ესე (თარგმანი),  პორტრეტი

ხორ­ხე ლუ­ის ბორ­ხე­სი – ედ­გარ ალ­ან პო

თარგმნა მათე კრავეიშვილმა

ედ­გარ პოს სიტყ­ვებს მიღ­მა (ის­ე­ვე რო­გორც სვიფ­ტის, კარ­ლე­ი­ლის ან ალ­მა­ფუ­ერ­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში) ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია ნევ­რო­ზი ამ­ო­ი­კითხოს. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის ამგ­ვარ ან­ო­მა­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უს­ა­მარ­თ­ლო ნა­ბი­ჯი­ცაა და იმ­ავ­დ­რო­უ­ლად სავ­სე­ბით გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლიც, გა­აჩ­ნია, რო­გორ შე­ხე­დავ ამ მოვ­ლე­ნას. იგი უს­ა­მარ­თ­ლოა, თუ­კი ნევ­რო­ზის მოხ­მო­ბით და­წე­რი­ლის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­სა და უგ­ულ­ვე­ბელ­ყო­ფას ეც­დე­ბი­ან; სა­მარ­თ­ლი­ა­ნია, თუ­კი ნევ­როზ­ში და­წე­რი­ლის უკ­ეთ გა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს ეძ­ი­ე­ბენ. რო­გორ­ღაც არ­ტურ შო­პენ­ჰა­უ­ერს უთქ­ვამს, ჩვე­ნი ნე­ბის გა­რე­შე არ­ა­ფე­რი დაგ­ვე­მარ­თე­ბო­დაო; ნევ­როზ­ში, ის­ე­ვე რო­გორც სხვა უბ­ე­დუ­რე­ბებ­ში, შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და­ვი­ნა­ხოთ, რი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ად­ა­მი­ა­ნი მი­ზანს უახ­ლოვ­დე­ბა. ნევ­რო­ზი გა­მო­ად­გა პოს ფან­ტას­ტი­კუ­რი ნო­ვე­ლის ჟან­რის გა­ნახ­ლე­ბი­სას, ში­შის გა­მო­ხატ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხე­ბის გა­სამ­ძაფ­რებ­ლად. ას­ეც შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას: პო სი­ცოცხ­ლეს შე­მოქ­მე­დე­ბას სწი­რავ­და მსხვერ­პ­ლად. მან მოკ­ვ­და­ვის ხვედ­რი სიკ­ვ­დი­ლის­შემ­დ­გომ მო­მა­ვალს ან­აც­ვა­ლა.

ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნე მეცხ­რა­მე­ტე­ზე უბ­ე­დუ­რია; ამ სამ­წუ­ხა­რო პრი­ვი­ლე­გი­ის­გან იმ­ით ვართ და­ვა­ლე­ბულ­ნი, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით (ჰენ­რი ჯე­იმ­სი­სა და კაფ­კას მი­ერ) აგ­ე­ბუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი სივ­რ­ცე­ე­ბი უფ­რო რთუ­ლი და ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩვენ­თ­ვის, ვიდ­რე ედ­გარ პოს შექ­მ­ნი­ლი სამ­ყა­რო­ე­ბი. მან სიკ­ვ­დი­ლი­სა და შეშ­ლი­ლო­ბე­ბის სიმ­ბო­ლო­ე­ბით ის­არ­გებ­ლა, რა­თა სი­ცოცხ­ლი­სად­მი თა­ვი­სი ში­ში გად­მო­ე­ცა; იგი აუც­ი­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­და, წიგ­ნებ­ში სი­ცოცხ­ლის მშვე­ნი­ე­რე­ბა და­ე­ხა­ტა, რა­თა კი­დევ უფ­რო გა­ეს­ვა ხა­ზი იმ სა­ში­ნე­ლე­ბის­თ­ვის (სიკ­ვ­დი­ლი­სა და ში­შის­თ­ვის), რო­მე­ლიც ანგ­რევ­და ამ სი­ცოცხ­ლეს. სიმ­ბო­ლო­ე­ბი ამ­სუ­ბუ­ქებ­დ­ნენ მის გრძნო­ბი­ე­რე­ბას; საბ­რა­ლო პოს­თ­ვის თა­ვად არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ბაძ­ვა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბულ პოს სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ეთქ­ვა: “ეს ში­ში გერ­მა­ნი­ი­დან კი არა, სუ­ლის სიღ­რ­მი­დან მო­დის”.

პოს ლექ­სებ­ზე უფ­რო დღეგ­რ­ძე­ლი და გამ­ძ­ლე თა­ვად მი­სი, რო­გორც პო­ე­ტის ფი­გუ­რა აღ­მოჩ­ნ­და – მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წარ­მო­სახ­ვის­თ­ვის ნა­ან­დერ­ძე­ვი (იგ­ი­ვე და­ე­მარ­თა ლორდ ბა­ი­რონს, შე­საძ­ლოა გო­ე­თე­საც). და­უ­ვიწყა­რი სტრი­ქო­ნი – მა­გა­ლი­თად, “Was it not Fate, that, on this July midnight” – ზოგ­ჯერ ამ­კობს და შე­საძ­ლოა ამ­არ­თ­ლებს კი­დეც მის ნა­წე­რებს; და­ნარ­ჩე­ნი უბ­რა­ლო ბა­ნა­ლო­ბაა, ტო­მას მუ­რის წყალ­წყა­ლა, უგ­ე­მოვ­ნო ბაძ­ვა.

ოდ­ეს­ღაც ოლ­დოს ჰაქ­ს­ლი იმ­ით ერ­თო­ბო­და, რომ ედ­გარ პოს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ დი­ა­ლექ­ტ­ზე გად­მოჰ­ქონ­და მილ­ტო­ნის დი­დაქ­ტი­კუ­რი სტრი­ქო­ნე­ბი. სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის გა­სა­ქარ­წყ­ლებ­ლად ჰაქ­ს­ლიმ ის­იც შე­ნიშ­ნა, რომ “ტეტ­რა­ქორ­დო­ნის” გა­უ­ვალ კი­ლო­ზე თარ­გ­მ­ნი­ლი “ბე­რე­ნი­კას” ან “ოქ­როს ხო­ჭოს” რო­მე­ლი­მე აბ­ზა­ცი უარ­ე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. აზ­რი ედ­გარ პოს, რო­გორც ოს­ტა­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სა­ჯა­რო ოვ­ა­ცი­ე­ბის მიღ­მა დინ­ჯი სიცხა­დით ამ­უ­შა­ვებ­და და ბო­ლომ­დე მიჰ­ყავ­და ჩა­ნა­ფიქ­რი, არა იმ­დე­ნად მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან მო­დის, რამ­დე­ნა­დაც “The Philosophy of Composition“-ში გად­მო­ცე­მუ­ლი დოქ­ტ­რი­ნი­დან. ამ დოქ­ტ­რი­ნას შე­დე­გად ზმა­ნე­ბა­თა სა­უფ­ლო და იზ­რა­ფი­ლი კი არა,მა­ლარ­მე და პოლ ვა­ლე­რი მოჰ­ყ­ვა.

პო პო­ე­ტად მი­იჩ­ნევ­და თავს, მხო­ლოდ პო­ე­ტად. მაგ­რამ ვი­თა­რე­ბამ იგი აიძ­უ­ლა, მოთხ­რო­ბე­ბი ეწ­ე­რა და სწო­რედ ამ მოთხ­რო­ბებ­მა – რომ­ლებ­საც იგი ხა­ლი­სის გა­რე­შე წერ­და და რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ხან­მოკ­ლე, დრო­ე­ბით უღ­ე­ლად მი­აჩ­ნ­და – მას უკვ­და­ვე­ბა მო­უ­ტა­ნა. ზო­გი­ერთ მათ­გან­ში (“სი­მარ­თ­ლე იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რა და­ე­მარ­თა მის­ტერ ვოლ­დე­მარს”), შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა გათ­ვ­ლი­ლი ვი­თა­რე­ბა; სხვე­ბი (“ლი­გეია”, “წი­თე­ლი სიკ­ვ­დი­ლის ნი­ღა­ბი”, “ელ­ე­ო­ნო­რა”) ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მო­ნა­გო­ნის გა­რე­შეც სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბით ართ­მე­ვენ თავს და­სა­ხულ მიზ­ნებს. ზო­გი­ერ­თებ­მა კი (“ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა მორ­გის ქუ­ჩა­ზე”, “მო­პა­რუ­ლი წე­რი­ლი”) სა­თა­ვე და­უ­დეს დე­ტექ­ტი­ვე­ბის უს­ას­რუ­ლო ნა­კადს, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც სტამ­ბე­ბი დღემ­დე სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ო­ბენ და ამ ჟან­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მხო­ლოდ იმ­ი­ტომ არ ამ­ო­ი­წუ­რა, რომ უილ­კი კო­ლინ­ზ­მა, სტი­ვენ­სონ­მა და ჩეს­ტერ­ტონ­მა შე­ი­ტა­ნეს მას­ში თა­ვი­ან­თი წვლი­ლი. მათ უკ­ან ედ­გარ ალ­ან პოს სევ­და და ძრწო­ლა დგას.

ბოდ­ლე­რის, მა­ლარ­მე­სა და ვა­ლე­რის წი­ნა­პა­რის, ედ­გარ პოს გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და გა­უ­გე­ბა­რია და­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ამ­ას­თა­ნა­ვე იგი რამ­დე­ნი­მე თა­ვი­სი ლექ­სი­თა და უამ­რა­ვი შე­უ­და­რე­ბე­ლი პრო­ზა­უ­ლი გვერ­დით ზედ­რო­უ­ლი­სა და მა­რა­დი­უ­ლის ბი­ნა­და­რი გახ­და. ას­ეთ გვერ­დებს შო­რის და­ვა­სა­ხე­ლებ­დი “არ­ტურ გორ­დონ პი­მის მოგ­ზა­უ­რო­ბის” ფი­ნალს, ამ კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ კოშ­მარს, რომ­ლის ფა­რუ­ლი საზ­რი­სიც – სი­თეთ­რეა.

შექ­ს­პი­რი წერ­და, რომ უბ­ე­დუ­რე­ბა ტკბილ ნა­ყოფს ის­ხამს; ნევ­რო­ზის, ლო­თო­ბის, სი­ღა­ტა­კის, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი, უიმ­ე­დო მარ­ტო­ო­ბის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბო­და ედ­გარ პოს წიგ­ნე­ბი. რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან გა­საქ­ცე­ვად მან წარ­მო­სახ­ვი­თი შექ­მ­ნა; მი­სი სიზ­მ­რე­ბი დღე­საც ცოცხა­ლია, და­ნარ­ჩე­ნი კი უფ­რო სიზ­მარს ჰგავს.

არ­სე­ბობს მზაკ­ვ­რუ­ლი, ბოდ­ლე­რის მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი და შო­უს წყა­ლო­ბით დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია ედ­გარ პოს აღ­ზე­ვე­ბი­სა ამ­ე­რი­კის დამ­ცი­რე­ბის ხარ­ჯ­ზე. ეს ტრა­დი­ცია პო­ეტს ან­გე­ლო­ზად სა­ხავს, რო­მე­ლიც და­სა­ღუ­პა­დაა გან­წი­რუ­ლი ცივ და გა­უ­მაძღარ ჯო­ჯო­ხეთ­ში. სი­მარ­თ­ლე კი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პო მსოფ­ლი­ოს ვერც ერთ ქვე­ყა­ნას ვერ შე­ეთ­ვი­სე­ბო­და. რა­ტომ­ღაც არ­ა­ვინ ად­ი­დებს ბოდ­ლერს საფ­რან­გე­თის ან კოლ­რიჯს დი­დი ბრი­ტა­ნე­თის დამ­ცი­რე­ბის ხარ­ჯ­ზე.

© ”არილი”

Facebook Comments Box