ესე (თარგმანი),  ლექცია

უმბერტო ეკო – De Bibliotheca – II

umberto eco 483838

სიტყ­ვა, წარ­მოთ­ქ­მუ­ლი მი­ლა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის 25 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნავ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 1981 წლის 10 მარტს.

(ნაწილი II)

იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ

ის­­ნი ერთ­მა­ნე­თის­გან ფრი­ად გან­­­ვავ­დე­ბი­ან, რამ­დე­ნა­დაც გან­­­ვა­ვე­ბუ­ლია პი­რე­ლის ცა­თამ­­ჯე­ნი წმი­და ამბ­რო­სის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­­სა­გან. არ­ქი­ტექ­ტუ­რაც სულ სხვა­დას­­ვა­ნა­­რი აქვთ: სტერ­ლინ­გი ნე­­გო­თუ­რი მო­ნას­ტე­რია, ტო­რონ­ტოს ბიბ­ლი­­თე­კა კი თა­ნა­მედ­რო­ვე ხუ­როთ­მოძღ­­რე­ბის შე­დევ­რი. შე­ვეც­დე­ბი ერთ­მა­ნეთ­თან შე­ვა­ჯე­რო მა­თი გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა, რა­თა ავხ­­ნა, თუ რა­ტომ მომ­წონს ის­­ნი.

ორ­­ვე შუ­­ღა­მემ­დე ღიაა კვი­რად­ღე­საც კი (სტერ­ლინ­გი არ იღ­­ბა კვი­რა დი­ლით, მაგ­რამ მოგ­ვი­­ნე­ბით შუ­ად­ღი­დან შუ­­ღა­მემ­დე მუ­შა­ობს, მხო­ლოდ პა­რას­კევს იკ­­ტე­ბა სა­ღა­მო­თი). ტო­რონ­ტო­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პი­­ტე­რი­ზე­ბუ­ლი კა­ტა­ლო­გე­ბია. სტერ­ლინ­გის კა­ტა­ლო­გე­ბი უფ­რო ძვე­ლე­ბუ­რია, მაგ­რამ სა­მა­გი­­როდ ავ­ტო­რი და სა­გა­ნი გა­ერ­თი­­ნე­ბუ­ლია და, მა­გა­ლი­თად, გარ­­ვე­ულ არ­გუ­მენ­­ზე არა მხო­ლოდ ჰობ­სის ნა­წარ­მო­­ბე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, არ­­მედ ჰობ­სის შე­სა­ხებ ნა­წე­რე­ბიც. გარ­და ამ­­სა, ყო­ველ სა­გან­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ლომ­დე­ბა­რე ბიბ­ლი­­თე­კებ­ში მო­­პო­ვე­ბა. მაგ­რამ ორ­­ვე ბიბ­ლი­­თე­კის ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­­რი თვი­სე­ბა ის არ­ის, რომ მკითხ­ველ­თა ერთ კა­ტე­გო­რი­ას მა­ინც შე­უძ­ლია თა­რო­­ბამ­დე უშ­­­ლო მიღ­წე­ვა. ესე იგი წიგნს კი არ ით­ხოვთ, არ­­მედ სა­გან­გე­ბო ბა­რა­თით გა­დი­ხართ ელ­ექ­­რო­ნუ­ლი ცერ­ბე­რის მი­ერ და­ცულ კა­რებ­ში და ლიფ­ტე­ბის სა­შუ­­ლე­ბით აღ­წევთ სა­ცავ­ში. სტერ­ლინ­გის სა­ცა­ვებ­ში, მა­გა­ლი­თად სულ ად­ვი­ლია მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა და გვა­მის და­მალ­ვა გე­ოგ­რა­ფი­­ლი რუ­კე­ბით სავ­სე კა­რა­დის უკ­ან, სა­დაც მხო­ლოდ ათ­­­ლი წლე­ბის შემ­დეგ თუ იპ­ოვ­ნი­ან მას. შუ­ქი მხო­ლოდ შემ­­­ლე­ლის ნე­ბით ინ­თე­ბა, ასე რომ, თუ უც­ებ ვერ იპ­­ვით სა­თა­ნა­დო ჩამ­­­ველს, დიდ­ხანს მო­გი­წევთ ბნელ­ში ხე­ტი­­ლი. ტო­რონ­ტო­ში სულ სხვაგ­ვა­რია სი­ტუ­­ცია: ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან­ვე გა­ნა­თე­ბუ­ლია; მკვლე­ვა­რი იღ­ებს სა­ჭი­რო წიგნს თა­რო­დან, შემ­დეგ მი­დის მშვე­ნი­ერ დარ­ბაზ­ში და მო­ხერ­ხე­ბულ სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი იწ­ყებს მის ფურ­­­ლას. ორ­­ვე­გან მრავ­ლა­დაა ქსე­რო­ას­ლე­ბის გა­და­სა­ღე­ბი მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც თვით მკითხ­ვე­ლე­ბი მუ­შა­­ბენ, თა­ნაც იქ­ვე ფუ­ლის და­სა­ხურ­და­ვე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტე­ბიც არ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რა­თა რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მი მო­ნე­ტე­ბით დატ­ვირ­თულ­მა მკითხ­ველ­მა და­უბ­­კო­ლებ­ლად გა­და­­ღოს სა­სურ­ვე­ლი შვი­დას ან რვა­ას­­ვერ­დი­­ნი ტო­მის ას­ლი: და­ნარ­ჩე­ნი მკითხ­ვე­ლე­ბის მოთ­მი­ნე­ბა უს­აზ­­­როა და ის­­ნიც მორ­ჩი­ლად ელ­­დე­ბი­ან, სა­ნამ პრო­ცე­სი მეშ­ვი­და­სე გვერდს მი­აღ­წევს. რა თქმა უნ­და, წიგ­ნის შინ წა­ღე­ბაც არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი: მას შემ­დეგ, რაც წიგ­­­სა­ცა­ვის რამ­დე­ნი­მე სარ­თულს მო­ივ­ლი და წიგ­ნებს აირ­ჩევ, შე­გიძ­ლია შე­ავ­სო სა­თა­ნა­დო ფორ­მუ­ლა­რი და ბიბ­ლი­­თე­კის მუ­შაკს წა­რუდ­გი­ნო. ვის შე­უძ­ლია წიგ­­­სა­ცავ­ში შეს­­ლა? ყვე­ლას, ვი­საც აქვს სა­ბუ­თი, რომ­ლის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლია ერ­თი ან ორ­სა­­თი­­ნი ბი­­როკ­რა­ტი­­ლი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, რომ­ლის­­ვი­საც ხში­რად მკითხ­ვე­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გარ­და არ­­ფე­რი მო­ითხო­ვე­ბა. იელ­ის უნ­­ვერ­სი­ტეტ­ში ამ პრი­ვი­ლე­გი­ით სტუ­დენ­ტე­ბი ვერ სარ­გებ­ლო­ბენ, მაგ­რამ მათ­­ვის სხვა ბიბ­ლი­­თე­კა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმ­ით გან­­­ვავ­დე­ბა პირ­ვე­ლი­სა­გან, რომ უძ­ვე­ლეს წიგ­ნებს არ შე­­ცავს, სტუ­დენ­ტებს კი მკვლე­ვა­რე­ბის ტო­ლი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ. ყო­ვე­ლი­ვე ეს იელ­ის უნ­­ვერ­სი­ტეტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა რვა­მი­ლი­­ნი­­ნი წიგ­­­სა­ცა­ვის პი­რო­ბებ­ში. რა თქმა უნ­და, ძვე­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი სხვა­გან არ­ის და­ცუ­ლი და მათ­თან მიღ­წე­ვა ოდ­ნავ უფ­რო ძნე­ლია.

რა არ­ის წიგ­ნის თა­როს­თან უშ­­­ლო მიდ­გო­მის უპ­­რა­ტე­სო­ბა? ზო­გი ბიბ­ლი­­თე­კა­ში ისე მო­დის, რომ წი­ნას­წარ იც­ის სა­ჭი­რო წიგ­ნის სა­თა­­რი, მაგ­რამ ბიბ­ლი­­თე­კის მი­სია ის­იც არ­ის, რომ ად­­მი­ან­მა იქ ის­­თი წიგ­ნე­ბი აღ­მო­­ჩი­ნოს, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა მან არც კი იც­­და, მაგ­რამ რომ­ლე­ბიც მო­­ლოდ­ნე­ლად უაღ­რე­სად მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა. ზოგ­ჯერ, რა თქმა უნ­და, ამგ­ვა­რი აღ­მო­ჩე­ნა კა­ტა­ლო­გის თვა­ლი­­რე­ბი­თაც ხდე­ბა, მაგ­რამ არ­­ფე­რია უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი იმ თა­რო­­ბის უშ­­­ლო თვა­ლი­­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ერ­თი გარ­­ვე­­ლი თე­მა­ტი­კის წიგ­ნებს აერ­თი­­ნებს, რაც ან­ბა­ნურ კა­ტა­ლოგ­ში ვერ იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­­ლე­ბუ­ლი. ამ დროს სა­ძებ­ნი წიგ­ნის გვერ­დით ხში­რად აღ­მო­ვა­ჩენთ წიგნს, რო­მელ­საც არ ვე­ძებ­დით, მაგ­რამ რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ში დად­გეს. ამგ­ვა­რად, ბიბ­ლი­­თე­კის იდ­­­ლუ­რი ფუნ­­ცია ის­იც არ­ის, რომ ბუ­კი­ნის­ტის დახლს და­ემ­­გავ­სოს, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი მხო­ლოდ თა­რო­ებ­თან უშ­­­ლო მიდ­გო­მით მი­იღ­წე­ვა.

ეს იმ­ას გა­მო­იწ­ვევს, რომ ბიბ­ლი­­თე­კა­ში ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი იქ­ნე­ბა. მარ­­ლაც, ამ დო­ნე­ზე ამ დარ­ბა­ზე­ბის დი­დი რიცხ­ვი სუ­ლაც არ არ­ის აუც­­ლე­ბე­ლი, რად­გან ამ აუც­­ლებ­ლო­ბას ამ­ცი­რებს წიგ­ნის გა­ტა­ნი­სა და მი­სი ქსე­რო­კო­პი­რე­ბის სი­ად­ვი­ლე. სხვა შეთხ­ვე­ვა­ში სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის ფუნ­­ცი­ას ბუ­ფე­ტი ან ბა­რი ას­რუ­ლებს, რო­გორც ეს იელ­ში ხდე­ბა. იქ, სა­დაც ცხე­ლი სო­სი­სით გი­მას­პინ­­­დე­ბი­ან, შე­გიძ­ლია წიგ­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ჩახ­ვი­დე, გა­ნაგ­­ძო მუ­შა­­ბა ყა­ვი­თა და ნამ­ცხ­­რით, ან­და სუ­ლაც სი­გა­რე­ტი გა­ირ­ჭო პირ­ში და ისე გა­დაწყ­ვი­ტო წა­მო­ღე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი­დან რო­მე­ლი ღირს გა­მო­სა­ტა­ნად, რო­მე­ლი კი ჯო­ბია და­აბ­რუ­ნო თა­რო­ზე. ამ­ას არ­­ვინ აკ­ონ­­რო­ლებს. იელ­ში კონ­­როლს ერ­თი მო­სამ­სა­ხუ­რე ახ­ორ­ცი­­ლებს, რო­მე­ლიც ცა­ლი თვა­ლით იც­ქი­რე­ბა ხოლ­მე გა­რეთ გა­მო­სა­ტან ჩან­თა­ში; ტო­რონ­ტო­ში გა­მო­სა­ტა­ნად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა წიგ­ნი დრო­­ბი­თი და­მაგ­ნი­ტე­ბით არ­ის აღ­ჭურ­ვი­ლი: ახ­ალ­გაზ­­და სტუ­დენ­ტი წიგ­ნის გა­მო­სა­ტა­ნად ბიბ­ლი­­თე­კის მუ­შა­კის დახ­მა­რე­ბით სპე­ცი­­ლუ­რი მან­ქა­ნით აც­ლის და­მაგ­ნი­ტე­ბას, ვი­საც კი ლა­თი­ნუ­რი პატ­რო­ლო­გი­ის 108-ე ტო­მი მა­ლუ­ლად გა­აქვს ჯი­ბით, გა­მო­სას­­ლელ­ზე სპე­ცი­­ლუ­რი აპ­­რა­ტუ­რის ყვი­რი­ლი ხვდე­ბა. ამ ბიბ­ლი­­თე­კებ­ში, წიგ­ნე­ბის დი­დი მოძ­რა­­ბის გა­მო ჩნდე­ბა მა­თი სწრა­ფი პოვ­ნის პრობ­ლე­მა. ამ­­ტომ სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზებ­ში მრავ­ლად არ­ის სპე­ცი­­ლუ­რი ბოქ­სე­ბი, სა­დაც მკითხ­ვე­ლი მას­ზე გა­ფორ­მე­ბულ წიგ­ნებს ტო­ვებს შემ­დე­გი დღის­­ვის. თუ მოთხოვ­ნი­ლი წიგ­ნი ამ ბოქ­სებ­შიც არ ჩანს, სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა წამ­ღე­ბის ვი­ნა­­ბი­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­გე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­­მუ­ლის გა­მო ამ ბიბ­ლი­­თე­კებს ცო­ტა მეთ­ვალ­ყუ­რე და ბევ­რი მო­სამ­სა­ხუ­რე ჰყავს. გარ­და ამ­­სა არ­­ან მუ­შა­კე­ბი, რო­მელ­თა ფუნ­­ცი­­ბი რა­ღაც სა­შუ­­ლოს წარ­მო­ად­გენს ბიბ­ლი­­თე­კარ­სა და უბ­რა­ლო მსა­ხურს შო­რის. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­გორც წე­სი, სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი გა­ნაკ­ვე­თით სტუ­დენ­ტე­ბი მუ­შა­­ბენ. ვე­­ბერ­თე­ლა ბიბ­ლი­­თე­კა­ში, სა­დაც წიგ­ნე­ბის ინ­ტენ­სი­­რი წრებ­რუნ­ვაა მუ­დამ,ყო­ველ­­ვის არ­ის ტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­­სო­დეს უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­რო­ზე თა­ვი­ანთ ად­გილს. მო­მუ­შა­ვე სტუ­დენ­ტე­ბიც მა­გი­დებს შო­რის და­­გო­რე­ბენ უშ­ვე­ლე­ბელ ურ­­კებს, აგ­რო­ვე­ბენ წიგ­ნებს და აკ­ონ­­რო­ლე­ბენ, რომ ნიშ­ნუ­ლე­ბი მუ­დამ წეს­რიგ­ში იყ­ოს. წეს­რი­გი მა­ინც ვერ მყარ­დე­ბა, რაც ძებ­ნის თავ­გა­დას­ვალს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ტო­რონ­ტო­ში, მა­გა­ლი­თად, ერთხელ ად­გილ­ზე ვერ ვი­პო­ვე მი­ნის პატ­რო­ლო­გი­ის ვერც ერ­თი ტო­მი. ეს ამ­ბა­ვი ჭკუ­­დამ­­დარ და საქ­მის მოყ­ვა­რულ ბიბ­ლი­­თე­კარს გა­­გი­ჟებს, მაგ­რამ ასეა და ვე­რა­ფე­რი გა­ეწყო­ბა.

ას­­თი ბიბ­ლი­­თე­კა სწო­რედ რომ სა­ჩე­მოა, იქ შე­მიძ­ლია მთე­ლი დღე ენ­ით აუწ­­რელ ტკბო­ბა­ში გა­ვა­ტა­რო: ვკითხუ­ლობ გა­ზე­თებს, მი­მაქვს წიგ­ნე­ბი ბარ­ში, მე­რე კი­დევ სხვა წიგ­ნებს ვე­ძებ, ჯერ, ვთქვათ, ინგ­ლი­სე­ლი ემ­პი­რის­ტე­ბის შე­სას­წავ­ლად შევ­დი­ვარ, მაგ­რამ მე­რე არ­ის­ტო­ტე­ლეს კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი მი­ზი­დავს, მეშ­ლე­ბა სარ­თუ­ლი, შეც­დო­მით ვხვდე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო დარ­ბაზ­ში, მაგ­რამ მო­­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ვა­ჩენ ნაშ­რო­მებს გა­ლე­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ფი­ლო­სო­ფი­­რი შე­ნიშ­­ნე­ბი­თაა სავ­სე. ბიბ­ლი­­თე­კა თავ­გა­და­სავ­ლად იქ­ცე­ვა.

და მა­ინც, რა ნაკ­ლი აქვს ამგ­ვარ ბიბ­ლი­­თე­კებს? ცხა­დია, რომ წიგ­ნებს იპ­­რა­ვენ და აფ­­ჭე­ბენ: რაც არ უნ­და სრულ­ყო­ფი­ლი იყ­ოს ელ­ექ­­რო­ნუ­ლი კონ­­რო­ლი, ამ ტი­პის ბიბ­ლი­­თე­კა­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ად­ვი­ლია წიგ­ნის მო­პარ­ვა, ვიდ­რე ჩვენ­თან. მაგ­რამ ქურ­დო­ბა ყველ­გან არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ­­ტო­მაც ღია ბიბ­ლი­­თე­კე­ბის კრი­ტე­რი­­მი ის უნ­და იყ­ოს, რომ ქურ­დო­ბის წი­ნა­აღ­­დეგ სა­­კე­თე­სო სა­შუ­­ლე­ბა ახ­­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნაა: ეს კრი­ტე­რი­­მი მი­ლი­არ­დერ­თა შე­სა­ფე­რია, მაგ­რამ მა­ინც კრი­ტე­რი­­მია. ცხა­დია, რომ ალ­დუს მა­ნუ­ცი­­სის მი­ერ და­ბეჭ­დი­ლი ორ­­გი­ნა­ლუ­რი წიგ­ნე­ბი სხვა სა­ცავ­ში უნ­და ინ­­ხე­ბო­დეს და უკ­­თე­სად უნ­და იყ­ოს და­ცუ­ლი.

მე­­რე ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ის არ­ის, რომ ამ ტი­პის ბიბ­ლი­­თე­კე­ბი ხელს უწ­ყო­ბენ და წარ­მოქ­­ნი­ან კი­დეც ქსე­რო­ას­ლე­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, მნიშ­­ნე­ლო­ვან სა­შიშ­რო­­ბას უქ­­დის წიგ­­თა გა­მო­ცე­მის საქ­მეს სა­კა­ნონ­­დებ­ლო თვალ­საზ­რი­სი­თაც. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ქსე­რო­ას­ლე­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცია გუ­ლის­­მობს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის პრინ­ცი­პულ აღ­სას­რულს. მარ­­ლაც, თუ ბიბ­ლი­­თე­კა­ში ერ­თი ქსე­რო­­პა­რა­ტია, რო­მელ­საც სპე­ცი­­ლუ­რი თა­ნამ­­რო­მე­ლი აკ­ონ­­რო­ლებს, მკითხ­ველს შე­უძ­ლია პა­სუ­ხად მი­­ღოს, რომ მთე­ლი წიგ­ნის გა­და­ღე­ბა აკრ­ძა­ლუ­ლია, რად­გან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს ეწ­­ნა­აღ­­დე­გე­ბა. მაგ­რამ იმ ბიბ­ლი­­თე­კა­ში, სა­დაც ქსე­რო­­პა­რა­ტე­ბი დე­რეფ­ნებ­ში დგას სა­ერ­თო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, ამგ­ვა­რი კონ­­რო­ლის გან­ხორ­ცი­­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამ­­სა, შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნი გა­­ტა­ნო ბიბ­ლი­­თე­კის გა­რეთ და წა­­ღო გა­და­სა­ღე­ბად ის­ეთ ად­გი­ლას, სა­დაც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს ძა­ლი­ან არ და­გი­დე­ვენ. თუმ­ცა,ხში­რად, ამ ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი ბიბ­ლი­­თე­კის გა­რე­თაც იჩ­ენს თავს.

– ოც­და­­თი ას­ლი გვჭირ­დე­ბა, – მე­უბ­ნე­ბი­ან ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბი, – მაგ­რამ არ გვი­კე­თე­ბენ, იმ­­ტომ რომ წიგ­­ზე აკრ­­­ვაა აღ­ნიშ­ნუ­ლი.

– გა­და­­ღეთ ერ­თი ას­ლი, – ვურ­ჩევ მე, – შემ­დეგ და­აბ­რუ­ნეთ წიგ­ნი ბიბ­ლი­­თე­კა­ში და თქვე­ნი ას­ლი­დან გა­და­­ღე­ბი­ნეთ და­ნარ­ჩე­ნი ოც­დაცხ­რა. თვით ას­ლე­ბი ხომ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს!

 

– რა კარ­გია, – უხ­­რი­ათ სტუ­დენ­ტებს, – ამ­­ზე კი არ გვი­ფიქ­რია!

ამ გა­რე­მო­­ბამ უკ­ვე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­თა პო­ლი­ტი­კა­ზე. ყვე­ლა სა­მეც­ნი­­რო გა­მომ­ცემ­ლო­ბამ წი­ნას­წარ იც­ის, რომ მათ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი ქსე­რო­ას­ლე­ბის სა­ხით გავ­­ცელ­დე­ბა. ამ­ის გა­მო მა­თი ტი­რა­ჟი ათ­ასს ან ორი ათ­ასს აღ­არ აღ­­მა­ტე­ბა, ფა­სი კი 150 დო­ლარს აღ­წევს. წიგ­ნებს ბიბ­ლი­­თე­კე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ, უშ­­­ლო მომ­­მა­რებ­ლე­ბი კი ქსე­რო­ას­ლე­ბით კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან. ლინ­­ვის­ტი­კის, ფი­ლო­სო­ფი­­სა და ბირ­­ვუ­ლი ფი­ზი­კის ჰო­ლან­დი­­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი ასგ­ვერ­დი­ან წიგ­ნებს ორ­მოც­და­ათ ან სა­მოც დო­ლა­რად ყი­დი­ან, სა­მას­­ვერ­დი­­ნი წიგ­ნი კი შე­იძ­ლე­ბა 200 დო­ლა­რამ­დეც კი ღირ­დეს, რად­გან გა­მომ­ცე­მელ­მა იც­ის, რომ სტუ­დენ­ტე­ბი და მეც­ნი­­რე­ბი მხო­ლოდ ქსე­რო­ას­ლებ­ზე იმ­­შა­ვე­ბენ. ვაი იმ მეც­ნი­ერს, ვი­საც წიგ­ნის და­უფ­ლე­ბა სურს, რად­გან ას­ეთ ხარჯს ვერ გა­­ღებს. რო­გორც ვხე­დავთ, ერთ­­რო­­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ფა­სე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი ზრდა და გავ­­ცე­ლე­ბის კა­ტას­­რო­ფუ­ლი შეზ­ღუდ­ვა. რა გა­რან­ტია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გა­მომ­ცე­მელს, რომ მი­სი წიგ­ნი გა­­ყი­დე­ბა და არ­­ვინ არ გა­და­­ღებს მას? სა­ჭი­როა, რომ წიგ­ნის ფა­სი ქსე­რო­ას­ლის ფას­ზე და­ბა­ლი იყ­ოს. რად­გა­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ ფურ­ცელ­ზე ორი გვერ­დის ას­ლის გა­და­ღე­ბა, შემ­დეგ კი გა­და­ღე­ბუ­ლის აკ­ინ­­ვა და ეს საკ­მა­ოდ იაფია, გა­მომ­ცე­მე­ლი იძ­­ლე­ბე­ლია გა­სა­ყი­დად წიგ­ნე­ბი მე­ტად მდა­რე ხა­რის­ხის ქა­ღალ­­ზე და­ბეჭ­დოს. უკ­­ნას­­ნე­ლი გა­მოკ­­ლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, რამ­დე­ნი­მე ათ­­ულ წე­ლი­წად­ში სრუ­ლი­ად იშ­ლე­ბა. ამ პრო­ცე­სის შე­დე­გე­ბი უკ­ვე ჩანს: 50-იან წლებ­ში “გა­ლი­მა­რის” გა­მო­ცე­მუ­ლი ამგ­ვა­რი წიგ­ნე­ბი უბ­რა­ლო გა­დაშ­ლა­ზე ხმი­­დი პუ­რი­ვით ნამ­ცეც­დე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას სხვა პრობ­ლე­მამ­დე მივ­ყა­ვართ: მაღ­ლი­დან მკაცრ სე­ლექ­ცი­ას უნ­და და­ექ­ვემ­დე­ბა­როს გა­და­სარ­ჩე­ნად და და­საშ­ლე­ლად გან­წი­რუ­ლი წიგ­ნე­ბი. ჩვენ არ ვი­ცით, ეს სი­კე­თეა თუ ბო­რო­ტე­ბა. მით უმ­­ტეს, რომ ხში­რად ძვი­რი გა­მო­ცე­მე­ბი თვით ავ­ტო­რის ხარ­­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ან ამ ხარ­ჯებს რო­მე­ლი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი იღ­ებს სა­კუ­თარ თავ­ზე, რაც სუ­ლაც არ არ­ის ამ წიგ­ნე­ბის ღირ­სე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი ხა­რის­ხის გა­რან­ტია. ამ­რი­გად, ქსე­რო­ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­­ბით ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით მო­მა­ვალს, რო­მელ­შიც გა­მომ­ცემ­ლე­ბი წიგ­ნებს მხო­ლოდ ბიბ­ლი­­თე­კე­ბი­სათ­ვის გა­მო­უშ­ვე­ბენ და ეს ფაქ­ტი უკ­ვე ახ­ლა უნ­და მი­ვი­ღოთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში. გარ­და ამ­­სა,პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე და­იწყე­ბა ქსე­რო­ას­ლის ნევ­რო­ზი. აი რას ვგუ­ლის­­მობ: რა თქმა უნ­და, ქსე­რო­ას­ლი უაღ­რე­სად სა­სარ­გებ­ლო რამ არ­ის, მაგ­რამ ხში­რად ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი ალ­­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ვინც ბიბ­ლი­­თე­კი­დან შინ ქსე­რო­ას­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ბრუნ­დე­ბა, ამ­­ვე დროს დარ­­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ გა­და­ღე­ბუ­ლი ფურ­­ლე­ბი­დან ყვე­ლას ვერ წა­­კითხავს და ვერც იპ­­ვის, რად­გან სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ფურ­­ლე­ბი ერთ­მა­ნეთ­ში ირ­­ვა, პატ­რონს კი მა­თი ში­ნა­არ­სის და­უფ­ლე­ბის ილ­­ზია ექმ­ნე­ბა. ქსე­რო­ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ეპ­­ქამ­დე მკითხ­ვე­ლი ვე­­ბა სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზებ­ში ყოფ­ნი­სას გრძელ ამ­­ნა­წე­რებს აკ­­თებ­და და ძა­ლა­­ნე­ბუ­რად რა­ღაც რჩე­ბო­და თავ­ში. ქსე­რო­ნევ­რო­ზის შემ­თხ­ვე­ვა­ში არ­ის რის­კი, რომ დღე­ებს დავ­კარ­გავთ ბიბ­ლი­­თე­კა­ში იმ წიგ­ნე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, რომ­ლებ­საც მე­რე არ წა­ვი­კითხავთ.

მე ვაჩ­ვე­ნებ ად­­მი­ან­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი ამგ­ვა­რი ბიბ­ლი­­თე­კის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, მაგ­რამ მა­ინც მი­ხა­რია იქ ყოფ­ნა და მუ­შა­­ბა, რო­ცა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. უარ­­სი მოხ­დე­ბა მა­შინ, რო­ცა მიკ­რო­ფი­შე­ბი­სა და პრო­ექ­ტო­რე­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცია წაგ­­ლე­კავს. მა­შინ იქ­ნებ მოგ­ვე­ნატ­როს ცერ­ბე­რე­ბით სავ­სე ბიბ­ლი­­თე­კე­ბი, სა­დაც ამ­რე­ზით გვიც­ქერ­­ნენ და წიგ­ნებ­თან არ გვიშ­ვებ­­ნენ, მაგ­რამ დღე­ში ერთხელ მა­ინც გვქონ­და ბედ­ნი­­რე­ბა აკ­ინ­ძულ ფურ­­ლებს შევ­ხე­ბო­დით. ეს აპ­­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა­რიც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ იმ­­სათ­ვის, რომ ავ­წონ-დავ­წო­ნოთ ყვე­ლა pro et contra ად­­მი­ან­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი ბიბ­ლი­­თე­კი­სა.

მჯე­რა, რომ ად­რე თუ გვი­ან ბიბ­ლი­­თე­კა მა­ინც შე­­ძენს ად­­მი­­ნი­სათ­ვის მი­სა­ღებ გან­ზო­მი­ლე­ბას და გა­იზ­­დე­ბა მი­სი რო­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­­ბის ფუნ­­ცი­­ნი­რე­ბა­ში, ახ­ალ­გაზ­­დო­ბის აღზ­­და­ში. ბიბ­ლი­­თე­კის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ­დე­ნად ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბაა, რომ სუ­ლაც არ არ­ის საკ­მა­რი­სი, პრო­ფე­სორ­მა გითხ­რას: “რად­გან ამ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებთ, წა­დით ბიბ­ლი­­თე­კა­ში და შემ­დე­გი წიგ­ნე­ბი მო­ნა­ხეთ”. სა­ჭი­როა ახ­ალ­გაზ­­დებს ვას­წავ­ლოთ ბიბ­ლი­­თე­კით სარ­გებ­ლო­ბა, ვას­წავ­ლოთ მიკ­რო­ფი­შე­ბის, ქსე­რო­­პა­რა­ტე­ბის, კა­ტა­ლო­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ბიბ­ლი­­თე­კის პერ­სო­ნალ­თან ბრძო­ლაც და მას­თან თა­ნამ­­რომ­ლო­ბაც სა­ჭი­რო წიგ­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად. თუ­კი გა­დაწყ­დე­ბა, რომ ბიბ­ლი­­თე­კა ყვე­ლა­სათ­ვის არ იქ­ნე­ბა გახ­­ნი­ლი, ისე მა­ინც უნ­და მო­ეწყოს, რომ ად­­მი­ან­მა მი­სი სარ­გებ­ლო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი მო­­პო­ვოს შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­გორც ეს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა. ყვე­ლამ უნ­და ის­წავ­ლოს წიგ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და მი­სი კითხ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა. ეს მე­ტად ფა­ქი­ზი ხე­ლოვ­ნე­ბაა, ამ­­ტო­მაც მის გა­სავ­­ცე­ლებ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რად­გან ბიბ­ლი­­თე­კა სწო­რედ სკო­ლის, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ხელ­­წი­ფო გან­­გებ­ლო­ბის საქ­მეა. ეს კულ­ტუ­რი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის საქ­მეა და ამ­­ტო­მაც უს­­მარ­­ლო­ბა იქ­ნე­ბა, ბიბ­ლი­­თე­კით სარ­გებ­ლო­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის რომ სა­­დუმ­ლოდ დარ­ჩეს.

და­ბო­ლოს, კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა: სა­ჭი­როა გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, წიგ­ნე­ბის შე­ნახ­ვა გვსურს, თუ მა­თი წა­კითხ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. არ ვამ­ბობ, რომ ქვე­ყა­ნას უნ­და წა­ვა­კითხოთ წიგ­ნე­ბი, მათ დაც­ვა­ზე კი არ ვიზ­რუ­ნოთ, მაგ­რამ არც სა­პი­რის­პი­რო უკ­­დუ­რე­სო­ბა იქ­ნე­ბო­და სა­მარ­­ლი­­ნი. არც იმ­ას ვამ­ბობ, რომ შუ­­ლე­დუ­რი გზის მო­ნახ­ვა იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. სა­ჭი­როა, რომ ორ იდ­­ალ­თა­გან ერთ-ერთ­მა გა­დას­წო­ნოს და ამ­ის შემ­­გო­მად მე­­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის და­­სა­ხოს ღო­ნის­ძი­­ბე­ბი. თუ იდ­­­ლი წიგ­ნის დაც­ვაა, სა­ჭი­როა ყვე­ლა ღო­ნე ვიხ­მა­როთ იმ­­სათ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­მა წა­­კითხოს იგი, თუ­კი იდ­­­ლი მი­სი წა­კითხ­ვაა, სა­ჭი­როა რაც შე­იძ­ლე­ბა სა­­კე­თე­სოდ და­ვიც­ვათ და ორ­­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი რის­კი. ამ თვალ­საზ­რი­სით ბიბ­ლი­­თე­კის პრობ­ლე­მა არ გან­­­ვავ­დე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის პრობ­ლე­მე­ბი­სა­გან. ჩვენ­ში მა­ღა­ზი­­ბის ორი ტი­პი არ­სე­ბობს. ერ­თი ტი­პის მა­ღა­ზი­­ბი მე­ტად სე­რი­­ზუ­ლია, მათ­ში ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია ხის თა­რო­­ბი და შეს­­ლის­თა­ნა­ვე გვი­ახ­ლოვ­დე­ბა სე­რი­­ზუ­ლი ბა­ტო­ნი კითხ­ვით “რა გა­ინ­ტე­რე­სებთ?” – რის შემ­დე­გაც დარ­ცხ­ვე­ნილ­ნი მივ­დი­ვართ კა­რე­ბი­სა­კენ. ას­ეთ მა­ღა­ზი­ებ­ში ქურ­დო­ბა იშ­ვი­­თად ხდე­ბა, მაგ­რამ არც ბევრს რას­მე ყი­დუ­ლო­ბენ. გარ­და ამ­­სა, არ­სე­ბობს სუ­პერ­მარ­კე­ტის მსგავ­სი მა­ღა­ზი­­ბი პლას­ტი­კის თა­რო­­ბით, სა­დაც ელ­ექ­­რო­ნუ­ლი დაც­ვაა, მაგ­რამ მა­ინც ბევრს იპ­­რა­ვენ. შე­იძ­ლე­ბა ყუ­რი მოვ­­რათ რო­მე­ლი­მე სტუ­დენ­ტის ნათ­­ვამს: “ეს სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი ყო­ფი­ლა, ხვალ მო­ვი­პა­რავ”. სტუ­დენ­ტე­ბი ერთ­მა­ნეთს გა­დას­ცე­მენ მე­ტად სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას: “ფელ­­რი­ნე­ლის მა­ღა­ზი­­ში თუ წა­გას­­რეს, ვერ გა­დარ­ჩე­ბი”. პა­სუ­ხად ის­მის: “აბა, მარ­ცო­კო­ში წა­ვალ მო­სა­პა­რად”. უბ­რა­ლო გა­ან­გა­რი­შე­ბი­დან ჩანს, რომ მა­ღა­ზია, სა­დაც ბევრს იპ­­რა­ვენ, ამ­­ვე დროს უფ­რო ინ­ტენ­სი­­რა­დაც ვაჭ­რობს. გა­სა­გე­ბია, რომ უფ­რო მეტ სა­ქო­ნელს იპ­­რა­ვენ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე კერ­ძო დუ­ქან­ში, მაგ­რამ სუ­პერ­მარ­კე­ტი დი­დი კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ქსე­ლის ნა­წი­ლია მა­შინ, რო­ცა კერ­ძო დუ­ქა­ნი მხო­ლოდ წვრი­ლი კო­მერ­ცი­ის ერ­თე­­ლია მე­ტად მცი­რე შე­მო­სავ­ლით.

ამ­­ტო­მაც უნ­და გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ეს ან­გა­რი­შე­ბი კულ­ტუ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ავ­­ტა­ნოთ წიგ­ნე­ბის შე­ნახ­ვის საქ­მე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი რის­კი, რა­თა უზ­რუნ­ველ­­ყოთ მა­თი უფ­რო ინ­ტენ­სი­­რი გავ­­ცე­ლე­ბა. თუ ბიბ­ლი­­თე­კა მარ­­ლაც ქვეყ­ნი­­რე­ბის მო­დე­ლია, რო­გორც ეს ბორ­ხესს სურს, უნ­და ვე­ცა­დოთ, ეს ქვეყ­ნი­­რე­ბა ად­­მი­­ნის ზო­მა­ზე მო­ვაწყოთ, რომ იყ­ოს მხი­­რუ­ლი და სა­სი­­მოვ­ნო, რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს მის კედ­ლებ­ში ყა­ვის და­ლე­ვა, სტუ­დენ­ტებს კი შე­ეძ­ლოთ დას­­­ნენ მო­ხერ­ხე­ბულ ტახ­ტებ­ზე. არ ვამ­ბობ, რომ აუც­­ლებ­ლად უმს­გავ­სო ხვევ­ნა-კოც­ნა გა­­მარ­თონ ერთ­მა­ნეთს, არ­­მედ მა­თი ინ­ტი­მუ­რი გრძნო­ბე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი და­ხარ­ჯონ მეც­ნი­­რულ და გა­ნათ­ლე­ბულ გა­რე­მო­ში, სა­დაც თა­რო­­ბი­დან იღ­­ბენ და ფურ­­ლა­ვენ წიგ­ნებს. ამგ­ვა­რად, ბიბ­ლი­­თე­კა თან­და­თა­ნო­ბით გა­და­იქ­ცე­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ვე­­ბერ­თე­ლა წარ­მო­­ბად, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე მუ­ზე­­მი, სა­დაც შე­დი­ან კი­ნო­ში, მე­რე ათ­ვა­ლი­­რე­ბენ ქან­და­კე­ბებს, კარგ სა­დილს მი­ირ­­მე­ვენ რეს­ტო­რან­ში მუ­ზე­­მი­დან გა­უს­­ლე­ლად. ვი­ცი, რომ “იუნ­ეს­კო” ეთ­ან­­მე­ბა ამ ჩემს აზრს: “ბიბ­ლი­­თე­კა… უნ­და იყ­ოს ად­ვი­ლად მი­საღ­წე­ვი და მი­სი კა­რე­ბი თა­ნაბ­რად უნ­და იყ­ოს ღია სა­ზო­გა­დო­­ბის ყვე­ლა წევ­რი­სათ­ვის, ვინც უნ­და გა­მო­­ყე­ნოს იგი რა­სის, კა­ნის ფე­რის, ერ­ოვ­ნე­ბის, ას­­კის, სქე­სის, სარ­­მუ­ნო­­ბის, ენ­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო მდგო­მა­რე­­ბი­სა კულ­ტუ­რუ­ლი დო­ნის გა­ნურ­ჩევ­ლად”. ეს რე­ვო­ლუ­ცი­­რი იდეაა. და კი­დევ: “ბიბ­ლი­­თე­კის შე­ნო­ბას უნ­და ეკ­­ვოს ცენ­­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია, ად­ვი­ლი უდ­ნა იყ­ოს გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ინ­ვა­ლი­დე­ბი­სათ­ვი­საც, ღია უნ­და იყ­ოს ყვე­ლა­სათ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ სა­­თებ­ში. თვით შე­ნო­ბა და მი­სი ში­ნა­გა­ნი მოწყო­ბი­ლო­ბა მყუდ­რო და სა­სი­­მოვ­ნო უნ­და იყ­ოს. არ­სე­ბი­თია, რომ მკითხ­ვე­ლებს თა­რო­ებ­თან უშ­­­ლოდ მის­­ლის სა­შუ­­ლე­ბა ჰქონ­დეთ”.

შევ­­ლებთ კი უტ­­პი­ის რე­­ლო­ბად ქცე­ვას?

© “არილი”

Facebook Comments Box