პროზა (თარგმანი)

თო­მას ბერ­ნ­ჰარ­დი – ქუ­დი

bernhard_schmied_1988

გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა

წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა გა­მარ­თ­ლ­და, ჩემ­მა ძმამ მარ­თ­ლაც ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რას გა­მოჰ­კ­რა ხე­ლი. მი­სი მოხ­სე­ნე­ბე­ბი თუ გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი ნუ­ტა­ცი­ის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბით იკ­ითხე­ბო­და არა მარ­ტო ამ­ე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წამ­ყ­ვან უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, არ­ა­მედ ევ­რო­პა­შიც. მე კი ამ დროს ფსი­ქი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბულ ად­ა­მი­ან­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ინს­ტი­ტუ­ტებ­ში სირ­ბი­ლით გა­და­ვი­ღა­ლე. დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ვი­ცო­დი ჩემს ძმას და­ღუ­პუ­ლი მე­უღ­ლის­გან დარ­ჩე­ნი­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი ჰქონ­და და ვთხო­ვე, თუ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ხნით ამ სახ­ლ­ში ვიცხოვ­რებ-მეთ­ქი. უარი არ უთქ­ვამს და მეც მად­ლი­ე­რი დავ­რ­ჩი. ჩე­მი ძმის მე­უღ­ლე თვა­ლით არ­ა­სო­დეს მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ახ­ლა ამ ქა­ლის გე­მოვ­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გაწყო­ბი­ლი ოთ­ა­ხე­ბი ჩემ­თ­ვის არ­ე­ულ-და­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა­გან გაქ­ცე­ვა­მო­წა­დი­ნე­ბუ­ლის­თ­ვის, ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი გახ­და.

სახ­ლი მდი­ნა­რეს­თან სრუ­ლი­ად გან­მარ­ტო­ე­ბით იდ­გა. აქ გა­ტა­რე­ბულ­მა პირ­ველ­მა ორ­მა კვი­რამ უკ­ვე მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რომ ჯერ კი­დევ ცოცხა­ლი ვი­ყა­ვი და სუნ­თ­ქ­ვა შე­მეძ­ლო. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მა­ხა­ლი­სე­ბელ აკ­რო­ბა­ტი­კა­საც კი მივ­ყა­ვი ხე­ლი… თქვენ, ჯან­სა­ღებს ეგ­ებ სა­სა­ცი­ლო­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის, ჩე­მი ავ­ად­მ­ყო­ფი გო­ნე­ბის პატ­რო­ნის­თ­ვის, სწო­რედ რომ მის­წ­რე­ბა იყო.

აქ, უნ­თე­რახ­ში, ჩე­მი ძმის სახ­ლ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა გან­ვ­მარ­ტო­ე­ბუ­ლი­ყა­ვი, გა­მე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა უკ­ვე ჩვე­უ­ლე­ბად ქცე­უ­ლი ყო­ფა და სა­კუ­თა­რი მიგ­ნე­ბე­ბი­თა თუ წარ­მო­სახ­ვე­ბით სა­თა­ნა­დო დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­მე­ტა­ნა. თუმ­ცა ერ­თი კია, აქ მეც­ნი­ე­რულ მუ­შა­ო­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი. აღ­არ შე­მეძ­ლო გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ქექ­ვა ხა­ბუ­ლა­სის, დი­პოლ­დის, ჰა­ი­ზენ­ბერ­გის, ჰილ­ფი­სა თუ ნი­უ­ტო­ნის ნაშ­რო­მებ­ში. ამ­ათ გა­რე­შე კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო მეტყე­ვე­ო­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში რა­ი­მე წინ­ს­ვ­ლა. ჩე­მი სნე­ბა­შეყ­რი­ლი გო­ნე­ბა ვე­ღარ იტ­ევ­და ამ­დენ რა­მეს, უნ­ა­რი აღ­არ შეს­წევ­და ღრმად ჩას­წ­ვ­დო­მო­და მოვ­ლე­ნებ­სა თუ ფერ­თა ის­ტო­რი­ას და უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან უმ­ცი­რე­სო­ბის გა­მო­რიცხ­ვის მე­თო­დით რა­ი­მე ღი­რე­ბულს ჩაბღა­უ­ჭე­ბო­და. ავ­ად­მ­ყო­ფურ­მა გო­ნე­ბამ თვით­კ­რი­ტი­კი­სა და თვით­დათ­რ­გუნ­ვის აუტ­ა­ნელ ზღვრამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. ვი­თომ­და გა­მო­სა­ვალს ვე­ძებ­დი, არ­ა­და ამ გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში, თვით გა­მო­სა­ვალ­საც კი ძი­რი­ძი­რო­ბამ­დე ვუ­კირ­კი­ტებ­დი. ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბო­და. გა­დამ­ღა­ლა ამ ცხო­ვე­ლურ­მა არ­სე­ბო­ბამ, მთლი­ა­ნად მა­ტე­რი­ამ. ვლა­მობ­დი, რო­გორ­მე მოვ­შო­რე­ბო­დი, გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი გა­რე სამ­ყა­როს­გან და იქ­ამ­დეც კი მი­ვე­დი, რომ სახ­ლი­დან ყვე­ლა მო­სამ­სა­ხუ­რე და­ვითხო­ვე. ვუბ­რ­ძა­ნე, ჩე­მი ძმის ჩა­მოს­ვ­ლამ­დე აღ­არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. თან იმ­ი­საც მე­ში­ნო­და, თა­ვი არ გა­მო­მემ­ჟ­ღავ­ნე­ბი­ნა, ჩემს სუ­ლი­ერ წო­ნას­წო­რო­ბა­ში არ შე­პარ­ვო­დათ ეჭ­ვი. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლას კარ­გად გა­და­ვუ­ხა­დე და გა­ვის­ტუმ­რე. უკ­ვე შე­მეძ­ლო თა­ვი­სუფ­ლად მე­მოქ­მე­და, თავ­შე­კა­ვე­ბა აღ­არ მმარ­თებ­და. ვიგ­რ­ძე­ნი, ამ ორ კვი­რა­ში ჩემ­მა ავ­ად­მ­ყო­ფო­ბამ კი­დევ უფ­რო ღრმად გა­იდ­გა ფეს­ვე­ბი. სახ­ლის წი­ნა მხა­რეს ყვე­ლა ჟა­ლუ­ზი თუ და­რა­ბა დავ­გ­მა­ნე, ვინ­მეს რომ არ შე­მო­ე­ხე­და. უკ­ა­ნა მხა­რეს კი ფან­ჯ­რე­ბის დაგ­მან­ვას აზ­რი არ ჰქონ­და. ამ მხრი­დან უღ­რა­ნი ტყე ერტყა სახლს და ფან­ჯ­რებ­ში კი­დევ უფ­რო მე­ტი წყვდი­ა­დი შე­მო­დი­ო­და, ვიდ­რე იმ და­რა­ბებ­ჩა­რა­ზულ ოთ­ა­ხებ­ში. მხო­ლოდ სა­ძი­ნე­ბელ­ში დავ­ტო­ვე სარ­კ­მე­ლი ღი­ად, რომ არ დავ­მ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი­ყა­ვი. თა­ვი და­ვი­მარ­ტო­ხე­ლე თუ არა, შე­ვე­ცა­დე, დოქ­ტორ მა­ნუ­ე­ლის მოძღ­ვ­რე­ბას ჩავ­ჯ­დო­მო­დი, თუმ­ცა წი­ნას­წარ­ვე ხომ ნა­თე­ლი იყო, ჩე­მი ძა­ლის­ხ­მე­ვა რომ ფი­ას­კო­თი დას­რულ­დე­ბო­და. გო­ნე­ბა ამ­დენს ვერ გა­უძ­ლებ­და. კა­ტას­ტ­რო­ფამ­დე, უკ­ვე თით­ქ­მის შეშ­ლი­ლო­ბამ­დე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. ძმას არ­ა­ფერს ვატყო­ბი­ნებ­დი, პი­რი­ქით ვწერ­დი: თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ, მეც­ნი­ე­რულ მუ­შა­ო­ბა­შიც წარ­მა­ტე­ბე­ბი მაქვს, ძა­ლი­ან მომ­წონს შე­ნი სახ­ლი-მეთ­ქი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, უნ­თე­რახ­ში ყო­ვე­ლი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მწუხ­რის ჟა­მი ში­შის ზარს მცემ­და. მე­ში­ნო­და ბინ­დის, აუტ­ა­ნე­ლი წყვდი­ა­დი რომ მოჰ­ქონ­და. საქ­მე თვით სიბ­ნე­ლეს კი არ ეხ­ე­ბა, არ­ა­მედ შეგ­რ­ძ­ნე­ბებს, რა­საც ღა­მის წყვდი­ა­დი აღ­მიძ­რავ­და. წყვდი­ა­დი, რო­გორც გა­და­უ­ლა­ხა­ვი გა­მო­ცა­ნა მე სუ­ლაც არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ამ­ი­სი არც უნ­ა­რი შემ­წევ­და, არც სურ­ვი­ლი გა­მაჩ­ნ­და და სხვა­თა შო­რის – არც დრო. მე მხო­ლოდ ჩე­მი თა­ვით, ჩე­მი ავ­ად­მ­ყო­ფო­ბით ვი­ყა­ვი მო­ცუ­ლი. არ შე­მეძ­ლო, მშვი­დად ვმჯდა­რი­ყა­ვი სახ­ლ­ში და დავ­ლო­დე­ბო­დი შე­ბინ­დე­ბას, იმ მუ­ქა­რით აღვ­სილ წყვდი­ადს, შე­ბინ­დე­ბას რომ სდევ­და თან. ამ­ი­ტო­მაც შე­ბინ­დ­დე­ბო­და თუ არა, თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გავ­რ­ბო­დი სახ­ლი­დან. სა­მი გზა მქონ­და: ან პარ­შა­ლე­ნის­კენ უნ­და გავ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, ან ბურ­გა­უს­კენ, ან კი­დევ მონ­დ­ზე­ეს­კენ, თუმ­ცა ამ უკ­ა­ნას­კ­ნელს ყო­ველ­თ­ვის თავს ვა­რი­დებ­დი. ძი­რი­თა­დად ბურ­გა­უს­კენ გავ­რ­ბო­დი (ოთ­ხი წე­ლია უკ­ვე ამ ავ­ად­მ­ყო­ფო­ბით Cephalagie-თი ვი­ტან­ჯე­ბი), მაგ­რამ დღეს ჩვე­უ­ლე­ბას გა­და­ვუხ­ვიე და ამ სა­ზიზ­ღარ პარ­შა­ლე­ნის­კენ ავ­ი­ღე გე­ზი. ეს მხა­რე სა­საკ­ლა­ო­ე­ბით იყო სავ­სე, სულ ას­ამ­დე მო­სახ­ლე თუ იქ­ნე­ბო­და.

ძი­ლი მო­მე­რია, მინ­დო­და და­მე­ძი­ნა, მაგ­რამ არა, რა დროს ძი­ლია, ძილ­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია, აუც­ი­ლებ­ლად უნ­და დავ­წე­რო რა­მე ამ და­უძ­ლუ­რე­ბულ პარ­შა­ლე­ნე­ლებ­ზე და ბურ­გა­უ­ე­ლებ­ზე. ერ­თი სიტყ­ვით, რო­გორც უკ­ვე ზე­მოთ ვთქვი, დღეს პარ­შა­ლე­ნის­კენ გა­მო­ვი­ქე­ცი. აქ უნ­თე­რახ­ში ჩემ­მა ავ­ად­მ­ყო­ფო­ბამ სი­გი­ჟის ზღვარს მი­აღ­წია. ში­შე­ბი დამ­ჩემ­და, თა­ვის მოკ­ვ­ლაც კი მინ­დო­და. საყ­ვა­რელ ძმა­ზე აღ­არც ვფიქ­რობ­დი. ხან თა­ვის ჩა­მოხ­რ­ჩო­ბა ვი­ფიქ­რე, ხან მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­დე­ბი-მეთ­ქი. ყი­ნუ­ლის სა­ფარ­ვე­ლიც შეთხე­ლე­ბუ­ლი იყო, სა­ბედ­ნი­ე­როდ არც ცურ­ვა ვი­ცო­დი, უმ­ალ­ვე ჩა­ვი­ძი­რე­ბო­დი. მაგ­რამ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ზე ფიქ­რი ერ­თია და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მე­ო­რე. გამ­ბე­და­ო­ბა არ მყოფ­ნი­და. გა­ბედ­ვა იქ­ით იყ­ოს და რა­ტომ­ღაც აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი მქონ­და, რომ სიკ­ვ­დი­ლიც აუც­ი­ლებ­ლად გა­მი­ჯან­ჯ­ლ­დე­ბო­და და სა­შინ­ლად გავ­წამ­დე­ბო­დი: ხე­ზეც კაი ხანს ვე­კი­დე­ბო­დი სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი, წყალ­შიც ან ჩა­ვი­ძი­რე­ბო­დი, ან არა. ეს უს­უ­სუ­რო­ბა და უძ­ლუ­რე­ბა სულ უფ­რო მა­გი­ჟებ­და. არა და თით­ქოს ხე­ე­ბიც, მდი­ნა­რეც მაც­დუ­რად მიხ­მობ­დ­ნე­ნო თა­ვის­კენ. მაგ­რამ მე გავ­რ­ბო­დი, უკ­ან­მო­უ­ხე­და­ვად, შე­უ­ჩე­რებ­ლად გავ­რ­ბო­დი და ყუ­რად­ღე­ბა­საც არ ვაქ­ცევ­დი მათ. არა, ხე­ე­ბის სურ­ვილს ვერ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. მე მე­ში­ნია მა­თი. მე ყვე­ლაფ­რის მე­ში­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აუტ­ა­ნე­ლი სი­ცი­ვე იყო, მე კი უპ­ალ­ტო­ოდ, უჟ­ი­ლე­ტოდ, თხე­ლი შარ­ვ­ლი­სა და პე­რან­გის ამ­ა­რა გავ­რ­ბო­დი. მაგ­რამ არ მცი­ო­და, სუ­ლაც არ ვი­ყი­ნე­ბო­დი, პი­რი­ქით, შიგ­ნი­დან ცეცხ­ლი მე­კი­და, სიცხის­გან ვიწ­ვო­დი. გი­ჟი­ვით მივ­ქ­რო­დი პარ­შა­ლე­ნის­კენ. უფ­რო სწო­რად სი­გი­ჟეს გა­ვურ­ბო­დი. რომ არ გავ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, მარ­თ­ლაც გავ­გიჟ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, ვინ იც­ის, ეგ­ებ გა­გი­ჟე­ბა ჯობ­და კი­დეც. მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თვით გა­გი­ჟე­ბის პრო­ცე­სიც გა­მი­ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და. სი­გი­ჟე შიშს მგვრის, მაგ­რამ მა­ინც გა­გი­ჟე­ბა მერ­ჩივ­ნა. აკი ერთ­მა პრო­ფე­სორ­მა მი­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა კი­დეც, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჭკუ­ი­დან გა­დახ­ვა­ლო. მას მე­რე ორ­მა წელ­მა გან­ვ­ლო და ჯერ კი­დევ არ შევ­შ­ლილ­ვარ. მაგ­რამ წარ­მო­ვიდ­გენ თუ არა წყვდი­ადს, სახ­ლ­ში ვე­ღარ ვჩერ­დე­ბი. თვალ­თაც მიბ­ნელ­დე­ბა, ყუ­რე­ბიც მეხ­შო­ბა. ვერც ვე­ღა­რა­ფერს ვხე­დავ და არც აღ­ა­რა­ფე­რი მეს­მის… ვერ ვი­ტან ჩემს ოთ­ახ­ში შე­მოჭ­რილ ამ აუტ­ა­ნელ სიბ­ნე­ლეს, უკ­უნს. და რომ არ გა­ვიქ­ცე, მარ­თ­ლა შე­ვიშ­ლე­ბი. სახ­ლი­დან გა­მოს­ვ­ლი­სას, ჩემს უკ­ან ყვე­ლა კარს ვრა­ზავ, გა­სა­ღე­ბე­ბის მთელ ასხ­მას ნაჩ­ქა­რე­ვად ვი­დებ ჯი­ბე­ში და ქუ­ჩა­ში გავ­რ­ბი­ვარ. სირ­ბი­ლი­სას წვე­ტი­ა­ნი გა­სა­ღე­ბე­ბი ხან თე­ძო­ში მერ­ჭო­ბა, ხან ბარ­ძაყ­ში. არც ისაა გა­მო­რიცხუ­ლი, ყი­ნულ­ზე და­მის­ხ­ლ­ტეს ფე­ხი, და და­ვე­ცე. მთე­ლი მუ­ცე­ლი სულ და­ი­ა­რა­ვე­ბუ­ლი მაქვს. ბურ­გა­უს­კენ მი­მა­ვა­ლი გზა 100-ჯერ მა­ინც მაქვს გა­და­თე­ლი­ლი, მაგ­რამ მა­ინც ვე­ცე­მი. ჯერ მარ­ტო გუ­შინ­წინ ოთხ­ჯერ წა­ვი­ქე­ცი, მთელ კვი­რა­ში კი თოთხ­მეტ­ჯერ. შინ დაბ­რუ­ნე­ბი­სას, სარ­კე­ში რომ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სა­კუ­თარ თავს, შევ­ნიშ­ნე, რომ ნი­კაპ­ზეც მქონ­და ჭრი­ლო­ბა, თა­ნაც ღრმა. სხვა ჩემს ად­გილ­ზე ალ­ბათ ექ­იმს მი­მარ­თავ­და, მაგ­რამ მე არც მი­ფიქ­რია. სა­ერ­თოდ ექ­ი­მე­ბის მე­ში­ნია. არც სის­ხ­ლით და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი დე­დი­სერ­თა შარ­ვ­ლის­თ­ვის მი­მი­ხე­დავს. მე­რე რა, რომ სის­ხ­ლი­ა­ნია, ეს მე ვი­ცი მხო­ლოდ. მა­ინც სულ სიბ­ნე­ლე­ში დავ­დი­ვარ და ვინ და­მი­ნა­ხავს. გა­დაღ­ლი­ლო­ბის­გან ისე მტკი­ო­და თა­ვი, სხვა აღ­ა­რა­ფე­რი მახ­სოვ­და. სარ­კი­დან სის­ხ­ლით დად­ღაბ­ნი­ლი კო­მი­კუ­რი სა­ხე მიმ­ზერ­და, შარ­ვა­ლიც დამ­ხე­ო­და – გა­მე­ცი­ნა. ტკი­ვილ­მა სულ და­მი­მან­ჭა სა­ხე. მაგ­რამ არა უჭ­ირს, მა­ინც უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი კვი­რაა. თუმ­ცა მთა­ვა­რი ეს რო­დია, საქ­მე იმ­ა­შია, რომ სულ სხვა რამ მინ­და გითხ­რათ: პარ­შა­ლე­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ქუ­დი ვი­პო­ვე. ახ­ლაც, რო­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ვწერ, თავ­ზე მა­ხუ­რავს. დი­ახ, მე ქუ­დი ვი­პო­ვე, ნაც­რის­ფე­რი ჭუჭყის­გან გა­პო­ხი­ლი და გა­ხე­ვე­ბუ­ლი ქუ­დი. კაი ხა­ნია რაც თავ­ზე მა­ხუ­რავს, უკ­ვე ჩე­მი სუ­ნიც კი უდ­ის. შინ დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­ვე­ცა­დე ქუ­დი სად­მე სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მე­მა­ლა, ხან ჩემს ოთ­ახ­ში შევ­ვარ­დი, ხან წინ­კარ­ში, ად­გი­ლი რომ ვერ მო­ვუ­ნა­ხე, თავ­ზე და­ვი­კო­სე. ვი­ფიქ­რე, ასე თვალ­ში მა­ინც აღ­არ გა­მო­მეჩხი­რე­ბა-მეთ­ქი. გა­დაგ­დე­ბა არ შე­მეძ­ლო; სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია, რაც თავ­ზე მა­ხუ­რავს ეს ქუ­დი და ერ­თა­დერ­თი ფიქ­რი­ღა მაქვს: თავ­ზე ქუ­დი მა­ხუ­რავს. ვში­შობ ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა ქუ­დით, თუ უქ­უ­დოდ, გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ფიქ­რით მო­ვიხ­ს­ნა თუ არა, ეს­ეც ალ­ბათ ჩე­მი ავ­ად­მ­ყო­ფუ­რი გო­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ავ­ად­მ­ყო­ფო­ბი­დან, რომ­ლის ახს­ნაც ვერც ერთ­მა ექ­იმ­მა ვერ შეძ­ლო. თით­ქ­მის რვა ექ­იმ­თან ვი­ყა­ვი, წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვი­რიც და­მიჯ­და, ზო­გი­ერ­თ­თან მოხ­ვედ­რაც კი პრობ­ლე­მა იყო, მაგ­რამ ყვე­ლა ერთ­ნა­ი­რი არ­ამ­ზა­და გა­მოდ­გა.
თუმ
­ცა ამ წუ­თას ჩე­მი სა­ფიქ­რა­ლი სულ სხვა რა­მაა: მთე­ლი სა­ღა­მოა ეს ქუ­დი მა­ხუ­რავს და არც კი ვი­ცი, რა­ტომ. თავ­ზე მძი­მე ტვირ­თად მაწ­ვა, მაგ­რამ ვერ ვიხ­დი­დი, თით­ქოს მჭე­დელ­მა და­მა­ჭე­დაო. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, მთა­ვა­რი ისაა, სად და რო­გორ ვი­პო­ვე ქუ­დი და რა­ტომ მა­ხუ­რავს ახ­ლაც თავ­ზე… ამ­ის სათ­ქ­მე­ლად, ალ­ბათ ერ­თი წი­ნა­და­დე­ბაც იკ­მა­რებ­და, სა­ერ­თო­დაც, ყვე­ლაფ­რის თქმა შე­იძ­ლე­ბა ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით, მაგ­რამ არ­ა­ვის ეპ­იტ­ნა­ვე­ბა ეს. გუ­შინ ამ დროს ამ ქუ­დის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ჯერ არ­ა­ფე­რი ვი­ცო­დი, ახ­ლა კი მთლი­ა­ნად ქუ­დი მფლობს… სა­უ­ბა­რია ერთ ყო­ველ­დ­ღი­უ­რად სახ­მარ, გა­ქუ­ცულ, ჭუჭყის­გან გა­პო­ხილ, ას­ი­ა­თა­სო­ბით სხვა ქუ­დის მსგავს ქუდ­ზე. მაგ­რამ ახ­ლა ჩე­მი ყო­ვე­ლი ფიქ­რი თუ ქმე­დე­ბა, ჩე­მი არ­სე­ბო­ბაც აქ, უნ­თე­რახ­ში ამ ქუდს უკ­ავ­შირ­დე­ბა. ქუდს, რო­მე­ლიც ამ მხა­რე­ში ყო­ველ ყა­საბ­სა თუ ხის მჭრელს, ყო­ველ გლეხს ახ­უ­რავს. აქ ყვე­ლა ას­ეთ ქუდს ატ­ა­რებს…

სათ­ქ­მელ­თან უფ­რო ახ­ლოს რომ მი­ვი­დე, მინ­და მო­გითხ­როთ, რო­გორ და­იწყო ეს ამ­ბა­ვი. უკ­ვე გითხა­რით, რომ დღეს პარ­შა­ლე­ნის­კენ ავ­ი­ღე გე­ზი. დიდ­ხანს ვორ­ჭო­ფობ­დი, სა­ით წავ­სუ­ლი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი და ბო­ლოს ის­ევ პარ­შა­ლენ­მა გა­დამ­ძ­ლია. მარ­თა­ლია, ბურ­გაუ თა­ვი­სი მაცხოვ­რებ­ლე­ბი­ა­ნად მა­ხინ­ჯი და გულ­მი­უს­ვ­ლე­ლი იყო, ამ მხრივ პარ­შა­ლენს უპ­ი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ჩემ­ნა­ი­რი ავ­ად­მ­ყო­ფის­თ­ვის, მა­ინც ბურ­გა­უ­ში სი­ა­რუ­ლი ჯობ­და. ერ­თი სიტყ­ვით, პარ­შა­ლე­ნის ქუ­ჩებ­ში დავ­რ­ბო­დი, რომ უც­ბად რა­ღა­ცას წა­მოვ­კა­რი ფე­ხი. შე­მე­შინ­და, რად­გან რო­ცა ბნელ­ში რა­ი­მე რბილ სა­განს ვად­გამ ფეხს, ყო­ველ­თ­ვის მკვდა­რი ვირ­თხა ან კა­ტა მგო­ნია. უკ­ან გა­დავ­ხ­ტი, მე­რე ფე­ხის წვე­რით ფრთხი­ლად გავ­წიე გვერ­დ­ზე სა­გა­ნი და რო­ცა დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ არ იყო არც მკვდა­რი ვირ­თხა და არც კა­ტა, დავ­მ­შ­ვიდ­დი. აქ­ეთ-იქ­ით მი­მო­ვი­ხე­დე, ხომ არ­ა­ვინ მი­ყუ­რებს-მეთ­ქი, გუ­ლი და­ვი­არ­ხე­ი­ნე და და­ვი­ხა­რე, ხელ­ში ქუ­დი შემ­რ­ჩა. ას­ე­თი ქუ­დი ამ მხა­რე­ში ხომ ყვე­ლას ახ­უ­რავს: ყა­საბს, ხის მჭრელს თუ გლეხს. რა ვუ­ყო ახ­ლა ამ ქუდს? გა­ვი­ფიქ­რე და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე. თავ­ზე მო­ვი­სინ­ჯე, რა­ტომ­ღაც მო­მე­წო­ნა. მგო­ნი, ურ­ი­გო არ უნ­და იყ­ოს ას­ე­თი ქუ­დის ტა­რე­ბა. მაგ­რამ მე რა უფ­ლე­ბა მაქვს ამ ქუდ­ზე. მე ხომ არც ყა­სა­ბი ვარ, არც ხის მჭრე­ლი და არც გლე­ხი. ნე­ტა­ვი ვინ და­კარ­გა? ან რა ფე­რი­საა? მწვა­ნეა თუ შა­ვი? იქ­ნებ ნაც­რის­ფე­რია? – ავ­ფო­რი­აქ­დი უც­ებ. ისე, მეტ­წი­ლად, ას­ე­თი ქუ­დე­ბი ნაც­რის­ფე­რი, მწვა­ნე ან შა­ვია. ნე­ტა­ვი რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც აქ გდია? კაც­მა რომ თქვას, მშვი­დად კი ვგრძნობ ამ ქუდ­ში თავს?! ვინ­მეს რომ შე­მო­ე­ხე­და, მეც ხის მჭრე­ლი, ყა­სა­ბი ან გლე­ხი ვე­გო­ნე­ბო­დი. ად­ა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი ჩაც­მუ­ლო­ბით აღ­იქ­მე­ბი­ან, რად­გან ვი­ზუ­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ტან­საც­მე­ლი ჩანს, რო­მელ­შიც კა­ცია შე­ყუ­ჟუ­ლი. თუნ­დაც ახ­ლა, მე რომ ეს ქუ­დი მე­ხუ­რა, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ვინ­მეს ყა­სა­ბი, ხის მჭრე­ლი ან გლე­ხი ვგო­ნე­ბო­დი. მო­დი და მე­რე და­ა­ჯე­რე, რომ არც ყა­სა­ბი ხარ, არც გლე­ხი, არც ხის მჭრე­ლი, რომ მეც­ნი­ე­რი ბრძან­დე­ბი, თუმ­ცა რა­ღა მეც­ნი­ე­რი, უბ­რა­ლოდ ერ­თი სა­ცო­და­ვი, სუ­ლით ავ­ად­მ­ყო­ფი. 3 წე­ლია, რაც მეც­ნი­ე­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­ვეშ­ვი. 3 წე­ლია, რაც მი­ვა­ტო­ვე ჩე­მი ლა­ბო­რა­ტო­რია და ერ­თი ხე­ლის მოს­მით მო­ვუ­ღე ბო­ლო ყო­ველ­გ­ვარ კონ­ტაქ­ტებ­სა და მიღ­წე­ვებს. ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის­გან უკ­ან და­ვი­ხიე და სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბულ თავს შე­ვე­წი­რე მსხვერ­პ­ლად. მეც­ნი­ე­რე­ბას შე­ვეშ­ვი და თა­ვის ქა­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ჩა­ვუ­ვარ­დი ხელ­ში. ერ­თი კლი­ნი­კი­დან მე­ო­რე­ში და­მარ­ბე­ნი­ნებ­დ­ნენ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ი­მებ­თან სირ­ბი­ლის მე­ტი სხვა არც არ­ა­ფე­რი მი­კე­თე­ბია. ექ­ი­მე­ბის ხელ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი და დღე­საც მა­თი რჩე­ვე­ბით მიდ­გას პირ­ში სუ­ლი. ექ­ი­მებ­თან აღ­არ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ მათ გა­მო­წე­რილ წამ­ლებს გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვსვამ, ჯი­ბი­თაც კი და­ვა­ტა­რებ. მე ვერ ვი­არ­სე­ბებ ამ წამ­ლე­ბის, ამ ნემ­სე­ბის გა­რე­შე. ერ­თი სიტყ­ვით, სი­მარ­თ­ლე უნ­და ვა­ღი­ა­რო, 25 წლის ას­აკ­ში უკ­ვე არ­ა­რა­ო­ბად ვი­ქე­ცი. ალ­ბათ ამ­ი­ტო­მაც მო­მე­წო­ნა ეს ქუ­დი, სწო­რედ რომ ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იყო ჩემ­ნა­ი­რი ავ­ად­მ­ყო­ფის­თ­ვის. მაგ­რამ ფიქ­რ­მა, რომ ქუდ­ზეც კი არ­ა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ მქონ­და, მოს­ვე­ნე­ბა და­მი­კარ­გა. რა მო­ვუ­ხერ­ხო ახ­ლა ამ ქუდს? – ვე­კითხე­ბო­დი სა­კუ­თარ თავს. და­ვი­ტო­ვო? – ეს ხომ იგ­ი­ვე ქურ­დო­ბაა, სხვი­სი ნივ­თის მით­ვი­სე­ბა. არ და­ვი­ტო­ვო და გა­მო­დის, უარს ვამ­ბობ ამ ქუ­დის ტა­რე­ბა­ზე. ერ­თი გზა­ღა დამ­რ­ჩე­ნია – პატ­რო­ნი უნ­და ვი­პო­ვო! მთელ პარ­შა­ლენს შე­მო­ვირ­ბენ და ყო­ველ მაცხოვ­რე­ბელს ვკითხავ, ქუ­დი ხომ არ და­გი­კარ­გავთ-მეთ­ქი. ჯერ ყას­ბე­ბის­გან და­ვიწყებ, მე­რე ხის მჭრე­ლებ­თან და გლე­ხებ­თა­ნაც მი­ვალ. უკ­ვე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა გა­დამ­ღ­ლე­ლი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა პარ­შა­ლე­ნე­ლის სა­თი­თა­ოდ გა­მო­კითხ­ვა, მაგ­რამ სხვა რა გზა მქონ­და. ყვე­ლა სახ­ლი­დან შუ­ქი გა­მო­დი­ო­და, ეზ­ო­ე­ბი, სა­საკ­ლა­ო­ე­ბი, ბოს­ლე­ბიც კი გა­ე­ჩი­რაღ­დ­ნე­ბი­ნათ. ქუ­დით ხელ­ში ერთ კარს მი­ვა­დე­ქი, დიდ­ხანს ვა­კა­კუ­ნე, შინ კი იყვ­ნენ, მაგ­რამ ეტ­ყო­ბა, ვერ გა­ვა­გო­ნე. რო­გორც იქ­ნა, ნა­ბი­ჯე­ბის ხმა გა­ის­მა და კა­რიც გა­ი­ღო: “რა გნე­ბავთ?” – “იც­ით, ეს ქუ­დი ვი­პო­ვე, აი ეს ქუ­დი”, – ვთქვი მე და მა­შინ­ღა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ქუ­დი ნაც­რის­ფე­რი იყო. ის­იც შევ­ნიშ­ნე, რომ კარ­ში მდგომ­საც თავ­ზე მსგავ­სი ქუ­დი ეხ­უ­რა… “თუმ­ცა თქვენ… თქვენ, რო­გორც ჩანს, არ და­გი­კარ­გავთ, ბო­დიშს გიხ­დით”. ეტ­ყო­ბა, ვი­ღაც არ­ამ­ზა­და ვე­გო­ნე, ალ­მა­ცე­რად გად­მომ­ხე­და და პირ­და­პირ ცხვირ­წინ მო­მი­ჯა­ხუ­ნა კა­რი. ისე, ნი­კაპ­ზე ჩე­მი ჭრი­ლო­ბის გა­მო მარ­თ­ლაც სა­ეჭ­ვოდ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, მაგ­რამ უკ­ან და­ხე­ვა არ მინ­დო­და და ახ­ლა მე­ო­რე კარს მი­ვა­დე­ქი; აქ­აც ვი­ღაც კაც­მა გა­მი­ღო კა­რი. მა­საც მსგავ­სი ნაც­რის­ფე­რი ქუ­დი ეხ­უ­რა. ჩე­მი შე­კითხ­ვა რომ გა­ი­გო, უხ­ე­შად მკრა ხე­ლი და ღა­მის წყვდი­ად­ში გა­მო­მის­რო­ლა. ეტ­ყო­ბა, ქურ­დი ვე­გო­ნე, რო­მე­ლიც ამ ხრი­კით სახ­ლ­ში შეჭ­რას ცდი­ლობ­და. ქა­ლა­ქურ­მა კი­ლო­მაც გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ალ­ბათ (რა­ტომ­ღაც ეს კა­ცი ყა­სა­ბის კვა­ლო­ბა­ზე ცო­ტა გამ­ხ­და­რი მეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ ნამ­დ­ვილ­მა ყა­საბ­მა თა­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბაც იც­ის). მე­სა­მე, მე­ოთხე სახ­ლ­თა­ნაც იგ­ი­ვე გან­მე­ორ­და. მაგ­რამ არ ვნებ­დე­ბო­დი. არ მინ­დო­და ჩე­მი ნა­პოვ­ნი ქუ­დი სულ­მ­დაბ­ლუ­რად, თუნ­დაც გა­დაგ­დე­ბით მო­მე­შო­რე­ბი­ნა. შე­უ­პოვ­რად გან­ვაგ­რ­ძობ­დი გზას. ყას­ბებ­თან რომ მო­ვა­თა­ვე, ახ­ლა ხის მჭრე­ლებ­სა და გლე­ხებს მი­ვა­დე­ქი. მაგ­რამ ყვე­ლას ას­ე­თი ქუ­დი ეხ­უ­რა. ერ­თი ბინ­ძუ­რი პარ­შა­ლე­ნე­ლის უკ­მე­ხად ნათ­ქ­ვამ­მა ბურ­გა­უ­ში წას­ვ­ლაც კი მა­ი­ძუ­ლა. მის­გან გა­ვი­გე, რომ დღეს პარ­შა­ლენ­ში 8 ბურ­გა­უ­ე­ლი ყო­ფი­ლა ღო­რე­ბის შე­სას­ყი­დად (ბურ­გა­უ­ე­ლე­ბი და პარ­შა­ლე­ნე­ლე­ბი ერ­თი-მე­ო­რე­ში სარ­ფი­ა­ნად ვაჭ­რობ­დ­ნენ). ამ ბინ­ძუ­რი კა­ცის ნათ­ქ­ვამს ჩა­ვე­ჭი­დე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბურ­გა­უ­შიც მე­ძებ­ნა ქუ­დის პატ­რო­ნი, სხვა რა გა­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. უკ­ან­მო­უ­ხე­და­ვად მივ­რ­ბო­დი. ყუ­რე­ბი მი­წი­ო­და: ქურ­დო, ქუ­დის ქურ­დო!

ბურ­გა­უ­ში რომ ჩა­ვე­დი, ფე­ხებს ძლივ­ს­ღა და­ვათ­რევ­დი. ყას­ბე­ბის სახ­ლე­ბი ერ­თი­მე­ო­რის გვერ­დით, ახ­ლო-ახ­ლოს იდ­გა. პირ­ვე­ლი­ვე სახ­ლ­თან გა­მო­სულ კაცს მსგავ­სი­ვე ქუ­დი რომ შევ­ნიშ­ნე, შიშ­მა ამ­ი­ტა­ნა, უს­იტყ­ვოდ გა­მოვ­ბ­რუნ­დი უკ­ან. მე­ო­რე კარს მი­ვა­დე­ქი, აქ­აც იგ­ი­ვე… ქუ­დის შე­სა­ხებ კითხ­ვა ვე­ღარც გა­ვუ­ბე­დე. “ხომ ვერ მეტყ­ვით, რო­მე­ლი სა­ა­თია?” – ამ­ო­ვი­ლუღ­ლუ­ღე სა­სო­მიხ­დილ­მა. “რვა სა­ა­თია, იდ­ი­ო­ტოო”, – მო­მა­ძა­ხა უხ­ე­შად და კა­რი მო­მი­ჯა­ხუ­ნა. ბურ­გა­უ­ე­ლებ­საც მსგავ­სი ქუ­დი ახ­უ­რავთ! ყვე­ლას, ყვე­ლას ერთ­ნა­ი­რი ქუ­დი ახ­უ­რავს – გა­ვი­ფიქ­რე გა­ოგ­ნე­ბულ­მა და ვერც შევ­ნიშ­ნე, რო­გორ გა­ვი­ქე­ცი უნ­თე­რა­ხის­კენ. “მაგ­რამ ქუ­დის პატ­რო­ნი რა იქ­ნა? ვი­ღა­ცამ ხომ ნამ­დ­ვი­ლად და­კარ­გა ეს ქუ­დი? ხომ უნ­და და­ვუბ­რუ­ნო უკ­ან? – მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევ­და ამგ­ვა­რი კითხ­ვე­ბი. შინ მის­ვ­ლამ­დე დურ­გ­ლე­ბი და მჭედ­ლე­ბი შე­მომ­ხ­ვ­დ­ნენ, მა­თაც ას­ე­თი­ვე ქუ­დე­ბი ეხ­უ­რათ. ვინ იც­ის, ეგ­ებ ზე­მო ავს­ტ­რი­ის რო­მე­ლი­მე პრო­ვინ­ცი­ის მცხოვ­რებ­მა და­კარ­გა ეს ქუ­დი. ნე­ტავ კი­დევ რამ­დე­ნი ათ­ას კაცს უნ­და ვკითხო: ქუ­დი ხომ არ და­გი­კარ­გავთ-მეთ­ქი? არ­ა­სო­დეს მიგ­რ­ძ­ვ­ნია თა­ვი ასე სი­ქა­გა­მოც­ლი­ლად, რო­გორც დღეს. გა­მო­სა­ვა­ლი არ ჩან­და. ქუ­დი ჩემ­თან უნ­და და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. “ყვე­ლას ერთ­ნა­ი­რი ქუ­დი ახ­უ­რავს!” – ამ ფიქ­რ­მა კი­დევ უფ­რო გა­მიძ­ლი­ე­რა თა­ვის მოკ­ვ­ლის სურ­ვი­ლი. ში­შის­გან ვძრწო­დი, მზა­რავ­და ცი­ვი, გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი, გა­ყი­ნუ­ლი ოთ­ა­ხე­ბი. სა­კუ­თა­რი თა­ვიც მზა­რავ­და, არ­ა­და, სიკ­ვ­დი­ლი­საც მე­ში­ნო­და. რა ვქნა ახ­ლა, რა ვი­ღო­ნო, რა მო­ვუ­ხერ­ხო ამ და­ა­ვა­დე­ბულ თავს. ეგ­ებ წე­რამ მიშ­ვე­ლოს? ხო, უნ­და დავ­წე­რო! ამ­ი­ტო­მაც მი­ვუ­ჯე­ქი მა­გი­დას და კა­ლა­მი მო­ვი­მარ­ჯ­ვე. მაგ­რამ წე­რის დრო­საც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ერ­თი აზ­რი მიტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში: “რო­გორც კი და­ვას­რუ­ლებ წე­რას, უეჭ­ვე­ლად რა­ი­მე თბილ კერძს მო­ვიმ­ზა­დებ და შევ­ჭამ. თა­ნაც, წე­რი­სას ისე გა­ვი­ყი­ნე, ქუდ­შიც უკ­ეთ შე­ვი­ყუ­ჟე­ბი. ყვე­ლას ას­ე­თი ქუ­დი ახ­უ­რავს. ყვე­ლას, ყვე­ლას ერთ­ნა­ი­რი ქუ­დი ახ­უ­რავს…”

ვე­ღარც წე­რას ვე­ლე­ო­დი. ვწერ­დი, ვწერ­დი…

© “არილი”

Facebook Comments Box