ხსოვნა

87 წლის ასაკში გასტონ ბუაჩიძე გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, გასტონ ბუაჩიძე გარდაიცვალა. 1960-1990 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, ხოლო 1991-2001 წლების განმავლობაში ნანტის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის სწავლების ასოცირებული პროფესორი. იგი ავტორია წიგნებისა: ,,მარი ბროსეს ცხოვრების ფურცლები’’, ტრილოგია ,,ქართული ფერწერის ნაამბობი’’, ,,ფირსომანი ანუ ირმის განავარდება’’, ,,მარკიზ დე კიუსტინის მოგზაურობა რუსეთში’’, ,,ალექსანდრე დიუმას თავგადასავლები რუსეთსა და კავკასიაში’’, ,,ანდრე ჟიდთან ერთად საბჭოთა კავშირში დაბრუნება’’ და ა.შ.

გასტონ ბუაჩიძემ ფრანგულად თარგმნა ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია’’, გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის და სხვათა შემოქმედება.

სადოქტორო დისერტაცია სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა თემაზე „წვლილი ფრანგულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისთვის“. მისი ინტერესის და კვლევის სფეროს ქართულ-ფრანგულ კულტურათაშორისი ურთიერთობები წარმოადგენდა.

© არილი

Facebook Comments Box