ავტომობილის ხელოსნის, კერძოდ კი მეთუნუქის აღმზრდელობითი “საუბარი” 13 წლის შვილთან
ჩანაწერი
თუ განათლება არ გაქვს – დაიღუპები?
გაუნათლებელი კაცი მკვდარია. ზომბია, ცოცხლებს შორის და მეტი არაფერი.
ვერც კი წარმოგიდგენია, რა კარგი რამაა – ცოდნა, კითხვა, სწავლა.
როგორ შეიძლება კაცს არ უნდოდეს განათლება, არ უყვარდეს კითხვა, არ ეტრფოდეს ლიტერატურას…
მთელი დღეა ვფიქრობ ლიტერატურაზე.
ვფიქრობ, მთელი დღეა ლიტერატურაზე.
Cogito Ergo Sum! – ვაზროვნებ, ესე იგი ვცოცხლობ!
- მღჭ-მღაჭ-მჭღ-მღაჭ!
რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ იცოხნები! ნუ იცოხნები! ნუ იცოხნები! ნუ იცოხნები!
- მღჭმღაჭმჭღმღაჭ!
რამდენ ცალს ღეჭავ ერთდროულად! ვეღარ ლაპარაკობ… გააჩერე პირი… რას ვამბობდი?
ჰოო, მთელი დღეა ლიტერატურაზე ვფიქრობ.
ლიტერატურაზე მთელი დღეა ვფიქრობ.
პოეზიაზე, ბელეტრისტიკაზე, ესეისტიკაზე, ოდებზე, მის სხვადასხვა განხრებსა და მიმდინარეობებზე.
ვაკეთებ საქმეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ და ვფიქრობ ლიტერატურაზე.
ვფიქრობ ლიტერატურაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ.
ნაბიჯ-ნაბიჯ ვფიქრობ ლიტერატურაზე და წინ მივიწევ.
ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ და ვფიქრობ ლიტერატურაზე.
მივიწევ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ და ლიტერატურაზე ვფიქრობ.
მივიწევ წინ და ვფიქრობ ლიტერატურაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ…
ლიტერატურაზე ვფიქრობ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ და…
არა კონკრეტულ ლიტერატურაზე, ანუ არა მხოლოოოდ ვიწრო ეროვნულ, ან ახლო სამეზობლო ლიტერატურაზე, არამედ მსოფლიო ლიტერატურაზე.
უსაზღვრო უგამშვებ პუნქტებო, უპასპორტო, უბაჟო და უვიზო ლიტერატურაზე.
მსოფლიო ლიტერატურაზე.
თუმცა, რაა მსოფლიო ლიტერატურატურა, თუ არ ფიქრობ კოსმიურ-ზეციურ ლიტერატურაზე.
კოსმიურ ლიტერატურაზე, რომელსაც არა აქვს ენა, მაგრამ აქვს ღრმა აზრი…
რადგან მთავარია აზრი და არა სიტყვები.
არა სიტყვები… რადგან მთავარია აზრი… და… სიტყვები არა. რადგან აზრი მთავარია…
მაგრამ აქვს ღრმა აზრი… რომელსაც არა აქვს ენა… კოსმიურ ლიტერატურაზე.
აზრია, უმთავრესი და არა “ბაყაყი წყალში ყიყინებს” ან… “რომელმან შექმნა სამყარო…”
მთელი დღეა ვაკეთებ საქმეს და ვფიქრობ ლიტერატურაზე.
აბა, ვშრომობ და ვფიქრობ, ვშრომობ და ვფიქრობ.
გაუგებარია, აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მშობლიური ლიტერატურა, ან გიყვარდეს მხოლოდ მშობლიური ლიტერატურა?
- ამბღრჯღსმჭფრა!
ახლა რაღას ჭამ? გამოტენილი პირით ვერ ვხვდები რას ამბობ?
- ამდებევღრჯანჯღსისხმჭფრა!
გადაყლაპე ეგ ლუკმა და ისე გამაგებინე რა გინდა?… რა გინდა? რა გინდა?…
ხაარ კულტურული ადამიანი, რომელიც დაიბადე და გაიზარდე კულტურულ გარემოში და გასაოგნებელია, რომ არ გიყვარს მშობლიური ლიტერატურა?
ვერ გრძნობ მის ჟღერადობას, სიღრმეს და სიდიადეს?
ის ხომ გონების საკვებია?
ბგერების ჰარმონია, რომელიც ქმნის ღრმა აზრს?
როგორ ღრმას? ისეთს, რომ შეიძლება დაიხრჩო?
მერე რამდენი ემოციაა?
რამდენი ვნება?
როგორც კი გადაშლი, სისხლი ისე აგიჩქროლდება, რომ ადიდებულ თერგზე უფრო ძლიერად აშხუილდება და აბობოქრდება!
“დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან! / მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს / აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური…”
როგორი აღწერებია, ბუნების, ადამიანების, სილამაზის, ატმოსფეროს, მადიანი საჭმლის, სასიყვარულო სცენების, დედა-შვილობის, მამა-შვილობის, დედა-მამობის, ცოლ-ქმრობის, ბებო-შვილიშვილობის, ბაბუ-შვილიშვილობის, ბებო-ბაბობის, მამა-ბებობის, ბაბუ-დედობის…
დედა-მდედრობის, მამა-მამრობის…
“თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო / ქედაწვდილებო ზეცადა,
რამ გაგაჩინათ, ნეტარა, / ჩემფერის კაცის ბედადა?!
ხან კი რომ დაითოვნებით, / ხან დაგედებათ ნისლიო…”
კაცოო, ხომ ადამიანი ხარ? ადამიანმა არა გშვა?
ხასიათი ხომ ჩამოგიყალიბდა?
ბაღში ხომ გატარა? ახლა, დამატებით მასწავლებლებთან, ხომ დადიხარ?
მერე კიდე ხომ სწავლობ? ხომ სწავლობ სასწავლებელში? სწავლობ, ხომ სასწავლებელში? სასწავლებელში, სწავლობ ხომ? სასწავლებელში, ხომ სწავლობ? ხომ სასწავლებელში სწავლობ?
- იიიიააააა! მჩშ! მმმმმ! ავავავ!
რამხელა ხმაზე ამთქნარებ? არა გრცხვენია? ხელი მაინც აიფარე! გამოუძინებელი ხარ? რატომ? რატომ? ხომ სწავლობ სასწავლებელში? სწავლობ, ხომ სასწავლებელში? სასწავლებელში, სწავლობ ხომ? სასწავლებელში, ხომ სწავლობ? ხომ სასწავლებელში სწავლობ?
რა, არა გაქვს პასუხი? არ გაქვს რაიმე სათქმელი? რას ჩაგიგდია ენა? რატომ ჩაგიწყვეტია ხმა?
- მნნნ! მნნნნნნ! მმმმმმნნნნნნ!
რას ხვნეში? რას?
რას კრუსუნებ?
რაას?
მეტი როგორ აგიხსნა? მეტი რა უნდა გითხრა?
რანაირად ჩაგაგონო მეტი? როგორ აგიხსნა მეტი?
გჭირს რაღაც სენი. სენი გჭირს რაღაც. რაღაც სენი გჭირს…
აბა, როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?
როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?.. აბა?
არ გიყვარდეს ლიტერატურა, აბა?.. როგორ შეიძლება?
რანაირად შეიძლება არ გიყვარდეს ლიტერატურა?
მთელი ცხოვრება ლიტერატურა მასულდგმულებს.
ლიტერატურა რომ არა, შეიძლება ტერორისტი გავმხდარიყავი და ლიტერატურამ მაქცია გაწონასწორებულ კაცად… ჩამომაყალიბა ყველასაგან დაფასებულ პიროვნებად…
ღირსეულად გადამალახინა გადაულახავი და დამაძლევინა დაუძლეველი!
ლიტერატურა ახლაც მაიძულებს ადამიანად ვიგრძნო თავი… და შენ, რა გჭირს?
რამ გადაგიგვარა ეს გონება?
Scientia Potentia Est! – ცოდნა ძალაა.
არა, ნამდვილად რაღაც სენი გჭირს… სსსშენი გჭირს?
დედაც, შენი… ასეთი იყო… ასეთი შენი დედაც იყო… ასეთი დედაც შენი იყო…შენი დედაც ასეთი… იყო… დედაც იყო, შენი ასეთი…
მასაც ბევრჯერ შევა… გონე და მერე შეუყ… ვარდა. არ უყვარდა ლიტერატურა, მაგრამ მერე…
- ეეეუუუუ! ჰმ! ააახმმმ!
იზმორება კიდეც. ერთ ადგილზეც კი ვეღარ ჩერდება?!
შენი დედა ტყ…უილად აღარ ხარჯავდა დროს…
დედაშენს, უდე… უდე… უდე… უდედმამო ბავშვობა ჰქონდა და ალბათ იმიტომ…
ვერავინ შეც… შეც…ვლის მშობლის ამაგს და ამიტომ მასაც არ უყვარდა ლიტერატურა, მაგრამ მერე შევ… შევ…. შევააააგონე და შეუყვარდა…
თუკი ამდენი ლაპარაკის მერე კიდევ არ გეყვარება ლიეტერატურა, მართლა რაღაც ტრ… ტრ… ტრავმა გქონია… ან სულიერად ავადმყოფი ხარ …
გქონია ტრავმა… ან ხარ სულიერად ავადმყოფი…
მეეე, ლიტერატურამ, ამ ერთგვაროვან მასაში, ხალხში – ადამიანები, პიროვნებები დამანახა!
იცი რამდენად მრავაფეროვანია ხალხი?
უბრალოდ მრავალფეროვანი კი არა, ძალიან მრავალფეროვანი…
მრავალფეროვანი და საინტერესო ადამიანები. ღრმად ადამიანურები. ძალიან ღრმად. ადამიანურები ღრმად….
ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ძალიან ღრმად. ღრმად. ძალიან.
- ეეეჰმ! ოოოოჰ!
მართალი ხარ! მრავალფეროვანი და საინტერესო ადამიანები. ღრმად ადამიანურები. ძალიან ღრმა..
მთელი დღეა ვფიქრობ ლიტერატურაზე. პოეზიაზე, ბელეტრისტიკაზე, პროზაზე, ესეისტიკაზე, ჰაგიგორაფიასა და დოკუმენტურ პუბლიცისტიკაზე…
ვცოცხლობ – მივაბიჯებ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ და ვფიქრობ ლიტერატურაზე.
ვერა ვხვდები, როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვადეს?..
დედაც, შენი… ასეთი იყო… ასეთი შენი დედაც იყო… ასეთი დედაც შენი იყო…შენი დედაც ასეთი… იყო… დედაც იყო, შენი ასეთი… არ უყვარდა ლიტერატურა, აბა?.. შენც არ უნდა გიყვარდეს? ეს როგორ შეიძლება?
დედაც, შენი… ასეთი იყო… ასეთი შენი დედაც იყო… ასეთი დედაც შენი იყო…შენი დედაც ასეთი… იყო…
გჭირს რაღაც სენი. სენი გჭირს რაღაც. რაღაც სენი გჭირს… დედაც იყო, შენი ასეთი… დედაც, შენი… ასეთი იყო…
აბა, როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?
ასეთი შენი დედაც იყო… ასეთი დედაც შენი იყო…შენი დედაც ასეთი… იყო… დედაც იყო, შენი ასეთი… დედაც, შენი… ასეთი იყო…
არ გიყვარდეს ლიტერატურა? ჰმ, აბა?.. როგორ შეიძლება?
მეტი როგორ აგიხსნა? მეტი რა უნდა გითხრა?
რანაირად ჩაგაგონო მეტი? როგორ აგიხსნა მეტი?
გჭირს რაღაც სენი. სენი გჭირს რაღაც. რაღაც სენი გჭირს…
აბა, როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?
- აფცი! ააააფციიი! მნნნ! მნნნნნნ! მმმმმმნნნნნნ!
იცოცხლე! გაცივდი სადმე? აქეთ გადმოჯექი და მოიფარე ეს!
როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?.. აბა?
რანაირად შეიძლება არ გიყვარდეს ლიტერატურა?
მთელი ცხოვრება ლიტერატურა მასულდგმულებს.
ლიტერატურა რომ არა, შეიძლება ტერორისტი გავმხდარიყავი და ლიტერატურამ მაქცია გაწონასწორებულ კაცად…
ღირსეულად გადამალახინა გადაულახავი და დამაძლევინა დაუძლეველი!
გადაულახავი ღირსეულად გადამალახინა და დაუძლეველი დამაძლევინა!
დამაძლევინა ღირსეულად გადაულახავი და გადამალახინა დაუძლეველი!
ლიტერატურა, ახლაც მაიძულებს ადამიანად ვიგრძნო თავი…
ახლაც მაიძულებს ლიტერატურა ვიგრძნო თავი – ადამიანად …
ადამიანად ვიგრძნო თავი, ლიტერატურა ახლაც მაიძულებს…
შენ რა გჭირს?! რა გჭირს შენ?!
რამ გადაგიგვარა ეს გონება?
არა, ნამდვილად რაღაც სენი გჭირს…არა, სენი გჭირს ნამდვილად რაღაც…რაღაც სენი ნამდვილად გჭირს… არა? ნამდვილად სენი გჭირს. სენი გჭირს, ნამდვილად… გჭირს ნამდვილად სენი… ესნი. ენსი. ნისე. ინსე. სინე. ნესი.
იცი რა ერქვა კალიფორნიის 33-ე გუბერნატორს და ამერიკის მე-40 პრეზიდენტის ცოლს?
- მღჭ-მღაჭ-მჭღ-მღაჭ! მღჭ-მღაჭ-მჭღ-მღაჭ!
არ იცი!
ნენსი.
ენნსი. სინენ. ნიენს…
…თუ განათლება არ გაქვს – დაიღუპები!
- მღჭ-მღაჭ-მჭღ-მღაჭ!
ნუ იცოხნები! საიდან გაქვს ამდენი საღეჭი რეზინი… იცოდე, გაუნათლებელი კაცი მკვდარია. ზომბია, ცოცხლებს შორის და მეტი არაფერი.
ვერც კი წარმოგიდგენია, რა კარგი რამაა – ცოდნა, კითხვა, სწავლა?
კაცს როგორ შეიძლება განათლება არ უნდოდეს?! კითხვა არ უყვარდეს?! არ ეტრფოდეს ლიტერატურას…
არ ეტრფოდეს ლიტერატურას და კითხვა არ უყვარდეს?! … არ უყვარდეს კითხვა?! ლიტერატურას არ ეტრფოდეს … ლიტერატურა არ უყვარდეს?! კითხვას არ ეტრფოდეს … კითხვას – ლიტერატურას არ ეტრფოდეს და არ უყვარდეს?! …არ ეტრფოდეს და არ უყვარდეს კითხვა – ლიტერატურა …კითხვა არ უყვარდეს?! არ ეტრფოდეს ლიტერატურას…
გაუნათლებელი კაცი მკვდარია. ზომბია, ცოცხლებს შორის და მეტი არაფერი. მკვდარია გაუნათლებელი კაცი. ცოცხლებს შორის ზომბია და მეტი არაფერი. გაუნათლებელი კაცი ზომბია. მკვდარია, ცოცხლებს შორის და მეტი არაფერი…
…ესეც ასეეე! მორჩააა…
Aquila non captat muscas! – არწივი არასოდეს დასდევს ბუზებს.
“ვოტ ი ვსიო!”.
“ფინიტა ლა კომედია!”
აბა, როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?
რამ გადაგიგვარა ეს გონება?
არა, ნამდვილად რაღაც სენი გჭირს….
“გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. / გარდახდეს, გავლეს სოფელი, – ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!- / ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. / და ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.”
- მშია მეე!
მეც, ისე მომშივდა, რომ ძვლებიანად შეგახრამუნებ! გააქვს ერთი ცალი საღეჭი რეზინი? მეც მომინდა. მადლობა, შვილო!
Finis Coronat Opus! – საქმეს დასასრული აგვირგვინებს. აბააა?!
დავიძარით.
- მღჭ-მღაჭ-მჭღ-მღაჭ!
- მღჭ-მღაჭ-მჭღ-მღაჭ!
© არილი