­ტი­ვიც. წლე­ბის მან­ძილზე სულ თვალ­წინ მიდ­გას ზო­გი­ერ­თი სცე­ნა, მათ ჩა­მოთ­ვ­ლას არ და­ვი­ზა­რებ: ფარ­და აიხ­ა­და და ლა­რიც (გო­გო) ცდი­ლობს რო­გორ­მე გა­იძ­როს ფეხ­საც­მე­ლი, ისე უღ­მერ­თოდ იტან­ჯე­ბა ამ დროს, რომ პირ­ვე­ლი­ვე სიტყ­ვე­ბი – “ხსნა არ არ­ის” – იმ­ა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტს გა­მო­ხა­ტავს, ვიდ­რე უბ­რა­ლო ჭი­დილს ად­ა­მი­ან­სა და უს­უ­ლო სა­განს შო­რის; აი, სცენ­ა­ზე ჩნდე­ბა მარ­შა­ლი (დი­დი), ძლივს ად­გამს გა­შე­შე­ბულ, გა­ჩაჩხულ ფე­ხებს. აშ­კარაა, რომ “ის”, რაც მას სტკი­ვა, სწო­რედ ფე­ხებ­შუაა მოქ­ცე­უ­ლი. აკი კითხუ­ლობს, ნე­ტავ თუ მტკი­ვაო “ის”; ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ახ­ერ­ხებს ყუ­რე­ბას ლა­რი (გო­გო), მა­ყუ­რებელ­თა პირ­ველ რი­გებ­საც აკ­ვირ­დე­ბა, თვა­ლებს კი ისე იჩრ­დი­ლავს ხე­ლით, ბასტერ კიტ­ონ­საც კი შე­შურ­დე­ბა; ქუ­დე­ბის სცე­ნამ ყვე­ლა­ზე მე­ტად აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნა: გა­ვიხსენ­ოთ თუნ­დაც ლა­რი­სა და მარ­შა­ლის მი­ერ მა­თი ქუ­დე­ბის ჟონ­გ­ლი­ო­რუ­ლი გაც­ვ­ლა-გამოცვ­ლა, ან ის სცე­ნა, მარ­შა­ლი “თა­ვის ქუდს” რომ ათ­ვა­ლი­ე­რებს და თი­თე­ბით მსუ­ბუ­ქად ეალ­ერ­სე­ბა, ან ის, ლა­კის თა­ვი­დან ქუდს რომ გა­და­აძ­რო­ბენ, მის უნ­ი­ა­თო მო­ნო­ლოგს წერ­ტი­ლი რომ და­უს­ვან. ხო­ლო თა­ვად ეს მო­ნო­ლო­გი, არა მი­სი ში­ნა­არ­სი, არ­ა­მედ მისი გად­მო­ცე­მის ეპშ­ტე­ი­ნი­სე­უ­ლი მა­ნე­რა, თვალ­ში­სა­ცემს ხდის მის სრულ უაზ­რო­ბას. სა­ჭი­რო­ზე მე­ტი მოძ­რა­ო­ბა: გო­გო და დი­დი ბოლ­თა­სა სცე­მენ, გარს უვ­ლი­ან სცე­ნას; და­უ­ვიწყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა სცე­ნა­ზე პო­ცოს და ლა­კის, ერთ­მა­ნეთ­თან თო­კით “და­კავში­რე­ბუ­ლი” ამ ორი სა­ოც­რე­ბის, ზან­ტი ტა­ა­ტი; თა­ნაც თო­კი პირ­ველ მოქ­მე­დე­ბა­ში გრძელ­ზე გრძე­ლია, მე­ო­რე­ში კი – საგ­რ­ძ­ნობ­ლად მოკ­ლე: ამ მოქ­მე­დე­ბა­ში ხომ უს­ი­ნათლო პო­ცო უფ­რო მე­ტად არ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ლა­კი­ზე; ლა­კის თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი ცეკ­ვა, გო­გო, რო­მე­ლიც ცდი­ლობს მის მი­ბაძ­ვას; აი, გო­გო სტა­ფი­ლოს შე­ექ­ცე­ვა ის­ე­თი გა­ტაცე­ბით, რომ მი­სი სიტყ­ვე­ბი: “მე არ­ა­სო­დეს და­ვი­ვიწყებ ამ სტა­ფი­ლოს”, სუ­ლაც არ გვეჩ­ვე­ნე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად; ემბ­რი­ო­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოკ­რუნ­ჩხულ გო­გოს დიდი ნა­ზად აფ­ა­რებს სა­კუ­თარ პალ­ტოს; გო­გოს ფეხ­საც­მე­ლი, ანტ­რაქ­ტის დროს სცე­ნა­ზე რომ რჩე­ბა და ჩაპ­ლი­ნის ფეხ­საც­მელს რომ გვა­გო­ნებს; მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბის და­საწყის­ში, ოთ­ხი თუ ხუ­თი ფო­თო­ლი – აქ­ამ­დე გა­შიშ­ვ­ლე­ბულ ტო­ტე­ბი­ან ხე­ზე (ამ­ან გან­სა­კუთრე­ბით აღ­აფ­რ­თო­ვა­ნა მა­ყუ­რე­ბე­ლი); ლა­რის მრა­ვალ­გ­ზის ზე­აღ­მარ­თუ­ლი თი­თი და მისი შე­ძა­ხი­ლი (“აჰ”), რო­ცა კი შე­ახ­სე­ნე­ბენ, რომ გო­დოს ელ­ი­ან; გო­გოს ჩამ­ძ­ვ­რა­ლი შარვა­ლი, რო­ცა თა­ვის ჩა­მო­სახ­რ­ჩო­ბად ბა­წარს შე­იხ­ს­ნის; ფარ­დის დაშ­ვე­ბი­სას ერთ ადგილ­ზე გა­ყი­ნუ­ლი, თვა­ლებ­და­ხუ­ჭუ­ლი დი­დი და გო­გო…
    აი, ამ კონ­კ­რე­ტულ­მა სა­ხე­ებ­მა, ამ პირ­ველ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბამ, დიდ­ხანს რომ მიყვება საქ­მე­ში გარ­კ­ვე­ულ მა­ყუ­რე­ბელს, გა­ნა­პი­რო­ბა “გო­დოს” ას­ე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა. შესა­ნიშ­ნა­ვია პი­ე­სის ფი­ზი­კუ­რი მხა­რეც – ჟესტ-მი­მი­კე­ბი, მწი­რი რეკ­ვი­ზი­ტი (ქუ­დები, ფეხ­საც­მე­ლი, შარ­ვ­ლე­ბი, სტა­ფი­ლო, თო­კი), ის ხე და… სცე­ნის სი­ცა­რი­ე­ლეც; ყვე­ლა ის კო­მი­კუ­რი სვლე­ბი, ვო­დე­ვი­ლე­ბის და სხვა­დას­ხ­ვა ფილ­მე­ბის გა­მო­ძა­ხილს რომ წარ­მო­ად­გენს და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ტრა­გი­კულ ელ­ფერს იძ­ენს. დარ­ბაზ­ში ჯდო­მი­სას ისე­თი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ჩემ­სა და სცე­ნას შო­რის ყო­ველ­გ­ვა­რი ზღვა­რი წაიშ­ა­ლა, თუმ­ცა ბე­კე­ტი არ­ას­დ­როს მაძ­ლევ­და იმ­ის და­ვიწყე­ბის უფ­ლე­ბას, რომ ეს სასცე­ნო ექს­პე­რი­მენ­ტი იყო – სიმ­ბო­ლო­ე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი, სტი­ლი­ზე­ბუ­ლი. მა­შინ, 1956 წლის დად­გ­მა­ში სა­ო­ცა­რი ბუ­ნებ­რი­ო­ბით ერწყ­მო­და ერთ­მა­ნეთს თე­ატ­რა­ლუ­რი და ავთენ­ტი­კუ­რი, წარ­მო­სახ­ვი­თი და რე­ა­ლუ­რი. თე­ატ­რ­ში უდ­ა­ოდ რა­ღაც ახ­ა­ლი ხდე­ბო­და. ჩვენ შევ­ყუ­რებ­დით ისე და­ცა­რი­ე­ლე­ბულ სცე­ნას, ისე “გა­შიფ­რულ” მსა­ხი­ო­ბებს, სი­ტუაც­ი­აც ის­ე­თი აშ­კა­რა და მარ­ტი­ვი იყო, რომ ას­ეთ დრა­მა­ტურ­გი­ულ მი­ნი­მა­ლიზმს მიუჩვე­ვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად ცდი­ლობ­და რა­ი­მე გა­მო­ედ­ნო “არ­აფ­რის­გან”. ამ პი­ე­საში არ­ა­ფე­რი ეს­აქ­მე­ბა თე­ატ­რის­თ­ვის ჩვე­ულ ვი­ზუ­ა­ლურ და ვერ­ბა­ლურ ბრწყინ­ვა­ლებას. დი­ა­ლო­გი ხში­რად ფრაგ­მენ­ტუ­ლია, დას­კ­ვ­ნე­ბი ყოვ­ლად ალ­ო­გი­კუ­რი, ალ­უ­ზი­ე­ბი – ხაზ­გას­მით უეშ­მა­კო, მოქ­მე­დე­ბა – მე­ქა­ნი­კუ­რი, მაგ­რამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო სა­უ­ბა­რიც კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფიქ­რებს აღძ­რავს მა­ყუ­რე­ბელ­ში. აქ დუ­მი­ლი ის­ე­თი­ვე დატ­ვირ­თ­ვას იძ­ენს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი დი­ა­ლო­გი, არ­ა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ჩვე­უ­ლებ­რივ, ყო­ველდღი­ურ სი­ჩუ­მეს­თან, არც სა­სო­წარ­კ­ვე­თით გა­მოწ­ვე­ულ მდუ­მა­რე­ბას­თან. ეს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, “ბე­კე­ტი­სე­უ­ლი” სი­ჩუ­მეა, არ­არ­სე­ბუ­ლის რე­ა­ლუ­რო­ბა, თვით არ­სებობ­ის სა­ფუძ­ველ­ში­ვე რომ ამ­ო­იც­ნო­ბა, თით­ქოს პირ­ვე­ლად იყო სი­ჩუ­მე, შემ­დეგ კი – სიტყ­ვა და კვლავ სი­ჩუ­მე. “გო­დო”‘აუქ­მებს რე­ა­ლის­ტუ­რი თე­ატ­რის მთა­ვარ კომ­პო­ნენტს, პერ­სო­ნა­ჟის “გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლო­ბას”. ვინ არ­ი­ან ეს მა­წან­წა­ლე­ბი? რა ერ­ოვ­ნე­ბის ხალხ­თან გვაქვს საქ­მე? ოდ­ეს­მე თუ უმ­უ­შა­ვი­ათ სად­მე? ნე­ტა სკო­ლა­ში თუ უვ­ლი­ათ? ყავთ ოჯ­ა­ხე­ბი? ერთ­მა­ნეთს აქ რა­ტომ ხვდე­ბი­ან? (ეს “აქ” სად­ღაა?) და ა. შ. სცე­ნა­ზე მო­ბორი­ა­ლე ად­ა­მი­ა­ნებს არც წარ­სუ­ლი აქვთ და არც მო­მა­ვა­ლი, ის­ი­ნი მხო­ლოდ აქ არ­ი­ან, ამ სცე­ნა­ზე, ზუს­ტად ის­ე­ვე, რო­გორც გო­გოს ფეხ­საც­მე­ლი. ეს ფეხ­საც­მე­ლიც რომ კიდევ ერ­თი თავ­სა­ტე­ხია! მარ­თა­ლია, გო­გოს ის ვე­რაფ­რით ვერ მო­ურ­გია, მაგ­რამ ოდ­ესმე შე­იძ­ლე­ბა კი­დეც მო­ერ­გოს. გო­გო­სია თუ ვინ­მე სხვის (იქ­ნებ ჩაპ­ლი­ნის)? ლი სტრასბერ­გ­მა, სტა­ნის­ლავ­ს­კის ცნო­ბილ­მა მიმ­დე­ვარ­მა, ას­ე­თი რამ უთხ­რა სტუ­დენ­ტებს: “არ­ის წუ­თე­ბი, რო­ცა ხელ­ში იღ­ებთ თქვენს ფეხ­საც­მელს და თვალ­წინ გა­გირ­ბენთ მთელი ცხოვ­რე­ბა”. აი, გო­გოს ფეხ­საც­მე­ლი კი არ­ა­ნა­ირ ის­ტო­რი­ას არ გვიმ­ხელს, ყო­ველ შემთხ­ვე­ვა­ში, გო­გო­ზე არ­ა­ფერს არ გვე­უბ­ნე­ბა.
    ბე­კე­ტი თა­ვი­დან იშ­ო­რებს ყვე­ლა­ფერ იმ­ას (ზუს­ტად ისე, რო­გორც მო­ქან­და­კე საჭ­რეთე­ლით – ყო­ვე­ლი­ვე ზედ­მეტს), რაც ჩვენ მუ­დამ ასე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნ­და თეატრის­თ­ვის, და რა­საც ტო­ვებს, მე­ტად მწი­რად გვეჩ­ვე­ნე­ბა, ოღ­ონდ, მხო­ლოდ გვეჩ­ვენება. ჯაკომეტი პი­რა­დად იც­ნობ­და ბე­კეტს, მან შექ­მ­ნა ხე 1961 წელს “გო­დოს” პა­რი­ზული დად­გ­მის­თ­ვის. მან­ვე ერთხელ გა­ნაცხა­და, რომ ად­ა­მი­ა­ნის ფი­გუ­რას კი არ აქ­ანდაკ­ებ­და, არ­ა­მედ “მის ჩრდილს”. ბე­კე­ტის პი­ე­სა გვა­ი­ძუ­ლებს ჩა­ვუკ­ვირ­დეთ სწო­რედ ჩრდილს, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ნათ­ლად ვხე­დავთ ყვე­ლა­ფერს, რაც სცე­ნა­ზე ხდე­ბა, ვი­ფიქროთ იმ­ა­ზე, რაც თვა­ლის­თ­ვის და­ფა­რუ­ლია. ბე­კეტს აოც­ებ­და, რა სა­ჭი­რო იყო სრუ­ლიად “მარ­ტი­ვი რა­ღა­ცის” გარ­თუ­ლე­ბა, მაგ­რამ თა­ვად მი­სი ქმნი­ლე­ბა გვა­ი­ძუ­ლებს ვეძი­ოთ ფა­რუ­ლი აზ­რი, კითხ­ვე­ბიც თა­ვის­თა­ვად გვიჩ­ნ­დე­ბა. “ჰამ­ლე­ტის” არ იყ­ოს, “გო­დოც” უპ­ა­სუ­ხო კითხ­ვე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია, მათ შო­რის ის­ე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კითხ­ვებისა, ად­ა­მი­ა­ნის თვი­თაღ­ქ­მას, მის და­ბა­დე­ბა­სა თუ სიკ­ვ­დილს, ღმერთს რომ შე­ე­ხება. კა­მა­თი პი­ე­სის ირგ­ვ­ლივ პირ­ვე­ლი­ვე პა­რი­ზუ­ლი დად­გ­მი­დან და­იწ­ყო და ალ­ბათ მომა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ამ კითხ­ვებს მხო­ლოდ ყოყ­მა­ნით თუ შე­იძ­ლე­ბა ვუ­პა­სუ­ხოთ და ის­იც მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ, რად­გან თა­ვად ბე­კე­ტი აც­ამ­ტ­ვე­რებს ყვე­ლა ჩვენ შე­საძ­ლო პა­სუხს. ის ხომ ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბით გვაბ­ნევს (“არ მი­მე­კა­რო. დარ­ჩი ჩემ­თან”), მი­სი გმი­რე­ბიც იტყ­ვი­ან რა­ღა­ცას და იქ­ვე უარ­ყო­ფენ (“არ ვი­ცი რა არ­ის. ტი­რი­ფია”).
    ბე­კე­ტი ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობს, არ და­ირ­ღ­ვეს წო­ნას­წო­რო­ბა. მას მუ­დამ ხიბ­ლავ­და ნეტა­რი ავ­გუს­ტი­ნეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: “ნუ დარ­დობთ, ერთ-ერ­თი ქურ­დი გა­დარჩა. ნა­ად­რევ დას­კ­ვ­ნას ნუ გა­ა­კე­თებთ, ერთ-ერ­თი ქურ­დი კრულ იქ­ნა.” ვლა­დი­მი­რის­თ­ვის ხსნის 50%-იანი შან­სი სავ­სე­ბით “მი­სა­ღე­ბი ბუ­ღალ­ტე­რიაა”. წო­ნას­წო­რო­ბა უდ­ევს საფ­უძ­ვ­ლად პი­ე­სის დი­ა­ლო­გებს. “შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდეაა. მო­დი ვი­პა­ექ­როთ”. წო­ნას­წორობ­ა­ზეა აგ­ე­ბუ­ლი პი­ე­სის ორ­აქ­ტი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რაც – ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი კი არ მთავრდე­ბა, თით­ქოს წყდე­ბა, დი­დი და გო­გო ად­გილ­ზე შეშ­დე­ბი­ან (რო­გორც წე­სი, კვან­ძი მე­სა­მე აქტ­ში იხს­ნე­ბა.). ბა­ლან­სი იგრ­ძ­ნო­ბა პერ­სო­ნა­ჟებ­შიც: ვლა­დი­მი­რი უფ­რო “გონ­ე­ბის” კა­ცია (თა­ვი და ქუ­დი), ესტ­რა­გო­ნი – მხო­ლოდ “სხე­უ­ლის” (ფე­ხე­ბი და ფეხ­საც­მელი); პო­ცო ბა­ტო­ნია, ლა­კი – მსა­ხუ­რი; ორი შიკ­რი­კი (ან იქ­ნებ ეს ერ­თი და იგ­ი­ვე კა­ცია?), ორი ჯვარ­ც­მუ­ლი ქურ­დი. წო­ნას­წო­რო­ბის იდეა გან­საზ­ღ­ვ­რავს პი­ე­სის სტილს, წარმო­სახ­ვი­თი­სა და რე­ა­ლუ­რის, კო­მი­კუ­რი­სა და ტრა­გი­კუ­ლის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბას. ბა­ლანსის ეს სტრა­ტე­გია მა­ყუ­რე­ბელს გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას უტ­ო­ვებს. მან ხომ ერთხელ გა­ნაცხა­და კი­დეც, რომ მი­სი საყ­ვა­რე­ლი სიტყ­ვაა “ალ­ბათ”.
    “ალ­ბა­თო­ბის” სამ­ყა­რო აფრ­თხობს და ზღუ­დავს ზოგ რე­ჟი­სორ­სა და მსა­ხი­ობს. ბე­კეტი იმ­დე­ნად სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად იც­ავს თა­ვის წო­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპს, რომ მი­სი რემარ­კე­ბიც ტექ­ს­ტის ნა­წი­ლად უნ­და აღ­ვიქ­ვათ. რე­ჟი­სორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას კი, მო­გეხსე­ნე­ბათ, თა­ვი­სე­ბუ­რად ურ­ჩევ­ნია საქ­მის წარ­მარ­თ­ვა. მხო­ლოდ ალ­ან შნა­ი­დერს ვერ და­ვაბ­რა­ლებთ ამ­ას. იგი მუ­დამ გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბე­კე­ტის უს­აზ­ღ­ვ­რო ერთ­გუ­ლე­ბით და დრა­მა­ტურ­გიც, თა­ვის მხრივ, მად­ლი­ე­რი იყო ამ რე­ჟი­სო­რი­სა. სხვე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ აეხს­ნათ რა­ღაც, ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნათ რი­გი მო­მენ­ტე­ბის­თ­ვის, დიდ საფრთხეს უქმ­ნიდ­ნენ პი­ე­სის ეფ­ექ­ტუ­რო­ბას. იმ მსა­ხი­ო­ბებს, პერ­სო­ნაჟ­თა “გა­შიფ­რ­ვა” რომ სურ­დათ, ძა­ლი­ან უჭ­ირ­დათ ბე­კეტ­თან მუ­შა­ო­ბა. რალფ რი­ჩარ­დ­სო­ნი, რო­მელ­საც ესტრა­გო­ნი უნ­და გა­ნე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა, სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩა­მო­წე­რი­ლი კითხ­ვე­ბით მი­ადგა ბე­კეტს. მა­ნაც ყუ­რად­ღე­ბით მო­უს­მი­ნა და უთხ­რა: “ვერც ერთ კითხ­ვა­ზე ვერ გაგცემ პა­სუხს, არ შე­მიძ­ლია”. რი­ჩარ­დ­სონ­მა უარი გა­ნაცხა­და როლ­ზე, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, “გო­დო” ჩვე­ნი დრო­ის უდ­ი­დე­სი პი­ე­სააო. ისე კი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რო­გორ შე­ასრუ­ლებ­და რი­ჩარ­დ­სო­ნი გო­გოს როლს, რო­გორ აუბ­ამ­და მხარს ალ­ეკ გი­ნესს, რო­მელ­საც დი­დის რო­ლი უნ­და ეთ­ა­მა­შა. კი­დევ უფ­რო და­მა­ინ­ტე­რე­სა მსა­ხი­ობ­თა იმ წყვილ­მა, თავ­ად ბე­კეტ­მა რომ შეს­თა­ვა­ზა თე­ატრს – ბას­ტერ კი­ტო­ნი (დი­დი) და მარ­ლონ ბრან­დო (გო­გო). აი, სე­ი­რიც ეგ იქ­ნე­ბო­და!
    ამ პი­ე­სა­ში კო­მი­კუ­რი­სა და ტრა­გი­კუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რი შერ­წყ­მა საკ­მა­ოდ გვირ­თულებს მი­სი ჟან­რის გან­საზ­ღ­ვ­რას. ინგ­ლი­სურ ენ­ა­ზე თარ­გ­მ­ნილ “გო­დოს” თა­ვად ბე­კეტმა “ტრა­გი­კო­მე­დი­ის” იარ­ლი­ყი მი­ა­წე­ბა, რაც, ცო­ტა არ იყ­ოს, უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა: მას ხომ კა­ცი ვე­რა­ნა­ირ კლა­სი­ფი­კა­ცი­ას ვერ უხ­სე­ნებ­და. აკი გვმოძღ­ვ­რავ­და ჯოის­ზე და­წე­რილ ეს­ე­ში, ზუს­ტი გან­საზ­ღ­ვ­რა სა­ხი­ფა­თოაო. მას აღ­ი­ზი­ა­ნებ­და კლა­სიფიკ­ა­ცი­ით გა­ტა­ცე­ბუ­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი და კი­დევ ის­ი­ნი, ვინც აუხს­ნე­ლის ახს­ნას ელტვოდ­ნენ. და მა­ინც ეს სიტყ­ვა, “ტრა­გი­კო­მე­დია”, ბე­კე­ტი­სე­ულ ბა­ლანსს წარ­მო­ა­ჩენს. დრა­მა­ტურ­გი თით­ქოს გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ პი­ე­სა არც ერთ ჟან­რ­ში არ “ჯდე­ბა”, არც ტრა­გე­დიაა და არც კო­მე­დია, რომ აქ ორ­ი­ვე ჰაერ­ი­ვით აუც­ი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ კრიტიკ­ო­სე­ბი თა­ვი­სას არ იშ­ლიდ­ნენ, ზო­გი ტრა­გე­დი­ად მი­იჩ­ნევ­და და ზო­გიც – კო­მე­დიად. აი, მე ცოდ­ვი­ლი, უფ­რო ტრა­გე­დი­ის­კენ ვიხ­რე­ბი, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ეს პი­ე­სა, მრა­ვა­ლი კო­მი­კუ­რი მო­მენ­ტის, პა­რა­დოქ­სის, ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და ურ­თი­ერ­თ­გა­მაწო­ნას­წო­რე­ბე­ლი პა­სა­ჟე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც წყვდი­ა­დის­კენ, არ­ყოფ­ნის­კენ “მიექ­ა­ნე­ბა”. პო­ცო და ლა­კიც ამ გზას ად­გა­ნან, დი­დი და გო­გოც (მე­რე რა, რომ გა­შე­შებულ­ან, გა­ნა უფს­კ­რუ­ლის პი­რას არ შე­იძ­ლე­ბა გა­შე­შე­ბა?). აი, თუნ­დაც ეს შთამ­ბეჭ­დავი ტი­რა­და, სა­დაც “ზე­ცის გულ­გ­რი­ლო­ბა­ზე”, “ად­ა­მი­ა­ნის დამ­ც­რო­ბა­სა” და “ად­ა­მი­ა­ნის გაქ­ვა­ვე­ბა-გა­მო­ფიტ­ვა­ზე” შე­მოგ­ვ­ჩი­ვი­ან; პი­ე­სა­ში კი­დევ ორი მო­ნო­ლო­გია, რო­მელიც აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტავს ცხოვ­რე­ბის ბე­კე­ტი­სე­ულ აღქ­მას – მე მას ტრა­გი­კულს დავარქ­მევ­დი.
    სცე­ნა­ზეა პო­ცო (მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბა):
    “რა გა­მი­ჭი­რე საქ­მე, რა სულ “რო­დის” გა­კე­რია პირ­ზე! ამ­ის ატ­ა­ნა უკ­ვე შე­უძ­ლე­ბელია! რო­დის! რო­დის! რო­დი­ნო­ბის კვი­რა­ში, აი რო­დის! ერთ მშვე­ნი­ერ დღეს! რა, ეს საკ­მარი­სი არ არ­ის? ერთხელ ის და­მუნ­ჯ­და, ერთხე­ლაც მე დავ­ბ­რ­მავ­დი, ერთ დღე­საც ყვე­ლანი სმე­ნას დავ­კარ­გავთ, ერთ დღეს და­ვი­ბა­დეთ, ერთ დღეს მოვ­კ­ვ­დე­ბით – ერთ­დ­რო­უ­ლად, იმ­ა­ვე დღეს და იმ­ავ წამს. კი­დევ რა გინ­და? (უფ­რო დამ­შ­ვი­დე­ბით) და­ბა­დე­ბა და გარდაც­ვა­ლე­ბა, სი­ნათ­ლე და მე­რე ის­ევ უკ­უ­ნე­თი. მაშ ასე, წინ, წინ ღა­მი­სა­კენ!”
    პო­ცოს­თ­ვის ხომ ყვე­ლა­ფე­რი ერთ წუთ­ში ხდე­ბა, იმ­ა­ვე დღეს, იმ­ა­ვე წამს, ეს ხომ მისი “ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბაა ღა­მე­ში”.
    პი­ე­სის ბო­ლოს რა­ღაც-რა­ღა­ცე­ებს ვლა­დი­მი­რიც აღ­მო­ა­ჩენს, ის თით­ქოს იმ­ე­ო­რებს პოცოს სიტყ­ვებს (სხვა­თა შო­რის, გო­გოს ამ დროს სძი­ნავს):
    “საფ­ლა­ვი და მძი­მე მშო­ბი­ა­რო­ბა. მე­საფ­ლა­ვე გუ­ლის­გა­მაწ­ვ­რი­ლებ­ლად დიდ­ხანს აღრმა­ვებს ორ­მოს. ჯერ კი­დევ მო­ვეს­წ­რე­ბი და­ბე­რე­ბას. (აყ­უ­რა­დებს) ჩვე­უ­ლე­ბა რჯულზე უმტ­კი­ცე­სია. ხმა ჩა­მეს­მის, სძი­ნავ­სო, მე­უბ­ნე­ბა, სძი­ნავს და არ­ა­ფე­რი იც­ის. დაე იძ­ი­ნოს. სულ იძ­ი­ნოს. (პა­უ­ზა) აზ­რი გა­მიწყ­და. (პა­უ­ზა) რას ვამ­ბობ­დი?”
    სიკ­ვ­დი­ლი – და­ბა­დე­ბა. მე­საფ­ლა­ვე – მე­ა­ნე. ბა­რი – მა­შა. საფ­ლა­ვი – სა­შო; ტან­ჯულ კაცთა გო­დე­ბა და უმ­ან­კო ჩვილ­თა ტი­რი­ლი; მეთ­ვალ­ყუ­რე­ნი და ის­ი­ნი, ვი­საც თვალ­ყურს ად­ევ­ნე­ბენ; ფხიზ­ლე­ბი და მძი­ნა­რე­ნი… კონ­ტ­რას­ტე­ბი­სა და ან­ტი­თე­ზე­ბის მთე­ლი სერია… მაგ­რამ ყუ­რად­ღე­ბა მა­ინც სიკ­ვ­დილ­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. დი­დი უფ­რო ზან­ტად მი­ი­წევს წინ, ვიდ­რე პო­ცო; აქ საკ­ვან­ძო სიტყ­ვაა “დუ­ნედ”. მის­თ­ვის ეს ხან­გ­რ­ძ­ლივი მოგ­ზა­უ­რო­ბაა ღა­მე­ში, იმ­დე­ნად მტან­ჯ­ვე­ლი, რომ ბო­ლოს აღ­მოხ­დე­ბა: “მორ­ჩა, მეტი აღ­არ შე­მიძ­ლია!” შემ­დეგ პა­უ­ზა, წა­მი­ე­რი ჩა­ფიქ­რე­ბა და, “რაო, რა ვთქვი?” – რად­გან ამ­ჯე­რა­დაც “ჩვე­უ­ლე­ბა რჯულ­ზე უმტ­კი­ცე­სია” და მო­ლო­დი­ნიც და­უს­რუ­ლებ­ლად გრძელდე­ბა. თა­ვა­დაც ვხვდე­ბი, ჩე­მი მტკი­ცე­ბა, რომ “გო­დო” ტრა­გე­დია უფ­როა, ვიდ­რე კო­მედია, ჟან­რის გან­საზ­ღ­ვ­რის მცდე­ლო­ბას მოგ­ვა­გო­ნებს, და ბე­კე­ტი ახ­ლა ამ­ას რომ ისმენ­დეს, სწო­რედ იმ სიტყ­ვით მომ­მარ­თავ­და, ერ­თობ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლად რომ ჟღერს მის პი­ე­სა­ში: “შე კრრრი­ტი­კო­სო!” (ე. ი. კრი­ტი­კა­ნოო).
    სწო­რედ მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი სი­ჩუ­მი­თა და თით­ქ­მის ცა­რი­ე­ლი სცე­ნით გად­მოს­ცა ბეკეტ­მა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მთე­ლი “გა­სა­ჭი­რი”, კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნა, რომ უმ­იზნონი ვართ, უღ­მერ­თო­ე­ბი, და ხსნას მა­ში­ნაც კი ვე­ლით, რო­ცა ვი­ცით – აზ­რი არ აქვს ამ მო­ლო­დინს. დი­დი­სა და გო­გოს მსგავ­სად, ჩვენც ვე­ლით გო­დოს, მე­რე რა, რომ არ ვი­ცით, ვინ არ­ის იგი, რას წარ­მო­ად­გენს… ხსნა კი არა ჩანს… ად­ა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ლო­დი­ნია, ქმე­დე­ბა – დრო­ის გაყ­ვა­ნა. სუ­ლაც არ მიკ­ვირს, მრა­ვალ­თათ­ვის მი­უ­ღებელი და უც­ხო “გო­დო” ას­ე­თი გა­სა­გე­ბი და ახ­ლო­ბე­ლი რომ აღ­მოჩ­ნ­და სან კვენ­ტი­ნის ბინ­ა­დარ­თათ­ვის. მა­შინ­დელ­მა, 1957 წლის დად­გ­მამ მარ­თ­ლაც ააღ­ელ­ვა პა­ტიმ­რე­ბი, დი­დისა და გო­გო­ში მათ სა­კუ­თა­რი თა­ვი ამ­ო­იც­ნეს, “გა­ი­ზი­ა­რეს მა­თი მწუ­ხა­რე­ბა”, მო­ლოდინ­შიც აუბ­ეს მხა­რი და დრო­ის გაყ­ვა­ნის მა­თე­ბუ­რი ფორ­მაც გა­ი­თა­ვი­სეს.
    მე ეს პი­ე­სა კოშ­მა­რუ­ლი ახ­ლო წარ­სუ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლად მი­მაჩ­ნია. რო­დე­საც ჩვენ დრო­ში და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გენს გა­რე­მოს­თან შე­უ­გუ­ე­ბელ ად­ა­მი­ანს, უს­უ­სურ­სა და მი­უ­სა­ფარს, სხვებ­თან ერ­თად ვი­ღა­ცის თუ რა­ღა­ცის მომ­ლო­დი­ნეს და მა­ინც მარ­ტო­სულს, რო­მე­ლიც წუ­თი­თაც არ აჩ­ე­რებს ენ­ას, რა­თა გა­ექ­ცეს მწა­რე სინამდ­ვი­ლეს, რო­გორ არ უნ­და გაგ­ვახ­სენ­დეს ის ავ­ბე­დი­თი სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კები – ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის სირ­ცხ­ვი­ლი და თა­ვის მოჭ­რა? იმ 800-მა გა­მო­კითხულ­მა “გო­დო” მეოცე სა­უ­კუ­ნის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ნა­წარ­მო­ე­ბად მარ­ტო იმ­ი­ტომ კი არ მი­იჩ­ნია, რომ მან “გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში” (“Times”), არ­ა­მედ უფ­რო იმის გა­მო, რომ ეს პი­ე­სა ჩვე­ნი ასწ­ლე­უ­ლის ბნელ მხა­რე­ებს ააშ­კა­რა­ვებს, ად­ა­მიანის უმ­წე­ო­ბა­ზეც მოგ­ვითხ­რობს და გა­უ­გო­ნარ სი­სას­ტი­კე­ზეც. თავ­დახ­რი­ლი, მძი­ვე ტვირ­თის­გან მო­კა­კუ­ლი ლა­კი ყვე­ლა მი­უ­სა­ფარ­სა და უქ­ო­ნელს ას­ა­ხი­ე­რებს, ნა­პატიები, მოღ­რი­ა­ლე პო­ცო, სულ ერთ­თა­ვად მათ­რახს რომ ატყ­ლა­შუ­ნებს – გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი რა­სის წარ­მო­მად­გე­ნელს, უმ­წეო მსხვერ­პ­ლის დამ­თ­რ­გუნ­ველ ჯა­ლათს. სცე­ნა­ზე დახვა­ვე­ბუ­ლი ჩექ­მე­ბი, ეს უც­ნა­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტი, უთ­უ­ოდ გაგ­ვახ­სე­ნებს მა­სობ­რი­ვი განად­გუ­რე­ბის იმ ბა­ნა­კებს, სა­დაც ად­ა­მი­ანს ლო­დი­ნის გარ­და აღ­ა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნოდა. ბე­კე­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვიტყობთ, რომ მას ზა­რავ­და გერ­მა­ნუ­ლი ან­ტი­სე­მი­ტიზმი, აძრ­წუ­ნებ­და ფა­შის­ტე­ბის მხე­ცო­ბა და სი­სას­ტი­კე, ეხ­მა­რე­ბო­და საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას, მი­სი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რიც, ალფ­რედ პე­რო­ნი, სა­კონცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ტან­ჯ­ვა-წა­მე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, პი­ე­სის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტ­ში კი ესტ­რა­გონს (გო­გოს) ლე­ვი ერქ­ვა.
    პი­ე­სა რომ ას­ე­თი “გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლია”, ასე მარ­ტი­ვი, სწო­რედ ამ­ი­ტომ ცდი­ლობ­დ­ნენ მის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით და თავად ბე­კეტ­საც ხან რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მწერ­ლად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ და ხან რომ­ლის, “-იზმ”-ებ­ი­თაც მუ­დამ გუ­ლუხ­ვად აჯ­ილ­დო­ებ­დ­ნენ. მარ­თა­ლია, მი­სი “გა­მო­ჭე­რის” ყვე­ლა მცდე­ლო­ბა კრა­ხით დამ­თავ­რ­და, მაგ­რამ კრი­ტი­კო­სებ­საც უნ­და გა­ვუ­გოთ, მათ ხომ საქმე ის­ეთ მწე­რალ­თან ჰქონ­დათ, რომ­ლის მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაც რე­ა­ლო­ბის გულ­ის­გულს წვდე­ბა – ეს კი, ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს. ამ შემ­თხ­ვე­ვაში “ნაკ­ლე­ბი” გვა­ი­ძუ­ლებს ვე­ძი­ოთ “მე­ტი”, და ამ­ი­ტო­მაც ნა­წარ­მო­ებ­სა და მის ავ­ტორზე მსჯე­ლო­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა წიგ­ნე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის უწყ­ვეტ ნა­კა­დად იღვ­რებოდა წლე­ბის მან­ძილ­ზე.
    სა­ერ­თოდ, რო­მე­ლი­მე პი­ე­სის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას თუ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ძი­რი­თა­დად იმ­ის მი­ხედ­ვით აფ­ა­სე­ბენ, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ის თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებ­ზე, რო­გორ შთა­ა­გო­ნებს სხვა შე­მოქ­მე­დებს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ “გო­დომ” ხელ-ფეხი გა­უხ­ს­ნა ჩვენ სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტურ­გებს. ბე­კეტ­მა ის­ი­ნი აიძ­უ­ლა გა­და­ე­სინ­ჯათ პი­ე­სის შექ­მ­ნის დად­გე­ნი­ლი (ვის მი­ერ?) წე­სე­ბი, ეჭ­ვის თვა­ლით შე­ე­ხე­დათ იმ მოთხოვ­ნე­ბის­თ­ვის, რო­მელ­საც, რო­გორც წე­სი, უყ­ე­ნებ­დ­ნენ პი­ე­სის სი­უ­ჟეტს, პერ­სო­ნაჟებ­სა თუ დი­ა­ლო­გებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ერ­ღ­ვი­ათ ად­გი­ლის, დრო­ი­სა და მოქ­მე­დე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი, ეძ­ი­ათ კო­მე­დი­ი­სა და ტრა­გე­დი­ის შერ­წყ­მის გზე­ბი. აი, რას ამ­ბობს ჰარ­ოლდ პინ­ტე­რი, რო­მე­ლიც ხში­რად უგ­ზავ­ნი­და ბე­კეტს თა­ვის ხელ­ნა­წე­რებს და მის­გა­ნაც მუ­დამ გრძნობ­და სით­ბო­სა და ყუ­რად­ღე­ბას: “არ შე­იძლე­ბა იმ­ის უარ­ყო­ფა, რომ იგი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით სხვა მწერ­ლებ­საც შთა­ა­გო­ნებდა, მათ შო­რის თქვენ მო­ნა-მორ­ჩილ­საც. სე­მუ­ელ ბე­კე­ტი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო. დი­დი მწე­რა­ლიც! ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გა­ბე­დუ­ლი, არ­ა­ნა­ირ ზღვარსა და ჩარ­ჩო­ებს არ ცნობ­და”. ჰარ­ოლდ პინ­ტე­რის პი­ე­სე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავდე­ბა “გო­დოს­გან” – ინგ­ლი­სუ­რი ტრა­დი­ცი­ის თუ ფსი­ქო­ლო­გიზ­მის თვალ­საზ­რი­სით; ისინი უფ­რო სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა, ვიდ­რე მე­ტა­ფი­ზი­კუ­რის, მაგ­რამ ბე­კე­ტი მა­ინც ჰპო­ვებს გა­მო­ძა­ხილს მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში (“წყნა­რი ზამ­თა­რი”, “და­ბა­დე­ბის დღე”, “მეურ­ვე”, “დაბ­რუ­ნე­ბა”), ეს იგრ­ძ­ნო­ბა მის დი­ა­ლო­გებ­სა და პა­უ­ზებ­ში და კი­დევ იმ­ა­ში, რომ პინ­ტე­რის პი­ე­სე­ბიც აიძ­უ­ლებს მა­ყუ­რე­ბელს თა­ვად “შე­ავ­სოს ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლები”. ვერც ტომ სტო­პარ­დ­მა აუარა გვერ­დი ბე­კეტს: “მან უხ­ი­ლა­ვი ბორ­კი­ლე­ბის­გან გაგვა­თა­ვი­სუფ­ლა ყვე­ლა, ვინც კი ვწერთ.” მარ­თა­ლია, სტო­პარ­დი ხში­რად მი­მარ­თავს ბეკ­ეტს და, სხვა­თა შო­რის, და­უ­ფა­რა­ვად და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თაც, მაგ­რამ სა­კუ­თარ ხელ­წე­რას არ­ას­დ­როს არ ღა­ლა­ტობს. მის სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა­ში (“რო­ზენ­კ­რანცი და გილ­დენ­ს­ტერ­ნი და­ი­ღუპ­ნენ”) შეპ­ს­პი­რის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გმი­რე­ბი სტოპარ­დი­სე­ულ დი­დად და გო­გოდ გვეცხა­დე­ბი­ან – თავ­გ­ზა­აბ­ნე­ულ­ნი და უმ­წე­ო­ნი, რი­ტორიკ­ულ შე­კითხ­ვა­თა ოს­ტა­ტე­ბი, ჰამ­ლე­ტის სამ­ყა­რო­ში მო­უს­ვ­რი­ათ, სა­დაც უამ­რავ კომი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უწ­ევთ მოხ­ვედ­რა, სა­ნამ თავს და­ღუ­პუ­ლად გა­მო­აც­ხა­დენ­დ­ნენ. ტომ სტო­პარ­დი და­უ­ფა­რა­ვად უხ­დის ხარკს ბე­კეტს დი­დის მი­ერ სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლეზე წარ­მოთ­ქ­მუ­ლი ტი­რა­დის შე­სა­ნიშ­ნავ პა­რო­დი­ა­ში: “ზედ საფ­ლავ­თან დამ­კ­რ­ძა­ლავი ბი­უ­როს მფლო­ბე­ლი მო­წი­წე­ბით იხ­დის ცი­ლინდრს და აც­დუ­ნებს ტურ­ფა ჭი­რი­სუ­ფალს. ვემ, ბემ, გმად­ლობთ, სემ.” ასე ორ­ი­გი­ნა­ლუ­რად მიგ­ვა­ნიშ­ნებს ბე­კე­ტი, რომ მი­სი დრა­მა­ტურ­გი­აც ვერ უვ­ლის გვერდს ბე­კეტს. მაშ ასე: ინგ­ლი­სე­ლი ჰარ­ოლდ პინ­ტე­რი და ტომ სტო­პარ­დი ბე­კე­ტის მემ­კ­ვიდ­რე­ე­ბი არ­ი­ან, ამ­ე­რი­კე­ლი ედ­ვარდ ოლ­ბი კი იმ­ასაც ამ­ბობს, რომ თუ დრა­მა­ტურგს ბე­კე­ტის გავ­ლე­ნა არ გა­ნუც­დია, ის, რო­გორც შე­მოქმე­დი, ან აბ­სო­ლუ­ტუ­რი იდ­ი­ო­ტია, ან – უპ­ა­სუ­ხის­მ­გებ­ლო.” იგ­ი­ვე გან­წყო­ბა აქვს სამხრე­თაფ­რი­კელ ეთ­ოლ ფუ­გარდს, რო­მელ­მაც 1962 წელს დად­გა “გო­დო” (რო­ლებ­ზე მხო­ლოდ შავკან­ი­ა­ნე­ბი მი­იწ­ვია), მსა­ხი­ო­ბებს კი გა­ნუცხა­და, “ვლა­დი­მი­რი­სა და ესტ­რა­გო­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბი­სას ძრწო­ლა და ში­ში უნ­და გა­მოს­ჭ­ვი­ო­დეს თქვენ თა­მაშ­ში. მათ კარგად უწ­ყი­ან, თუ რას ნიშ­ნავს ეს.” ყო­ველ­მ­ხ­რივ “ბე­კე­ტი­სე­უ­ლია” ფუ­გარ­დის შე­სა­ნიშნავი პი­ე­სა – “ბუზ­მა­ნი და ლე­ნა”, მხო­ლოდ სას­ცე­ნო ეფ­ექ­ტია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. ვაც­ლავ ჰავ­ე­ლიც აღ­ნიშ­ნავ­და, ბე­კეტ­მა უდ­ი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ ნა­წე­რებ­ზეო. აღარ­ა­ფერს ვიტყ­ვით იმ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ თა­ნა­ვედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გებ­ზე, რომ­ლებმაც გა­ი­თა­ვი­სეს ბე­კე­ტის სტი­ლი და მე­თო­დი და რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვ­ლაც შორს წაგ­ვიყვან­და.
    რო­გორც ხე­დავთ, თა­ნა­მედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გია დი­და­დაა და­ვა­ლე­ბუ­ლი ბე­კე­ტი­სა­გან, და მე ოდ­ნა­ვა­დაც არ მე­პა­რე­ბა ეჭ­ვი, რომ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­რე­ბიც ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის ზე­გავ­ლე­ნას: თუ არ მი­ბა­ძა­ვენ, ეც­დე­ბი­ან და­უპირ­ის­პირ­დ­ნენ. ახ­ლა ბე­კე­ტამ­დელ დრა­მა­ტურ­გი­ა­საც მი­სი პი­ე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წინებ­ით აფ­ა­სე­ბენ. იგი ერთ­გ­ვარ კრი­ტე­რი­უ­მად, სა­სინჯ ქვად იქ­ცა და­სავ­ლუ­რი დრა­მატურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის ხე­ლა­ხა­ლი გა­აზ­რე­ბი­სას. ამ­ა­ში უდ­ა­ოდ არ­ის რა­ღაც პა­რა­დოქსუ­ლი. ბე­კე­ტი, ბო­ლო სიტყ­ვის, სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნის ეს მო­დერ­ნის­ტუ­ლი, პოს­ტ­მო­დერნის­ტუ­ლი თუ თა­ნა­მედ­რო­ვე (დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ტერ­მი­ნე­ბიც გაც­ვ­და) ოს­ტა­ტი, გვაბ­რუ­ნებს პირ­ველ­საწყი­სის­კენ, გვა­ი­ძუ­ლებს ვი­ფიქ­როთ იმ ცეცხ­ლ­ზე, რომ­ლისგან­აც იშვ­ნენ ეს პირ­ვე­ლი ნაკ­ვერ­ჩხ­ლე­ბი. შექ­ს­პი­რი ამ­ის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია. 1962 წელს პი­ტერ ბრუკ­მა სცე­ნა­ზე დად­გა “მე­ფე ლი­რი”, 1971 წელს – ფილ­მიც გა­და­ი­ღო. იგი თავ­ად აღ­ი­ა­რებ­და, რომ სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჟან კო­ტის ცნო­ბი­ლი წიგ­ნით “შექსპი­რი – ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე” ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, სა­დაც შექ­ს­პი­რი და ბე­კე­ტი ერ­თადაა გან­ხი­ლუ­ლი, “მე­ფე ლი­რი” კი წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც “ად­ა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ის უაღ­რე­სად თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა” (ეს მარ­ტინ ეს­ლი­ნის სიტყ­ვე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვის ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნ­ში, “აბ­სურ­დის თე­ატ­რი”, ბე­კეტს აბ­სურ­დის­ტ­თა სკოლ­ას აკ­უთ­ვ­ნებს). პი­ე­სა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შექ­ს­პი­რის სამ­ყა­როს ბრუ­კი ბე­კე­ტის თვალ­ით ხე­დავ­და, ხში­რად გვერდს უვ­ლი­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სცე­ნებ­სა და დი­ა­ლო­გებს, რათა შექ­ს­პი­რის ის­ე­დაც პირ­ქუ­ში სამ­ყა­რო კი­დევ უფ­რო ავ­ის­მო­მას­წა­ვებ­ლად წარმო­ე­ჩი­ნა, თით­ქოს ცდი­ლობ­და და­ვერ­წ­მუ­ნე­ბი­ნეთ, რომ ჩვენ­თ­ვი­საც არ იყო შორს “შეპი­რე­ბუ­ლი აღ­სას­რუ­ლი”. მაგ­რამ არც თუ იშ­ვი­ა­თად რა­ჟი­სო­რი ოს­ტა­ტუ­რად იყ­ე­ნებს ბეკ­ე­ტი­სე­ულ ხერ­ხებს, რა­თა უკ­ეთ ჩავ­წ­ვ­დეთ შექ­ს­პი­რის დრა­მა­ტურ­გი­ას: აი, გლოს­ტერიც – თვა­ლებ­დათხ­რი­ლი, სის­ხ­ლის ცრემ­ლით მო­ტი­რა­ლი, მარ­ტოდ­მარ­ტო ცა­რი­ელ სცე­ნაზე, ზის და სად­ღაც დარ­ბა­ზის მიღ­მა “იყ­უ­რე­ბა”, ამ დროს კი შო­რი­დან ომ­ის ყი­ჟი­ნა ისმის. ამ სცე­ნით შე­იგ­რ­ძ­ნო მა­ყუ­რე­ბელ­მა (მათ შო­რის მეც) ად­ა­მი­ა­ნის უმ­წე­ო­ბის მთე­ლი ტრა­გიზ­მი, ის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, ერთ ად­გილს მი­ჯაჭ­ვუ­ლი ლო­დინს რომ გა­ნაგ­რ­ძობს მა­ში­ნაც კი, რო­ცა წყვი­ა­დის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. იმ წუთ­ში მე თვალ­წინ წარ­მო­მიდ­გა შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი გო­გო და მედ­გა­რი დი­დი – ორ­ი­ვე ერ­თად, ანუ ბრუ­კი და ბეკე­ტი და­მეხ­მარ­ნენ შექ­ს­პი­რის უკ­ეთ გა­გე­ბა­ში. სწო­რედ ბე­კე­ტის წყა­ლო­ბით შევძელი თა­ნა­მედ­რო­ვე პი­ე­სად აღ­მექ­ვა “მე­ფე ლი­რი” და სა­ერ­თოდ, უკ­ეთ გავ­რ­კ­ვე­უ­ლი­ყავი მის არს­ში. შექ­ს­პი­რი წარ­მოგ­ვიდ­გენს მო­ხუც კაცს – უმ­წე­ოს, ეულს, რო­მელ­საც ამ ცხოვ­რე­ბის ვე­რა­ფე­რი გა­უ­გია; სხვა ბე­რი­კაც­საც (გლოს­ტე­რი) – უს­უ­სურს, უს­ი­ნათ­ლოს, ად­ა­მი­ა­ნის სი­სას­ტი­კით ჩინ­და­კარ­გულს… ყმაწ­ვილ ედ­გარს კი თა­ვის მი­სა­დე­ბი ად­გი­ლიც ვერ უპ­ო­ვია (გახ­სოვთ ვლა­დი­მი­რი­სა და ესტ­რა­გო­ნის დი­ა­ლო­გი ღა­მის სათევ­ზე?). ის­ე­თი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ლი­რი და მი­სი მას­ხა­რა სა­ცაა დი­დის და გო­გოს უნ­და შეხ­ვედ­როდ­ნენ უდ­ა­ბურ მხა­რე­ში, და ალ­ბათ ხვდე­ბი­ან კი­დეც, პო­ცო­სა და ლა­კი­ში გან­ს­ხე­უ­ლე­ბულ­ნი.
    ახ­ლა, რო­ცა “გო­დო” უკ­ვე და­წე­რი­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია კვლავ არ გაგ­ვახ­სენ­დეს ბე­კეტი “ჰამ­ლე­ტის” სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც მას­ხა­რა-მე­საფ­ლა­ვე არ­ხე­ი­ნად მღე­რის თა­ვის ქალ­ე­ბის ამ­ოთხ­რი­სას. ამ სცე­ნამ, სა­დაც ტრა­გი­კუ­ლი ასე ოს­ტა­ტუ­რა­დაა შერ­წყ­მუ­ლი კო­მი­კურ­თან და სა­დაც ჰამ­ლეტს აოც­ებს “მომ­ღე­რა­ლი მთხრე­ლის” უდ­არ­დე­ლო­ბა (რო­მელსაც აშ­კა­რად არ ეს­მის, თუ რას სჩა­დის), გა­ნა შე­იძ­ლე­ბა არ გაგ­ვახ­სე­ნოს ბე­კე­ტის “ჩვე­უ­ლე­ბა რჯულ­ზე უმტ­კი­ცე­სია”? სხვა­თა შო­რის, ბე­კე­ტის­ვე აჩრ­დი­ლი დაჰფარ­ფატებს თავს ჰამ­ლეტს სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნას­კ­ნელ წუ­თებ­ში: რო­ცა ჰორ­ა­ციო ხე­დავს, რომ მი­სი მე­გო­ბა­რი – მო­წამ­ლუ­ლი მახ­ვი­ლით გან­გ­მი­რუ­ლი უფ­ლის­წუ­ლი – წუ­თი­სო­ფელს ეთხო­ვე­ბა, უყ­ოყ­მა­ნოდ იწვ­დის ხელს სა­წამ­ლა­ვი­ა­ნი სას­მი­სის­კენ (“ვი­თარ­ცა ჭეშ­მარიტი რო­მა­ე­ლი”), რა­თა თა­ვა­დაც მის გზას გა­უყ­ვეს. ჰამ­ლე­ტი კი უკ­ა­ნას­კ­ნელ ძალ-ღონეს იკ­რებს, სა­ბე­დის­წე­რო სას­მისს ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცებს და ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბიც აღ­მოხ­დე­ბა: “გან­შორ­დი მუდ­მივ ნე­ტა­რე­ბას, ტან­ჯ­ვით იც­ხოვ­რე და ამ კრულ მი­წას მი­მოჰფი­ნე ჩე­მი ამ­ბა­ვი” (ივ. მა­ჩაბ­ლის თარ­გ­მა­ნი). სა­ინ­ტე­რე­სო, და­უ­ვიწყა­რი სცენუ­რი მო­მენ­ტია: ხე­დავთ, ჰამ­ლე­ტი თა­ვის მე­გო­ბარს იმ­ას კი არ ეუბ­ნე­ბა, თავს ნუ მოიკ­ლა­ვო, არ­ა­მედ, ახ­ლა ნუ იზ­ამ მა­გას, რად­გან მსურს ჩე­მი ამ­ბა­ვი ამც­ნო ქვეყ­ნიერ­ე­ბა­სო. ის, რომ და­ნი­ე­ლი უფ­ლის­წუ­ლი თა­ვის სა­ხელ­ზე ზრუ­ნავს, მხო­ლოდ შექ­ს­პირის ხელ­წე­რაა, ხო­ლო ის, რომ სიკ­ვ­დი­ლი “მუდ­მი­ვი ნე­ტა­რე­ბაა”, შვე­ბაა, “რო­მე­ლიც სიჩუმ­ედ გა­და­იქ­ცე­ვა” – ეს უკ­ვე შექ­ს­პი­რიც არ­ის და ბე­კე­ტიც. მეჩ­ვე­ნე­ბო­და, თით­ქოს ბეკ­ე­ტის რო­მე­ლი­ღაც პერ­სო­ნა­ჟი წარ­მოთ­ქ­ვამ­და “გან­შორ­დი ნე­ტა­რე­ბას”. რა შთამ­ბეჭდა­ვად ჟღერს ეს ფრა­ზა და რა ეფ­ექ­ტუ­რად უპ­ი­რის­პირ­დე­ბა ჩვე­ნი ყო­ფის აღმ­წერ სევ­დი­ან სიტყ­ვებს: “ტან­ჯ­ვით იც­ხოვ­რე და ამ კრულ მი­წას… ” ახ­და “გო­დოს” და­საწყი­სიც გა­ვიხ­სე­ნოთ: გო­გო ხე­დავს თუ რო­გორ უჭ­ირს მო­შარ­დ­ვა დი­დის და გო­ნივ­რულ რჩევას­აც აძ­ლევს: “ყო­ველ­თ­ვის ბო­ლო წა­მამ­დე და­ე­ლო­დე”. და დი­დიც, “ოც­ნე­ბა­ში წა­სუ­ლი”, იმე­ო­რებს: “ბო­ლო წა­მამ­დე”. “ოც­ნე­ბა­ში წა­სუ­ლი” – ამ რე­მარ­კით ბე­კე­ტი მი­ა­ნიშ­ნებს მსა­ხი­ობს, თუ რა უდ­არ­დე­ლო­ბით უნ­და წარ­მოთ­ქ­ვას ეს ფრა­ზა. ბე­კეტ­თან ყვე­ლა ამ “ბოლო წამს” ელ­ის – ბო­ლო წამს, რო­ცა ტი­რი­ფის ფოთ­ლე­ბი ხმე­ბა და ხე მე­ტად ვე­ღარ იტირ­ებს, ბო­ლო წამს, რო­ცა ხმე­ბი ინ­ავ­ლე­ბა და ლა­პა­რა­კიც წყდე­ბა. ბო­ლო წა­მი არ­ის ნან­ატ­რი და­სას­რუ­ლი, უს­აშ­ვე­ლოდ გა­წე­ლი­ლი დღის შემ­დეგ ღა­მეს­თან მი­გე­ბე­ბა. ეს ალბათ ის წა­მია, რო­მე­ლიც ბე­კე­ტის ძა­ლით მუხ­ტავს ჰამ­ლე­ტის “ნე­ტა­რე­ბას”, და უფ­ლისწულ­საც, თა­ვის ქა­ლას რომ ეალ­ერ­სე­ბა და რომ­ლის სცე­ნუ­რი ცხოვ­რე­ბაც აღ­სავ­სეა ყვე­ლა სა­ხის გარ­დაც­ვა­ლე­ბით, ალ­ბათ დი­დის­თან ერ­თად აღ­მოხ­დე­ბო­და “ოც­ნე­ბა­ში წას­ულს”: “ბო­ლო ჟა­მია (წა­მია)”.
    კი­დევ მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ, სა­დაც ყვე­ლა დრო­ის ამ უდ­ი­დესი დრა­მა­ტურ­გის ჩვე­ნე­უ­ლი აღქ­მა ბე­კე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თაა დაღ­დას­მუ­ლი. იგი თით­ქოს იჭ­რე­ბა შექ­ს­პი­რის სამ­ყა­რო­ში და “გვი­თა­ნა­მედ­რო­ვებს” მის პი­ე­სებს. პი­რადად მე ბე­კე­ტის “გო­დო” მა­ში­ნაც მახ­სენ­დე­ბა, რო­ცა და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს რე­ნე­სანსამ­დელ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვფიქ­რობ, კერ­ძოდ, ეს­ქი­ლეს “მი­ჯაჭ­ვულ პრო­მე­თე­ზე”. სუ­ლაც არ მაქვს იმ­ის პრე­ტენ­ზია, რომ კარ­გად მეს­მის ეს რთუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, მაგ­რამ ბეკე­ტი აქ­აც მხსნე­ლად მევ­ლი­ნე­ბა. ჩე­მი აზ­რით, “მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თე” ტრა­გი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი დრა­მა­ტი­ზა­ციაა. მარ­ტო­სუ­ლი, ტყვე­ო­ბის­თ­ვის გან­წი­რუ­ლი, ზევ­სის აუხს­ნე­ლი დეს­პო­ტიზ­მით დაბ­ნე­უ­ლი და მა­ინც რა­ღა­ცის მო­ი­მედე, ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი­თა და ღმერ­თე­ბის და­ცინ­ვით გა­წა­მე­ბუ­ლი პრო­მე­თე – თა­ვის დი­ად საქ­მე­თა მი­უ­ხე­და­ვად – ბე­კე­ტის მა­წან­წა­ლებს მოგ­ვა­გო­ნებს. ის­იც, დი­დი­სა და გო­გოს მსგავ­სად, სიკ­ვ­დილს ნატ­რობს, მაგ­რამ არ კვდე­ბა. ეს კი იმ­ას ნიშ­ნავს, რომ თავს ვერ აღ­წევს ცხოვ­რე­ბის ტკი­ვილს. დი­დის მსგავ­სად მა­საც შე­ეძ­ლო წა­ე­ოცნე­ბა – “ბო­ლო წა­მი”. პრო­მე­თე, ბე­კე­ტის გმი­რე­ბის მსგავ­სად, აღ­სავ­სეა ფუ­ჭი იმ­ე­დით, რა­ღა­ცის მო­ლო­დი­ნით. რო­ცა “მი­ჯაჭ­ვულ პრო­მე­თე­ზე” ვფიქ­რობ, თვალ­წინ ეს­ქი­ლეს მედ­ი­დუ­რი ტი­ტა­ნიც წარ­მო­მიდ­გე­ბა და ბე­კე­ტის სა­ცო­და­ვი მა­წან­წა­ლე­ბიც. “გო­დო” გვეხ­მა­რე­ბა ამ ან­ტი­კუ­რი ტრა­გე­დი­ის აღქ­მა­ში და მი­სი შემ­დ­გო­მი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ციისას.
    ახ­ლა უფ­რო აქ­ეთ გად­მო­ვი­ნაც­ვ­ლოთ. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ 1956 წელს იუჯ­ინ ო’ნილის “ყი­ნუ­ლის კა­ცის” ნაგ­ვი­ა­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბა (მან ეს პი­ე­სა 1939 წელს და­წე­რა, “გო­დოს” შექ­მ­ნამ­დე 10 წლით ად­რე), ნიუ-იორ­კის სცე­ნა­ზე “გო­დოს” დად­გ­მამ გა­ნა­პი­რო­ბა. 1946 წელს ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ელ­ო­და “ყი­ნუ­ლის კა­ცის” სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნას, რად­გან უკ­ვე თორ­მე­ტი წე­ლი იყო, რაც ო’ნი­ლის პი­ე­სე­ბი არ­ა­ვის და­ედ­გა ბროდ­ვე­ის თე­ატ­რ­ში. სამწუ­ხა­როდ, მა­შინ სპექ­ტაკლს დი­დი აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია, მაგ­რამ 10 წლის შემ­დეგ, 1956-ში, ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა – უნ­და აღვ­ნიშ­ნოთ ჯო­უზ კვინტე­როს შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­ჟი­სუ­რა და ჯე­ი­სონ რო­ბარ­დის ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­ში, მაგრამ არც ის უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ ერ­თი თვით ად­რე ამ­ა­ვე თე­ატ­რის სცე­ნა­ზე “გო­დო” დად­გეს, რა­მაც ერ­თობ ხელ­საყ­რე­ლი ფო­ნი შე­უქ­მ­ნა “ყი­ნუ­ლის კაცს”. ვფიქ­რობ, ო’ნილს თა­მა­მად შე­ეძ­ლო თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი ასე და­ე­სა­თა­უ­რე­ბი­ნა: “ჰიკ­ის მო­ლო­დინში”, რად­გან ორ­ი­ვე პი­ე­სა­ში ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დე­ბა ლო­დი­ნია, ორ­ი­ვე­გან ად­ა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად იბ­ორ­კა­ვენ სა­კუ­თარ თავს, დროს ერ­თი­სა და იმ­ა­ვის გა­მე­ო­რე­ბით კლა­ვენ და ორ­ი­ვე­ში დრა­მა­ტურ­გ­თა ჩა­ნა­ფიქ­რი სიკ­ვ­დი­ლის ატ­მოს­ფე­რო­სა და მო­ლო­დინს ჩვენი ყო­ფის ან­ა­რეკ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გენს.
    ო’ნი­ლი, შექ­ს­პი­რი, ეს­ქი­ლე… ბე­კე­ტიც მათ­თან არ­ის: ნა­თელს ჰფენს წარ­სულს და გზას უხს­ნის მყო­ფადს. რო­გორც ითქ­ვა, “გო­დომ” რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა დრა­მა­ტურ­გიაში და 800-მა თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნემ იგი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ინგ­ლი­სუ­რე­ნოვან პი­ე­სად აღ­ი­ა­რა. ის­იც დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ რი­გი­თი მა­ყუ­რებელ­იც მათ აზრს იზ­ი­ა­რებს, ვი­ნა­ი­დან ად­რე ავ­ან­გარ­დის­ტულ ნა­წარ­მო­ე­ბად მიჩ­ნეული “გო­დო”, ახ­ლა არა მარ­ტო იოლ­ად აღ­საქ­მე­ლი პი­ე­საა, არ­ა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პოზიც­ი­აც. სიტყ­ვა “გო­დომ” ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­რა ჩვენ ლექ­სი­კონ­ში, “გო­დოს მო­ლო­დი­ნი” კი პო­პუ­ლა­რულ ფრა­ზად იქ­ცა, რა­ღაც სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ხსნის, სიკვდი­ლი­სა თუ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რის ან სუ­ლაც ხელ­ფა­სის მო­მა­ტების მო­ლო­დი­ნის აღ­სა­ნიშ­ნად. სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ, პი­ე­სა­ში წარ­მოჩე­ნი­ლის ან­ა­რეკ­ლია და პი­რი­ქით. მა­იკ ნი­კოლ­სი, “გო­დოს” ერთ-ერ­თი საკ­მა­ოდ გახ­მაურ­ე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი დად­გ­მის (ნიუ-იორ­კი, 1988, გო­გო – რო­ბინ უილ­ი­ამ­სი, დი­დი – სტივ მარ­ტი­ნი) რე­ჟი­სო­რი, წერ­და: “ნა­ხეთ “გო­დო” და წამ­ს­ვე მიხ­ვ­დე­ბით, რომ აქ მანჰეტენ­ის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღეა აღ­წე­რი­ლი.” ხში­რად უკ­ვე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ციებსაც ახ­ა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც “ბე­კე­ტი­სე­ულს”. ალ­ენ შნა­ი­დერს თუ და­ვი­მოწ­მებთ, “გოდო” უკ­ვე პი­ე­სა კი არა, ცხოვ­რე­ბის ფორ­მაა”. გო­დოს ლო­დი­ნად ქცე­უ­ლი ორი მა­წან­წა­ლას სა­გამ უკ­ვე და­იმ­კ­ვიდ­რა ად­გი­ლი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მა­ყუ­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა თუ მო­მა­ვალ უს­ი­ა­მოვ­ნე­ბა­თა წი­ნა­შე ჩვე­ნი გა­ურ­კ­ვეველი ში­შის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბამ.
    ად­ა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფის პირ­ქუ­ში, თუმ­ცა თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­თა და იუმ­ო­რით აღ­სავ­სე შე­ფასება, ბე­კე­ტი რომ გვთა­ვა­ზობს, იმ­ა­ზეც მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ, მი­უ­ხე­და­ვად უიმ­ე­დო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ად­ა­მი­ანს შეს­წევს უნ­ა­რი ბო­ლომ­დე ზი­დოს თა­ვი­სი ტვირ­თი. არ უნდა შევ­ჩერ­დეთ! ბე­კე­ტიც ხომ გა­ნაგ­რ­ძობ­და წე­რას, თუმ­ცა თა­ვად­ვე აღ­ი­ა­რებ­და, რომ “აღ­ა­რა­ფე­რი იყო და­სა­წე­რი”. “გო­დოს” შემ­დე­გაც არ აუღია ხე­ლი თე­ატ­რა­ლურ ექს­პე­რიმენ­ტებ­ზე და მი­სი ყო­ვე­ლი ახ­ა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რიც საგ­რ­ძ­ნობ­ლად აფ­არ­თო­ებ­და დრამატ­ურ­გი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის საზ­ღ­ვ­რებს. სე­მუ­ელ ბე­კე­ტი მუ­დამ უსწ­რებ­და დროს და ვფიქ­რობ, ჩვენც ბო­ლომ­დე ვერ აღგ­ვიქ­ვამს მი­სი ბო­ლო ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­დაც მოძ­რა­ო­ბასა და ხმა­ურს უფ­რო მე­ტი ყუ­რად­ღე­ბა ეთ­მო­ბა, ვიდ­რე სიტყ­ვებს. ეს ალ­ბათ იმ მა­ყურებ­ლის გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც ხა­ლი­სით მი­ი­ღებ­და ას­ეთ გა­მოწ­ვე­ვას. “გო­დო”, ერთ დროს უაღ­რე­სად რა­დი­კა­ლუ­რი პი­ე­სა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძვინ­ვა­რე რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, ახ­ლა კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბა­დაა აღ­ი­ა­რე­ბუ­ლი, შე­ტა­ნი­ლია სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში, მას სცე­ნა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ და მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც, მი­ლიონ­ო­ბით ად­ა­მი­ა­ნი კითხუ­ლობს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ის ახ­ლა უკ­ვე “ჩვე­უ­ლებ­რივ პი­ე­სად” აღ­იქ­მე­ბა. ბე­კეტ­მა, რო­გორც უდ­ი­დეს­მა ხე­ლო­ვან­მა, შეც­ვა­ლა ჩვე­ნი წარ­მოდ­გენა თე­ატ­რ­ზე და ახ­ლა სამ­ყა­რო­საც სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ. სწო­რედ იმ­ი­ტომ მი­ე­ნი­ჭა სე­მუ­ელ ბე­კეტს ნო­ბე­ლის პრე­მია (1969), რომ “მან “თა­ნა­მედ­რო­ვე და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი ად­ა­მიანი ეგ­ზალ­ტი­რე­ბულ არ­სე­ბად აქ­ცია.”
    მონ­პარ­ნა­სის სა­საფ­ლა­ო­ზე ბე­კე­ტის მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი სა­მა­რის გვერ­დით მა­სი­ურ­მა, უშ­ვე­ლე­ბელ­მა, ას­ე­თი­ვე უშ­ვე­ლე­ბე­ლი ჯვრით დამ­შ­ვე­ნე­ბულ­მა საფ­ლა­ვის ქვამ მიიპყრო ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბა, რომ­ლის სა­გულ­და­გუ­ლოდ ამ­ოკ­ვე­თი­ლი წარ­წე­რა გვამ­ც­ნობს – “E. Petit-ის საგ­ვა­რე­ლო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი”. ბე­კეტს, ვფიქ­რობ, გა­ე­ღი­მე­ბო­და. ალ­ბათ!

    ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა
    ას­მათ ლე­კი­აშ­ვილ­მა

    © „ლიტერატურა – ცხელიშოკოლადი“

  • პროზა

    მაკა მიქელაძე – ქურდბაცაცები

    როგორ მომატყუა!
    ხუმრობაა, ოცდუთხუთმეტი წელი ერთად გავატარეთ. განუყრელად, სიამტკბილობით, ხმის აუმაღლებლად, უღალატოდ… რას ვიფიქრებდი… ჩემი ცოლი მთელი ცხოვრება მატყუებდა?! ცრუობდა?! წარბშეუხრელად, წინასწარი განზრახვით, თვალთმაქცურად და ყოვლად უსინდისოდ… გვიან შევიტყვე.
    წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარ სახიანი ხელოსანი, გულგარეთა თანაგრძნობით ჩამძიებია.
    – კარტინა გავაკეთო ჯიგარო-ჯან! ბეზ კარტინი როგორ იქნება? არ ივარგებს, არა – არა, შენი ნებაა. ხაზეინ სკაზალ ბოგ სკაზალ.
    საფლავის ქვა ორმოცამდე მოსასწრებია. „კარტინა“ არ მინდა, არ მინდა წვიმა-თოვლ-ჭყაპში სახე უტიროდეს და ლოყის ნაჩვრეტებში ავდარი უგროვდებოდეს…
    ეჰ! სიბერემდე სიქაჩლეო… რას წარმოვიდგენდი.
    ჩემი ბრალია. ჩემს გარდა ყველა იგუმანებდა.
    მიყვარდა. სიყვარული კი ბრმაა.
    გემრიელი ქალი მყავდა. უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან მომზადებულ ქიშმიშიან ფუნთუშას გავდა. თეთრი, სლიკინა კანი, ლამაზი ხალები ბეჭზე, კისერში. თეძოზე ნაჩვრეტები… თაფლისფერი ფუმფულა თმა… ფუნთუშას ჩემ ხელში დაემსგავსა, ისე კი ერთი წაყლანწული, თვალვარსკვლავა, პირმომცინარი, მერცხალივით დაუდგრომელი, ოქროს ხელება, ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი გოგო იყო. გამხდარი, გამხდარი, ლანდი გასდიოდა. თაფლისფერი თმაც ჩემ ხელში დაეფერფლისფერა. ფაფუკი და ფუმფულა კი დარჩა.
    შევაბერდით ერთმანეთს და რად გინდა? ოცდათხუთმეტი წელი მატყუებდა… არა, ოთხი წელი, კიდევ ქორწილამდე დავდევდი. არ მომყვებოდა… ჰმ! იცოცხლე მარბენინა.
    კარგი ცოლი მყავდა. სუფთა, გულისხმიერი, დამთმობი, თავშენახული. „კარგი დიასახლისი თავისი თავის ქურდიაო?“ იტყოდა და ამ დევიზით აბინავებდა განჯინაში ნახევარ ორცხობილას, მწიკვ ბრინჯს, ორ-სამ ღერ მწვანილს, გაფრცქვნილ ხახვის ნახევარს და მოხარშული კვერცხის გულს პაწია ჯამებში, ქვაბუნებში და რკინის კოლოფებში, რათა მეორე დღეს გემრიელ რამედ გადაექცია.
    აბა ასეთი ქურდბაცაცა რა ხეირს დამაყრიდა?
    ფული უყვარდა. ხელფასის სახლში მიტანა მიხაროდა, ბავშვივით ხალისობდა. სანამ მთლიანად არ გადაიბარებდა ხელფასს, ათასგვარ ხრიკს და ფანდს მიმართავდა. ეშმაკურად განაბული და კმაყოფილი ჩემს გასამრჯელოს საიმედოდ შეგულებულ სამალავებში აბინავებდა ნაწილ-ნაწილ. საგულდაგულოდ, მაგრამ ისე საგულდაგულოდ, რომ ხანდახან თვითონვე უჭირდა მოძებნა. მოგვიანებით, შემთხვევით აღმოაჩენდა ხუთმანეთიანებს წიგნის ფურცლებს შორის სათუთად ჩასვენებულს, სამმანეთიანებს ნაფტალინიდან ახლად ამოღებული შალეულის ჯიბეებში. თუმნიანებს გატკიცინებული თეთრეულის უკან გადამალულ ფრანგული სუნამოს ყუთში. იპოვნიდა და კისკისებდა, კისკისებდა, უხაროდა. ოცდახუთიანებს სად დებდა, ერთხელად არ დავიწყნია.
    დამალვის სენი სჭირდა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასეთი კაჭკაჭი, რამეს მეც დამიმალავდა.
    რაც არ უნდა მეყიდა, მაშინვე არაფერს ჩაიცმევდა. მალავდა. ფეხსაცმელს მოვუტანდი, არაფრის დიდებით ფეხზე არ გაიკარებდა, სანამ შესაფერის პალტოს, ჩანთას, კაშნეს, ჩულქს, მძივს, ცხვირსახოცს, პომადას და ლაქს არ შეიძენდა. ჩვენი შემოსავლით ასეთ კოლექციონერობას წლები შეიძლებოდა დასჭირვებოდა. ერთხელაც გამოეწყობოდა თხემით-ტერფამდე და რომელიმე ქორწილ-დღეობაში მოიწყობდა გამარჯვების დღეს. ერთხელ მახსოვს კინოში დავპატიჟე. გამობრძანდა მაგრამ, როგორი გამობრძანდა. შავი ბუკლეს პალტო, წითელი რიბსის სარჩულით, წელში გამოყვანილით, წელი იცოცხლე, მაშინ ორმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი ჰქონდა, ლაქის შავი მაღალქუსლიანებით, წითელ ძირზე, თმები ავარცხნილი. მომყვებოდა ქუჩაში ის მე და მას მთელი ქუჩის მზერა. გუშინდელივით მახსოვს „ბაბეტა მიდის ომში“ გადიოდა. სინათლე აინთო, წამოვდექით და ვიღაცამ წამოიძახა – „ბაბეტას როგორ გავს! ნახე!“ შემოგვიბრუნდა მთელი დარბაზი და ატყდა ერთი უი, მართლა და ვაი, როგორ… მშვენივრად შეიშნო და ღიმილით შეიფერა, უფრო გამშვენდა და გაბრწყინდა, მით უფრო, რომ ბაბეტას ბრიჯიტ ბარდო თამაშობდა. ჩვენი დროის ვარსკვლავი, ეჰ! ჩვენი დროის… ჩვენი დრო, მორჩა. დამრჩა ჩემი დრო.
    დასარკმელებული ფანჯრის ტურტლიანი შუშებიდან, მოქუფრული გუნების საბოლოოდ დამთრგუნველი პეიზაჟი მოჩანს, ტიპიურად დაპროექტებული ქალაქი, სასაფლაო. ამინდიც ქუფრი, ჟამი…
    – ვა! შენ რა ბოლომდე თავზე უნდა მადგე – ასოებს კი არ შევჭამ. თუ გინდა ასომთავრულით გაგიკეთებ. მეტი რა ვქნა?!!
    ხელოსნის შეძახილმა გამომარკვია.
    – წადი რა გაიარე, გაისეირნე, გამოისეირნე. რაზვეტრიშსა, პრავეტრიშსა. ერთ-ორ საათში პრავეტრიშსა და ზაკაზსაც ჩაგახუტებ.
    გარეთ გამოვედი და შეტალახებული აღმართით სკვერისკენ გავემართე. სკამი შევიგულე. მე თუ მკითხავ, ჩემს ასაკში კაცის მიტოვება ღალატია ნამდვილი, თუმცა რას უნდა მოელოდე ქალისგან, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნე მატყუებდა.
    ბავშვობის ზედმეტსახელზე როგორ ვერ მივხვდი, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. ხუთი წლის გოგონას რომ „ჯიბოს“ შეარქმევენ, პირველი ვერსიით – ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დადიოდა და ასე ამიტომ მონათლეს. მეორე ვერსიით – ბევრ ჯიბიან ტანსაცმელს უკერავდნენ და ყველა წვრილმანს იჯიბავდა. მესამე ყველაზე ალალმართალი ვერსია აღიარებდა, რომ „ჯიბო“ ჯიბგირის კნინობით-ალერსობითი ფორმა იყო.
    ჯიბგირი იყო აბა რა! ყველაფერს იჯიბავდა, რაც მოეწონებოდა, ლამაზ ხედს, ლამაზ ციტატას, კარგ აზრს, კაბის ფასონს, მოწონებულ სიმღერას თუ ნამცხვრის რეცეპტს.
    ტკბილეული…
    ტკბილეული ცალკე თემაა. ცხობა, იცოცხლე, იცოდა.
    მოულოდნელი აღტყინებით იწყებდა და როცა გაზქურიდან ამოფუებულ-ავარდისფერებულ-აპიწკინებულ ორთქლმდინარე სასუსნავს გამოიღებდა, თვითონაც ალმური გადაუვლიდა და თვალებიც ციებიანივით უბრწყინავდა.
    სკვერში, კაფეში რაღაც ნამცხვარი ავიღე ავტომატურად და დავაჩერდი.
    რამდენჯერ ღამით, გვიან ღამით, სამზარეულოში გამოსულს ან ცხობაზე წამისწრია, ანუ უკვე გამომცხვარის მუსრის გავლებისას. ერთი კუთხე ჰქონდა ამოჩემებული. მიიყუჟებოდა და სმუსნიდა მალულად შეძენილ შოკოლადს, კამფეტებს, მარმელადებს, ტორტებს ან თავის შექმნილ ღვეზელებს, ქადებს, ხაჭოს პეჩენიებს. როცა შევუსწრებდი, დამნაშავე ბავშვივით გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა და დარცხვენილი ისმენდა დიეტოლოგიურ შეგონებებს.
    უნდა მივმხვდარიყავი.
    ქვა მგონი კარგი შევურჩიე. არც ძალიან ყვირის, არც ღარიბულია.
    ღარიბულს ვერ იტანდა, აღიზიანებდა. არაფრისგან ქმნიდა ლამაზ ნატურმორტებს, ძველი ფარდაგისგან და სკამის ფეხებისგან ახალ ავეჯს, ძველი ფარდისგან ახალ კაბას, და ძველი კაბისგან ახალ ფარდას… გადაგდებით ვერაფერს გადააგდებინებდი. ცოლად რომ მომყავდა, გამობრძანდა თეთრი ლაბადით და სადაფის თავსამკაულით, თეთრი მოკლე ხელთათმანებით და თეთრად შეთხზული თაიგულით, იტალიურ ეზოში და გადმოეფინა მთელი სამეზობლო.
    – სიძეე! სიძეეე! – აკივლდა მეზობელი ანეტა – იცი რა გოგო ჩაიგდე ხელში… იციიი, რა გოგო… აი, აი დანჯღრეულ ავეჯს მებელად მოგაჩვენებს!!!
    ისე ყველაფერი კარგი აგისრულდათ! თუ შესაძლებელი იყო, აკეთებდა და აკეთებდა ძველმანებისგან ახალ-ახალ ნივთებს. თან უცილობლად დააყოლებდა ლენინგრადში ბევრად უკეთესი მქონდაო. მეცინებოდა, ვიცოდი ფანტაზიორობა რომ უყვარდა. აქ, ზემო ჩუღურეთში ცხოვრობდა. ოთახნახევრიან ნახევარსარდაფში. ხშირად მეგონა მაღალი წარმოშობის „ბოდვა“ ჰქონდა, ისეთებს თხზავდა – ეს ლენინგრადში ხუთოთახიანი ბინაო, ის მსხვილი ავიაინჟინერი მამაო, სორბონადამთავრებული მუსიკის მასწავლებელიო, საკონცერტო როიალი სახლის კუთხეში ძლივს რომ ჩანდა, როიალზე კი ფაიფურის ანტიკვარული თოჯინები, ფანჯრის აივნიდან ხელის გაწვდენაზე დიდი თანამემამულის პეტრე I-ის ძეგლი და ვინ მოსთვლის. მგონი დედა ბარონესა მყავდაო, იმასაც იბრალებდა!
    სამშობლოში რომ დავბრუნდი, ასე 6-7 წლის ვიქნებოდი, მეტი არაფრის დიდებით არაო.
    ოჰ! ჩემი ბარონესა… ბარონესა მიუნჰაუზენი.
    ჯიბიდან ამოვიღე და კიდევ ერთხელ დავხედე. ოცდათხუთმეტწლიანი სიცრუის გამცემი დოკუმენტი, იგივეს ამბობდა, რასაც გუშინ იგი სწორედ შავი ბუკლეს პალტოს საიდუმლო ჯიბეში ძლივს აღმოვაჩინე და ჩემი საკუთარი თვალით და ერთი სათვალით, შავით თეთრზე… ამოვიკითხე…
    მე კი ნამცხვრებს ვუკრძალავდი.
    „დაბადების თარიღი 1939 წ. ადგილი ლენინგრადი.
    და მე რას მეუბნებოდა. ომის დამთავრებას არაფერი უკლდა, რომ დავიბადეო. თუ ომი ახალი დამთავრებული იყოო…
    თანდათან ბუნდოვნად წამომიტივტივდებოდა უცნაური მონათხრობები. პატარა რომ ვიყავი, კალის ჯარისკაცებს აივანზე ვაწყობდი, ასე მეგონა დამიცავდნენო. ზოოპარში ვერ შეიყვანდი, მეშინია, სპილოს რამე არ მოუვიდესო, წუხდა. ჩანს ახსოვდა ლენინგრადის ზოოპარკი როგორ დაბომბეს. ახლაღა მივხვდი სად მიბაჯბაჯებდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი „ჯიბო“ ჩქარ-ჩქარა და სირენების წივილ-კივილში.
    აი, თურმე, რატომ აორცხობილებდა ერთ სახეშეუჭმელ პურსაც, რატომ იღვრებოდა ცრემლად „სალიუტების“, „პარადების“ და ომზე ფილმების ყურებისას. რატომ სძულდა ჭექა-ქუხილი, ომობანას თამაში, ხმაური და ჩხუბი…
    ტყუილის მასშტაბურობაზე ვფიქრობდი. რომ მოგეკლა, თვითმფრინავის ბილეთს არ აგაღებინებდა, ბინაშიც თვითონ ჩაეწერა… ტრუსკავეტსკში დასასვენებლად, ავად იყო და მაინც თვითონ წავიდა ბილეთისთვის, სასტუმროს ადმინისტრატორებთან არ მიგიშვებდა… პასპორტი რომ არ ჩამვარდნოდა ხელში…
    სიცილი ამიტყდა.
    კაფეს გამყიდველმა განცვიფრებით გამომხედა…
    – ჩემი ცოლი გენიალური ქალი იყო, – ავუხსენი მე.
    – აბა ჩემი ქმრისგან რამე მსგავსს გაიგონებ! – გაბრაზდა ის.
    ნამცხვარი შევჭამე. ნაყინიც ვიყიდე. გაზეთიც.
    გულისგარეთ ვკითხულობდი. ხშირ-ხშირად მეცინებოდა. თითქმის ჩემხელა ყოფილა ეს მატრაკვეცა… თითქმის ჩემხელა.
    საათს დავხედე და სახელოსნოში შებრუნება გადავწყვიტე! წვიმას აპირებდა.
    – ჯიგაროჯან, დატა არ მითხარი, დატა! რომელი გოდა იყო? – შემეგება წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარსახიანი ხელოსანი.
    რამდენს იკისკისებდა ჩემი დაბნეული სახე რომ დაენახა. ერთ სათვალეს რომ არ ვენდე და მეორე რომ მოვიშველიე. ნეტა მას სიცოცხლეშივე რომ წავწყდომოდი, გასაიდუმლოებულ პასპორტს, რას იზამდა. ალბათ გამებუტებოდა.
    – დაბადების წელი 1945 – ვუთხარი მტკიცედ.
    – ვა, რა ახალგაზრდა წასულა. ნწუ-ნწუ-ნწუ – შეწუხდა ქვის ოსტატი.
    თავი დავუქნიე, პასპორტი გულის ჯიბეში დავმალე და ვითომ სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვედი.
    გაწვიმდა.
    კარგ ხასიათზე დავდექი, წელში გავიშალე, სუნთქვა გამიიოლდა. თითქოს სადღაც ჩემს „ქიშმიშიან ფუნთუშას“ ლოყები ჩაეჩვრიტა და თვალები აუციმციმდა. კისკისიც ჩამესმა. მეც სათვალე მოვიძვრე, ცხვირი შევჭმუხნე და თვალი ისე შევუკარი, თითქოს ცრემლით არ მქონოდა სავსე.
    – ხედავ რა ავანტიურაში ჩამითრიე? მთელი ლენინგრადის ბლოკადა მოვიპარეთ. მთელი ომი.

    ერთი მოთხრობა ფულზე და სულზე

    რამდენიმე ეპიზოდი პოლონეთში ცხოვრებიდან… დანარჩენი არ მახსოვს. ვსვამდით.
    ჰო, კაბა ვიყიდე ჩემთვის, მზის ფერზე და თარგზე აჭრილი, მზესუმზირებიანი, კიდევ – საახალწლო გვირგვინი-თაიგული. შევიძინე, როგორც საბჭოეთში გაუგონარი სიტყვათშეთახმება. სხვა?!
    ძალიან ვსვამდით… არ მახსოვს.

    ეპიზოდი პირველი

    შერძენისლშენანავებული, ანუ ნისლშერძევებულანანავებული, ანდა სულაც ანანავებულნისლშერძევებული (სიტყვათმშენებლობა მაგარია!!!) მოკლედ ასე… რძესავით ნისლში შენანავებული და მანანავებელი (ვლო-თობთ!) ავტობუსი მიირწევა, მიტაატებს, მიკრიალებს საზღვრებიქითა შოსეზე. ფარების მჭრელი სინათლე კვეთს რძე-ნისლს, ჭრის შედედებულივით ბლანტს მკვეთრი სხივით და მიალივლივებს მიბარებულ ოცდახუთიოდეს და ოცდახუთწლამდეს, მჩქეფარე, კარგად მოწეული (და მწეველი) სიცოცხლეებითურთ. – road, road, road – ბღუის მანქანა.
    ავტობუსი მიჰყვება ნისლს. ნისლი მიჰყვება ავტობუსს. ნისლს და ავტობუსს მოHყვება ნაძვის ხეებჩადგმული აციცინათებული ოთხუთხედების რიგი, განათებული ფანჯრები – სადღესასწაულო. ჩვენთვის ახალ წლამდე შორია, შობამდე უფრო შორი. იმ ბერგამოტის, მუსკატის და დარიჩინის სურნელივით შორის, ნაძვისხეებჩადგმული სინათლეების მომბურავი ფარდების მიღმა რომ ტრიალებს.
    ჯერ 24 დეკემბერია. შობა ჩვენში შვიდ იანვარს იციან, მაგრამ ჩვენში შობის აღრიცხვამდე ბევრად უფრო შორია; ავტობუსი ხომ ნისლის გარდა საბჭოთა დროებებში მოძრაობს.
    ნისლს ჩვენი გაოგნებაც შეედინება, ამ მოულოდნელი დღესასწაულის გამო.
    დღესასწაული ფანჯრების გაღმაა… მაგრამ მოდის. ფანჯრებიდან შემოციმციმებული ფერადოვნება მატულობს. გზა ქალაქში შედის.
    სარეკლამო აბრები – გასაკვირალი. გამაკვირვებელიც – ღამითაც ანთია!
    ავტობუსში სიმყუდროვეა.
    ავტობუსი ჰგავს აუღებელ ციხე-სიმაგრეს. ადგილი, სადაც გაქვს „ვარციხე“, – დაუმარცხებელია, შეუვალი, მიუდგომელი.
    არავის სძინავს. ჩაღუღუნებულნი, მითავგვერდებულნი ჩათივთიკქურთუკებულნი ვსვამთ დაგემოვნებით. ათი დღით დამეგობრების პირველ საფეხურ-გაცნობა გადაგორებულნი და მეორე საფეხურ-შეამხანაგებაზე გადასულნი, თანდათან ვეხსნებით ერთმანეთს, ვლაღდებით. ოღონდ თავდაჯერილად, მოზომილად, გეგმაზომიერად, ქართულ-დარბაისლურად, გულდადინჯებით და გონმიყოლებით. ასე, სადღაც მეათე დღისთვის ალბათ გავლაღდებით, გამოსამშვიდობებელ საღამოზე ბოლომდე გავთავისუფლდებით, დავიხარჯებით და შინ, სამშობლოში მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გავგულდინჯდებით, გონმოვიკრიფებით, მოვიზომიერებთ და გავგეგმაზომიერდებით.
    – რაც გზა გვიდევს ვარშავამდე, ის გამატარებინა თბილ ლოგინში? – „ხმათა ხავერდები“. თვალის კუთხით ვხედავ, სკამის ზურგსაა მოფარებული.
    „ნეტამც და შენთან ერთად“ – მთელი არსებიდან ამოფრენილი და დროზეენაზემიკბენილი ნატვრაა ჩემი. კარგად გაზრდილი გოგონები მსგავსზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, არც აგონდებათ, მაგრამ… ნატვრა მარტო ჩემი არ არის, ოთხი-ხუთი კარგად გაზრდილის გაუაზრებელი წაოცნებებაც თან მომყვა, ვგრძნობ. არც ერთი არ უყურებს ზედ. ნუ, აი არც ერთი, ნუ სულაც არ ახსოვთ.
    ადამიანურად დათო კი არ ჰქვია, დავითია და კიდევ მეტი… არქიტექტორია… ვაიმე… დავეცით… და ის ისეთი კარგია!!!
    წინ თორმეტსაათიანი გზაა. თორმეტი საათი მისი სუნთქვა ჩემგან ცხვირის გაწვდენაზეა, ფანჯარაზე თავმიყრდნობილი მეც თითქმის მის კისერთან ვსუნთქავ. უკან თავხედურად გადმოხსნილი სკამის საზურგე მუხლისთავებს მტკენს. შეიძლება ითქვას, კალთაში მიწევს და ხმასაც არ ვიღებ. მერე რა რომ წვივებს და ტერფებს მილიონი წვრილი ნემსი დაესია და ვერ ვგრძნობ.
    – უკანა სალონს ვერ გაგვინათებ?! – „ხმათა ხავერდები“-თქო და ჟრუანტელები. ხმა იმედისმომცემი. ხმა, რომელიც მითბობს სულს და მიმართავს მძღოლს.
    შევარციხებული ნისლი ფერებჩაღრილი ვერცხლისწყლისებურია, მოძრავიც. სევდაშეინისლლივლივება… არა ახალწლები ინისლვერცხლისწყლება, არა წლები ჰეფინიუსილსიფერება. (მე ასე ვთვრები. სიტყვათვმშენებლობ.)
    – იცით, მეც არქიტექტორი ვარ! – რაღა თქმა უნდა არ ვამბობ.
    მძღოლმა უკანა სალონი ოდნავ გაგვინათა და ჩუმად შემოგვბლიუზა.
    ბლუზიც ნისლში გაიბნა. ნისლი – სადღესასწაულო სასოწარკვეთით სავსე ფლეიტით და საქსაფონის ამონასუნთქით შეთბა.
    მგონი… ან რატომ მგონი… ეს კაცი მიყვარს!

    მეორე ეპიზოდი

    – ასოციაციობანა ვითამაშოთ – კუდრაჭით ამბობს ერთ-ერთი კარგად გაზრდილი.
    ხრიკია – ქალური. შევიტყობთ ვინ ვის რა თვალით შეხედა.
    ას-ოცი-აციები, ორ-ასოციაციები. ორნი და ას ოცნი შეიტყობენ როგორ აფასებენ ერთიმეორეს. შემთხვევა რა ფასს ადებს მათ: ერთობას თუ ორობას, გაერთიანება თუ იასოცებს… ან იასოციაციებს. მე თვალებში მიბევრდება უკვე.
    დავითიც ბევრია.
    ამდენი მაინც იყოს. ვცდილობ დავაფოკუსირო მზერით დავითები, მაშინ ყველას გვეყოფოდა.
    – მეც ვთამაშობ – კუს ფეხივით გამოვყავი ხელი შემობუდნული ქურთუკიდან.
    ვთამაშობთ.
    – მმ, ფერწერა? გავს… გავს რაფაელის „მარიამის დაწინდვას“… სიტყვა გაუწყდა. მე ხელი მოწყვეტილი ყვავილივით დამივარდა. იმედის სიმებმაც უიმედოდ ჩაიჟღარუნეს.
    უყურებდა დიდი სინაზით, როგორც სადედოფლოს.
    სადედოფლომ თქვა არ მინახავსო ეგ რაფაელი და იდუმალი ღიმილი შეაგება. სწორედ „ეგ“ არ უნახავს, თუ „ეგ რაფაელი“ – ვერ მივხვდი.
    დავითიც მიხვდა, კომპლიმენტი რომ გაუცუდდა. თავს ვიმძინარებ. მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციები აღარ შემეტყოს. ახლა მხოლოდ მისი ხმა შემომილურჯხავერდისფერება, ბლუზის ხმაში მიბნედილ ვერცხლისწლის შეფერადებულ მოძრაობაში. ხმას ვერ ვეტყოდი „ნუ მეფერები“, თუ ნათქვამის შინაარსი სხვას ეალერსებოდა…
    – ჩავიფიქროთ!
    – ვინ გამოიცნობს!
    თათა? – მოდილიანი, ანუკ ემე, ჟასმინი, „სასაცილო გოგონა“, ანტილოპა, შენობა? – შენობა ალბათ პიზის კოშკი. რას ჩავაცმევდი? მე-17 საუკუნის ტანსაცმელს.
    ხმამ, რომელიც საქსაფონის და ფლეიტის შემომუსიკებას მიხავერდებს, ხმამ, რომელსაც თვალდახუჭული ვხედავ, მეგობრული, მაკომპლემენტირებელი და უკანდასახევი გზის დამტოვებელი ინტონაციები შეიძინა.
    ხმას შამპანურის ფუჟერის ფორმა აქვს.
    არ უნდა დამელია.
    თვალდახუჭულიც ვეჭვიანობ. ვხვდები, როგორ წითლდება თათა.
    მხოლოდ დავითის ასოციაციებს ვუსმენ და ვხედავ.
    თეა? – ყვავილი? გიორგინა. ცხოველი? ჯიშიანი ცხენი. მსახიობი? – მურავიოვა. როლი, რომელსაც გათამაშებდი? – მაგდანა. მხატვარი – ველასკესი. შენობა… რამე, მასშტაბური… იმელი!
    ვცდილობ არ გამეცინოს. თეა იბუტება. არადა არის მასში რაღაც მასშტაბური. თეას ურჩევნია იყოს მასში რაღაც ანტიკური… დავითი ცდილობს გამოსწორდეს.
    – ჩავაცმევდი ოციანი წლების რეტროს.
    თეა აღარ იბუტება. ხმა – თბილი ხუმრობებითაა სავსე.
    თათას და თეას გარდა ყველას ცუდად ვიცნობ, ვერ ვხვდები, რამდენად ზუსტად აფასებს.
    – გველი – ამბობს ვიღაცის ცხოველის ნიშაში – ვერ ვითმენ და ცალ თვალს ვახელ. შესაფასებელს გავხედე. დიდთვალება, შავთმაგადაკრიალებული თოჯინაა.
    რატომ, თორემ კი ბატონო, ვთქვათ…
    – მე ვიტყოდი შველი – გამწარდა ის.
    ხმა, რომელიც ჰგავდა გამოწვევას გამოსაწვევის გამოწვევას ახერხებს.
    – მე დავრჩი – ჩაქნეული ხელი ავიწიე… თუმცა მახსოვდა რომ იქ, სადაც ჰგავდნენ რაფაელის მადონას, ხმა იყო ფითრის ნაყოფის ფორმის და ფერის.
    – თქვენ?.. (რატომ მე თქვენობით?) – ავაზას, ყაყაჩოს, სოფი ლორენს მაგონებს. გრატესკა – როლი, მხატვარი? გოგენია ტროპიკებში, შენობა? კარნეგი ჰოლში…
    ხმა გამრიდებელი. დისტანციის დამკავებელი. და რადან უხერხული იყო ჩემი დახასიათებისთვისაც თვალდახუჭულს მესმინა, სახესაც გავუსწორე თვალი, დამკვირვებელი, ნიადაგის მომსინჯავი და ობიექტური.
    რას ჩააცმევდი? – იკითხა გველადმონათლულმა, მას თუ არ ვცდები კრინოლინი და დაპუდრული პარიკი ერგო.
    – გავხდიდი! – ალალად გამოსცდა, ღიმილით დაფარა.
    სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ერთის ნაცვლად ბევრმა გველმა ჩამხედა თვალებში. თეამ და თათამ დავითს გაუყარეს დარცხვენილ მზერაში აღშფოთებული მზერა.
    – ალბათ ხელთათმანებს? – ვცადე დავითი მეხსნა.
    – დუელში მიწვევთ? – არ დაიბნა.
    (არა, რაღა მე ვარ თქვენობითში?)
    – სიამოვნებით – მივიღე გამოწვევა – შევხვდებით თოვლში.
    – სანამ სისხლი დაღვრილა, ერთიც ჩამოვატაროთო – გადმოგვაწოდეს ბრტყელი გამდნარიქარვის ფერით და ლოდინით სავსე ბოთლი.
    ვიუარე. ხელთათმანი მიხურდა.
    მრავლობითობა კვლავ მხოლობითობაში გადამივიდა.
    ნეტავ იცოდეს როოოგოოორ მჭირდება!
    ნისლი გახდა უცნაურად მღელვარე და დამედევნა მღელვარე ნდომა. ნდომა იყო გამდნარიქარვის ფერის და ლოდინის, მაგრამ ვიღაცას გენიოსის შედევრის მაგვარს სიყვარულს უპირებდნენ, ფითრის ტოტისფერს.
    დავითის დახასიათებისას ითქვა
    – ესპანელი იდალგო, ქართული კარტის აგურის ვალეტი, დეგა, ხე – ჭადარი, ცხოველი – ზოოპარკის ლომი, ფილმი – „არსენა“, შენობა? შენობა რომელი?
    მე ვთქვი „ტაძარი?
    ძალიან მჭირდებოდა.
    შეკრთა და ეჭვის თვალით დამაკვირდა. მივხვდი, სიტყვა შორეულ საიმედოდ გადამალულ სამიზნეს მოხვდა.
    და მაინც, მე ვიყავი პეიზაჟი ფარშევანგებით, ჩემს ტროპიკებში გარუჯულ სხეულს უცნაური სახელი ვაირაუმატი ერქვა. ხელში მწიფე ეგზოტიკური ხილი მანგო მეჭირა, მანგოს წვენი კი ჩემს მანგოსებურობებს დასდიოდა, როგორც სურვილი… უცხო ხილი… გასინჯავდა კაცი.
    სხვა კი, სხვა სინაზით, სხვა ქარიზმით, სხვა სისადავით, სხვა კდემამოსილებით… უყვარდებოდათ…
    კიდევ კარგი, კარგი მესაჭე გვყავს, სთქვა მან, მესაჭემ; რაოდენ შედედებულიც და რაოდენ ჩიტისრძისფერიც, რაოდენ რულისებურიც და რაოდენ რულისებურიც, რაოდენ აბრეშუმისმაგვარი და რაოდენ ნახავერდები, რაოდენ ბრუშემმოპარებელი და რაოდენ ამამსუბუქებელი… რაოდენ კი არა, და იმიტომ, რომ ასეთი საშიში ნისლი იდგა მანქანა ერთ ზედმეტ მეტრსაც ვერ გაივლიდა, რამეთუ იგი, კეთილი მესაჭე ცხვირთან მიტანილ თითს ვეღარ ხედავდა უკვე.
    მანქანა დადგა.
    ჩავიცხელცრემლმთივთიკისქურთუკისსაყელოვე. იქ თბილისში დატოვებულმა ქორწილმა თავისი ჰქმნა. ჩემმა შეყვარებულმა მდიდარი შეირთო. სტრესის მოსახსნელად გამომსაზღვარგარეთეს.
    …ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, რისგან შეუძლია მიხსნას…
    ჩავიძინე.
    ძილშიც მეწვია ხმა, რომელიც ხავერდებს ხევდა: – ჰგავს დასაწინდს და ჰგავს კეტრინ დენევს, ჰგავს ნიამორს და ჰგავს იორდასალამს, შევმოსავდი ქართული კაბით, ან ევროპული, საქორწინო თეთრი მაქმანით, ხელით ნაქარგი… შენობაც მაქმანებიანი, „წმინდა ოჯახის“ საყდარს ჰგავს… დავხატავდი და… ფრესკა… ანგელოზი… მიყვარდა.
    არ მესიზმრებოდა. ესიზმრებოდა – სხვას იყვარებდა.
    ჩემთვის რომ გეკითხა, ეძინა მესაჭეს. ეძინა ყველა მესაჭეს ქვეყნად. არსად არც ერთი მესაჭე არ იყო ფხიზელი. არც ერთი საჭე აღარ ბრუნავდა. ყველა გზას ნისლი ფარავდა, შიშისფითრისფერი.
    აღარავინ შემიყვარებს, აღარასოდეს… არ ვიცი რამდენად გოგენის ნატურა ვაირაუმატი, მაგრამ ვაი რა ბატი… რა უადგილოდ და რა უიმედოდ ვიბრალებდი ახალ სიყვარულს.

    მესამე ეპიზოდი

    გადავთვერისავით.
    უნდა გამოვიცეკვო! დავითი? არა. ჩემგან უნდა გამოვაცეკვო, გამოვდევნო, გამოვამევო, გამოვაცხოვრო ყველა ტკივილი…
    ვცეკვავ.
    მარტო ვარ.
    ისიც მარტოა.
    რატომაა მარტო? – არაფერი ათრობს, მახსოვს…
    აღარ მახსოვს…
    სად? ვინ? როდის? რატომ?
    მეც ნიამორი ვარ… გავრბივარ.
    პიზის კოშკი ვარ. ვვარდები.
    ე/ეი, თქვენ არქიტექტორნო, ხელი შემაშველეთ!
    არააავინ არ… არავის არ… არავის არ ვუყვარვარ!
    ნისლი?
    დისკოტეკაზე? შემოგვყვა გზიდან?
    არ მინდა!
    კვამლია. კვამლში ტრიალებენ… ტრიალებს ბურთი არნახული. ბრუნავს, ათინათებს აპნევს, აბნევს, გვაბნევს… სარკეებიანი. სარკეებშიც ვცეკვავ…
    ფერები, ფერები, რა ნაირფერები. შხრრრ წითელი, სხლტ-ნარინჯისფერი, მრუმ-მწვანე, ბლუ-ლურჯი, სახეებს გვისერავს.
    სახე ბართან მაინც მშვიდია. გველივით ულამაზესიც მშვიდია. საუბრობენ. გველი კვლავ შველს /გავს.
    ვხდები ავაზა – ეჭვის. ვცეკვავ.
    ხმის ფერი არ მოდის ჩემს მოძრაობებთან, ფერებს აქვთ ხმა.
    – შეგხვდეთ, შევხვდეთ, შევხვდეთ – მეჩვნება.
    გული აბრეშუმის და ხავერდის ნახევი. ვე-ჭვი-ა-ნობ. ვერ გამოვაცეკვე ჩემიდან ტკივილი.
    „გველი“ ზეიმობს, ის „ნიამორი და კატრინ დენევი“ ჩემზე უარეს ჭირის ოფლს იწმენდს; ღირსეულია და დარბაზს ღირსეულადვე სტოვებს. უღირსსაც. ნუ ზედ არ უყურებს… ნუ საერთოდ…
    მისი საქციელი მარტოკა ცეკვაზე ბევრად მომგებიანია.
    მაინც ვცეკვავ და წამგებიანად მარტო ვარ.
    ისევ შორს, სხლტ, მრუმ და ბლუ. ბლიუზიც.
    მი-ყვაააარს!
    ვე-ჭვი-ანობ.
    გამოვაცეკვებ სიყვარულსაც, ეჭვიანობასაც, ჩამოყოლილ ღალატებს, იმედისკარგვას, სიყვარულისაც. სადედამთილომ უსახსრობა ჩვენიც გვყოფნისო…
    ქორწილები და მანქანების ჭყიპინები. ფულიანეთი…
    სარკის ნატეხთა ანარეკლებს სახე ირეკლავს.
    ისინი სვამენ.
    თვალებშიც კი უყურებენ ერთმანეთს.
    ჭიქა ხელიდან უვარდება, ჭიქა დაიმსხვრა.
    მე გავტეხე ჭიქა. დაჟინებული მზერით. მე არა… მზერამ… ან რომელიმე გამოშინაგანცეკვებულმა გამომშიგნავმა გატეხა ჭიქა.
    – ვიცეკვოთ? – ვიღაც პოლონურად მეკითხება.
    – აბა რა! – ვცეკვავთ.
    თავბუსდახვევა, ტრიალი, ტრიალი, დახვევა, ჩახვევა, მკლავიდან მკლავისკენ და გადაზნექ-გადმოზნექვა და სარკეებიანი ბურთისკენ ატყორცნილი ფეხსაცმლის ჭვინტი. წერტილი. სდექ. თავდაკვრა, რევერანსი… ბის. ბრავო. ტაში. ტუში.
    ჩქარ, ჩქარ, ჩქარ და ახლა უკვე ჩა-ჩა-ჩა.
    ვსვამ, ვსვამ, ვსვამ…
    უ/, ამდენი დავითი უკვე მთელ პოლონეთს ეყოფა. გასაყოფიც აღარაფერია.
    – აბა გეყოფა. – თეა-მენტორი – ყველა შენ გიყურებს – წავედით ნომერში.
    ყველა?! კი, ერთის გარდა.
    ჯან-და-ბა და და-და-დამ, დამ-დამ-დამ.
    ბართან აღარავინაა.
    ერთად წავიდნენ.
    – უნდა ვიცეკვო!
    დილამდე.
    დილამდე.
    მარტო
    ვიცეკვებ
    რატომაც არა…
    მუსიკა! ბარმენი პოლონელი.
    –Мис, закрыто, закрыто!

    მეოთხე ეპიზოდი

    – ოქრო გავყიდოთ.
    – ოქრო? და-ვი-თი მი-ყვარს! – მთვრალი ვარ.
    – უაზროდ ცეკვავდი – მეცნენ მეგობრები.
    – თქვენც შეგიყვარდათ? თუ არა? – აღარ ვმალავ ეჭვებს – შეგიყვარდებოდათ.
    – უაზროა – ჩაიქნიეს ხელი.
    – რა ოქროს გაყიდვას აპირებ? – თათამ თეას კომერციულობასთან შეამხანაგება ამჯობინა, ჩეს პარანოიალურობასთან შერკინებას.
    ცოტა ხანში ოქროს ლომის თავს ხელისგულზე დავყურებ კარგი შემფასებელივით. ოდესღაც ვხვდები რა მიბრწყინავს ხელში:
    – აჰ! ზოოპარკის ლომი! მაჩუქე… თან ჩემი ზოდიაქია!
    – გითხარი უაზროა. ოცდაშვიდი გრამია. ბაჯაღლოა.
    – უაზროებს რა არაფერს ჩუქნიან? და-ვი-თი მი-ყვარს. რა-ტომ ვერ მი-გებთ.
    – ცოტა თავი დაიჭირე! პირი დაიბანე! გვეყოფა შეჯებილი თვალების ცრემლით ჩამორეცხვის რმანტიკა – თათა გაღიზიანდა.
    სააბაზანოში მორჩილად შევდივარ. სავსე აბაზანაში ტანსაცმლით ვწვები.
    შეფხიზლებული კი ჩემთვის უკაცრიელ ნომერს დემარშით ვტოვებ. დემარშს კორიდორებში მივაწურწურებ.
    სასტუმროს კორიდორს თეთრი, ხელოვნური ნაძვის ხე აბოლოებს.
    ბოლომდე რა მივა.
    მივედი. უფრო მივქანავდი. ჰაეროვნად.
    რა უნდა ყვავილებს ნაძვის ხეზე?
    თეთრი ლილიები სათითაოდ დავხსენი და თმაში ჩავიმაგრე. ქაღალდისებს ჰგავდნენ. რა უცნაური ხალხია ეს პოლონელები. თეთრი ლილია – თეთრ ნაძვის ხეზე. /მ!
    სარკეში ჩავიხედე.
    სარკეს მოეჩვენა, რომ თავი დავიჭირე.
    ყველაფერი რიგზეა. ახლა საით?
    – 200$ – პოლონელი მომეტუზა.
    – ა?
    ღამეშიო.
    თუ სწორედ მივხვდი…
    წარბები ამეზიდა – ყველა საზღვარს გასცდნენ.
    აი, რას ნიშნავს საზღვარგარეთი (სოციალისტური ბანაკი მაინც არ ერქვათ). არ გავილანძღეთ! მეც და ბანაკიც.
    – Что вы сказали?-თქო.
    – 500$-იო – დაფრთხა.
    ახლავე დავრეკავ ახალშენეფებულთან და შესიძებულთან, გავაგებინებ რა ბაჯაღლო გაუშვა ხელიდან.
    – золото купишь! – დამიბრუნდა გონი.
    არ გასჭირვებია გადასხვაბიზნესება, შესხვანივთვაჭრება.
    ნომერის კარი ზარ-ზეიმით შევაღეთ.
    – ოფელია! უკვე შეშლილი! – გაუხარდა თათას.
    – დავახრჩოთ! აბაზანაში! –აიტაცა თეამ.
    – ნახეთ ვინ მოგიყვანეთ! – ვინ არის უაზროს რომ ვიტყოდი, იმ ტონალობებში შევასიხარულე მეგობრები. გახსენით ლომების აღლუმი!!!
    ლომი გაიყიდა.
    ორიოდ ნულით მოგვატყუეს. კურსმა დაგვაბნია. იმ ფულად რამდენიმე, მაგრამ ნუ მაგარ, რომ დაგცემდა ისეთს, ქუჩის შურიან მზერებს რომ მოხსნიდა ისეთს, ცელულოიდის ფერადი პარკი თუ მოგვივიდოდა.
    ჩვენ შევიძინეთ ქაღალდის ყვავილებით გაწყობილი, უცნაური საშობაო გვირგვინები, ხორბლის თავთავებით, ნარშავებით, ჩალის წნულებით და ბრჭყვიალა საახალწლო სათამაშოებით.
    რატომ ყიდიან ადამიანები ოქროს?
    რატომ ვერ ყიდიან ადამიანები ოქროს?
    რატომ იყიდებიან ადამიანები ოქროზე?
    რატომ გყიდიან ოქროსთვის?
    ოქრო, ოქრომ, ოქროს, ოქროდ, ოქროთი,კვლავ ოქრო. ო, ოქროვ!
    ბრჭყვიალა სათამაშოები.

    ეპიზოდი შემდეგი

    რა დააჭკნობს თმებში ხელოვნურ ყვავილს.
    ეს სხვისი ნომერია, ეს – მისი, ისიც სხვისი, ჩვენი ჩამოვიტოვე. ნომერი, ნომერი. ნუმერაცია ვერ მშველის.
    ალალბედზე.
    სადაც არის ბედი შენი… იქ მიგიყვანს ქუსლი წვრილი.
    ძლივ-ძლიობით ვარჩევ ერთმანეთისგან ჭორიკანა მეღამურებს.
    ვინ? ვის? სად? როდის? თამაშივითაა. ვინ? ივის? რას უპირებს? სად? პასუხები მზადაა.
    – გიყვები, არ დაგცდეს!
    – დედა მომიკვდეს?
    – ცოლად აპირებს რომ მოიყვანოს!
    – ცოლად?
    – გეფიცები.
    რაო-რაო? ვინ? ვის? რას უპირებს? როდის?
    დავითი – მას ნიამორს.
    აი, ნომერი მესმის.
    – რა ნომერი, იცი ვისი შვილია? გა-დას-დით…
    ხომ ვთქვი.
    დაჭკნა ხელოვნური ყვავილები თმაში.

    ოდნავ შემდეგი ეპიზოდი

    კორიდორის ბოლოში მარტოა. იგი – დავითი!
    ხელოვნური ყვავილები მზის ამოსვლისთანავე გაიშალა.
    „მიყვარხარ“ ვთქვი მშვიდად. მისი სიმშვიდე გადამედო.
    მშვიდადვე ვაკოცე ტუჩებში. კოცნამ დამშვიდობების გემო დამიტოვა.

    კარგი ეპიზოდი

    მიდის და მიდის და მიდის ცხოვრება უჩემოდ.
    მოდის და მოდის და მოდის თოვლი პოლონური.
    გარბის და გარბის და გარბის გზა ფანჯრებში.
    თავისუფალი სვლა გვაქვს ქალაქში. სამარშრუტე ავტობუსის ფარდებს შორის საყდარი მოჩანს – თანამედროვე არქიტექტურის, ძველებური რწმენით.
    მომწონს. ჩასვლას არ ვაპირებ.
    დავითი?!
    სწორედ აქ ვაპირებდი ჩასვლას.
    საყდრის კარების წინ ჰგავს მადონას დაწინდვის მომლოდინეს.
    იქნებ უნდა შეხვდნენ?
    მაინც ჩავდივარ.
    – ელი ვინმეს? – თოვლზე ფრთხილი ვარ.
    – ამ ქვეყანაში რამდენი ახალი ეკლესია შენება. ჩვენთან კი… ხანდახან ვცდილობ ეკლესიები დავაპროექტო. გავა დრო, ვიცი ეკლესიებს მეც ავაშენებ.
    „ტაძარი!“ – გამახსენდა ჩემი ასოციაცია. ამ შედარების სამადლობელო იყო ასეთი ნდობა, გულის გადაშლა.
    – ხუროთმოძღვარი – დაუკვირდა სიტყვას.
    ხუროთმოძღვარი – ამ დავიწყებულმა სიტყვამ რაღაც დავიწყებულში დიდი ხნით დადუმებული ზარები აახმიანა,
    – მე სიტყვებით ვმშენებლობ. ოღონდ ხუროთმოძღვარივით ლამაზი სიტყვა ჯერ არ ამიშენებია – ვცადე გულახდილობითვე მეპასუხა.
    – შეგატყვე! სიტყვებს იგონებ – გაიღიმა.
    ის რომ ჩვენ, საყდრის წინ, ვგავდით რაფაელის ტილოს, რეალურს, გაცოცხლებულს, მაიმედებს.
    იქ საყდრის წინ როგორც იქნა ვილაპარაკეთ. ზეშთაგონებით მიყვებოდა, რომ აქ ჩამოსვლამდე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად საგვარეულო ეკლესიას. არესტავრირებდა. როგორ ითლება ქვა, როგორ იხარჩება ქუჩურთმა, როგორ ედუღაბება აგური აგურს, როგორ გამოიწვება ალიზი.
    …ყვებოდა მშვიდი, სავსე მადლობით და მადლით. შეამთლიანეს თურმე სარკმელ-ოლარი ხავსმოდებული. გოჯ-გოჯობით გაწმენდილი, ალაგ-ალაგ ამოცვენილი უძველესი კრამიტების ახლადგამომწვარი თიხით შეცვალეს, ძველი ფრესკები გაამაგრეს, ამოასუფთავეს ქვაზე ნაკვეთი ასომთავრული. მზით გამთბარ სახელგაცრეცილ საფლავებზე ჩამოსხდნენ და ჩამოილაგეს დაღლილ მუხლებზე ნაჯაფი ხელები.
    ო! როგორ ვიცოდი, რომ ძალიან მჭირდებოდა. აი ასეთი, როგორიც ახლა.
    – ახალი ჩანახატებიც გავაკეთე, ახლაც ბაზილიკის პროექტზე ვმუშაობ, თანამედროვე… მანდ მინდა ყოფნა… ჩვენთანაც მოვა ასეთი დრო. ხელი საყდრისკენ გაიშვირა…
    მეც სადღაც „იქით“, მისი სიტყვა რომ ვიხმარო, „მანდ“ მიმეზიდებოდა. ჩემი „იქით“ იყო ზევით რატომღაც, დავითის „მანდ“ იყო დედამიწაზე, ადამიანებში, თავის ნაშრომში.
    მომეჩვენა, რომ მშიერი ვიყავი, თბილი პური მომიტეხეს და მაჭამეს, აი იმ ხელით, ცოტა ხნის წინ რომ თიხას ზელდა, ბზის კარიბჭეს ჩორკნიდა და ხატებს ჭედავდა.
    – წამო, შევიდეთ, დავათვალიეროთ! – შინაურული იყო.
    შენობაში შევედით. იეზუიტთა სალოცავი აღმოჩნდა. პატარა ოთახი, მყურდო, უცხო სუნით, კედრით თუ კიპარისის. ნახევარი ოთახი მექანიკურ-მუსიკალურ თეატრს ეკავა. მეფენი, დედოფალნი, სეფექალნი, მხედარნი, მიწათმოქმედნი, მჭედელნი, ჯალათი, მოკვეთილი თავები, ხის, თიხის და ლითონის ფიგურები ლილვების, კბილანების უხილავი ბრუნვით, მოძრაობდნენ, ჩამზარების და კამერტონების ზუსტად გამოთვლილი ჟრჟოლვა მუსიკას /ქმნიდა.
    წრეებზე მოძრაობდნენ და ყოველ წრეზე თავიდან თამაშდებოდა, ცოცხლდებოდა პოლონეთის ისტორიის რომელიღაც ჟამი. ჟამთაბრუნვას მართავდნენ სადღაც ფარულში დაფარული მექანიზმები.
    დიდხანს ვუსმინეთ დროს მოჟღრიალეს, მოწიკწიკეს, მოტიკტიკეს, მოძრავს და უძრავს. თვლები ბრუნავდნენ. ბრუნავდა დედამიწა. გარეთ თოვდა…
    გამოვედით უცხო მადლს შეხებული, სხვა სამყაროში ჭუჭრუტანიდან მზირალი ბავშვებივით განცვიფრებულები.
    – იდუმალი მაშინებს, უცხო – დავითი ხმადაბლა ლაპარაკობდა – შენიც ამიტომ მეშინია.
    გამეცინა. სხვებსაც უთქვამთ.
    – მეც მეშინია რადიკალური ცვლილებების. აქ წამოსვლამდე რადიკალურად შემეცვალა სიყვარულის მუსიკა.
    – რა ტიპი იყო?
    – მოიყვანა შეძლებული – ცრემლი გამყიდველია, მოღალატე.
    – გიყვარდა?
    – როცა დავდიოდით… მაშინაც გადაგვაკივლა ორივე ოჯახმა. ჩემმაც, მისმაც. რაღაც რისკიან კაპიტალდაბადნებებშიც ჩაერთო. ან ფული, ან სული-ზე პასუხი მზად /ქონდა.
    – კაი, არ მაინტერესებს. მე რატომ მითხარი რომ გიყვარვარ?
    – ვიგრძენი არქეოლოგიური ექსპედიციებიდან ჩამოხვედი.
    – რა შუაშია?
    – რაღაც გჭირს, მსგავსი, არა ცუდად არ მითქვამს, გჭირს რაღაც რაღაცნაირი, იცი კიდევ რა სიტყვა გამახსენდა ასოციაციობანას თამაშისას რომ შენ შეგეფერებოდა… კანდელი.
    თოვლი ბარდნის, ვარშავა თეთრი სიზმარია. თოვლში ნაფეხურებს ვტოვებთ. ჩვენი ნაკვალევი, საყდრიდან საყდრამდე მიდის, ტაძრიდან ტაძრამდე, სალოცავი სალოცავამდე.
    გზადაგზა ჩანახატებს აკეთებს უბის წიგნაკში; თანამედროვე ეკლესიებს იხატავს. სურათებს უღებს. ფირი დაუმთავრდა აპარატში. ჩემი შევაშველე. მის ქაღალდებში ჩავიჭყიტე. ჩემი აშენებული სიტყვები მივაწერე მის ფოტოებს.
    ცალწვეტცასაწვდენილი, თაღთამბრჯენი, შემინულშეწირული… ეკლესიებს ვნათლავდით.
    თოვლმაც მოგვნათლა. დაზვინული, სველი, ბედნიერი. ტუჩებიც, თუ ძალიან გვეყინებოდა, ერთმანეთს ათბობნენ.
    – ოცი ოქრო გავყიდეთ, მოგვატყუეს – შევჩივლე.
    გზამ სასტუმრომდე საღამოს მიგვიყვნა. სულ ეს იყო. სული გამითბა.
    გზად კაბაც ვიყიდე. ის გოგენის ფერებში, ეგზოტიკური. რამდენიმე იყო ეპიზოდი პოლონეთის ცხოვრებიდან, მეტი კი არა.
    – road, road, road! – წავოვბღუილდით უკან.

    რაღაც

    შეხვედრამდე იყო ცხოვრება.
    ოქრო ბევრი გავყიდეთ, ვიყიდეთ, გავფლანგეთ, გავანიავეთ, გავაჩუქეთ, ვიჩუქეთ, უფრო მეტი სისულელეც შევიძინეთ, გავხარჯეთ, გავლიეთ. გავილიეთ.
    არც ერთი ჩემი ოქრო ჩემთან არ მოვიდა, არც მე წავსულვარ კლონდაიკზე.
    პოლონეთს, დიდი აღმშენებლობა მოყვა. ეკლესია ეკლესიაზე შენდებოდა, ტაძარს ტაძარი მო/ყვა. ჩვენში ზოგი წამოჭიმეს, ზოგი აღადგინეს, ბორცვი აღარ დარჩა ახალი წმინდა სახლით რომ არ დაემშვენებინათ, ყველა კორტოხზე, გორაზე და შემაღლებაზე სულიერი კერა დაინთო, ასე ჩვეული ფორმების და მივიწყებულ-მიჩუმათებული შინაარსის. დღეს რომ ეზოში შეხვიდოდი და ბალახი ღაღანებდა, მეორე დღეს კოხტად შემოყორილი, ეზობზიანი, გავარდბაღნარებული, კოხტაპრუწა კოკროჭინა, პეწიანად მოკრამიტებული ეკლესია გხვდებოდა.
    ომებმაც ჩაგვიარა, მითოფვა-მოთოფვამ. აღზევება-გაბანკროტებამ. გადაიქარაშოტა თითქოს.
    როგორც ყოველთვის, როცა გარემო იცვლება, დრო გაავდა, გამალდა, თვალიც ვერ მივატანეთ… ცხოვრება შეიცვალა. გავიხსენეთ რა იყო ჩიჩილაკი, ბასილა, შეიქმნა ეროვნული ტელესერიალებიც კი.

    ერთი ეპიზოდი ეროვნული ტელესერიალიდან

    ქვაბიდან დიასახლისი მხრებჩამოყრილ, კისერჩამოწლაწულ, ხორკლებაყრილ ქათამს იღებს. ქათამს ორი გაკრუნჩხული კლანჭი აქვს და ორი მოკაკვული ფრთა. ლურჯია.
    – ლურჯი ფრინველი?! – შემოდის დიასახლისის ქმარი. – ქათმის ბიზნესი ხომ არ წამოვიწყოთ?
    – კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა, მამა! – შემოდის შვილი.
    ოჯახი გადაწყვეტს ხვალიდნელი ქათამი ამჯობინოს დღევანდელ კვერცხს.
    ხელით, მაგრამ კონვეირული წესით, ქვაბებიდან მანქანის ძრავის დგუშ-ცილინდრებივით ადი-ჩამოდიან ორი გაკრუნჩხული ფეხით მოხელთებული გაპუტულები.
    – ერთ-ორ თვეში, დიიდი მოგება გველის, მინუს საშემოსავლო – „ჩოთქით“ ხელში დგას ოჯახის მამა.
    ახალი წელია, შობა მოდის.
    ტელესერიალს ვუყურებ მეც, ქათმით ხელში ვიცინი ისე, რომ ცრემლები მცვივა. სატელევიზიო „დიდი კომერსანტი“ ისე /გავს ჩემს მამას, რომელიც არასდროს ყოფილა შეძლებული, ახლა რომ იდეათა გენერატორი გამხდარა, დღე მოდის და უარესი ბიზნეს გეგმებით რომ მიპირებს აშენებას, უფულობით რომ ვერ შეაშინებ.
    ასი ქათამი, დასწი ქათამი, და არა შეჯდა მწყერი ხესა.

    ჭორ-ჭორ-ჭორ

    იმავე ცხოვრებაში და შეხვედრამდე იყო ჭორ-გათხოვება, გამოთხოვება. ჭორ-ჭორ საყვარელი, ჭორ-შვილი, ჭორ-სახლი ვიყიდე.
    იყვნენ მეგობრებიც და ჭორ-ჭორ-ჭორ-ჩვეული.
    დავითი ჭორ დაქორწინდა, ჭორ იცი ვისზე…
    – აააა!!! რაააა? „გველი“ მოიყვანა? ის რომ უყვარდა?! მოიცა რა ერქვა…
    – იცი „გველის“ მამა ვინაა… ფულში ცურავენ.
    დრო ისევ ულმობელი.
    ჭორ-დავითი გაშორდა. ჭორ შეირთო ვიღაცა, არაპოლონეთელი. ჭორ-კარგი გოგოა. შეიძლება – ჩვეულებრივი. ცოლი – ცოლისდარი.
    ჭორ-ჭორ-ჭორ საყვარელსაც გავშორდი. ჭოოორ! შვილი ორი. ჭორ-განვმარტოვდი. ფი/-აღარც სვამს, აღარც ეწევა, დიეტას იცავს. დილ-დილობით დარბის, ღამ-ღამობით ყმუის.
    სიტყვებს ვეღარ ვიგონებ… მაგრამ მე მივხვდი რაღაცაზე მეტს, განმარტოებასაც რომ მიმშვიდებდა.

    განმარტოებიდან შეხვედრამდე

    კინოში მარტო სიარული დამჩემდა.
    საღამოს ქალაქსაც მარტო მოვუყვები. აი, ხიდის ქვეშ წყვილი! კოცნიან ერთმანეთს! აი, ახალი სარეკლამო აბრა. განათებული. აი, „კლასობანას“ კვალი ფილაქანზე. ადამიანები. უმრავლესობა უცნობი. ეს ნაცნობსა /გავს. ვუახლოვდები.
    – ან ფული ან სული! – მიხარია, რომ როგორც იქნა შემხვდა.
    – ვა! „გრატესკა“! პოლონეთი! – არც ის ჩამომრჩა.
    იქ, სადაც შევხვდით, ეკლესიაც დგას, კათოლიკური საყდარიც, ტაძარი დაგვყურებს, სინაგოგასთან რაბინი კრიალოსანს მარცვლავს, მოლაც ადრიანად ავსებს ხოლმე სურებს. კარგი უბანია.
    შევხვდით ცალმხარეულ ეკლესიასთან. ვიყავი ცალი. უცალმხრო და მომინდა მეყვირა.
    „რომ არ შეგვშინებოდა?! რა იქნებოდა? ჩამოგვეღვრებოდა კი შიგახსნილში გარეხსნილი?“
    სინამდვილეში კი ვიკითხე.
    – ჩვენთანაც ამდენი ეკლესია აშენდა. ალბათ ხუროთმოძღვარი ხარ!
    ნურავის შეახსენებთ აუხდენელ ოცნებებს.
    – ოჯახი, სამშენებლო ბიზნესი, ორი ვაჟკაცი…
    – ლომის ბოკვერები? ასეა, ოქროს თუ გაყიდი. ლომები მაინც უნდა იყიდო.
    ეამა.
    თვალწინ გაყიდული ლომის თავი გამიბრჭყვიალდა.
    – არც გიცდია? – ხუროთმოძღვრობა უნდოდა. რატომ არა? რატომ ისევ არქიტექტორი? ვერ მოვისვენე.
    – ვერ გამოვიდა – მშვიდია. – ვცხოვრობდი.
    არ ვიცი მიაგნო კი რაღაცაზე მეტს.
    გზა გავიმუსაიფეთ. კოცნები, ა! ა! ა! არცერთს არ გვახსოვს.
    – რატომ შეგეშინდა? – ვკითხე დამშვიდობებისას.
    – საშიში ხარ, საშიში!
    არადა, ვიგულისხმე „უფულო გზებით სიარულის“.

    როგორ შენდება ტაძარი
    ავიღოთ მობილური ტელეფონი.
    მოთმინებით და დაუნჯებით ავკრიფოთ ანგარიშის ნომერი. მაგთის აბონენტებმა დავრეკოთ წაყ-წაყ-წაყ, ჯეოსელის აბონენტებმა: წაყ-წაყ-წაყ, მეგალაინის…
    თქვენს წინაშეა მოთხრობა მეგა ხაზით: ფულიც და სულიც.
    მატერიალისტებმაც და იდეალისტებმაც დარეკონ ნომერზე
    way-way-way…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“