ინტერვიუ

თო­მას ვენ­ც­ლო­ვა – ვილნიუსელი ტარტიუფი იელის უნივერსიტეტ­ში

t.venclova

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

– თუ შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი გამ­გ­ზავ­რე­ბის ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ყე­ვით.

– საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით გა­მიშ­ვეს, მა­მოწ­მებ­დ­ნენ რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი. ბერ­კ­ლი­ში სე­მი­ო­ტი­კის კურსს ვკითხუ­ლობ­დი, მაგ­რამ იმ­ავ­დ­რო­უ­ლად რა­დი­ო­თიც გა­მოვ­დი­ო­დი და სსრკ-ში ად­ა­მი­ან­თა უფ­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობ­დი. ლიტ­ვის “ჰელ­სინ­კის” ჯგუ­ფის – ძალ­ზე თავ­გან­წი­რუ­ლი დი­სი­დენ­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის – წევ­რი ვი­ყა­ვი და ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნ­და ამ თე­მის აქ­ცენ­ტი­რე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მა­ლე ჩა­მო­მარ­თ­ვეს და იძ­უ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­მეთხო­ვა. ახ­ლა უკ­ვე ორი პას­პორ­ტი მაქვს: ამ­ე­რი­კუ­ლი და ლიტ­ვუ­რი. მრა­ვა­ლი წე­ლია იელ­ში ვას­წავ­ლი, და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია და ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი გავ­ხ­დი.

– რა ერქ­ვა დი­სერ­ტა­ცი­ას?

– “არ­ამ­დ­გ­რა­დი წო­ნას­წო­რო­ბა: რვა რუ­სუ­ლი პო­ე­ტუ­რი ტექ­ს­ტი” – ლექ­სე­ბის გარ­ჩე­ვაა ლოტ­მა­ნის სკო­ლის ყა­ი­და­ზე.

ვწერ ლექ­სებს, მაგ­რამ ძალ­ზე არ­აპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი პო­ე­ტი ვარ, ერთხელ გა­მოვ­თ­ვა­ლე და მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­დარ­ჩე­ვის შემ­დეგ მხო­ლოდ 157 ლექ­სი დარ­ჩე­ბო­და. ყვე­ლა ის­ი­ნი ლიტ­ვა­სა და ამ­ე­რი­კა­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ამ­ას­წი­ნათ ლიტ­ვა­ში გა­მო­ვი­და ჩე­მი რჩე­უ­ლი პო­ე­ზია და მე მას­ში 50 გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე და­წე­რი­ლი და 50 ამ­ე­რი­კა­ში შექ­მ­ნი­ლი ლექ­სი შე­ვი­ტა­ნე: ეს მათ ჯი­ნა­ზე გა­ვა­კე­თე, ვინც ფიქ­რობს, რომ პო­ე­ტი ჭკნე­ბა ემ­იგ­რა­ცი­ა­ში. ცოტ-ცო­ტას ლიტ­ვუ­რა­დაც ვთარ­გ­მ­ნი.

– თქვე­ნი სხვა წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რეთ.

– დი­სერ­ტა­ცი­ის გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ პო­ლო­ნე­ლი პო­ე­ტის, ალ­ექ­სანდრ ვა­ტის შე­სა­ხებ დავ­წე­რე წიგ­ნი. იგი უკ­ი­დუ­რე­სი ფუ­ტუ­რის­ტი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით კრუ­ჩო­ნი­ხის დო­ნის; შემ­დეგ კო­მუ­ნის­ტი გახ­და – ომ­ამ­დე – მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მი­ა­ტო­ვა პარ­ტია და სსრკ-ში, მავ­თულ­ხ­ლარ­თებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ და­სავ­ლეთ­ში წა­ვი­და. ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი გა­მოს­ცა – მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ტი­პის – და მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ნა­დეჟ­და მან­დელ­შ­ტა­მის წიგ­ნ­საც შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­და­როთ. ეს წიგ­ნი რომ გა­მო­ვი­და, 1967 წელს ვატ­მა თა­ვი მო­იკ­ლა, პა­რიზ­ში. ინგ­ლი­სუ­რად მის შე­სა­ხებ თით­ქ­მის არ­ა­ფე­რი არ­სე­ბობ­და, თა­ნაც მე­ო­რე წიგ­ნი მჭირ­დე­ბო­და უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად და მეც ვა­ტი ავ­ირ­ჩიე. ოთ­ხი წე­ლი ვწერ­დი, ინგ­ლი­სურ ენ­ა­ზე, 90-იან­ებ­ში გა­მო­ვი­და და ახ­ლა პო­ლო­ნუ­რა­და­ცაა თარ­გ­მ­ნი­ლი: რად­გა­ნაც პო­ლო­ნე­ლე­ბის­თ­ვის ვა­ტი და­ახ­ლო­ე­ბით იგ­ი­ვეა, რაც ჩვენ­თ­ვის მა­ი­ა­კოვ­ს­კი, ოღ­ონდ მას ჯერ ბა­ნა­კებ­ში უნ­და მო­ე­ხა­და “ვა­და”, შემ­დეგ კი უც­ხო­ეთ­ში უნ­და გაქ­ცე­უ­ლი­ყო.

ჩე­მი მე­სა­მე წიგ­ნი – “თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ნი ნა­დიმ­ზე” – ვილ­ნი­უს­ში გა­მო­ვი­და რუ­სულ ენ­ა­ზე. ესაა სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბის კრე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ თე­მა­ზე და სულ ახ­ლა­ხან, მოს­კოვ­ში გა­მო­ი­ცა ჩე­მი პუბ­ლი­ცის­ტი­კის წიგ­ნი ცო­ტა­თი პრე­ტენ­ზი­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით “თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­მარ­თ­ლე”. სა­თა­უ­რი გა­მომ­ცემ­ლის დარ­ქ­მე­უ­ლია და წიგ­ნ­ში შე­სუ­ლი წე­რი­ლე­ბიც რუ­სუ­ლა­დაა თარ­გ­მ­ნი­ლი. მას­ში შე­სუ­ლია გა­სუ­ლი წლე­ბის პუბ­ლი­ცის­ტი­კა, რო­მელ­თა­გან დი­დი ნა­წი­ლი ლიტ­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დე­გაა და­წე­რი­ლი. აქაა სტა­ტი­ე­ბი ლიტ­ვუ­რი თვით­შეგ­ნე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, მი­სი უკ­ი­დუ­რე­სო­ბე­ბი­სა და შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხებ. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ მე პრინ­ცი­პუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ვარ ვიწ­როდ გა­გე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა, ამ­ის შე­სა­ხებ ბევრს ვწერ და ვსა­უბ­რობ, რაც, რო­გორც ჩანს, ვერ უწ­ყობს ხელს ლიტ­ვა­ში ჩემს და­დე­ბით პო­პუ­ლა­რო­ბას.

– ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, მაგ­რამ თქვენ ხომ, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პო­ე­ტად აღ­იქ­ვამთ თავს. მე მგო­ნი, დად­გა დრო, თქვე­ნი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი რუ­სულ ენ­ა­ზეც გა­მო­ვი­დეს?

– აქ­ტუ­ა­ლუ­რი შე­კითხ­ვაა. მარ­თ­ლაც, მირ­ჩევ­ნია პო­ე­ტი ვი­ყო, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, მას­წავ­ლე­ბე­ლი­ცაა, მთარ­გ­მ­ნე­ლიც და ა.შ… რო­დის გა­მო­ვა ჩე­მი ლექ­სე­ბის რუ­სუ­ლი კრე­ბუ­ლი, ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ ერ­თი რამ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, მთარ­გ­მ­ნე­ლებ­თან ბედ­მა გა­მი­ღი­მა: ჩე­მი ლექ­სე­ბი თარ­გ­მ­ნეს ცხო­ნე­ბულ­მა იოს­იფ ალ­ექ­სან­დ­რო­ვიჩ­მა (ორი ლექ­სი, რო­მე­ლიც ჩე­მი უკვ­და­ვე­ბის გა­რან­ტი­ად იქ­ცა), გორ­ბა­ნევ­ს­კა­ი­ამ, კუშ­ნერ­მა, გან­დელ­ს­მან­მა, კუ­ლემ – წიგ­ნის­თ­ვის მარ­თ­ლაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ­ა­ვინ მთა­ვა­ზობს ამ იდ­ე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მე ხომ არ დავ­ტ­რი­ალ­დე­ბი, უხ­ერ­ხუ­ლია. მი­თუ­მე­ტეს, რომ ძალ­ზე წყნა­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ და ვე­რი­დე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ებს, სა­დაც უარ­ის მი­ღე­ბის დი­დი შან­სია.

– რო­გორ გან­საზ­ღ­ვ­რავ­დით სა­კუ­თარ პო­ე­ტი­კას – აქ­ამ­დე ხომ თქვენ მუ­დამ სხვი­სი პო­ე­ტი­კის გან­მარ­ტე­ბით იყ­ა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი?

– მე ერთ­გ­ვა­რი კლა­სი­ცის­ტი ვარ, მან­დელ­შ­ტა­მის, ბროდ­ს­კის ხა­ზის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი (თუმ­ცა სა­კუ­თარ თავს მათ არ ვა­და­რებ, რა თქმა უნ­და), ამ­ი­ტო­მაც ჩე­მი პო­ე­ზია მკაც­რია, რეტ­როს­პექ­ტუ­ლი, თუმ­ცა რა­ღა­ცით ექს­პე­რი­მენ­ტუ­ლიც – რად­გა­ნაც ვმუ­შა­ობ გა­რით­მ­ვის სქე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ჩე­მამ­დე არ­ა­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ლიტ­ვა­ში.

– რამ­დე­ნად გან­საზ­ღ­ვ­რავს ლიტ­ვუ­რი ენა ზო­გა­დად პო­ე­ტი­კას?

– ბევ­რი რამ მეტ­რი­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ლიტ­ვუ­რი სიტყ­ვე­ბი, რო­გორც წე­სი, ერ­თი ან ორი მარ­ც­ვ­ლით გრძე­ლია, ვიდ­რე რუ­სუ­ლი, რაც ცო­ტა­თი არ­თუ­ლებს რუ­სუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზო­მე­ბის თარ­გ­მ­ნას. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი ჰეგ­ზა­მეტ­რით იყო და­წე­რი­ლი. შემ­დეგ სი­ლა­ბი­კით წერ­დ­ნენ და ეს სი­ლა­ბუ­რი ლექ­სი დღემ­დე შე­მორ­ჩა ენ­ას, ამ­ი­ტო­მაც მე რამ­დე­ნი­მე ლექ­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სა­ზო­მით დავ­წე­რე. შემ­დეგ იყო XIX სა­უ­კუ­ნის რე­ფორ­მა, რო­ცა მკაც­რი სი­ლა­ბო­ტო­ნი­კით და­იწყეს წე­რა, პუშ­კი­ნის ყა­ი­და­ზე და ამ­ა­ვე სი­ლა­ბო­ტო­ნი­კას იყ­ე­ნებ­დ­ნენ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­შიც, რის გა­მოც იგი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სოც­რე­ა­ლიზ­მ­თან ას­ო­ცირ­დე­ბო­და. ამ­ი­ტო­მაც, 60-იან წლებ­ში პო­ე­ტებ­მა უარი თქვეს მას­ზე და შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მი­მარ­თეს. ჩე­მი რა­დი­კა­ლიზ­მი კი სხვა რა­მე­ში მდგო­მა­რე­ობ­და – მე­ტა­ფო­რას, კომ­პო­ზი­ცი­ა­სა და გა­რით­მ­ვას მე ის­ევ და ის­ევ სი­ლა­ბო­ტა­ნი­კა­ზე ვამ­ყა­რებ­დი. თუმ­ცა ხან­და­ხან ვერ­ლიბ­რ­საც ვწერ.

– თქვენ­თან სა­უბ­რი­სას, ყო­ველ­თ­ვის მიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი,პო­ეტ ლევ ლო­სევს – და უფ­რო ფარ­თოდ კი – პო­ე­ზი­ის პე­ტერ­ბურ­გულ სკო­ლას შე­გა­და­როთ. რო­გორ მოგ­წონთ ამგ­ვა­რი შე­და­რე­ბა?

– ლევ ლო­სე­ვი მიყ­ვარს და პა­ტივს ვცემ, ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ იგი ძა­ლი­ან ირ­ო­ნი­უ­ლი პო­ე­ტია, მე კი არა. სხვა მხრივ, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ დი­ახ, მე პე­ტერ­ბურ­გულ სკო­ლას წარ­მო­ვად­გენ ლიტ­ვა­ში. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ეს მარ­თა­ლია, მაგ­რამ საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ ლიტ­ვე­ლებს თა­ვი­სი პე­ტერ­ბურ­გუ­ლი სკო­ლა ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნე­ში ჰყავ­დათ, რო­ცა ლიტ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი – მა­ი­რო ნი­სი და ბა­რა­ნა­უს­კა­სი – პე­ტერ­ბურ­გ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, ამ ქა­ლა­ქის ორგ­ვარ აღქ­მას იზ­ი­ა­რებ­დ­ნენ: პუშ­კი­ნი­სე­ულს და მიც­კე­ვი­ჩი­სე­ულს. ასე რომ, თუ­კი მე პე­ტერ­ბურ­გის სკო­ლას ვე­კუთ­ვ­ნი, ეს უფ­რო ძვე­ლი, მა­შინ­დე­ლი “ლიტ­ვუ­რი პე­ტერ­ბურ­გის” სკო­ლა იქ­ნე­ბა, სა­დაც მკაც­რი ფორ­მა და კულ­ტუ­რუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა ბა­ტო­ნობს.

– რო­გორ მი­მარ­თე­ბა­შია თქვე­ნი აზ­რით, დი­დი პო­ე­ტი­კა და ჩვე­ნი დრო­ის პო­ე­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია?

– პო­ე­ტი­კე­ბი სა­ერ­თოდ არც ისე ბევ­რია, სულ შე­საძ­ლოა მხო­ლოდ ოთ­ხი პო­ე­ტი­კა არ­სე­ბობ­დეს: რო­მან­ტი­კუ­ლი, კლა­სი­ცის­ტუ­რი, ავ­ან­გარ­დუ­ლი და სუ­პე­რა­ვან­გარ­დუ­ლი. ამ­ი­ტო­მაც პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის ეპ­ო­ქა­ში ავ­ტორს, რაც არ უნ­და გა­ა­ხუ­რო, მა­ინც მათ­თან უწ­ევს მუ­შა­ო­ბა: ვერ­სად წა­უ­ვა. უბ­რა­ლოდ, ზოგ­ჯერ ამ ავ­ტო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი გრგვი­ნავს ხოლ­მე, ზოგ­ჯერ კი არ­აფ­რად ვარ­გა. ამ­ი­ტო­მაც ვცდი­ლობ ერ­თი სტი­ლის ერთ­გუ­ლი ვი­ყო, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად ძალ­ზე რა­დი­კა­ლურ ხერ­ხებ­შიც ინ­არ­ჩუ­ნებს თა­ვის სა­ხეს.

– რა ხდე­ბა ახ­ლა ლიტ­ვურ პო­ე­ზი­ა­ში, რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა?

– ერ­თი ტენ­დენ­ცია ყვე­ლა­ზე უფ­რო თვალ­ში­სა­ცე­მია, ესაა იდ­ი­ო­ტიზ­მამ­დე და­სუ­ლი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა. ეს უკ­ვე ობ­ი­ე­რი­უც კი არაა, მათ ხომ თა­ვი­სი ხიბ­ლი ჰქონ­დათ და ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო სა­კითხა­ვი იყო. ამ­ათ­თან, უბ­რა­ლოდ, გე­ზა­რე­ბა კითხ­ვა, მო­იწყენ.

– თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ პო­ე­ზი­ა­ზე რას იტ­ყო­დით?

– თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ პო­ე­ზი­ა­ში მომ­წონს… ვთქვათ, კი­ბი­რო­ვი.

– მაგ­რამ კი­ბი­რო­ვი ხომ თქვე­ნი სრუ­ლი ან­ტი­პო­დია.

– ალ­ბათ იმ­ი­ტო­მაც მომ­წონს, რომ ასე არ­ას­დ­როს დავ­წერ. მას იუმ­ო­რის გრძნო­ბა აქვს და თა­ნაც, საბ­ჭო­თა ეპ­ო­ქის ხატს ქმნის, ეპ­ო­ქის, რო­მე­ლიც თვალ­სა და ხელს შუა ირღ­ვე­ვა, მი­სი ეპ­ო­ქის ხატს. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, მე ჩემს თა­ნა­ტო­ლებს უკ­ეთ ვიც­ნობ – რე­ინს, კუშ­ნერს, გორ­ბა­ნევ­ს­კა­ი­ას. მათ ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ტე­ბის ახ­ალ თა­ო­ბას, მე აქ არა ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტი.

– გა­ვი­გე, რომ თქვენ ოდ­ეს­ღაც ოდ­ე­ნი გი­თარ­გ­მ­ნი­ათ ლიტ­ვუ­რად. მარ­თა­ლია?

– დი­ახ, ძა­ლი­ან დი­დი ხნის წინ, რამ­დე­ნი­მე ლექ­სი იყო, “უ.ბ.იეიტ­სის ხსოვ­ნას”, “1939 წლის 1 სექ­ტემ­ბე­რი” და კი­დევ რა­ღაც. გა­ვუგ­ზავ­ნე კი­დეც, რის შემ­დე­გაც პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, სა­დაც ოდ­ე­ნი ზრდი­ლო­ბი­ან მად­ლო­ბას მიხ­დი­და გარ­ჯის­თ­ვის. რო­ცა ბროდ­ს­კი მი­ემ­გ­ზავ­რე­ბო­და, ვუთხა­რი: “ვი­ცი, იქ პირ­ველ რიგ­ში ოდ­ენს შეხ­ვ­დე­ბი, მე კი თარ­გ­მ­ნი­ლი მყავს ეგ კა­ცი და “მი­მო­წე­რაც” მქონ­და, ამ­ი­ტომ სახ­სოვ­რად აი, ეს ბოთ­ლი მინ­და გა­გა­ტა­ნო”-მეთ­ქი. და გა­და­ვე­ცი ერ­თი ბოთ­ლი ძა­ლი­ან მა­გა­რი – 70 გრა­დუ­სი – ლიტ­ვუ­რი სას­მე­ლი, ვთხო­ვე ოდ­ენ­თან ერ­თად და­ე­ლია, რო­ცა შეხ­ვ­დე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ას­ეც მო­იქ­ც­ნენ. აი, ას­ე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ოდ­ენ­თან. ერ­თი სიტყ­ვით, სუ­ლე­ლუ­რი.

– რა­ტომ სუ­ლე­ლუ­რი. ას­ე­თი ის­ტო­რი­ე­ბი­დან იბ­ა­დე­ბი­ან პო­ე­ტე­ბი, შე­საძ­ლოა თა­ვად ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­აც კი ამ ამ­ბე­ბის გა­მო იწ­ე­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, თქვენ­ზე მსმე­ნია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გა­დახ­დო­მიაო თავს. მარ­თა­ლია?

– კი, იყო ერ­თი-ორი. უც­ხო ის­ტო­რი­ებ­საც მე მაბ­რა­ლე­ბენ ხოლ­მე – მა­გა­ლი­თად, დოვ­ლა­ტოვს ერ­თი ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი და მან ჩათ­ვა­ლა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს მე გა­დამ­ხ­და თავს.

არ­ა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ პო­ლო­ნელ მწე­რალს, აწ გარ­დაც­ვ­ლილს, ლე­ო­პოლდ ტირ­მანდს და­ე­მარ­თა. ტირ­მან­დი პო­პუ­ლა­რულ დე­ტექ­ტი­ურ რო­მა­ნებს წერ­და და სა­შინ­ლად ვერ იტ­ან­და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ბო­ლოს და ბო­ლოს, და­სავ­ლეთ­ში გა­იქ­ცა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ან­ტი­კო­მუ­ნის­ტი გახ­და. წე­რას თა­ვი და­ა­ნე­ბა და ძი­რი­თა­დად, ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ასე რომ, თა­ვი­სი და­სავ­ლუ­რი კა­რი­ე­რის და­საწყის­ში, კითხ­ვა­ზე ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ იგი ხში­რად პა­სუ­ხობ­და: “მე სა­მი ტი­პის ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ. ერთ­ში 50 დო­ლარს ვი­ღებ, მე­ო­რე­ში 100-ს, მე­სა­მე­ში კი 200-ს. ორ­მოც­და­ა­თი­ანს, რა თქმა უნ­და, არ გირ­ჩევთ”.

ეს ის­ტო­რია დოვ­ლა­ტოვს მო­ვუ­ყე­ვი და მან, ეტ­ყო­ბა კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, წარ­მო­იდ­გი­ნა რო­გორ ვვაჭ­რობ­დი ჩე­მი ლექ­ცი­ე­ბით, რაც, რა თქმა უნ­და, არ მომ­ხ­და­რა. ისე, ის­ტო­რი­ე­ბი ჩემს შე­სა­ხებ ის­ე­დაც ბევ­რია.

– მაგ­რამ რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც თქვენ გე­მარ­თე­ბათ ეს ამ­ბე­ბი?

– ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი ად­ა­მი­ა­ნი ვარ, ავ­ან­ტი­უ­რის­ტი და ხში­რად ჩე­მი ინ­ი­ცი­ა­ტი­ვით ვეხ­ვე­ვი ხოლ­მე ამ­ბებ­ში. თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან ბევრს ვსვამ­დი და ამ­ა­ნაც, რა თქმა უნ­და, ხე­ლი შე­უწყო… ამ ის­ტო­რი­ე­ბი­დან ბევ­რ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში “და­იმ­კ­ვიდ­რა” ად­გი­ლი. რე­ინს აქვს ლექ­სი “სა­მი აღდ­გო­მა”, სა­დაც რა­ღაც ვილ­ნი­უ­სელ ტარ­ტი­უფს ვგა­ვარ… რე­ი­ნის­ვე ლექ­სებ­ში ხში­რად ვფი­გუ­რი­რებ რო­გორც “მი­ლი­ო­ნე­ბის მემ­კ­ვიდ­რე”, რაც მა­მა­ჩე­მის, ცნო­ბი­ლი ლიტ­ვე­ლი მწერ­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, თუმ­ცა ეს თან­ხა ნამ­დ­ვი­ლად არ იყო ას­ე­თი კო­ლო­სა­ლუ­რი.

– ამ­ე­რი­კა­ში რო­გორ არ­ის საქ­მე, ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე თქვენს თავს უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი?

– ად­რე ის­ტო­რი­ებს ჩემს შე­სა­ხებ სტუ­დენ­ტე­ბი ქმნიდ­ნენ, მათ ას­ე­თი ინგ­ლი­სუ­რი ზმნაც კი მო­ი­ფიქ­რეს, tovenclova, რაც “გა­მო­თაყ­ვა­ნე­ბუ­ლი სა­ხით ბო­დი­ალ­სა და ბუტ­ბუტს” ნიშ­ნავს.

– რო­გორ გა­ი­ცა­ნით ტა­ნია, თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე? რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ეს­ეც ფან­ტას­ტი­კუ­რი ის­ტო­რიაა – პო­ეტ­მა ევ­გე­ნი რე­ინ­მა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე და­მი­ხა­სი­ა­თა იგი. მინ­და დე­და­ნი მო­ვის­მი­ნო.

– ო, ეს კლა­სი­კუ­რი ის­ტო­რიაა. ჩვენ ერთ­მა­ნეთს გორ­ბა­ნევ­ს­კა­ი­ამ გაგ­ვაც­ნო, თა­ნაც ძალ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და ეს. 1967 წლის ზაფხულ­ში იგი ვილ­ნი­უს­ში ჩა­მო­ვი­და. ეს ამ­ბა­ვი წი­თელ მო­ე­დან­ზე მის გმი­რო­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე მოხ­და, თუმ­ცა უკ­ვე მა­შინ ძალ­ზე რის­კი­ა­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ღა­მის სამ სა­ათ­ზე მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ სად­გურ­შია და ქა­ლაქ­ში ავ­ტოს­ტო­პით ჩა­მო­ვი­და. იგი ყო­ველ­თ­ვის ავ­ტოს­ტ­რო­პით მოძ­რა­ობ­და და მეც ხში­რად ვიქ­ცე­ო­დი ხოლ­მე ასე. ბროდ­ს­კი ამგ­ვარ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მე­უბ­ნე­ბო­და: “თუ­კი მძღო­ლი გკითხავს, სად მი­დი­ხა­რო, უნ­და უპ­ა­სუ­ხო: “ნა­შას­თან” ან “ნა­შას­გან”. თავს და­გა­ნე­ბებს და აღ­არ ჩა­გე­კითხე­ბა”. ას­ეც ვიქ­ცე­ო­დი.

ჰო­და, მივ­დი­ვარ სად­გურ­ზე და ქა­ლაქ­ში ვსე­ირ­ნობთ მი­სი ჩე­მოდ­ნით (სა­დაც ას­ი­ა­ნი რა­ღაც აკრ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბი ჰქონ­და, ან სა­მიზ­და­ტი). ვუხ­ს­ნი, სახ­ლ­ში ვერ მი­გიყ­ვან, მშობ­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ და ამ­ი­ტომ ნაც­ნო­ბებ­თან და­გა­სახ­ლებ-მეთ­ქი. მაგ­რამ არ გინ­და, ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე და­ად­გე იმ ხალხს? სირ­ცხ­ვი­ლია! დი­ლამ­დე უნ­და მოგ­ვე­ცა­და. სა­მა­გი­ე­როდ, დავ­დი­ვართ და ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით დი­ლის ვილ­ნი­უსს. ცხრა სა­ათ­ზე ვე­ნიჩ­კა ერ­ო­ფე­ე­ვი­ვით და­სა­ლე­ვად გა­ვი­წიე. შე­ვე­დით სა­სა­დი­ლო­ში, სა­დაც კო­ნი­ა­კი და ყა­ვა ჰქონ­დათ და მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქით; იქ უკ­ვე ვი­ღაც იჯ­და, ვკითხე, თუ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი, თა­ნაც სა­ხე­ზე არც შე­მი­ხე­დია. მოგ­ვი­ტა­ნეს ეს კო­ნი­ა­კი, ავ­წიე სირ­ჩა და და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემს წინ გო­გო­ნა იჯ­და. ეს იყო ტა­ნია. მა­შინ იგი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი იყო, ალ­ბათ. ფან­ტას­ტი­კუ­რად ლა­მა­ზი, დავ­ბ­რ­მავ­დი, გავ­ქ­ვავ­დი და გა­მოვ­ქ­ლი­ავ­დი. ოცი წლის იყო, მე ოც­და­ა­თი­სა და ვი­ფიქ­რე, ეს რომ არ გა­ვიც­ნო, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ნა­ნებ-მეთ­ქი.

მაგ­რამ რო­გორ, რა­ნა­ი­რად უნ­და გა­ვიც­ნო?

ნა­ტა­შა კი ამ დროს ალ­ი­კა გინ­ზ­ბურ­გ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბა, იმ­ის შე­სა­ხებ, რომ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წევს და ა.შ. უც­ებ, გო­გო­ნა თვი­თონ ჩა­ერ­თო სა­უ­ბარ­ში. თურ­მე ალ­ი­კას დე­დას იც­ნობ­და და მთე­ლი საქ­მის აზრ­ზე იყო. ასე გა­ვი­ცა­ნით ერთ­მა­ნე­თი. ტა­ნია ერ­თი დღით ჩა­მო­ვი­და ვილ­ნი­უს­ში და ისე მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა, რომ არც არ­ა­ფე­რი უნ­ა­ხავს ჩვენს ქა­ლაქ­ში. “ერ­თი დღით მა­ინც დარ­ჩით და ჩემ­ზე უკ­ეთ ვე­რა­ვინ და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებთ-მეთ­ქი აქ­ა­უ­რო­ბას”, – ვუთხა­რი. “კი მაგ­რამ, მე ხომ თქვენ არ გიც­ნობთ”, – მი­პა­სუ­ხა გო­გო­ნამ და აქ გორ­ბა­ნევ­ს­კა­ი­ამ მთა­ვა­რი ფრა­ზა წარ­მოთ­ქ­ვა: “ნუ გე­ში­ნი­ათ, ეს ად­ა­მი­ა­ნი თქვენ არ­ა­ფერს გავ­ნებთ”. გო­გო­ნა და­თან­ხ­მ­და, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე ვილ­ნი­უ­სი და კა­უ­ნას­შიც ვი­ყა­ვით. ერ­თი სიტყ­ვით – რო­მა­ნი და­იწყო. მეც სხვა რა მინ­დო­და…

შემ­დეგ ჯა­რე­ბი შე­ვიდ­ნენ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მითხ­რა: “ტო­მას, რა­ღაც უნ­და ვი­ღო­ნოთ (მა­შინ ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დით, რომ გორ­ბა­ნევ­ს­კაია წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­მო­ვი­და), მო­დი, ტრან­ს­პა­რან­ტე­ბი დავ­წე­როთ და ქუ­ჩა­ში გა­ვი­დეთ. სირ­ცხ­ვი­ლია”. ამ ჩა­ლიჩ­ში ვართ და ტა­ნი­ამ, ან ტრან­ს­პა­რან­ტე­ბი, ან მეო. ერ­თი სიტყ­ვით, მას სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ეშ­ი­ნო­და, რომ და­მი­ჭერ­დ­ნენ. და­ვუ­ჯე­რე და ამ­ით ერ­ოვ­ნუ­ლი გმი­რის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შან­სიც დავ­კარ­გე. თუმ­ცა მე და ტა­ნია მა­ინც დავ­შორ­დით ერთ­მა­ნეთს, ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით, ორ­ი­ვე და­ვო­ჯახ­დით და შვი­ლე­ბიც გვე­ყო­ლა და მხო­ლოდ 23 წლის შემ­დეგ შევ­ხ­ვ­დით ერთ­მა­ნეთს, რო­ტერ­დამ­ში. უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი იქ. ჩემ­მა გო­გო­ნამ რომ მკითხა, “შე­ნი ძვე­ლი girlfriend-ია”-ო, “ჰო, და­ახ­ლო­ე­ბით”-მეთ­ქი. “აი, ქა­ლი, ვინც შენ გჭირ­დე­ბაო!” და მეც და­ვუ­ჯე­რე ქა­ლიშ­ვილს, რა­საც სრუ­ლი­ად არ ვნა­ნობ.

– თქვენ ერ­ო­ფე­ე­ვი ახ­სე­ნეთ: ეს­ეც ხომ ის­ტო­რიაა?

– რა თქმა უნ­და. ერთხელ მოს­კოვ­ში ერთ ნაც­ნობ ქალ­თან ასვ­ლა და­ვა­პი­რე, პუშ­კინ­ს­კა­ი­ა­ზე; ფხი­ზე­ლი ვარ და მი­ვუყ­ვე­ბი კი­ბეს, ამ დროს ვხე­დავ: კი­ბე­ებ­ზე მურ­და­ლი ტი­პე­ბის დი­დი კოდ­ლაა ჩა­მომ­ჯ­და­რი, ბლო­მად არ­ი­ან და სვა­მენ. ვო­რო­ბი­ა­ნი­ნო­ვი­ვით, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­ვე­ძუყ­ნე ამ ტი­პებს, გა­მო­რიცხუ­ლი არ იყო, ფე­ხე­ბი­თაც შემ­დ­გო­მოდ­ნენ. მაგ­რამ რას ვი­ზამ­დი, გან­წი­რუ­ლი ვი­ყა­ვი, წინ მი­ვი­წევ, ამ დროს დგე­ბა ამ­ა­თი ატ­ა­მა­ნი, სიმ­პა­თი­უ­რი, მაგ­რამ მურ­და­ლი სი­ფა­თის კა­ცი და მე­კითხე­ბა: “ვი­ნა ხარ?” – “მე ტო­მას ვენ­ც­ლო­ვა ვარ, შენ?” – “მე ვე­ნე­დიქტ ერ­ო­ფე­ე­ვი. მო­დი დავ­ლი­ოთ”. ეტ­ყო­ბა, გა­გო­ნი­ლი ჰქონ­და ჩემს შე­სა­ხებ, მეც შო­რი­დან ვიც­ნობ­დი – “მოს­კო­ვი-პე­ტუშ­კი” უკ­ვე და­წე­რი­ლი იყო. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს­ე­ნიც ამ ნა­შას­თან მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ არ შე­უშ­ვეს, ადგ­ნენ და პირ­და­პირ კი­ბე­ებ­ზე შე­უ­ბე­რეს. მეც, რა თქმა უნ­და, მათ­თან ერ­თად გა­ვი­ლე­შე და ქალ­თან აღ­არც ავ­სულ­ვარ.

– მახ­სოვს, ორ­ი­ო­დე წლის წინ კრა­კოვ­ში შეგ­ხ­ვ­დით, პო­ე­ტურ ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც მი­ლო­შიც იყო, და აი, რამ გა­მაკ­ვირ­ვა მა­შინ: რო­ცა პო­ე­ზი­ა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, თქვენც და მი­ლო­შიც, თით­ქოს პა­სი­უ­რობ­დით. პო­ლი­ტი­კა­ზე კი გა­უ­თა­ვებ­ლად შე­გეძ­ლოთ გე­სა­უბ­რათ. კი მაგ­რამ, რა­ტომ? ცო­დო არაა პო­ე­ზია?

– მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა პო­ე­ზი­ა­ზე ლა­პა­რა­კი და მე მგო­ნი, მი­ლოშ­საც იგ­ი­ვე სჭირს. ცო­ტა­თი არ გვიყ­ვარს, რო­ცა ამ საქ­მეს ვუღ­რ­მავ­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ჯა­როდ. პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი გა­ცი­ლე­ბით იოლია. თა­ნაც, პო­ლო­ნე­თი­სა და ლიტ­ვის რე­გი­ო­ნებ­ში პო­ლი­ტი­კა იმ­დე­ნად დახ­ლარ­თუ­ლია და სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მარ­თ­ლაც უს­ას­რუ­ლოდ შე­გიძ­ლია ამ­ის შე­სა­ხებ ის­ა­უბ­რო. ამ რე­გი­ო­ნის ის­ტო­რია – სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნი­ვი­თაა, თა­ნაც ეს რო­მა­ნი XIV სა­უ­კუ­ნი­დან იწ­ყე­ბა და დღემ­დე გრძელ­დე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად. მე­ცა და მი­ლო­შიც ფა­ნა­ტი­უ­რა­და ვართ შეყ­ვა­რე­ბულ­ნი ამ ის­ტო­რი­ა­ზე – კარ­გად ვიც­ნობთ მას და გვიყ­ვარს, რო­ცა ამ­ის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ.

– რით ხართ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­და?

– ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა მაქვს მოვ­ლი­ლი.

– ემ­იგ­რა­ცი­ის დროს დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ხომ არ გი­ფიქ­რი­ათ? რა­ი­მე სცე­ნა­რი ხომ არ არ­სე­ბობ­და?

– თავ­ში ავ­ან­ტი­უ­რუ­ლი აზ­რე­ბი მიტ­რი­ა­ლებ­და და საქ­ცი­ე­ლიც ას­ე­თი­ვე მქონ­და. მა­გა­ლი­თად, ერთხელ ეს­ტო­ნელ­მა, ლიტ­ველ­მა და ლატ­ვი­ელ­მა ემ­იგ­რან­ტებ­მა გე­მით ბალ­ტი­ის ზღვა­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა მო­ვაწყეთ. ამ აქ­ცი­ა­ში სხვებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვლა­დი­მირ ბუ­კოვ­ს­კიც იღ­ებ­და და ბევ­რი სხვა. იდეა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს უნ­და მივ­სუ­ლი­ყა­ვით კლა­ი­პე­დას­თან, რი­გას­თან და ტა­ლინ­თან, გემ­ბა­ნი­დან პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი­ა­ნი ბოთ­ლე­ბი უნ­და გა­დაგ­ვე­ყა­რა, რა­დი­ო­თი ვი­ყა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი და ა.შ. ერ­თი სიტყ­ვით, აგ­იტ­ნა­ოს­ნო­ბა იყო და­გეგ­მი­ლი. ჩერ­ნენ­კოს დრო იდ­გა – პე­რეს­ტ­რო­ი­კის წი­ნა პე­რი­ო­დი. ჰო­და, რო­ცა სტოკ­ჰოლ­მ­ში და­ქი­რა­ვე­ბულ გემ­ზე ავ­ე­დით, ТАСС-მა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას არ ჰქონ­და ტუ­რის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი და რომ იგი ЦРУ-ს მი­ერ იყო და­გეგ­მი­ლი; ЦРУ კი, მა­თი აზ­რით, იმ­დე­ნად ვე­რა­გი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რომ ამ­ბობ­დ­ნენ, ამ გემს ჩა­ძი­რა­ვენ და მე­რე ყვე­ლა­ფერს საბ­ჭო­თა წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვებს და­აბ­რა­ლე­ბე­ნო. ასე რომ, ТАСС-ი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იყო გა­ნეცხა­დე­ბი­ნა,რომ თუ­კი გე­მი ჩა­ი­ძი­რე­ბო­და, საბ­ჭო­თა ნა­ვებს ამ­ას­თან არ­ა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ექ­ნე­ბო­დათ. ამ­ის შემ­დეგ ბევ­რი მო­ნა­წი­ლე უარ­ზე დად­გა. ჩვენ მა­ინც გა­მოვ­ცუ­რეთ. რა თქმა უნ­და, დრო­ის უდ­ი­დე­სი ნა­წი­ლი რეს­ტო­რან­ში გა­ვა­ტა­რეთ, და­ახ­ლო­ე­ბით “ვის უხ­მობს ზა­რის” სი­ტუ­ა­ცია იყო, ფრან­კის­ტე­ბი გვაკ­ლ­და. ჩვენ, რა თქმა უნ­და, არ­ა­ვინ გვეს­რო­და, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად ჰა­ერ­ზე გა­მოვ­დი­ო­დით ხოლ­მე და ვკითხუ­ლობ­დით: “სა­დაა საბ­ჭო­თა ტორ­პე­დო­ე­ბი?”

შემ­დეგ, 1988 წელს, მე ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ჩა­მო­ვე­დი ინ­კოგ­ნი­ტოდ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ამ­ე­რი­კელ­თა ჯგუფ­თან ერ­თად, ვი­ყა­ვი პი­ტერ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ზე შე­ვი­ა­რე, სა­დაც ღმერ­თ­მა უწ­ყის, რა იყო გა­მო­ფე­ნი­ლი – ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დრო იყო, ახ­ა­ლი დრო­ე­ბა, რა­ღა­ცით 1905 წელს ჰგავ­და: არ იცი, რით დამ­თავ­რ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ეს, მაგ­რამ ჯერ სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­დის. მა­შინ სსრკ-დან რა­ღაც ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მომ­ქონ­და, აერ­ო­პორ­ტ­ში ერ­თი-ორ­ჯერ კი­ნა­ღამ და­ვიწ­ვი, მაგ­რა მე­ში­ნო­და, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი იყო. თუმ­ცა გა­დავ­რ­ჩი და ლონ­დონ­ში ჩა­მოვ­ფ­რინ­დი, სა­დაც ბი-ბი-სი-ზე უნ­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით. ლონ­დონ­ში არ­ას­დ­როს მიცხოვ­რია, არაა ჩე­მი ქა­ლა­ქი, მაგ­რამ სწო­რედ იქ, პი­კა­დი­ლი­ზე მივ­ხ­ვ­დი პირ­ვე­ლად, რომ და­სავ­ლე­ლი ად­ა­მი­ა­ნი ვარ: იმ­ი­ტომ, რომ ტაქ­სი­დან გად­მო­ვე­დი თუ არა, თავს ვუთხა­რი: “ღმერ­თო ჩე­მო! რო­გორც იქ­ნა, სახ­ლ­ში ვარ…”

© “არილი”

Facebook Comments Box