არილის შესახებ

“არილის” მთავარი რედაქტორი:

ლექსო დორეული – ფილოსოფოსი, ლიტერატურისმცოდნე.

პასუხისმგებელი რედაქტორი:

თამარ მღებრიშვილი – ფილოლოგი, პოეტი

მხატვარი – მამუკა ტყეშელაშვილი

პროექტების მენეჯერი – ეკა ხარბედია

“არილს” ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე რედაქტორობდა ფილოლოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მკვლევარი მალხაზ ხარბედია (1974-2025)

ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი „არილი” ქართველი მკითხველისთვის დღემდე რჩება ბოლო ათწლეულების ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ლიტერატურულ გამოცემად. “არილში” გამოქვეყნებულია ორიგინალური თუ თარგმნილი ტექსტები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს უახლესი ქართული ლიტერატურის მიმართულება.

„არილი” გახლავთ მწერალთა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ასოციაცია, რომელიც ჯერ ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთის ფორმატით გამოდიოდა, მერე კი, წლების განმავლობაში, ყოველთვიურ ლიტერატურულ ჟურნალად ჩამოყალიბდა.