სოსო ტაბუცაძე
ზა(მ)ზა ბურჭულაძის სიზმარცხადი
ზაზა ბურჭულაძე. წერილი დედას. რედაქტორი: მალხაზ ხარბედია. თბილისი, “აზრი”, 2002.

ზაზა ბურჭულაძემ კარგა ხანია დააღწია თავი “ზამზაობას” და ფსევდონიმის ჩრდილიდან სამზეოზე გამოსულმა, თუ არ ვცდები, უკვე მესამე წიგნი დაბეჭდა მამაპაპური გვარსახელით. გამომცემლობა “აზრის” მიერ გამოცემული “წერილი დედას” ეპისტოლარული ფაქტურით გაკეთებული წიგნია. სენტიმენტალურად განწყობილ, დედისადმი გაგზავნილ წერილებს მიჩვეულ ძველ მკითხველს შეიძლება იმედიც გაუცრუვდეს, რადგან აქ ვერ ნახავს ჰიპერმორალიზმის კაშკაშა სინათლეს. ადრესატის ფიქრი, გრძნობა და გონება უფრო ცნობიერების ჩრდილოვან ტალანებს აფარებს თავს. ეს ჩრდილი წიგნის ყდასაც დასცემია, ჩაუმუქებია და ამიტომ ამოჩანს ვერცხლისფრად “მაშინოპისით” ამოტვიფრული წიგნის სახელწოდება და ავტორის ქვეშ მიწერილი გვარ-სახელიც. ყდის ფერიც იმიტომ იქცევს ყურადღებას, რომ ტექსტიც მუქი, “ორმოსავით დიდი და სქელი წერტილით” მთავრდება. იქნებ რაღაცა შეფარული კონცეპციცაა ამ ფაქტში. ანდა ეს ყველაფერი მწერლის ავანტიურისტული ბუნების მანიშნებელია, ამ თვისების ერთ გამოვლინებად ზაზას “გრეგორ ზამზას” სახელით მწერლობაში მოსვლაც მესახება. უნდა იყოს ამაში რაღაც ავანტიურისტული თამაშის ელემენტი. თავისი ამ ბუნების შეხსენება დედისათვის თვითონ ადრესატს უწევს: “- მე, ჩემი თაობის უდიდეს ავანტიურისტს, მეუბნები, პურზე ჩავირბინო?” ამ ტერმინმა კარგა ხანია პირვანდელისგან განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა. ფრანგულ-დედნური გაგებით “ავან-ტიურისტი” პილიგრიმების წინამძღოლს ნიშნავდა. ასეა თუ ისე, მწერლისათვის პირვანდელი – “წინამძღოლური” მნიშვნელობა საამაყო უნდა იყოს, მერმინდელი კი – აუცილებელი.
თავის ამ ბოლო ტექსტში ზაზა ახდენს თავისი ყოველდღიური მწერლური ყოფის ინვესტირებას და მე პირადად მჯერა, რომ ამონაგები ერთი-ორად აუნაზღაურდება. ამის თქმის უფლებას მაძლევს ზაზას მწერლური ცხოვრების წესი, რისი რეფლექსირება “წერილშიც” ხდება. მისი მეგობრებისგანაც გამიგია, რომ ყოველდღიურობის ქაოსისაგან თავის დასაცავად, ზაზა თვეობით იკეტება შინ და, სულ ცოტა, ერთ წიგნს მაინც გამოაცხობს ხოლმე. ესეც, საზოგადოდ, მწერლის ბედი თუ სულაც – უბედობაა. მწერალი თუნდაც იმიტომ ვერ იქნება ბედნიერი, რომ ყოველ ცისმარე დღეს თეთრ-ქაღალდისფერი სივრცის წინაშე მდგარი გამუდმებით აიძულებს საკუთარ თავს შიშისა და გაუბედაობის ყოველდღიური პორცია აბივით მიიღოს, საკუთარ თავშივე ჩაბუდებული წინაღობა ძლიოს, რომ მერე როგორმე მოახერხოს უმდგრადი ყოფის მატერიალიზება ტექსტად.
ამიტომაა, რომ ყოველჟამს ეკსისტენციური გულისძმარვით შეღონებული “დასაწყისის” დილემის წინაშე დგას: “მთავარი დაწყებაა, თორემ მერე თავისით მიდის. საქმეც ისაა, რომ ვერ ვიწყებ… ეგაა, სანამ დაიწყებ, ცხრა ტყავი უნდა გადაიძრო… მთავარი დაწყებაა”.
სერგო კლდიაშვილის ნათქვამიც მახსენდება: პირველი სტრიქონი ჩემთვის ყველაფერი იყოო. რადგან კლასიკოსმა შეგვახსენა თავი, ერთ ეპიზოდსაც მოვიტან მისი “ორფეოსიდან”: კლდიაშვილი იხსენებს ბათუმში გატარებული ბავშვობის წლებს და ამბობს, რომ მათ მეზობლად ცხოვრობდა რუსი ოფიცრის “დენშჩიკი”, რომელსაც პანკრატი ერქვა. უკრაინელ პანკრატს წერა-კითხვა არა სცოდნია და მშობლებთან წერილის გასაგზავნად, სერგოს დაიხმარდა ხოლმე. ყველა წერილი უნდა დაწყებულიყო ასე: “იფრინე, იფრინე ქაღალდის ფურცელო და ხელში ჩაუვარდი საყვარელ დედას და მამას, რომ მათი შვილის პანკრატის ამბავი გაიგონ”.
ახლა, როგორ იწყება თავად ზაზას პერსონაჟის წერილი: “ძვირფასო დედა, ძალიან მომენატრე, დღედაღამ შენზე ვფიქრობ. როგორ მიდის შენი საქმეები, ახალ სამსახურს როგორ შეეგუე, ბაქოში როგორი ამინდებია?” ისევ და ისევ ბაქო, როგორ გავძლო რომ არ ვაქო. “ალისა და ნინოს” ბაქო აქ არაფერ შუაშია.
ერთგვარი სევდა ჩამოამძიმებს მკითხველის გულს ამ მივიწყებული მიმართვის – “ძვირფასო დედას” – გაგონებაზე; ჩაყვები “წერილს”, ჩაყვები და იქვე, უახლოეს აბზაცში მწერლის მეთოდსა და ზრახვასაც წაადგები თავს: “არ მინდა წერილის კალეიდოსკოპმა დაგაბნიოს, ამიტომ თავიდანვე გაგაფრთხილებ, გადავწყვიტე თანმიმდევრობა არ დავიცვა, როგორც გამახსენდება, ყველაფერი ისე გადმოვიტანო ფურცელზე. ოღონდ გპირდები, შეუფარავად და შეულამაზებლად, ყოველგვარი გამხატვრულების გარეშე”. ამ დანაპირებს მწერალი მართლაც კალეიდოსკოპურად გაშლის ტექსტის სივრცეში. ან, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ: ყოფიერების ყველა ნასხლეტის, ყველა პლანის შენაკადი ადრესატში იყრის თავს და საბოლოოდ ყველაფერი, მოზაიკურად მიმოწყობილი, ქმნის “წერის” სახეს. სწორედაც მიმოწყობილი და არა იოტასავით ასხმული. თუმცა ავტორი უკეთ იტყვის: “არაა გამორიცხული, დროდადრო სიზმარცხადი ერთმანეთში ავრიო. ისიც იმიტომ, რომ მარტო ცხადს ჩემმა მტერმა უყურა… ხანდახან სინამდვილე თუ არ გადასხვაფერდა… (გინდაც დამახინჯდა და შეირყვნა), მშრალი სინამდვილის შემყურე ადამიანი გაბოროტდება. ერთი კია, სინამდვილეს იმაზე უფრო მეტად ვერ დაამახინჯებ და შერყვნი, ვიდრე არის”. ასე რომ, თუ სინამდვილეს გაყვება კაცი, “გამხატვრულების” რა ვთქვა, მაგრამ რაღაც არქაულ მსოფლშეგრძნებამდე შეიძლება დახვიდე. ამაში იმგვარ პათოსს ვგულისხმობ, საცა უკვე არა არს რჩევაი “მაღალისა” და “მდაბალისაი”. უფრო ზუსტად, ეს ყველაფერი ჯერეთ განუწვალებელია, ერთად იხარშება და მერე, რაც მეხსიერების ეკრანზე ამოციმციმდება, თეთრ ქაღალდზეც ხვდება და მკითხველიც ხედავს: “არც ერთი ჩემი ნამოქმედარი და თავში გარბენილი აზრიც კი არ დამიმალავს და… ყველაფრის მიუხედავად, წერილი მაინც ჰეროიკული სულისკვეთებითაა გამსჭვალული”.
არადა მწერალს სრული დეჰეროიზება, დემითოლოგიზება და კიდევ სხვა ბევრი “დე” ჰქონდა განზრახული. ამიტომ აცხადებდა, რომ “კომპროზიციისა და მონტაჟის გრძნობას” არ დაუმორჩილებდა თხრობას, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ინერციის ძალას სხვა მხარეს გაურიყავს სიზმარ-ცხადის დინებას მინდობილი მწერალი. თუმცა, შესაძლებელია, ესეც მხოლოდ ხერხი იყოს, ასე ვთქვათ, რაღაცა ესთეტიკური ამოცანის ნაყოფი. იგივე ამოცანას უნდა ემსახურებოდეს წიგნის ეპისტოლარული ფაქტურაც. თვითონ ეს ფორმა მომგებიანია თუნდაც იმით, რომ არაფერს გავალდებულებს, მაგრამ ეს მაინც ოპტიკური ილუზიაა, რადგან თუ უფრო ჩაყვინთავ ტექსტში და თანაავტორად ექცევი მწერალს, თხზულების იდეურ ძაბვასაც იგრძნობ. სინამდვილე მოკლე ჩართვაში მოდის მთხრობელის ცნობიერებასთან და კალმის წვერი არყოფნიდან ამოზიდავს ისეთ პასაჟებს, რომელიც, უბრალოდ, არ შეიძლება ახსოვდეს ადამიანს: ასეთია თვით “გმირის” დაბადება: “შენი ვაგინიდან თავგამოყოფილ, გოცაძეს შიგ თვალებში ვუყურებ. ჭიტა-მეთქი, მინდა ვუთხრა, მაგრამ უკმაყოფილო ჭყივილის მეტი ყელიდან არაფერი ამომდის. რატომ უკმაყოფილო? ვერაფერს გეტყვი.
– გაიჭინთე! კიდევ… კიდევ! – ჭირის ოფლგადამსკდარი გოცაძე შენ გიყვირის.
ისედაც ძლივს ვსუნთქავ, რაღა გინდა, შობელძაღლო, ვაგინის ყელშივე ჩავისრისო? გოცაძეს კოპებს ვუკრავ, მთელ ხმაზეც ვჭყივი… ჯერ სადა ხარ. მაცადე გამოვიდე, გაჭინთვას მერე განახებ. ბიჭი არ ვიყო, ხალათის ჯიბეში თუ არ ჩაგაჯვა.
გოცაძის უკან, სახეზე პირბადეაფარებული ბებიაქალი, როგორც ბებერი ინკვიზიტორი, გულხელდაკრეფილი დგას, ჭერში იყურება და ბუზებს ითვლის. იქ მართლაც იმდენი ბუზია, სამშობიაროს ჭერი კი არა, ეშმაკის უკანალი გეგონება (ეშმაკის უკანალი თუ გინახავს, დე?)”. ეს პასაჟი ფრჩხილებში მოტნეულ ამ შეკითხვისთვისაც ამოვწერე. ამგვარ კოკტეილში ჩართული თვითირონია უცბად ჩაფუშავს ხოლმე მკითხველის წარმოსახვას და შეახსენებს, რომ საქმე ლიტერატურულ თამაშთან აქვს და არა ფიზიოლოგიური მოვლენის აღწერასთან.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამგვარი “სწრაფი რეაგირების” ლიტერატურა ცდილობს დაჟანგებული სტრუქტურებიდან თავის დაღწევას და სამყაროსათვის კვლავ ძველი ამორფულობის დაბრუნებას. ეს ქმნის იმ სინედლის შეგრძნებას, სადაც საგნები და მოვლენები პოტენციაში არსებობენ. აქ არ არის რაიმე ბმულობები და შვერილები. რაც ჩამოვარდება სარეკელაზე, წისქვილიც იმასა ფქვავს. ყველაფერი ერთად ჩამოდის – ყველა ასო და საგანი ნატურალური სახელდებით, ყველა სათქმელ-უთქმელი საუბრები – ხანდახან ქაღალდსაც რომ აწითლებს და, საერთოდ, ყველაფერი ის, რასაც ერთი დიდი არსებობა და ადამიანური ყოფა ჰქვია. და ეს კარგია თუნდაც იმისათვის, რომ მითოლოგიური სიუჟეტებით დამტვერილი მხრები ჯერ აიჩეჩო კაცმა და მერე ჩამოიბერტყო. ვინ დაამტკიცა, რომ ცხოვრების არატრადიციულად აგებული ლიტერატურული რეპრეზენტაცია რაიმეთი ნაკლებია იმ საგანგებოდ ნაშენებ, რაღაც ზეამოცანის ეგიდითა და კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილ სიუჟეტზე? ამ მიმართულებით ძალისხმევაც კი, მეტი რომ არა ვთქვათ, წამგებიანია.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ეს არ არის წიგნი რაღაცის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, პაროდირებულია ბევრი რამ და ბევრი ვინმე. ოთხმოცდაათიანელთათვის დამახასიათებელ გმობასაც არ აკლებს ავტორი მამათა თაობას, რომლებიც “ერს, როგორც მტერს, ისე ექცევიან”, მაგრამ ეს ყველაფერი გამოფხიზლებასა და თვალის ახელას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე სიძულვილის თესვას. ან კი როგორ შეიძლება კალამთან მყოფმა კაცმა ეს აკეთოს.
საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ის რეფლექსიები, როდესაც ზაზა ცდილობს წერისა და, საერთოდ, მწერლობის სიძნელეზე აუხილოს თვალი საკუთარ თავს. აქ თამაშდება ყველაფრის მიტოვებისა და ხელის ჩაქნევის იმიტაცია: “… მკიდია, ყველაფერს თავს ვანებებ, მორჩა და გათავდა! პირველი ის, რომ მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი, მე წერა არ ვიცი, მეორეც ის, რომ უნიჭო ვარ, მესამე და მთავარი კიდევ ის, რომ სათქმელიც არაფერი მაქვს. სადაური მწერალია ის, ვისაც სათქმელი არა აქვს?” ამ თითქოსდა რიტორიკული საკითხავითაც ჩვენს გუშინდელობაშია კენჭი ნასროლი.
როგორ გაძლოს ღვთის მოსავი კაცის გულმა ირონიის გარეშე? “მადლობა ღმერთს, შენ ჩემი არც ერთი შედევრი არ წაგიკითხავს, დე. არც არასოდეს წაიკითხო. იმიტომ, რომ ჩემ პროზაში პირქუში / სკრუპულოზურობით / ასახული / ყველაფერ / ზეაღმაფრენის / დამმიწებელი / ნატურალიზმი / შეგძრავს, დე. ამდენ ბნელმეტყველებაში გზის გაკვალვა, შენ კი არა, ეშმაკსაც ცხვირს წაატეხინებს”. მაგრამ მიუხედავად ამ “ბნელმეტყველებისა”, მწერალი, რომელსაც მელნისმფრქვეველობისათვის ხარკის მოხდა ბედმაც დააკისრა, სიცოცხლესთან დაკავშირებულ ამ ხელობაზე ვერასდროს იტყვის უარს: “იძულებული ვარ სიტყვა გავტეხო. ყლეზე მკიდია, რაც უნდა ვთქვა, მე წერის გარეშე არ შემიძლია. რომ არ დავწერო, მოვკვდები, ვიღაცისათვის ჰამბურგერი, პირადად ჩემთვის კალმისტარია სიცოცხლესთან დამაკავშირებელი ძაფი. ჩემთვის წერის აკრძალვა იგივეა, რაც… ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანილი ავადმყოფისთვის აპარატის გამორთვა. ზუსტად! კალმისტარია ჩემი სასუნთქი მილი.
თან, რაც მთავარია, მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული, რას დავწერ, და საერთოდ, დავწერ თუ არა. ღმერთია მოწამე! რა ჩემი ბრალია, უნებურად ნიჭიერი რომ ვარ? რას დაგიდევს ნიჭი ორთოგრაფიას. სწორედ ნიჭია ის, რაც არ მასვენებს. ასე რომ, მინდა არ მინდა, მე მწერალი ვარ. მავნე თუ მარგებელი, პირადად ჩემთვის, სულერთია. მთავარია, მწერალი ვარ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მე დავწერ რასაც მინდა, როცა მინდა და როგორც მინდა!”
და ეს ბოლო ფრაზა ერთგვარ შეპასუხებად ჟღერს ე.წ. ეროვნულობის მანტიაში გამოწყობილ მოკოხტაპრუწე ადამიანებთან, რომელთაც საკუთარი გუშინდელობა ჯერ კიდევ ვერ გამოუტირებიათ.

© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box