პროზა (თარგმანი)

ინგებორგ ბახმანი – ეს ყოველივე

­­­­­­­­­­­გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილ­მა

ერთ­მა­ნეთს ვე­რი­დე­ბო­დით. სა­დი­ლო­ბი­სა­საც გაქ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი­ვით ვის­ხე­დით. იშ­ვი­ა­თად თუ შე­ვე­ჩე­ხე­ბო­დით დე­რე­ფან­ში მხო­ლოდ სა­ღა­მო­ო­ბით, ის­იც შემ­თხ­ვე­ვით, რა­ტომ­ღაც ერთ­დ­რო­უ­ლად მოგ­ვი­ვი­დო­და თავ­ში აზ­რად,რომ კა­რი ჩაგ­ვე­კე­ტა. გა­სას­რო­ლად გამ­ზა­დე­ბულ მშვილ­დი­სარს წა­ა­გავ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­ცა ის­ა­რი სამ­ყა­როს ერ­თი ბო­ლო­დან მე­ო­რე­სა­კენ მი­ე­მარ­თე­ბა – ე.ი. ჩე­მი­დან ჰა­ნამ­დე – უძ­რავ ცარ­გ­ვალს გულ­ში რომ გა­ე­ყა­როს. კარს ვკე­ტავთ და კვლავ ჩვენ-ჩვე­ნი ოთ­ა­ხე­ბის­კენ ვბრუნ­დე­ბით. ჩემს წინ მი­დის და ისე შე­დის თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში, რომ ღა­მე მშვი­დო­ბი­სა­საც არ მი­სურ­ვებს. რა­ღა დამ­რ­ჩე­ნია, მეც ჩემს ოთ­ახ­ში შევ­რ­ბი­ვარ. გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ვჯდე­ბი სა­წერ მა­გი­დას­თან და თვა­ლე­ბი­დან არ მშორ­დე­ბა მი­სი გა­ყი­ნუ­ლი სა­ხე, ყუ­რებ­ში კვლავ მი­სი დუ­მი­ლი მიდ­გას. ნე­ტავ რას აკ­ე­თებს თა­ვის ოთ­ახ­ში? სძი­ნას თუ ღვი­ძავს? ნე­ტავ რას ელ­ის? მე რომ არ მე­ლის, ეს კი ვი­ცი.

ჰა­ნა­ზე იმ­ი­ტომ დავ­ქორ­წინ­დი, რომ ბავშვს ელ­ო­დე­ბო­და ჩემ­გან. არ­ჩე­ვა­ნი აღ­არ მქონ­და. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად მი­ვი­ღეთ. ეს ახ­ა­ლი, უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბა­ვი ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მატყ­და თავს, ისე შემ­ძ­რა, რომ მე­გო­ნა ცა ჩა­მო­მექ­ცა-მეთ­ქი. ირგ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლი მეჩ­ვე­ნე­ბო­და, მთვა­რეც კი – ნა­ზად, აჩრ­დი­ლი­ვით რომ მომ­ჩე­რე­ბო­და თა­ვი­სი ნავ­სა­ყუ­დე­ლი­დან. დაბ­ნე­უ­ლი დავ­დი­ო­დი, საქ­მეს გულს ვერ ვუ­დებ­დი, ბი­უ­რო­შიც ფიქ­რე­ბით სულ სხვა­გან დავ­ფ­რი­ნავ­დი, ჯერ კი­დევ ამქ­ვეყ­ნად მო­უვ­ლე­ნელ ბავშვს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ყო­ვე­ლი ჩე­მი აზ­რი ამ უჩ­ი­ნარ, უც­ნობ არ­სე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბო­და.

ბავ­შ­ვის მო­ლო­დინ­მა სულ შემ­ც­ვა­ლა. გა­რე­თაც აღ­არ მი­წევ­და გუ­ლი. მე­გობ­რებ­საც გა­ვურ­ბო­დი. მე და ჰა­ნა დიდ ბი­ნას ვე­ძებ­დით, გვინ­დო­და ბავ­შ­ვის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი უკ­ეთ მოგ­ვეწყო; მაგ­რამ უც­ბად, რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აზ­რი ამ­ეკ­ვი­ა­ტა, თით­ქოს რა­ღაც ნაღმს წა­ვაწყ­დით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და წა­მი-წამ­ზე აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი­ყო. უკ­ან და­ხე­ვა მო­ვინ­დო­მე, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და, წინ უნ­და მევ­ლო, საფ­რ­თხეს ვე­ღარ მო­ვე­რი­დე­ბო­დი.

ჰა­ნას ჩე­მი არ ეს­მო­და. ვერ გა­ე­გო, რა­ტომ იყო ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თი, დი­დი ბორ­ბ­ლე­ბი ექ­ნე­ბო­და ბავ­შ­ვის ეტლს თუ პა­ტა­რა (მარ­თ­ლა არ ვი­ცი, შენ რო­გორც გინ­და-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბო­დი და ყუ­რად­ღე­ბით ვუს­მენ­დი). იმ­ას კი არ ეზ­ა­რე­ბო­და, სა­ა­თო­ბით შე­ეძ­ლო ბავ­შ­ვის ტან­საც­მე­ლი ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ხან ერ­თი ფე­რი არ მოს­წონ­და, ხან მე­ო­რე, ხან ხე­ლოვ­ნურს ეძ­ებ­და, ხან ბუ­ნებ­რივს. ვერ გა­და­ეწყ­ვი­ტა და ის­ევ მე მე­კითხე­ბო­და. მაგ­რამ ჩემ­გა­ნაც რომ პა­სუხს ვერ იღ­ებ­და, ბრაზ­დე­ბო­და, სულ არ­ა­ფე­რი გა­ინ­ტე­რე­სებს ბავ­შ­ვი­სო. რა იც­ო­და, რომ მე სულ სხვა, უფ­რო ღრმა აზ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მაგ­რამ რა მექ­ნა, რო­გორ გა­მო­მეთ­ქ­ვა, რა ხდე­ბო­და ჩემს გულ­ში?! იმ ვე­ლურს ვგავ­დი, გო­ნე­ბა რომ გა­უ­ნათ­და უც­ბად და მიხ­ვ­და, რა არ­ის სამ­ყა­რო. ეს ის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ნავ­სა­ყუ­დე­ლია, სა­დაც მზე ამ­ო­დის და ჩა­დის, სა­დაც ნა­დი­რო­ბენ და ჭა­მენ, რო­მე­ლიც უკ­ვე მი­ლი­ო­ნი წლი­საა და სა­და­ცაა მოკ­ვ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი სის­წ­რა­ფით მოძ­რა­ობს მზი­სა და სა­კუ­თა­რი ღერ­ძის ირგ­ვ­ლივ. მე გა­ვი­აზ­რე ეს ყვე­ლა­ფე­რი, პა­რა­ლე­ლი გა­ვავ­ლე ჩემ­სა და ბავშვს შო­რის, ნო­ემ­ბ­რის შუ­ა­ში თუ და­საწყის­ში რომ უნ­და მოვ­ლი­ნე­ბო­და ამ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლით, სწო­რედ ისე, რო­გორც მე და ყვე­ლა­ნი მო­ვევ­ლი­ნეთ ერთ დროს. მთე­ლი სის­რუ­ლი­თა და სიმ­კ­ვეთ­რით და­მიდ­გა ეს წარ­მავ­ლო­ბა თვალ­წინ. რო­გორც ძი­ლის წინ, რო­ცა ვერ იძ­ი­ნებს ად­ა­მი­ა­ნი და ცდი­ლობს წარ­მო­იდ­გი­ნოს თეთ­რი და შა­ვი ცხვრე­ბი (თეთ­რი ცხვა­რი, შა­ვი ცხვა­რი, თეთ­რი, შა­ვი…), ვიდ­რე ეს წარ­მო­სახ­ვა არ გა­მო­აშ­ტე­რებს და ძილ­ბუ­რან­ში არ გა­რი­ყავს. მე­რე კი უც­ბად შე­იძ­ლე­ბა სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­საც გა­მო­ეღ­ვი­ძოს. თუმ­ცა, ასე მე ვე­რა­სო­დეს ვი­ძი­ნებ­დი. ჰა­ნას დე­დის­გან ჰქონ­და ჩა­გო­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ნა­ირ და­მამ­შ­ვი­დე­ბელ წა­მალ­ზე უკ­ეთ ეს ჭრი­და. მე კი ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რო­გორ შე­ეძ­ლო და­ემ­შ­ვი­დე­ბი­ნა ად­ა­მი­ა­ნი ამ უს­ას­რუ­ლო ჯაჭ­ვ­ზე ფიქრს: სემ­მა მო­ავ­ლი­ნა ამ ქვეყ­ნად არ­პახ­სა­დი, ოც­დათხუთ­მე­ტი წლის არ­პახ­სად­მა სე­ლა­ჰი, სე­ლაჰ­მა ჰე­ბე­რი, ჰე­ბერ­მა პე­ლე­გი, ოც­და­ა­თი წლის პე­ლეგ­მა რე­გუ, რე­გუმ სე­რუ­გი, სე­რუგ­მა ნა­ჰო­რი და თი­თო­ე­ულ­მა კი­დევ უამ­რა­ვი ვა­ჟი თუ ქა­ლიშ­ვი­ლი, თვით ნა­ჰორ­მა თა­რა­ჰი და თა­რაჰ­მა აბ­რა­მი, ნა­ჰო­რი და ჰა­რა­ნი. არ­ა­ერ­თხელ ვცა­დე, მივ­ყო­ლო­დი ამ ჯაჭვს არა მხო­ლოდ წაღ­მა, არ­ა­მედ უკ­უღ­მაც კი ად­ამ და ევ­ამ­დე, რო­მელ­თა­გა­ნაც ვი­თომ წარ­მო­ვიშ­ვით. თუ ჰო­მი­ნი­დე­ბამ­დე, იქ­ნებ მათ­გან ვი­ღებთ და­სა­ბამს. თუმ­ცა რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ამ­ას. ორ­ი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ში­ნე­ლი უკ­უ­ნია გა­მე­ფე­ბუ­ლი და წარ­მო­მავ­ლო­ბის ეს ჯაჭ­ვიც ამ უკ­უნ­შია ჩა­კარ­გუ­ლი. უაზ­რო­ბაა ჩა­ე­ჭი­დო ან ერთს ან მე­ო­რეს, მა­ინც ვერ იპ­ო­ვი გა­მო­სა­ვალს ამ უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვი­დან. რად­გან ყო­ვე­ლი ად­ა­მი­ა­ნის თა­მა­შის ჯე­რი ერთხელ მო­დის და სწო­რედ ამ თა­მაშს უნ­და აუღ­ოს ალ­ღო და ჩა­ე­ჭი­დოს: გამ­რავ­ლე­ბა და აღზ­რ­და, ეკ­ო­ნო­მი­კა თუ პო­ლი­ტი­კა, გრძნო­ბე­ბი­თა თუ ფუ­ლით თა­მა­ში, აღ­მო­ჩე­ნე­ბი თუ მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ეს თა­მა­შის წე­სე­ბის გა­მარ­თ­ლე­ბაა, არ­ა­და, აზ­როვ­ნე­ბას უწ­ო­დე­ბენ ხოლ­მე.

ერთხელ უკ­ვე მი­ვენ­დეთ, გავ­მ­რავ­ლ­დით, გვე­ყო­ფა – უნ­და დავ­კ­მა­ყო­ფილ­დეთ ალ­ბათ. ან იქ­ნებ თა­მა­ში სჭირ­დე­ბა მო­თა­მა­შეს?!

მე თა­ვად უნ­ე­ბუ­რად მო­ვევ­ლი­ნე ამ სამ­ყა­როს და ახ­ლა ბავ­შ­ვიც მო­ვავ­ლი­ნო? ამ­ის გა­ფიქ­რე­ბაც კი მზა­რავ­და. ყვე­ლა­ფერს უკ­ვე ბავ­შ­ვის თვალ­თა­ხედ­ვი­დან და­ვუწყე მზე­რა. სა­კუ­თარ ხე­ლებ­საც კი, ოდ­ეს­ღაც რომ შე­ე­ხე­ბოდ­ნენ ბავშვს, ჩემს ბი­ნას, მე­სა­მე სარ­თულ­ზე რომ მდე­ბა­რე­ობ­და, ჩვენს ქუ­ჩა­ზე გა­მა­ვალ წყლის არხს, სა­ერ­თოდ მთელ ჩვენს რა­ი­ონს, ქა­ლა­ქის­კენ მი­მა­ვალ გზაჯ­ვა­რე­დი­ნებს, დაბ­ლა პრა­ტე­რის ხე­ო­ბის­კენ რომ ეშ­ვე­ბოდ­ნენ და ბო­ლოს მთელ სამ­ყა­როს, ბავ­შ­ვის­თ­ვის რომ უნ­და გა­მეც­ნო. ჩემ­გან უნ­და გა­ე­გო პირ­ვე­ლად სიტყ­ვე­ბი: მა­გი­და, სა­წო­ლი, ცხვი­რი, ფე­ხი, სუ­ლი, ღმერ­თი, გო­ნი­ე­რე­ბა – ამ­ი­სი ახს­ნა და გაც­ნო­ბაც ხომ მე მო­მი­წევ­და?! არ­ა­და, ხომ არ და­უ­მა­ლავ? ამ ურ­თუ­ლეს სა­კითხებ­ზეც: რე­ზო­ნან­სი, დი­ა­პა­ზო­ნი, ასტ­რო­ნავ­ტი­კა – ამ­ა­ზეც ხომ მე უნ­და გა­მე­ცა პა­სუ­ხი, რა­ში, რო­გორ ან რო­დის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ყო­ვე­ლი­ვე ეს. ყვე­ლა­ფე­რი ამ­ერ-და­მე­რია, და­ვი­ბე­ნი.

ბავ­შ­ვი და­ი­ბა­და, რა­ღა ფი­ლო­სო­ფია უნ­დო­და: ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა კი­დევ ერ­თი შე­საბ­რა­ლი­სი, უს­უ­სუ­რი, ზაფ­რა­ნა­სა­ვით პა­ტა­რა არ­სე­ბა. მე კი იმ­ის­თ­ვი­საც არ ვი­ყა­ვი მზად, რომ სა­ხე­ლი და­მერ­ქ­მია. ძლივს შევ­თან­ხ­მ­დით მე და ჰა­ნა. რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ში ერთ­დ­რო­უ­ლად სა­მი სა­ხე­ლი შე­ვი­ტა­ნეთ: მა­მა­ჩე­მის, ჰა­ნას მა­მის და ბა­ბუ­ა­ჩე­მის სა­ხე­ლე­ბი. მაგ­რამ ამ სა­მი სა­ხე­ლი­დან არ­ცერ­თი დაგ­ვირ­ქ­მე­ვია. რა­ტომ­ღაც კვი­რის ბო­ლოს ბავშვს ფიპ­სი შერ­ჩა სა­ხე­ლად. რო­გორ მოხ­და ეს, თა­ვა­დაც არ ვი­ცი. ვინ იყო ამ­ა­ში დამ­ნა­შა­ვე, არც ეს ვი­ცი, მე თუ ჰა­ნა, იქ­ნებ ორ­ი­ვე. რა­ღაც უაზ­რო მარ­ც­ვ­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ებს ვქმნი­დით, ვი­თომ­და მო­ფე­რე­ბით რომ მიგ­ვე­მარ­თა ყმაწ­ვი­ლის­თ­ვის, რად­გან ჩვენს მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი ამ უს­უ­სურ ბავშვს არ შე­ე­ფე­რე­ბო­და. ამგ­ვა­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით და­ერ­ქ­ვა ეს სა­ხე­ლი, მე­რე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. ზოგ­ჯერ ბავ­შ­ვ­საც კი ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი ამ­ა­ში; ბავშვს, რო­მელ­საც თა­ვის დაც­ვაც კი არ შე­ეძ­ლო. არ­ა­და ყვე­ლა­ფე­რი ხომ შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბაა! ფიპ­სი! ასე უნ­და რქმე­ო­და სიკ­ვ­დი­ლამ­დე ჩემს შვილს, სა­სა­ცი­ლოდ რომ აეგ­დოთ ის­იც და ალ­ბათ ჩვენც?!

იმ დროს, რო­ცა ფიპ­სი თა­ვის ცის­ფერ-თეთ­რე­ბით გაწყო­ბილ სა­წოლ­ში იწ­ვა, ეძ­ი­ნა თუ ეღ­ვი­ძა და მე მხო­ლოდ იმ­ის­თ­ვის თუ ვვარ­გო­დი, რომ ამ უს­უ­სუ­რი არ­სე­ბის­თ­ვის პი­რი­დან გად­მო­სუ­ლი დორ­ბ­ლი ან მჟა­ვე რძე მო­მეწ­მინ­და, ან თუ წა­ი­ტი­რებ­და, ხელ­ში ამ­ეყ­ვა­ნა და და­მემ­შ­ვი­დე­ბი­ნა, ერ­თი აზ­რი ამ­ეკ­ვი­ა­ტა, თით­ქოს ბავ­შ­ვი დროს მაძ­ლევ­და, რა­თა გონს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. რო­გორც სულს, რო­მე­ლიც გა­მო­გეცხა­დე­ბა და ცდი­ლობს რა­ღაც მი­გა­ნიშ­ნოს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მზე­რით, მე­რე კი კვლავ უჩ­ი­ნარ­დე­ბა. ხში­რად ვუ­ჯე­ქი სა­წოლ­თან, დავ­ც­ქე­რო­დი ოდ­ნავ მო­ღი­მარ სა­ხეს, უაზ­როდ გაშ­ტე­რე­ბულ თვა­ლებს და მის ყო­ველ ნაკვთს ვსწავ­ლობ­დი, თით­ქოს რა­ღაც ტრა­დი­ცი­უ­ლი წარ­წე­რა ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის გა­სა­შიფ­რა­დაც ვე­რა­ნა­ირ ხელ­ჩა­სა­ჭიდ გა­სა­ღებს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. მა­ო­ცებ­და და თან მა­ხა­რებ­და ჰა­ნას თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ უს­უ­სუ­რი არ­სე­ბი­სად­მი: რო­გორ აძ­ი­ნებ­და, ახ­ვევ­და, იწ­ვენ­და თა­ვის­თან. ყო­ველ მის ქმე­დე­ბა­ში რა­ღაც კა­ნონ­ზო­მი­ე­რი იგრ­ძ­ნო­ბო­და, თით­ქოს­და ასე ყო­ფი­ლაო და­წე­სე­ბუ­ლი. ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად უწ­მენ­დ­და ცხვირს ბამ­ბის პა­ტა­რა ტამ­პო­ნით, აყ­რი­და პუდრს პუტ­კუ­ნა ფე­ხებ­ზე, გე­გო­ნე­ბო­და, ყო­ვე­ლი­ვე ეს მის­თ­ვი­საც და პა­წი­ას­თ­ვი­საც მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბა იყო.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ჰა­ნა ეც­ა­და, პირ­ვე­ლი ღი­მი­ლი გა­მო­ეტყუ­ე­ბი­ნა პა­წი­ას­თ­ვის. მაგ­რამ ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი, გა­მო­უც­ნო­ბი გრი­მა­სი გა­მო­ე­ხა­ტა. ზოგ­ჯერ ხში­რად, ვი­თომ­და გარ­კ­ვე­ვით მოგ­ვაშ­ტერ­დე­ბო­და ხოლ­მე, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს უკ­ვე გა­აზ­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. არ­ა­და, რო­გორ ვცდი­ლობ­დით მე და ჰა­ნა ამ მზე­რის­თ­ვის რა­ი­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი სა­ფუძ­ვე­ლი გვე­პო­ვა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი­ყო კი­დეც. ვერ­ცერ­თი ად­ა­მი­ა­ნი და ალ­ბათ ვერც ჰა­ნა ვერ გა­მი­გებს, რა­ტომ და­მე­მარ­თა მა­შინ ამგ­ვა­რი მო­უს­ვენ­რო­ბა. შიშ­მა შე­მიპყ­რო, ჰა­ნას­თა­ნაც გა­ვუცხოვ­დი. ვცდი­ლობ­დი შორს და­მე­ჭი­რა თა­ვი, ყო­ველ­ნა­ი­რად ვნიღ­ბავ­დი ფიქ­რებ­სა და აზ­რებს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩემ­ში სი­სუს­ტე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვის წყა­ლო­ბით. ბავ­შ­ვ­მა შვა ჩემ­ში გრძნო­ბა – შევ­გუ­ე­ბო­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის კრახს. მეც და ჰა­ნაც ოც­და­ა­თი წლის ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ის უფ­რო ახ­ალ­გაზ­რ­დუ­ლად და მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ისე, რო­გორც არ­ას­დ­როს. ჩემ­თ­ვის კი ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბას არ­ა­ფე­რი ახ­ა­ლი, ახ­ალ­გაზ­რ­დუ­ლი არ მო­უ­ტა­ნია და რაც უფ­რო იზრ­დე­ბო­და, მით უფ­რო უკ­ან-უკ­ან მივ­დი­ო­დი: მის ყო­ველ გა­ცი­ნე­ბა­ზე, ყვი­რილ­ზე თუ მხი­ა­რუ­ლე­ბა­ზე კედ­ლებს ვაწყ­დე­ბო­დი. ვერ შევ­ძე­ლი ჩა­ნა­სახ­ში­ვე ჩა­მეხ­შო ეს ტიკ­ტი­კი, ყვი­რი­ლი თუ სი­ცი­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თა­ვი­დან­ვე რომ ჩა­მეხ­შო.

რა უნ­და მე­ღო­ნა ახ­ლა? ად­რე ვფიქ­რობ­დი, მის­თ­ვის სამ­ყა­რო თა­ვი­სი უტყ­ვი ორ­ე­ნოვ­ნე­ბით და­მე­ხა­ტა. მაგ­რამ და­ვი­ბე­ნი და სულ სხვაგ­ვა­რად ვმოძღ­ვ­რავ­დი. მაშ რა მექ­ნა, და­მე­მა­ლა მის­თ­ვის ამა თუ იმ საგ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა?! ის ხომ არ იყო პირ­ვე­ლი, მი­სით ხომ არ იწ­ყე­ბო­და სამ­ყა­რო, მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რი ხომ არ გახ­დე­ბო­და?! მე ვერ შევ­ძ­ლებ­დი, ამ­ეხ­ს­ნა სამ­ყა­როს მთე­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა, არ­სის სიღ­რ­მე და მიზ­ნე­ბი, სად იყო სი­კე­თე და სად ბო­რო­ტე­ბა, რა იყო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და რა მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბა. რა­ტომ უნ­და მო­მეხ­დი­ნა მას­ზე ზე­გავ­ლე­ნა, რა­ტომ მო­მეხ­ვია თავ­ზე ჩე­მი ცოდ­ნა თუ რწმე­ნა, სი­ხა­რუ­ლი და ტან­ჯ­ვა. რო­გორ ან რა­ტომ უნ­და და­მე­სა­ხა მის­თ­ვის ამ სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის გზე­ბი?!

აქ, სა­დაც ახ­ლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, სამ­ყა­რო ყვე­ლა­ზე აუტ­ა­ნე­ლია. ვე­რა­ვინ ჩას­წ­ვ­და მას დღემ­დე და ალ­ბათ კი­დევ რამ­დენ ხანს ვერ ჩას­წ­ვ­დე­ბი­ან და ვერ ამ­ო­იც­ნო­ბენ.

და უც­ბად მივ­ხ­ვ­დი, საქ­მე ენ­ა­შია. არა, მე არ ვამ­ბობ გერ­მა­ნუ­ლის ან რო­მე­ლი­მე სხვა ენ­ის ცოდ­ნას, ბა­ბი­ლონ­ში რომ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რა­თა სამ­ყა­რო გზი­დან აეც­დი­ნა. მე სხვა ენ­ას ვგუ­ლის­ხ­მობ, ყვე­ლა ამ ენ­ის მიღ­მა რომ ღვი­ვის. ენა, რო­მელ­საც სუ­ლებ­ში, მზე­რა­სა თუ აზ­როვ­ნე­ბა­ში, გო­ნე­ბა­სა თუ გრძნო­ბებ­ში წვდო­მის უნ­ა­რი გა­აჩ­ნია. სწო­რედ მას­შია ჩვე­ნი ყო­ვე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ უბ­ე­დუ­რე­ბა. შე­მეძ­ლო კი მე ბავ­შ­ვის დაც­ვა ჩვე­ნი ენ­ის­გან, ვიდ­რე ის თა­ვად შე­ი­მეც­ნებ­და ახ­ალს?! ვიდ­რე თა­ვად შეძ­ლებ­და ახ­ალ დრო­ე­ბა­ში შე­ბი­ჯე­ბას?!

ხში­რად ვა­სე­ირ­ნებ­დი ფიპსს მარ­ტო და სა­შინ­ლად ვცოფ­დე­ბო­დი, რო­ცა მას­ში უკ­ვე ვპო­უ­ლობ­დი ჰა­ნას­გან შე­ძე­ნილ თვი­სე­ბებს: კეკ­ლუ­ცო­ბას, სი­ნა­ზეს, ნე­ბივ­რო­ბას. ის უკ­ვე ჩვენ გვემ­ს­გავ­სე­ბო­და. მაგ­რამ არა მხო­ლოდ მე და ჰა­ნას, არ­ა­მედ სა­ერ­თოდ ად­ა­მი­ა­ნებს. მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თად თუ გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნებ­და რა­ღაც თა­ვის­თა­ვადს. და სწო­რედ მა­შინ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და­ჟი­ნე­ბით. მის­თ­ვის ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი და ერთ­ნა­ი­რი იყო. მხო­ლოდ ჰა­ნას და მე გვთვლი­და ახ­ლობ­ლე­ბად, ალ­ბათ მუ­დამ გვერ­დით რომ ვყავ­დით, იმ­ი­ტომ. მაგ­რამ კი­დევ რამ­დენ ხანს გას­ტან­და ეს?!

უკ­ვე გა­უჩ­ნ­და ში­შის გრძნო­ბა, მაგ­რამ არა ზვა­ვი­სა ან სხვა, რა­მე სა­ში­ნე­ლე­ბის მი­მართ. არა, მას ფოთ­ლე­ბის შრი­ა­ლის, პეპ­ლე­ბი­სა და ბუ­ზე­ბის ეშ­ი­ნო­და უს­აზ­ღ­ვ­როდ. მაშ, დიდ ქარ­ში რა­ღა ეშ­ვე­ლე­ბა, მთე­ლი ხე რომ გა­და­ქან-გად­მო­ქან­დე­ბა. რო­გორ დავ­ტო­ვო ამ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­ში? – ეს ფიქ­რე­ბი მტან­ჯავ­და.

კი­ბე­ზე ვინ­მე ბავშვს თუ შეხ­ვ­დე­ბო­და, ისე უხ­ე­შად წა­ა­ტან­და სა­ხე­ში ხელს… ალ­ბათ არც იც­ო­და, ის­იც რომ ბავ­შ­ვი იყო. თან­და­თან უფ­რო უმ­ა­ტა ტი­რილს. ად­რე მხო­ლოდ მა­შინ თუ წა­ი­ტი­რებ­და, რა­მე თუ წა­მოტ­კივ­დე­ბო­და; ახ­ლა კი წამ­და­უ­წუმ ტი­რო­და ძი­ლის წინ, ან ძა­ლით თუ მი­იყ­ვან­დი მა­გი­დას­თან, ან სა­თა­მა­შოს თუ წა­არ­თ­მევ­დი. სა­ში­ნე­ლი გაბ­რა­ზე­ბა იც­ო­და. შე­ეძ­ლო იატ­აკ­ზე გა­წო­ლი­ლი­ყო, ჩაბღა­უ­ჭე­ბო­და ხა­ლი­ჩას და გა­ლურ­ჯე­ბამ­დე ეღ­რი­ა­ლა, პირ­ზე დუ­ჟის მოდ­გო­მამ­დე. ზოგ­ჯერ ძილ­შიც კი ყვი­რო­და, გე­გო­ნე­ბო­და ვამ­პი­რი უღრ­ღ­ნი­სო მკერდს. უკ­ვე მიხ­ვ­და, რომ მი­სი ღრი­ა­ლი ჭრი­და და ამ ღრი­ალს წარ­მა­ტე­ბით ებ­ღა­უ­ჭე­ბო­და.

ერთ დღეს კი აი, რა მოხ­და!

გამ­წა­რე­ბუ­ლი ჰა­ნა აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და, საყ­ვე­დუ­რობ­და, გა­უზ­რ­დელს ეძ­ახ­და. თან გულ­ში იხ­უ­ტებ­და, კოც­ნი­და და ემ­უ­და­რე­ბო­და, აღ­ა­რა­სო­დეს ეტ­კი­ნა დე­დის­თ­ვის გუ­ლი. გარ­შე­მო უვ­ლი­და, ხან შო­კო­ლა­დებს სთა­ვა­ზობ­და, ხან ფორ­თოხ­ლებ­სა და და­თუ­ნი­ებს, რომ რო­გორ­მე მო­ელ­ბო ფიპ­სის გუ­ლი.

რო­ცა ხე­ე­ბის ჩრდილს დავ­ყუ­რებ­დი, ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იგ­ი­ვე აზ­რი მიტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში: ყუ­რი მი­უგ­დე მათ, ის­წავ­ლე ჩრდი­ლე­ბის ენ­აც, და მე­რე ბავ­შ­ვ­საც ას­წავ­ლე. სამ­ყა­რო ხომ მცდე­ლო­ბაა. მაგ­რამ ეს მცდე­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იმ­ა­ვე სა­ხით მე­ორ­დე­ბა და ერ­თი და იმ­ა­ვე შე­დე­გით მთავ­რ­დე­ბა. ცო­ტა სხვაგ­ვა­რა­დაც უნ­და შე­ე­ცა­დო! დაე მიჰ­ყ­ვეს ჩრდი­ლებს! აქ­ამ­დეც მუ­დამ ასე იყო: ცოდ­ვე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბა (მე რა­ღაც სა­ყო­ველ­თაო აზ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და). იქ­ნებ შე­მეძ­ლო, ამ­ე­შო­რე­ბი­ნა მის­თ­ვის და­ნა­შა­უ­ლი, და­მეც­ვა ყო­ველ­გ­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბე­დის­წე­რი­სა­გან, სხვა ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა.

დი­ახ, კვი­რა­ო­ბით ვე­ნის ტყე­ში ვსე­ირ­ნობ­დით ხოლ­მე. წყალს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, კვლავ იგ­ი­ვე აზ­რი ამ­ო­მი­ტივ­ტივ­დე­ბო­და: ას­წავ­ლე წყლის ენ­აც! ას­წავ­ლე ქვე­ბის, ფეს­ვე­ბის, დი­ახ, ქვე­ბის ენ­აც! ეც­ა­დე, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად, ახ­ლე­ბუ­რად და­ა­ნა­ხო. ფოთ­ლე­ბი ცვი­ვა, კვლავ შე­მოდ­გო­მაა… ფოთ­ლე­ბის ენ­აც უნ­და ას­წავ­ლო… მაგ­რამ თა­ვად მე რა გა­მე­გე­ბო­და მა­თი ენ­ის, რომ მის­თ­ვის მეს­წავ­ლე­ბი­ნა. ის­ევ ჩე­მი ენ­ა­ღა მრჩე­ბო­და. ჩემს ენ­ა­ზე სიმ­ღე­რებს ვას­წავ­ლი­დი და ეგ იყო. ამ­ი­ტო­მაც და­ვა­ტა­რებ­დი უს­იტყ­ვოდ აქ­ეთ-იქ­ით და ხმის ამ­ო­უ­ღებ­ლად­ვე ვბრუნ­დე­ბო­დით შინ, სა­დაც სწავ­ლობ­და ახ­ალ-ახ­ალ წი­ნა­და­დე­ბებს და ებ­მე­ბო­და ამ სამ­ყა­როს მა­ხე­ში. უკ­ვე ის­წავ­ლა სურ­ვი­ლე­ბი­სა და თხოვ­ნის გა­მოთ­ქ­მა, ბრძა­ნე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ლა­პა­რა­კობ­და იმ­ი­ტომ, რომ უნ­და ელ­ა­პა­რა­კა. ყო­ველ კვი­რას, სე­ირ­ნო­ბი­სას ვამ­ჩ­ნევ­დი, რომ უკ­ვე რა­ღაც ახ­ა­ლი ჩვე­ვა ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი: გლეჯ­და ბა­ლა­ხებს, ღე­რო­ებს, აწ­ვა­ლებ­და ჭი­ან­ჭ­ვე­ლებს, ხო­ჭო­ებს. უკ­ვე ის­წავ­ლა ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თი­მე­ო­რი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. დიდ ხანს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ხო­ჭო­ებ­სა და ჭი­ან­ჭ­ვე­ლებს და მე­რე და­უნ­დობ­ლად კლავ­და, დრო­უ­ლად თუ არ გა­აშ­ვე­ბი­ნებ­დი ხელს. სახ­ლ­ში ხევ­და წიგ­ნებს, კო­ლო­ფებს, თა­ვის სა­თა­მა­შო­ებს. ყვე­ლა­ფერს აფ­უ­ჭებ­და, გლეჯ­და, ხე­ლით ეხ­ე­ბო­და, აქ­ეთ-იქ­ით ყრი­და. ერთ დღეს… და ერთ დღე­საც ყვე­ლა­ფერს აუღ­ებ­და ალ­ღოს!

მა­შინ, რო­ცა ჯერ კი­დევ არ ვემ­დუ­რო­დით ერთ­მა­ნეთს, ჰა­ნა მუ­დამ ერთ რა­მეს ჩამ­ჩი­ჩი­ნებ­და: ფიპ­ს­მა ესა თქვა, ფიპ­ს­მა ის თქვაო. დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი იყო ბავ­შ­ვის უც­ოდ­ვე­ლი გა­მო­ხედ­ვით, სა­უბ­რი­თა თუ ტო­ნით. მაგ­რამ მე, მე ვე­რა­ნა­ირ უმ­ან­კო­ე­ბას ვერ ვამ­ჩ­ნევ­დი შვილს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნამ­დ­ვი­ლად აღ­არ ჩან­და ის­ე­თი უს­უ­სუ­რი და უტყ­ვი, რო­გორც პირ­ველ კვი­რე­ებ­ში. თუმ­ცა, ალ­ბათ არც მა­შინ იყო უმ­ან­კო, უბ­რა­ლოდ ჯერ არ შეს­წევ­და უნ­ა­რი, გა­მო­ე­ხა­ტა სურ­ვი­ლე­ბი ამ ფა­ფუკ, მუ­თა­ქა­სა­ვით გაკ­რულ ფა­ქიზ არ­სე­ბას, სუს­ტად რომ სუნ­თ­ქავ­და და შტე­რი, უტყ­ვი თვა­ლე­ბით უაზ­როდ იყ­უ­რე­ბო­და.

ცო­ტა რომ მო­ი­ზარ­და, სახ­ლ­თან ახ­ლოს, სხვა ბავ­შ­ვებ­თან სა­თა­მა­შოდ ვუშ­ვებ­დით. ერთ დღეს შინ რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, და­ვი­ნა­ხე, სამ პა­ტა­რა ბიჭ­თან იდ­გა. კონ­სერ­ვის ჭუჭყი­ან ქი­ლა­ში წყა­ლი ჩა­ეს­ხათ და ას­ფალ­ტ­ზე ღვრიდ­ნენ. პა­ტა­რა კა­ცე­ბი­ვით წრე შე­ეკ­რათ და გაცხა­რე­ბულ­ნი თათ­ბი­რობ­დ­ნენ (ასე ინ­ჟინ­რე­ბი ბჭო­ბენ ხოლ­მე). მე­რე ას­ფალ­ტ­ზე ჩა­მოს­ხ­დ­ნენ, ფიპსს ხელ­ში წყლით სავ­სე კონ­სერ­ვის ქი­ლა ეჭ­ი­რა, ის იყო, უნ­და გად­მო­ე­პირ­ქ­ვა­ვე­ბი­ნა, რომ უც­ბად ის­ევ წა­მო­ი­შალ­ნენ, სა­მი ქვა­ფე­ნი­ლით იქ­ით გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს, რა­ტომ­ღაც არც ეს ად­გი­ლი მო­ე­წო­ნათ, ცო­ტა კი­დევ წა­ი­წი­ეს წინ, რა­ღაც კა­ცუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა იგრ­ძ­ნო­ბო­და მათ­ში. და აი, რო­გორც იქ­ნა, ერთ მეტ­რ­ში მო­სა­წო­ნი ად­გი­ლიც იპ­ო­ვეს, კვლავ ჩა­მოს­ხ­დ­ნენ ქვა­ფე­ნილ­ზე, გად­მოღ­ვა­რეს კონ­სერ­ვის ქი­ლი­დან წყა­ლი და საქ­მი­ა­ნი სა­ხით ჩა­აც­ქერ­დ­ნენ. მო­სახ­დე­ნი მოხ­და, ჩა­ნა­ფიქ­რი აის­რუ­ლეს, სწო­რედ ისე, რო­გორც უნ­დო­დათ. სამ­ყა­რო ამ პა­ტა­რა კა­ცე­ბის იმ­ე­დად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მათ უნ­და გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ და სრუ­ლე­ყოთ იგი. და მეც უნ­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა ეს?! შინ შე­ვე­დი და სა­წოლ­ზე და­ვეშ­ვი. სამ­ყა­რო გაგ­რ­ძელ­დე­ბა, უკ­ვე ნა­პოვ­ნია წერ­ტი­ლი, სა­ი­და­ნაც უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, და გაგ­რ­ძელ­დეს იმ­ა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. სულ ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ ვში­შობ­დი, რომ ის ვერ იპ­ო­ვი­და ამ გზას, ვერ გა­იკ­ვ­ლევ­და, ვერ აუღ­ებ­და ალ­ღოს ამ სამ­ყა­როს. რა სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი, რო­ცა ვფიქ­რობ­დი, რომ ფიპ­სი ვერ მი­აგ­ნებ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას. მე აღ­არ მინ­დო­და ეს ბავ­შ­ვი. მე მძულ­და ის. მე უკ­ვე მის ყვე­ლა ნაკ­ვა­ლევს ვხე­დავ­დი.

დაბ­ლა ჩა­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, მე­ზიზ­ღე­ბო­და, რაც კი ად­ა­მი­ა­ნის ხელს შე­ექ­მ­ნა. და ეს ზიზ­ღი სულ უფ­რო და უფ­რო მიმ­ძაფ­რ­დე­ბო­და, ირგ­ვ­ლივ სახ­ლებს, ტრამ­ვა­ის ხა­ზებს რომ ვუმ­ზერ­დი. მა­ღი­ზი­ა­ნებ­და ეს ვი­თომ­და წეს­რი­გი, დრო­ის უაზ­რო და­ნა­წი­ლე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი, მე რომ შე­ვე­წი­რე, მაგ­რამ აღ­ა­რა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, სა­კუ­თა­რი შვი­ლიც შე­მე­წი­რა. რა­ტომ უნ­და მი­ვი­დეს ჩე­მი შვი­ლიც ამ დღემ­დე? მას ხომ არ და­უ­წე­სე­ბია ამ სამ­ყა­როს ნგრე­ვა? მას ხომ არ­ა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უძღ­ვის ამ­ა­ში? მაშ რა­ტომ, რა­ტომ უნ­და მო­ი­მარ­თოს ის­იც ამ ცხოვ­რე­ბის მოძ­ვე­ლე­ბულ წეს­ზე და რიგ­ზე? დავ­ძ­რ­წო­დი სახ­ლებ­სა და ყა­ზარ­მებს შო­რის და ხმა­მაღ­ლა ვღრი­ა­ლებ­დი: მი­ე­ცით მას შან­სი! მი­ე­ცით რა­ი­მე შან­სი! სა­კუ­თარ თავ­ზე ვბრა­ზობ­დი, ეს ხომ მე მო­ვავ­ლი­ნე ბავ­შ­ვი ამ სამ­ყა­რო­ში მი­სი ნე­ბის გა­რე­შე. ახ­ლა კი ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი შვი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. მე ვი­ყა­ვი მის წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვე და მე­ვე უნ­და მე­ღო­ნა რა­ი­მე. სად­მე კუნ­ძულ­ზე უნ­და გა­დავ­ხ­ვე­წი­ლი­ყა­ვი, გავ­ხიზ­ნუ­ლი­ყა­ვი მას­თან ერ­თად. მაგ­რამ სა­დაა ნე­ტავ ას­ე­თი კუნ­ძუ­ლი, სა­დაც ად­ა­მი­ა­ნი ახ­ა­ლი სამ­ყა­როს შექ­მ­ნას შეძ­ლებს?

ჩე­მი შვი­ლით ვი­ყა­ვი შეპყ­რო­ბი­ლი და იმ­თა­ვით­ვე გან­წი­რუ­ლი, მთლი­ა­ნად შე­მეგ­რ­ძ­ნო ამ სამ­ყა­როს სი­ვაგ­ლა­ხე და მეც მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. უუნ­ა­რო­ბამ მა­ი­ძუ­ლა ხე­ლი გა­მეშ­ვა, თა­ვი მი­მე­ნე­ბე­ბი­ნა ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის და სა­კუ­თა­რი ზრუნ­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სა­გან გა­მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა; თა­ნაც მივ­ხ­ვ­დი, რომ ის უკ­ვე მზად იყო ამ სამ­ყა­როს­თ­ვის ეც­ხოვ­რა და არა იმ­ის­თ­ვის, რომ გა­ერ­ღ­ვია ეშ­მა­კი­სე­უ­ლი წრე.

თა­მაშ-თა­მაშ მი­აღ­წია ფიპ­ს­მა სას­კო­ლო ას­აკს. მარ­თ­ლაც რომ ით­ა­მა­შა, სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, და მეც არ ვუშ­ლი­დი. თუმ­ცა ეს ჯერ კი­დევ არ ყო­ფი­ლა ის თა­მა­შე­ბი, უფს­კ­რუ­ლის­კენ რომ უბ­იძ­გე­ბენ ად­ა­მი­ანს. ამგ­ვარ თა­მა­შებს რა უჭ­ირ­და: და­მა­ლო­ბა­ნა, და­ჭე­რო­ბა­ნა, ომ­ო­ბა­ნა, ყა­ჩა­ღო­ბა­ნა… მაგ­რამ მე მა­ინც სულ სხვა თა­მა­შებ­სა და ზღაპ­რებს ვი­სურ­ვებ­დი მის­თ­ვის და არა ამ ყვე­ლას­თ­ვის ნაც­ნობ, უკ­ვე ყავ­ლ­გა­სულ თა­მა­შებს. მაგ­რამ მე სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი რამ თავ­ში არ მომ­დი­ო­და და ის­იც უკ­ვე გა­მო­გო­ნი­ლის­კენ, სი­ყალ­ბის­კენ მი­ილ­ტ­ვო­და. არ­ა­ნა­ი­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობ­და არ­ცერ­თი ჩვენ­თა­გა­ნის­თ­ვის, ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ იყო დად­გე­ნი­ლი და და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: კე­თი­ლად და ბო­რო­ტად, ნათ­ლად და ბნე­ლად, მე­გობ­რად თუ მტრად, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად თუ ხა­რის­ხობ­რი­ვად და სად­ღაც, სხვაგ­ვა­რი არ­სე­ბე­ბი თუ ცხო­ვე­ლე­ბი შემ­თხ­ვე­ვი­თაც რომ გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ, მა­ინც ამ სამ­ყა­რო­სე­ულ სა­ხე­ებს მი­ი­ღებ­დ­ნენ.

და რად­გან მე არ ვი­ცო­დი, რო­გორ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და ამ­ე­გო ბავ­შ­ვის სწავ­ლა, სულ შე­ვეშ­ვი. ჰა­ნამ შე­მამ­ჩ­ნია, რომ აღ­არ ვზრუ­ნავ­დი ბავ­შ­ვ­ზე, მი­საყ­ვე­დუ­რა კი­დეც. ვცა­დე, გვე­ლა­პა­რა­კა ამ­ა­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­მი­გო და რო­გორც ურჩხულს, ისე მომ­ჩე­რე­ბო­და. ბო­ლომ­დე არც კი მა­ცა­და, გა­მო­მეთ­ქ­ვა ჩე­მი აზ­რი, მა­შინ­ვე შე­მაწყ­ვე­ტი­ნა და ბავ­შ­ვის ოთ­ახ­ში შე­ვარ­და. მაგ­რამ სწო­რედ იმ სა­ღა­მოს, რა­ტომ­ღაც ას­ე­თი იდეა და­ე­ბა­და, – ყო­ველ ღა­მით, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ელ­ო­ცა: ღმერ­თო ძლი­ე­რო, მო­მეც სიმ­შ­ვი­დე და ძა­ლა, ვი­ყო ღვთის­მო­სა­ვი… ეს მე სულ არ მა­ნაღ­ვ­ლებ­და. მაგ­რამ ეტ­ყო­ბა ჰა­ნას ამგ­ვა­რად სურ­და და­ეც­ვა ბავ­შ­ვი.

რას აღ­არ იგ­ო­ნებ­და: ჯვა­რი, ამ­უ­ლე­ტი, შე­ლოც­ვე­ბი… ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თ­ლაც დას­ჭირ­დე­ბო­და ფიპსს, რად­გან მა­ლე მგლებს შო­რის მოხ­ვ­დე­ბო­და და მგლებ­თან ერ­თად უნ­და ეყ­მუვ­ლა. “ღმერ­თ­მა ხე­ლი მო­უ­მარ­თოთ”, – ვფიქ­რობ­დი მე; იქ­ნებ ეს მარ­თ­ლაც ბო­ლო გა­მო­სა­ვა­ლი იყო. ჩვენ ორ­ი­ვემ, მარ­თა­ლია თი­თო­ე­ულ­მა თა­ვი­სე­ბუ­რად, მაგ­რამ მა­ინც და­ვიზ­ღ­ვი­ეთ თა­ვი და ნე­ბა­ზე მი­ვუშ­ვით ბავ­შ­ვი. სხვას მი­ვან­დეთ მი­სი ბე­დი.

ფიპ­სი ცუ­დი ნიშ­ნე­ბით თუ ბრუნ­დე­ბო­და სკო­ლი­დან, არ­ა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი. ჰა­ნა კი ჩუ­მად იტ­ან­ჯე­ბო­და. მთე­ლი სა­ღა­მო გვერ­დით ეჯ­და და და­ვა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. რო­გორც დე­და, ჰა­ნა შე­სა­ნიშ­ნა­ვად უძღ­ვე­ბო­და თა­ვის საქ­მეს. მაგ­რამ მე არ მჯე­რო­და, რომ აქ­ე­დან რა­ი­მე სა­ხე­ი­რო გა­მოდ­ნე­ბო­და. ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო, სად ის­წავ­ლი­და ფიპ­სი, ან რო­გორ ის­წავ­ლი­და, სა­ერ­თოდ რა გა­მო­ვი­დო­და მის­გან. არ­ა­და, უბ­რა­ლო გლე­ხიც კი ოც­ნე­ბობს, ნე­ტავ ექ­ი­მი გა­მო­ვი­დეს ჩე­მი შვი­ლიო. მაგ­რამ მე არ­ა­ფერ­ზე არ ვოც­ნე­ბობ­დი. რა­ში მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ის სხვა­ზე ჭკვი­ა­ნი, ან უკ­ე­თე­სი იქ­ნე­ბო­და თუ არა. არც იმ­ა­ზე მქონ­და პრე­ტენ­ზია, რომ ვყვა­რე­ბო­დი, ან დამ­მორ­ჩი­ლე­ბო­და, ჩემ­თ­ვის და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, ან ჩემს ნე­ბას დაჰ­ყო­ლო­და. არა, მე ეს არ მსურ­და… მაგ­რამ ერ­თი რა­ღა­ცაც კი რომ შე­მემ­ჩ­ნია ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მა­შინ… მაგ­რამ არა… თა­მა­ში წა­ვა­გე, ხე­ლის გან­ძ­რე­ვა­საც აღ­არ ჰქონ­და აზ­რი.

არ­ა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა არ გა­მაჩ­ნ­და ფიპ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბით. არც ის ვი­ცი, სა­ერ­თოდ, ად­ა­მი­ანს აქვს კი უფ­ლე­ბა, სა­კუ­თარ შვილ­ზე ას­ე­თი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი აწ­არ­მო­ოს?! მაგ­რამ მა­ინც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ამ უიმ­ე­დოდ მოვ­ლე­ნილ არ­სე­ბას, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც არ შე­მეძ­ლო, რომ­ლის­თ­ვი­საც ვე­რა­ფერს გა­ვი­ღებ­დი. თუმ­ცა იგ­ი­ვეს ვერ ვიტყო­დი ჰა­ნა­ზე, ჰა­ნა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გულს ვტკენ­დი. მარ­თა­ლია, ჰა­ნაც ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ად­ა­მი­ა­ნი იყო, რო­გო­რიც მე, კე­თილ­გო­ნი­ე­რი, გა­მოც­დი­ლი, ცო­ტა­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ქა­ლი და ბო­ლო-ბო­ლო, სხვა რომ არ­ა­ფე­რი ვთქვათ, ჩე­მი ცო­ლი. მე ჩემს შვილს და ალ­ბათ სა­კუ­თარ თავ­საც სა­ში­ნე­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი მო­ვუწყე, რად­გან შვილ­მა ჩა­მიხ­შო, გა­მი­ნად­გუ­რა უდ­ი­დე­სი მო­ლო­დი­ნი. მე ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ნი­ა­და­გი და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა.

ვიდ­რე და­ი­ბა­დე­ბო­და, ვე­ლო­დი, რომ ეს ბავ­შ­ვი, ვი­ნა­ი­დან ბავ­შ­ვი იყო, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და სამ­ყა­როს. სხვამ შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს, რო­გორ და­უნ­დობ­ლა­დაც არ უნ­და ჟღერ­დეს, რომ მარ­თ­ლაც სა­შინ­ლად მო­ვე­ქე­ცი სა­კუ­თარ პირ­მ­შოს, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, ეს ასე არა გახ­ლავთ. მე არ ვი­ყა­ვი ამ ბავ­შ­ვის­თ­ვის მზად, ალ­ბათ ის­ე­ვე, რო­გორც ყვე­ლა­ნი ჩემს გარ­შე­მო. ჰა­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მშვი­დად ვგრძნობ­დი თავს, არც კი ვე­ლო­დი, რომ შვი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და. ჰა­ნას ცო­ლად შერ­თ­ვას არ ვნა­ნობ, მაგ­რამ ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მას­თან ბედ­ნი­ე­რი აღ­არ ვყო­ფილ­ვარ. ნე­ტავ ბავ­შ­ვი არ შეგ­ვ­ძე­ნო­და. ამ­ა­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია. არ­ა­და, ჰა­ნას შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უნ­დო­და ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნა. ამ­ა­ზე ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობ­და. თუმ­ცა, ახ­ლა გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვი­თაა, მტრად მთვლის, გა­მირ­ბის. მაგ­რამ ად­ა­მი­ანს უფ­ლე­ბა არა აქვს, უს­აყ­ვე­დუ­როს მე­ო­რეს. ად­ა­მი­ა­ნი ხომ არ გა­ნა­გებს სიკ­ვ­დილ­სა თუ სი­ცოცხ­ლეს. ვი­ცი, ჰა­ნა ალ­ბათ მთელ მოდ­გ­მას გაზ­რ­დი­და სი­ა­მოვ­ნე­ბით, მი­სი ნე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო. მე კი არა. მის­თ­ვის ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბა კმა­რო­და, ჩემ­თ­ვის კი არა. ერთხელ, ჩხუ­ბის დროს წა­მოს­ც­და, რა მიზ­ნე­ბი­ცა და ოც­ნე­ბე­ბიც ჰქონ­და ფიპ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბით: ნა­თე­ლი ოთ­ა­ხი, მეზ­ღ­ვა­უ­რის ფორ­მა, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და უს­აზ­ღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლი, რაც კი ამ ქვეყ­ნად არ­სე­ბობ­და, რა­თა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰყოფ­ნო­და და სამ­ყა­როს, ად­ა­მი­ა­ნე­ბის ატ­ა­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და… სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა, ნი­ჭი, უც­ხო ენ­ე­ბი… ჰა­ნა ტი­რო­და და გუ­ლი სტკი­ო­და, რომ მე მე­ცი­ნე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. ვფიქ­რობ, ის წა­მი­თაც არ ფიქ­რობ­და, რომ ფიპ­სიც ამ სამ­ყა­როს ღვიძ­ლი შვი­ლი გახ­დე­ბო­და, მოტყუ­ე­ბუ­ლი, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი, გულ­ნატ­კე­ნი, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვ­და­ვი. და ის­იც მხო­ლოდ დამ­ცი­რე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბო­და გან­წი­რუ­ლი. ამგ­ვა­რი ფიქ­რის­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი გა­მაჩ­ნ­და. ბავ­შ­ვ­ში სა­თა­ვე­ში­ვე იყო ჩა­დე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, რო­გორც მწა­რე ნაღ­ვე­ლი. არ მა­ვიწყ­დე­ბა, სა­მი-ოთ­ხი წლის იქ­ნე­ბო­და, ძლივს გა­მოვ­ტა­ცე და­ნა ხე­ლი­დან. ერთხელ კი, თა­ვი­სი აშ­ე­ნე­ბუ­ლი კოშ­კი რომ და­ენ­გ­რა, ის­ე­თი გა­ცო­ფე­ბუ­ლი აწყ­დე­ბო­და აქ­ეთ-იქ­ით და ისე ღრი­ა­ლებ­და: “ყვე­ლა­ფერს და­ვან­გ­რევ და და­ვამ­ს­ხ­ვ­რე­ვო”, ხელ­ში ავ­იყ­ვა­ნე, მი­ვე­ფე­რე, დავ­პირ­დი, ხე­ლახ­ლა აგ­ი­შე­ნებ მაგ კოშკს-მეთ­ქი, მაგ­რამ ის სა­შინ­ლად გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი იდ­გა და იმ­უქ­რე­ბო­და. ამ­ა­სო­ბა­ში ჰა­ნაც შე­მო­ვი­და. პირ­ვე­ლად შევ­ნიშ­ნე შეც­ბუ­ნე­ბა, იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბა. მა­შინ­ვე და­ტუქ­სა ბავ­შ­ვი და ჰკითხა, ვინ გას­წავ­ლა ას­ე­თი რა­მო, მან კი ჯი­უ­ტად უპ­ა­სუ­ხა “არ­ა­ვი­ნო”.

მე­რე თო­ჯი­ნა­საც, იმ კოშ­კ­ში რომ ცხოვ­რობ­და, ხე­ლი ჰკრა და რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, ის­იც და­ან­გ­რია. მაგ­რამ ბო­ლოს რა­ტომ­ღაც თა­ვად­ვე შე­შინ­და, ტი­რი­ლი და­იწყო, ათ­ას და­პი­რე­ბებს იძ­ლე­ო­და, ასე აღ­ა­რა­სო­დეს მო­ვიქ­ცე­ვიო, მაგ­რამ მე­რე ის­ევ გა­ი­მე­ო­რა. სა­თა­ნა­დოდ არც მა­შინ დას­ჯი­ლა.

არ­ა­და, ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი მშვე­ნი­ე­რი რამ უთქ­ვამს, რამ­დენ სი­ნა­ზეს იტ­ევ­და ხოლ­მე. რა ლა­მა­ზი იყო დი­ლით, წით­ლად აღ­აჟ­ღა­ჟე­ბუ­ლი ლო­ყე­ბით რომ იღ­ვი­ძებ­და. გა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ შე­მი­ნიშ­ნავს?! ჰა­ნას მსგავ­სად, გა­ნა მე კი არ მომ­დო­მე­ბია ხელ­ში ამ­ეყ­ვა­ნა და და­მე­კოც­ნა?! მაგ­რამ ამ­ით ვერ და­ვიმ­შ­ვი­დებ­დი, ვერ მო­ვიტყუ­ებ­დი თავს. არ­ა­ნა­ი­რი იმ­ე­დი არ მქონ­და ფიპ­სის. ფიპ­სი… თუნ­დაც ეს სა­ხე­ლი… ეზ­ოს ძაღ­ლი­ვით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეს სა­ხე­ლი უნ­და ეტ­ა­რე­ბი­ნა.

მას მე­რე, რაც სკო­ლა­ში და­იწყო სი­ა­რუ­ლი, შინ გვი­ან შე­მო­დი­ო­და. მეც ძი­რი­თა­დად კა­ფე­ში ვი­ჯე­ქი, ხან ჭად­რაკს ვთა­მა­შობ­დი, შინ თუ ვი­ყა­ვი, ჩემს ოთ­ახ­ში ვი­კე­ტე­ბო­დი და ვკითხუ­ლობ­დი. ამ პე­რი­ოდ­ში ერ­თი გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი გა­ვი­ცა­ნი. ხში­რად დავ­დი­ო­დი მას­თან, ხან ტკბი­ლე­უ­ლო­ბა მიმ­ქონ­და, ხან კი­ნოს ბი­ლე­თე­ბი. ერთ­მა­ნეთს შე­ვეჩ­ვი­ეთ. ერ­თი უპ­რე­ტენ­ზიო, მშვი­დი, სან­დო­მი­ა­ნი ქა­ლი იყო. სა­ოც­რად უყ­ვარ­და ჭა­მა. ჭა­მის პრო­ცეს­ში უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ცოცხ­ლე­ბუ­ლი და მხი­ა­რუ­ლი ხდე­ბო­და, და­ნარ­ჩენ დროს კი უღ­იმ­ღა­მოდ, უს­ი­ცოცხ­ლოდ ატ­ა­რებ­და. მთე­ლი ერ­თი წე­ლი დავ­დი­ო­დი ბე­ტის­თან ბი­ნა­ში. სიმ­შ­ვი­დე მომ­წონ­და მის პა­ტა­რა ოთ­ახ­ში, ჩემ­თ­ვის რომ ვი­ჯე­ქი და ღვი­ნოს შე­ვექ­ცე­ო­დი. ის კი ამ დროს გა­ზე­თებს კითხუ­ლობ­და და მოთ­მი­ნე­ბით მი­ტან­და მე და ჩემს პრე­ტენ­ზი­ებს. რა­ო­დენ უჩ­ვე­უ­ლოც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენს შო­რის არ­ა­სო­დეს, არ­ა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. ისე, ამ მხრივ სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, თით­ქოს ქა­ლის­გან, სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ მი­ვილ­ტ­ვო­დი. თით­ქოს ამ­ით ვიზ­ღ­ვევ­დით თავს, რომ არ­ა­ვის­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჰა­ნას­თა­ნაც კი აღ­არ მინ­დო­და და­წო­ლა.

არ­ა­სო­დეს მიც­დია, შე­მე­ნიღ­ბა სა­ღა­მო­ო­ბით ჩე­მი შინ არ­ყოფ­ნა. მე­გო­ნა, არც ჰა­ნას ექ­ნე­ბო­და ამ­ა­ზე გარ­თუ­ლე­ბა. მაგ­რამ ერთ დღეს მივ­ხ­ვ­დი, თურ­მე ვცდე­ბო­დი. ერთხელ ბე­ტის­თან ერ­თად კა­ფე­ში და­მი­ნა­ხა, მე­რე კი­ნოს ბი­ლე­თე­ბის რიგ­შიც მოგ­ვ­კ­რა თვა­ლი. უჩ­ვე­უ­ლო რე­აქ­ცია ჰქონ­და, ისე მი­ყუ­რებ­და, რო­გორც ვი­ღაც უც­ხოს. აღ­არ ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. შემ­ც­ბარ­მა თა­ვი და­ვუ­კა­რი, თან ბე­ტის ხელს ჩა­ვე­ჭი­დე, თით­ქოს ამ­ით საყ­რ­დენს ვე­ძებ­დი. კი­ნო­ში მა­ინც შე­ვე­დით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომ ვიხ­სე­ნებ­დი, მივ­ხ­ვ­დი, მაგ­რად და­ვი­ბე­ნი. ფილ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შინ მის­ვ­ლამ­დე, თა­ვის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად ათ­ას­ნა­ირ ვერ­სი­ებს ვი­გო­ნებ­დი, მაგ­რამ, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ჰა­ნას სიტყ­ვაც არ და­უძ­რავს. მე მა­ინც მო­ვი­მარ­ჯ­ვე ჩე­მი წი­ნას­წარ­შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი, ის კი ჯი­უ­ტად დუმ­და. თით­ქოს არც ეს­მო­და, რა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ხმა ამ­ო­ი­ღო და მოკ­რ­ძა­ლე­ბით მითხ­რა: “სხვა თუ არ­ა­ფე­რი, ბავ­შ­ვ­ზე მა­ინც იფ­იქ­რე, ფიპ­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის, ფიპ­სის გა­მო მა­ინც…” რო­გორ მომ­ხ­ვ­და ეს სიტყ­ვე­ბი გულ­ში, მი­სი ეს მოკ­რ­ძა­ლე­ბა.

მუხ­ლებ­ზე და­ვეშ­ვი, პა­ტი­ე­ბას ვთხოვ­დი, ვპირ­დე­ბო­დი აღ­ა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დე­ბო­და მსგავ­სი რამ და მარ­თ­ლაც შე­ვუს­რუ­ლე სიტყ­ვა. ის დღე იყო და ის დღე, ბე­ტის აღ­არ შევ­ხ­ვედ­რი­ვარ. ის­იც არ ვი­ცი, ან ის ორი წე­რი­ლი რა­ტომ­ღა მივ­წე­რე. თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია, ალ­ბათ არ­აფ­რად ჩა­აგ­დო. არ­ა­და, რამ­დე­ნი რამ გა­მოვ­თ­ქ­ვი, არ­ა­სო­დეს, არც ერთ ად­ა­მი­ან­თან არ მით­ქ­ვამს ამ­დე­ნი. ერ­თი პი­რო­ბა შევ­შინ­დი კი­დეც, ბე­ტიმ შან­ტა­ჟი არ მო­მიწყოს-მეთ­ქი. ისე, კაც­მა რომ თქვას, რა შან­ტა­ჟი უნ­და მო­ეწყო, ჰა­ნამ ის­ე­დაც უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი იც­ო­და?!

ეს ქა­ო­სი, ეს სი­ცა­რი­ე­ლე.

ასე მე­გო­ნა გა­და­ვიწ­ვი, იმ­პო­ტენ­ტი გავ­ხ­დი, რო­მე­ლიც არც არ­აფ­რის შეც­ვ­ლას ცდი­ლობს და არც არ­ა­ფე­რი სურს. სექ­ს­შიც მო­მე­ცა­რა ხე­ლი, ჩავ­ფ­ლავ­დი. მაგ­რამ ეს არც ჰა­ნას ბრა­ლი იყო, არც ჩე­მი, არც ფიპ­სის. არა, ეს სა­ერ­თო, მა­მი­სა და შვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი­სა და სიკ­ვ­დი­ლის ბრა­ლი იყო.

ერთხელ ერთ წიგ­ნ­ში ას­ე­თი წი­ნა­და­დე­ბა ამ­ო­ვი­კითხე: “მხო­ლოდ ცას სჩვე­ვია თა­ვა­წე­უ­ლი სი­ა­რუ­ლიო”. ცას თა­ვა­წე­უ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ცუდ თვი­სე­ბად ჩა­ეთ­ვა­ლოს. ცა უბ­რა­ლოდ, იმ­ი­ტომ დაგ­ც­ქე­რის ზე­მო­დან, რომ ნი­შა­ნი მის­ცეს დაბ­ლა მყოფთ, გზა­აბ­ნე­ულთ, ან მათ, ვინც სად­ღაც, რო­მე­ლი­ღაც შავ­ბ­ნე­ლი დრა­მის მო­ნა­წი­ლეა. იგი თა­ვა­დაც მხილ­ვე­ლია და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. მა­მა და შვი­ლი – სა­ში­ნე­ლი გა­უ­გებ­რო­ბაა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მაა და აქ უფ­რო ზუს­ტი სიტყ­ვა მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო – წყვდი­ა­დია და მე­ტი არ­ა­ფე­რი. ან ამ­ას რა­ღა ვუ­წო­დო, გა­ნა სა­ში­ნე­ლე­ბა არაა, რო­ცა ჰა­ნას ნა­ყო­ფი, ჰა­ნას ცხრა თვე მუც­ლით ნა­ტა­რე­ბი ბავ­შ­ვის სი­ცოცხ­ლე და ეს ბავ­შ­ვუ­რი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი სიკ­ვ­დი­ლით, სის­ხ­ლით დას­რულ­და, სის­ხ­ლით, რო­მე­ლიც მას თავ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბი­დან წა­მოს­კ­და?!

მაგ­რამ აღ­ა­რაფ­რის თქმას აღ­არ ჰქონ­და აზ­რი. ის იქ, კლდის ნაპ­რალ­თან იწ­ვა უძ­რა­ვად. ერთ-ერთ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა მო­ირ­ბი­ნა თურ­მე, რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და, ხე­ლი ას­წია. ის თა­ნაკ­ლა­სე­ლი, ეტ­ყო­ბა, ცდი­ლობ­და მე­გობ­რის ამ­ოყ­ვა­ნას, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ძა­ლა არ ეყო. მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ მი­სუ­ლა, მხო­ლოდ ამ­ის ამ­ო­ლუღ­ლუ­ღე­ბა მო­უს­წ­რია: “შინ მინ­დაო”.

ყო­ველ­თ­ვის ვუფ­რ­თხო­დი ამ სიტყ­ვე­ბის გახ­სე­ნე­ბას: “ბავშვს ჩემ­თან და ჰა­ნას­თან უნ­დო­და, მან და­სას­რუ­ლი, სიკ­ვ­დი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბა რომ შე­იგ­რ­ძ­ნო, შინ მო­ილ­ტ­ვო­და… სხვა ვე­რაფ­რის თქმა ვერ მო­უს­წ­რია… ან რა უნ­და ეთქ­ვა… ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხი­ა­რუ­ლი ბავ­შ­ვი იყო, არ­ა­ფერს შე­ეძ­ლო მი­სი და­ღო­ნე­ბა, მი­სი ბავ­შ­ვუ­რი იმ­ე­დე­ბის გაც­რუ­ე­ბა… თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა სას­წ­რა­ფოდ მო­ძებ­ნეს ჯო­ხე­ბი, სა­კა­ცე გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ ვიდ­რე სოფ­ლამ­დე ჩა­მო­იყ­ვან­დ­ნენ, გზა­ში­ვე და­ი­ღუ­პა. და­ი­ღუ­პა თუ მოკ­ვ­და? გა­ზეთ­ში ნეკ­რო­ლო­გის­თ­ვის გან­ცხა­დე­ბას რომ ვაძ­ლევ­დით, იქ­ა­ურ­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა იკ­ითხა: “ხომ არ დაგ­ვე­წე­რა: “უბ­ე­დურ­მა შემ­თხ­ვე­ვამ ხე­ლი­დან გა­მოგ­ვ­ტა­ცა ერ­თა­დერ­თი, საყ­ვა­რე­ლი, სუ­ლი­ე­რად უახ­ლო­ე­სი მო­ზარ­დი”. მაგ­რამ ჰა­ნამ უპ­ა­სუ­ხა: “აღ­ა­რა აქვს ახ­ლა მა­გას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, “სუ­ლი­ე­რად ახ­ლო­ბე­ლი” იყო თუ “საყ­ვა­რე­ლი”. მთა­ვა­რი ახ­ლა ეგ არაა.

ამ ნათ­ქ­ვამ­მა ისე ამ­რია, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, მოვ­ხ­ვე­ო­დი. შე­მე­ცო­და, გუ­ლი მეტ­კი­ნა. ვცა­დე მი­ვახ­ლო­ე­ბო­დი, მაგ­რამ არ მი­მი­კა­რა; ნე­ტავ სა­ერ­თოდ მამ­ჩ­ნევ­და კი?! თუ ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო მე მდებ­და ბრალს.

ჰა­ნა აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და, აღ­ა­რაფ­რად მაგ­დებ­და. ან რო­გორ უნ­და ჩა­ვეგ­დე, მთე­ლი ტვირ­თი ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვი­სა ხომ უკ­ვე დი­დი ხა­ნია მარ­ტო მას აწ­ვა. ეს ცოცხა­ლი, მხი­ა­რუ­ლი, ზოგ­ჯერ მშვი­დი, ზოგ­ჯერ კი მკაც­რი არ­სე­ბა ყო­ველ წამს მზად იყო ეზ­რუ­ნა ბავ­შ­ვ­ზე, მო­ევ­ლო, და­ემ­შ­ვი­დე­ბი­ნა, გულ­ში ჩა­ეკ­რა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბით. ის ყო­ველ­თ­ვის მარ­ტო იყო ბავ­შ­ვ­თან და მის შეც­დო­მებ­თან ერ­თად. ამ­ი­ტო­მაც არ­ა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ მქონ­და ჩე­მი აზ­რე­ბი­სა თუ ცოდ­ვე­ბის აღ­ი­ა­რე­ბი­საც კი.

ერთხელ, მე­სა­მე კლას­ში რომ იყო ფიპ­სი, ვი­ღაც ბავშვს და­ნით და­ეძ­გე­რა. ხე­ლი­დან რომ არ დას­ხ­ლ­ტო­მო­და, ბიჭს და­ნა პირ­და­პირ გულ­ში ხვდე­ბო­და. ხელ­ში მა­ინც და­იჭ­რა. სკო­ლა­ში დაგ­ვი­ბა­რეს. მახ­სენ­დე­ბა ის მტან­ჯ­ვე­ლი წუ­თე­ბი: დი­რექ­ტო­რი­სა და იმ ბავ­შ­ვის მშობ­ლე­ბის წი­ნა­შე ბო­დი­შებს რომ ვიხ­დი­დით და ათ­ას­გ­ვარ და­პი­რე­ბას ვიძ­ლე­ო­დით. თუმ­ცა მე წა­მი­თაც არ მე­პა­რე­ბო­და ეჭ­ვი, რომ ფიპსს კვლა­ვაც შე­ეძ­ლო გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ ხმა­მალ­ღ­ლა ამ­ი­სი თქმის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი პრო­ცე­სი იყო ჩემ­თ­ვის დი­რექ­ტორ­თან მის­ვ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ფიპსს, აღ­არ ვი­ცო­დი, რა კუთხით მივ­დ­გო­მო­დი. ხან ზლუ­ქუ­ნებ­და, გრძნობ­და თა­ვის და­ნა­შა­ულს და ინ­ა­ნი­ებ­და. მაგ­რამ უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ვე­რაფ­რით ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ გვე­ი­ძუ­ლე­ბი­ნა, მი­სუ­ლი­ყო ბიჭ­თან და ბო­დი­ში მო­ე­ხა­და. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ძლივს მი­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შ­ვის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მაგ­რამ და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, კვლავ ბავ­შ­ვურ­მა სი­ჯი­უ­ტემ და სი­ძულ­ვილ­მა იჩ­ი­ნა თა­ვი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, შე­ე­ნიღ­ბა ეს გრძნო­ბა, თით­ქოს შეძ­ლო კი­დეც, თუმ­ცა ვის შე­ეძ­ლო მის გრძნო­ბებ­ში ჩა­ხედ­ვა. ის უკ­ვე მშვე­ნივ­რად ერ­გე­ბო­და ამ სამ­ყა­როს.

სკო­ლის ექს­კურ­სი­ა­ზე მომ­ხ­დარ უბ­ე­დურ შემ­თხ­ვე­ვა­ზე რომ ვფიქ­რობ­დი, ყო­ველ­თ­ვის ეს ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბო­და. ერ­თი შე­ხედ­ვით არ­ა­ფე­რი ჰქონ­და ამ ორ ამ­ბავს ერთ­მა­ნეთ­თან სა­ერ­თო, მაგ­რამ შოკ­ში კი მაგ­დებ­და. ორ­ი­ვე ამ შემ­თხ­ვე­ვამ შვი­ლის არ­სე­ბო­ბა შე­მახ­სე­ნა. სხვა დროს ვერც კი ვამ­ჩ­ნევ­დი, რომ ის იზრ­დე­ბო­და, სკო­ლა­ში და­დი­ო­და და უკ­ვე ეს­მო­და, გრძნობ­და რა­ღა­ცე­ებს. იქ­ნებ ის სა­უ­კე­თე­სოც იყო მი­სი ას­ა­კის ბავ­შ­ვებს შო­რის: ვე­ლუ­რი, ნა­ზი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ჩუ­მი – და ყვე­ლა ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბე­ბი­თა თუ გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბით ჰა­ნას­თ­ვის ძვირ­ფა­სი.

სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ბი­უ­რო­ში და­მი­რე­კა, სხვა დროს არ­ა­სო­დეს მოქ­ცე­უ­ლა ასე. რა­მეს თუ და­ა­შა­ვებ­და, შინ გვი­რე­კავ­და და ჰა­ნას ელ­ა­პა­რა­კე­ბო­და. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ფირ­მის ჰოლ­ში შევ­ხ­ვ­დი. ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, კა­ფე­ში გა­და­ვე­დით. სა­შინ­ლად წვა­ლობ­და, რო­გორ ეთქ­ვა, არ იც­ო­და. ჯერ ჰოლ­ში­ვე უნ­დო­და ამ ამ­ბის შეტყო­ბი­ნე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, შე­სა­ფე­რის ად­გი­ლად არ ჩათ­ვა­ლა, თუმ­ცა არ­სე­ბობს კი შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი იმ­ის­თ­ვის, რომ გითხ­რან: “შე­ნი შვი­ლი და­ი­ღუ­პაო”?! “მას­წავ­ლებ­ლე­ბის ბრა­ლი არ ყო­ფი­ლა”, – ძლივს წა­მო­იწყო მან. მე თავს ვუქ­ნევ­დი.

თა­ვი­დან ის­იც სხვებ­თან ერ­თად იყო, მაგ­რამ შემ­დეგ ფიპ­სი კლასს ჩა­მო­შორ­და. არ ვი­ცი, ურ­ჩო­ბი­სა თუ ინ­ტე­რე­სის გა­მო, კლდე­ზე აც­ოც­და, ჩა­მო­ვარ­და და ქვას და­ე­ნარ­ცხა. ჭრი­ლო­ბა თავ­ში სა­სიკ­ვ­დი­ლო აღ­მოჩ­ნ­და და მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პა”.

ხმას არ ვი­ღებ­დი, მხო­ლოდ თავს ვუქ­ნევ­დი, თა­ვა­დაც არ ვი­ცი, რა­ტომ ვიქ­ცე­ო­დი ასე.

“მთე­ლი სკო­ლა შეძ­რა ამ ამ­ბავ­მა, – გა­ნაგ­რ­ძობ­და ის, – მთე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, პო­ლი­ცი­აც ჩა­ე­რია…”

იმ წუ­თას ფიპ­ს­ზე არც ვფიქ­რობ­დი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო მებ­რა­ლე­ბოდ­ნენ. დი­რექ­ტორს ვუთხა­რი კი­დეც, ჩემ­ზე ნუ იდ­არ­დებთ-მეთ­ქი.

არ­ა­ვის, არ­ა­ვის არ მი­უძღო­და ამ­ა­ში ბრა­ლი. წა­მოვ­დე­ქი. რაც შე­ვუკ­ვე­თეთ, მო­ტა­ნა­საც აღ­არ დავ­ლო­დე­ბი­ვარ, მა­გი­და­ზე დავ­დე ფუ­ლი და გა­მო­ვე­დი. ბი­უ­რო­ში დავ­ბ­რუნ­დი. ცო­ტა ხან­ში ის­ევ კა­ფე­ში გა­და­ვე­დი. ერ­თი ფინ­ჯა­ნი ყა­ვა დავ­ლიე. თუმ­ცა კო­ნი­აკს ან შამ­პა­ნი­ურს უფ­რო სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ლევ­დი, მაგ­რამ გამ­ბე­და­ო­ბა არ მე­ყო. შუ­ად­ღემ მო­ა­წია, შინ უნ­და დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და მო­მე­ყო­ლა ჰა­ნას­თ­ვის. რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, არ მახ­სოვს, მაგ­რამ ერ­თი კია, ზღურ­ბ­ლ­ზეც არ მქონ­და ფე­ხი გა­დაც­დე­ნი­ლი, რომ უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ხა­ლე. ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ცა­რი სის­წ­რა­ფით მოხ­და. ჰა­ნამ ერ­თი კი იკ­ივ­ლა შემ­ზა­რა­ვად და ჩა­ი­კე­ცა. სწო­რედ ასე იკ­ივ­ლა მა­შინ მშო­ბი­ა­რო­ბი­სა­საც. ექ­იმს გა­მო­ვუ­ძა­ხე; გონ­და­კარ­გულ ჰა­ნას ზედ დავ­კან­კა­ლებ­დი, ვნატ­რობ­დი, არ­ა­ფე­რი და­მარ­თო­და. მას­ზე ვფიქ­რობ­დი მხო­ლოდ, ბავ­შ­ვი ერთხე­ლაც არ გამ­ხ­სე­ნე­ბია.

მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ მო­ვაგ­ვა­რე. ჰა­ნას დაკ­რ­ძალ­ვის სა­ათს ვუ­მა­ლავ­დი. სა­საფ­ლა­ო­ზე დი­რექ­ტორ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიტყ­ვა წარ­მოთ­ქ­ვა. მშვი­დი დღე იყო. მსუ­ბუ­ქი ნი­ა­ვი ქრო­და. გვირ­გ­ვი­ნებ­ზე ჭრელ-ჭრე­ლი ბაფ­თე­ბი ისე ფრი­ა­ლებ­და, დღე­სას­წა­უ­ლი გე­გო­ნე­ბო­და. პირ­ვე­ლად ვნა­ხე მთე­ლი კლა­სი ერ­თად. ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ფიპ­სი ნა­ხე­ვარ დღეს ატ­ა­რებ­და. ჩუ­მად, ცი­ვად მომ­ზი­რა­ლი ბავ­შ­ვე­ბის ჯო­გი… რო­გო­რი უც­ხო­ნი იყვ­ნენ ის­ი­ნი ჩემ­თ­ვის. უც­ბად თვალ­სა­წი­ე­რი­დან სად­ღაც გაქ­რა მთე­ლი სა­საფ­ლაო, გვირ­გ­ვი­ნე­ბი. თით­ქოს იქ ვი­ყა­ვი და არც ვი­ყა­ვი, თით­ქოს შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დი სა­ხე­ებს, ჩემს წინ რომ მი­მო­დი­ოდ­ნენ და მხო­ლოდ ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვი­სას ვგრძნობ­დი რა­ღაც შე­ხე­ბას ამ ყვე­ლა­ფერ­თან, ის­იც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ, რად­გან ძალ­ზე შორს აღ­მოვ­ჩ­ნ­დი იქ­ა­უ­რო­ბის­გან.

თა­ვად ის­წავ­ლე ჩრდი­ლე­ბის ენა! ჩას­წ­ვ­დი ჩრდი­ლე­ბის ენ­ას!..

უკ­ვე კაი ხა­ნია ამ ამ­ბავ­მა ჩა­ი­ა­რა. ჰა­ნა წამ­და­უ­წუმ აღ­არ შერ­ბო­და ბავ­შ­ვის ოთ­ახ­ში და სა­ა­თო­ბით აღ­არ იკ­ე­ტე­ბო­და. უფ­ლე­ბაც კი მომ­ცა, რომ ჩა­მე­რა­ზა ბავ­შ­ვის ოთ­ა­ხი.

გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი ჩე­მი გუ­ლი… ახ­ლა ხომ მზად ვარ ზურ­გ­ზე შე­მო­ვის­ვა და ისე ვა­ტა­რო, ვუ­ყი­დო გა­სა­ბე­რი ბუშ­ტე­ბი, ვა­სე­ირ­ნო ნა­ვით, შე­ვუ­ბე­რო ნატ­კენ მუხ­ლ­ზე, და­ვეხ­მა­რო და­ვა­ლე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა­ში. მაგ­რამ ვე­ღარ გა­ვა­ცოცხ­ლებ. თუმ­ცა, არც ეს ფფიქ­რია გვი­ა­ნი. მე მი­ვი­ღე, მე ვა­ღი­ა­რე ჩე­მი ვა­ჟი. მე არ­ა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ მას­თან ახ­ლოს, მე­გობ­რუ­ლად, რად­გან ყო­ველ­თ­ვის შო­რი­დან ვუვ­ლი­დი, შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი.

ნუ მი­დი­ხარ შორს! ის­წავ­ლე კვალ­დაკ­ვალ სი­ა­რუ­ლი… ჯერ თა­ვად ის­წავ­ლე…

ად­ა­მი­ან­მა უნ­და შეძ­ლოს მა­მა­კა­ცი­დან ქა­ლამ­დე გა­დე­ბუ­ლი გლო­ვის ხი­დის გა­დავ­ლა, სი­შო­რის დაძ­ლე­ვა, დუ­მი­ლის შეც­ნო­ბა, რად­გან ყო­ველ­თ­ვის იქ, სა­დაც ჩემ­თ­ვის და­ნაღ­მუ­ლი ვე­ლია, ჰა­ნას­თ­ვის მა­ინც ბაღ­ნა­რი ყვა­ო­და ხოლ­მე.

მე აღ­არ მინ­და ფიქ­რი. მე მხო­ლოდ ის მინ­და, გა­და­ვა­ბი­ჯო ამ ჩაბ­ნე­ლე­ბულ წყვდი­ადს, ისე, რომ არ­ა­ნა­ი­რი ახს­ნა-გან­მარ­ტე­ბა არ დამ­ჭირ­დეს. მინ­და, რო­გორ­მე და­ვიბ­რუ­ნო ჰა­ნა, კვლავ შე­ვე­ხო მას, მო­ვე­ფე­რო, ვა­კო­ცო. მაგ­რამ ეს არაა მი­სი მო­პო­ვე­ბი­სა თუ და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, ესაა სურ­ვი­ლი მი­სი ამ სამ­ყა­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა; მინ­და, რა­მე­ნა­ი­რად შე­ვაძ­ლე­ბი­ნო, ჩა­ე­ჭი­დოს ამ სამ­ყა­როს და მეც შე­მაძ­ლე­ბი­ნოს აქ დარ­ჩე­ნა. ნე­ტავ ღო­ნე მქონ­დეს, შე­ვა­რი­გო ეს ყო­ვე­ლი­ვე – კარ­გი თუ ბნე­ლი. თუნ­დაც მოჰ­ყ­ვ­ნენ ამ დაბ­რუ­ნე­ბას, ამ მო­ფე­რე­ბას ბავ­შ­ვე­ბიც. დაე მო­ვიდ­ნენ, და­ი­ბა­დონ, გა­ი­ზარ­დონ, მო­ხუც­დ­ნენ, სხვე­ბი­ვით, მე კი მათ ვშთან­თ­ქავ, რო­გორც კრო­ნო­სი. ზოგ­ჯერ ვცემ, რო­გორც მკაც­რი მა­მა, ის­ი­ნიც შე­ეჩ­ვე­ვი­ან ამ წმინ­და ცხო­ველს და მო­ატყუ­ე­ბენ, რო­გორც მე­ფე ლირს. მე მათ ჩვე­ნი დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად აღვ­ზ­რ­დი, ნა­ხევ­რად მგლუ­რი, ნა­ხევ­რად ზნე­ობ­რი­ვი იდ­ე­ე­ბით – და არ­ა­ფერს გა­ვა­ტან გზად. ჩვე­ნი დრო­ის ად­ა­მი­ა­ნის მსგავ­სად: არც არ­ა­ნა­ირ ქო­ნე­ბას, არც არ­ა­ნა­ირ კარგ რჩე­ვას.

არც კი ვი­ცი, ნე­ტავ თუ ღვი­ძავს ჰა­ნას. ხორ­ცი, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იდ­უ­მა­ლე­ბაა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ღა­მის ხარ­ხარ­ში ჭეშ­მა­რიტ გრძნო­ბას რომ მა­ლავს.

ნე­ტავ მა­ცო­დი­ნა, კი­დევ თუ ღვი­ძავს ჰა­ნას?..

© ”არილი”

Facebook Comments Box