პროზა (თარგმანი)

სერგო ფარაჯანოვი – წე­რი­ლე­ბი ზო­ნი­დან

paradjanov

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს წიგ­ნი­დან, რო­მე­ლიც 2000 წელს გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა “ფილ­მა­და­რან­მა” (ერ­ე­ვა­ნი) და რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლია სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვის მი­ერ 1974-77 წლებ­ში ცი­ხე­ე­ბი­დან და ბა­ნა­კე­ბი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი 190 წე­რი­ლი. უნ­ი­კა­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლით უხ­ვად ილ­უს­ტ­რი­რე­ბულ ამ წიგ­ნ­ში წე­რი­ლე­ბი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი. ას­ე­თი­ვე სა­ხით გთა­ვა­ზობთ ჩვენც შერ­ჩე­ულ მა­სა­ლას.

თარ­გ­მ­ნა შო­თა ბუტ­კოვ­ს­კიმ

მე­უღ­ლი­სად­მი, შვი­ლი­სად­მი და დი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი­დან (1)

* * *
(…) და­ღუპ­ვე­ბი – გა­გა­რი­ნი, ენ­გი­ბა­რო­ვი, თა­მაზ მე­ლი­ა­ვა, ედ­იტ პი­ა­ფი, ლეს კურ­ბა­სი, ჟე­რარ ფი­ლი­პი, ცი­ბულ­ს­კი, გუნ­დად და­ხო­ცი­ლი ჩე­მი დე­ი­დე­ბი და ბი­ძე­ბი – ჭა­ღა­რა ბა­ბუ­აწ­ვე­რე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს­და ამ­ზა­დებ­და ჩემს სიკ­ვ­დილს. მაგ­რამ უც­ებ სა­ი­ქიო – და მე ცოცხა­ლი ვარ. ვცოცხ­ლობ შიშ­სა და სი­ხა­რულ­ში, რომ ვცოცხ­ლობ, ვმე­გობ­რობ, რა­ღა­ცას ვხე­დავ – სხვის ჭირ-ვა­რამს და ვუ­თა­ნაგ­რ­ძ­ნობ მას, შევ­დი­ვარ მას­ში, მჭირ­დე­ბა იგი და გა­მოვ­ხა­ტავ ამ ყვე­ლა­ფერს… მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ ვი­ცი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩე­მი დაბ­რუ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, თუ შე­საძ­ლებ­ლის საზ­ღ­ვ­რებს არ გავ­წევ (…)
რა უც­ნა­უ­რია, რომ გნა­ხე. სიზ­მარ­ში, შავ ბა­ლიშ­ზე იწ­ე­ქით შენ და სუ­რენ­ჩი­კი. მო­რი­გე­ო­ბით სწევ­დით თა­ვებს და მთხოვ­დით: “არ დაგ­ვ­ტო­ვო”. მაგ­რამ ჩემ­სა და თქვენს შო­რის იყო პლას­ტ­მა­სის შუ­შა და სი­ჩუ­მე (…)
* * *
(…) დღეს ოთხ­შა­ბა­თია – ჩე­მი გა­მო­სას­ვ­ლე­ლი დღე. ფან­ჯ­რის მიღ­მა ქარ­ბუ­ქია, საწყო­ბის ჭვარ­ტ­ლი, მა­ტა­რებ­ლე­ბის კი­ვი­ლი. ყორ­ნე­ბი ჩე­მი ცი­ხე-სი­მაგ­რის თავ­ზე არ ჩხა­ვი­ან. ქვის­სა­ტე­ხი ქში­ნავს. ვცდი­ლობ აზ­რებს თა­ვი მო­ვუ­ყა­რო, დავ­მ­შ­ვიდ­დე, შვილს და მე­გობ­რებს მო­ვეხ­ვიო წარ­მო­სახ­ვით (…)
მე არ ვი­ცი ჟარ­გო­ნი. არ ვე­წე­ვი და არ ვსვამ ჩე­ფირს, არ ვი­კე­თებ სვი­რინ­გებს და არ “ვავ­რ­ცე­ლებ პა­რა­შას” – ახ­ალ ამ­ბებს. მე­რე კი­დევ, მათ­გან არ­ა­ვის სჯე­რა, რომ მე ს.ფ.ვარ. ის­ი­ნი თვლი­ან, რომ ვარ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის ძმა – აფ­ე­რის­ტი და დამ­ნა­შა­ვე.
* * *
(…) ზე­კე­ბი აღ­მერ­თე­ბენ კა­ტებს! ის­ი­ნი მათ ეფ­ე­რე­ბი­ან, თა­მა­შო­ბენ მათ­თან, ხე­ლით აჭ­მე­ვენ საჭ­მელს, და რაც უფ­რო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, მით უფ­რო ნა­ზე­ბი და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რე­ბი არ­ი­ან (…)
* * *
სვეტ­ლა­ნა, გა­მო­რიცხუ­ლი არ არ­ის, რომ ეს და­სას­რუ­ლია. რა ლა­მა­ზად ვიცხოვ­რე 50 წე­ლი. მიყ­ვარ­და – ვლაყ­ბობ­დი – ვი­ხიბ­ლე­ბო­დი – რა­ღაც შე­ვი­მეც­ნე – ცო­ტა რამ გა­ვა­კე­თე – მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მიყ­ვარ­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ად­ა­მი­ა­ნე­ბი და ძა­ლი­ან და­ვა­ლე­ბუ­ლი ვარ მათ­გან. ნაც­რის­ფერს ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი. ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი ფე­რია. დრო­ის მოთხოვ­ნა! (…)
* * *
(…) ამ­ას წი­ნათ მი­ვი­ღე წე­რი­ლი ნ.ი. კოზ­ლოვ­ს­კა­ი­ა­სა­გან. იგი ჩე­მი ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო სკო­ლა­ში. ის ცოცხა­ლია. ის პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც დამ­შო­კა. დამ­შო­კა მა­შინ, რო­ცა ხე­ლე­ბის გრეხ­ვით და თვა­ლე­ბის კარ­კ­ვ­ლით ნე­რონ­ზე, კარ­თა­გენ­სა და რამ­ზე­სებ­ზე მღე­რო­და და ვერ ხე­დავ­და, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ტო­ვებ­დ­ნენ კლასს. და ის თი­თის­წ­ვე­რებ­ზე მი­მოქ­რო­და მერ­ხებს შო­რის და ფხიზ­ლ­დე­ბო­და ზა­რი­სა­გან, რო­მე­ლიც გრგვი­ნავ­და სტა­როს­ტა სი­რა­კა­ნის ხელ­ში. მე ვერ ვპო­უ­ლობ სიტყ­ვებს და აზ­რებს, რა­თა ვუ­პა­სუ­ხო მას. სიტყ­ვე­ბი არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ცრემ­ლე­ბი. სკვორ­ცოვ­მა, ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, იმ წე­რილ­ზე, რო­მე­ლიც მას გა­ვუგ­ზავ­ნე, ძა­ლა ვერ გა­მო­ნა­ხა ეპ­ა­სუ­ხა, რად­გან ჩემს წე­რილ-ის­ტე­რი­კას გე­ნი­ა­ლუ­რად თვლის (…)
* * *
(…) რა მომ­წონს და რა მინ­და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში.
პირ­ვე­ლი: “კი­ნო, რო­გორც ცნე­ბა” ჩემ­თ­ვის უკ­ვე აღ­არ არ­სე­ბობს. არ­ის გა­სა­ო­ცა­რი თვი­ნი­ე­რე­ბა და სი­ჩუ­მე. გა­უცხო­ე­ბა და სწრაფ­ვა თვით რო­კო­კოს პას­ტო­რა­ლი­სა­კენ.
ამ­ი­ტო­მაც აზ­რე­ბი და­ხე­ტი­ა­ლო­ბენ და ეძ­ე­ბენ გე­ოგ­რა­ფი­ას, ეძ­ე­ბენ სად და რო­გორ იც­ხოვ­რონ ქა­ლა­ქე­ბი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა­გან მო­შო­რე­ბით, წყა­როს­თან და ნა­ყო­ფებ­თან, ან­და სტუმ­რო­ბენ არ­ტის­ტიზ­მი­სა და ავ­ან­ტი­უ­რის მძვინ­ვა­რე ში­განს.
* * *
(…) ვნა­ხე “ბო­შა­თა ბა­ნა­კი ცას მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა” – “ცი­გან­შ­ჩი­ნა”, უხ­ამ­სო­ბა და “აჩრ­დი­ლიზ­მი”, ვერ­გა­გე­ბუ­ლი და გა­უ­აზ­რე­ბე­ლი. მგო­ნი, უფ­რო “ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­ემ­გ­ზავ­რა ცას”. ტო­მა და­ფა­სე­ბუ­ლი ბი­უს­ტით, თა­ნა­მედ­რო­ვე სიმ­ღე­რე­ბი და კა­ფე “რო­მა­ნე”. ბო­ლოს და ბო­ლოს, საბ­ჭო­თა კავ­შირს თა­ვი­სი რაჯ კა­პუ­რი ჰყავს. გორ­კის სტუ­დი­ი­დან “ინ­დია-ფილ­მის” შექ­მ­ნა შე­იძ­ლე­ბა.
(…) არ­ა­ფერს არ ვწერ, არ ვხა­ტავ… არ ვმღე­რი და არ ვცეკ­ვავ… არ ვხე­დავ სიზ­მ­რებს… არ ვოც­ნე­ბობ. მა­კა­შო­ვი (2) მარ­თა­ლია… მან მე გა­მა­ნად­გუ­რა.
(…)რაც უფ­რო შორ­დე­ბი კი­ევს, ცენ­ზო­რე­ბი მით უფ­რო ფხიზ­ლო­ბენ. ეს ვი­ნი­ცა არაა, სა­დაც ცენ­ზო­რი კა­ცია. აქ ცენ­ზორ­შე­ბი არ­ი­ან! მე ის­ი­ნი არ მი­ნა­ხავს…
ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი – ნი­ნა ივ­ა­ნოვ­ნა კოზ­ლოვ­ს­კაია 85 წლი­საა. მან მე ლექ­სე­ბი მო­მიძღ­ვ­ნა. ეს სა­ოც­რად გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია. ნუ­თუ ვე­ღარ ვნა­ხავ მას? იგი კა­მეაა, მუ­მიაა…
* * *
რო­ზი!
მე ტყვე­ო­ბა­ში ვარ და არა პა­ტიმ­რო­ბა­ში. ეს ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბია – ეს მე­ტია, ვიდ­რე ოქს­ფორ­დი და ას­პი­რან­ტუ­რა. ეს კონ­ტაქ­ტე­ბია სი­სას­ტი­კეს­თან, სიკ­ვ­დილ­თან და სი­ცოცხ­ლეს­თან. და რა, თუ­კი სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვი­ხი­ლავ “თა­ვი­სუფ­ლე­ბას”. გა­ნა ეს მი­სია არაა?
გა­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თ­ვის დღეს უფ­რო სა­ში­ნე­ლი არ არ­ის, ვიდ­რე “იზ­ო­ლა­ცია”? აქ მე დღე­ში 36 კა­პი­კი ვღირ­ვარ. 2 ზე­წა­რი და 2 ბა­ლი­შის­პი­რი მაქვს. კვი­რა­ში ერთხელ – კი­ნო, აბ­ა­ნო! გა­ზე­თი “ტრუ­დო­ვაია ჟიზნ” და სა­მუ­შაო! არც­თუ ისე მძი­მე. ცოცხი, ელ­ექ­ტ­რო­დე­ბი – რა, ძა­ლი­ან ცუ­დია ეს?! რა მოხ­დე­ბა, თუ­კი სა­ერ­თოდ აღ­არ მი­ვუბ­რუნ­დე­ბი კი­ნოს. და სა­ერ­თოდ, რა არ­ის კი­ნო? გა­სარ­თო­ბი ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სათ­ვის (…)
მე­გობ­რე­ბი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი­დან
ძვირ­ფა­სე­ბო ლი­ლია იურ­ი­ევ­ნა და ვა­სი­ლი აბ­გა­რო­ვიჩ! (3)
მი­ვი­ღე თქვე­ნი წე­რი­ლე­ბი – გპა­სუ­ხობთ!
1. ყვა­ვი­ლე­ბი ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლი კი არ იყო, არ­ა­მედ ზო­ზუ­ლია დან­კო­სი – მე­ა­ბა­ნო­ვე­სი (მე-6 ნა­სა­მარ­თ­ლო­ბა).
2. წმ. სე­რა­ფი­მის პორ­ტ­რე­ტი გა­ა­კე­თა რო­გულ მიზ­გამ, მტვირ­თავ­მა (მე-3 ნა­სა­მარ­თ­ლო­ბა). შა­რა­ვან­დით და ჯვრით.
3. არ­ა­ფერს არ ვწერ და არ ვხა­ტავ. და არც ვა­პი­რებ. რა სა­ჭი­როა! წა­ვი­კითხე “ამ­არ­კორ­დი” – ვერ შემ­ძ­რა, რად­გან სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც გარს მარ­ტყია, უფ­რო ძლი­ე­რია, ვიდ­რე იტ­ა­ლი­ე­ლი Amigo-ს მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის სამ­ყა­რო (…)
ლი­ლია იურ­ი­ევ­ნა! მე ვთხო­ვე სვეტ­ლა­ნას, წა­სუ­ლი­ყო გმი­რო­ბა­ზე და იზ­ო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ხე­ლი მო­ე­წე­რა ჩემ­თან. ბა­ნაკ­ში მო­ვა მმა­ჩი, ჩვენ დაგ­ვა­ქორ­წი­ნე­ბენ და შამ­პა­ნურ­საც კი მოგ­ვაწ­ვ­დი­ან. სა­ზა­რე­ლი რი­ტუ­ა­ლია, მაგ­რამ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ოც­რად წმინ­და და აუც­ი­ლე­ბე­ლი. სვეტ­ლა­ნა ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი ად­ა­მი­ა­ნია, ეს­მის ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა და რო­გორც ქალს და მე­გო­ბარს, ექ­ნე­ბო­და უფ­ლე­ბა, ეტ­ა­რე­ბი­ნა ეს ჯვა­რი. მაგ­რამ ის დუმს. თქვენ რას ფიქ­რობთ ამ იდ­ე­ა­ზე?(…)
გთხოვთ, თავს გა­უფ­რ­თხილ­დეთ. პა­სი­ან­სი მი­ა­ტო­ვეთ. ჟან­გ­ბა­დი და გა­სე­ირ­ნე­ბე­ბი, ნაკ­ლე­ბად – სტუმ­რე­ბი, აღ­იდ­გი­ნეთ ძი­ლი. სვით ნა­ყე­ნი. უკ­ან – ბუ­ნე­ბი­სა­კენ. ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე მოხ­და! ყვე­ლა­ფე­რი გან­ც­დი­ლია! ყვე­ლა­ფე­რი მე­ორ­დე­ბა.
ყვე­ლა­ფე­რი, თქვენს მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, – დღე­სას­წა­უ­ლი იყო. დღე­სას­წა­ულ­ზე მე­ტი კი – თქვე­ნი ვი­ზი­ტია.
ლუ­ბა! (4)
კი­რა მუ­რა­ტო­ვა გე­ნი­ა­ლუ­რია. ის – ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი (რუ­მი­ნე­თის პრინ­ცე­სა), გე­რა­სი­მო­ვის და მა­კა­რო­ვას საყ­ვა­რე­ლი სტუ­დენ­ტია. თქვენ უნ­და ნა­ხოთ იგი და და­ე­ლა­პა­რა­კოთ. თქვენ წრე გჭირ­დე­ბათ! ეს ცხოვ­რე­ბის აუც­ი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. წრე აყ­ა­ლი­ბებს და ფილ­ტ­რავს ზნე-ჩვე­უ­ლე­ბებს და ვნე­ბებს. ჩე­მი წრე გა­სა­ო­ცა­რია. ის გა­ფარ­თოვ­და და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ და ფას­და­უ­დე­ბე­ლი გახ­და. მე ვქმნი­დი ფილ­მებს – ეს­თე­ტურს, შევ­ქ­მე­ნი მიკ­რო­სამ­ყა­რო, ვქა­და­გებ­დი სა­ი­ქი­ოს და გა­უცხო­ე­ბას. ახ­ლა კი ჩემს ფსი­ქი­კა­ში წრე შე­მო­იჭ­რა. შე­მო­იჭ­რ­ნენ მუს­ტან­გე­ბი მხედ­რე­ბის გა­რე­შე. რა სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბი არ­ი­ან ის­ი­ნი! მე მათ ვთვლი ახ­ლობ­ლე­ბად, კე­თილ და სა­ჭი­რო ად­ა­მი­ა­ნე­ბად. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ მე ქურ­დო­ბი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბი­სად­მი სი­სუს­ტის გა­რე­შე წა­ვალ ამ გა­რე­მო­დან. ეს გარ­და­უ­ვა­ლია… მე ის­ე­ვე სუს­ტი ვარ, რო­გორც ის­ი­ნი.(…)
თქვენ, ორ­ი­ვე, იმ წრი­დან ხართ, რო­მელ­საც მე ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დი და ვი­ცავ­დი, თქვენ სა­ოც­რად ლა­მა­ზე­ბი და სუფ­თე­ბი ხართ. მე მინ­და გა­ჩუ­ქოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო! ეს ისაა, რაც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ გრი­ბო­ე­დოვს, ლერ­მონ­ტოვს, პუშ­კინს და პას­ტერ­ნაკს. ეს არც ისე იოლია. და ძა­ლი­ან მინ­და ლი­ლია ბრიკ­თან და­გა­კავ­ში­როთ. ის გა­და­სა­რე­ვია. ის პი­რა­მი­დის ნან­გ­რე­ვე­ბი­ვი­თაა. დი­ა­დი და ამ­ა­ყი! (უფ­რო სწო­რად – ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლი). (…)
რო­მა! (5)
შენ თვლი, რომ მე პა­ტი­ე­ბა უნ­და დავ­წე­რო. ნუ­თუ ფიქ­რობ, იმ­ი­სათ­ვის ჩამ­ს­ვეს, რა­თა ეპ­ა­ტი­ე­ბი­ნათ? ვინ წა­ვა ამ­ა­ზე და რა­ტომ? რა­ში ვარ დამ­ნა­შა­ვე? ვინ იყვ­ნენ ჩე­მი მოწ­მე­ე­ბი – და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, ჩემს მსხვერ­პ­ლად რომ გა­ი­თა­მა­შეს თა­ვი? ეს აუხს­ნე­ლია. მე თავს კი არ უნ­და ვუშ­ვე­ლო, არ­ა­მედ უნ­და და­ვი­ღუ­პო. ეს ჩე­მი მი­სიაა. (…)
რო­მა!
წა­ი­კითხე, გე­თაყ­ვა, კორ­ნეი ჩუ­კოვ­ს­კი, III ტო­მი, “ოს­კარ უაილ­დი” – და ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებ. წა­ი­კითხე ორ­ჯერ და სვეტ­ლა­ნა­საც მი­ე­ცი წა­სა­კითხად. ეს უბ­რა­ლოდ შემ­ზა­რა­ვია – ან­ა­ლო­გია ყვე­ლა­ფერ­ში.
* * *
ძვირ­ფა­სო ჩე­მო მე­გო­ბა­რო და ად­ა­მი­ა­ნო! (6)
გწერ წინ­დ­ღეს 17 დე­კემ­ბ­რის, რო­ცა შეს­რულ­დე­ბა სა­მი წე­ლი ჩე­მი სას­ტი­კი იზ­ო­ლა­ცი­ის. დარ­ჩა ორი წე­ლი. ჩე­მი სახ­ლი კი­ევ­ში დარ­ბე­უ­ლია, ფილ­მე­ბი ეკ­რა­ნი­დან მოხ­ს­ნი­ლია, თბი­ლის­ში დე­და­ჩე­მი მოკ­ვ­და, მო­პარ­სუ­ლია წვერ-ულ­ვა­ში. მე შე­უ­რაცხ­მ­ყ­ვეს და მტკი­ცედ ჩამ­მარ­ხეს ტო­ნო­ბით მავ­თულ­ხ­ლარ­თ­სა და ბე­ტონ­ში, რე­ცი­დი­ვის­ტებს, ქურ­დებს, ნარ­კო­მა­ნებს შო­რის! და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს მი­ერ­ვე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ჩე­მი არ­სე­ბო­ბის სტი­ლი წა­ა­გავ­და “ნა­დიმს შა­ვი ჭი­რის დროს”. სის­ხ­ლით უნ­და აან­აზ­ღა­უ­რო, რომ გრძნობ სი­ლა­მა­ზეს მე­გობ­რებ­თან შერ­წყ­მა­სა და სა­ო­ცა­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის შეც­ნო­ბა­ში. მაგ­რამ ეს აუც­ი­ლე­ბე­ლია შე­იგ­რ­ძ­ნო ნე­ბის­მი­ერ ას­აკ­ში, რად­გან ამ­ის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა არ­ას­რულ­ყო­ფი­ლი ხე­ლო­ვა­ნი იყო. არ­სე­ბობს კი­დევ მეცხ­რე წრე – აკრ­ძალ­ვე­ბი­სა და კა­ტორ­ღე­ბის. ეს საკ­ვირ­ვე­ლია და გარ­და­უ­ვა­ლია. მე მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მხო­ლოდ ახ­ლა შევ­ძ­ლებ­დი შე­მექ­მ­ნა სა­კუ­თა­რი პირ­ვე­ლი ფილ­მი. მხო­ლოდ 50 წლის ას­აკ­ში გა­ვი­გე, ტი­ლე­ბი რომ სტო­ვე­ბენ გვამს და მრა­ვა­ლი სხვა რამ.
მაგ­რამ ამ­ა­ზე მე­რე…
მთა­ვა­რი და საწყე­ნი ისაა, რომ აღ­ა­რაა ელ­ე­ნე დმიტ­რევ­ნა (7). სა­ო­ცა­რი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ყო­ველ ჩვენ­თა­განს ისე მის­ცა ბევ­რი რამ, რომ ეს თა­ვა­დაც არ იც­ო­და. მთა­ვა­რია, შე­ა­ჯა­ხო ერთ­მა­ნეთს ნივ­თე­ბი­სა და ად­ა­მი­ა­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე. ეს მან და­მა­ნა­ხა, თუ ვინ იყ­ა­ვით თქვენ და თა­ვად თქვენ­და­მი, სა­კუ­თა­რი აღ­მო­ჩე­ნი­სად­მი, დაბ­ნე­უ­ლი ად­ა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. მსუ­ბუ­ქი იყ­ოს მი­წა მის­თ­ვის. (…)
გა­ი­ა­ნე, ძვირ­ფა­სო და მშვე­ნი­ე­რო მე­გო­ბა­რო და ად­ა­მი­ა­ნო! გა­უფ­რ­თხილ­დით თავს. შე­ე­ცა­დეთ, არ იავ­ად­მ­ყო­ფოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ მე არ ვი­ცი, რი­თი ავ­ად­მ­ყო­ფობთ და რა გჭირ­დე­ბათ. ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი თქვენ­და­მი, ბაჟ­ბე­უქ-მე­ლი­ქო­ვე­ბის ოჯ­ა­ხი­სად­მი, სო­ფი­კო­სად­მი და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ა­სად­მი, ჩვე­ნი მი­წი­სად­მი – ქარ­თუ­ლი­სად­მიც და სომ­ხუ­რი­სად­მიც, – გა­სა­ო­ცა­რია. მხო­ლოდ ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩემს მი­წა­ზე კი არ ვი­დე­ქი და იქ კი არ ვცხოვ­რობ­დი – არ­ა­მედ ვყა­რი­ბობ­დი და იზ­ო­ლა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. მო­უფ­რ­თხილ­დით თავს და სა­კუ­თარ ნიჭს. ის გა­სა­ო­ცა­რია. (…)

შე­ნიშ­ვ­ნე­ბი

(1). სვეტ­ლა­ნა შჩერ­ბა­ტი­უ­კი – სერ­გეი ფა­რა­ჯა­ნო­ვის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც იგი 1960 წელს გა­ე­ყა­რა.
სუ­რენ ფა­რა­ჯა­ნო­ვი (დაბ.1958 წ.) – სერ­გეი ფა­რა­ჯა­ნო­ვის და სვეტ­ლა­ნა შჩერ­ბა­ტი­უ­კის ვა­ჟი.
რუ­ზა­ნა (რო­ზი) ფა­რა­ჯა­ნო­ვა-აბ­რა­მო­ვა – სერ­გეი ფა­რა­ჯა­ნო­ვის და, რო­მე­ლიც კა­ლი­ნინ­გ­რად­ში ცხოვ­რობ­და.
(2). ევ­გე­ნი მა­კა­შო­ვი – უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. იგი იძ­ი­ებ­და ფა­რა­ჯა­ნო­ვის საქ­მეს.
(3). ლი­ლია ბრი­კი – ვ. მა­ი­ა­კოვ­ს­კის ახ­ლო მე­გო­ბა­რი. დი­დი რო­ლი ით­ა­მა­შა მის ცხოვ­რე­ბა­ში. მას ეძღ­ვ­ნე­ბა მა­ი­კოვ­ს­კის ბევ­რი ლექ­სი. იყო ოს­იპ ბრი­კის მე­უღ­ლე, შემ­დ­გომ­ში კი ვა­სი­ლი კა­ტა­ნი­ა­ნის. დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ფა­რა­ჯა­ნო­ვის ვა­დამ­დელ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.
ვა­სი­ლი კა­ტა­ნი­ა­ნი – ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე, დრა­მა­ტურ­გი, ლი­ლია ბრი­კის მე­უღ­ლე.
(4). ლუ­ბა ჩე­მე­რი­სი – მე­უღ­ლე ვლა­დი­მირ ჩე­მე­რი­სის, რო­მე­ლიც ბა­ნაკ­ში ზე­ინ­კ­ლო­ბას ას­წავ­ლი­და. ლუ­ბა ოც­ნე­ბობ­და, გამ­ხ­და­რი­ყო მსა­ხი­ო­ბი და ფა­რა­ჯა­ნო­ვი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ცდი­ლობ­და, დახ­მა­რე­ბო­და მას.
(5). რო­მან ბა­ლა­ი­ა­ნი – კი­ნო­რე­ჟი­სო­რი.
(6). წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნი­ლია გა­ი­ა­ნე ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი­სად­მი, თბი­ლი­სე­ლი მხატ­ვ­რი­სად­მი.
(7). ლა­პა­რა­კია ელ­ე­ნე ახვ­ლე­დი­ან­ზე.

© “არილი”

Facebook Comments Box