ლექცია

იორგოს სეფერისი – ახალბერძნული ტრადიციის სამანე­ბი

seferis

შვე­დე­თის აკ­ა­დე­მი­ა­ში, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის გა­და­ცე­მი­სას წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა

­­(1963, 11 დეკემბე­რი)

­­­­­­­­­­ინგლისურიდან თარგმნა დუდა ხაზარა­ძემ

…ჩვე­ნი ენ­ობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი იმ დრო­ის პირ­­შოა, რო­ცა ატ­­კუ­რი შე­დევ­რე­ბით მო­ნუს­ხულ­მა ალ­ექ­სან­­რი­ელ­მა ფი­ლოლ­გებ­მა წე­რის მკაც­რი წე­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და­იწყეს, ანუ სხვა სიტყ­ვე­ბით, პუ­რიზმს და­­დეს სა­თა­ვე და და­­ვიწყეს, რომ ენა ცოცხა­ლი, მზარ­დი ორ­გა­ნიზ­მია. ას­ეთ “მოძღ­ვარ­თა” რჩე­ვებ­მა იმ­დე­ნად დი­დი გავ­ლე­ნა იქ­­ნი­ეს, რომ პუ­რის­ტე­ბის ახ­ალ-ახ­­ლი თა­­ბა შვეს და ის­­ნი დღე­საც ბევ­­ნი არ­­ან. ეს ად­­მი­­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ერთ-ერთ მიმ­დი­ნა­რე­­ბას ბერ­­ნუ­ლი ენ­­სა და ტრა­დი­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მე­­რე მიმ­დი­ნა­რე­­ბა – რო­მელ­საც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­დე­ბით უყ­­რებ­­ნენ – ხალ­ხუ­რი, ზე­პი­რი ტრა­დი­ციაა. მახ­სოვს, რო­გორ გა­მა­ოგ­ნა II სა­­კუ­ნის პა­პი­რუს­მა – ვი­ღაც მეზ­­ვა­­რის მი­ერ მა­მი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ­მა წე­რილ­მა. ენ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე­­ბით გა­­ცე­ბულს გუ­ლი დამ­წყ­და, რომ ად­­მი­­ნურ გრძნო­ბა­თა მთე­ლი სიმ­დიდ­რე სა­­­ნე­­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მჭევ­­მეტყ­ვე­ლე­ბის ქვეშ იყო და­ფა­რუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ხა­რე­ბაც სა­ხალ­ხო ენ­­თაა ჩა­წე­რი­ლი. მო­ცი­ქუ­ლე­ბი ცდი­ლობ­­ნენ, გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლიყ­­ნენ, რა­თა ად­ვი­ლად გა­ეკ­­ლი­ათ გზა მა­თი გუ­ლე­ბის­კენ და ამ­­ტო­მაც ორ­მა­გად გულ­და­საწყ­ვე­ტია, რო­ცა ად­­მი­­ნე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნელ წინ­და­­ხე­და­ვო­ბას იჩ­­ნენ: გა­ვიხ­სე­ნოთ ათ­ენ­ში, გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის და­საწყის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­ცა უფ­ლის სიტყ­ვა­თა თარ­­­ნას კრძა­ლავ­­ნენ, მო­ითხოვ­­ნენ, რომ სა­ხა­რე­ბა არ ეთ­არ­­­ნათ თა­ნა­მედ­რო­ვე ენ­­ზე.

თუმ­ცა მო­დით, ნუ გა­ვუს­­რებთ მოვ­ლე­ნებს. ეს ორი მიმ­დი­ნა­რე­­ბა ლა­მის ბი­ზან­ტი­ის და­ცე­მამ­დე ერთ­მა­ნე­თის­გან და­მო­­კი­დებ­ლად არ­სე­ბობ­და. მეც­ნი­­რე­ბი თა­ვი­ანთ ნა­წერს რთუ­ლი რი­ტო­რი­კუ­ლი ფი­გუ­რე­ბით ამ­კობ­­ნენ, მდა­ბი­­ნი კი სწავ­ლულ­თა მი­მართ მო­წი­წე­ბის მი­­ხედ­ვად, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი მა­ნე­რის ერთ­გუ­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ. არ შე­ვეც­დე­ბი ვამ­­კი­ცო, რომ ეს მიმ­დი­ნა­რე­­ბე­ბი ბი­ზან­ტი­­ში არ­ას­­როს და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლან. ას­­თი ტენ­დენ­ცია პა­ლე­­ლოგ­თა მმარ­­ვე­ლო­ბის უკ­­ნას­­ნე­ლი პე­რი­­დის ფრეს­კებ­სა და მო­ზა­­კებ­ში იგრ­­ნო­ბა. მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ­პე­რი­­ლი ტრა­დი­ცი­­სა და პრო­ვინ­ცი­­ლი, სა­ხალ­ხო შე­მოქ­მე­დე­ბის შერ­წყ­მა სა­ოც­რად უწ­ყობ­და ხელს ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბას.

კონ­­ტან­ტი­ნო­პო­ლის და­ცე­მას წინ ხან­­­­ლი­ვი აგ­­ნია უძ­ღო­და. რო­ცა ბო­ლოს და ბო­ლოს, კონ­­ტან­ტი­ნო­პო­ლი და­­ცა, ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­­კუ­ნო­ვა­ნი მო­ნო­ბის ხა­ნაც და­იწყო. უამ­რა­ვი მეც­ნი­­რი კი, ვინც პო­­ტის სიტყ­ვით, “წი­ნა­პარ­თა ნეშ­ტით სავ­სე უზ­არ­მა­ზა­რი ურ­ნე­ბით იყვ­ნენ დამ­ძი­მე­ბულ­ნი”, და­სავ­ლე­თით გა­­მარ­­ნენ, რა­თა სა­თა­ვე და­­დოთ ახ­­ლი მოვ­ლე­ნის­­ვის, სა­ხე­ლად რე­ნე­სან­სი. თუმ­ცა – სა­­ბე­დუ­როდ, თუ სა­ბედ­ნი­­როდ – ჩვენ­მა ხალ­­მა არ­­ფე­რი უწ­ყო­და აღ­ორ­ძი­ნე­ბი­სა (ამ სიტყ­ვის მკაც­რი გა­გე­ბით, გა­დას­­ლა შუ­­სა­­კუ­ნე­­ბი­დან ახ­­ლი დრო­­ბის­კენ). მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კუნ­ძუ­ლი ჩა­ერ­თო ამ მოვ­ლე­ნებ­ში – უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი კრე­ტა, რო­მე­ლიც მა­შინ ვე­ნე­ცი­­ლებს ეპყ­რათ. და­ახ­ლო­­ბით XVI სა­­კუ­ნე­ში სწო­რედ იქ ჩა­­სა­ხა პო­­ზია და პო­­ტუ­რი თე­ატ­რი, რო­მელ­საც სა­ფუძ­­ლად სა­ოც­რად ცოცხა­ლი, სა­ლა­პა­რა­კო ენა ედო. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ იმ­­ვე სა­­კუ­ნეს და­ემ­თხ­ვა კრე­ტუ­ლი ფერ­წე­რის აყ­ვა­ვე­ბა, რის სა­­კე­თე­სო მა­გა­ლი­თა­დაც დი­­დი კრე­ტე­ლის, დო­მე­ნი­კოს თე­­ტო­კო­პუ­ლო­სის, ანუ ელ გრე­კოს შე­მოქ­მე­დე­ბა წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა.

1204 წელს ჯვა­როს­ნე­ბის მი­ერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­ტყ­მის შემ­დეგ კონ­­ტან­ტი­ნო­პო­ლი უკ­ვე გან­წი­რუ­ლი იყო. იგი სულს ღა­ფავ­და, კრე­ტა კი პი­რი­ქით, ყვა­­და. ჩვენ ის­ღა დაგ­­­ჩე­ნია, სევ­დი­თა და ერთ­­ვა­რი ღვთის­მო­სა­­ბით თა­ვი დავ­ხა­როთ იმ ხვედ­რის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ამ ბერ­­ნულ კუნ­ძულს ერ­გო წი­ლად. მი­სი ბი­ნად­რე­ბი ხომ დი­დი მონ­დო­მე­ბით ამ­ზა­დებ­­ნენ ნი­­დაგს მო­მა­ვა­ლი გა­ნახ­ლე­ბის­­ვის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მათ მი­ერ შექ­­ნი­ლი ის­ტო­რი­ის ქარ­მა გა­ფან­ტა. ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ეტ კალ­ვო­სის სიტყ­ვე­ბი მახ­სენ­დე­ბა, გე­ნე­რალ ლა­ფა­­ეტს რომ მის­წე­რა: “დავ­­ჩით ღმერ­თის და ჩვე­ნი უიმ­­დო­ბის ამ­­რა”-ო.

და მა­ინც, კრე­ტუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის გავ­ლე­ნა XVII სა­­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბამ­დე იგრ­­ნო­ბო­და, რო­ცა კრე­ტი­დან ლტოლ­ვილ­ნი იონ­­ის კუნ­ძუ­ლებს და სხვა მი­წებს მი­აწყ­­ნენ და თან “წა­მო­­ღეს” მეხ­სი­­რე­ბა­ში აღ­ბეჭ­დი­ლი ლექ­სე­ბი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად შე­­გუა ახ­ალ პი­რო­ბებს. კრე­ტულ­მა პო­­ზი­ამ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა კონ­ტი­ნენ­ტა­ლუ­რი სა­ბერ­­ნე­თის სა­სიმ­ღე­რო ფოლ­­ლორ­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც ხალ­ხუ­რი თქმუ­ლე­ბე­ბი, თა­­ბი­დან თა­­ბა­ში გა­და­დი­­და. ზო­გი­ერ­თი სიმ­ღე­რა (გარ­­ვე­­ლი ნიშ­ნით) წარ­მარ­თო­ბის ხა­ნას ეკ­უთ­­ნის, ზო­გი კი ბი­ზან­ტი­ის ეპ­­ქას, თუმ­ცა, ის­­ნი მრა­ვა­ლი სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იცვ­ლიდ­ნენ ფორ­მას. ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ ად­­მი­­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შრო­მას­თან, სიკ­­დილ­თან, სიყ­ვა­რულ­თან, ას­­ვე სი­ხა­რუ­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი ეპ­­ქებ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უძ­ვე­ლეს ად­­მი­­ნურ გრძნო­ბა­თა ასე ცოცხ­ლად გა­მო­ხატ­ვა კი უცვ­ლე­ლი ბერ­­ნუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის სა­ბუ­თად გა­მოდ­გე­ბა.

ბერ­­ნუ­ლი პო­­ზი­ის უახ­ლეს ის­ტო­რი­­ში არ­­ერ­თი სა­ყუ­რად­ღე­ბო პი­როვ­ნე­ბა მო­­ძებ­ნე­ბა და მო­­ლოდ­ნე­ლი გარ­და­ტე­ხე­ბიც ხში­რია ხოლ­მე. მეზ­­ვა­­რი, გლე­ხი და მე­­მა­რი ხალ­ხის პო­­ზი­ის­­ვის სა­თა­ვე თით­ქოს უხ­­ში და გუ­ლუბ­­­ვი­ლო გრძნო­ბე­ბის მე­ხოტ­ბეს უნ­და და­­დო. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით კი გა­მო­ვი­და. ეს მი­სია სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ ლტოლ­ვით ან­თე­ბულ­მა ად­­მი­ან­მა იკ­ის­რა. დი­­ნი­სი­ოს სო­ლო­მო­სი კუნ­ძულ ძა­კინ­თოს­ზე და­­ბა­და. აქ­ვე და­ვა­ზუს­ტებ, რომ იმ დროს იონ­­­რი კუნ­ძუ­ლე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით წინ უსწ­რებ­­ნენ კონ­ტი­ნენ­ტურ სა­ბერ­­ნეთს. სო­ლო­მი­სი იტ­­ლი­­ში სწავ­ლობ­და. იგი ევ­რო­პე­ლი იყო, სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­­ნე­ლო­ბით. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერკ­ვე­­და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­­ზი­ის ყვე­ლა ნი­­ან­­ში. სო­ლო­მოსს შე­ეძ­ლო იტ­­ლი­­ლი პო­­ტიც გამ­­და­რი­ყო. მის იტ­­ლი­ურ ლექ­სებს აუარ­­ბა თაყ­ვა­ნის­­ცე­მე­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მა­ინც მშობ­ლი­ურ ენ­­ზე წე­რა ამ­ჯო­ბი­ნა.

სო­ლო­მი­სი, რა თქმა უნ­და, იც­ნობ­და კრე­ტე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­ერ მო­ტა­ნილ პო­­ზი­ას. იგი ხალ­ხურ ენ­ას იც­ავ­და და პუ­რიზმს უპ­­რის­პირ­დე­ბო­და. თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ამ­ის თა­­ბა­ზე სო­ლო­მოს­მა წარ­მო­ად­გი­ნა ერთ ნაშ­რომ­ში, სა­ხე­ლად “პო­­ტი­სა და მეც­ნი­­რი პე­დან­ტის დი­­ლო­გი”. იგია ას­­ვე “თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჰიმ­ნის” ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც ჩვენს პირ­ველ ერ­ოვ­ნულ ჰიმ­ნად იქ­ცა. კი­დევ რამ­დე­ნი­მე მი­სი ლექ­სი იქ­ცა სიმ­ღე­რად, მთე­ლი გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის მან­ძილ­ზე რომ მღე­რო­და ხალ­ხი, თუმ­ცა ამ­ით რო­დი გა­ნი­საზ­­­რე­ბა სო­ლო­მო­სის კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­­ნე­ლო­ბა. მი­სი მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პო­ეტ­მა – რამ­დე­ნა­დაც ამ­ის სა­შუ­­ლე­ბას ეპ­­ქა აძ­ლევ­და – ბერ­­ნუ­ლი ენ­ის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბი და­სა­ხა. ხალ­ხურ მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ სო­ლო­მოსს ეს სა­­რო ენა პო­­ზი­ის სი­მაღ­ლემ­დე აჰ­ყავ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ ეს უზ­არ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო ერთ ად­­მი­ანს ეკ­ის­რა. სო­ლო­მო­სის მთა­ვა­რი ქმნი­ლე­ბე­ბი­დან (რო­გორც, მა­გა­ლი­თად, პო­­მი­დან “თა­ვი­სუ­ფა­ლი ალ­ყა­შე­მორ­ტყ­მულ­ნი”, რო­მე­ლიც პო­ეტს მე­სო­ლონ­გის ალ­ყამ შთა­­გო­ნა) მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი დარ­ჩა, ნამ­­­­რე­ვი იმ ძვირ­ფა­სი ქვი­სა, რო­მე­ლიც პო­ეტ­თან ერ­თად და­­მარ­ხა. მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბით თუ ვიმ­­ჯე­ლებთ, ამ დი­­დი სუ­ლის ტან­­ვა­თა შე­სა­ხებ, სუ­ლი­სა, რო­მე­ლიც მუ­დამ მშვილ­დის ლა­რი­ვით იყო და­ჭი­მუ­ლი. ბერ­ძენ მწე­რალ­თა მრა­ვალ­მა თა­­ბამ კე­თილ­სინ­დი­სი­­რად შე­ის­წავ­ლა ეს ფრაგ­მენ­ტე­ბი. სო­ლო­მი­სი 1857 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მხო­ლოდ 1927 წელს გა­მოქ­ვეყ­­და მი­სი რო­მა­ნი “ძა­კინ­თო­სე­ლი ქა­ლი”, რო­მელ­მაც დიდ პო­ეტს დი­დი პრო­ზა­­კო­სის სა­ხე­ლიც მო­­ტა­ნა. ამ ბრწყინ­ვა­ლე პრო­ზამ მთლი­­ნად შეძ­რა ჩვე­ნი ცნო­ბი­­რე­ბა, რად­გა­ნაც ბე­დის წყა­ლო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სა­მოც­და­­თი წლის შემ­დეგ სო­ლო­მი­სი თა­ვის შო­რე­ულ შთა­მო­მა­ვალ­თა ტკი­ვი­ლებს გა­მო­ეხ­მა­­რა. იგი გან­წი­რუ­ლი იყო, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­­ყა­რა ბერ­­ნუ­ლი პო­­ზი­ის­­ვის.

* * *

სო­ლო­მო­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ანდ­რე­ოს კალ­ვო­სი ყვე­ლა­ზე მარ­ტო­სუ­ლი შე­მოქ­მე­დია მთელ ბერ­­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ჩვე­ნამ­დე მის არც ერთ პორ­­რეტს არ მო­უღ­წე­ვია. კალ­ვო­სი­სა და იტ­­ლი­­ლი პო­­ტის, უგო ფოს­კო­ლოს ხან­მოკ­ლე მე­გობ­რო­ბა გან­ხეთ­ქი­ლე­ბით დამ­თავ­­და. და­­ბა­და კუნ­ძულ ძა­კინ­თოს­ზე და მრა­ვა­ლი წე­ლი კორ­ფუ­ზე გა­­ტა­რა, ასე რომ, იგი პი­რა­დად არც იც­ნობ­და სო­ლო­მოსს. თხე­ლი წიგ­ნის ოც­და­­თი წლი­სამ რომ გა­მოს­ცა ავ­ტორ­მა, ოც­ამ­დე ოდ­ას მო­­ცავ­და – აი, სულ ეს არ­ის, რაც კალ­ვო­სის­გან დარ­ჩა. სიყ­მაწ­ვი­ლე­ში იგი ბევრს მოგ­ზა­­რობ­და: მო­­­რა იტ­­ლია, შვე­დე­თი და ინგ­ლი­სი.

ეს ამ­­ყი ად­­მი­­ნი XVIII სა­­კუ­ნის მა­ღა­ლი ზნე­ობ­რი­ვი იდ­­­ლე­ბით ცხოვ­რობ­და, ებრ­ძო­და ტი­რა­ნი­ას. კალ­ვო­სის შე­მოქ­მე­დე­ბას მი­სი სამ­შობ­ლოს დი­­დი და მო­წა­მე­ობ­რი­ვი ხვედ­რი ას­აზ­­დო­ებ­და. კალ­ვო­სის პო­­ზია იმ­­თაა გულ­ში ჩამ­­­დო­მი, რომ მის სულ­ში დე­დი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი (რო­მე­ლიც პო­­ტის ბავ­­ვო­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა) სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს შე­ერ­წყა. მი­სი ლექ­სე­ბის ენა ძალ­ზე და­მუხ­ტუ­ლია, რიტ­მი კი ცვა­ლე­ბა­დი, უს­წორ­მას­წო­რო. იგი კლა­სი­კის­კენ ილტ­ვო­და და არ მოს­წონ­და “კრე­ტუ­ლი სი­ლა­ბუ­რი ლექ­სის მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბა”, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი რამ შეს­ძი­ნა სო­ლო­მო­სის ლექსს. თუმ­ცა ის­იც უნ­და ითქ­ვას, რომ ცოცხა­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხე­­ბი თით­ქოს შიგ­ნი­დან ათ­ბობს მის პო­­ზი­ას.

კორ­ფუ­ზე მრა­ვალ­­ლი­­ნი გან­დე­გი­ლო­ბის შემ­დეგ (რო­მე­ლიც მან თვით­გა­ნათ­ლე­ბას მი­უძღ­­ნა), კალ­ვო­სი სა­მუ­და­მოდ ტო­ვებს იონ­­ის კუნ­ძუ­ლებს და ინგ­ლის­ში გა­და­დის საცხოვ­რებ­ლად. ლონ­დონ­ში იგი მე­­რე­ჯერ და­ქორ­წინ­და და მა­ლე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გო­გო­ნა­თა პან­სი­­ნიც გახ­­ნა პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ­ში. იქ გა­­ტა­რა მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უკ­­ნას­­ნე­ლი თოთხ­მე­ტი წე­ლი, გაწყ­ვი­ტა ყვე­ლა­ნა­­რი კავ­ში­რი სა­ბერ­­ნეთ­თან. მე წი­ლად მხვდა ბედ­ნი­­რე­ბა, მე­მოგ­ზა­­რა იმ მხა­რე­ში, სა­დაც იგი ცხოვ­რობ­და. ერთ­მა მო­ხუც­მა, ვინც კარ­გად იც­­და იქ­­­რი ის­ტო­რია, მი­ამ­ბო, რომ ოდ­ეს­ღაც იც­ნობ­და 80 წლის ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც ყმაწ­ვი­ლო­ბი­სას კალ­ვო­სის მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა. იგი უზ­არ­მა­ზა­რი პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნებ­და თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს.

* * *

კალ­ვო­სის შე­მოქ­მე­დე­ბა მა­ლე და­­ვიწყეს. ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ პი­რო­ბებს, სა­დაც წმინ­და მწიგ­ნობ­რუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი რი­ტო­რი­კა თა­რე­შობ­და. არ­­და, მა­შინ მთე­ლი ათ­­ნი მო­ეც­ვა ამ ტალ­ღას. კალ­ვო­სის პო­­ზია 1890 წელს ახ­ლი­დან აღ­მო­­ჩი­ნა კოს­ტას პა­ლა­მას­მა. იგი ზუს­ტად და­ემ­თხ­ვა ერ­ოვ­ნუ­ლი აღ­მავ­ლო­ბის ხა­ნას, რო­ცა ბერ­ძენ­მა ახ­ალ­გაზ­­დო­ბამ თა­ნა­მედ­რო­ვე ენ­ის გან­­­კი­ცე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა წა­მო­იწყო. შე­საძ­ლოა ეს მრა­ვალ­­ლი­­ნი ბრძო­ლა ზედ­მე­ტი გაცხა­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­­ბა­რი ხომ მარ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რას არ ეხ­­ბო­და. ახ­ალ­გაზ­­დე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­­ბის­კენ ისწ­რაფ­ვოდ­ნენ, უარ­ყოფ­­ნენ სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის არ­სე­ბულ სის­ტე­მას, ის­­ვე რო­გორც ჩვენს სხვა ინს­ტი­ტუ­ცი­ებს, ანგ­რევ­­ნენ ყვე­ლა­ნა­ირ დოგ­მას. რა თქმა უნ­და, ის­­ნი უარს არ ამ­ბობ­­ნენ კლა­სი­კურ მემ­­ვიდ­რე­­ბა­ზე, თუმ­ცა ცდი­ლობ­­ნენ ცოცხა­ლი ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ით შე­ევ­სოთ იგი: რას წარ­მო­ვად­გენთ ახ­ლა, ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის მო­ცე­მულ მო­მენ­­ში? აი, მა­თი მთა­ვა­რი კითხ­ვა. მოძ­რა­­ბა­ში მეც­ნი­­რე­ბი და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ჩა­ერ­­­ნენ. იმ პე­რი­ოდ­ში­ვე გა­მო­ვი­და პირ­ვე­ლი სე­რი­­ზუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი ბერ­­ნუ­ლი ფოლ­­ლო­რის შე­სა­ხებ.

კოს­ტას პა­ლა­მა­სი ამ მოძ­რა­­ბის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი იყო. ახ­ალ­გაზ­­დო­ბი­სას მქონ­და ბედ­ნი­­რე­ბა მის ერთ-ერთ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ას დავ­­­რე­ბო­დი. პა­ლა­მა­სი სწო­რედ ამ ლექ­ცი­­ზე ვნა­ხე პირ­ვე­ლად: ეს უღ­­ნო მო­ხუ­ცი გან­­ვიფ­რებ­და თა­ვი­სი უკ­­დე­გა­ნო მზე­რით, შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა სიღ­­მით და ჩახ­ლე­ჩი­ლი, ძალ­ზე ინ­ტო­ნი­რე­ბუ­ლი ხმით. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­­ვიდ­რე­­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, პა­ლა­მა­სის ნა­წე­რე­ბი ათ­­­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე გან­საზ­­­რავ­­ნენ სა­ბერ­­ნე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას. იგი ყვე­ლა პო­­ტურ ჟან­­ში მუ­შა­ობ­და – ლი­რი­კულ­ში, ეპ­­კურ­ში, სა­ტი­რულ­ში და ამ­ას­თა­ნა­ვე გამ­­რი­­ხი კრი­ტი­კო­სიც იყო, შე­სა­ნიშ­ნა­ვად იც­ნობ­და უც­ხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რაც კი­დევ ერთხელ ამტ­კი­ცებს, რომ სა­ბერ­­ნე­თი ყო­ველ­­ვის რჩე­ბო­და კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნად და პლა­ტო­ნი­დან და ჰე­რო­დო­ტე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­­ვის მო­ნა­წი­ლე­ობ­და მსოფ­ლი­ოს კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებ­ში – გან­სა­კუთ­რე­ბით კი თა­ვი­სი აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­­დებ­ში.

რა თქმა უნ­და, პა­ლა­მასს არ­­ერ­თი მო­წი­ნა­აღ­­დე­გე ჰყავ­და, ხში­რად მიმ­ბაძ­ველ­თა შო­რი­საც. ეს ად­­მი­­ნი მძლავრ სტი­ქი­ად წარ­მო­მიდ­გე­ბა, ვი­სი ძალ­მო­სი­ლე­ბის წი­ნა­შეც ნე­ბის­მი­­რი კრი­ტი­კა ძა­ლას ჰკარ­გავს. თით­ქოს პუ­რიზ­მის ათ­ას­­ლე­­ლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვილ­მა ჩახ­შულ­მა ძა­ლამ ერთ­ბა­შად გა­არ­­ვია ჯე­ბი­რე­ბი. დი­ახ, ამ ნა­კად­მა უხ­ვად მორ­წყა მზით გა­დამ­­ვა­რი დაბ­ლო­ბი, მაგ­რამ ნუ გვექ­ნე­ბა იმ­ის იმ­­დი, რომ აქ მხო­ლოდ ყვა­ვი­ლე­ბი გა­იზ­­დე­ბა. პა­ლა­მას­მა ღრმად შე­ის­წავ­ლა ჩვე­ნი ტრა­დი­ცია მთე­ლი თა­ვი­სი სი­სავ­სით – ან­ტი­კუ­რი, ბი­ზან­ტი­­რი თუ ახ­­ლი. მი­სი სუ­ლი მთელ და­ფა­რულ სამ­ყა­როს მო­­ცავ­და და მან ამ სამ­ყა­როს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­­ნი­ჭა. შე­საძ­ლოა მი­სი სუ­ლის სამ­ყა­რო ზედ­მე­ტად ხვავ­რი­­ლი იყო, თუმ­ცა სწო­რედ პა­ლა­მა­სის ლტოლ­ვამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ უბ­იძ­გა 1943 წელს მის დაკ­­ძალ­ვა­ზე შეკ­რე­ბილ ხალხს, რა­თა ოკ­­პან­ტე­ბის მუ­ქა­რის მი­­ხე­და­ვად, ერთხ­მად ემ­ღე­რათ სა­კუ­თა­რი ერ­ოვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი – “ჰიმ­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბას”.

* * *

ას­ორ­მოც­და­თოთხ­მე­ტი ლექ­სი წარ­მო­ად­გენს კონ­­ტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სის შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­­ვი­დი­რე­­ბას; მის­­ვის ნი­მუშს სულ სხვა პო­­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­­ნენ, გან­­­ვა­ვე­ბით მათ­გან, ვინც პალ­მა­სის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქც­ნენ.

იგი ელ­­ნის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ის მიმ­დე­ვა­რი იყო, ტრა­დი­ცი­­სა, რო­მე­ლიც იმ დროს ასე ჰყვა­­და ეგ­ვიპ­ტე­ში, დღეს კი ჩვენ­თან თით­­მის მთლი­­ნად მი­ვიწყე­ბუ­ლია და კა­ვა­ფის­მაც ხომ – რამ­დე­ნი­მე ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდს თუ არ ჩავ­­­ლით – მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მშობ­ლი­ურ ალ­ექ­სან­­რი­­ში გა­­ტა­რა.

კა­ვა­ფი­სის შე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა თვით­შეზ­ღუდ­ვა­სა და ის­ტო­რი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ შეგ­­­ნე­ბა­ში გა­მო­­ხა­ტე­ბა. ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­ში იგი წარ­სულს კი არა, აწმ­ყოს ხე­დავ­და, მის დრა­მებ­სა და ტრა­გე­დი­ებს. მე კა­ვა­ფისს ჰო­მე­რო­სი­სე­ულ პრო­ტევსს შე­ვად­რი­დი, პრო­ტევსს ალ­ექ­სან­­რი­ის სა­ნა­პი­რო­დან, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­­რი გა­რეგ­ნო­ბით შე­ეძ­ლო წარ­­­გა­რი­ყო მნახ­ვე­ლის წი­ნა­შე. სო­ლო­მო­სის­გან და პა­ლა­მა­სის­გან გან­­­ვა­ვე­ბით, იგი უეჭ­ვე­ლად აკ­­დე­მი­­რი ტრა­დი­ცი­ის მემ­­ვიდ­რედ უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. თუ­კი მა­თი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი და თქმუ­ლე­ბე­ბი იყო, კა­ვა­ფი­სი ამ­ჯო­ბი­ნებ­და პლუ­ტარ­ქეს­­ვის ან ან­­ნი­მუ­რი ქრო­ნოგ­რა­ფო­სე­ბის­­ვის მი­­მარ­თა, პტო­ლე­მა­­­სე­ბი­სა და სე­ლევ­კი­დე­ბის­­რო­ინ­დე­ლი ის­ტო­რი­­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ან ან­ეკ­დო­ტე­ბი გა­მო­­ყე­ნე­ბი­ნა. კა­ვა­ფი­სის პო­­ტუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბა მი­სი ოჯ­­ხის გავ­ლე­ნით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ის­­ნი კონ­­ტან­ტი­ნო­პო­ლი­დან იყვ­ნენ გად­მო­სახ­ლე­ბულ­ნი. მის­მა ლექ­სებ­მა ალ­ექ­სან­­რი­­ლი ქუ­ჩე­ბის ცოცხა­ლი ხმე­ბიც გა­­თა­ვი­სა. იგი სრუ­ლუფ­ლე­ბი­­ნი მო­ქა­ლა­ქე იყო.

კა­ვა­ფი­სის­­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლო­ბე­ლი იყო გარ­და­მა­ვა­ლი ეპ­­ქე­ბი, რო­ცა ყა­ლიბ­დე­ბო­და ზნე და რწმე­ნა. მი­სი ლექ­სე­ბის გმირ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ნა­ხევ­რად­­რის­ტი­­ნი, ნა­ხევ­რად­წარ­მარ­თე­ბი არ­­ან, ან ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­­ლი უბ­ნე­ბი­სა და რა­­­ნე­ბის ბი­ნად­რე­ბი, “სი­რი­ელ-ბერ­ძენ-სო­მეხ-მი­დი­­ლე­ბი”, რო­გორც თა­ვად იგი იტ­ყო­და.

საკ­მა­რი­სია ცო­ტა­თი გავ­ში­ნა­ურ­დეთ მის პო­­ტურ სამ­ყა­რო­ში და მყის­ვე გაგ­ვიჩ­­დე­ბა კითხ­ვა: ეს წარ­სულ­ში ჩა­პირ­­ვა­ვე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­­ბაა, თუ პი­რი­ქით – ის­ტო­რი­ის ძლი­­რი შე­მოჭ­რა ჩვენს ყო­ველ­­ღი­­რო­ბა­ში? ამ ბუნ­დო­ვან სამ­ყა­როს პო­ეტ­მა სის­­­სავ­სე ცხოვ­რე­ბა მი­­ნი­ჭა. მის­მა მე­გო­ბარ­მა, ე.მ.ფორ­­ტერ­მა რო­გორ­ღაც გად­მომ­ცა კა­ვა­ფი­სის გან­­ვიფ­რე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლი, რო­ცა პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა თა­ვი­სი ლექ­სე­ბი ინგ­ლი­სუ­რად, ფორ­­ტე­რის თარ­­მან­ში: “Butyouunderstand, mydearForster, youunderstand!” (“ე.ი. თქვენ მიხ­­დით, ძვირ­ფა­სო ფორ­­ტერ, მიხ­­დით!”).

მას შემ­დეგ კა­ვა­ფი­სი ბევ­­ჯერ თარ­­­ნეს სხვა­დას­­ვა ენ­­ზე და აუარ­­ბა კო­მენ­ტა­რიც და­ურ­თეს. საკ­მა­რი­სია იალ­მარ გულ­ბერ­გი გა­ვიხ­სე­ნოთ, ჭეშ­მა­რი­ტი პო­­ტი და ღრმა ელ­­ნის­ტი, ვი­სი წყა­ლო­ბით კა­ვა­ფის­მა შვე­დუ­რა­დაც გა­იჟ­ღე­რა.

* * *

ზემ­მოთ­­მუ­ლის მი­­ხე­და­ვად, არ­სე­ბობს ბერ­­ნუ­ლი კულ­ტუ­რის სფე­რო­­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეს­მით უც­ხო­­ლებს. მათ რიცხვს მი­­კუთ­­ნე­ბა ან­გე­ლოს სი­კე­ლი­­ნო­სი. მე კარ­გად ვიც­ნობ­დი ამ პო­ეტს. შე­უძ­ლე­ბე­ლია და­გა­ვიწყ­დეს მი­სი მჭე­ქა­რე ხმა თა­ვი­სი ლექ­სე­ბის კითხ­ვი­სას.სი­კე­ლი­­ნოს­ში უძ­ვე­ლე­სი ბარ­დის პომ­პე­ზუ­რო­ბა და გლე­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის მოკ­­ძა­ლე­ბუ­ლო­ბა ერთ­მა­ნეთს ერწყ­მო­და. იგი ყვე­ლას უყ­ვარ­და. გლე­ხე­ბი მას მხო­ლოდ სა­ხე­ლით უხ­მობ­­ნენ, თა­ვი­სი­­ნად აღ­­­რებ­­ნენ. სი­კე­ლი­­ნო­სის პო­­ზი­­ში პარ­ნა­სუ­ლი მწყემ­სის მეტყ­ვე­ლე­ბა და ყო­ფა ად­ვი­ლად ეგ­­­ბო­და იმ წმინ­და, საკ­რა­ლურ სამ­ყა­როს, სა­დაც იგი სახ­ლობ­და.

სი­კე­ლი­­ნო­სი ღვთა­ებ­რი­ვი ძა­ლით იყო აღ­სავ­სე, მნიშ­­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და ღმერთს აპ­­ლონს უწ­­დებ­და, დი­­ნი­სეს თუ ქრის­ტეს. პო­ეტ­მა, რო­მე­ლიც ას­­თი ვნე­ბით მოგ­ვი­წო­დებ­და ად­­მი­­ნი­სა და სამ­ყა­როს გა­ნახ­ლე­ბი­სა­კენ, იმ­ავ­­რო­­ლად ას­­თი სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­­ვა: “სიკ­­დი­ლი – ერ­თა­დერ­თი ხერ­ხია”. სი­კე­ლი­­ნოსს ეს­მო­და, რომ სი­ცოცხ­ლე და სიკ­­დი­ლი ერთ მთლი­­ნო­ბას წარ­მო­ად­გენ­­ნენ, მედ­ლის ორ მხა­რეს. მე ყო­ველ­­ვის ვრწმუნ­დე­ბი მის სი­მარ­­ლე­ში, რო­ცა სა­ბერ­­ნეთ­ში მი­წევს ხოლ­მე მოგ­ზა­­რო­ბა. სი­კე­ლი­­ნო­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე მძი­მედ იყო ავ­ად, მაგ­რამ ძა­ლა, რომ­ლი­თაც იგი იყო აღ­სავ­სე, სიკ­­დი­ლამ­დე მას­თან დარ­ჩა. ერთხელ გუ­ლი წა­­ვი­და და რომ მო­ვა­სუ­ლი­­რეთ, მითხ­რა: “აბ­სო­ლუ­ტურ უკ­უნ­ში ვი­ყა­ვი და ას­­თი მშვე­ნი­­რე­ბა არ­ას­­როს მი­ნა­ხავს”-ო.

* * *

ჩე­მი მოკ­ლე ის­ტო­რი­­ლი ექს­კურ­სის და­სას­რულ მინ­და ვახ­სე­ნო მწე­რა­ლი, ვინც მუ­დამ მახ­სოვს. ეს ად­­მი­­ნი ყვე­ლა­ზე უიმ­­დო წუ­თებ­შიც კი გვერ­­ში მედ­გა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იგი გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს, ეს ად­­მი­­ნი არაა ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლი. მაგ­რამ წმინ­და აზ­რი ხომ ცხოვ­რე­ბის შე­ნა­კადს მო­ითხოვს, ის­­ვე რო­გორც მიც­ვა­ლე­ბულ­თა აჩრ­დი­ლებს ეს­­ჭი­რო­­ბათ ცოცხა­ლი სის­­ლი, რა­თა ხმა გას­ცენ ოდ­­სევსს. მან წე­რა-კითხ­ვა ოც­დათხუთ­მე­ტი წლი­სამ ის­წავ­ლა, სპე­ცი­­ლუ­რად იმ­­სათ­ვის, რა­თა თა­ვი­სი მო­გო­ნე­ბე­ბი გად­მო­­ცა და­მო­­კი­დებ­ლო­ბის­­ვის ბრძო­ლის შე­სა­ხებ, იმ ომ­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც იგი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ მწე­რალს იოანე მაკ­რი­­ნი­სი ჰქვია. იგი შე­იძ­ლე­ბა ძველ­ბერ­­ნულ ზე­თის­ხილს შე­ვა­და­როთ, რომ­ლის ყლორ­ტიც ბუ­ნებ­რივ სტი­ქი­­თა ზე­წო­ლის კვალს ინ­­ხავს – და სწო­რედ ამ­­ტო­მაც, იგი სიბ­­­ნეს­თან გვა­ზი­­რებს. მაკ­რი­­ნი­სის შე­მოქ­მე­დე­ბა თით­ქოს ას­­ვე ინ­­ხავს დრო­თა ქა­რიშ­­ლე­ბის კვალს, მრა­ვა­ლი თა­­ბის სუ­ლი­­რი ცხოვ­რე­ბის ან­­ბეჭდს.

იგი XVIII სა­­კუ­ნის და­სას­რულს და­­ბა­და კონ­ტი­ნენ­ტურ სა­ბერ­­ნეთ­ში, დელ­ფო­სის მახ­ლობ­ლად. მაკ­რი­­ნი­სი მოგ­ვიყ­ვა, რომ დე­დას წი­ნა­სამ­შო­ბი­­რო ტკი­ვი­ლე­ბი მა­შინ და­ეწყო, რო­ცა ფიჩხის შე­საგ­რო­ვებ­ლად იყო წა­სუ­ლი და იგი თურ­მე პირ­და­პირ ტყე­ში და­ბა­დე­ბუ­ლა.

ეს კა­ცი არ წერ­და ლექ­სებს, მაგ­რამ სიმ­ღე­რა ცხოვ­რობ­და მის სულ­ში, ის­­ვე რო­გორც ყვე­ლა ბერ­ძე­ნის სულ­ში. ერთხელ მაკ­რი­­ნისს ფრან­გი ეს­ტუმ­რა. “სუფ­რა­ზე სტუ­მარ­მა – მოგ­ვითხ­რობს მაკ­რი­­ნი­სი, – მთხო­ვა ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი მემ­ღე­რა და მეც, რა თქმა უნ­და, იქ­ვე გა­მო­ვუცხ­ვე რამ­დე­ნი­მე ახ­­ლი ლექ­სი”.

წე­რის მი­სე­­ლი მა­ნე­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. მაკ­რი­­ნი­სის ნა­წარ­მო­­ბე­ბი კე­დელს გვა­გო­ნებს, სა­დაც ქვე­ბი ზუს­ტად არ­­ან ჩამ­­და­რი ერთ­მა­ნეთ­ში: ყო­ვე­ლი სიტყ­ვა ფუნ­­ცი­­ნა­ლუ­რია და თა­ვის ად­გი­ლა­საა გა­მაგ­რე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ იგი ჰო­მე­რო­სი­სე­ულ ძა­ლას აღ­წევს. სწო­რედ მაკ­რი­­ნი­სის ქმნი­ლე­ბებ­მა მაგ­­­ნო­ბი­ნა პრო­ზის გე­მო.

მაკ­რი­­ნი­სის ცხოვ­რე­ბა ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აუტ­­ნელ ტკი­ვილს აყ­­ნებ­და. მას დევ­ნიდ­ნენ, და­­პა­ტიმ­რეს კი­დეც. შემ­დეგ იყო სა­სა­მარ­­ლო და გა­ნა­ჩე­ნი. უიმ­­დო­ბით მო­ცუ­ლი, იგი ღმერთს წერ­და ეპ­ის­ტო­ლეს: “მაგ­რამ შენ ჩვე­ნი არ გეს­მის… ვერ გვხე­დავ…”

ას­­თი იყო მი­სი აღ­სას­რუ­ლი. მაკ­რი­­ნი­სი გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის შუა წლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­­შიფ­რა და გა­მოქ­ვეყ­­და 1907 წელს. თუმ­ცა გა­ვი­და კი­დევ მრა­ვა­ლი წე­ლი, ვიდ­რე ახ­ალ­გაზ­­დე­ბი და­­ფა­სებ­­ნენ მის ჭეშ­მა­რიტ ძა­ლას.

* * *

ამ მწერ­ლის შე­სა­ხებ იმ­­ტომ მო­გი­ყე­ვით, რომ მი­სი აჩრ­დი­ლი შვე­დეთ­ში გა­მომ­­ზავ­რე­ბი­დან­ვე მუ­დამ თა­ნა მსდევს. მი­სი წე­რის მა­ნე­რა ჩემს სულ­ში შობს იმ ად­­მი­­ნის ხატს, რო­მე­ლიც სა­­კუ­ნე­­ბის მან­ძილ­ზე ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი იყო და ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­არ­­ვია ეს ბორ­კი­ლე­ბი. ტყვე­­ბას მიჩ­ვე­­ლი სხე­­ლი დიდ­ხანს მო­უნ­დე­ბა და­ვიწყე­ბუ­ლი ჩვე­ვე­ბის გახ­სე­ნე­ბას.

ჩე­მი ის­ტო­რი­­ლი ექს­კურ­სი სრულ­ყო­ფი­ლი რო­დია. იძ­­ლე­ბუ­ლი გავ­­დი, უარი მეთ­­ვა დე­ტა­ლებ­ზე და ამ­ით სუ­რა­თი ძალ­ზე გა­მარ­ტივ­და. ალ­ბათ მი­კერ­ძო­­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი. არ მიხ­სე­ნე­ბია დი­დი შე­მოქ­მე­დე­ბი ად­­მან­დი­ოს კო­რა­­სი ან ალ­ექ­სან­­როს პა­პა­დი­­მან­დი­სი. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია, იგი კი ყო­ველ­­ვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია ხოლ­მე.

მარ­თა­ლია, მე მიზ­ნად მქონ­და ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­მა­ნი მო­მე­ნიშ­ნა, მაგ­რამ ამ კო­ლო­სე­ბის მახ­ლობ­ლად (ის­­ვე რო­გორც არ­აფ­რით გა­მორ­ჩე­ულ ეპ­­ქებ­ში) უც­ნო­ბი მუ­შა­კე­ბის მთე­ლი თა­­ბე­ბი იღვ­წოდ­ნენ, თან­და­თა­ნო­ბით ით­ვი­სებ­­ნენ ბერ­­ნულ მეტყ­ვე­ლე­ბას მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­დიდ­რით.

მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუცხა­დო ჩემს ხალხს; არ­ამ­ხო­ლოდ იმ ბუმ­ბე­რაზ ად­­მი­­ნებს, ვინც ზე­მოთ ჩა­მოვ­­ვა­ლე, არ­­მედ ყვე­ლას­­ვის უც­ხო ად­­მი­­ნებ­საც, ვი­საც ერ­თა­დერ­თი წიგ­ნის კითხ­ვი­სას ისე ჩა­უხ­რია თა­ვი, თით­ქოს ხატ­თან ლო­ცუ­ლობ­სო; სოფ­ლელ ბალ­ღებს, რო­მელ­თაც მრა­ვა­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა უწ­ევთ, სა­ნამ სკო­ლამ­დე მი­აღ­წე­ვენ, რა­თა იქ “კითხ­ვა, ღვთა­ებ­რი­ვი მეც­ნი­­რე­ბა” შე­ის­წავ­ლონ (რო­გორც ერთ სიმ­ღე­რა­შია). მინ­და ჩე­მი მე­გობ­რის, მაკ­რი­­ნი­სის კი­დევ ერ­თი ცი­ტა­ტა მო­ვიყ­ვა­ნო: “არ თქვა “მე”, უნ­და თქვა “ჩვენ” – რად­გა­ნაც მარ­ტო­კაცს არ­აფ­რის გან­ხორ­ცი­­ლე­ბა არ ძა­ლუძს. და ძა­ლი­ან კარ­გი, თუ­კი მაკ­რი­­ნი­სი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­­დე­ბა. მე მჭირ­დე­ბა ეს სო­ლი­და­რო­ბა, რად­გა­ნაც, უბ­რა­ლო ბერ­ძე­ნის სუ­ლის შეც­ნო­ბის გა­რე­შე (მთე­ლი თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბი­თა და ნაკ­ლით), მე მგო­ნი, მით უმ­­ტეს ვერ შევ­­ლებ დე­და­მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი სხვა ხალ­ხე­ბის გა­გე­ბას.

რო­გორც ჩანს, ორ­­­დე სიტყ­ვა უნ­და ვთქვა უფ­რო შო­რე­­ლი წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც. XV სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­ზან­ტი­ის და­ცე­მის შემ­დეგ, ბერ­­ნებ­მა თან­და­თან და­იწყეს კა­ცობ­რი­­ბის ზო­გა­დი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­­ვიდ­რე­­ბის ათ­ვი­სე­ბა, ინ­ტეგ­რირ­­ნენ, პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, ევ­რო­პულ კულ­ტუ­რა­ში. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ­დე­ნი ერი ესწ­რაფ­ვის ჩაწ­­დეს ჩვენს ყო­ფას, თუმ­ცა სა­ბერ­­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი რო­დი შე­­მეც­ნე­ბა სხვა ხალ­ხე­ბის მი­ერ. ჰო­მე­რო­სი წერ­და: “phaoshelioio” და ახ­ლაც ეს ფრა­ზა და­ახ­ლო­­ბით ის­­ვე ჟღერს: “phostouiliou“, რაც “მზის სი­ნათ­ლეს” ნიშ­ნავს. ჩემ­­ვის ად­ვი­ლია ჰო­მე­როს­თან დი­­ლო­გის გაბ­მა, უფ­რო იმ­­ტომ, რომ ერ­ოვ­ნულ სულს ვარ ნა­ზი­­რე­ბი და არა ნა­კითხო­ბის გა­მო. მე შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვარ­ჩევ მი­სი ხმის ყვე­ლა ობ­ერ­ტონს, ჩვენ ხომ ერთ ენ­­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ენ­ას კი არ­ამ­ხო­ლოდ გო­ნით, არ­­მედ გუ­ლი­თაც წვდე­ბი. ათ­ას­­ლო­ვა­ნი ევ­­ლუ­ცი­ით და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ჩვე­ნი ენა მა­ინც სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთ­გუ­ლი დარ­ჩა. მას­ში ჩვე­ნი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­­კუ­ნო­ვა­ნი ყო­ფა აირ­ეკ­ლა; ამ­­ტო­მაც ძველ­ბერ­­ნუ­ლი ტექ­­ტე­ბი ჩვენ­თის უფ­რო ხელ­მი­საწ­­დო­მი და გა­სა­გე­ბია, ვიდ­რე სხვა ხალ­ხე­ბის­­ვის; საქ­მე ეთ­ნი­კუ­რო­ბა­ში რო­დია – მე ვერ ვი­ტან რა­სობ­რივ თე­­რი­ებს – არ­­მედ იმ­­ში, რომ ჩვენ იმ­­ვე ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, იმ­­ვე ჰა­­რით ვსუნ­­ქავთ, იმ­­ვე მთებს და კლდო­ვან ნა­პი­რებს გავ­ყუ­რებთ. მე სა­ჭი­როდ არ მი­ვიჩ­ნიე და­მე­ზუს­ტე­ბი­ნა ის თვალ­სა­ჩი­ნო ფაქ­ტი, რომ ტრა­დი­ცია არ ნიშ­ნავს რუ­ტი­ნულ არ­სე­ბო­ბას. სწო­რედ ტრა­დი­ცი­ის უნ­­რი, და­არ­­ვი­ოს ცხოვ­რე­ბის ჩვე­­ლი სვლა, მეტყ­ვე­ლებს მის ცხო­ველ­­ყო­ფელ ძა­ლა­ზე.

ას­­ვე არ­­ფე­რი მით­­ვამს ჩე­მი თა­­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მცი­რე აზ­­­დან მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ დევ­ნილ­თან სუ­ლი­­რი ას­­მი­ლა­ცი­ის უღ­­ლის ტა­რე­ბა მო­­წია. ჩვენ უნ­­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის მომ­­­რე­ნი გავ­­დით სა­ბერ­­ნე­თის ის­ტო­რი­­ში: წი­ნა­პარ­თა მი­წას და­უბ­რუნ­­ნენ დი­ას­პო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ამ­დე გა­ფან­ტუ­ლე­ბი იყვ­ნენ.

ას­­ვე არ­­ფე­რი მით­­ვამს შემ­­გო­მი თა­­ბის შე­სა­ხე­ბაც, ვი­სი ბავ­­ვო­ბა და ყმაწ­ვი­ლო­ბაც უკ­­ნას­­ნელ ომს შე­­წი­რა მსხვერ­­ლად. მას,რა თქმა უნ­და, სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი აქვს. სა­ბერ­­ნე­თი ნელ-ნე­ლა ინ­დუს­­რი­­ლიზ­დე­ბა. სულ უფ­რო უახ­ლოვ­­დე­ბი­ან ერთ­მა­ნეთს ერ­ოვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი. მსოფ­ლიო იცვ­ლე­ბა. დაჩ­ქარ­და ის­ტო­რი­ის მსვლე­ლო­ბაც. ვფიქ­რობ, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს მთა­ვა­რი მის­­რა­ფე­ბაა უფს­­რულ­ში ჩა­­ხე­დოს – ად­­მი­­ნის ბნელ სიღ­­მე­ებ­ში თუ სამ­ყა­როს მო­რევ­ში. შე­იც­ვა­ლა დრო­ის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც. ახ­ალ­გაზ­­დო­ბა იტ­ან­ჯე­ბა და შფო­თავს. ვგრძნობ, რომ მა­თი საზ­რუ­ნა­ვი ბევ­რით არ­აფ­რით გან­­­ვავ­დე­ბა ჩვენ­გან. სა­ბერ­­ნე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­­ვის მებ­­ძო­ლი რი­გას ფე­რე­­სი გვას­წავ­ლი­და: “ის, ვინც თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნებს, სწო­რად აზ­როვ­ნებს”. მაგ­რამ ამ­­ვე დროს მინ­და ჩვენს ახ­ალ­გაზ­­დო­ბას ვუ­სურ­ვო, არ და­­ვიწყოს უპ­სა­ლის უნ­­ვერ­სი­ტე­ტის ფრონ­ტონ­ზე ამ­ოკ­ვე­თი­ლი სიტყ­ვე­ბი: “კარ­გია თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნებ­დე, მაგ­რამ უკ­­თე­სია სწო­რად აზ­როვ­ნებ­დე”.

მე ვამ­თავ­რებ. მინ­და მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ მოთ­მი­ნე­ბის­­ვის. ას­­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ “შვე­დუ­რი გუ­ლუხ­ვო­ბის­­ვის”, რო­მელ­მაც სა­შუ­­ლე­ბა მომ­ცა თა­ვი ისე მეგ­­­ნო, თით­ქოს “არ­­ვინ” ვარ (იმ გა­გე­ბით, რა­საც ოდ­­სევ­სი გუ­ლის­­მობ­და, რო­ცა ციკ­ლოპ პო­ლი­ფე­მეს Outis-ის (არ­­ვინ) სა­ხე­ლით გა­ეც­ნო) და ამ­­ტომ იდ­­მა­ლე­ბით მო­სი­ლი ცნე­ბის, “სა­ბერ­­ნე­თის” წი­აღ­ში გავ­­­ვე­ფი­ლი­ყა­ვი.

© ”არილი”

Facebook Comments Box