სულ მინდოდა ამათზე დამეწერა.
იმიტომ, რომ მგონია, ასეთი ადამიანები რატომღაც აღარ იბადებიან და ასე არც კვდებიან. საერთოდ, იშვიათი რამეა ასეთი მოდგმა.
ეს იყო საოცარი ოჯახი, რომელიც წარმოდგებოდა კაცისგან, ვისი ნამდვილი სახელიც მისავე მშობლიურ ენაზე ჟღერდა როგორც პადრაიგ მაკ აიდ ო პრონტეი.
ანუ პატრიკი, ვაჟი კაცისა, რომლის პირველი სახელიც იყო ცეცხლი, შვილიშვილი ქალებისა, რომელთა პირველი სახელია საუკეთესონი.
მგონი, რაღაც ასეთია. გელურ ენაში ძნელად გაერკვევი. მით უმეტეს, როცა ამისი არაფერი გაგეგება. ინგლისურიდან თარგმნილი კი დაახლოებით ასე ჟღერს.
ყოველ შემთხვევაში, პრონტეი თანდათან ბრუნტით გადაკეთდა, ამ კაცმა კი, პატრიკმა, ბრონტიდ გადაიკეთა, რასაც ჩვენ, ბრონტედ წარმოვთქვამთ. რატომ გადაიკეთა, დანამდვილებით არ არის ცნობილი – ეტყობა ჟღერადობის გამო. დიდად ნასწავლი კაცი იყო, მღვდელი, ირლანდიის სულ ერთიბეწო ადგილიდან დაძრული, მძიმებიჭობაგამოვლილი და კემბრიჯის სტიპენდია კი მოიპოვა.
ბრონტიო, ბერძნული მითოლოგიიდან არისო, მეორე მხრივ კიდევ, სიცილიაზეა ადგილიო. ნელსონმა რომ ფრანგები დაამარცხა წყალზე, ბრონტეს გრაფის ტიტული უბოძეს კუნძულელებმა, ხოლო პატრიკ ბრუნტი კი დიდი თაყვანისმცემელი იყო ადმირალისაო.
ათას რამეს ჰყვებიან.
მოკლედ, ძაან კაცი იყო ეს პატრიკ ბრონტე.
დაცოლშვილებული დაინიშნა ჰოვორსში და სიცოცხლის ბოლომდე იქ იყო. მთელი ოთხმოცდაოთხი წელი იცხოვრა. იმ სახლში, რომელშიც დასახლდა, ახლა მუზეუმია.
ეს ჰოვორსი, იცით როგორი ქალაქია? აბა, როგორ ვთქვა.
ახლა იქ სიჩუმეა და ეს სახლი. ამ სახლზე მძიმე ადგილი კი მე იშვიათად მინახავს. ეს იორკშირია. ინგლისის მწვანე გული. მაგრამ ეს სახლი… მით უმეტეს, როცა იქ ისე მიდიხარ, რომ წინდაწინვე იცი ბევრი რამ მის მკვიდრთა შესახებ… სულაც რომ მტერი იყო, იოლი არ არის.
ჩვენს დროში ასეთი გრძნობები და ფანტაზიები არც მოდაშია და არც ახსოვთ, მაგრამ ეს სახლი, მღვდელ პატრიკ ბრონტეს სახლი, ახლა კი არის გაპრიალებული და სამუზეუმო, მაგრამ ნებისმიერი ნივთი ან ქაღალდი წამში მიგაბრუნებს იმ დროში, როცა აქ მღვდელი და მისი ცოლი ცხოვრობდნენ და როგორღაც უვლიდნენ დიდ ოჯახს.
შემოქმედებისა და სიკვდილის შთამბეჭდავი ნაზავია.
აქ აუცილებლად იფიქრებ, რომ კუთხეებში სულები მიმალულან. რაგინდარა ექსკურსია და ამბავი იყოს, თავიდანვე ვიცი, ეს დები ბრონტეების სახლია და ასევე, მათი უბედური და უტეხი მამისა, რომელმაც თავისი უკლებლივ ყველა საყვარელი ადამიანის სიკვდილი ნახა: ცოლისა და ექვსი შვილისა.
ეს სხვანაირი დრო იყო, არ ჰგავდა ჩვენსას.
თითქმის ორასი წლის წინათ, პატრიკ ბრონტე ჰოვორსში დაინიშნა და ცოლითა და ორი ქალიშვილით გადმოვიდა ამ რუხ სახლში.
ცოლს მარია ერქვა, პირველ ქალიშვილსაც მარია, მეორეს ელიზაბეთი. ჰოვორსში დაიბადნენ შარლოტა, ემილი და ენი, ასევე ერთადერთი ვაჟი პატრიკ ბრანველ ბრონტე, სახელად მამის სახელი და დედის გვარი რომ დაანათლეს.
ეს მცირეშემოსავლიანი ოჯახი იყო, მაგრამ ძალიან ნასწავლი კაცის ოჯახი. ჰოვორსი კი იყო ქალაქი, სადაც მოსახლეობა იზრდებოდა და ლამის ყველა ადრე კვდებოდა. ძველი, პატარა ისტორიები ძალიან მგრძნობიარეა. ჰოვორსში რაღაც გამორჩეული სისწრაფით იხოცებოდნენ, ქალაქს წყალიც კი არ ჰქონდა, მაგრამ მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ინდუსტრიალიზაცია, თუ რაც ჰქვია. სხვანაირად კი ეს საუცხოო ინგლისური მწერლობის დრო იყო.
შარლოტა რომ დაიბადა, ერთ წელიწადში გარდაიცვალა ჯეინ ოსტინი, დიდი რომანისტი ქალი.
კითხულობთ ქალების დაწერილ რომანებს? იმეებზე კი არ ვამბობ, სერიულები რომაა, ყდებზე ერთნაირი ნახატებით, დიდი მწერალი ქალების დაწერილ რომანებს? ფრანსუაზა საგან და რამე. ჰარპერ ლი…
თუ კითხულობთ, ინგლისელებით დაიწყებდით. თუ წაკითხვა გინდათ, ინგლისელებით უნდა დაიწყოთ. ეგრე ჩამოყალიბდა.
შარლოტა ბრონტეს ყველაზე ცნობილი წიგნი, ჯეინ ეარი რომ წავიკითხე, კარგა დიდი ვიყავი. ეგ წიგნი ბავშვობიდან მახსოვდა, მაგრამ არ წამეკითხა და, სიმართლე ითქვას, არც მიზიდავდა, ყდაზე გამწარებული ქალის თავი ეხატა. მაშინ სულ არ ვიცოდი ეგ ამბავი, რომ შარლოტამ ფსევდონიმით გამოაქვეყნა და კაი წვალებაც გადახდა მის გამოქვეყნებაზე.
საერთოდ, არის ხოლმე წიგნები, რომლებიც სულ თვალში გხვდება და არ კითხულობ. ეს ბევრი რამის ბრალია, ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ წიგნს, მით უმეტეს იმ ყაიდისას, როგორიც ჯეინ ეარია, მისი ეკრანიზაცია უსწრებს ხოლმე.
ეხლა აღარც ვიცი, ჯეინ ეარია, ჯენ ეირია, თუ როგორ. როგორც ჩანს, იმ წიგნის ყდისთვისაც არ დამიხედავს ხეირიანად, ქართული წარწერა რომ დამხსომებოდა. ჯენ აირი, თუ როგორ ვთქვა. ეს გრამატიკა და კითხვის წესი სულ დამავიწყდა. დედაჩემი ჯენეირს ამბობს, პირდაპირ და ერთად, ძველებურად, იმ დროიდან, როცა ასეთ რომანებს ჩვენებური გოგოები კითხულობდნენ.
მოკლედ, ლაყბობას რომ მოვეშვათ, ამ წიგნს კი ვხედავდი სახლში, მაგრამ პირველად ფილმი ვნახე. ძველი, ინგლისური შავ-თეთრი ფილმი და ყველაზე მეტად ის ადგილი დამამახსოვრდა, როჩესტერს რომ ცხენი გადმოაგდებს. სკოლის ამბები ხომ საერთოდ კოშმარი.
საერთოდ, რა უბედურება იყო, ეს სკოლები. დევიდ კოპერფილდის სკოლა, ჯეინ ეარის სკოლა. რამხელა ლიტერატურა შექმნა ამ საზიზღარმა სკოლებმა.
ბრონტეების ოჯახის ორი უფროსი ქალიშვილი სწორედ ამ სკოლებს ემსხვერპლა. მამამ ისინი მღვდელთა ქალიშვილების სკოლაში გაგზავნა და გვარიანი ტანჯვის შემდეგ შინ წამოიყვანა. ეს წამოყვანა დაგვიანებული იყო. მარიაცა და ელიზაბეთიც ათ-ათი წლისანი გარდაიცვალნენ, ერთ წელიწადს. სკოლაში შერყეული ჯანმრთელობის შედეგი ასეთი უბედური იყო. საერთოდ კი ბრონტეები დიდი ჯანიანობით და ამტანობით არ გამოირჩეოდნენ: ჩანს, ამაში დედას ჰგავდნენ: მღვდელი კლდესავით იყო. ჰოდა, ეს სკოლები, თავისი იდიოტი და ბოროტი აღმზრდელებით, სულაც არ არის გასაკვირი ამ ინგლისურ რომანებში.
როცა ქალიშვილები გარდაიცვალნენ, ისინი უკვე ობლები იყვნენ, მღვდელის ცოლი კიბომ იმსხვერპლა და პატრიკს ბავშვების აღზრდაში გაუთხოვარი დეიდა ეხმარებოდა. იმ სახლში რომ დადიხარ, სულ ასეთ რამეებზე ფიქრობ.
ცოცხლად დარჩენილი შვილები მღვდელს სკოლაში აღარ გაუშვია, გადაწყვიტა შინ აღეზარდა. ყველა ასეთი სკოლის მასწავლებელზე ჭკვიანიც იყო და მაგარიც. მერედამერე ლანძღავდნენ წიგნებში, უჯიათი კაცი იყოო, მაგრამ მგონი მთლად ასე არ არის. შვილები არ დაუღუპავს. უბრალოდ, ეს ბედისწერა იყო. ასეთი ნიჭიერება და ასეთი უბედურება. მოხდება ხოლმე. გამოსავალი კი არ არის.
ფილმებს რომ მივუბრუნდე, მგონი, არცერთი სერიალისთვის არ მიცქერია ისეთი გულმოდგინებით, როგორც ჯეინ ეარისთვის. მაშინ, საბჭოთა დროში იყო ეგ სერიალი და მერე სხვა ვერსიას ინგლისშიც გადავეყარე რომელიღაც არხზე. ფილმებიც მინახავს, მგონი, ძეფირელიმაც კი გადაიღო.
ერთი კოშმარი ტიპი იყო იმ სკოლაში, ჰედმასტერი, რო დასჭექდა: ჯეინ ეირ!!!
ჰოდა, რახან კინო ასეთი ხშირი იყო, წიგნამდე ვინღა მივიდოდა, რაც იოლია, ის არ ჯობია? არც რაღაც განსაკუთრებული ინტერესი მქონდა ამ ამბისა და საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ ბრონტეების, არც მაინტერესებდა.
მათი ოჯახობის ისტორია კი გვიან გავიგე.
შარლოტა ბრონტესთან ემილი ბრონტეს მეშვეობით მივედი, ოღონდ სრულიად მოულოდნელად. ნამდვილად აღარ მახსოვს, სად წავიკითხე. ალბათ, ვიღაც ისეთთან, ჩემთვის რომ დიდი ავტორიტეტი იყო: ერთ-ერთი მაგარი წიგნი, რომელიც წამიკითხავს, ქუხილიანი უღელტეხილიაო. მგონი, ასე ითარგმნება ქართულად. თორემ, წიგნის ქართული თარგმანი არ არსებობს. მე არ მინახავს, და თუ არსებობს, არ ვიცი. იმ დღესაც, დიკენსზე რომ ვწერდი, ნიკოლას ნიკლბის ქართული თარგმანის მხოლოდ პირველი ტომი არსებობს-მეთქი, ასე მეგონა, მეორე ალბათ აღარ გამუშვეს-თქო. ერთი კვირის წინ კი მოვდივარ უნივერსიტეტთან და წინ რომ ძველ წიგნებს ყიდიან, იქ არ დევს სრული და უსქელესი ნიკლბი? ამიტომ, დიდად ნუ მენდობით.
როგორც მოგახსენეთ, არ მახსოვს, ვისთან ამოვიკითხე ემილის წიგნის ქება. საერთოდ, ჰემინგუეის უყვარს ჩამოთვლა, ესენი და ესენი უნდა წაიკითხოს კაცმა, მწერალი რომ გახდეს, და მიხვდეს რომანი რა არისო, მაგრამ აღარ მახსოვს, მას ჰქონდა თავის სიებში, თუ არა. ტობიას სმოლეტი რომ ჰქონდა, მახსოვს, ეს კი არა. მოკლედ, სადღაც ამოვიკითხე და დავიწყე სახლში ემილი ბრონტეს წიგნის ძებნა.
არ გვქონდა და რას ვიპოვიდი?
ეს, მგონი, იმ დროს იყო, საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა.
ზაფხულში აგარაკზე ვიყავით და თბილისში ჩამოვდიოდი ხოლმე, სამსახურში. ჰოდა, პლეხანოვზე, ბუკინისტებში ვნახე ქუხილიანი უღელტეხილი: ხრუშჩოვის დროის გამოცემა კაი მაგარი ყდით და იმწუთში ვიყიდე. ბედად, ფულიც მქონდა. მახსოვს, როგორ გამეხარდა.
მუქი ლურჯია, შავი კანტებით. კაი ნახმარი წიგნი იყო, გოგოების ნაკითხი ძველ დროში. მაგრამ იმ დროს საოჯახო წიგნების ბუკინისტებში ჩაბარება უკვე დაწყებული იყო და არ გამკვირვებია. მე თვითონაც დავარბენინებდი რაღაცეებს. ერთხელ ოქტომბრის ქუჩაზეც კი ჩავაბარე, ნახალოვკაში. არა მგონია, ახლა ის პატარა ბუკინისტური არსებობდეს. არცერთი აღარ არსებობს, ერთის გარდა, რაც მე ვიცოდი იმათგან.
სიმართლე რომ ვთქვა, ის ღამე, როცა ქუხილიანი უღელტეხილის კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და, მგონი, არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასდროს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი.
სანამ ამ წიგნის წინასიტყვაობას წავიკითხავდი, ნაბოლარა დის, ენის ამბავი საერთოდ არ ვიცოდი და სრულიად მოულოდნელად რაღაც რუსულ კალენდარს გადავაწყდი, სადაც დღეების გვერდებზე სულ ნაირგვარი თემები და სურათები იყო, ჰოკეის მეკარე ტრეწიაკიც ეხატა და ალექსანდრე მაკედონელიც.
ჰოდა, იქ ერთ გვერდზე იყო ის ცნობილი ნახატი, სამივე და რომ ერთად არის. ეს მათი ძმის, ბრანველის დახატულია. მას უნდოდა, რომ მხატვარი ყოფილიყო. იყო კიდეც, პოეტი და მხატვარი. დებიც წერდნენ ლექსებს.
ეს სურათი კარგახანს მქონდა შენახული.
სამივეს რაღაცნაირი, არსად მაცქერალი თვალები ჰქონდა. ახლა ყველგან ნახავ ამ სურათს, ინტერნეტში გინდა, თუ სად გინდა. ჰოვორსში, სხვა ათას რამესთან ერთად, ოჯახურ ნახატებსაც ნახავ.
ამ სურათის მუღამი კი ისაა, რომ დებს შორის ბრანველმა ავტოპორტრეტიც დახატა, მაგრამ მერე წაშალა. დიდად სიმბოლური ამბავია, ვინაიდან, ბრანველი ამ ოთხთა შორის პირველი გარდაიცვალა. თუკი ვინმეს ეთქმის უიღბლო კაცი, სწორედ ბრანველს.
ბრონტეებს ოჯახი უნდა შეენახათ, მამა ვეღარაფერს გასწვდებოდა. ერთადერთი თანამდებობა, რაც მათ იმ დროში შეეძლოთ ეშოვნათ, გუვერნანტი ქალის ადგილი იყო და კიდევაც მისდიეს ამ საქმეს. ბრანველს კი კერძო მასწავლებლობა უნდა გაეწია. ასეც იყო, მაგრამ მას გვარიანი რამეები გადახდა ცხოვრებაში: ქმრიანი ქალი შეიყვარა, დამარცხდა და შინ დაბრუნდა. ხოლო შინ რომ დაბრუნდა, უკვე იყო ლოთი, ოპიუმის ტრიქსტურების მსმელი და ჭლექშეყრილი.
ჭლექი სიკვდილი იყო. უკვე ბეჭედდასმული იყავი. ამბობენ, რომ ემილის მისგან შეეყარა ეს ჭლექი. უვლიდა. დები უვლიდნენ. ტრაგედიას, რომელსაც შარლოტა და მამამისი უცქერდნენ, წელიწადიც არ დასჭირდა. ჯერ ბრანველი მოკვდა, სულ მალე კი ემილი, რომელიც მალევე მიხვდა, რომ ჭლექით იყო ავად და ჰოვორსიდან აღარ წავიდა.
მაშინ ჰოვორსში სიკვდილი არ უკვირდათ. ამ ქალაქში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოცდახუთი წელიწადი იყო, ბავშვების ნახევარი კი ექვსი წლის ასაკამდე კვდებოდა. ასეთი ცხოვრება იყო, რას იზამ?
ამ დროისთვის ემილის უკვე დაუბეჭდეს ქუხილიანი უღელტეხილი, შარლოტას ჯეინ ეარი, ენს კი აგნეს გრეი, როგორც ემილის რომანის მესამე ტომი.
გოგოები წინ მიდიოდნენ, ლონდონში ლაპარაკობდნენ ამ წიგნებზე. ჯერ უცნობნი და ფსევდონიმებს უკან მიმალულნი იყვნენ, მაგრამ მათ შესახებ უკვე წერდნენ.
ემილი რომ გარდაიცვალა, შარლოტა მიხვდა, რომ ენსაც იგივე ბედი ელოდა. ის სკანტორპში გაგზავნეს, ზღვის პირას, უკეთესი ჰაერისთვის, თუ არ ვიცი, როგორც არის. მაგრამ გაზაფხულზე ისიც გარდაიცვალა და შარლოტამ გადაწყვიტა, რომ შინ არ წამოესვენებინა. იქავე დაკრძალეს ეკლესიის ეზოში.
ჯეინ ეირი სწორედ ამ ქუხილიანი უღელტეხილის შემდეგ წავიკითხე, როგორც მოგახსენეთ. ქუხილიან უღელტეხილს რუსული წესით, დიდი და საინტერესო წინასიტყვაობა ჰქონდა. თუ საბჭოთა რამეებს გამოაკლებდი, ბევრ რამეს გაიგებდი. მათი ოჯახის განადგურების ამბავიც იქიდან გავიგე, ოღონდ ინფორმაცია იქ იმდენი არ იყო.
მერე იმდენი დრო გავიდა და ცხადია, მაინცდამაინც სულ ბრონტეებზე არ ვფიქრობდი.
უკვე ლონდონში მოვხვდი, იქ ჩარითი შოფში სულ ორ ფუნტად გადავაწყდი ქუხილიანი უღელტეხილის კაი ძველ გამოცემას, რომელსაც ჰქონდა სრულიად ზღაპრული წინასიტყვაობა ბრონტეების ოჯახის შესახებ.
სწორედ იქ წავიკითხე პირველად მათი ბავშვობის ამბავი.
რახან მამამ სკოლებზე უარი თქვა, ისინი სწორედ იმ რუხ სახლში დარჩნენ და იქ გაჩნდა ბრონტეების გასაოცარი მოგონილი სამყარო, მოგონილი ქვეყნებით და ადამიანებით. ისტორიები გაყოფილი იყო: გონდალის ქვეყნის ამბავს ემილი და ენი წერდნენ. ეს გონდალი ოკეანეში დაგდებული კუნძული იყო. ბრანველი და შარლოტა კი მეორე ქვეყნისას, რომელსაც ანგრია ერქვა და აფრიკაში იყო. იქ მარტო ამბებს კი არ იგონებდნენ, არამედ მთელს მიმოწერასაც, საზოგადოებრივ აგებულებასაც. მთელი სამყარო იყო ამ ნაწერებში. უზარმაზარი სამყარო, რომლისაც დღეს თითქმის არაფერია დარჩენილი. მათი თანამემამულის, დეკან სვიფტის მაგალითი ხომ ჰქონდათ! საკვირველი ეს არის, რომ გონდალიცა და ანგრიაც არსებობენ. გონდალი, მგონი, ახლანდელ პაკისტანშია სადღაც, ანგრია კი გერმანიაში.
ერთი მწერალი ქალია პროფესორად კოლუმბიის უნივერსიტეტში, ის არის ბრონტეების დიდი მცოდნე და ანგრია გონდალის იმდენი რამე იცის, რომ გაკვირდები. იმისგან გამიგია რაღაცეები, ასეთი გამოგონებების მიზეზსა და ნამდვილ მნიშვნელობაზე. როცა გარშემო ბევრი არაფერია, სამყარო თავისთავად ჩნდება შენში. თუ, რა თქმა უნდა, ოდნავ მაინც გაქვს წარმოსახვის უნარი.
ბავშვები რომ ასე ირთობენ თავს, წერაზე და გამოგონებაზე უკეთ ცხოვრებაში არაფერი ეცოდინებათ. შეიძლება სულ სხვა საქმეს მისდიონ მერედამერე, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც წერა ეცოდინებათ.
ისინი თავიდანვე მწერლები იყვნენ. ასეთებად დაიბადნენ, ასე გაიზარდნენ იმ უცნაურ სახლში, რომელშიც კვდებოდნენ. სულაც არ მიკვირს ინგლისელების გატაცება სულებით, მთელი თავისი კოკ ლეინის აჩრდილით და ათიათასი კიდევ სხვა ამბით.
ჰოვორსში ეს ყველაფერი არის და, ალბათ, სულ იქნება. საინტერესოა, როგორია ეს სახლი შეღამებულზე. ჯერ შორიდან დანახული და მერე კი შიგნით, როცა ემილი შანდლით ხელში ადის კიბეზე, ანდა ზემოთა საწოლიდან საბრალო ძმის ხველა მოისმის. ეს საოცარი სამყარო, ბრონტეების სამყარო, რომელშიაც წვიმს, ნისლია და ადამიანები ამდენ რამეს გაიღებენ სიყვარულისთვის, სამმა გოგომ შექმნა.
ლონდონში ენის წიგნსაც გადავაწყდი, ოღონდ მეორეს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. ქართულად მგონი ასე იქნება, “მოიჯარადრე ვაილდფილ ჰოლიდან”.
ეს წიგნი დაამთავრა და მოკვდა კიდეც. მერე, როცა შარლოტა უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი შეიქნა, ისიც გამოსცა. პირველი წიგნი კი გოგოებმა საკუთარი ხარჯით დაბეჭდეს, ლექსების კრებული სულ ფსევდონიმებით. როგორც ამბობენ ორადორი ცალი გაიყიდა და შარლოტამ თქვა, რომანებს უნდა მივუბრუნდეთო. იქამდე მასაც ჰქონდა ერთი დაწუნებული ხელნაწერი, რომანი “პროფესორი”.
ეგეთი ხუმრობა არსებობს: კლასიკა ნიშნავს იმ წიგნებს, რომლებიც ყველგან დევს უკვე ორასი წელიწადია და მათ არავინ კითხულობს, უბრალოდ იციან, რომ ეს წიგნები სულ აქ უნდა იდოსო.
ცოტა დახლართულად კი მოვთარგმნე, მაგრამ ეგრე წამიკითხავს სადღაც, სახუმარო ესეიში. ჰოდა, ბრონტეების წიგნები ეგეთი არ არის.
იმ სახლში უცებ გაიფიქრებ, რომ როგორც კეტრინ ერნშოუ უხმობს ჰიტკლიფს ქარიშხლიან ღამეებში და ისიც გიჟივით გარბის გარეთ, ასე ემილი შეიძლება მოადგეს ამ სახლს და დაიძახოს საწყალობლად, მთელი ოჯახის მაგივრად.
რა უცნაურია, ორიოდ კვირის წინ ერთ ქართულ არხზე, ძველი ქუხილიანი უღელტეხილი გაუშვეს, შავ-თეთრი. ის კი არა, დენიელ დეი ლუისი რო თამაშობს. ესეც კარგია, მაგრამ იმ ძველში რაღაცა უბრალოება და პირდაპირობა იყო, არაჩვეულებრივი ამბის ჩვეულებრივად გადაღებას რომ მოჰყვება ხოლმე. ლივერპულის ქუჩებში მისტერ ერნშოუს მიერ ნაპოვნი ჰიტკლიფი, ამდენი სიყვარული და ამდენი სიძულვილი ერთად. ასეთი რამეები, ბოდიში და… ეს არც მერი შელის ფრანკენშტეინია და არც კიდევ რამე ისეთი. ქალთა რომანებიო…
ელის ბელ, რა მაგარი ფსევდონიმია. ექშენ ბელ. კარიერ ბელ……სამი და. ძმა კი იჯდა და ხატავდა მათ.
შარლოტა შეიქნა ცნობილი მწერალი: ლონდონი, დაპატიჟებები, პატივისცემა… გათხოვდა და მოულოდნელად ბედნიერებას მიაგნო. მოხუცი მღვდელი იბოღმებოდა, ჩემი სახელოვანი შვილი ჩვეულებრივ ღვთისმსახურს რატომ უნდა გაჰყოლოდაო. შარლოტამ თავიდან უარი უთხრა ხელის მთხოვნელს, მაგრამ მამას მედიდურობა რომ შეამჩნია, გათხოვდა და გასაკვირად ბედნიერი იყო.
ის ფეხმძიმე გარდაიცვალა. გაურკვეველია რისგან. ოცდაცხრამეტი წლისა სრულდებოდა. ეს იყო უკანასკნელი სისასტიკე ამ მოდგმისთვის.
და იცით რა არის? არავინ, საერთოდ არავინ დარჩენილა ბრონტეებისგან. იმ სახლში ამას მშვენივრად ხედავ. მარტო ეს რომანები დარჩა. მოულოდნელი, ღონიერი რომანები, რომელსაც, შეიძლება ითქვას, გოგოები წერდნენ. ქალიშვილი ქალები, როგორც იმერეთში იტყვიან. ქალწულები, რომლებმაც ვინ იცის, რამდენი რამ იცოდნენ სიყვარულისა და სიძულვილისა, ბედისა და უბედობისა. საიდან? საქმეც ეს არის. საიდან.
რა სამყარო იყო ეს სამყარო, რომელმაც ამხელა გამოცდილება მისცა გოგოებს? სახლის სამყარო. იშვიათი გასვლებით. ადამიანების შეზღუდული ოდენობა, რომლებსაც ისინი ხვდებოდნენ. ალბათ, ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ, გულით მხედავნი. ალბათ. მე ასე მგონია. ძმა იჯდა და ხატავდა დებს, უბრალოდ. თხელებს და სიფრიფანებს, ფერმკრთალთ, მაგრამ შეფაკლული ლოყებით. ისინი ისხდნენ და ხატავდნენ ერთმანეთს.
აი, როგორი დახატა შარლოტამ ენი, ემილიმ კი შარლოტა, ხოლო ბრანველმა ემილი. რაღაცნაირი სითხელე და სიმსუბუქე და ეს ამბები. კაცის ხელი ნაწერში. განსაკუთრებით ემილის. ეს საოცარი ადგილი და საოცარი სახლი, რაღაცნაირად, მძიმედ მსუნთქავი და ალბათ სულისშემძვრელი შებნელებულზე… გოგოები და ძმა, ფანქრით და ოპიუმით სავსე ჭიქით.
ტყულიად არ იყო ნახსენები იმ გელურ გვარში მაგარი ქალები.
ჩემი მაგარი გოგოები. მსოფლიოს ყველაზე მაგარი გოგოები. იმ გრძელი გელური გვარით, რომელსაც ჩვენ ფრანგული დაბოლოებით, ბრონტედ, ვკითხულობთ, თვითონ კი ხმადაბლა წარმოთქვამდნენ, დიახ, ჩემი გვარია ბრონტი. რაღა მნიშვნელობა აქვს, ე თუ ი.
გიჟმა ქალმა გადასწვა სახლი, ჯეინი კი დაბრუნდა. არანაირი ჩატკბილულობა, რომელიც დღეს ირონიას იწვევს ხოლმე, ამაში არ არის.
ეს ნაღდია. მათ ნაწერებში ყველაფერი ქვისაა, მაგრამ ისეთი ნაზი, რომ…
ეს ის შემთხვევაა, რომ ვერ გაიგებ, სად წიგნია და სად ცხოვრება.
ეს ის ოჯახია, რომელიც განადგურდა.
და ეს ის არის, რაც ასე გასაგებია და მაგარი.
შარლოტა, ემილი და ენ: ბებერი მღვდლის, პატრიკ ბრუნტის ქალიშვილები. ირლანდიელები დასავლეთ იორკშირიდან, ინგლისის ზურმუხტისფერი და დროგარინდული გულიდან.
ჩემი უმაგრესი გოგოები ძველი თაროებიდან.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box
One Comment
Anonymous
უმშვენიერესი წერილია.აქამდეც რამდენჯერმე მქონდა წაკითხული და ყოველ ჯერზე ისე მაფორიაქებს და აღმაფრთოვანებს, თითქოს პირველად ვკითხულობდე. დიდი მადლობა. და თუ არ მიწყენთ – დენიელ დეი ლუისს რედკლიფი არასოდეს უთამაშნია – ეგ რალფ ფაინესია, თქვენს ნახსენებ ფილმში რომ თამაშობს. ჰგავს კია…
და სათაური – Wuthering Heights რატომ ქუხილიანი უღელტეხილი? ეს ადგილის სახელია და თუ მაინცდამაინც უნდა ითარგმნოს, ვუდერინგი ქარიშხლის, ქარის ზუზუნსა და ხმას ნიშნავს და ჰაიტს – სიმაღლეებს. იქნებ – ქარიშხლიანი სიმაღლეები?
მაგრამ ამას თქვენი არაჩვეულებრივი წერილისათვის რა მნიშვნელობა აქვს… გინდ ასე დაარქვით და გინდ ისე – ასეთი წერილები მხოლოდ იშვიათად იწერება. კიდევ დიდი მადლობა!