ესე (თარგმანი)

პრე­ლუ­დი­ე­ბი მო­ცარ­ტი­სა და კირ­კე­გო­რის­თ­ვის

Soren_Kierkegaard_1234

ალ­ექ­სანდრ მი­ხა­ი­ლო­ვი

ალ­ექ­სან­დ­რ მი­ხა­ი­ლო­ვი (1938-1995) – რუ­სი ფილოსოფოსი, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე, მთარ­გ­მ­ნე­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე. “პრე­ლუ­დი­ე­ბი მო­ცარ­ტი­სა და კირ­კე­გო­რი­სათ­ვის” 1991 წელს და­ი­ბეჭ­და და მო­ცარ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 200 წლის­თავს მი­ეძღ­ვ­ნა. თარგმანი დაიბეჭდა 2000 წელს ჟურნალ „არილში“.

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

კირ­კე­გორ­ში მუ­სი­კა კი არა, მო­ცარ­ტი ცხოვ­რობს. თა­ნაც, არა იმ­დე­ნად მო­ცარ­ტი, რამ­დე­ნა­დაც “დონ ჟუ­ა­ნი”, და არა “დონ ჟუ­ა­ნი”, არ­ა­მედ დონ ჟუ­ა­ნი. ეს არაა მო­ცარ­ტი მთე­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით… პი­რი­ქით, ესაა მო­ცარ­ტი, ვი­სი მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბაც მის ერთ შე­დევ­რ­შია თავ­მოყ­რი­ლი. სხვა და­ნარ­ჩე­ნი თით­ქოს არც არ­სე­ბობს. ამ აზრს არ­ას­დ­როს და­ე­თან­ხ­მე­ბო­და არც მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი, არც თა­ვად მუ­სი­კო­სი და არც მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე-ტექ­ნი­კო­სი. და მარ­თ­ლაც, არ უნ­და და­ვე­თან­ხ­მოთ, არ შეგ­ვიძ­ლია და­ვე­თან­ხ­მოთ კირ­კე­გორს. იგი ხომ ერ­თია, ჩვენ კი ამ ერ­თის ბუ­ნე­ბა უნ­და გა­ვარ­კ­ვი­ოთ, გა­ვი­გოთ ამ მარ­ტო­ო­ბის არ­სი – ამ­ო­ვი­კითხოთ იგი მუ­სი­კა­სა და სამ­ყა­რო­ში.

ძნე­ლია მო­ძებ­ნო მუ­სი­კის ის­ტო­რი­ა­ში ად­ა­მი­ა­ნი, ვინც უკ­მა­ყო­ფი­ლო იქ­ნე­ბო­და მო­ცარ­ტის “დონ ჟუ­ა­ნით”. ას­ე­თი ად­ა­მი­ა­ნი ძვი­რად ფა­სობს – იმ­ი­ტომ, რომ ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია. თა­ვის დრო­ზე მე­გობ­რე­ბი მი­ხა­ილ ივ­ა­ნო­ვიჩ გლინ­კა­ზე ამ­ბობ­დ­ნენ, მო­ცარ­ტის “დონ ჟუ­ან­ში” ნაკლს ხე­დავ­სო. არ­ა­და, მას არ შე­ეძ­ლო არ და­ე­ნა­ხა ნაკ­ლი, იმ­ი­ტომ, რომ დონ ჟუ­ა­ნი მის წი­ნა­შე მწვა­ვე შე­მოქ­მე­დე­ბით ამ­ო­ცა­ნად იდ­გა და ეს იყო არა მო­ცარ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამ­ო­ცა­ნა, არ­ა­მედ მი­სი, სა­კუ­თა­რი, გლინ­კა­სე­უ­ლი.

სი­ო­რენ კირ­კე­გო­რი მო­ცარ­ტ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გლინ­კას სა­პი­რის­პი­როა: მო­ცარ­ტის მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, მი­სი აზ­რით, “დონ ჟუ­ა­ნის” შექ­მ­ნა­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი, მთე­ლი “დონ ჟუ­ა­ნი” კი დონ ჟუ­ა­ნის შექ­მ­ნას მი­ეძღ­ვ­ნა, ანუ ის­ე­თი ად­ა­მი­ა­ნუ­რი ხა­ტის შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­უ­ლი ად­ა­მი­ა­ნუ­რი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის საკ­მა­ოდ ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და თა­ვის თავ­ში ახ­ორ­ცი­ე­ლებს ამ მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბას. დონ ჟუ­ა­ნის სა­ხის შექ­მ­ნით, მო­ცარ­ტის მუ­სი­კა უკ­ვა­ლოდ გაქ­რა, ამ სა­ხის სიღ­რ­მე­ში ჩა­ი­კარ­გა; მას­ში მო­ი­ყა­რა თა­ვი არ­ამ­ხო­ლოდ მო­ცარ­ტის “დონ ჟუ­ა­ნის” მუ­სი­კამ, არ­ა­მედ მთელ­მა მო­ცარ­ტ­მა, ვი­სი მუ­სი­კაც კირ­კე­გო­რის­თ­ვის არ­ა­რა­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, დონ ჟუ­ა­ნი რომ არ შე­ექ­მ­ნა, და ბევ­რი სხვა, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბიც სწო­რედ მის­თ­ვის და­ი­წე­რა.

უკ­ი­დუ­რე­სო­ბე­ბი ხში­რად ემთხ­ვე­ვა ხოლ­მე ერთ­მა­ნეთს – ბო­ლოს და ბო­ლოს, გლინ­კა და კირ­კე­გო­რიც ას­ე­ვე გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან იმ­ი­ტომ, რომ ორ­ი­ვემ მო­ცარ­ტის “დონ ჟუ­ანს” და­ად­გა თვა­ლი, ოღ­ონდ პირ­ვე­ლის­თ­ვის იგი პი­რა­დი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამ­ო­ცა­ნა იყო, მე­ო­რის­თ­ვის კი ცხოვ­რე­ბი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის სა­ყო­ველ­თაო მი­ზა­ნი. ის­ი­ნი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იყ­უ­რე­ბი­ან და მუ­სი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის შუ­ა­გულ­ში ორ­ი­ვეს­თ­ვის “დონ ჟუ­ა­ნი” დგას, რო­გორც ცენ­ტ­რი და ბირ­თ­ვი.

* * *

გა­მო­დის, კირ­კე­გორს მუ­სი­კა სხვის­თ­ვის დას­ჭირ­და და არა თა­ვის­თ­ვის. მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე-ტექ­ნი­კო­სი უკ­ვე გა­უ­ჩი­ნარ­და, მა­ლე მუ­სი­კო­სიც წა­ვა, მოყ­ვა­რუ­ლი კი მხო­ლოდ უქ­მი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო დარ­ჩე­ბა.

ტექ­ნი­კო­სი იმ­ი­ტომ წა­ვი­და, რომ არ­ა­ფე­რია ტექ­ნი­კურ-თე­ო­რე­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სის­თ­ვის უფ­რო მი­უ­ღე­ბე­ლი, ვიდ­რე მუ­სი­კი­სად­მი კირ­კე­გო­რი­სე­უ­ლი მიდ­გო­მა. ანუ ის­ი­ნი დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერთ­მა­ნე­თის­გან. რა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს აქ­ე­დან? ალ­ბათ ის, რომ ტექ­ნი­კო­სი მა­ლე დაბ­რუნ­დე­ბა; იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც უკ­ი­დუ­რე­სო­ბე­ბი ემთხ­ვე­ვა ხოლ­მე ერთ­მა­ნეთს, ტექ­ნი­კო­სი შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს, მა­ინც რა აერ­თი­ა­ნებს მას ამ უც­ნა­ურ ფი­ლო­სო­ფი­ას­თან. აი თუნ­დაც: ნამ­დ­ვი­ლი მუ­სი­კო­სი, მო­ცარ­ტის “დონ ჟუ­ა­ნის” მოს­მე­ნი­სას, ალ­ბათ, გა­ო­ცე­ბუ­ლი გაქ­ვავ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, ეს გა­ოგ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზეც გაჰ­ყ­ვეს. უეჭ­ვე­ლია, რომ ას­ე­თი რამ ახ­ლაც ხდე­ბა, მე­ო­რე ათ­ას­წ­ლე­უ­ლის ბო­ლოს, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნუ­რი კულ­ტუ­რა მზა­დაა და­ემ­შ­ვი­დო­ბოს სა­კუ­თარ თავს.

* * *

კირ­კე­გო­რის სმე­ნა – ერ­თა­დერ­თი დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე – იმ­თა­ვით­ვე ისე იყო მოწყო­ბი­ლი, რომ მთელ მუ­სი­კა­ში მხო­ლოდ დონ-ჟუ­ა­ნი ამ­ო­ე­კითხა – მუ­სი­კის ეს სა­ო­ცა­რი ნა­დი­მი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. და ამ დი­ად მარ­ტო­ო­ბას არ­ა­ფე­რი სჭირ­დე­ბა, გარ­და ერ­თი­სა. კირ­კე­გო­რი იშ­ვა, რა­თა ყო­ფი­ლი­ყო ერ­თა­დერ­თი, ვინც მუ­სი­კას ამგ­ვარ რა­კურ­ს­ში მო­ის­მენ­და.

* * *

1843 წელს გა­მო­სუ­ლი მი­სი წიგ­ნი “ან-ან” “დი­აფ­სალ­მა­ტე­ბით” იწ­ყე­ბო­და. “დი­აფ­სალ­მა­ტე­ბი” კი ინს­ტ­რუ­მენ­ტუ­ლი ინ­ტერ­ლუ­დი­ე­ბია ბიბ­ლი­უ­რი ფსალ­მუ­ნე­ბის­თ­ვის, ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­ეთ ინს­ტ­რუ­მენ­ტულ გან­ყო­ფი­ლე­ბებს აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ. ამ ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვით, რო­მე­ლიც მე მგო­ნი, არ­ა­ნა­ი­რი სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით არ გვხვდე­ბა, კირ­კე­გორ­მა თა­ვი­სი ფრაგ­მენ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი გან­საზ­ღ­ვ­რა. მხო­ლოდ დი­აფ­სალ­მა­ტე­ბის შემ­დეგ იწ­ყე­ბა წიგ­ნის სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი – “მუ­სი­კა­ლურ-ერ­ო­ტი­კუ­ლი” ნა­წი­ლი, სა­დაც, უკ­ვე სა­თა­ურ­ში, კირ­კე­გო­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მის­თ­ვის თა­ნად­რო­უ­ლი გერ­მა­ნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და ეს­თე­ტი­კის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აბს­ტ­რაქ­ტუ­ლი ენ­ის­კენ იხ­რე­ბა. სრუ­ლად ამ ნა­წილს ჰქვია “უშ­უ­ა­ლო ერ­ო­ტი­უ­ლი სტა­დი­ე­ბი, ანუ მუ­სი­კა­ლურ-ერ­ო­ტი­უ­ლი”. რო­დის­მე ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლი მო­ეს­წ­რე­ბა მის თარ­გ­მანს.

“დი­აფ­სალ­მა­ტებ­ში” კი მკითხ­ვე­ლი ინს­ტ­რუ­მენ­ტის აწ­ყო­ბას ესწ­რე­ბა. ეს ნაწყ­ვე­ტე­ბია, ანუ პრე­ლუ­დი­ე­ბის ნაფ­ლე­თე­ბი. წი­ნას­წა­რი სტა­დი­ე­ბი. არც ფრაგ­მენ­ტე­ბი, ან აფ­ო­რიზ­მე­ბი, არ­ა­მედ აზ­როვ­ნე­ბის მუ­სი­კა. იგი ყო­ველ­თ­ვის იწ­ყე­ბა და შუა გზა­ზე გტო­ვებს. აზ­როვ­ნე­ბის მუ­სი­კა… აქ იშ­ვი­ა­თად თუ რა­ი­მეს გა­ი­გო­ნებ თა­ვად მუ­სი­კის შე­სა­ხებ.

* * *

მო­ცარ­ტი ყო­ველ­გ­ვა­რი მუ­სი­კის სა­ყო­ველ­თაო სა­ზო­მია.

უფ­რო ფარ­თოდ კი – მუ­სი­კა სტი­ქიაა. იგი შე­უმ­ჩ­ნევ­ლად, მაგ­რამ გა­სა­გო­ნად ეშ­ვე­ბა თა­ვად სამ­ყა­როს და მი­სი ბგე­რე­ბის სიღ­რ­მე­ში. ყვე­ლა­ფე­რი, რაც და რო­გორც ის­მის სამ­ყა­რო­სა თუ ცხოვ­რე­ბა­ში, არ უპ­ი­რის­პირ­დე­ბა მუ­სი­კას. კა­რე­ტე­ბის ჭრი­ა­ლი ქუ­ჩა­ში ვი­ო­ლი­ნო­ე­ბის მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ბგე­რებს ახ­შობს. მხო­ლოდ რა­ღაც წა­მე­ბით გა­იჟ­ღე­რებს ხოლ­მე ვი­ო­ლი­ნოს ხმა ქუ­ჩის მთელ ამ აურ­ზა­ურ­ში. ეს ხმა­უ­რი და გნი­ა­სი სა­ორ­კეს­ტ­რო ბა­სე­ბის როლს თა­მა­შო­ბენ ქუ­ჩის იმ ღრი­ან­ცელ­ში, სა­ი­და­ნაც იშ­ვი­ა­თად ვი­ო­ლი­ნოს ხმაც ის­მის. თუ­კი მო­ცარ­ტის მუ­სი­კა, ყო­ველ­გ­ვა­რი მუ­სი­კი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი ჟღე­რა­დო­ბის სა­ზო­მია, მა­შინ იგი ქუ­ჩა­ში მოს­მე­ნი­ლი სამ­ყა­როს სა­ერ­თო მუ­სი­კის სა­ზო­მი­ცაა – ეს მუ­სი­კა ხომ არ­ამ­ხო­ლოდ ვი­ო­ლი­ნოს ხმაა, არ­ა­მედ კა­რე­ტე­ბის ჭრი­ა­ლი­ცა და ტვირ­თით დამ­ძი­მე­ბუ­ლი სა­ზიდ­რე­ბის გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ხმა და გრუ­ხუ­ნი, გამ­ვ­ლე­ლე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი და სხვა ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც კა­ცი გა­ი­გო­ნებს დი­დი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში. მუ­სი­კა – სტი­ქიაა. ალ­ბათ კირ­კე­გორ­მა ერთ-ერთ­მა პირ­ველ­მა გა­ი­გო­ნა დი­დი ქა­ლა­ქის ხმე­ბი, მი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბა. თა­ვად მი­სი ჟღე­რა­დო­ბის აუტ­ან­ლო­ბაა მუ­სი­კა­ლუ­რი; ვიდ­რე მუ­სი­კა სტი­ქიაა, ვიდ­რე ყო­ფი­ე­რე­ბის სტი­ქია მუ­სი­კის სა­ზო­მით იზ­ო­მე­ბა, მო­ცარ­ტის მუ­სი­კის სა­ზო­მით. ფოს­ტა­ლი­ო­ნი და ბი­ჭუ­ნა, მსა­ხუ­რი ქა­ლი და ფი­ლო­სო­ფო­სი კირ­კე­გო­რი – მათ ყვე­ლას ერ­თი რამ აერ­თი­ა­ნებთ, კერ­ძოდ კი ის, რომ ერთხელ მათ ქუ­ჩა­ში სტი­ქი­ის მუ­სი­კა მო­ის­მი­ნეს, ად­ა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფი­ე­რე­ბის სტი­ქი­უ­რი მუ­სი­კა – ის, რო­მე­ლიც შემ­დეგ მო­ცარ­ტის მუ­სი­კად გა­და­იქ­ცა.

* * *

ის, თუ რა მო­ის­მი­ნა კირ­კე­გორ­მა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, შე­უც­დომ­ლად და ეჭ­ვის გა­რე­შე შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ. ესაა მე­თერ­თ­მე­ტე და მომ­დევ­ნო ტაქ­ტე­ბი “დონ ჟუ­ა­ნის” უვ­ერ­ტი­უ­რი­დან – ვი­ო­ლი­ნო­ე­ბის დრა­მა­ტუ­ლი სინ­კო­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბი. სმე­ნა, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმ­დე­ნა­დაა დახ­ვე­წი­ლი, რომ ყვე­ლა­ფერ მუ­სი­კა­ლურ­ში სუ­ლი­ერ, ში­ნა­გან ცხოვ­რე­ბა­სა და ამ სუ­ლი­ერ ქმე­დე­ბებს ხე­დავს, აქ პირ­და­პირ კვნე­სა­სა და ჩი­ვილს, საბ­რა­ლო ად­ა­მი­ა­ნის ხმას ამ­ო­იც­ნობს. ას­ე­თი ან­ა­ლო­გი­ე­ბი არაა აუც­ი­ლე­ბე­ლი. ათწ­ლე­უ­ლე­ბი­სა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე იგი ნე­ბის­მი­ე­რი მსმე­ნე­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა გა­სა­გე­ბი. ის­ე­ვე, რო­გორც საბ­რა­ლო ვი­ო­ლი­ნო­ე­ბის ხმე­ბი ქა­ლა­ქუ­რი სტი­ქი­ის აურ­ზა­ურ­ში, მო­ცარ­ტის ეს სა­ვი­ო­ლი­ნო ფრა­ზე­ბიც, სინ­კო­პი­რე­ბუ­ლი და დრა­მა­ტუ­ლი, მარ­თ­ლაც, სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, მაღ­ლ­დე­ბა ალ­ტე­ბის, ვი­ო­ლონ­ჩე­ლო­ე­ბი­სა და კონ­ტ­რა­ბა­სე­ბის და­ბალ ჟღე­რა­დო­ბა­ზე, ვალ­ტორ­ნე­ბის, ჰო­ბო­ე­ბი­სა და ფა­გო­ტე­ბის კი­დევ უფ­რო და­ბალ ხმა­ზე. სულ რამ­დე­ნი­მე წა­მით, მარ­ტო­სუ­ლი ვი­ო­ლი­ნო­ე­ბი ზე­ვით მი­იწ­ვენ, თა­ვი­ანთ მოკ­რ­ძა­ლე­ბულ სი­მაღ­ლე­ზე – რო­მელ­საც ტე­სი­ტუ­რის მი­ხედ­ვით, ად­ა­მი­ა­ნუ­რი, ნა­ზი, ქა­ლუ­რი ხმე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

* * *

ყო­ფი­ე­რე­ბის მუ­სი­კა რომ მო­ვის­მი­ნოთ, ამ­ის­თ­ვის თა­ვი უნ­და ვა­ნე­ბოთ მოს­მე­ნას. გა­დავ­ფა­როთ უფს­კ­რუ­ლი შეს­რუ­ლე­ბულ­სა და შე­სას­რუ­ლე­ბელს შო­რის; საბ­რა­ლო მუ­სი­კო­სე­ბი… შე­ნიშ­ნავს კირ­კე­გო­რი, თუმ­ცა მათ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ მუ­სი­კა­ში მა­ინც იგრ­ძ­ნო­ბა სამ­ყა­როს დი­დე­ბუ­ლე­ბა. ამ­ის შე­სა­ხებ არც მათ და არც მათ გარ­შე­მო შეკ­რე­ბილ­მა მსმე­ნე­ლებ­მა არ­ა­ფე­რი უწ­ყი­ან, მაგ­რამ გრძნო­ბენ.

კირ­კე­გორ­თან ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტა­დაა გა­გო­ნი­ლი და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მოკ­ლე ფრაგ­მენ­ტ­ში თავ­მოყ­რი­ლია, ღმერ­თ­მა უწ­ყის, რამ­დე­ნი ფურ­ცე­ლი. თა­ვი­დან კირ­კე­გო­რი თით­ქოს ჩვენ­თ­ვის ნაც­ნო­ბი მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე-ტექ­ნი­კო­სის როლ­შიც გვევ­ლი­ნე­ბა: ბგე­რას არ­ამ­ხო­ლოდ საზ­რი­სად, გან­წყო­ბი­ლე­ბად ან გრძნო­ბად აღ­იქ­ვამს, არ­ა­მედ, რო­გორც სა­ვი­ო­ლი­ნო შტრიხ­სა და ხე­მის მოძ­რა­ო­ბას, ანუ იგი მუ­სი­კას ინს­ტ­რუ­მენ­ტა­ლის­ტის ფი­ზი­კურ მოძ­რა­ო­ბას­თან შერ­წყ­მით ის­მენს, სმე­ნი­თა და სხე­უ­ლით ამ მოძ­რა­ო­ბას აჰყ­ვე­ბა. სწო­რედ ასე ის­მენს კირ­კე­გო­რი პირ­ველ ბგე­რებს: ორი ნაც­ნო­ბი შტრი­ხი, ან ხე­მის მოძ­რა­ო­ბა. იგი ხე­მის მოძ­რა­ო­ბას ის­მენს და სმე­ნით, თა­ვი­სი ად­ა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფი­ე­რე­ბით უეც­რად მო­ცარ­ტის უვ­ერ­ტი­უ­რის ხსე­ნე­ბულ მო­ნაკ­ვეთ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა. ე.ი. ეს უვ­ერ­ტი­უ­რა და ეს ად­გი­ლიც უვ­ერ­ტი­უ­რი­დან, კირ­კე­გორს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს, გა­გე­ბუ­ლი და გან­ც­დი­ლი; ტექ­ნი­კურ და საზ­რი­სი­სე­ულ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში აქვს აღქ­მუ­ლი. ამ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში წარ­მო­უდ­გა კირ­კე­გორს თვალ­წინ საბ­რა­ლო მუ­სი­კო­სე­ბიც ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში და ყო­ველ­გ­ვა­რი დე­ტა­ლი მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბი­სა თუ მოძ­რა­ო­ბე­ბი­სა… ყვე­ლა­ფე­რი ხე­მის მოძ­რა­ო­ბით და­იწყო. მოძ­რა­ო­ბით, რო­მე­ლიც არ გა­მორ­ჩა გა­მოც­დილ და მახ­ვილ სმე­ნას.

* * *

პრე­ლუ­დი­რე­ბი­სას ჯერ ვე­რა და ვერ მი­ვაღ­წი­ეთ კირ­კე­გო­რი­სა და მი­სი ფი­ლო­სო­ფი­ის დონ ჟუ­ა­ნურ მო­ტი­ვებს, მა­რა­დი­უ­ლი გმი­რის მი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბას. და ეს მა­რა­დი­უ­ლი გმი­რიც კირ­კე­გო­რის­თ­ვის ეს­პა­ნელ­მა ტირ­სო დე მო­ლი­ნამ ან ფრან­გ­მა მო­ლი­ერ­მა კი არ შექ­მ­ნა, ანუ მათ, ვინც მო­ცარ­ტამ­დე ქმნი­და, ამ­უ­შა­ვებ­და და ავ­ი­თა­რებ­და ამ სა­ხეს. იგი არც ლო­რენ­ცო და პონ­ტეს კა­ლამს ეკ­უთ­ვ­ნის – თე­ატ­რა­ლურ მოღ­ვა­წეს ავ­ან­ტუ­რის­ტის რე­პუ­ტა­ცი­ით, რო­მე­ლიც, სხვა თუ არ­ა­ფე­რი, ლიბ­რე­ტოს ავ­ტო­რია, ვის გა­რე­შეც თა­ვად მო­ცარ­ტის ოპ­ე­რაც არ იარ­სე­ბებ­და.

კირ­კე­გო­რის­თ­ვის მა­რა­დი­უ­ლი გმი­რის ერ­თა­დერ­თი შე­მოქ­მე­დი მხო­ლოდ მო­ცარ­ტი იყო! სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო! ამ სა­ხე­ში ხომ მო­ცარ­ტის მთელ­მა მუ­სი­კამ მო­ი­ყა­რა თა­ვი და მის და­ბა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­ცარ­ტის ოპ­ე­რის მთე­ლი მუ­სი­კაც – თა­ვი­სი ყვე­ლაფ­რით, დაწყე­ბუ­ლი ინს­ტ­რუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბე­ბი­თა და ნა­წარ­მო­ე­ბის არ­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ცალ­კე­უ­ლი ფრა­ზით დაწყე­ბუ­ლი… თუმ­ცა ეს “დაწყე­ბუ­ლი” და “დამ­თავ­რე­ბუ­ლი” არ არ­სე­ბობს, აქ ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო საქ­მის­თ­ვის იღვ­წის, ის­ი­ნი ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ქმნი­ან დონ ჟუ­ანს. მო­ცარ­ტის მუ­სი­კა მუ­სი­კის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, საგ­ნობ­რი­ვი მხა­რეა, ანუ ის, თუ რო­გორ ას­რუ­ლე­ბენ მას. ესაა მო­ცარ­ტის მუ­სი­კის ხდო­მი­ლე­ბა, ჩვენს “თვალ­წინ” მი­სი აღს­რუ­ლე­ბა – მიპყ­რო­ბი­ლი, მიშ­ტე­რე­ბუ­ლი სმე­ნის თვალ­წინ.

ჩვენც თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დით, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­გორ ხდე­ბო­და ეს კირ­კე­გორ­თან – ოღ­ონდ ამ­ის შე­სა­ხებ ბევ­რი არ­ა­ფე­რი გვით­ქ­ვამს და მო­აზ­როვ­ნის სიტყ­ვებ­საც ძუნ­წი გან­მარ­ტე­ბა მი­ვე­ცით.

და მა­ინც, პრე­ლუ­დი­რე­ბი­სას, ვე­რა და ვერ მი­ვა­დე­ქით ყვე­ლა­ზე არ­სე­ბითს, იმ­ას, რაც აკ­ავ­ში­რებ­და კირ­კე­გორს მო­ცარ­ტის მა­რა­დი­ულ სა­ხეს­თან. ვერ მი­ვა­დე­ქით იმ ად­ა­მი­ან­თა გუ­ლის­გა­სა­ტე­ხად, ვი­საც არ წა­უ­კითხავს კირ­კე­გო­რის “ან-ან”-ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მე­ო­რე ნაკ­ვე­თი. ჩვენ კირ­კე­გო­რის დი­აფ­სალ­მა­ტებ­ზე შევ­ჩერ­დით, მის ერთ-ერთ დი­აფ­სალ­მოს­ზე გა­ვი­ჭე­დეთ და ად­გი­ლი­დან დაძ­ვ­რაც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ მას­ში ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლებ­მა. მაგ­რამ ეს არ­ა­ფე­რი – სწრაფ­ვა და ლტოლ­ვა უკ­ე­თე­სია და უფ­რო ღი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე გულ­გ­რი­ლი ფლო­ბა.

* * *

კირ­კე­გო­რი მო­ცარ­ტის მუ­სი­კის სახელოვანი მსმე­ნე­ლია, მი­სი ერთ-ერ­თი უდ­ი­დე­სი მსმე­ნე­ლი.

იგი ძა­ლი­ან არ ჰგავს მსმე­ნელ-მოყ­ვა­რულს, მსმე­ნელ-მუ­სი­კოსს, მსმე­ნელ-მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე-ტექ­ნი­კოსს და ყო­ველ მათ­გან­თან მა­ინც რა­ღაც აკ­ავ­ში­რებს: მუ­სი­კით მო­ნუს­ხუ­ლო­ბა, თა­ნა­შე­მოქ­მე­დე­ბის ძა­ლა, ზუს­ტი მოს­მე­ნის ზედ­მი­წევ­ნი­თო­ბა. მაგ­რამ იგი ყვე­ლა­ფერს თა­ვის ყა­ი­და­ზე აკ­ე­თებს! კირ­კე­გო­რის სმე­ნა­ში კვლავ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი დონ ჟუ­ა­ნი ის­ტო­რი­უ­ლად გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნაა, მო­აზ­როვ­ნე ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და მხატ­ვ­რუ­ლი შე­დევ­რის უნ­ი­კა­ლუ­რო­ბის კავ­ში­რი, რო­მელ­საც უკ­ვე ვე­ღა­რა­ნა­ი­რი ში­ნა­გა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ვერ გა­ი­მე­ო­რებს.

© “არილი

Facebook Comments Box