პროზა (თარგმანი)

ლუი-ფერ­დი­ნანდ სე­ლი­ნი


მოგ­ზა­­რო­ბა ღა­მის კი­დე­ზე

ფრაგ­მენ­ტი რო­მა­ნი­დან

ფრანგულიდან თარგმნა ლალი ლალიაშვილმა

ბა­ღის სიღ­­მე­ში, დე­დაბ­რის ქოხ­მა­ხის ირგ­­ლივ ძვე­ლი ცოცხე­ბი­სა და დამ­­­რე­­ლი სა­ქათ­მე გა­ლი­­ბის გრო­ვა იდ­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ირგ­­ლივ აღ­მარ­თუ­ლი შე­ნო­ბე­ბის ჩრდილ­­ვეშ მოქ­ცე­­ლი­ყო. დე­და­ბე­რი თა­ვის ბუ­ნა­გი­დან არ­­სო­დეს გა­მო­დი­­და. მის­­ვის საკ­ვე­ბის მო­წო­დე­ბაც კი მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო. შინ სა­კუ­თარ შვილ­საც არ უშ­ვებ­და, ეშ­­ნო­და მკვლე­ლე­ბი­სა და მძარ­­ვე­ლე­ბის.

რძალ­მა ახ­ლა სხვა სა­შუ­­ლე­ბა გა­მო­ნა­ხა ოჯ­­ხის ეკ­­ნო­მი­კის გა­სამ­ყა­რებ­ლად და ქმარს კბი­ლი მო­­სინ­ჯა, ურ­­გო არ იქ­ნე­ბო­და დე­და სენ-ვენ­სე­ნის მოწყა­ლე­ბის დებ­თან მიგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა, ის­­ნი ხომ სწო­რედ ას­ეთ უს­აშ­ვე­ლო მო­ხუ­ცებს ეფ­ოფ­რე­ბი­­ნო. ქმა­რი დუმ­და. მთე­ლი მი­სი არ­სე­ბა იმ შე­­ნე­ლე­ბელ გუ­გუნს მო­ეც­ვა, ყურ­ში რომ ედ­გა. “არ მა­ძი­ნებს ეს გრუ­ხუ­ნი”, – ჩა­­ლა­პა­რა­კა თა­ვის­­ვის. მარ­­ლაც ძილს ვერ იკ­­რებ­და, გუ­ლის­ყუ­რით უს­მენ­და საყ­ვი­რის, დაფ­და­ფი­სა და ორ­კეს­­რის ხმებს… დღე­ცა და ღა­მეც ამ ყო­ფა­ში იყო. ხმა­ურს ვერ იშ­­რებ­და თა­ვი­დან.

თუმ­ცა თან­და­თან, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ახ­ალ ჭირ­საც შე­ეჩ­ვია და სენ-უენ­ის ბა­ზარ­საც კი მი­­კითხა ცოლ­თან ერ­თად. ეს ბა­ზა­რი ყვე­ლა­ზე იაფ ბაზ­რად ითვ­ლე­ბო­და იმ მი­და­მო­ებ­ში. ცოლ-ქმა­რი დი­ლი­დან გა­დი­­და და მთელ დღეს იქ ატ­­რებ­და. ეს დრო იმ­ის­­ვის იყო სა­ჭი­რო, რომ გათ­­ლე­ბი გა­­კე­თე­ბი­ნათ და ფა­სებ­ზე მო­­ლა­პა­რა­კათ, სცოდ­ნო­დათ, რა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ფუ­ლის და­ზოგ­ვა… და­ღა­მე­ბი­სას, რო­ცა ქუ­ჩა წყნარ­დე­ბო­და, ან­რუ­ებს მძარ­­ვე­ლე­ბი­სა და მკვლე­ლე­ბის ში­ში იპყ­რობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით – ქალს. კა­ცი კი სა­სო­წარ­­ვე­თი­ლი, თა­ვის გრუ­ხუნს უბ­რუნ­დე­ბო­და.

– “ასე რო­გორ და­ვი­ძი­ნებ! – გან­გებ ხმა­მაღ­ლა იმ­­­რებ­და, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი პა­ნი­კა­ში ჩა­ეგ­დო. “ვერც კი წარ­მო­იდ­გენ!..” – ეუბ­ნე­ბო­და ცოლს.

ცოლს კი არც უც­დია გა­­გო რას ლა­პა­რა­კობ­და ქმა­რი და ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რებ­მა აგ­რე­რი­გად შე­­წუ­ხოს ად­­მი­­ნი.

– “ეგ არ­­ფე­რია! ყუ­რი და­მიგ­დე, ჯო­ბია დე­დას მივ­ხე­დოთ. რა­მე უნ­და ვი­ღო­ნოთ, ხომ ხე­დავ, ცხოვ­რე­ბა დღი­თი დღე ძვირ­დე­ბა, დე­დაბ­რის შე­ნახ­ვა კი­დევ უფ­რო გა­ჭირ­დე­ბა… ნამ­­ვი­ლი ინ­ფექ­ცი­ის ბუ­დეა მი­სი საცხოვ­რე­ბე­ლი!..”

ერ­თა­დერ­თი სტუ­მა­რი, ან­რუ­­ბი რომ იღ­ებ­­ნენ, მო­სამ­სა­ხუ­რე ქა­ლი იყო. ქა­ლი კვი­რა­ში სამ­ჯერ და­დი­­და მათ­თან. მო­სამ­სა­ხუ­რე სა­წო­ლის და­ლა­გე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბო­და ქ-ნ ან­რუ­ის და ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­­ბის ყო­ველ გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ქ-ნი ან­რუი რაც შე­ეძ­ლო ხმა­მაღ­ლა აც­ხა­დებ­და: “არ­­სო­დეს ვა­ჩე­რებთ ფულს სახ­­ში”, იმ ან­გა­რი­შით, რომ მო­სამ­სა­ხუ­რე მის სიტყ­ვებს ყველ­გან და ყო­ველ­­ვის გა­­მე­­რებ­და. ამ­ით თავს იზღ­ვევ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ქურ­­ვი­სა და მკვლე­ლო­ბი­სა­გან.

მა­ნამ ცო­ლი და ქმა­რი თა­ვის ოთ­ახ­ში ავ­­დოდ­ნენ, სა­გულ­და­გუ­ლოდ კე­ტავ­­ნენ ყვე­ლა გა­სას­­ლელს, თან ერთ­მა­ნეთს ამ­ოწ­მებ­­ნენ. ბა­ღის სიღ­­მე­ში დე­დაბ­რის ქოხ­საც შე­ავ­ლებ­­ნენ თვალს, ენ­თო თუ არა ლამ­ფა, რაც ნი­შა­ნი იყო იმ­­სა, რომ ცოცხა­ლია. ის ხომ არ­­სო­დეს აქ­რობ­და ლამ­ფას. ზეთ­საც ხომ უმ­ოწყა­ლოდ ხარ­ჯავ­და. მკვლე­ლე­ბის ეშ­­ნო­და, ეშ­­ნო­და შვი­ლე­ბი­საც. ოცი წლის მან­ძილ­ზე, ზამ­თა­რი იყო თუ ზაფხუ­ლი, არ­­სო­დეს გა­­ღია ფან­ჯა­რა და არც ლამ­ფა ჩა­უქ­რია.

დე­დაბ­რის მწირ პენ­სი­ას ვა­ჟიშ­ვი­ლი გა­ნა­გებ­და და მის შე­ნახ­ვას ახ­მარ­და. საჭ­მელს კა­რებ­თან უტ­­ვებ­­ნენ. ფულს უზ­­გავ­­ნენ. თით­ქოს არ­­ფე­რი უჭ­ირ­და, მაგ­რამ სულ წუ­წუ­ნებ­და. კა­რე­ბი­დან ილ­ან­ძღე­ბო­და თუ მის სო­როს ვინ­მე მი­­ახ­ლოვ­დე­ბო­და. “გა­ნა ჩე­მი ბრა­ლია, რომ ბერ­დე­ბით დე­დი­ლო, – სცა­და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა რძალ­მა, – სნე­­ლე­ბა მოგ­ძა­ლე­ბი­ათ, რო­გორც ყვე­ლა ას­­კო­ვანს…”

– “ას­­კო­ვა­ნი თა­ვი გა­ბია! არ­ამ­ზა­დავ! კახ­პავ! სწო­რედ შენ მდებ მაგ ბინ­ძუ­რი ტყუ­­ლე­ბით სა­მა­რე­ში!..”

დე­და­ბე­რი გა­ხე­ლე­ბუ­ლი უარ­ყოფ­და თა­ვის ხნო­ვა­ნე­ბას… უარ­ყოფ­და ყვე­ლა­ფერს, რაც მი­სი ქო­ხის მიღ­მა ხდე­ბო­და. მას­თან შე­რი­გე­ბი­სა თუ მი­ახ­ლო­­ბის ყვე­ლა ცდა ამაო იყო. ეგ­­ნა, კარს თუ გა­­ღებ­და, ავ­სუ­ლე­ბი შე­მო­ეჭ­რე­ბოდ­ნენ, შე­იპყ­რობ­­ნენ და ბო­ლოს მო­­ღებ­­ნენ.

– “გა­თახ­სი­რე­ბუ­ლე­ბო, – გაჰ­­ვი­რო­და დე­და ან­რუი, – თვა­ლე­ბი ყველ­გან გა­მო­გის­ხი­ათ და პი­რე­ბი ჭი­პამ­დე და­გიფხ­რე­წი­ათ, რომ მხო­ლოდ ტყუ­­ლი რო­შოთ… ეს­­თე­ბი ხართ ყვე­ლა…”

ის ტამ­­ლის ბა­ზარ­ში ნას­წავ­ლი ენ­ით მეტყ­ვე­ლებ­და, სა­დაც პა­ტარ­ქა­ლო­ბა­ში დე­დას­თან ერ­თად ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რობ­და. იგი იმ მდა­ბი­­თა ფე­ნას ეკ­უთ­­ნო­და, რო­მე­ლიც არ უფრ­თხის სი­ბე­რის მო­ახ­ლო­­ბას.

– “თუ ჩემს ფულს არ მომ­ცემ, სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ! გას­ძა­ხო­და რძალს, – გეს­მის წუ­პა­კო? სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ!”

– “ძა­ლა რო აღ­არ შეგ­წევთ დე­დი­ლო!”

– “ვის არ შეს­წევს ძა­ლა! შე­მო­ეთ­რიე ერ­თი ამ სო­რო­ში, მა­შინ გიჩ­ვე­ნებ ყო­ფის ჭა­მას!”

და ცოლ-ქმა­რიც გა­­რი­დე­ბო­და ხოლ­მე მის თავ­შე­სა­ფარს.

ეტ­ყო­ბა ან­რუ­ებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, რა­დაც უნ­და დას­­დო­მო­დათ, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ჩემ­­ვის დე­და­ბე­რი, და ამ­­ტო­მაც მი­მიწ­ვი­ეს. მაგ­რამ იმ­­სათ­ვის, რომ ჩე­მი ვი­ზი­ტი შემ­­გა­რი­ყო, სა­ჭი­რო შე­იქ­ნა მთე­ლი რი­გი ხრი­კე­ბის მოხ­მო­ბა. კარ­გად ის­იც არ მეს­მო­და, რას ელ­ოდ­ნენ ჩემ­გან.

რო­გორც ჩანს, ბაბ­რის დე­­დამ, კონ­სი­ერ­­მა, შთა­­გო­ნა მათ, რომ წყნა­რი, თა­ვა­ზი­­ნი, და­­ზა­რე­ლი ექ­­მი ვი­ყა­ვი… ცოლ-ქმარს აინ­ტე­რე­სებ­და, შე­მეძ­ლო თუ არა მო­ხუ­ცის მორ­ჯუ­ლე­ბა მხო­ლოდ წამ­ლე­ბის სა­შუ­­ლე­ბით… თუმ­ცა ერ­ჩივ­ნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რძალს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში გა­მემ­წე­სე­ბი­ნა…

მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­­თი ვა­კა­კუ­ნეთ, ბო­ლოს კა­რი გა­­ღო და მო­ხუ­ციც გა­მოჩ­­და. გამ­­მა­რი, გა­ნაც­რის­ფე­რე­ბუ­ლი ლო­ყე­ბის ზე­მოთ მო­ვარ­დის­­რო ქუ­თუ­თო­­ბი­დან ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი მოგ­ჩე­რე­ბო­და. გა­ფო­რი­­ქებ­და მი­სი შე­მო­ხედ­ვა, ყვე­ლა­ფერს გა­ვიწყებ­და იმ ხა­ლი­სის შეგ­­­ნე­ბა, მის­და­­ნე­ბუ­რად რომ გა­მოკ­­თო­და თვა­ლე­ბი­დან, და ინს­ტინ­­ტუ­რად ცდი­ლობ­დი ეს შეგ­­­ნე­ბა დიდ­ხანს შეგ­­ჩე­ნო­და.

იყ­­რე­ბო­და და აც­ოცხ­ლებ­და ირგ­­ლივ წყვდი­ადს ყმაწ­ვი­ლუ­რი ხა­ლი­სით. ოდ­ნა­ვი, მაგ­რამ უტ­ყუ­­რი გა­ტა­ცე­ბით, რი­სი უნ­­რიც ჩვენ დღეს უკ­ვე აღ­არ გაგ­ვაჩ­­და. გაბ­ზა­რუ­ლი ხმით ილ­ან­ძღე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც კი იწ­ყებ­და ჩვე­­ლებ­რი­ვად ლა­პა­რაკს, ხმა ეწ­მინ­დე­ბო­და. ცოცხ­­დე­ბოდ­ნენ აზ­რე­ბი და ფრა­ზე­ბი და ისე ეწ­ყო­ბოდ­ნენ, თით­ქოს­და ჯი­რი­თით მოჰ­­ვე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ახ­ლაც ის­­ვე გა­მოს­დი­­და სა­უბ­რი­სა და სიმ­ღე­რის მო­ნაც­­ლე­­ბა, რო­გორც იმ ხა­ნად, რო­ცა იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი იყო ასე მეტყ­ვე­ლე­ბა, რომ ვი­საც ეს ძალ­და­­ტა­ნებ­ლად არ შე­ეძ­ლო, ხეპ­რედ და შტე­რად ითვ­ლე­ბო­და.

მო­ხუ­ცი ახ­ლა­და­მოყ­რი­ლი ტო­ტე­ბით შე­მო­სულ ბე­ბერ ხეს ჰგავ­და. მხი­­რუ­ლი იყო დე­და­ბე­რი; უკ­მა­ყო­ფი­ლო და ბუზ­ღუ­ნა, ჩა­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც მხი­­რუ­ლი. ოდ­ნა­ვა­დაც არ და­ეთ­­გუ­ნა უპ­ოვ­რო­ბა­სა და სი­დუხ­ჭი­რეს, რო­მელ­შიც ოც წელ­ზე მე­ტი იყო, ცხოვ­რობ­და. ის კი არა, თა­ვი­სი ბუ­ნა­გის მიღ­მა არ­­ფერს ცნობ­და, თით­ქოს სი­ცი­ვე, სიკ­­დი­ლი და ყვე­ლა უბ­­დუ­რე­ბა სწო­რედ გა­რე­დან ემ­უქ­რე­ბო­და. აქ უშ­იშ­რად იყო, ეჭ­ვიც არ ეპ­­რე­ბო­და თა­ვის საღ გო­ნე­ბა­ში, ისე სწამ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის, რო­გორც რა­ღაც უტ­ყუ­­რის და სა­მუ­და­მოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლის. მე კი ამგ­ვა­რი რწმე­ნის მო­პო­ვე­ბის ძი­­ბა­ში ქვე­ყა­ნა მო­ვირ­ბი­ნე.

გი­ჟად თვლიდ­ნენ მო­ხუცს, ამ­ის თქმა ად­ვი­ლი კია, მაგ­რამ სა­ბა­ბი მხო­ლოდ ის იყო, რომ თორ­მეტ წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ მე­ტად არ გა­მო­სუ­ლა თა­ვი­სი ბუ­ნა­გი­დან. ალ­ბათ, ჰქონ­და მი­ზე­ზე­ბი, მაგ­რამ არ აპ­­რებ­და ჩვენ­­ვის გამ­ხე­ლას… არ უნ­დო­და რა­მე და­­კარ­გა… არ გვიმ­ხელ­და, რომ ცხოვ­რე­ბა აღ­არ ხიბ­ლავ­და.

რძა­ლი ის­ევ ფსი­ქი­ატ­რი­­ლი ჰოს­პი­ტა­ლის თე­მას უტ­რი­­ლებ­და.

– “ხომ ხე­დავთ, ექ­­მო, რა შე­რე­კი­ლია… შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­რეთ გა­მო­აგ­დო. თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო კია მის­­ვის დრო და დრო მა­ინც ჩაყ­ლა­პოს ჰა­­რი… ახ, დე­დი­ლო რო­გორ გარ­გებ­და!.. უარს ნუ ამ­ბობ… შენ­­ვის უკ­­თე­სია, და­მი­ჯე­რე!”

ჩვენ მის გა­რეთ გა­მოტყუ­­ბას ვცდი­ლობ­დით, გაქ­სუ­­ბუ­ლი და მი­­კა­რე­ბე­ლი დე­და­ბე­რი კი თავს ჯი­­ტად აქ­ნევ­და.

– “არ უყ­ვარს, ყუ­რად­ღე­ბას რომ აქ­ცე­ვენ… ურ­ჩევ­ნია აქ­ვე კუთხე­ში მო­­საქ­მოს… იყ­­ნე­ბა და ცეცხ­­საც არ ან­თებს… შე­უძ­ლე­ბე­ლია, ექ­­მო, ასე ხომ არ დავ­ტო­ვებთ ქალს”.

თავს ვი­კა­ტუ­ნებ­დი, თით­ქოს არ­­ფე­რი მეს­მო­და. ბა­ტო­ნი ან­რუი კი ბუ­ხარ­თან იდ­გა, ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით, არ ერ­­­და სა­­ბარ­ში და არც სურ­და გა­­გო, ჩვენ რას გა­დავ­წყ­ვეტ­დით…

დე­და­ბე­რი თა­ვი­სას გა­­ძა­ხო­და:

– “და­მიბ­რუ­ნეთ, რაც მე­კუთ­­ნის, რომ წა­ვი­დე აქ­­დან!.. თა­ვი ხომ უნ­და ვირ­ჩი­ნო! ბო­ლოს და ბო­ლოს თქვე­ნი სა­ლა­პა­რა­კო აღ­არ ვიქ­ნე­ბი!..”

– “რო­გორ იც­ხოვ­რებ, დე­დი­ლო? წე­ლი­წად­ში სა­მი ათ­­სი ფრან­კი გაგ­­­დე­ბა? ვნა­ხოთ!.. ცხოვ­რე­ბა გაძ­ვირ­და მას შემ­დეგ, ბო­ლო­ჯერ რომ გა­მოძ­ვე­რით თქვე­ნი სო­რო­დან!.. ხომ ასეა ექ­­მო, ურ­ჩევ­ნია მოწყა­ლე­ბის დებ­თან გა­და­ვი­დეს, რა­საც ჩვენ ვურ­ჩევთ… კარ­გად მო­უვ­ლი­ან, კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხია…”

ზიზღს ჰგვრი­და დე­და­ბერს მა­თი ხსე­ნე­ბა. – “მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. რა მინ­და მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია მათ­თან საქ­მე!.. იქ­ნებ მღვდელ­საც და­მა­ჯა­ხოთ!.. არ მე­ყო­ფა ფუ­ლი, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, წა­ვალ და ვი­მუ­შა­ვებ!..”

– “იმ­­შა­ვებ? დე­დი­ლო სად იმ­­შა­ვებ? გეს­მის, ექ­­მო, რა აზ­რე­ბი აქვს? იმ­­შა­ვებს! მის ას­აკ­ში, ოთხ­მო­ცი წლის ას­აკ­ში! რა სი­გი­ჟეა! ვის სჭირ­დე­ბა ექ­­მო? დე­დი­ლო, მთლად შე­­შა­ლე!..”

– “მაშ გი­ჟი ვარ და არ­­ვის ვჭირ­დე­ბი? სა­მა­გი­­როდ, შენ­ნა­­რი კახ­პა ჭირ­დე­ბა ყვე­ლას!..”

– “გეს­მით, ექ­­მო, რო­გორ ბო­დავს. მლან­ძღოს და კი­დევ მე მო­ვუ­­რო?”

მო­ხუ­ცი ახ­ლა მე მო­მად­გა, რო­გორც ახ­ალ საფ­­თხეს.

– “ამ­ას ვი­ღამ მო­ახ­სე­ნა, რომ გი­ჟი ვარ? ჩემს თავ­ში ზის, თუ თქვენ­სა­ში? მაშ სა­­დან გა­­გო?.. მომ­შორ­დით აქ­­დან, თქვენ გე­უბ­ნე­ბით, გზა ნა­ხეთ!.. გულს მი­ღო­ნებთ, რო­გორც გრძე­ლი ზამ­თა­რი, თუმ­ცა თქვენ ზამ­თარ­ზე უარ­­სე­ბი ხართ! მომ­წყ­დით აქ­­დან, ჯო­ბია შვი­ლი­კოს მი­მი­ხე­დოთ, აქ რომ მი­წამ­ლავთ სისხლს. მას ჩემ­ზე მე­ტად ჭირ­დე­ბა ექ­­მი! კბი­ლე­ბიც დას­­ვივ­და უკ­ვე, თუმ­ცა, რო­ცა ჩემს ხელ­ში იყო, მშვე­ნი­­რი კბი­ლე­ბი ჰქონ­და. გას­წით, მომ­წყ­დით, რომ გე­უბ­ნე­ბით, თქვენ თავს მი­ხე­დეთ-მეთ­ქი”, – და კა­რი ცხვირ­წინ მოგ­ვი­ჯა­ხუ­ნა.

დე­და ან­რუი ახ­ლა თა­ვის ბუ­ნა­გი­დან გვით­ვალ­­ვა­ლებ­და. ეზო გა­დავ­­ვე­თეთ და უკ­ვე საკ­მა­ოდ შორს წა­სუ­ლებს მი­სი ხითხი­თი მოგ­ვეს­მა. დაგ­­ცი­ნო­და. ამ­ჯე­რა­დაც გა­დაგ­ვირ­ჩა.

უშ­­დე­გო იერ­­ში­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ბა­ტო­ნი ან­რუი იქ­ვე დაგ­­­­და ბუ­ხარ­თან. მი­სი ცო­ლი ის­ევ გულს მიწ­­რი­ლებ­და ერ­თი და იმ­­ვე კითხ­ვე­ბით… პა­ტა­რა თა­ვი, ყა­ვის­­რად შე­ღე­ბი­ლი თმა და ეშ­მა­კუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და. ჟეს­ტე­ბით არ ლა­პა­რა­კობ­და. ლა­პა­რა­კი­სას იდ­აყ­ვებს ტანს არ აშ­­რებ­და. ცდი­ლობ­და ჩე­მი ვი­ზი­ტი­დან რა­მე სარ­გე­ბე­ლი ენ­­ხა… ცხოვ­რე­ბა ძვირ­დე­ბა და ძვირ­დე­ბა… მო­ხუ­ცის პენ­სია აღ­არ ყოფ­ნით… თა­ვა­დაც ას­აკ­ში შე­დი­ან… მო­ბეზ­­დათ სულ იმ­ის ში­ში, რომ მო­ხუ­ცი უპ­ატ­რო­ნოდ არ მოკ­­დეს. არ ამ­­­ბუ­გოს თა­ვის რწყი­ლი­ან-სი­ბინ­ძუ­რი­­ნად… ნაც­­ლად იმ­­სა, რომ რი­გი­ან თავ­შე­სა­ფარ­ში წა­ვი­დეს, სა­დაც მშვე­ნივ­რად მო­უვ­ლი­ან…

თა­ვი ისე მო­ვაჩ­ვე­ნე, თით­ქოს მეც ამ აზრს ვა­დე­ქი და მა­თაც კე­თი­ლი თვა­ლით და­მიწყეს ყუ­რე­ბა. მარ­­მუ­ნებ­­ნენ, რომ ჩემს ქე­ბას მთელს უბ­ანს მოს­დებ­­ნენ, თუ­კი შე­მებ­რა­ლე­ბოდ­ნენ და შევ­­ლებ­დი მო­მე­შო­რე­ბი­ნა მათ­­ვის მო­ხუ­ცი… ეს ბე­ჩა­ვი კი თა­ვის ყო­ფას რა­ტომ­ღაც ვერ ელ­­­და…

– “მე­რე გა­ვა­ქი­რა­ვებთ კი­დეც ამ პა­ვი­ლი­ონს”, – გა­მოთ­­ვა აზ­რი ან­აზ­დად გა­მო­ცოცხ­ლე­ბულ­მა ან­რუ­იმ. ცოლ­მა უტ­აქ­ტო­ბის­­ვის ფე­ხი და­­ბი­ჯა მა­გი­დის ქვეშ. ან­რუი ვე­რა­ფერს მიხ­­და.

მა­ნამ ცოლ-ქმა­რი კინ­­ლა­ობ­და ვი­თომ­და ჩემ­და ფა­რუ­ლად, მე უკ­ვე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ჩა­ვი­ჯი­ბავ ათ­ას­­რან­კი­ანს მხო­ლოდ იმ­­სათ­ვის, თუ­კი დე­და­ბერს ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში მი­ღე­ბის ცნო­ბას მივ­ცემ. ან­რუ­­ბი ხომ ამ­­ზე ოც­ნე­ბობ­­ნენ…

რო­გორც ჩანს, ბა­ბე­რის დე­­დამ ნდო­ბით გა­ნაწყო ჩემს მი­მართ ის­­ნი და და­არ­­მუ­ნა, რომ ჩემ­ზე საწყა­ლი ექ­­მი მთელ რან­სი­ში არ მო­­ძებ­ნე­ბა… და ჩემ­თან მო­რი­გე­ბაც ად­ვი­ლია… ფლო­რი­შონს კი რო­გორ შე­კად­რებ­­ნენ ამ­ას! ის ხომ პა­ტი­­სა­ნია!

ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი, დე­და­ბე­რი რომ შე­მო­ვარ­და ოთ­ახ­ში. საკ­ვირ­ვე­ლია, თით­ქოს­და იყ­ნო­საო, რას ვუმ­ზა­დებ­დით. კა­ბის კალ­თა ხე­ლით ეჭ­­რა. შე­მო­ვარ­და თუ არა, ლან­ძღ­ვა დაგ­ვა­ყა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით მე. მხო­ლოდ ამ­ის­­ვის გა­მო­ვი­და თა­ვის ბუ­ნა­გი­დან.

– “თახ­სი­რო!” – მო­მა­ხა­ლა. – “წა­ეთ­რიე, შენ გე­უბ­ნე­ბი, მო­შორ­დი აქ­­დან! ძა­ლი­ან გა­გი­ვი­და თავს!.. არ წა­ვალ გი­ჟებ­თან!.. და მით უმ­­ტეს, არც მოწყა­ლე­ბის დებ­თან, უკ­ვე გითხა­რი!… ჩემ­თან არ­­ფე­რი გა­გი­ვა, იაფ­ად მოს­ყი­დუ­ლო!.. ჩემ­ზე წინ ეს ვი­გინ­და­რე­ბი წავ­ლენ, მო­ხუ­ცი ქა­ლის მძარ­­ვე­ლე­ბი!.. და შენც, ნა­ძი­რა­ლავ, მა­ლე ცი­ხე­ში ამ­­ყოფ თავს!..”

ბე­დი არ გინ­და! ერ­თი ხე­ლის მოს­მით შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­მე­ჯი­ბა ათ­­სი ფრან­კი! მე კი აქ ყოფ­ნის გა­სამ­­ჯე­ლოც არ მითხო­ვია!

დე­და­ბე­რი ახ­ლა ქო­ხის მო­­ჯი­რი­დან მომ­ძა­ხო­და: “ნა­ძი­რა­ლა! თახ­სი­რო!”

დიდ­ხანს გა­ის­მო­და სიბ­ნე­ლე­ში მი­სი ხმა. მაგ­რად გაწ­ვიმ­და! ნა­თუ­რი­დან ნა­თუ­რამ­დე თით­­მის სირ­ბი­ლით გა­და­ვე­დი. რო­გორც იქ­ნა მი­ვაღ­წი­ეს ფე­ტის მო­ედ­ნის ტუ­­ლეტს. ეს­ეც თავ­შე­სა­ფა­რია.

© ”არილი”

Facebook Comments Box