ესე (თარგმანი)

უმბერტო ეკო – ინტერნეტიდან გუტენბერგამდე

umberto eco 483838

თარგმნა მარინე ხუციშვილმა

პლა­ტონს, “ფედ­რო­სის” და­სას­რულს ას­­თი მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს: დამ­წერ­ლო­ბის სა­ვა­რა­­დო გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ჰერ­მე­სი ფა­რა­ონს უჩ­ვე­ნებს თა­ვის აღ­მო­ჩე­ნას: “ეს გა­მო­გო­ნე­ბა ად­­მი­­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, და­იხ­სო­მონ ის, რაც სხვაგ­ვა­რად და­ვიწყე­ბას მი­­ცე­მო­და”. ფა­რა­­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა: “მო­ხერ­ხე­ბუ­ლო ტოტ, მეხ­სი­­რე­ბა სა­­ცა­რი ნი­ჭია, მას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნ­და. შე­ნი გა­მო­გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით ად­­მი­­ნებს მეხ­სი­­რე­ბა და­უჩ­ლუნ­­დე­ბათ, ის­­ნი და­იხ­სო­მე­ბენ არა ში­ნა­გა­ნი ძა­ლის­­მე­ვით, არ­­მედ – გა­რე­გა­ნი სა­შუ­­ლე­ბე­ბით”.

ამ­­ში და­ვე­თან­­მოთ ფა­რა­ონს. რო­გორც ყვე­ლა ახ­­ლი ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, წე­რაც ად­­ნებს ად­­მი­ანს. მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლი ვნებს ფე­ხით სი­­რულს, წე­რა სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ად­­მი­­ნებს სთა­ვა­ზობს გაქ­ვა­ვე­ბულ სულს, მი­ნე­რა­ლურ მეხ­სი­­რე­ბას.

მაგ­რამ ჩვენს დრო­ში დამ­წერ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბას ასე არ გა­ნიც­დი­ან. ჯერ ერ­თი, ვი­ცით, რომ წიგ­ნი სხვი­სი ფიქ­რე­ბის მით­ვი­სე­ბის სა­შუ­­ლე­ბა კი არა, პი­რი­ქით, სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის მწარ­მო­­ბე­ლი მან­ქა­ნაა. მხო­ლოდ დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ის­­თი შე­დევ­რი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, პრუს­ტის “და­კარ­გუ­ლი დრო­ის ძი­­ბა­ში”; მე­­რეც, თუ ოდ­ეს­ღაც გო­ნე­ბას წვრთნიდ­ნენ, ფაქ­ტე­ბი რომ არ და­­კარ­გათ, დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­გო­ნე­ბის შემ­დეგ მეხ­სი­­რე­ბის ვარ­ჯი­ში ამ ფაქ­ტე­ბის წიგ­­ში შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დას­ჭირ­დათ. წიგ­ნე­ბი ძილს კი არ ჰგვრი­ან გო­ნე­ბას, აკ­­ჟე­ბენ.

ფა­რა­­ნი გა­მო­ხა­ტავ­და უძ­ვე­ლეს შიშს, შიშს იმ­­სას, რომ ახ­­ლი ტექ­ნი­კა რა­ღაც კარგს, დი­დად ფა­სე­ულს, სუ­ლი­ერს შეც­­ლი­და ან მოს­პობ­და. ფა­რა­ონ­მა თით­ქოს ჯერ ნა­წერ­ზე მი­­თი­თა, შემ­დეგ – ად­­მი­­ნის მეხ­სი­­რე­ბის სიმ­ბო­ლო­ზე და თქვა: ეს (ანუ დამ­წერ­ლო­ბა) მოკ­ლავს იმ­ას (ანუ მეხ­სი­­რე­ბას).

აქ უად­გი­ლო არ იქ­ნე­ბა ვ.ჰი­­გოს “პა­რი­ზის ღვთის­­შობ­ლის ტაძ­რი­დან” ცი­ტი­რე­ბა. სწო­რედ ამ წიგ­­ში აბ­­ტი კლოდ ფრო­ლო მი­­თი­თებს ჯერ წიგ­­ზე (იმ დროს მხო­ლოდ იწ­ყე­ბო­და წიგ­ნე­ბის ბეჭ­­ვა), შემ­დეგ თა­ვის ტა­ძარ­ზე და ამ­ბობს: “ეს მოკ­ლავს მას”. XV სა­­კუ­ნე­ში ბეჭ­­ვა ახ­­ლი გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი იყო. მა­ნამ­დე ხელ­ნა­წე­რე­ბი მხო­ლოდ მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ელ­­ტის­­ვის იყო გან­კუთ­­ნი­ლი, ფარ­თო მა­სე­ბის გან­­წავ­ლა კი ტაძ­რის ფრეს­კებ­სა და სკულ­­ტუ­რულ ფი­გუ­რებს ევ­­ლე­ბო­და. შუ­­სა­­კუ­ნე­­ბის ტა­ძა­რი თით­ქოს მუდ­მი­ვი, შეც­­ლე­ლი ტე­ლეპ­როგ­რა­მა იყო, რაც ად­­მი­­ნებს სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის აუც­­ლე­ბელს აძ­ლევ­და. წიგ­ნე­ბი ხომ მოს­წყ­ვეტ­­ნენ სა­ბა­ზო ფა­სე­­ლო­ბებს, ხელს შე­უწყობ­­ნენ ზედ­მეტ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, წმინ­და წე­რი­ლის თა­ვი­სუ­ფალ გან­მარ­ტე­ბა­სა და არ­­ჯან­საღ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­­ბას.

მარ­შალ მაკ-ლი­­­ნის წიგ­ნის, “გუ­ტენ­ბერ­გის გა­ლაქ­ტი­კის” თა­ნახ­მად, ბეჭ­­ვის გა­მო­გო­ნე­ბი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბამ­დე გა­და­­ლა­ხა აზ­როვ­ნე­ბის სწორ­ხა­ზოვ­ნე­ბა, ხო­ლო 1960-იანი წლე­ბი­დან მას ცვლის უფ­რო გლო­ბა­ლუ­რი აღქ­მა: ჯერ ტე­ლე­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის, შემ­დეგ კი სხვა ელ­ექ­­რო­ნუ­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბის სა­ხით. თვი­თონ მაკ-ლი­­­ნი თუ არა, მი­სი მკითხ­ვე­ლე­ბი თით­ქოს თითს იშ­ვერ­­ნენ ჯერ მან­ჰე­ტე­ნის დის­კო­თე­კის­კენ, შემ­დეგ კი წიგ­ნის­კენ – სიტყ­ვე­ბით: “ეს მოკ­ლავს მას”.

მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბებ­მა საკ­მა­ოდ სწრა­ფად აით­ვი­სეს იდეა, რომ ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცია ორ­­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­ზე, რაც, თა­ვის მხრივ, წიგ­ნი­­რე­ბის დო­ნეს დას­ცემს. ახ­ლა ეს ის­­თი ტრუ­იზ­მია, რა­საც ჟურ­ნა­ლის სტა­ტი­­ბის უმ­­ტე­სო­ბა­ში შეხ­­დე­ბით. მარ­­ლაც სა­სა­ცი­ლოა, რომ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბე­ბი სწო­რედ მა­შინ ალ­­პა­რაკ­­ნენ სიტყ­ვი­­რე­ბის და­ცე­მა­ზე, რო­ცა მსოფ­ლი­ოს სცე­ნა­ზე კომ­პი­­ტე­რი გა­მოჩ­­და.

უდ­­ვოა, კომ­პი­­ტე­რი იარ­­ღია გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის წარ­მო­­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა. მაგ­რამ ის­იც ცხა­დია, რომ ძვე­ლი კომ­პი­­ტე­რე­ბი სა­წე­რი სა­შუ­­ლე­ბა იყო და არა – სა­ნა­ხა­­ბი­თი: ეკ­რან­ზე მი­ცო­ცავ­­ნენ სიტყ­ვე­ბი და სტრი­ქო­ნე­ბი, მომ­­მა­რე­ბელს კი უნ­და წა­­კითხა. იმ კომ­პი­­ტე­რე­ბის თა­­ბის ბავ­­ვებ­მა ვე­ლუ­რი სის­­რა­ფით ის­წავ­ლეს კითხ­ვა და ახ­ლა ის­­ნი გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად კითხუ­ლო­ბენ, ვიდ­რე წიგ­ნებ­ზე ორ­­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი. მო­ზარ­დე­ბი, თუ ის­­ნი პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე მუ­შა­­ბენ, უნ­და გა­მო­იც­ნონ ლო­გი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ალ­გო­რით­მე­ბი და სწრა­ფად ბეჭ­დონ სიტყ­ვე­ბი და ციფ­რე­ბი. ამ თვალ­საზ­რი­სით კომ­პი­­ტე­რი ად­­მი­­ნებს გუ­ტენ­ბერ­გის გა­ლაქ­ტი­კა­ში აბ­რუ­ნებს. ის, ვინც ღამ­ღა­მო­ბით გა­ნუწყ­ვეტ­ლივ დაძ­­რე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, იარ­­ღად სიტყ­ვას იყ­­ნებს. თუ ტე­ლე­ხედ­ვა სა­ხე­­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი სამ­ყა­როა, დის­­ლეი უნ­­ვერ­სა­ლუ­რი წიგ­ნია, სა­დაც სამ­ყა­რო სიტყ­ვე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და გვერ­დე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი.

პირ­ვე­ლი კომ­პი­­ტე­რე­ბი (წარ­მო­შო­ბით დი­ნო­ზავ­რე­ბი) ურ­თი­ერ­თობ­­ნენ ნა­წე­რი სტრი­ქო­ნე­ბის სა­შუ­­ლე­ბით. ეს იყო, თუ გნე­ბავთ, მორ­ბე­ნა­ლი წიგ­ნი. თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­­ტე­რებ­ში გა­მოჩ­­და ჰი­პერ­ტექ­­ტე­ბი. ახ­ლა წიგ­ნი მარ­ცხ­ნი­დან – მარ­­­ნივ, მარ­­­ნი­დან – მარ­ცხ­ნივ ან ზე­მო­დან ქვე­მოთ იკ­ითხე­ბა (გა­აჩ­ნია წე­რის შერ­ჩე­ულ ხერხს). ჰი­პერ­ტექ­­ტი მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­­ნი ქსე­ლია, რო­მელ­შიც თი­თო­­­ლი წერ­ტი­ლი თუ კვან­ძი და­მო­­კი­დებ­ლად და ყო­ველ­­ვა­რი ძა­ლის­­მე­ვის გა­რე­შე უკ­ავ­შირ­დე­ბა ტექ­­ტის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­სა თუ კვანძს.

ახ­ლა ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით მკვლე­ლო­ბა­თა ის­ტო­რი­ის და­სას­რულს, ანუ რა მოკ­ლავს რას. გვარ­­მუ­ნე­ბენ, რომ CD ავ­იწ­რო­ებს წიგ­ნებს. ეს რე­­ლო­ბაა თუ მეც­ნი­­რუ­ლი ფან­ტას­ტი­კა?

თვით ბეჭ­­ვის გა­მო­გო­ნე­ბის შემ­დე­გაც კი წიგ­ნის გარ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის ბევ­რი მა­ტა­რე­ბე­ლი ას­რე­ბობ­და. ესაა ფერ­წე­რაც, ხალ­ხუ­რი გრა­ვი­­რე­ბი­ცა და ზე­პი­რი სწავ­ლე­ბაც, მაგ­რამ წიგ­ნი რჩე­ბო­და სა­მეც­ნი­­რო ცოდ­ნის გა­და­ცე­მის ბა­ზად. წიგ­ნი­ვე იყო დი­დაქ­ტი­კის­­ვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მა­სა­ლა.

მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბე­ბის სრულ­ყო­ფას­თან ერ­თად რა­ღაც შე­იც­ვა­ლა. არც­თუ დი­დი ხნის წინ ენ­­ბის შეს­წავ­ლის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­­ლე­ბა (მოგ­ზა­­რო­ბის გარ­და) იყო სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო, ახ­ლა ხომ სწავ­ლო­ბენ ბავ­­ვე­ბი ფირ­ფი­ტე­ბით, ფილ­მე­ბით, არ­ჩე­ვენ წარ­წე­რებს სა­ფუ­თა­ვებ­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია, არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვად შე­ის­წავ­ლო ფილ­მე­ბით ძვე­ლი რო­მის ის­ტო­რია. ოღ­ონდ სი­ნამ­­ვი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფილ­მე­ბის შერ­ჩე­ვაა სა­ჭი­რო. ჰო­ლი­ვუ­დის შეც­დო­მა ის კი არაა, ტა­ცი­ტუ­სი­სა და ე.გი­ბო­ნის ნაც­­ლად ფილ­მებს რომ გვჩრის, არ­­მედ ის, რომ იგი ამ ის­ტო­რი­კოს­თა სი­­მა­ყით აღ­სავ­სე, ან ყო­ყო­ჩა და და­თაფ­ლუ­ლი ვერ­სი­­ბია. კარ­გი სა­მეც­ნი­­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მით, რომ აღ­­რა­ფე­რი ვთქვა კარგ CD-ზე, გე­ნე­ტი­კას სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე უკ­­თე­სად ას­წავ­ლი. დღეს­­ღე­­ბით მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ბევ­რი სა­შუ­­ლე­ბა კულ­ტუ­რულ მუ­შა­­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს, კულ­ტუ­რა­მაც ხომ უნ­და გა­მო­­ყე­ნოს მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. აუც­­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ გულ­მოდ­გი­ნედ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მა. ენ­­ბის შე­სას­წავ­ლად ფი­რი სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე უკ­­თე­სია. აზ­რი­­ნად შერ­ჩე­­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის სა­შუ­­ლე­ბით კომ­პაქტ-დის­­ზე ჩა­წე­რი­ლი შო­პე­ნით უკ­­თე­სად შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­­ვე მუ­სი­კა­ში, ვიდ­რე კომ­პო­ზი­ტო­რის მრავ­ლის­მომ­­ვე­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ით. ერთ­მა­ნეთს არ უნ­და და­­პი­რის­პირ­დეს ვერ­ბა­ლუ­რი და ვი­ზუ­­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­­ბი (მათ სხვა­დას­­ვა ამ­­ცა­ნა აქვთ), უნ­და სრუ­ლი­ყოს ერ­თი­ცა და მე­­რეც.

შუა სა­­კუ­ნე­ებ­ში ხალ­ხის­­ვის ვი­ზუ­­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ნა­წერ­ზე უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი იყო. შარ­­რის ტაძ­რის ვი­ზუ­­ლუ­რი “სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო” არ­აფ­რით ჩა­მო­­ვარ­დე­ბა ონ­­რე ოტ­ონ­­კის “სამ­ყა­როს სა­ხეს”.

გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბას პლა­ტო­ნუ­რი ძა­ლა აქვს, იგი ცალ­კე­ულ იდ­­ას სა­ყო­ველ­თა­ოდ გარ­და­სა­ხავს. ვი­ზუ­­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბით ად­ვი­ლია დარ­­მუ­ნე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. რო­დე­საც გა­ზეთ­ში წა­ვი­კითხავ, რომ მის­ტერ იგ­რეკ­მა იქ­სი პრე­ზი­დენ­ტად წა­მო­­ყე­ნა, ვი­ცი, რომ გად­მო­ცე­მუ­ლია მის­ტერ იგ­რე­კის აზ­რი. მაგ­რამ თუ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩემ­­ვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი პი­რი (არ­­და, სხვა კი არ­­ვინ, თუ არა მის­ტერ იგ­რე­კი) აგ­­ტა­ცი­ას უწ­ევს იქ­სის პრე­ზი­დენ­ტო­ბას, მა­შინ ინ­დი­ვი­დუ­­მის აზ­რი აღ­იქ­მე­ბა, რო­გორც სა­ყო­ველ­თაო ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

ხში­რად ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­­ბა ძა­ლი­ან მა­ლე გა­იხ­ლი­ჩე­ბა (ან უკ­ვე გა­იხ­ლი­ჩა) ორ კლა­სად. ერ­თი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორს უყ­­რებს, ანუ მხო­ლოდ მზა სა­ხე­ებ­სა და სამ­ყა­როს შე­სა­ხებ მზა გან­­ჯას ღე­ბუ­ლობს და მე­­რე, რო­მე­ლიც კომ­პი­­ტე­რის ეკ­რანს უყ­­რებს, ანუ შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს და გა­და­­მუ­შა­ოს ინ­ფორ­მა­ცია.

თე­მა სა­მეც­ნი­­რო ფან­ტას­ტი­კი­სათ­ვის: მო­მა­ვა­ლი, სა­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბა მხო­ლოდ ვი­ზუ­­ლუ­რი ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­­ბით სარ­გებ­ლობს. ეს კო­მუ­ნი­კა­ცია კი კომ­პი­­ტე­რუ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ელ­­ტის მი­ერ იგ­ეგ­მე­ბა.

და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვენს თე­მას: გა­­ნად­გუ­რებს თუ არა კომ­პუ­ტე­რი წიგნს? არ­ის ორი კა­ტე­გო­რი­ის წიგ­ნი: ერ­თი – სა­კითხა­ვი, მე­­რე – ცნო­ბა­რე­ბი და სა­კონ­სულ­ტა­ციო წიგ­ნე­ბი. პირ­ვე­ლი იმ პრინ­ცი­პით იკ­ითხე­ბა, რა­საც მე ვუ­წო­დებ “დე­ტექ­ტი­ურ ის­ტო­რი­ას”. იგი იწ­ყე­ბა იმ­ით, რომ პირ­ველ გვერ­­ზე ხდე­ბა მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­საც მთე­ლი წიგ­ნის მან­ძილ­ზე იძ­­­ბენ, რა­თა ბო­ლო გვერ­­ზე აღ­მოჩ­­დეს, რომ, რო­გორც ყო­ველ­­ვის, მკვლე­ლი სახ­­­მარ­­ვე­ლია. ავ­ტორს სურს, კითხ­ვა პირ­ვე­ლი გვერ­დი­დან და­იწყოთ, წა­­კითხოთ მის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­მო­ძი­­ბის შე­სა­ხებ და შემ­­გომ დას­­­ნა­საც თვი­თონ­ვე მო­გარ­­მევთ. ერ­თა­დერ­­ნი, არ­­ნორ­მა­ლუ­რე­ბი, ვინც ასე არ კითხუ­ლობს მსგავს წიგ­ნებს, უნ­­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი არ­­ან. ის­­ნი ცი­­ბი­­ნი­ვით ახ­ტე­ბი­ან გვერ­დებს, ეძ­­ბენ რა მი­ნიშ­ნე­ბებ­სა და ან­­ლო­გი­ებს პირ­ველ­სა და ბო­ლო თავს შო­რის. მა­თი სა­­კე­თე­სო საქ­მი­­ნო­ბაა, გა­მო­იკ­­ლი­ონ ბიბ­ლი­ას­თან კავ­ში­რი და ა.შ. მაგ­რამ კითხ­ვის ეს ხერ­ხე­ბი არ­ას­პე­ცი­­ლისტს, რბი­ლად რომ ვთქვათ, ხე­ლოვ­ნუ­რად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა.

არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბის მე­­რე კა­ტე­გო­რი­აც: წიგ­ნე­ბი კონ­სულ­ტა­ცი­ის­­ვის, ცნო­ბა­რე­ბი, ენ­ციკ­ლო­პე­დი­­ბი, სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო­­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სკო­ლა­ში წიგნს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე კითხუ­ლობ. პრინ­ციპ­ში, ას­­თი წიგ­ნე­ბის ერ­თი­­ნად წა­კითხ­ვა არაა აუც­­ლე­ბე­ლი და სა­კითხა­ვი თე­მის შერ­ჩე­ვა შე­გიძ­ლია. ვთქვათ, რო­ცა გინ­და ლო­გა­რით­მის გან­მარ­ტე­ბა, პო­­ლობ ამა და ამ გვერ­­ზე. ას­­თი წიგ­ნი თა­რო­ზე ინ­­ხე­ბა არა იმ­ის­­ვის, რომ ძი­ლის მო­საგ­­რე­ლად წა­­კითხო, არ­­მედ ათ წე­ლი­წად­ში ერთხელ რომ გა­და­შა­ლო. ას­­თი წიგ­ნე­ბი სპო­რა­დუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა და არ­­სო­დეს იკ­ითხე­ბა სიტყ­ვა­სიტყ­ვით. ის­ტო­რია ის­­თი ად­­მი­­ნი­სა, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე რომ წა­­კითხავს, ფსი­ქი­ატ­რე­ბის­­ვის მზა დი­აგ­ნო­ზია. ნორ­მა­ლუ­რი ად­­მი­­ნე­ბი ამ წიგნს გა­დაშ­ლი­ან, რა­თა გა­­გონ, რო­დის მოკ­­და ნა­პო­ლე­­ნი ან რო­გო­რია გო­გირ­­­ჟა­ვას ფორ­მუ­ლა. უნ­­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი ხომ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას გა­მოძ­რო­მის გან­სა­კუთ­რე­ბულ ხერ­ხად ხმა­რო­ბენ. ნორ­მა­ლუ­რი სა­კითხა­ვი წიგ­ნის კითხ­ვა მათ არ შე­უძ­ლი­ათ, სა­მა­გი­­როდ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მკაც­რი სის­ტე­მით ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ ენ­ციკ­ლო­პე­დი­­ში ჩა­ხედ­ვი­სას.

და­ვუშ­ვათ, მინ­და ვნა­ხო, შე­ეძ­ლო თუ არა ნა­პო­ლე­ონს, კანტს შეხ­ვედ­რო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია შე­მიძ­ლია ჩავ­­­რე ნა­პო­ლე­­ნის ან კან­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ებ­ში, უფ­რო კი კან­ტი­სა­ში, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რამ­დენ ად­­მი­ანს შეხ­ვედ­რია ნა­პო­ლე­­ნი. აი, კან­ტის ბი­ოგ­რა­ფი­­ში კი ნა­პო­ლე­ონ­თან შეხ­ვედ­რას მო­იხ­სე­ნი­­ბენ. ამ ცნო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მე მო­მი­წევს თა­რო­ებ­ზე ძრო­მი­­ლი, დამ­ქან­­ვე­ლი, ბინ­ძუ­რი ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. ამ­­ტომ ხომ არ გა­მო­­ყუ­რე­ბი­ან უნ­­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი ასე ღო­ნე­მიხ­დილ­ნი და დამ­­ვე­რილ­ნი?

ჰი­პერ­ტექ­­­ში კი, რო­გორც თევ­­მა წყალ­ში, შე­მიძ­ლია ვი­ცუ­რაო სხვა­დას­­ვა აზ­რობ­რივ ფე­ნებ­ში. გან­­­ვა­ვე­ბით ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის­გან, სა­დაც ჩემ­­ვის სა­ჭი­რო ცნო­ბე­ბი გა­ფან­ტუ­ლია, ჰი­პერ­ტექ­­ტი მომ­ცემს ყვე­ლა სიტყ­ვის ჩა­მო­ნათ­ვალს ასო ა-ზე, ყვე­ლა იმ შემ­თხ­ვე­ვას გა­მო­ვავ­ლენ, რო­ცა ნა­პო­ლე­­ნის სა­ხე­ლი ემთხ­ვე­ვა კან­ტი­სას, შე­ვა­და­რებ ბევ­რი ად­­მი­­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ულ თა­რი­ღებს. მოკ­ლედ, იმ ყვე­ლა­ზე მტვრი­ან, ბინ­ძურ და მომ­ქან­­ველ ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ოს რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვას­რუ­ლებ.

ად­­მი­ანს, შე­საძ­ლოა, უბ­რა­ლოდ არ ჰყოფ­ნის ფუ­ლი “ბრი­ტა­ნი­კის” შე­სა­ძე­ნად, მაგ­რამ რომც ეყ­ოს, ეს ფუ­ლი მა­ინც არ­­საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­­დე­ბა შე­სა­ფე­რი­სი ბი­ნის დას­ქი­რა­ვებ­ლად, ეს ფო­ლი­ან­ტე­ბი რომ და­­ტი­ოს. შე­­ცა­დეთ, იაპ­­ნელს აჩ­­ქოთ “ბრი­ტა­ნი­კა” და ნა­ხავთ, სად ააკ­­კო­ლა­ვებს ამ წიგ­ნებს.

ჰი­პერ­ტექ­­ტი უს­არ­გებ­ლოდ აქ­ცევს ლექ­სი­კო­ნებ­სა და ცნო­ბა­რებს. მაგ­რამ შე­უძ­ლია თუ არა კომ­პი­­ტერს სა­კითხა­ვი წიგ­ნის შე­ვიწ­რო­­ბა? – აი, ესაა სა­კითხა­ვი. ას­­ვე, შე­უძ­ლია თუ არა CDROM-ს შეც­ვა­ლოს სა­კითხა­ვად გან­კუთ­­ნი­ლი ნა­წარ­მო­­ბის ბუ­ნე­ბა?

რო­დე­საც თორ­მეტ სა­ათს კომ­პი­­ტერ­თან გა­ვა­ტა­რებ და თვა­ლე­ბი ჩოგ­ბურ­თის ბურ­თი­ვით გა­მიხ­დე­ბა, სა­არ­სე­ბო მოთხოვ­ნი­ლე­ბას ვგრძნობ, ჩა­ვეგ­დო ნე­ბის­მი­ერ სა­ვარ­ძელ­ში და ჩა­ვეფ­ლო გა­ზეთ­ში ან საყ­ვა­რელ ლექ­სებ­ში. ვიტყ­ვი ასე: კომ­პი­­ტე­რე­ბი წიგ­ნი­­რე­ბის ახ­ალ ფორ­მას ავრ­ცე­ლე­ბენ, მაგ­რამ მათ არ შე­უძ­ლი­ათ იმ ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რა­საც თვი­თონ­ვე აძ­ლე­ვენ სტი­მულს.

წიგ­ნის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ სან-მა­რი­ნო­ში გა­მარ­თულ სიმ­პო­ზი­უმ­ზე რე­ჟი დერ­ბე ამ­ბობ­და, რომ ძვე­ლებ­რა­­ლი კულ­ტუ­რა წიგნს ეყრ­­ნო­ბო­და, რად­გან ძვე­ლი ებ­რა­­ლე­ბი მომ­თა­ბა­რე­ობ­­ნენ. ეს მე­ტად მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბაა. ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევ­­ნენ, თა­ვი­ან­თი ის­ტო­რია ობ­­ლის­კებ­ზე ამ­­ეკ­ვე­თათ, მაგ­რამ მო­სეს არ შე­ეძ­ლო. ვი­საც წი­თე­ლი ზღვით უნ­და სი­­რუ­ლი, თა­ვი­სი სიბ­­­ნე მხო­ლოდ გრაგ­ნი­ლის ფორ­მით შე­უძ­ლია თან წა­­ღოს და არ­­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ობ­­ლის­კის სა­ხით. სხვა­თა შო­რის, მე­­რე მომ­თა­ბა­რე ცი­ვი­ლი­ზა­ცია – არ­­ბე­ბი­სა, ას­­ვე ეყრ­­ნო­ბო­და წიგნს და უპ­­რა­ტე­სო­ბას ან­­ჭებ­და და­წე­რილ ნა­ხატს.

წიგ­ნებს კი­დევ ერ­თი უპ­­რა­ტე­სო­ბა აქვთ: თვით თა­ნა­მედ­რო­ვე და­ჟან­გულ ქა­ღალ­­ზე და­ბეჭ­დი­ლიც კი, რო­მე­ლიც ცოცხ­ლობს არ­­­მე­ტეს 70 წლი­სა, უფ­რო გამ­­ლეა და დღეგ­­ძე­ლი, ვიდ­რე მაგ­ნი­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რი.

ჰი­პერ­ტექ­­ტუ­­ლურ ფორ­მა­ში დე­ტექ­ტივს შე­უძ­ლია, მკითხ­ველს ამ­­არ­ჩე­ვი­ნოს მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის სა­სურ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი სი­­ჟე­ტი შექ­­ნას. მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტია, მკვლე­ლი სახ­­­მარ­­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ვინ­მე სხვა, თუ სუ­ლაც – გა­მომ­ძი­­ბე­ლი.

ეს იდეა ახ­­ლი არაა. კომ­პი­­ტე­რის გა­მო­გო­ნე­ბამ­დე დი­დი ხნით ად­რე მწერ­ლე­ბი ოც­ნე­ბობ­­ნენ ბო­ლომ­დე ღია ტექ­­­ზე, რი­სი უთ­ვა­ლა­ვი სა­ხით გა­და­წე­რა მკითხ­ველს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­ეძ­ლე­ბო­და. ას­­თი იყო სტე­ფან მა­ლარ­მეს “წიგ­ნის” იდეა.

ესაა ფი­ზი­კუ­რი დე­ფორ­მა­ცი­ის­­ვის მზად­­ყო­ფი ტექ­­ტის იდეა, რაც მკითხ­ველს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას უქმ­ნის. მაგ­რამ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ილ­­ზიაა. ერ­თა­დერ­თი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც უთ­ვა­ლა­ვი წიგ­ნის წარ­მო­შო­ბას ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ან­­ჭებს, ათ­ას­­ლე­­ლე­ბის წი­ნაა გა­მო­გო­ნი­ლი. ესაა ან­ბა­ნი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ას­­­ბი შობს მი­ლი­არდ ტექსტს და ეს ასეა ჰო­მე­რო­სი­დან დღემ­დე. ამ თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა კარ­გი წიგ­ნის ამ­­სა­ვა­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბი და გრა­მა­ტი­კაა. უებს­ტე­რის ლექ­სი­კო­ნის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ,, და­წე­როთ “და­კარ­გუ­ლი სა­მოთხე”.

ჰი­პერ­ტექ­­ტუ­­ლუ­რი რო­მა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის ყუ­რად­სა­ღებ გაკ­ვე­თილს გვაძ­ლევს, მაგ­რამ წე­რი­ლო­ბით “ომ­სა და მშვი­დო­ბას” მივ­ყა­ვართ არა უს­აზ­­­რო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე, არ­­მედ გარ­დუ­ვა­ლო­ბის მკაცრ კა­ნო­ნამ­დე. თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის სი­ცოცხ­ლი­სა და სიკ­­დი­ლის ეს გაკ­ვე­თი­ლი უნ­და გა­ვი­­როთ და მხო­ლოდ წიგ­ნებს შე­უძ­ლი­ათ გად­მოგ­­ცენ ჩვენ ეს ცოდ­ნა.

1996

© “არილი”

Facebook Comments Box