ესე (თარგმანი)

მიგელ დე უნამუნო – ჩე­მი რე­ლი­გია

Miguel_de_Unamuno

ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინი­ძემ

ერ­თი ჩე­მი ჩი­ლე­ლი მე­გო­ბა­რი მწერ­და, აქ, ჩვენ­თან ერ­თი-ორ თქვენს ის­ეთ მკითხ­ველ­საც შევ­­ვედ­რი­ვარ, რო­მელ­საც შე­მო­­ჩივ­ლია: “კე­თი­ლი და პა­ტი­­სა­ნი, მაგ­რამ ამ სე­ნი­ორ უნ­­მუ­ნოს რე­ლი­გი­­სა ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეო”. არ მიკ­ვირს, აქ­აც, ჩვენ­თა­ნაც არ­­ერ­თხელ უთქ­ვამთ იგ­­ვე, მაგ­რამ ფიქ­რა­დაც არ გა­მივ­ლია, პა­სუ­ხი გა­მე­ცა მათ­­ვის და არც ვა­პი­რებ, სა­ნამ ღრმად არ გა­ვი­აზ­რებ თვი­თონ კითხ­ვას.

გა­ნა ამქ­ვეყ­ნად ცო­ტა­ნი არ­­ან სუ­ლით უქ­ნა­რა ად­­მი­­ნე­ბი, ან თუნ­დაც ხალ­ხი, რო­მელ­თაც სუ­ლაც არ უშ­ლის ეს ხელს, ბე­ჯი­თად იმ­ოღ­ვა­წე­ონ ეკ­­ნო­მი­კურ­სა თუ სხვა მსგავს სფე­რო­ებ­ში, რად­გან ის­­ნი, ეტ­ყო­ბა, უფ­რო დოგ­მა­ტიზ­მის­კენ არ­­ან მიდ­რე­კი­ლი ნებ­სით თუ უნ­ებ­ლი­ედ, შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, რა­ღაც მიზ­ნით, თუ სუ­ლაც უმ­იზ­ნოდ. სუ­ლით უქ­ნა­რო­ბა კი მათს კრი­ტი­კულ­სა თუ სკეპ­ტი­კურ პო­ზი­ცი­­ზეც მიგ­ვა­ნიშ­ნებს.

სკეპ­ტი­კურს-მეთ­ქი, რომ ვამ­ბობ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ამ სიტყ­ვის ეტ­­მო­ლო­გი­­რი და ფი­ლო­სო­ფი­­რი მნიშ­­ნე­ლო­ბა, რა­მე­თუ სკეპ­ტი­კო­სი მარ­ტო და­ეჭ­ვე­ბულ კაცს რო­დი გუ­ლის­­მობს, არ­­მედ ის­ეთ­საც, ვინც იკვ­ლევს და იძ­­ებს, ვინც სა­პი­რის­პი­რო­საც ამტ­კი­ცებს და ზოგ­ჯერ კი­დეც ჰგო­ნია, რა­ღა­ცას მი­ვა­გე­ნი, რა­ღა­ცა ამ­ოვ­­სე­ნიო. მაგ­რამ არ­­ან ის­­თე­ბიც, პრობ­ლე­მებს რომ ეჭ­­დე­ბი­ან და არ­­ან კი­დევ სხვე­ბიც, პირ­და­პირ, მზამ­ზა­რე­ულ ფორ­მუ­ლებს რომ გვთა­ვა­ზო­ბენ, სუ­ლერ­თია, სარ­­მუ­ნო იქ­ნე­ბა თუ არა.

წმინ­და ფი­ლო­სო­ფი­­რი თვალ­საზ­რი­სით, ნამ­­ვი­ლად წინ­და­­ხე­და­­ბა იქ­ნე­ბო­და რა­მის ხე­ლა­ღე­ბით მტკი­ცე­ბა, მით უმ­­ტეს, რომ სა­კითხის დას­მა უკ­ვე შემ­­გო­მი ნა­ბი­ჯის პი­რო­ბაა. რო­ცა ან­გა­რი­ში აგ­ვე­რე­ვა, წავ­­ლით და მე­რე ის­ევ თა­ვი­დან ვიწყებთ, ეს მა­ინ­­და­მა­ინც საქ­მის დი­დი და­წი­ნა­­რე­ბა არ არ­ის, მაგ­რამ თუ სახ­ლი დან­­რე­ვის პირ­ზეა მი­სუ­ლი, ანუ საცხოვ­რებ­ლად უვ­არ­გი­სია, ჯო­ბია და­ვან­­რი­ოთ, ვიდ­რე შე­ვა­კე­თოთ და გა­ვა­მაგ­როთ; ამ­ას გვირ­ჩევ­ნია, ძვე­ლი მა­სა­ლა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ახ­­ლი ავ­­შე­ნოთ, ოღ­ონდ დან­­რე­ვით კი უეჭ­ვე­ლად უნ­და და­ვან­­რი­ოთ. ამ­­სო­ბა­ში მო­ბი­ნად­რე­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა სად­მე შე­­ფა­რონ თა­ვი, თუნ­დაც ქო­ხი იყ­ოს, ხო­ლო თუ ქო­ხიც ვერ მო­­ძებ­ნე­ბა, პირ­და­პირ მინ­დორ­ში, ცის ქვე­შაც კი გა­­თე­ნონ.

ამ­­ვე დროს – ჩვე­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე – არც ის დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ზოგ­ჯერ გარ­­ვე­­ლი მეც­ნი­­რუ­ლი დას­­­ნე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ად­­მი­­ნე­ბი ცხოვ­რობ­­ნენ და ცხოვ­რო­ბენ ჰი­პო­თე­ზე­ბი­სა და საკ­მა­ოდ მყი­ფე გან­მარ­ტე­ბე­ბის იმ­­დად და ზოგ­ჯერ უიმ­­სო­დაც. რო­ცა საქ­მე დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ეხ­­ბა, ხში­რად იმ­­ზეც კი ვერ მო­რი­გე­ბუ­ლან, აქვს თუ არა კაცს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის უფ­ლე­ბა; ასეა, ხან იმ­­საც ვერ ვხვდე­ბით, ცე­მი­ნე­ბას ხა­ხის გა­ღი­ზი­­ნე­ბა რომ იწ­ვევს.

ვინც იმ აზრ­ზე დგას, ჯო­ჯო­ხე­თის მა­რა­დი­­ლი ტან­­ვის ში­ში რომ არა, ად­­მი­­ნე­ბი უფ­რო უკ­­თუ­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნე­ნო, მათ გა­სა­გო­ნად ვიტყო­დი, ცდე­ბი­ან-მეთ­ქი; კი­დეც რომ აიღ­ონ ხე­ლი იმქ­ვეყ­ნი­­რი ცხოვ­რე­ბის რწმე­ნა­ზე, იმ­ის გა­მო კი არ გახ­დე­ბი­ან უარ­­სე­ბი, არა, პი­რი­ქით, უმ­ალ სხვა გზებს და­უწყე­ბენ ძებ­ნას თა­ვის გა­სა­მარ­­ლებ­ლად; ხო­ლო ვინც უზ­აკ­ვე­ლია, ის ის­­დაც უზ­აკ­ვე­ლია და არა ამ მო­­რუ­ლი რწმე­ნის ში­შით. ამ­დაგ­ვა­რი სჯა-ბა­­სი იმ­ათ­­ვი­საა ძნე­ლიც და ბნე­ლიც, ვი­საც ეს კითხ­ვე­ბი მოს­დის თავ­ში და ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, ის სუ­ლის სი­ზან­ტი­თაც იქ­ნე­ბა შეპყ­რო­ბი­ლი.

“კარ­გი, მაგ­რამ, – ვე­კითხე­ბი სა­კუ­თარ თავს, – მა­ინც რა არ­ის შე­ნი რე­ლი­გია?” – და თა­ვად­ვე ვპა­სუ­ხობ – ჩე­მი რე­ლი­გია არ­ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­­ბა ცხოვ­რე­ბა­ში და ცხოვ­რე­ბი­სა – ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში, თუნ­დაც ვი­ცო­დე, ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში ამ­ას ვერ მი­ვაღ­წევ, ჩე­მი რე­ლი­გია არ­ის და­უცხ­რო­მე­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლა იდ­­მა­ლე­ბას­თან. ჩე­მი რე­ლი­გია არ­ის ბრძო­ლა ღმერ­­თან მზის ამ­ოს­­ლი­დან მზის ჩას­­ლამ­დე, სწო­რედ ის­­თი ბრძო­ლა, იაკ­­ბი რომ ებრ­ძო­და მას. არ­­ფერს დავ­­მობ იდ­­მა­ლე­ბი­სა თუ შე­უც­ნო­ბე­ლის წი­ნა­შე, – რო­გორც წე­რენ ხოლ­მე პე­დან­ტე­ბი, – ვერც იმ­ას დავ­ჯერ­დე­ბი, “ბედს ვერ­სად წა­უხ­ვა­ლო”, რომ აუკ­ვი­­ტე­ბი­ათ. ვგმობ ამ თქვენს გაქ­ვა­ვე­ბულ Ignorabimus-ს, სუ­ლერ­თია, ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი ამ­­ღე­ბი­ნებს ხელს ამ ბრძო­ლა­ზე; დი­ახ, მე ვბე­დავ მივ­­­დე მი­უწ­­დო­მელს.

“იყ­ვე­ნით თქუ­ენ სრულ, ვი­თარ­ცა მა­მაი თქუ­­ნი ზე­ცი­თაი სრულ არს”, – გვიბ­­ძა­ნა ქრის­ტემ და თუმ­ცა ეს მი­უწ­­დო­მე­ლი იდ­­­ლია, სწო­რედ ამ მი­უღ­წე­ვე­ლით და­­დო ზღვა­რი ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბას. და ას­­ცააო, იტყ­ვი­ან თე­­ლო­გე­ბი ჩვე­­ლი შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბით, მე კი მა­ინც ჩემ­სას ვეც­დე­ბი და ვიბ­­ძო­ლებ, სა­ნამ სუ­ლი მიდ­გას და ძა­ლა შემ­წევს, გა­მარ­­ვე­ბა­ზე არც ვი­ფიქ­რებ. მაგ­რამ გა­ნა არ­სე­ბუ­ლა კი ოდ­ეს­მე ჯა­რი, თუნ­და ხალ­ხი, და­მარ­ცხე­ბამ­დე რომ და­­ყა­რა ფარ-ხმა­ლი? ან თუ სა­ქე­ბარ-სა­დი­დებ­ლად გაგ­ვიხ­დია ვინ­მე, სი­ცოცხ­ლის ფა­სად რომ და­ნე­ბე­ბია მტერს. მა­შინ ეს ყო­ფი­ლა ჩე­მი რე­ლი­გი­აც!

რა­კი მა­ინც მაძ­ლე­ვენ ას­ეთ კითხ­ვას, მა­შა­სა­და­მე, პა­სუ­ხად ან დოგ­მას ელ­­დე­ბი­ან, ან ამ­ომ­წუ­რავ პა­სუხს, მე­რე შვე­ბით რომ ამ­­­სუნ­­ქონ და კვლა­ვაც იმ თა­ვი­ანთ სუ­ლი­ერ მცო­ნა­რო­ბას მი­ეც­ნენ. მაგ­რამ მარ­ტო ამ­ას რო­დი სჯერ­დე­ბი­ან, ერ­თი სუ­ლი აქვთ, სა­ნამ დამ­­ლიდ­ნენ, და­მა­ნა­წევ­რებ­­ნენ და თა­ვი­ან­თი კლა­სი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით იმ უჯ­რედ­ში მო­მა­თავ­სებ­­ნენ, სუ­ლე­ბის­­ვის რომ აქვთ გან­კუთ­­ნი­ლი. ამ­­ტო­მაა ხან ლუ­თე­რანს რომ მი­წო­დე­ბენ, ხან კალ­ვი­ნისტს, ხან კა­თო­ლი­კედ მნათ­ლა­ვენ და ხა­ნაც ათ­­ის­ტად, ზოგ­ჯერ რა­ცი­­ნა­ლის­ტო­ბას მწა­მე­ბენ, ზოგ­ჯერ მის­ტი­კო­სად მაცხა­დე­ბენ და ვინ იც­ის, კი­დევ რას არ მაბ­რა­ლე­ბენ, თუმ­ცა, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, არ­ცერ­თი ამ სიტყ­ვის მნიშ­­ნე­ლო­ბაც კი არ ეს­მით და არ ეს­მით იმ­­ტომ, რომ ფიქ­რით თავს არ აიტ­კი­ვე­ბენ. მძულს ყო­ველ­­ვა­რი კლა­სი­ფი­კა­ცია, რა­მე­თუ მე, მი­გელ დე უნ­­მუ­ნო, თა­ნაბ­რად სხვა ყვე­ლა ად­­მი­­ნი­სა, ნე­ბის­მი­­რი ად­­მი­­ნი­სა, ვინც კი სრულ­ყო­ფი­ლე­ბას ელტ­ვის, უნ­­კა­ლურ მოდ­­მას ვე­კუთ­­ნი. “არ არ­სე­ბობს სნე­­ლე­ბა, არ­სე­ბო­ბენ სნე­­ლე­ბი”, – იტყ­ვი­ან ექ­­მე­ბი, მე კი ჩემ­სას დავ­ძენ­დი – არ არ­სე­ბობს აზ­რი, არ­სე­ბო­ბენ მო­აზ­როვ­ნე­ნი.

რე­ლი­გი­ის სფე­რო­ში თით­­მის არ­­ფე­რია ის­­თი, რა­ცი­­ნა­ლუ­რი ახს­ნა რომ არ მო­­ძებ­ნე­ბო­დეს, მაგ­რამ მე არც სურ­ვი­ლი მაქვს და არც შე­მიძ­ლია ლო­გი­კურ კავ­ში­რებს და­ვუწყო ჩხრე­კა, აკი რა­ცი­­ნა­ლის­ტუ­რი სწო­რედ ლო­გი­კაა. დი­ახ, ქრის­ტი­­ნი გახ­ლა­ვართ, მტკი­ცედ ვდგა­ვარ ქრის­ტი­­ნულ რწმე­ნა­ზე. დი­ახ, მთე­ლი გრძნო­ბი­თა და გუ­ლით, მაგ­რამ ქრის­ტი­­ნუ­ლი აღმ­სა­რებ­ლო­ბის ერ­თი რო­მე­ლი­მე დოგ­მა მა­ინც არ არ­ის ჩემ­­ვის ამ­­სა­ვა­ლი. ას­­ვე ქრის­ტი­­ნად მი­მაჩ­ნია ყვე­ლა, ვინც ქრის­ტეს მი­მართ მო­წი­წე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლი­თაა გამ­­­ვა­ლუ­ლი, ეგ არ­ის, ორ­თო­დოქ­სებს ვერ ვე­გუ­­ბი, თუნ­და კა­თო­ლი­კე­ბი იყვ­ნენ და თუნ­დაც პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, – თუმ­ცა ის­­ნი ვერც ერთ­მა­ნეთს ეგ­­­ბი­ან, – ამ­ის გარ­და, ის­­ნი ხომ ქრის­ტი­­ნე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ მათ, ვი­საც მა­თე­ბუ­რად არ ეს­მის სა­ხა­რე­ბა; ის­­თი პრო­ტეს­ტან­ტი ქრის­ტი­­ნე­ბიც ვი­ცი, უნ­­ტა­რის­ტებს ქრის­ტი­­ნე­ბად რომ არ თვლი­ან.

გუ­ლახ­დი­ლად ვამ­ბობ, ვე­რა­ნა­­რი რა­ცი­­ნა­ლის­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა-არ­არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ვე­რა­ფერ­ში მარ­­მუ­ნებს. რა­გინდ გო­ნივ­რუ­ლი დას­­­ნე­ბი მო­მი­ტა­ნონ ღმერ­თის არ­სე­ბო­ბის და­სამ­­კი­ცებ­ლად, მე მა­ინც ვიტყ­ვი, ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­რა­ლო­გიზ­­ზეა აგ­­ბუ­ლი-მეთ­ქი და ამ­­სა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბაც სა­კა­მა­თოა. ამ სა­კითხ­ში კანტს ვე­თან­­მე­ბი; მაგ­რამ ამ თე­მა­ზე კა­მათს თავს ვა­რი­დებ, რად­გან ხა­რაზს ხა­რა­ზის ენ­­ზე უნ­და ელ­­პა­რა­კო.

ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ვინ და­მარ­­მუ­ნა, რომ ღმერ­თი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვერც მი­სი არ­არ­სე­ბო­ბა და­მა­ჯე­რა ვინ­მემ გო­ნივ­რუ­ლად. ათ­­ის­ტე­ბის აზ­რე­ბი კი­დევ უფ­რო ზე­რე­ლე და უნ­­­და­გო მეჩ­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე მა­თი მო­პა­ექ­რე­­ბი­სა და თუ მე მა­ინც მწამს ღმერ­თი, ან­და ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მწამს მი­სი რწმე­ნა, ყვე­ლა­ზე უფ­რო იმ­­ტომ მწამს, რომ თა­ვად მე მინ­და ღმერ­თი არ­სე­ბობ­დეს და მე­რე კი­დევ იმ­­ტო­მაც, რომ მე მას ვჭვრეტ გუ­ლით, იგი გაცხა­დე­ბუ­ლია სა­ხა­რე­ბა­ში და ის­ტო­რი­­ში, თუმ­ცა, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, ეს მა­ინც გუ­ლი­დან მო­დის.

ამ­ით ის მინ­და ვთქვა, რომ ისე მა­ინც არა ვარ დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი, რო­გორც, ვთქვათ იმ­­ში, ორ­ჯერ ორი რომ ოთ­ხია.

ამ­დენს რომ ვმსჯე­ლობ, იმ­­ტომ ვმსჯე­ლობ, რომ ჩემ­მა ცნო­ბი­­რე­ბამ მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გა და ვერც სა­ნუ­გე­შოს რას­მე ვხე­დავ ჩემს გა­ჩე­ნა­ში, თო­რემ ამ­­ზე ფიქ­რით თავს ასე რი­გად არ ავ­იტ­კი­ვებ­დი. მაგ­რამ ვაი რომ, მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, ჩე­მი სუ­ლი­­რი ცხოვ­რე­ბა ამ ფიქ­რებ­ში გა­დის, რომ მთე­ლი ჩე­მი მოღ­ვა­წე­­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა ესაა; ვერც იმ­ით ვა­ნუ­გე­შებ თავს ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით, ერთ­თა­ვად რომ გა­­ძა­ხი­ან, არ ვი­ცი და სუ­ლერ­თია, მა­ინც ვე­რა­ფერს გა­ვი­გე­ბო. ცხა­დია, არც მე ვი­ცი და ეგ­ებ მარ­­ლა ვერც ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გო, მაგ­რამ მე მა­ინც მინ­და ვი­ცო­დე! მინ­და და მორ­ჩა!

და აი, ასე, ამ ბრძო­ლა­ში გა­დის ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, ამ იდ­­მა­ლე­ბას­თან, ამ­­უც­ნობ­თან ბრძო­ლა­ში ილ­­ვა ჩე­მი დღე­ნი და თუმ­ცა კი იმ­­დი არ­ცა მაქვს, ოდ­ეს­მე თუ ჩავ­­­დე­ბი ამ სა­­დუმ­ლოს, ჩე­მი მა­სულ­­­მუ­ლე­ბე­ლი და მა­ნუ­გე­შე­ბე­ლი მა­ინც ეს ბრძო­ლაა. დი­ახ, ბრძო­ლაა ჩე­მი ერ­თა­დერ­თი იმ­­დი, უკ­ვე იმ­­საც შე­ვე­გუე, რომ ვე­ძიო იმ­­დი თვით უიმ­­დო­ბა­ში; დაე ნუ აყ­­ყან­დე­ბი­ან უბ­­რე­ბი და ჩი­ტი­რე­კი­­ბი ეს ხომ პა­რა­დოქ­სიაო! 

არ მახ­სენ­დე­ბა არ­ცერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი ად­­მი­­ნი, ვი­საც ეს პრობ­ლე­მა არ აფ­იქ­რებ­დეს, თუმ­ცა არც თუ დი­დი იმ­­დი მაქვს კულ­ტუ­რი­სა – კულ­ტუ­რა და ცი­ვი­ლი­ზა­ცია ხომ ერ­თი და იგ­­ვე მა­ინც არ არ­ის, – დი­დი იმ­­დი არა მაქვს-მეთ­ქი იმ­­თი, ვინც ისე ცხოვ­რობს, ეს პრობ­ლე­მა მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით რომ არ აინ­ტე­რე­სებ­დეს და მარ­ტო ერთ, სო­ცი­­ლურ­სა თუ პო­ლი­ტი­კურ ას­პექ­­ში გა­ნი­ხი­ლავ­დეს; კი­დევ უფ­რო ნაკ­ლე­ბი იმ­­დი მაქვს იმ ად­­მი­­ნე­ბი­სა, ან­და ხალ­ხი­სა, ვინც გო­ნებ­რი­ვი სი­ზან­ტის, ზე­რე­ლო­ბის, მეც­ნი­­რე­ბი­სა და ვინც იც­ის, კი­დევ რამ­დე­ნი სხვა მი­ზე­ზის გა­მო, სულ არ ზრუ­ნა­ვენ სუ­ლის გამ­დიდ­რე­ბა­ზე და ყურ­საც არ ათ­ხო­ვე­ბენ გუ­ლის უწყ­ვეტ შფოთ­ვას; არც იმ­ათ­გან ვე­ლო­დე­ბი რას­მე, ვინც ნი­­დაგ გა­­ძა­ხის: “ამ­­ზე ფიქ­რი არც ღირს!” ძა­ლი­ან ცო­ტა იმ­­დი მაქვს იმ­­თიც, ვი­საც ზე­ცის და ჯო­ჯო­ხე­თის ის­ევ ისე სჯე­რა, ბავ­­ვო­ბა­ში რომ გვჯე­რო­და, ხო­ლო არ­­ვი­თა­რი იმ­­დი არა მქვს იმ­­თი, ვინც უბ­­რის თავ­და­ჯე­რე­ბით ამტ­კი­ცებს, “ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­თია და ზღა­პა­რი, კა­ცი რომ მოკ­­დე­ბა, მი­წა­ში ჩაფ­ლა­ვენ და ყვე­ლა­ფე­რი ამ­­თი მთავ­­დე­ბაო!” და თუ სულ ერ­თი ბე­წო იმ­­დი მა­ინც მაქვს, ის­ევ იმ­­თი იმ­­დი მაქვს, ვინც უარ­ყო­ფით კი უარ­ყოფს, მაგ­რამ ვერ ის­ვე­ნებს, ვინც გა­მუდ­მე­ბით იბრ­­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­­ვის და ამ­ის­­ვის სი­ცოცხ­ლე­საც არ იშ­­რებს, იბრ­­ვის თვი­თონ ბრძო­ლის­­ვის და არა გა­მარ­­ვე­ბის­­ვის.

მე თა­ვად ნი­­დაგ იმ­ას ვცდი­ლობ­დი და ვცდი­ლობ, ავ­­ფო­რი­­ქო მოყ­ვა­სი ჩე­მი, შე­ვაშ­ფო­თო მი­სი გუ­ლი და თუ შევ­­ლებ, ში­შიც კი აღ­ვუძ­რა. მე უკ­ვე ვთქვი ჩემს “დონ კი­ხო­ტი­სა და სან­ჩოს ცხოვ­რე­ბა­ში”, რომ ეს ჩე­მი ყვე­ლა­ზე გულ­­­ფე­ლი აღ­სა­რე­ბაა. სხვე­ბიც რომ ჩემ­სა­ვით ეძ­­ებ­­ნენ და იბრ­ძოდ­ნენ, ეგ­ებ ყვე­ლა ერ­თად სულ პა­წა­წა სა­­დუმ­ლოს მა­ინც გა­მოვ­ტყუ­ებ­დით უფ­ალს. თუ არ­­და, ეს ბრძო­ლა ოდ­ნავ მა­ინც ხომ გაგ­ვა­კე­თილ­შო­ბი­ლებს და სუ­ლით აღგ­ვა­მაღ­ლებს.

ამ ნაშ­რო­მის, ამ რე­ლი­გი­­რი ნაშ­რო­მის გუ­ლის­­ვის, იძ­­ლე­ბუ­ლი გავ­­დი ჩემს კას­ტი­ლი­ურ სოფ­ლებ­ში, კას­ტი­ლი­­რად მო­ლა­პა­რა­კე ხალ­­ში თა­ვი ისე წარ­მო­მე­ჩი­ნა, ვი­თომ ერ­თი ვინ­მე უს­ულ­გუ­ლო, რეგ­ვე­ნი და უკ­მე­ხი კა­ცი ვი­ყა­ვი, ხა­ნაც ჯი­­ტი და მო­­რი­გე­ბე­ლი. ამ ხალხს ხომ სუ­ლის სი­ზან­ტი­სა და უხ­­ლი­სო­ბის ჭია ღრღნის, კა­თო­ლი­კუ­რი დოგ­მე­ბი­სა, თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა თუ მეც­ნი­­რე­ბის­გან ერ­თი­­ნად გა­მო­თაყ­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არ­­ან. ჩვენს უნ­­­თო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ძლივს გა­­გო­ნებთ გუ­ლის სიღ­­მი­დან ამ­­ხეთ­ქილ, აღშ­ფო­თე­ბის ყვი­რილს, ჩვე­ნი მწერ­ლე­ბის­­ვის ას­­თი რამ სრუ­ლი­ად უც­ხოა, რად­გან სულ იმ­ის ში­ში აქვთ, ვა­­თუ სა­სა­ცი­ლო გა­მოვ­­­დე­თო, სულ იმ­ის ფიქ­­ში არ­­ან, ვინ­მემ მას­­რად არ აგ­ვიგ­დო­სო, ვინ­მეს თვალ­ში არ მოვ­­­დე­თო. მე კი ასე ერ­თი დღეც ვერ გავ­­ლებ, თუ საყ­ვი­რე­ლია, კი­დეც ვიყ­ვი­რებ, ქცე­ვის წე­სებს დი­დად არ და­გი­დევთ. ხო­ლო ეს კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზია, რა­ტო­მაც არ მწყა­ლო­ბენ ეს ჩვე­ნი ზრდი­ლი, წე­სი­­რი, თა­და­რი­გი­­ნი, ჭკუ­­დამ­­და­რი თა­ნა­მო­კალ­მე­­ბი; ის კი არ­­და, კი­დევ და­გა­რი­გე­ბენ, მი­გი­თი­თე­ბენ, ჭკუ­ას გას­წავ­ლი­ან, ასე და ასე უნ­და მო­იქ­ცეო. ეს ან­არ­ქის­ტი ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­თომ სტილ­სა და სინ­ტაქ­­ზე რომ ზრუ­ნა­ვენ, თვი­თონ რო­გორც უნ­და და­არ­­ვი­ონ რით­მი­სა თუ რიტ­მის კა­ნო­ნე­ბი, თა­ვი მა­ინც ისე უჭ­­რავთ, თით­ქოს ას­ეც იყ­ოს სა­ჭი­რო, თა­ვი­ანთ დის­ჰარ­მო­ნი­­საც ჰარ­მო­ნი­ად მო­გაჩ­ვე­ნე­ბენ და კი­დეც და­გა­ჯე­რე­ბენ.

რო­ცა კი რა­მე მტკე­ნია, კი­დეც მიყ­ვი­რია და მიყ­ვი­რია სა­ჯა­როდ. თუ რამ ფსალ­მუ­ნე­ბი მაქვს ჩე­მი “პო­­ზი­ის” წიგ­­ში, ყვე­ლა ჩე­მი გუ­ლი­დან ამ­­ხეთ­ქი­ლი ყვი­რი­ლია. ვფიქ­რობ­დი ასე მა­ინც შე­ვარ­ხევ­დი სხვა­თა გუ­ლის სი­მებს, მაგ­რამ თუ მათ ას­­თი სი­მე­ბი და მი­თუ­მე­ტეს, მტკივ­ნე­­ლი სი­მე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ, ან თუ გა­აჩ­ნი­ათ, ისე აქვთ გა­ხე­ვე­ბუ­ლი, რომ ვე­რა­ფე­რი შე­არ­ხევთ, მა­შინ ვერც ჩე­მი ყვი­რი­ლი უშ­ვე­ლით რა­მეს, იქ­ნე­ბა ის­იც კი თქვან, ეს რა პო­­ზიააო და მი­სი აკ­უს­ტი­კის შეს­წავ­ლა­საც კი შე­უდ­­ნენ. ეს იმ­ას ჰგავს, შვი­ლის ყვი­რი­ლის აკ­უს­ტი­კა შე­ის­წავ­ლოს კაც­მა, რო­ცა მის თვალ­წინ მო­­ლოდ­ნე­ლად უს­­ლოდ და­­ცე­მა მა­მა, მაგ­რამ თუ ად­­მი­ანს არც გუ­ლი აქვს და არც მა­მა ჰყავს, იყ­ოს თა­ვის­­ვის.

ჩე­მი “პო­­ზი­ის” ფსალ­მუ­ნე­ბი, სხვა­დას­­ვა კომ­პო­ზი­ცი­ებ­თან ერ­თად, არ­ის კი­დეც ჩე­მი რე­ლი­გია, მაგ­რამ ის­­ნი სიმ­ღე­რე­ბად გა­მოვ­­­ვი და არა ლო­გი­კუ­რად, ან­და რა­ცი­­ნა­ლუ­რად, დი­ახ, ესაა ჩე­მი სიმ­ღე­რა, კარ­გია თუ ცუ­დი, მე ასე ვმღე­რი და ის­­თი ხმა მაქვს, რაც უფ­ალ­მა მომ­მად­ლა და ამ­ის მსა­ჯუ­ლი თა­ვად ვერ ვიქ­ნე­ბი. მაგ­რამ თუ ვინ­მე მათ­ში ლო­გი­კას ან მე­თოდს აღ­მო­­ჩენს და არა ცხოვ­რე­ბას, რა­კი იქ თვალ­საც ვერ მოჰ­­რავს ვერც ფავ­ნებს, ვერც დრი­­დებს, სილ­ვა­ნებს, დუმ­ფა­რებს, აბ­სენ­­სა თუ აბ­ზინ­დას, მწვა­ნე თვა­ლებ­სა და სხვა ზი­ზილ­პი­პი­ლებს, ასე თუ ისე მო­დერ­ნის­ტულს, რა გა­ეწყო­ბა, იყ­ოს ის­იც თა­ვის­­ვის, მი­სი გუ­ლის სი­მებს ვერც ვი­­ლი­ნოს ხე­მი ააჟ­ღე­რებს და ვერც ჩა­ქუ­ჩი შე­არ­ხევს.

თუ­კი რამ არ მომ­წონს, ის­ევ და ის­ევ ჩე­მი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბაა და სიკ­­დი­ლი მირ­ჩევ­ნია, ვიდ­რე ვი­ღაც სუ­ლით მცო­ნა­რამ გა­მა­გო­ნოს, “ეს სე­ნი­­რი ვი­ღა ბრძან­დე­ბაო!” ლი­ბე­რა­ლე­ბი თუ პროგ­რე­სის­ტე­ბი შე­საძ­ლოა რე­აქ­ცი­­ნე­რა­დაც კი მთვლი­ან, ან იქ­ნებ მის­ტი­კო­სად, თუმ­ცა დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ამ­­სა გა­­გე­ბათ რა­მე, ხო­ლო მათ­ზე უფ­რო უარ­­სი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი და რე­აქ­ცი­­ნე­რე­ბი კი სუ­ლი­­რი ან­არ­ქის­ტის იშ­ვი­ათ ნი­მუ­შად მი­იჩ­ნე­ვენ, და ბო­ლოს, ყვე­ლას ერ­თად უთ­­ოდ ერ­თი ახ­­რე­ბუ­ლი ვინ­მე ვგო­ნი­ვარ, თავ­ში რომ ჭრი­ჭი­ნე­ბი უჭ­რი­ჭი­ნე­ბენ და იმ­ის სურ­ვი­ლი კი აქვს, გა­მო­ჩე­ნი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ცის სა­ხე­ლი მო­­პო­ვო­სო, მაგ­რამ გა­ნა შე­იძ­ლე­ბა კა­ცი ამ რეგ­ვენ­თა აზ­რებ­მა და­აფ­­თხოს, თუნ­და კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი და­არ­­ვით და თუნ­და ლი­ბე­რა­ლე­ბი, ან­და რე­აქ­ცი­­ნე­რე­ბი.

რაც გინ­და იყ­ოს, კა­ცი მა­ინც ჯი­­ტია და რამ­დე­ნიც გინ­და უჩ­­ჩი­ნო, მა­ინც თა­ვი­სას იზ­ამს; ასე რომ, ამ კითხ­ვის ავ­ტო­რი თუ მა­ინც წა­­კითხავს ჩემს პა­სუხს, ოთ­ხი სა­­თის შე­გო­ნე­ბის მი­­ხე­და­ვად, კვლავ გა­­მე­­რებს: “კარ­გი, მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, რა დას­­­ნა გა­მო­­ტა­ნეთ?” მეც ავდ­გე­ბი და დას­­­ნის მა­გივ­რად ვიტყ­ვი, თუ მა­ინ­­და­მა­ინც დას­­­ნა გნე­ბავთ, მო­პირ­და­პი­რე მა­ღა­ზი­­ში მიბ­­ძან­დით, ჩემ­თან ას­­თი სა­ქო­ნე­ლი არ იყ­­დე­ბა-მეთ­ქი. ჩე­მიერ­თა­დერ­თიმი­ზა­ნიიყო, არ­ისდაიქ­ნე­ბაის, რომჩე­მიმკითხ­ვე­ლითვი­თონ­ვემიხ­­დესდაშე­იგ­ნოს, მემასარ­­სო­დესშევ­თა­ვა­ზებმზამ­ზა­რე­ულაზ­რებს. თა­ვადნი­­დაგშფო­თი­­ნიდამღელ­ვა­რეცხოვ­რე­ბითრომვცხოვ­რობ, სხვა­საცამ­ას­ვევკარ­ნა­ხობდაამ­ის­კენვუ­ბიძ­გებ, ჭკუ­ასკიარვას­წავ­ლი?! დათუმა­ინცვყი­დიპურს, ყვე­ლამკარ­გადიც­­დეს, რომესმარ­ტოპუ­რირო­დია, უფ­რომე­ტადსა­ფუ­­რიაანფერ­მენ­ტი.

ის­­თი მე­გობ­რე­ბიც მო­მე­პო­ვე­ბა, კარ­გიმე­გობ­რე­ბირომჰქვი­ათ, რომ­ლე­ბიცმირ­ჩე­ვენ, ამსაქ­მესმო­ეშ­ვიდარა­­მეის­ეთსმოჰ­კი­დეხე­ლი, რე­­ლუ­რირომიყ­ოს, რა­ღაცგარ­­ვე­­ლი, კონ­­­რუქ­ცი­­ლი, მყა­რირომერქ­ვა­სო; ეტ­ყო­ბა, დოგ­მა­ტუ­რიო, უნ­დო­დათეთქ­ვათ. მეკიყვე­ლასგა­სა­გო­ნადვაცხა­დებ, რაცარშე­მიძ­ლია, არშე­მიძ­ლია, მემო­ვითხოვთა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჩემსწმინ­დათა­ვი­სუფ­ლე­ბას, დაე, სა­კუ­თართავსდა­ვუ­პი­რის­პირ­დე, თუ­კიას­­თირა­მეცმოხ­დე­ბა. ვერვიტყ­ვი, სიკ­­დი­ლისშემ­დე­გაცშე­მორ­ჩე­ბათუარაწლებ­სადასა­­კუ­ნე­ებსჩე­მინაშ­რომნაღ­ვა­წი, მაგ­რამისკიდა­ბე­ჯი­თე­ბითვი­ცი, ზღვარომღე­ლავსდატალ­ღე­ბინა­პირსაწყ­დე­ბა, ხან­და­ხანშე­ნელ­დე­ბა, მაგ­რამზღვამა­ინცსულბორ­გავსდაახ­ალახ­ალტალ­ღებსწარ­მოქ­­ნის. მა­შინჩე­მინა­ფიქრნა­აზ­რე­ვიცთუერთხანსმი­ყუჩ­და, კვლავაზ­ავ­­დე­ბადაარექ­ნე­ბადა­სას­რუ­ლი.

გა­ნადი­დისი­კე­თედამად­ლიარარ­ის, რომმთვლე­მა­რეგა­მო­აფხიზ­ლო, მცო­ნა­რიშე­ან­ჯღ­რიო, ან­დაუდ­­დე­სირე­ლი­გი­­რისათ­ნო­­ბაარარ­ის, რომმიწყივეძიოჭეშ­მა­რი­ტე­ბადასა­დაცმოგ­­­დე­ბა, ყველ­განდაყო­ველ­ჟამსამ­ხი­ლოსიც­რუე, სიბ­რიყ­ვედაუზ­ნე­­ბა!

ასედაამგ­ვა­რად, ჩემ­მაჩი­ლელ­მამე­გო­ბარ­მაუკ­ვეიც­ის, რაპა­სუ­ხიუნ­დამი­­გოსიმაბ­­ზარხალხს, ვინცკვლა­ვაცდა­­ჩივ­ლებსჩე­მირე­ლი­გი­ისგა­­გებ­რო­ბისთა­­ბა­ზე, მაგ­რამთუ­კიერთის­ეთბრიყვსმა­ინცგა­და­აწყ­დე­ბა, ვი­საცჰგო­ნია, ვი­თომმეავითვა­ლითვუ­ყუ­რებჩემსხალხსან­დაჩემსქვე­ყა­ნას, რო­ცამისრო­მე­ლი­მეუბ­ირ­სადაგონ­დახ­შულშვილ­ზეამ­დენსგავ­­ვი­რი, მა­შინჯო­ბია, არცარ­­ფე­რიუპ­­სუ­ხოს.

© ”არილი”

Facebook Comments Box