ახალი ამბები

24 წლის თავდამსხმელი, ჰადი მატარი თავს დამნაშავედ არ ცნობს

,,მართალია, ტრავმა სერიოზულია’’ – აცხადებს სალმან რუშდის ლიტერატურული აგენტი, ენდრიუ უაილი, – “თუმცა გვაქვს დამაიმედებელი ცნობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.’’

მედიკოსთა ცნობით,  მწერალი კისრის, მუცლის, თვალის და მკერდის არეშია დაჭრილი.

მწერლის, აატიშ ტასირის განცხადებით, რუშდი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. იგი უკვე საუბრობს და ხუმრობს კიდეც.

24 წლის თავდამსხმელი, ჰადი მატარი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჯერჯერობით კვლავაც უცნობია დანაშაულის მოტივი.

შეგახსენებთ, რომ ,,ეშმაკეული აიებისა” და ,,შუაღამის შვილების” ავტორი, ბუკერის პრემიის ლაურეატი, სალმან რუშდი ჰადი მატარიმ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ნიუ-იორკში, საჯარო ლექციის დაწყებისას, მოხდა.

1989 წელს აიათოლა ჰომეინიმ მწერალს ფატვა მიუსაჯა რომანისათვის ,,ეშმაკეული აიები’’. ირანის სულიერი ლიდერის აზრით, წიგნი ისლამს შეურაცხყოფდა. სწორედ მისი წაქეზებით არაერთხელ სცადეს მწერლის ლიკვიდაცია.  1991 წელს მოკლეს მისი რომანის იაპონელი მთარგმნელი ჰიტოში იგარაში.

© არილი

 

 

Facebook Comments Box