პოეზია (თარგმანი)

ტო­ნი­ნო გუ­ე­რა

ქარ­ბორ­ბა­ლა

ხან­გა­მოშ­ვე­ბით, წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ, სულ რომ არ ელი, მინ­დო­ბი­ლი რო­ცა ხარ ფიქ­რებს, ამ­­ვარ­დე­ბა ქარ­ბორ­ბა­ლა უს­­ზარ­ლე­სი, რო­მელ­საც ჰქვია “დი­დი მტვე­რი” და რომ­ლის მოს­­ლის მა­უწყე­ბე­ლი არ­ის მი­წის მცი­რე მი­მოძ­­რა. მი­წის­გუ­ლი­დან, სიღ­­მი­სე­ულ კრა­ტე­რე­ბი­დან ამ­­დის იგი და სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­კავს სახ­ლებს და ბი­ნა­დარ­თა უძ­რავ სა­ხე­ებს. და ვაი იმ­ას, ვინც ამ ქა­ოსს გა­და­ეყ­რე­ბა, სუყ­ვე­ლა კარ­გავს მეხ­სი­­რე­ბას: შვი­ლე­ბი მა­მებს, ცო­ლე­ბი – ქმრებს და მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ვე­ღა­რა ცნო­ბენ.

მე­რე ჩად­გე­ბა თან­და­თან ქა­რი, შე­­წო­ვე­ბა ღრმა კრა­ტე­რებ­ში, იბ­რუ­ნებს თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს დი­დიც, პა­ტა­რაც, სახ­ლიც და კა­რიც. და აღ­არ ახ­სოვთ უკ­ვე რაც მოხ­და “დიდ­­­­რი­­ნო­ბის” ჟამს ამ მხა­რე­ში.

კე­დელ­ზე მი­ნაჯღაბ­ნი

ამ კე­დელს კი­დევ შერ­ჩე­ნია ჩე­მი ნაჯღაბ­ნი,

ცარ­ცი მე­ჭი­რა ცალ ხელ­ში და წე­რას ვსწავ­ლობ­დი,

ვა­ხუ­ჭუ­ჭებ­დი ცა­ლი ხე­ლით ფარ­თო ხვე­­ლებს.

ამ კე­დელს კი­დევ შერ­ჩე­ნია ჩე­მი ნაჯღაბ­ნი.

კვი­რად­ღე

კვი­რად­ღე­­ბით, რო­დე­საც შინ არ­­ვი­ნაა,

და მი­წუ­რუ­ლი არ­ის ივ­ლი­სის,

გავ­დი­ვარ ხოლ­მე ტე­რა­სა­ზე დრო­გა­მოშ­ვე­ბით

ვდგა­ვარ და ვუს­მენ ამ კედ­ლებს მიღ­მა,

ქა­ლა­ქის შიგ­ნით დაგ­რო­ვილ დუ­მილს.

ხა­რე­ბი

რა დრომ გვი­წია!

ნი­შა ხა­რებს ზურ­გი ვაქ­ცი­ეთ.

მათ ნაჩ­ლი­ქა­რებს ვე­ღარ ვნა­ხავთ მი­წის მტკა­ველ­ზე,

უნ­და შევ­წუხ­დეთ, რა­­დე­ნი გას­წი­ეს ჯა­ფა

ახ­ლა კი დგა­ნან სოფ­ლის ბო­ლოს თავ­ჩა­ქინ­­რულ­ნი

ყას­ბის ბა­წა­რი აბ­­ათ ყელ­ზე.

* * *

პი­დიო იყო მე­წა­ღე და მას უც­­ბე­დად

შაშ­ვი გა­ექ­ცა გა­ლი­­დან, ჩვენ კი ვე­ლო­დით

ფრინ­ვე­ლის უკ­ან დაბ­რუ­ნე­ბას სულ­წა­სუ­ლე­ბი,

და რო­ცა ჩრდი­ლი ფარ­თო ეზ­ოს გა­და­სე­რავ­და

თვალს ვა­ყო­ლებ­დით მო­უთ­მენ­ლად და…

და­ნა­ნე­ბით.

ერთ სა­ღა­მოს კი მოშ­რი­­ლე ლერ­­მის ღო­ბე­ზე

რა­ღა­ცა შა­ვი აქ­­ნავ­და და ალ­მა­ცე­რად

არ­აფ­რის­­­­მე­ლად ჩვენ­­კენ უხ­მოდ გად­მო­­ხე­და,

თვა­ლე­ბი ჰქონ­და მობ­­ჭყ­ვი­­ლე და­ნის წვე­ტი­ვით.

ჰო­და, ფან­ჯა­რას გან­ვე­შო­რეთ ან­აზ­დე­­ლად,

თით­ქოს ოთ­ახ­ში ვუ­ნაც­­ლებ­დით ად­გილ­სამ­ყო­ფელს

სკა­მებს და…

ასე ბინ­­ში ჩუ­მად ვბო­რი­­ლობ­დით.

* * *

ამ ფუტ­კარს თურ­მე მა­მა­მი­სის სა­ხე­ლი ჰქვია,

მა­მას კი ერქ­ვა, ვი­ცი, ბა­ბუ­ის.

მათ ჯიშს და ჯი­ლაგს დღეგ­­ძე­ლო­ბა და­ბე­დე­ბია,

თაფლს აგ­რო­ვე­ბენ წვე­თიწ­ვეთ და

აზ­­ვე­ბენ პიტ­ნის გე­მო­თი.

ერ­თი სახ­ლი დგას სოფ­ლის გა­რეთ, ვე­ლე­ბის მიღ­მა,

იქ ის­მის მა­თი მჭა­ხე ზუ­ზუ­ნი.

გა­ზაფხულ­ზე კი მა­ტა­რებ­ლე­ბი ამ­­რი­კა­ში

გა­დიქ­რო­ლე­ბენ ატ­მე­ბის და ვაშ­ლე­ბის ბა­ღებს

და გა­და­აქვთ ფუტ­­რე­ბის სკე­ბი.

მა­ტა­რებ­ლე­ბი მა­ჭან­­ლებს ჰგვა­ნან

ყვა­ვი­ლებს შო­რის თა­ვა­ღე­რი­ლებს.

გა­ზაფ­ზუ­ლო­ბით ფუტ­­რე­ბი სკებს

სო­ფელ-სო­ფელ და­­ტა­რე­ბენ,

რომ ყვა­ვი­ლე­ბი და­­ორ­სუ­ლონ

და არ­აფ­რი­დან ჩნდე­ბა ხი­ლი:

ვაშ­ლი, ატ­­მი ოქ­რო­რე­­ლი.

ერ­თი ყლუ­პი წყა­ლი

ყო­ველ­­ვის რო­ცა ავ­ტო­ბუ­სით პე­ნა­ბი­ლი­დან

სან­ტარ­ქან­ჯე­ლოს ნაც­ნო­ბი გზით მი­ვემ­­ზავ­რე­ბი

პი­ეტ­რა­კუ­ტას შემ­დეგ მხვდე­ბა ვიწ­რო სად­გუ­რი

გა­მოფხა­ვე­ბულ ჯი­ბე­სა­ვით მი­ტო­ვე­ბუ­ლი

ორ­მოც­და­­თი წე­ლი­წა­დი სრულ­დე­ბა უკ­ვე

რაც ლი­ან­და­გი აყ­რი­ლია ამ ხრი­ოკ გზა­ზე.

ად­რე კი, ად­რე აქ დაქ­როდ­ნენ მა­ტა­რებ­ლე­ბი,

ჯერ რი­მი­ნი­დან მო­აფ­­­ვევ­­ნენ თევ­ზის სიმ­­რა­ლეს

მე­რე კი უკ­ან­მობ­რუ­ნე­ბულთ, ღა­მე­გა­მოვ­ლილთ,

მოჰ­ქონ­დათ ყვე­ლას მძაფ­რი სუ­ნი და ოხ­ში­ვა­რი.

ჰო, მა­მა­ჩე­მიც ამ მთებს შო­რის ეხ­­ტე­ბო­და

ჯერ ცხე­ნით, მე­რე იმ სატ­ვირ­თო მძი­მე მან­ქა­ნით,

რო­მე­ლიც ღრმუ­ლებს გვერდს უქ­ცევ­და და დგან­­გა­რებ­და.

მა­მა წვი­მა­ში მა­ტა­რე­ბელს ელ­­დე­ბო­და,

შინ­ჩა­სულს უკ­ვე სად­გურ­ზე­ვე ეგ­­ბე­ბოდ­ნენ.

მე კი ვმგზავ­რობ­დი ავ­ტო­ბუ­სით და ფან­­რე­ბი­დან

ვხე­დავ­დი სად­გურს და სად­გურ­თან სა­პირ­ფა­რე­შოს,

რომ­ლის კედ­ლებ­საც გარს ეხ­ვია ვა­ზის ფო­თო­ლი,

იქ­ვე მგზავ­რე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ ყლუ­პი წყლი­სათ­ვის.

და ერთხელ თურ­მე ნა­შუ­ად­ღევს,

ჰო, ნა­შუ­ად­ღევს,

მო­­ლოდ­ნე­ლად ყრუ ბა­ქან­ზე ჩა­მოხ­ტა კა­ცი,

შავ­­­რე­მა­ნი და თავ­შიშ­ვე­ლი, დინ­ჯი და მშვი­დი,

და საქ­მი­­ნად ეს­­უბ­რა სად­გუ­რის უფ­როსს!

მე­რე გა­ირ­­ვა, რომ ის კა­ცი პო­­ტი იყო

გვა­რად პა­უნ­დი და იმ დი­ლას გა­რინ­დე­ბუ­ლი

სან­ტა მა­რია დან­ტი­კო­ში, ეკ­ლე­სი­­ში

გან­მარ­ტო­­ბით იდ­გა დიდ­ხანს თა­ვაშ­ვე­რი­ლი

და შეს­­ქე­რო­და ლუ­კა დე­ლა რო­ბი­ას მარ­ტო…

და ქან­და­კე­ბაც იდ­გა მდუ­მა­რედ.

ოქ­ტომ­ბე­რი

ის რომ პირ­ვე­ლად ვნა­ხე დიდ­რონ მსხლებს აბ­რუ­ნებ­და,

ამ­ზე­­რებ­და სხვა და­სეტყ­ვილ ხილ­საც ფუს­ფუ­სით,

მე­რე კი გოგ­რის თეთ­რი თეს­ლი გა­შა­ლა ფარ­თედ

ჟან­გი­ან თუ­ნუქს მო­­ფი­ნა სვე­ლი მარ­­­ლე­ბი.

მკვა­ხე ვაშ­ლე­ბი გა­ახ­ვია თი­ვის ზვი­ნულ­ში,

აკ­­დო­­ბი წა­­გავ­და სა­ფან­ტის გრო­ვებს,

ნი­­დაგს მაგ­რად ჩა­სო­ბო­და თა­ვი კომ­ბოს­ტო

რო­მელ­საც იგი თავ­თხელ ნა­ცარს კოვ­ზით აყ­რი­და.

ბოს­ტა­ნი იყო ლა­ზა­რე­თი, ის კი ექ­­მი

და რუ­სე­თი­დან ქარ­ბორ­ბა­ლა შე­მო­იგ­რაგ­ნა

გა­­პო ცა და შეშ­ლი­ლი­ვით ფან­­რებს მი­ას­­და

წა­შა­ლა ფოთ­ლის ქსო­ვი­ლე­ბი, ფრინ­ველ­თა ფრთე­ბი…

მას ელ­­სეო ერქ­ვა, იყო ოთხ­მოც­ზე მე­ტის

რან­კო­ში დარ­ჩა საცხოვ­რებ­ლად სულ მარ­ტოდ­მარ­ტო,

იქ ოქ­ტომ­ბერ­ში რო­ცა ქა­რი წა­მო­­ბე­რავს

ზედ კრა­მი­ტებ­ზე რა­კა­რუ­კით ცვი­ვა კაკ­ლე­ბი

და კრა­ზა­ნე­ბი ოთ­­ხებ­ში დატყ­ვე­ვე­ბულ­ნი

სამ­ზე­­სა­კენ გზას წვა­ლე­ბით ვე­ღარ იგ­ნებ­ნენ.

* * *

ოქ­ტომ­­რის ერთ დღეს სე­ირ­ნობ­­ნენ ის­­ნი მშვი­დად

მდი­ნა­რის გას­­­რივ ქვი­შის ბი­ლიკ­ზე.

მათ ეს­­უბ­რა ზღვის შე­სა­ხებ ვა­ჭა­რი ქა­ლი –

თევ­ზით ვაჭ­რობ­და, და­დი­­და ვე­ლო­სი­პე­დით,

მე­რე სამ­­ვა­ლა გა­­კე­თა, ამ სამ­­ვა­ლა­თი

ყუ­თებს ზი­დავ­და თევ­ზი­თა და ყი­ნუ­ლით სავ­სეს.

და თან ჰყვე­ბო­და არ­ხე­­ნად ზღვის ახ­ალ ამ­ბებს

ხორ­ცის მთე­ბი დგას ქვი­შა­ზეო, იმ­­­რებ­და,

და ვე­შა­პებ­საც არ ასც­დე­ბათ გან­საც­დე­ლიო.

მათ კი, რი­კო­სა და ზა­­რას, ერ­თად მო­­რულთ,

ზღვა არ ენ­­ხათ, ზღვის დგა­ფუ­ნი არ გა­­გო­ნათ

და ახ­ლა, რო­ცა მო­­ყარ­ნენ ოთხ­მო­ცი წლი­სა,

რა გა­დაწყ­ვი­ტეს რომ იც­­დეთ? სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­­რო­ბა.

პეტ­რე­ლა გვი­დის მი­და­მო­ში სახ­ლობ­­ნენ მა­შინ,

იქ, სა­დაც ხში­რად უკ­ვე ნა­ცად მე­ჯი­ნი­ბე­ებს

ცხე­ნე­ბი სად­ღაც გა­ურ­ბოდ­ნენ გა­აფ­­რე­ბულ­ნი –

მი­წას ტო­რავ­­ნენ, ფრუ­ტუ­ნებ­­ნენ და ჭიხ­ვი­ნებ­­ნენ,

ღა­მით კი იდ­გა ახ­ლად­ნაცხობ პუ­რის სურ­ნე­ლი,

და გა­აფ­­რე­ბით ვარ­ვა­რებ­და მძლავ­რი ღუ­მე­ლი.

რი­კო და­ლა­ქად მუ­შა­ობ­და, ვის აღ­არ კრეჭ­და

– კა­ცებს და ქა­ლებს, ცხვრებს და ვი­რებს და მათ­ნა­­რებს

ზა­­რა სახ­­ში ირ­ჯე­ბო­და წყლით სავ­სე ჯა­მით,

ას­უფ­თა­ვებ­და ეზო-კა­რის კუთხეს და კუნ­ჭულს.

© “არილი”

Facebook Comments Box