ესე,  პროზა

ზაზა აბზიანიძე – Homo Ludens (ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თა­მა­ში)

 

პო­ე­ტი­კა­ში “ან­ა­ფო­რად” წო­დე­ბულ ამ “ლი­ტე­რა­ტუ­რულ თა­მაშს” რა­ი­მე პრე­ტენ­ზია არა აქვს – უბ­რა­ლოდ, თა­მა­შია. ისე მგო­ნია, ჩვენს და­ძა­ბულ და ურ­თი­ერ­თ­გა­მე­ტე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში უბ­ო­რო­ტო იუმ­ო­რი – თვით­გა­დარ­ჩე­ნის ერთ­გ­ვა­რი ფორ­მაა.

“დე­ბი­უ­ტი­სათ­ვის” გთა­ვა­ზობთ “ნო­ვე­ლებს”, რომ­ლებ­შიც “ბგე­რათ­თა­მაშ­თან” ერ­თად, ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სი ორი მწერ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლად თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლის მი­ბაძ­ვა ვცა­დე.

ავ­ტო­რი

SPLEEN

(გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე. 20-იანი წლე­ბის და­საწყი­სი)

სა­ო­ცა­რია სე­ვან – სი­ა­მა­ყე სო­მეხ­თა.
სა­და­ფის­ფე­რია სა­ღა­მო­ო­ბით სარ­კე სე­ვა­ნი­სა.
სა­ა­მო სურ­ნე­ლი სწვდე­ბა სა­ნა­პი­როს.
სა­ნა­პი­რო­ზე სას­ტუმ­როა სა­უცხოო – “სე­ვან სან-სუ­სით” სა­ხელ­დე­ბუ­ლი. სუ­რო სევ­დის­მომ­გ­ვ­რე­ლი სამ­კა­უ­ლია სას­ტუმ­როს სა­მი­ვე სარ­თუ­ლი­სა. სარ­კ­მე­ლებ­ში სტუ­მარ­თა სი­ლუ­ე­ტე­ბია – სა­ხე­გა­ბად­რუ­ლი, სვე­ბედ­ნი­ე­რი…
სა­ტან­ჯ­ვე­ლია სევ­დაპყ­რო­ბილ­თათ­ვის სა­ერ­თო სიმ­ხი­ა­რუ­ლე. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ნა­პი­რო სე­ვა­ნი­სა – სა­უფ­ლოა სპლი­ნის.
…………….
სვე­ნებ-სვე­ნე­ბით სე­ირ­ნობს სა­ნა­პი­რო­ზე სე­ნი­ორ სი­რა­კუზ სი­სა­ტუ­რო – სი­ცი­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­სა­ნი­დურ სა­მარ­ხე­ბი­სა.
სტენ­და­ლის სიტყ­ვე­ბია: “სა­ხე სარ­კეაო სუ­ლი­სა”. სწო­რეა სავ­სე­ბით.
“სალ­მო­ბა­ნი სუ­ლი­სა სენ­თა” სე­რა­ვენ სა­ხეს სე­ნი­ო­რი­სას.
სევ­და სა­ი­დუმ­ლო…
– სე­ნი­ორ სი­რა­კუზ?!
– სა­ი­დან სად?! სე­ნი­ო­რი­ნა, სას­წა­უ­ლია, სას­წა­უ­ლი!
სე­ნი­ო­რი­ნა სუ­სან­ნა სუ­კი­ა­სო­ვა, სიმ­ბო­ლო სი­ლა­მა­ზი­სა, სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტია სი­ცი­ლი­ა­ზე.
– “სა­ი­დან სად?” სი­ცი­ლი­ი­დან სე­ვან­ზე! სამ­შობ­ლო­ში! სტუ­დენ­ტუ­რი სულ­წა­სუ­ლო­ბა. სე­ნი­ორს სწყინს სი­ურ­პ­რი­ზე­ბი?
– სი­გი­ჟეა, სუ­სან­ნა, სი­ურ­პ­რი­ზი საზ­ღ­ვარ­ს­გა­დაც­დე­ნი­ლი…
– სი­გი­ჟე სიყ­ვა­რუ­ლის სი­ნო­ნი­მია, სე­ნი­ორ…
– სა­დაა საშ­ვე­ლი სპლი­ნი­სა­გან, სუ­სან­ნა?..
– სიყ­ვა­რულ­შია საშ­ვე­ლი, სე­ნი­ორ, სიყ­ვა­რულ­ში…
– სიყ­ვა­რუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სატყუ­ა­რაა, სუ­სან­ნა…
………………
სე­ირ­ნობს სა­ნა­პი­რო­ზე სე­ნი­ორ სი­რა­კუზ სი­სა­ტუ­რო სუ­სან­ნა­თურთ.
“სა­ო­ცარ სუ­რა­თებს სა­ხავს სე­ვა­ნის სა­ნა­პი­რო, – სიტყ­ვამ­ზე­ობს სი­რა­კუზ, – სარ­კი­ნოზ­თა სად­გო­მე­ბი, სა­სა­ნიდ­თა სრა-სა­სახ­ლე­ნი, სარ­კო­ფა­გე­ბი, სულ­თა­ნის სე­ფე-ქა­ლე­ბი…”
– “სიტყ­ვე­ბი, სიტყ­ვე­ბი, სიტყ­ვე­ბი…” – სცრის სუ­სან­ნა სარ­კას­ტუ­ლად, – “სულ­თა­ნის სე­ფე-ქა­ლე­ბი, სარ­კი­ნო­ზე­ბი…” – სიტყ­ვე­ბის სა­როს­კი­პო. სა­მი­ოდ სიტყ­ვა სიყ­ვა­რულ­ზე სა­ში­ში სათ­ქ­მე­ლია?!
სი­რა­კუზს, სირ­ცხ­ვილ­ნა­ჭამს, სიკ­ვ­დი­ლი სწა­დია – სა­მარ­თ­ლი­ა­ნია საყ­ვე­დუ­რი.
– სიმ­შ­ვი­დეა სა­ჭი­რო, სუ­სანნ, სიმ­შ­ვი­დე…
– სიმ­შ­ვი­დე?! – სი­ცი­ლი­ი­დან სე­ვა­ნამ­დე სდევ სარ­კო­ფა­გე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს, სიყ­ვა­რულ­ს­მო­ნატ­რე­ბუ­ლი სი­ურ­პ­რიზს სთა­ვა­ზობ, სა­მა­გი­ე­როდ? – “სიმ­შ­ვი­დეო”! სარ­კო­ფა­გებ­შია სიმ­შ­ვი­დე. სა­წო­ლი სწა­დია სხე­ულს, სა­წო­ლი! სხე­ულ­საც, სულ­საც, სუყ­ვე­ლა­ფერს… საძ­რა­ხი­სი სურ­ვი­ლია?!
– საბ­რა­ლო, სუ­ლე­ლი სტუ­დენ­ტი!
– საბ­რა­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­სა­ნი­დე­ბის სა­მარ­ხე­ბი­სა!
……………..
სძლია სა­წა­დელ­მა სი­რა­კუ­ზის სულ­გ­რ­ძე­ლო­ბას. სე­ვა­ნის­პი­რა სი­ლაა სა­რე­ცე­ლი სა­ღერ­ღე­ლაშ­ლილ სატ­რ­ფო­თა…
სა­ო­ცა­რია სი­რა­კუ­ზის სიშ­მა­გე…
…………….
სლუ­კუ­ნებს სა­კინ­ძე­ჩახ­ს­ნი­ლი სუ­სანნ: “სე­ვა­ნის სი­ლაა სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რი სუ­ლე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის… სა­დაა სი­ცოცხ­ლის საზ­რი­სი?..”
– სიყ­ვა­რულ­ში, სიყ­ვა­რულ­შიო, – სი­რა­კუზ­მა, – სხა­პას­ხუ­პით, სა­ეჭ­ვო სიჩ­ქა­რით.
– სტყუ­ი­ხა­რო! – სხვა­ფერ­დე­ბა სუ­სანნ, – სი­რეგ­ვე­ნეა სიყ­ვა­რუ­ლის სწავ­ლა სი­ცი­ლი­ის სა­როს­კი­პო­ებ­ში. “სი­ბილ­წე სლი­პი საზ­ღა­უ­რად სიყ­ვა­რუ­ლი­სა…”
სლუ­კუ­ნებს სი­რა­კუზ-სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლიც: “საკ­მა­რი­სიაო! სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი სცე­ნე­ბი სიყ­ვა­რულს სპო­ბე­ნო! სიყ­ვა­რულს, სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლუ­რი საყ­რ­დე­ნი სჭირ­დე­ბაო…”
– სა­ცო­და­ვი სნო­ბი, – სი­სი­ნებს სუ­სანნ, – საფ­ლა­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი! “სი­ლა­შია სა­ვა­ნე სიყ­ვა­რუ­ლი­სა!” სი­ლა­ში საფ­ლა­ვია სა­ძებ­ნე­ლი სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი სა­ცო­ლი­სათ­ვის… სქელ­კა­ნი­ა­ნი…
…………….
სას­ტუმ­როს სი­ახ­ლო­ვეს სა­მა­ლა­ვია სი­რა­კუ­ზის. სა­უ­კუ­ნო­ვან სარ­კო­ფაგ­ში სახ­ლობს სა­სა­ნი­დე­ბის სა­მარ­ხ­თა სპე­ცი­ა­ლის­ტი. სა­ბან­გა­და­ფა­რე­ბულს, სა­სო­მიხ­დილს სძულს სა­სა­ნი­დე­ბიც, სე­ვა­ნიც, “სან-სუ­სის” სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, სი­ცი­ლი­ე­ლი “სა­ცო­ლეც”; საჭ­მელ-სას­მე­ლიც სძაგს… სუს­ტ­დე­ბა…
სა­ში­შია Spleen – სე­ნი სა­სო­წარ­კ­ვე­თილ სუ­ლი­სა…

დავ­თა­რი დი­დის დარ­ბა­ზი­სა

(ოთ­არ ჩხე­ი­ძის “თეთ­რი დათ­ვის” წა­ბაძ­ვით)

და­ვიწყებ დავ­თარს დი­დის დარ­ბა­ზი­სა. და­ვიწყებ, დი­ა­ხა­ცა. და­ვიწყებ და და­ვამ­თავ­რებ დრო­უ­ლა­და.
დას­ხ­დ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი და­ბალ­ღო­ბე­თი­სა და და­იწყო დის­პუ­ტი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­სა­ხე­ლე­ბა­ზე­და: “დუ­მაი და­ვირ­ქ­ვათ, დუ­მაიო”, – დუნ­დუ­ლა­ძე­მა, – დი­დი დათ­ვიც დაგ­ვი­ფა­სებ­სო”.
– და­ემ­ჩ­ნა დუნ­დუ­ლა­ძე­სა დიდ დათ­ვ­თან და­მე­გობ­რე­ბაო, – დაჰ­ქუ­ხა დურ­კა­ძე­მა, დე­პუ­ტატ­მა დიდ­ყუ­რე­თი­და­ნა, – დარ­ჩეს დი­დი დათ­ვის დუ­მა­ში და დაგ­ვეხ­ს­ნა­სო.
– დავ­კ­ლავ დიდ­ყუ­რე­თელ დე­გე­ნე­რატ­სო! – დუნ­დუ­ლა­ძე­მა, – დავ­კ­ლავ და და­მი­ჭი­რო­ნო!
და­ი­ძა­ბა დის­პუ­ტის დი­ნე­ბაი დი­და­და. და­არ­ღ­ვია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი დუ­მი­ლი დურ­ბა­ლაი დიდ­მა, დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და­ბალ­ღო­ბე­თის დე­მოკ­რა­ტი­ი­სა: “დამ­შ­ვიდ­დით დე­პუ­ტა­ტე­ბოო, დამ­შ­ვიდ­დით და და­დუმ­დი­თო!”.
– დაგ­ვ­მოძღ­ვ­რე დურ­ბა­ლაი დი­დო, დაგ­ვ­მოძღ­ვ­რე და დაგ­ვა­მუ­ნა­თეო, – დარ­ბაზ­მა. – დი­ა­ხაც, და­გა­მუ­ნა­თებ­თო, – დურ­ბა­ლა­ი­მა, – და­აქ­ცი­ეთ და­ბალ­ღო­ბე­თი დის­პუ­ტე­ბი­თაო.
– დუ­ბა­ი­ში დე­პუ­ტა­ტებს დი­დი დი­ვა­ნი და­ურ­ქ­მე­ვი­ა­თო, – და­იკ­ნავ­ლა და­მა­ნა­მა, – დის­წულ­მა დუნ­დუ­ლა­ძი­სა.
– დე­და­შენს და­ე­კითხე დუ­ბა­ი­ზე­და, დე­და­შენ­საო, – დურ­ბა­ლა­ი­მა, დამ­ცი­ნა­ვა­და.
– და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბით დას­ც­და, და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბი­თაო, – და­ამ­შ­ვი­და დურ­ბა­ლაი დე­ნი­ზა­მა, და­ქალ­მა და­მა­ნა­სი, – და­ვი­ღა­ლეთ დის­პუ­ტე­ბი­თა, დურ­ბა­ლაი დი­დო, და­ვად­გი­ნოთ და და­ვის­ვე­ნო­თო.
– დე­პუ­ტა­ტებს და­ვე­კითხო­თო, – დურ­ბა­ლა­ი­მა, დე­ლი­კა­ტურ­მა.
– და­ვი­ღა­ლე­თო, – დე­პუ­ტა­ტებ­მა­ცა, – და­ვა­კა­ნო­ნოთ და­სა­ხე­ლე­ბაი და და­ვი­შა­ლო­თო.
და­ა­კა­ნო­ნეს და­სა­ხე­ლე­ბაი დი­დის დარ­ბა­ზი­სა, და­ა­პი­რეს დაშ­ლაი და – “დაბ­რუნ­დი­თო!” – დამ­ც­ველ­თუ­ხუ­ცეს­მა.
და­უ­დეს დურ­ბა­ლა­ი­სა დე­პე­შაი დი­დი დათ­ვი­სა­გან: “და­ე­ლო­დეთ დე­ლე­გა­ცი­ა­სა დუ­მი­სა და დარ­ჩით დარ­ბაზ­შიო”. დას­ცხა დურ­ბა­ლა­ი­სა: “და­ვე­ლო­დოთ, და­ვე­ლო­დო­თო…”.
– დამ­ცი­რე­ბაა და­ბალ­ღო­ბე­თი­სა დუ­მის დე­ლე­გა­ცი­ის და­ლო­დი­ნე­ბაო, – დაჰ­კივ­ლა დუ­დუ­ნა­მა, და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა, – და­ვი­შა­ლოთ და დავ­კე­ტოთ დარ­ბა­ზიო!
– დაჰ­ხე, დაჰ­ხე, დე­ნი­კი­ნის დრო­ინ­დელ­საო, – დე­პუ­ტა­ტებ­მა, – დაგ­ვ­ცო­ფავს, დაგ­ვ­ბოღ­მავს, დაგ­ვა­ჯა­ხებს დიდ დათვს და და­ი­თე­სე­ბა და­ბალ­ღო­ბე­თით­გა­ნო.
– დამ­თეს­ვე­ლის დე­დაო… – დუ­დუ­ნა­მა, – და­შინ­დით და დაგ­ლა­ხავ­დი­თო, დიდ­გო­რი და­გა­ვიწყ­დათ, დე­და­კა­ცებს დამ­გ­ვა­ნე­ბი­ხარ­თო!
– და­ეხ­სე­ნით დუ­დუ­ნა­საო, – დურ­ბა­ლა­ი­მა, – და­ვა­ფიქ­სი­როთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის დე­მარ­შიო.
და­ა­ფიქ­სი­რეს დე­მარ­ში და დარ­ჩ­ნენ დარ­ბაზ­შია. და­ე­ლოდ­ნენ დე­ლე­გა­ცი­ა­სა დუ­მი­სა…
და­ემ­ხო და­ფე­თე­ბუ­ლი დამ­ც­ველ­თუ­ხუ­ცე­სი დურ­ბა­ლა­ის­თა­ნა: “და­ვი­ღუ­პე­თო! დურ­კა­ძის დო­ბერ­მან­მა დუ­მის დე­ლე­გა­ცია დაკ­ბი­ნაო! დარ­ბი­ან დე­რე­ფან­ში, დას­დევს დო­ბერ­მა­ნი და და­აგ­ლი­ჯა დუნ­დუ­ლე­ბიო”.
– დუ­მას დუ­მე­ბი და­უ­ზა­რალ­დაო, – დუ­დუ­ნა­მა, – დავ­ჯ­დეთ და და­ვი­ტი­როთ დამ­პყ­რობ­ლის დუ­მე­ბიო.
– დე­ბილ დო­ბერ­მანს დაბ­დუ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი და­ე­მატ­ნე­ნო, – და­იკ­ვ­ნე­სა დურ­ბა­ლა­ი­მა, – და­ვი­ღა­ლე დუ­დუ­ნას დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­თაო.
– დავ­სა­ჯოთ დო­ბერ­მა­ნი და დამ­შ­ვიდ­დე­ბა დი­დი დათ­ვიო, – და­ა­ი­მე­და დურ­ბა­ლაი დამ­ც­ველ­თუ­ხუ­ცეს­მა, დარ­ცხ­ვე­ნილ­მა, – და­ვამ­წყ­ვ­დი­ოთ დოკ­ვა­ძეს­თა­ნა, და­ა­ტე­რო­რა დე­ლე­გა­ცია და და­ე­მუქ­რა დე­მოკ­რა­ტი­ა­საო.
– დაგ­ვ­თან­ხ­მ­დე­ბი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბიო? – დურ­ბა­ლა­ი­მა.
– დაგ­ვ­თან­ხ­მ­დე­ბი­ა­ნო. დღე­და­ღამ დას­ცი­ნი­ან დურ­კა­ძე­სა: “დაჰ­ხე, დაჰ­ხე, და­სე­ირ­ნობს დე­რე­ფან­ში დენ­დი­ვით დე­ბი­ლი დო­ბერ­მა­ნი­თაო”.
– დურ­კა­ძეც და­ვი­ჭი­რო­თო?
– დურ­კა­ძე დრო­ე­ბით და­უ­ჭე­რა­დიაო, – დამ­ც­ველ­თუ­ხუ­ცეს­მა, – და­უმ­თავ­რ­დე­ბა დრო დე­პუ­ტა­ტო­ბი­სა და და­ვას­კუ­პებთ დო­ბერ­მან­თა­ნაო. დავ­ძებ­ნით დო­სი­ე­საო.
– დაც­ვა და­უს­კუ­პე, დაც­ვაი, დურ­კა­ძე და­იც­დი­სო, – დურ­ბა­ლა­ი­მა, – დი­ლით და­გე­ლა­პა­რა­კე­ბიო, – და­ე­მუქ­რა.
და­უბ­რუნ­და დარ­ბაზ­სა: “დე­პე­შე­ბის დაგ­ზავ­ნა დაგ­ვ­ჭირ­დე­ბაო. და­ვუ­სა­ბუ­თოთ დუ­მას დო­ბერ­მა­ნის დე­ბი­ლო­ბაო. დურ­კა­ძეც და­სა­მუ­ნა­თე­ბე­ლიაო”.
– დურ­კა­ძე და­ვი­ჭი­როთ და დო­ბერ­მა­ნი და­ვა­მუ­ნა­თო­თო, – დე­ნი­ზა­მა, დიდ­სუ­ლო­ვან­მა.
და­ი­ხუვ­ლა დარ­ბაზ­მა: “დაგ­ვ­ცი­ნის დე­და­კა­ცი, დაგ­ვ­ტო­ვოს და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვაო!”
დას­ტო­ვა დარ­ბა­ზი და­ში­ნე­ბულ­მა დე­ნი­ზა­მა, დამ­შ­ვიდ­დ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი, და­აგ­ზავ­ნეს დე­პე­შე­ბი, და­ამ­ტ­კი­ცეს დო­ბერ­მა­ნე­ბი­სა­გან დარ­ბა­ზის დაც­ვის დე­ბუ­ლე­ბაი, დატ­კ­ბ­ნენ და და­ი­ვა­ნეს დამ­თ­ბარ­სა დარ­ბაზ­სა. და­ა­ვიწყ­დათ დაკ­ბე­ნი­ლი დე­ლე­გა­ცი­ა­ცა და დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი და­ბალ­ღო­ბე­თი­ცა.
და­ბეჭ­და დი­ლით დურ­ბა­ლაი დიდ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა “დე­ი­ლი დი­ლამ” – “და­სას­რუ­ლის და­საწყი­სიო”: “დავ­რ­წ­მუნ­დით დი­დის და­ნა­ნე­ბი­თაო, – დას­წე­რეს, – და­აჩ­ქა­რა დურ­კა­ძის დო­ბერ­მან­მა და­ბალ­ღო­ბე­თის დე­მოკ­რა­ტი­ის და­სას­რუ­ლიო”.
დას­წე­რეს და და­ი­ვიწყეს. და­ი­ვიწყეს და­ბალ­ღო­ბე­თე­ლებ­მა­ცა და­ვი­და­რა­ბა­ნი დი­დის დარ­ბა­ზი­სა.

(c) „არილი”

Facebook Comments Box