ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 4, 5 და 6 ნოემბერს წიგნების ბაზრობას მასპინძლობს. მწერალი და დრამატურგი დავით გაბუნია გვირჩევს, რა შევიძინოთ ფესტივალზე.
პოეტთან ერთად მისი მთარგმნელიც რომ საინტერესო უნდა იყოს, ქართველი მკითხველი უკვე მიჩვეულია ამ ამბავს – და ამჯერადაც, რილკეს ლეგენდარული ციკლის თარგმანს თანამედროვეობის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი გვთავაზობს. ეს ამ ციკლის, თუ არ ვცდები, მესამე სრული ქართული თარგმანია. საინტერესო იქნება რილკე რატიანის ენით.
როგორც იქნა, ხელახლა დაიბეჭდება მემუარისტიკის თუ დოკუმენტური ჟანრის ეს შედევრი. მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო ზეპირი ისტორიებია, როცა ადამიანის ცხოვრებასთან ერთად მთელი საზოგადოების, ქვეყნის ისტორიას კითხულობ. თან გვახარიას აქვს თხრობის ისეთი უშუალო და შემპარავი სტილი, აუცილებლად წაგაკითხებს თავს. საინტერესოა, როგორ აღიქვამს ამ წიგნს ბოლო რამდენიმე წელიწადში წამოზრდილი ახალი მკითხველი.
ეს კრებული ოთხ პიესას მოიცავს, რომლებიც ქართულად ნინო ბურდულმა და ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნეს. ხარატიშვილის პროზის მოყვარულებს უთუოდ მისი პიესებიც დააინტერესებთ, რომანებისგან განსხვავებული ენა თუ სტილი, ჟანრული მრავალფეროვნება ამ ავტორის უკეთესად გაცნობის საშუალებას იძლევა. თან ორი პიესის (“მსახურთა შემოდგომა” და “ფედრა ცეცხლის ალში”) ქართულ სცენაზე ნახვაც შეუძლიათ, ნინო ხარატიშვილისვე რეჟისორობით. ყოველთვის საინტერესოა, როცა სცენისთვის დაწერილ ტექსტს წინასწარ ეცნობი და მერე მის ინტერპრეტაციას უყურებ თეატრში, საკუთარ წარმოდგენებს ადარებ. ჩემი საყვარელი გასართობია.
© არილი