ესე

ემზარ კვიტაიშვილი – სი­ცა­რი­ე­ლე

 

(პო­ე­მა)

დღეს ვამ­ხელ – ათ წელ­ზე მე­ტია, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის და­წე­რა მინ­დო­და და ყო­ველ­თ­ვის ფეხს ვით­რევ­დი, შე­კა­ვე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნით ვთვრე­ბო­დი. ეს არ იყო სი­ზარ­მა­ცე. არც ახ­ლა გახ­ლავთ მთლად იოლი და­საძ­ლე­ვი ყოვ­ლის გამ­ხე­ლა, სამ­ზე­ო­ზე გა­მო­ტა­ნა, აშ­კა­რად, ჯი­ქურ თქმა იმ­ი­სა, რაც ყვე­ლა თქვენ­გან­მა ის­ე­დაც კარ­გად იც­ის. რამ­დენ­ჯერ მოხ­და ის, რი­სიც მე­ში­ნო­და: მი­ზა­ნი – მიზ­ნად, სურ­ვი­ლი – სურ­ვი­ლად დამ­რ­ჩა. რა მექ­ნა, გავ­ბე­დე, მე­ტი გა­და­დე­ბა ცოდ­ვის გა­დი­დე­ბა იქ­ნე­ბო­და.
* * *
ძველ ჩი­ნე­ლებს მი­აჩ­ნ­დათ, რომ ქა­ო­სი­დან თავ­დახ­ს­ნი­ლი და­ოს კოს­მო­სი სამ­ყა­რო­უ­ლი “სი­ცა­რი­ე­ლე-ენ­ერ­გი­ის” ნელ­მა შემ­კ­ვ­რი­ვე­ბამ წარ­მოშ­ვა. ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე და­წე­რილ ერთ ჩი­ნურ ტრაქ­ტატ­ში ნათ­ქ­ვა­მია: “დაო უს­აზ­ღ­ვ­რო სი­ცა­რი­ე­ლე­ში და­ი­ბა­და”. ამ­ა­ვე სი­ცა­რი­ე­ლე­ში გაჩ­ნ­და დრო და სივ­რ­ცე… სიმ­შ­ვი­დემ ცა და მი­წა ერთ­მა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნა. ძვე­ლი ბერ­ძ­ნე­ბი იმ­თა­ვით­ვე მიხ­ვ­დ­ნენ – სი­ცა­რი­ე­ლის გა­რე­შე მოძ­რა­ო­ბა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და (ახ­ლა იოლია ამ­ის და­ნახ­ვა). ბგე­რაც ჰა­ერ­ში უნ­და და­ირ­ხეს, გახ­მი­ან­დეს, მუ­სი­კას სი­ცა­რი­ე­ლე სჭირ­დე­ბა. წმინ­და კა­ცი, ად­ა­მი­ა­ნის სუ­ლი­სა და აღ­ნა­გო­ბის უღრ­მე­სი მცოდ­ნე, დი­დი ღვთის­მეტყ­ვე­ლი გრი­გოლ ნო­სე­ლი ამ­ბობს და უნ­და ვენ­დოთ – და­პი­რის­პი­რე­ბულ­თა მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა გა­ნუწყ­ვე­ტე­ლია, სი­სავ­სე და სი­ცა­რი­ე­ლე გა­დაბ­მუ­ლად ეხ­ლარ­თე­ბი­ან ერთ­მა­ნეთს. ზუს­ტად ას­ე­ვეა ძი­ლი და სიფხიზ­ლე; მა­თაც სჩვე­ვია, ას­ულ­დ­გ­მუ­ლებს ად­გილ­შე­ნაც­ვ­ლე­ბა… დაღ­ლა რომ არ და­ეტყოს, ბუ­ნე­ბას შეს­წევს უნ­ა­რი – თა­ვი გა­ნი­ახ­ლოს. ძა­ფე­ბად გა­წე­ლილ ბა­ყა­ყის ქვი­რით­ზე დამ­ჩ­ნე­უ­ლი შავ-შა­ვი წერ­ტი­ლე­ბი და და­მამ­ლულ კვერ­ცხ­ში, სან­თ­ლის ალ­ზე, გა­ლან­დუ­ლი რგო­ლი – სი­ცოცხ­ლეა. მეჩ­ვე­ნე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად, სი­ცა­რი­ე­ლე კვერცხს ემ­უქ­რე­ბა. საკ­მა­რი­სია – ნემ­სის წვე­რით გახ­ვ­რი­ტო და იოლ­ზე იოლია მი­სი დაც­ლა, გა­მოს­რუტ­ნა. დღემ­დე არ უარ­უყ­ვი­ათ თე­ო­რია, რომ სამ­ყა­რო გი­გან­ტუ­რი კვერ­ცხის უეც­არ­მა, უმძ­ლავ­რეს­მა აფ­ეთ­ქე­ბამ და­ბა­და; შავ უს­ას­რუ­ლო­ბა­ში გა­ნიბ­ნენ მა­შინ ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბი; ბო­ლავ­დ­ნენ, იწ­ყეს მი­ჩე­ნილ წრე­ებ­ზე სრი­ა­ლი, სრბო­ლა. ამ­ო­მი­კითხავს – სხვა სი­მაღ­ლი­დან წა­მო­ი­ღო ღმერ­თ­მა უთ­ვა­ლა­ვი თეს­ლე­უ­ლი, იქ მი­ფანტ-მო­ფან­ტა ქა­რის ხე­ლით, ცის ნა­მი ას­ვა, აღ­მო­ა­ცე­ნა, გა­ა­ხა­რა, გა­ა­შე­ნა სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი ნა­ყოფ­სავ­სე ბა­ღი, ბო­ლოს ჩვენ რომ შევ­სე­ო­დით.
* * *
პირ­ვე­ლად ერ­თი კა­ცის (სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლის) სა­წერ მა­გი­და­ზე ვნა­ხე პლას­ტ­მა­სის მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, მჭიდ­როდ შეკ­რუ­ლი კო­ლო­ფი, წიგ­ნის ფორ­მი­სა. ეს იყო შევ­ჩენ­კოს “კობ­ზა­რი”, ალ­ბათ სა­კან­ცე­ლა­რიო წვრილ­მა­ნე­ბის (სა­მაგ­რე­ბი, ჭი­კარ­ტე­ბი) ჩა­საწყო­ბი ნივ­თი. თა­ვი ფრთხი­ლად ავ­კე­ცე და ჩა­ვი­ხე­დე. შევ­წუხ­დი, სი­ცა­რი­ე­ლე შე­მო­მე­ფე­თა. წიგ­ნის ფი­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ეს იყო გა­მომ­შ­რა­ლი, ძარ­ღ­ვებ­გა­დაჭ­რი­ლი, შიგ­ნე­უ­ლა­მოც­ლი­ლი არ­ა­რა­ო­ბა. მა­ლე (ოღ­ონდ სხვა მა­გი­და­ზე) იგ­ი­ვე ბე­დი ეწია უილ­ი­ამ შექ­ს­პი­რის ტრა­გე­დი­ებ­საც. შექ­ს­პი­რის ერთ-ერ­თი, ნიღ­ბი­დან და­ხა­ტუ­ლი, სან­თე­ლი­ვით უძ­რა­ვი სა­ხის მიღ­მაც ილ­ან­დე­ბა შა­ვი სი­ცა­რი­ე­ლე, რი­სი შევ­სე­ბაც, დღემ­დე, ვე­რა და ვერ ხერ­ხ­დე­ბა. ბევ­რ­ჯერ მი­ვე­ახ­ლე, მსურ­და შე­მეც­ნო, ვინც ამა ქვეყ­ნის მტან­ჯ­ველ სი­ცა­რი­ე­ლეს, მწა­რე ხა­პი­ვით გა­ბე­რილს, ყა­ვარ­ჯენს უკ­ა­კუ­ნებ­და, დამ­ცი­ნა­ვად ეთ­ა­მა­შე­ბო­და (იგი პრო­ზად და­წე­რი­ლი ერ­თი მე­ტად უც­ნა­უ­რი, აუხს­ნე­ლი პო­ე­მის ავ­ტო­რია; ნა­ბო­კო­ვი მის ერთ, სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნილ ფო­ტოს აკ­ვირ­დე­ბო­და, უკ­ვირ­და ამ კა­ცის არ­სე­ბო­ბა; იშ­ვი­ა­თი გა­რეგ­ნო­ბის გა­მო, რე­ლიქ­ტურ ხვლიკს შე­ა­და­რა).
* * *
ყო­ველ დი­ლა-სა­ღა­მოს ვი­ტან­ჯე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა დროს მი­ფიქ­რია და მით­ქ­ვამს – ნუ­თუ სრუ­ლე­ბით არ გა­ში­ნებთ, ად­ა­მი­ა­ნი დი­დი ღრუ, სი­ცა­რი­ე­ლე რო­მაა, არ­ა­ფერს რომ არ ნიშ­ნავს ნეკ­ნე­ბის თეთრ ბა­დე­ში ჩა­ჭე­დი­ლი შიგ­ნე­უ­ლი; არც ღვიძ­ლი, ფილ­ტ­ვე­ბი, ელ­ენ­თა, თირ­კ­მე­ლე­ბი, მით უფ­რო, ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი… ყვე­ლა­ფე­რი პირ­წ­მინ­დად გა­ი­წუ­რე­ბა და გა­ვა, ნა­ლექ­საც არ და­ტო­ვებს.. მო­ფარ­თხა­ლე გუ­ლიც ფორ­თო­ხა­ლი­ვით გა­მოხ­მე­ბა, რო­ცა იქ­ნე­ბა, მის წით­ლად და­კუნ­თულ კედ­ლებ­შიც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სი­ცა­რი­ე­ლეა გა­მოკ­რუ­ლი. სათ­ქ­მე­ლა­დაც არ ღირს, იმ­დე­ნად აზ­რის­გან დაც­ლი­ლია თა­ვად ჩე­მი ცხოვ­რე­ბა – მე რომ დრო­ზე, თა­ვი­დან­ვე მეზ­რუ­ნა, ცა­რი­ელ დღე­თა ვე­ე­ბა აც­მე­ბი მექ­ნე­ბო­და; დღემ­დე მიკ­ვირს, იმ დღე­ებ­მა მი­წას რომ არ ამგ­ლი­ჯეს, არ გა­დამ­კარ­გეს. ძან­ძალს იწ­ყებს ტან-ფე­ხი, ბო­ლო წლებ­ში ის­ე­თი უს­ი­ა­მო ფიქ­რე­ბი მე­ძა­ლე­ბა… დავ­რ­დო­მი­ლი მო­ხუ­ცის ხილ­ვი­სას უფ­რო ვხვდე­ბი, რა­ო­დენ არ­ა­გამ­ძ­ლე, თქლა­ფი, იოლ­ად და­საშ­ლე­ლი მა­სა­ლაა ხორ­ცი, მით უმ­ე­ტეს, თა­კა­რა ზაფხუ­ლის სიცხე­ში. ორ­ი­ო­დე კვი­რით ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დ­ნაც კი საკ­მა­რი­სია, გარ­ბი­ლე­ბუ­ლი, მო­თან­თა­ლე ქსო­ვი­ლი მყის­ვე რღვე­ვას იწ­ყებს – მკლა­ვებ­ზე, ნეკ­ნებ­ზე, თე­ძო­ებ­ზე, ნა­ნემ­სა­რებ­ზე; მზა­დაა, მუ­ცელ­საც შე­მო­აც­ვ­დეს, შე­მო­ე­ცა­ლოს. ამ­ა­ვე ძრწო­ლას ეხ­მი­ა­ნე­ბა ჩე­მი ერ­თი უთ­ა­რი­ღო ჩა­ნა­წე­რიც (ში­ში ხომ უვ­ა­დოა):
* * *
მე­რი­დე­ბა თქმა, მაგ­რამ იძ­უ­ლე­ბუ­ლი ვარ (თა­ნაც მე­რამ­დე­ნედ), გან­ვაცხა­დო – ად­ა­მი­ა­ნი შიგ­ნი­დან ცა­რი­ე­ლია. ამ­ის­კენ, უპ­ირ­ვე­ლე­სად, მი­ბიძ­გებს მუ­ცე­ლი – ღრუ, სი­ცა­რი­ე­ლე. აქ­ვე მახ­სენ­დე­ბა და­ნით გა­ფატ­რუ­ლი, გა­მო­წე­ლი­ლი თევ­ზი. ას­ე­ვე, სა­მუ­მი­ედ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, გა­ცი­ე­ბულ ცვი­ლად ქცე­უ­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ირგ­ვ­ლივ გა­ზე­თი­ლი ტი­ლო უნ­და და­ახ­ვი­ონ, ჭუპ­რი­ვით შე­ფუ­თონ და მე­რე, გა­მო­საშ­რო­ბად, ჰა­ერ­ში უს­ას­რუ­ლოდ აკ­ი­ბულ სა­უ­კუ­ნე­ებს გა­დას­ცენ; იმ­ა­ზე­დაც მი­ფიქ­რია (დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მ­ში მი­ნა­ხავს) – რა თავ­ზარ­დამ­ცე­მია გრილ კა­ტა­კომ­ბებ­ში, ხა­რი­ხებ­ზე გამ­წ­კ­რი­ვე­ბუ­ლი, გა­ფიჩხუ­ლი გვა­მე­ბი, რო­მელ­თა ნედლ ძარ­ღ­ვებ­ში, ერთ დროს, მდუ­ღა­რე, ალ­ის­ფე­რი სის­ხ­ლი წრი­ა­ლებ­და. იმ სუ­რათ­მა მო­მა­გო­ნა ქო­ნით გა­პო­ხილ მო­რუ­ხო, სქელ მუ­ყა­ო­ში შე­ფუ­თუ­ლი, წვრი­ლი კა­ნა­ფით გა­კო­ჭი­ლი, ცხლად შე­ბო­ლი­ლი ოქ­როს­ფე­რი, უწ­ვე­ნო სტავ­რი­და, ასე სა­ეჭ­ვოდ რომ მი­ახ­ლო­ვებს სი­ცა­რი­ე­ლეს, სიკ­ვ­დი­ლის გამ­ყი­ნავ გან­ც­დას. არ გა­გიკ­ვირ­დეთ და სწო­რედ ამ დროს­ვე წარ­მო­მიდ­გე­ბა ვე­ე­ბერ­თე­ლა, კა­თო­ლი­კუ­რი ტაძ­რის ღია, ჭერ­მა­ღა­ლი ინ­ტე­რი­ე­რი; ეს გახ­ლავთ ერ­თი უც­ნა­უ­რი ნი­დერ­ლან­დე­ლი მხატ­ვ­რის გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი. ფაქ­ტუ­რა მარ­მა­რი­ლოა. სარ­კო­ფაგ­ზე გა­წო­ლი­ლია მღვდელ­მ­თავ­რის ქან­და­კე­ბა. გა­ტო­ტი­ლა ორ­კა­პა მიტ­რა, შავ-თეთ­რად და­სალ­ტუ­ლი გრძე­ლი თავ­სარ­ქ­მე­ლი. იგრ­ძ­ნობ, რას ნიშ­ნავს მი­უ­საფ­რო­ბა, გა­ვე­რა­ნე­ბა. ეპ­ის­კო­პოსს მკერ­დ­ზე აზ­ის მინ­დ­ვ­რი­დან შე­მოფ­რე­ნი­ლი და აბ­ობღე­ბუ­ლი, თავ­კი­სერ­მოღ­რე­ცი­ლი კა­ლია – ღა­მე­უ­ლი სი­ცი­ვის­გან სახ­ს­რებ­შეკ­რუ­ლი, შტე­რად მდგა­რი, თვა­ლე­ბაბ­ზი­ნე­ბუ­ლი… რომ იკ­ად­რო, ფე­ხი და­ად­გა და გას­რი­სო, გა­ტო­კე­ბა­საც ვერ მო­ას­წ­რებს, გაფ­რე­ნა­ზე ხომ ფიქ­რიც არ შე­ეძ­ლე­ბა; გან­ზეც ვერ გახ­ტე­ბა სა­ცო­და­ვი. ამ­ნა­ირ მკვეთრ მოძ­რა­ო­ბას ზაფხუ­ლის დამ­ხ­რუ­კა­ვი, წი­თე­ლი ხვა­ტი ჭირ­დე­ბა, რაც უკ­ვე აღ­არ ეღ­ირ­სე­ბა სი­მინ­დის­ტა­როს­ფერ, და­სეგ­მენ­ტე­ბულ, შე­უმ­ჩ­ნევ­ლად, უხ­მოდ მკუ­თავ სხე­ულს. დი­დი-დი­დი (ის­იც სა­გა­ი­სოდ) თო­ფის­წა­მა­ლი­ვით მი­სის­ხი­ნე­ბუ­ლი კვერ­ცხე­ბის დაყ­რა მო­ას­წ­როს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, თქვენ თვი­თონ არ გა­გახ­სენ­დეთ სალ­ვა­დორ და­ლის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი სუ­რა­თი, მძაფ­რად ერ­ო­ტი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­სა, რომ­ლის აღ­წე­რა­საც, მი­ზეზ­თა გა­მო, მო­ვე­რი­დე­ბი. ნამ­დ­ვილ შლე­გად გაქ­ცევს, ათ­ა­სი უქ­მი სა­ფიქ­რა­ლის ამშ­ლე­ლია სი­ცა­რი­ე­ლე. კუ­ბოს და­ნახ­ვა, სა­დაც არ უნ­და იყ­ოს, გუ­ნე­ბას მი­წამ­ლავს, მძმა­რავს. ის­ე­დაც ზო­მა­ზე მე­ტი ვი­ბო­დი­ა­ლე, რა მრჯის, რა­ღა ბევ­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლო – ლე­შის ჩარ­ჩა­ლა ჭურ­ჭე­ლი, სარ­კო­ფა­გი, ასე მე­სა­ხე­ბა: სი­ცა­რი­ე­ლე სი­ცა­რი­ე­ლე­ში.
* * *
სი­ცა­რი­ე­ლის მეტყ­ველ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად მი­მაჩ­ნია ვე­ე­ბა, ბო­ლო­გა­ფარ­ჩხუ­ლი, ულ­ვა­შე­ბით და­თას­მუ­ლი, ჯავ­შ­ნი­ა­ნი კი­ბორ­ჩხა­ლი, რომ­ლის წვრილ­თ­ვა­ლე­ბა ფი­ტულს, კე­დელ­ზე მიკ­რულს და ჩა­მოგ­რ­ძე­ლე­ბულს, ძალ­ზე უს­ი­ა­მო გრძნო­ბა აღ­უძ­რავს. ბევრ თქვენ­განს უნ­ა­ხავს მა­რილ­წყალ­ში მო­ხარ­შუ­ლი წი­თე­ლი კი­ბორ­ჩხა­ლე­ბი. ბარ­ში შე­სუ­ლე­ბი, მკვრი­ვად შე­მო­სალ­ტულ ჯავ­შანს აჯ­იჯ­გ­ნი­ან, ხრა­ჭახ­რუ­ჭით შე­მო­აც­ლი­ან, სა­ნამ კი­დუ­რებ­ში შე­მა­ლუ­ლი ერ­თი ციც­ქ­ნა თეთ­რი ხრტი­ლე­ბი არ შერ­ჩე­ბათ ხელთ და გე­მო­ი­ა­ნად აკ­ნა­ტუ­ნე­ბენ, ზედ ცივ, ქარ­ვის­ფერ, ქაფ­მოგ­დე­ბულ ლუდს აყ­ო­ლე­ბენ, თუნ­დაც ორ­ი­ო­დე ზან­ტი სა­ა­თით რომ შე­ავ­სონ მომ­ლო­დი­ნე, გა­უ­მაძღა­რი ფაშ­ვის ბუყ­ბუ­ყა სი­ცა­რი­ე­ლე, სა­ძი­ლედ მო­ი­თენ­თონ. თა­ვის მოტყუ­ე­ბაა ეს­ეც; ვის რა შერ­ჩე­ნია ამ ცრუ, მო­ლან­დე­ბულ ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე, რაც არ უნ­და იც­მუც­ნოს ად­ა­მის უმ­ა­დურ­მა ძემ, მოკ­ვ­და­ვის მუც­ლით ნა­შობ­მა, რო­გორ ამ­ო­ავ­სებს უძ­ი­რო, ამ­ო­უ­ყო­რავ, აყ­ურ­ყუ­რე­ბულ სი­ხარ­ბეს? კე­ცა-კე­ცად ჩა­ჭუჭ­კულ-ჩა­ლა­გე­ბუ­ლი შიგ­ნე­უ­ლი (ამ­ის მიგ­ნე­ბა სუ­ლაც არაა ძნე­ლი) თა­ვად გა­მო­ჭამს ნი­ა­დაგ მო­უც­ლელ მუ­ცელს, მომ­ცე­ლავ სი­ცა­რი­ე­ლეს აჩ­ენს. თუნ­დაც თავ­მოკ­რულ ჭიპს ქვე­მოთ გა­დაკ­რუ­ლი კრი­ა­ლა კა­ნი მო­ი­ქა­ვე, და­აკ­ვირ­დი, რა ყრუ, პახ­პა­ხა ხმას გა­მოს­ცემს ჩა­გუ­დუ­ლი სი­ცა­რი­ე­ლე, თე­ძო­ებს მიბ­ჯე­ნი­ლი, მა­რილ­გამ­ჯ­და­რი, გი­დე­ლა, და­ძარ­ღ­ვუ­ლი ბუშ­ტი, ავ­სე­ბის­თა­ნა­ვე რომ იც­ლე­ბა, ფერს იცვ­ლის გაჭყ­ლე­ტი­ლი, და­ჩუ­ტუ­ლი. “გა­რუმ­ბუ­ლი” – მუ­ცელ­გა­ბე­რილ კაც­ზე ითქ­მის და, ცხა­დია, დამ­ცი­ნა­ვად ჟღერს. მი­ნა­ხავს უხ­ე­ში, ხორ­კ­ლი­ა­ნი რუმ­ბი, წაყ­რონ­ჭი­ლი, კე­დელ­ზე აყ­უ­დე­ბუ­ლი; ესაა დრო­ე­ბით ფორ­მა­მი­ცე­მუ­ლი სი­ცა­რი­ე­ლე, ჩხვლე­ტის­თა­ნა­ვე რომ იკ­ე­ცე­ბა.
* * *
ხომ იტყ­ვი: დას­ვ­რე­ტილ ძვლებ­შიც ქა­რი გაგ­დის, ძაღ­ლის გაგ­დე­ბუ­ლო, გა­სა­გუ­და­ვო, თავ­ჩა­ქინ­დ­რუ­ლო ქონ­დ­რის­კა­ცო, რი­სი იმ­ე­დი უნ­და გქონ­დეს? ნეკ­ნებ­ზე ხე­ლის და­ყო­ლე­ბა, ნე­ლა დას­მა კმა­რა, რომ ხე­ლად იგრ­ძ­ნო – ფუ­ყე, მო­ყან­ყა­ლე­ბუ­ლი კას­რი ხარ, არ­ა­ფერ­ში მო­სახ­მა­რი, გა­სახ­მო­ბი. შუბ­ლის იქ­ი­თაც სი­ცა­რი­ე­ლეა, ტვი­ნი ხომ ის­ე­დაც ჩახ­მე­ბა ქა­ლა­ში. ას­ე­ვე მა­ლე გა­მოშ­რე­ბა ზუთხის ხი­ზი­ლა­ლა, შავ-ნაც­რის­ფ­რად მბზი­ნა­ვი; სუფ­რა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი, დი­ლით, შე­გიძ­ლია მარ­ც­ვალ-მარ­ც­ვალ დაფ­ქ­ვა თი­თებ­შუა. ძვლებ­ში, გულ­ში, მუც­ლის ღრუ­ში, გა­მომ­შ­რალ ძარ­ღ­ვებ­შია და­ბუ­დე­ბუ­ლი, არ გას­ვე­ნებს, გე­ლან­დე­ბა, და­ბა­დე­ბი­დან­ვე დაგ­დევს ცი­ვი სი­ცა­რი­ე­ლე…
* * *
უგ­უ­ლო, ფურ­ფუ­ტა თხი­ლის ამ­ჩა­ტე­ბუ­ლი ნა­ჭუ­ჭე­ბი ბევ­რ­ჯერ მო­მის­რო­ლია. მა­წუ­ხებს ყურ­ძ­ნის მარ­ც­ვა­ლიც, გამ­ხ­მა­რი, ხელ­ში რომ გაფ­შ­ვ­ნი და მა­შინ­ვე ნაც­რის­ფე­რი მტვე­რი გა­ვარ­დე­ბა, გა­ნიბ­ნე­ვა. მა­ში­ნებს საწ­ნა­ხე­ლის მუ­ცე­ლი, ამ­ო­ქუთ­ნუ­ლი, რომ­ლის ნა­მაჭ­რალ, მჟა­ვე სიბ­ნე­ლე­ში წი­თუ­რი ქინ­ქ­ლა ირ­ე­ვა… იქ­ვე გდია ყუნ­წ­წა­ტე­ხი­ლი, თეს­ლა­მო­რი­დე­ბუ­ლი, ყვით­ლად გა­ჩე­ხი­ლი კვა­ხი… სი­ცა­რი­ე­ლეს ინ­ა­ხავს ჰა­ერ­ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი უჯ­რა თუ კარ­დო­ნის ჩა­ხუ­თუ­ლი ყუ­თი… მზა­რავს სი­ცა­რი­ე­ლე მუ­ცელ­გა­ღუ­ნუ­ლი, ობ­ო­ბას ყბე­ბით გა­მო­წუწ­ნუ­ლი პე­პე­ლა­სი, უს­უს­ტეს ნი­ავ­საც რომ შე­უძ­ლია ააქ­ა­ნა­ოს, დაძ­რას, შავ მტვერ­ში გა­რი­ოს. რამ უნ­და გა­მა­ხა­როს… პირ­ვე­ლი არა ვარ, ვინც ეს სა­წუ­ხა­რი გა­მო­ხა­ტა, თუმ­ცა ვერც იმ­ას გა­ვიხ­სე­ნებ, სხვებს მთლად ჩემ­სა­ვით გა­მო­ეთ­ქ­ვათ იგ­ი­ვე… ვე­რა და ვერ დავ­დექ უბ­რად; თავს არ ვიბ­რუ­ებ და არც არ­ა­ვის ვე­ჯიბ­რე­ბი. მა­გი­ჟე­ბენ წაბ­ლ­სა (თეთ­რი) და ნი­გოზ­ში (წი­თე­ლი) შე­ყუ­ჟუ­ლი პა­წა­წა მატ­ლე­ბი, შიგ­ნი­დან რომ ღრუტ­ნი­ან ნა­ყოფს, ფქვა­ვენ, ბნელ სი­ცა­რი­ე­ლეს ტო­ვე­ბენ… იყო ერ­თი იაპ­ო­ნე­ლი პო­ე­ტი (მო­ნა­ზო­ნი), რო­მელ­საც მთვა­რი­ან ღა­მით ჩა­ეს­მა რო­გორ გულ­და­გულ ბურ­ღავ­და წაბ­ლ­ში ჩახ­რახ­ნი­ლი მატ­ლი თეთრ გულს, რძეს წოვ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლაფ­რის დამ­ფარ­ველ, მიმ­ჩ­ქ­მა­ლავ ბუ­ნე­ბას ამ­ა­ში­აც რა­ი­მე გა­მო­ცა­ნა არ ჰქონ­დეს ჩა­დე­ბუ­ლი. თვით ჩე­მი ჩუ­მი, თან­და­ყო­ლი­ლი სი­ცა­რი­ე­ლეც (ერ­თი პო­ე­მა ხომ ასე იწ­ყე­ბა, ჩვენ, ად­ა­მი­ა­ნე­ბი, ცა­რი­ე­ლე­ბი, ფი­ტუ­ლე­ბი ვარ­თო) მეხ­მა­რე­ბა, მოვ­ლე­ნი­დან გა­მო­ვი­ტა­ნო აზ­რი, ხში­რად, იგ­ი­ვე უაზ­რო­ბა. არ დავ­მა­ლავ, მიკ­ვირს, ეს უნ­ა­რი ჩემ­თ­ვი­საც რომ გა­მო­ი­მე­ტა გან­გე­ბამ.
* * *
ერ­თი დი­დი შე­მოქ­მე­დი ამ­ბობს: “სიტყ­ვე­ბი კი­დობ­ნე­ბია”. უნ­და მიხ­ვ­დე, რაგ­ვა­რი სიტყ­ვე­ბიც არ­ის აქ გან­ჭ­ვ­რე­ტილ-ნა­გუ­ლის­ხ­მე­ვი. იმ სიტყ­ვებს შე­ნი ქაფ­ქა­ფა სის­ხ­ლი უნ­და გა­და­უ­ტუმ­ბო, რომ არ ჩახ­მეს, და­ფუ­ტუ­როვ­დეს. თუ გულ­მოდ­გი­ნედ და­აკ­ვირ­დე­ბით, სიტყ­ვაც გა­მოღ­რუტ­ნუ­ლია და სხე­უ­ლიც; მუ­დამ იმ­ას ვცდი­ლობთ, რო­გორ­მე შე­ვავ­სოთ ერ­თი­სა და მე­ო­რის სი­ცა­რი­ე­ლე. ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სავ­სე­ო­ბა იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლეა, ბევ­რ­ჯერ შე­გაკ­რ­თობს. იტ­ყო­დი, რომ წვა­ლე­ბა არ ღირ­და, მაგ­რამ ამ­ა­ზე სა­ფიქ­რა­ლა­დაც ვერ იც­ლი. რი­თი, რა­ნა­ი­რად გინ­და გა­უმ­კ­ლავ­დე მოქ­რი­ა­ლე “მი­წის წესს” – გაქ­რო­ბას ღმერ­თე­ბის ტოლ გმირს, ლო­მის ფე­ხებ­ზე შემ­დ­გარ გილ­გა­მეშ­საც რომ ხრავ­და. “ბუ­ნე­ბას არ უყ­ვარს სი­ცა­რი­ე­ლე!” – სი­ცა­რი­ე­ლე ეშ­მა­კე­უ­ლის სა­ბუ­და­რია. შემ­ჩ­ნე­უ­ლია – სი­ცა­რი­ე­ლეს სი­ცოცხ­ლეც ეტ­ა­ნე­ბა, იკ­ა­ვებს მის ად­გილს. საკ­მა­რი­სია, კრა­ზა­ნამ აივ­ნის სვეტ­ში ხვრე­ლი იპ­ო­ვოს და იქ შეძ­ვ­რე­ბა, გამ­რავ­ლ­დე­ბა. ამ­ას­ვე აკ­ე­თებს გა­ზაფხულ­ზე მოფ­რე­ნი­ლი ნამ­გა­ლა ჩი­ტი; აგ­უ­რის კე­დელ­ში ნაპ­რალს თუ მი­აგ­ნო, შე­ი­მა­ლე­ბა, სამ­ყო­ფე­ლად აქ­ცევს. ეს ორი შემ­თხ­ვე­ვა ჩე­მი თვა­ლით მი­ნა­ხავს. მა­გა­ლი­თე­ბი ზღვა­სა­ვით ულ­ე­ვე­ლია. ში­ში მაქვს, ჩვენს მი­ტო­ვე­ბულ კარ-მი­და­მო­ებ­საც უც­ხო­თეს­ლი და­ე­პატ­რო­ნე­ბა.
* * *
სულ მახ­სოვს, რო­გორ აკ­ა­კუ­ნებ­და მა­მა­ჩე­მი სიცხი­ა­ნი ჩვი­ლის ბე­ჭებ­ზე თა­ვის მოქ­ნილ თი­თებს, ყურს ად­ებ­და ალ­მუ­რა­დე­ნილ ზურგს, პლევ­რა­დან გა­მო­ცე­მუ­ლი mსტვი­ნა­ვი, ხი­ხი­ნა სუნ­თ­ქ­ვა რომ არ გა­მო­პარ­ვო­და. რა გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია სი­ცა­რი­ე­ლე­თა­გან ყვე­ლა­ზე ულ­მო­ბე­ლი, უს­ას­ტი­კე­სი – ბრინ­ჯა­ოს ხა­რის გა­ხუ­რე­ბუ­ლი მუ­ცე­ლი, სა­დაც კარ­თა­გე­ნე­ლი დეს­პო­ტე­ბი ცოცხ­ლად ამწყ­ვ­დევ­დ­ნენ გან­წი­რუ­ლებს, შიგ კე­ტავ­დ­ნენ და წვავ­დ­ნენ; ყო­ვე­ლი მხრი­დან ცეცხ­ლი ჰქონ­და შენ­თე­ბუ­ლი და ის უც­ნა­უ­რი “სიკ­ვ­დი­ლის მან­ქა­ნა” აფ­რი­კის მზე­სა­ვით ვარ­ვარ­დე­ბო­და. ამ დროს, სიღ­რ­მი­დან ნაფ­ლეთ-ნაფ­ლე­თად ამ­ო­დი­ო­და და­ბუ­გუ­ლის მდუ­ღა­რე ღრი­ა­ლი, რო­მე­ლიც ძალ­ზე გავ­და ყელ­გა­მო­ღად­რუ­ლი ხა­რის სა­სო­წარ­კ­ვე­თილ ბღა­ვილს. რო­გორ არ ჩა­მო­იქ­ცა აქ­ამ­დე ცა, ამ­დე­ნი ვერ­გა­საძ­ლე­ბი ხმის მომ­ს­მე­ნი?!. სხვა ცოდ­ვე­ბიც ამ­ძი­მებ­და კარ­თა­გენს – ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბას ბა­ალს (რის ფა­სად!) იქ­აც და­უ­ნა­ნებ­ლად სწი­რავ­დ­ნენ თა­ვი­ანთ პირ­მ­შო­ებს, ჩვი­ლებს. ამ­ი­ტომ თუ იწ­ვო­და თექ­ვ­ს­მე­ტი დღე აფ­ოფ­რილ, მო­გუ­გუ­ნე ხან­ძარ­ში სცი­პი­ონ უმც­რო­სის­გან და­ჩო­ქე­ბუ­ლი კარ­თა­გე­ნი. უგ­ო­ნი­ე­რეს მხე­დარ­თ­მ­თა­ვარს ცრემ­ლე­ბიც კი წას­კ­დო­მია, მაგ­რამ მა­ინც გა­და­უხ­ნავს რო­მის ძვე­ლი მე­ტო­ქე: მა­საც მო­უ­შო­რე­ბელ წუ­ხილს გვრი­და კაც­თა ხვედ­რის სი­მუხ­თ­ლე, ცვა­ლე­ბა­დო­ბა.
* * *
რო­გორც ნიგ­ვ­ზის მღვრიე, კი­რის­ფე­რი, გულ­ჩა­უდ­გ­მე­ლი ლებ­ნე­ბი­დან, ისე გა­მოვ­წუ­რე ტვი­ნი­დან წე­ბო­ვა­ნი ბალ­ზა­მი, თეთრ ფურ­ც­ლებს და­ვაგ­ლი­სე. გვი­ან იც­ის ნა­ყო­ფის გა­მო­ღე­ბა ას­ეთ­მა ნერ­გ­მა, ვა­ი­თუ, ვერც იხ­ა­რა… რო­ცა პა­ტარ-პა­ტა­რა ნაგ­ლე­ჯებს ვკე­ცავ­დი და წარ­წე­რი­ან კონ­ვერ­ტ­ში ვდებ­დი არ ვი­ცო­დი, რა პი­რი გა­მო­უჩ­ნ­დე­ბო­და ბუნ­დო­ვან, სა­ეჭ­ვო ჩა­ნა­ფიქრს. არც ახ­ლა ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი თუ რა­მე სარ­გო, ვარ­გი­სი გა­მო­ვი­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ის მა­ღო­ნებს, რომ რის წა­კითხ­ვა­საც გთა­ვა­ზობთ, სი­ხა­რულს ვერ მო­გა­ნი­ჭებთ, წუ­ხი­ლი, უგ­უ­ნე­ბო­ბა კი უამ­ი­სო­დაც არ გაკ­ლ­დათ. გა­მი­ჭირ­დე­ბა, პო­ე­ზი­ის გარ­კ­ვე­ულ სა­ხე­ო­ბად ჩავ­თ­ვა­ლო ეს დახ­ლარ­თუ­ლი, მი­კი­ბულ-მო­კი­ბუ­ლი ბუ­ლუ­ლე­ბი, ბო­ლო რომ არა და არ უჩ­ან­და. ერ­თის თქმა ნამ­დ­ვი­ლად შე­მიძ­ლია (თუ გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ, შე­ატყობ­დით) – ტყუ­ი­ლის, სი­ყალ­ბის ნამ­ცე­ციც არ ურ­ე­ვია ამ ტვი­ნა­რე­ულ ნა­უ­ბარ­ში. სი­ცა­რი­ე­ლე, რა­ღა­ცა­თი, ვგო­ნებ, ცას­თან უნ­და იყ­ოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე თვი­თო­ნაც ხში­რად ვწყდე­ბი მი­წას და ცა­ში მიყ­ვარს რი­ა­ლი; მიხ­ვედ­რი­ლი ვარ, ხვედ­რია ჩე­მი, ამ­ა­ნაა, ცა­რი­ელ­ზე რომ დამ­ს­ვა. თუ დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ, ყო­ვე­ლი ქუ­ჩა, ჩვე­უ­ლებ­რივ, სი­ცა­რი­ე­ლით ბო­ლოვ­დე­ბა, დაბ­ლა დაშ­ვე­ბულ ცას გა­და­ებ­მის და, სა­ბო­ლო­ოდ, არ­სა­დაც არ მი­ყავ­ხარ. ხე­ლის ცე­ცე­ბით მივ­ყ­ვე­ბო­დი ქვის კედ­ლებს, ტა­ლა­ნებს. ჩე­მი ჭკუ­ით, ვი­თომ შევ­კა­რი, ვინ უწ­ყის, სა­ი­დან ამ­ოკ­რე­ბი­ლი, მტვრი­ა­ნი ნამ­ცე­ცე­ბი… შერ­ცხ­ვე­ნა, და­მარ­ცხე­ბა არ მაკ­ლია, რო­გორ­მე ეს ერ­თი მარ­ცხიც ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა. ნა­ფიქ­რის გა­მო­ხატ­ვა თუ­კი ოდ­ნავ შევ­ძე­ლი, არ უნ­და დამ­ჭირ­დეს მე­ტის თქმა; აღ­არ ღირს, იმ­დენ სი­ცა­რი­ე­ლეს კი­დევ სხვა, ახ­ა­ლი მი­ვუ­მა­ტო. დაღ­ლა­საც თა­ვი­სი კა­ნო­ნი­ე­რი, უღ­ელ­და­უდ­გ­მე­ლი უფ­ლე­ბა მო­ე­პო­ვე­ბა – შუ­ად­ღი­სას, შე­მაღ­ლე­ბულ მზეს რო­ცა ვე­ღარ იხ­ი­ლავ, გო­ნე­ბას აღ­რევს წვე­თე­ბის­გან დაც­რემ­ლი­ლი, ნეს­ტ­გამ­ჯ­და­რი მღვი­მის, გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ღრუ, ძნე­ლია პლა­ტო­ნი­სე­უ­ლი დი­თი­რამ­ბუ­ლი აღ­ზე­ვე­ბა, სი­ლა­ღე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. შთა­გო­ნე­ბის ნე­ტა­რი წა­მე­ბი რო­ცა დამ­დ­გო­მია, თავს შე­ვუ­ძა­ხებ­დი ხოლ­მე: “ეც­ა­დე შე­ი­ღირ­სო, რომ ხარ ღმერ­თის სად­გო­მად შექ­მ­ნი­ლი ჭურ­ჭე­ლი და არა და­სალ­პო­ბად გან­წი­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი, მო­ფამ­ფა­ლე სა­თავ­სო”. არც ის წა­მე­ბი და არც ეს მჭმუ­ნა­ვი გან­წყო­ბი­ლე­ბა დიდ­ხანს არ გამ­ყო­ლია. ბო­ლოს ერ­თი უც­ნა­უ­რო­ბაც უნ­და გა­ვამ­ხი­ლო. ზოგ­ჯერ, აივ­ან­ზე გა­მო­სუ­ლი (არ­ა­ნა­ი­რი სარ­კე არ მჭირ­დე­ბა), ვხე­დავ: ნელ-ნე­ლა, ხელ-ფეხ-თა­ვი­ა­ნა ვქრე­ბი, სრი­ა­ლით გა­დავ­დი­ვარ ცის ლურ­ჯად გა­და­ჭი­მულ თაღ­ზე, თვალს ვე­ფა­რე­ბი… რჩე­ბა თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი, გარ­შე­მო­უ­წე­რე­ლი, ყოვ­ლის დამ­ტე­ვი სი­ცა­რი­ე­ლე.
16 აგ­ვის­ტო, 2002 წე­ლი.

© “არილი”

Facebook Comments Box

One Comment